ფეისბუქპოსტისთვის კაცი 2500 ლარით დააჯარიმეს – მოსამართლის გადაწყვეტილება

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ 2500 ლარით დააჯარიმა მოქალაქე ფეისბუქპოსტისთვის. „ხვიჩა შაქარიშვილის საქმეზე“ გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 30 სექტემბერს მიიღო. ხვიჩა შაქარიშვილი აგვისტოს ომის ვეტერანია და 2022 წლის 6 ივლისს ფეისბუქპოსტში პოლიციელებს შეაგინა. „სამართალდარღვევის დროულად აღკვეთის მიზნით“, პოლიციამ მოქალაქე 8 დღის შემდეგ – 14 ივლისს დააკავა და 48 საათი გააჩერეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. „ჩვენ მოსამართლეს ვუთხარით, …

85 წლის კაცის ათწლიანი ბრძოლა ბოსტნის დასაკანონებლად – სასამართლოს არ ნიშნავენ

85 წლის ლადო მჟავანაძე 6 თვეა ელის ბათუმში მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძისგან საქმის ხელახლა განხილვას. საუბარია გონიოში 397 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე, რომლის საკუთრების აღიარებაზეც ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2020 წელს უარი უკვე თქვა. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ, შემდეგ კი, უზენაესმა სასამართლომ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს საქმის ხელახლა განხილვა დაავალა. საქმე ისაა, რომ ეს მიწა ლადო მჟავანაძეს, გონიოს …

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ნათია კაპანაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ნათია კაპანაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. მან ძირითადად ტელევიზიის ყოფილი ბორდის არგუმენტები გაიზიარა სატელევიზიო რეიტინგის, პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობის, შრომის ანაზღაურების ცვლილების და თანხის არამიზნობრივი ხარჯვის ნაწილში. „ნათია კაპანაძის საქმეზე“ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 6 მაისს, გამოცხადდა. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მოსამართლე 17-ივე საკითხზე ისაუბრა, რაც ნათია კაპანაძეს ჩაუწერეს იმპიჩმენტის საფუძვლად და ის …

მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა – ენმ „ოცნების“ კანდიდატის მოხსნას ითხოვს

განახლება: მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ „ქართული ოცნების“ კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებაზე ენმ-ს სარჩელი არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, 2 აპრილის არჩევნებზე მე-4 მაჟორიტარულ ოლქში ასარჩევი კანდიდატები არიან „ქართული ოცნება“ – რამაზ ჯინჭარაძე, „ნაციონალური მოძრაობა“ – მათე ფუტკარაძე. ___ „გაითვალისწინეთ, რომ რამაზ ჯინჭარაძე „ქართული ოცნების“ კანდიდატად 3 თებერვალს დასახელდა. 18 თებერვლამდე კი, ის მთავრობის განკარგულებით იმ კომისიის წევრი იყო, …

ნათია კაპანაძე მოსამართლეს: „ისევ ვაპირებ მუშაობას საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“

„იქნებ, სხვა კუთხით შეხედოთ,“ – მიმართა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ აჭარის ტელევიზიის ბორდის ყოფილ ხელმძღვანელს, ნატა იმედაშვილს, რომელმაც დღეს, 15 დეკემბერს, მოწმის სახით მისცა ჩვენება სასამართლოს და მიიჩნევს, რომ ტელევიზიის ყოფილი დირექტორის – ნათია კაპანაძის გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი თანამშრომლებთან კომუნიკაცია იყო. ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის 17 მიზეზიდან ერთ-ერთი სწორედ კომუნიკაციის პრობლემა დაასახელა მრჩეველთა საბჭომ 2019 წლის აპრილში …

ბათუმის სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ჯუმბერ ბეჟანიძე ასრულებს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ამჯერად ჯუმბერ ბეჟანიძე ასრულებს. უცნობია, როდემდე იქნება ის სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი – იუსტიციის უმაღლესი საბჭო ბათუმის სასამართლოში თავმჯდომარის დანიშვნას არ ჩქარობს. 2016 წლიდან 2021 წლის აგვისტომდე ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი იყო. ის სამუშაოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადავიდა. აგვისტოდან სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას მოსამართლე დავით კეკენაძე ასრულებდა, რომელიც უკვე …

ჟურნალისტის საჩივრის განხილვაზე 79-ე ოლქმა უარი თქვა – რა დაადგინა მოსამართლემ

„გადაშალეთ კოდექსი და ნახეთ,” – მიმართა ბათუმის 79-ე საოლქო კომისიის იურისტს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ, რომელმაც დღეს, 10 ოქტომბერს მედიაგამოცემა “ბათუმელების” და მისი ჟურნალისტის – თამარ ნერგაძის სარჩელი განიხილა. ჟურნალისტს 2 ოქტომბრის არჩევნებზე დაწერილი საჩივრის განხილვაზე ბათუმის საოლქო კომისიამ უარი უთხრა და ამიტომ მიმართა სასამართლოს. მოსამართლემ ჩათვალა, რომ საოლქო კომისიამ გადაწყვეტილება უნდა შეცვალოს. თუ საბოლოოდ საოლქო …

„რა დაზიანდა ამით?“ – მოსამართლის კითხვები აჭარის ტელევიზიის საქმეზე

„კონკრეტულად რა დოკუმენტით მტკიცდება საბიუჯეტო თანხის არამიზნობრივი ხარჯვა?“ – ჰკითხა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ნათია კაპანაძემ აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელს – გიგა ჩხარტიშვილს. მან სერიოზული ბრალდების პასუხად მაუწყებლის ბიუჯეტი დაასახელა, რომელსაც ისევ მრჩეველთა საბჭო ამტკიცებს. ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის ინიციატორმა ვერ დაასახელა შიდა ან გარე აუდიტის მომზადებული რომელიმე დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა იმპიჩმენტის ერთ-ერთ საფუძველს …

რა თქვეს მოწმეებმა „ნათია კაპანაძის საქმეზე“

„საეთერო ბადიდან სერიალების და მხატვრული ფილმების ამოღებამ გამოიწვია რეიტინგის კლება. ეს წინასწარ ვიცოდით და ვეუბნებოდით კიდეც, რომ ასე იქნებოდა, რადგან ვიცით, სატელევიზიო მედიის ყველაზე ლოიალური სეგმენტი პენსიონერი ქალბატონები არიან,“ – უთხრა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს „ტრი მედია ინტელიჯენსის“ ანალიტიკოსმა, თამარ მოცრიძემ. ეს კომპანია ტელევიზიების რეიტინგებს ითვლის. თამარ მოცრიძემ დღეს, 23 ივნისს, როგორც სპეციალისტმა, ისე მისცა ჩვენება …

„ბუშტების აქციაზე“ დაკავებულების საქმე მოსამართლემ ხულიგნობის ნაწილში შეწყვიტა

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ბათუმში ბუშტების აქციის შემდეგ დაკავებულების საქმეში ხულიგნობის ნიშნები ვერ დაინახა და ადმინისტრაციული საქმისწარმოება შეწყვიტა. მოსამართლემ პირველ დეკემბერს დაკავებული ოთხი პირის მიმართ მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა გამოიყენა პოლიციელების კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობის ნაწილში. „სასამართლოში პოლიციამ ვერ დაადასტურა აქციის მონაწილეების მხრიდან ხულიგნობის ჩადენა,“ – აღნიშნავს საია-ს იურისტი, ილონა დიასამიძე. ის სასამართლოში ბათუმის საპროტესტო აქციაზე დაკავებულების ინტერესებს …

ირაკლი ჩხვირკია 7 დღით დააპატიმრეს

ბათუმის საპროტესტო აქციაზე გუშინ, 2 დეკემბერს, დაკავებულ ირაკლი ჩხვირკიას მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ 7 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ირაკლი ჩხვირკია აქციაზე მას შემდეგ დააკავეს, როცა მას და აქციის სხვა მონაწილეებს აჭარის მთავრობის სახლის წინ ბუშტების განთავსების საშუალება არ მისცეს. გუშინვე გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ირაკლი ჩხვირკია პოლიციელებს მოქალაქეების დაცვისკენ მოუწოდებს. ამ ვიდეოჩანაწერის მიხედვით, ირაკლი ჩხვირკიას …

ქმარმა უჩივლა ყოფილ ცოლს covid 19-ზე რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო 

ადვოკატმა ა. მ.-მ, ვისაც ყოფილი ცოლი ოჯახში ძალადობას ედავებოდა, სასამართლო დავა მოიგო. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში გააუქმა ადვოკატ ა. მ.-ს წინააღმდეგ გამოცემული შემაკავებელი ორდერი, რომელიც 26 აპრილს ბათუმის პოლიციის პირველმა განყოფილებამ გამოსცა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ა.მ.-მ მოსამართლეს უთხრა, რომ პოლიციას დასახმარებლად თავად მიმართა, პოლიციელებმა კი, შემაკავებელი ორდერი მის წინააღმდეგ გამოსცეს. მოსამართლეს ადვოკატმა ა.მ.-მ …

მოქალაქე: სახელმწიფომ გონიოში მიწა მოგვცა, მაგრამ ახლა უკან გვართმევს

„სახელმწიფოსგან მოცემულ მიწას ისევ სახელმწიფო არ გვისაკუთრებს…“ – ამბობს გონიოში მცხოვრები ლადო მჟავანაძე. საუბარია მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც 30-მდე ოჯახს და, მათ შორის, ლადო მჟავანაძეს, გონიოს ციტრუსის მეურნეობამ 90-იან წლებში სარგებლობაში გადასცა. ამ მიწებზე გონიოელებს ძირითადად ბოსტნები ჰქონდათ მოწყობილი, ასევე ბოსლები, რომლებიც 2012 წელს ბათუმის მერიამ იძულებით დაანგრია. ლადო მჟავანაძე სასამართლოში ბათუმის მუნიციპალიტეტის მიწის კომისიის წინააღმდეგ …

სკოლის დირექტორი განათლების სამინისტროს წინააღმდეგ – სასამართლო დავა

აჭარის განათლების სამინისტროს სასამართლოში ჩაქვის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი – ტარიელ ქათამაძე უჩივის. დავა მას შემდეგ დაიწყო, როცა ამ სკოლაში სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლები შევიდნენ და დირექტორმა განაცხადა, რომ სკოლის პედაგოგებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტი დაფიქსირდა. ტარიელ ქათამაძემ თავდაპირველად განათლების სამინისტროს მიმართა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე რეაგირება მოითხოვა, მაგრამ სამინისტრომ საქმის შესწავლასა და დისციპლინური საქმისწარმოების დაწყებაზე უარი …

ვინ აღმოფხვრის დისკრიმინაციას, თუკი მერია მეჩეთის აშენებაზე ისევ უარს იტყვის?

„რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი მერია ისევ უარყოფით გადაწყვეტილებას მიიღებს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე? გამოვა, რომ მერია ისევ დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებას მიიღებს და სასამართლო ვერ ჩაერევა მერიის დისკრეციულ უფლებამოსილებაში,“ – ამბობს ანზორ ხატიაშვილი, „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ იურისტი. ეს ორგანიზაცია და „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ სასამართლოში მუსლიმი თემის ინტერესებს იცავენ. იურისტები უზენაესი სასამართლოს …

სასამართლომ დაადგინა, რომ ბათუმის მერია მუსლიმ თემს დისკრიმინაციულად მოეპყრო

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ  უკანონოდ და დისკრიმინაციულად მიიჩნია ბათუმის მერიის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომლითაც მუსლიმ თემს ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებაზე უარი უთხრეს. მუსლიმი თემის სარჩელის განხილვა „ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საქმეზე“ დღეს, 30 სექტემბერს, დასრულდა. სასამართლომ სარჩელის მესამე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობდა მერიისთვის ნებართვის გაცემის დავალდებულებას. “ეს მუნიციპალიტეტის დისკრეციული უფლებამოსილებაა,” – აღნიშნა მოსამართლემ. მოსამართლემ …

“ახალი მეჩეთის აშენებაზე” სასამართლო გადაწყვეტილებას 26 სექტემბერს მიიღებს

„ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საქმის“ განხილვა დასრულდა. გადაწყვეტილებას მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე 26 სექტემბერს გამოაცხადებს. დღეს, 12 სექტემბერს, გამართული ბოლო სხდომის დასაწყისში მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე დაინტერესდა, რა ბედი ეწია მხარეებს შორის მოლაპარაკებას, რის გამოც სასამართლო განხილვა შეჩერებული იყო. სხდომა მალევე გაგრძელდა, რადგან მერიის იურისტმა და მუსლიმი თემის დამცველმა იურისტებმაც მოსამართლეს უთხრეს, რომ შეთანხმება ვერ შედგა. “გაოცებული …

ეკუთვნის თუ არა სტიპენდია მეოთხეკურსელს – სტუდენტმა ბსუ-ს სასამართლო დავა მოუგო

სტიპენდიის გამო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის უკვე ყოფილმა სტუდენტმა მეგი ბაკურიძემ უნივერსიტეტს სასამართლოში უჩივლა. მას მეოთხე კურსის მეორე სემესტრის სტიპენდია არ მისცეს, რაც თვეში 100 ლარია. მეგი ბაკურიძემ ასევე ვერ აიღო სტიპენდია ხელვაჩაურის მერიისგან – ჯამში 400 ლარი. ამ უწყებასაც უჩივლა უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის კურსდამთავრებულმა სასამართლოში. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმ ფრიადოსან სტუდენტებს აძლევენ სტიპენდიას, რომლებიც სემესტრის ბოლოს …

შვებულებაში გავიდა მოსამართლე, რომელიც განიხილავს ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საქმეს

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე, რომელიც „ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საქმეს“ განიხილავს, შვებულებაში გავიდა. მას საქმის განხილვა ამ დღეებში დასკვნით სხდომაზე უნდა დაესრულებინა იმ შემთხვევაში, თუკი მუსლიმ თემსა და ბათუმის მერიას შორის შეთანხმება ვერ შედგებოდა. შეთანხმება მერიაში 9 ივლისს გამართულ შეხვედრაზე ვერ შედგა. „ბოლო სასამართლო სხდომაზე შევთანხმდით, რომ 8 ივლისს გაიმართებოდა შეხვედრა მერიაში და სავარაუდოდ 9 ივლისს …

მოსამართლე ახალ მეჩეთზე დავის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ: წყენა უნდა დაივიწყოთ

“სასამართლო ფიქრობს, რომ შეუძლებელია მხარეები ვერ შეთანხმდეთ. უფრო წარმოუდგენელია შეუთანხმებლობა… წარმატებებს გისურვებთ. წყენა და რამე თუ გქონდათ, უნდა დაივიწყოთ…” – მიმართა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მერიის წარმომადგენელსაც და მუსლიმი თემის დამცველ იურისტებსაც. მოსამართლემ ახალი მეჩეთის საქმის განხილვა ისევ გადადო. სასამართლო დაელოდება, რას იტყვის მუსლიმი თემი მერთან შეხვედრის შემდეგ. ბათუმის მერის ხელმოწერილი განცხადება მერიის იურისტმა გადასცა მოსამართლე …

მოსამართლე დღესვე ითხოვს მერისგან პასუხს ახალი მეჩეთის მშენებლობაზე

“ალბათ, მერიას უნდა ვკითხოთ, შედგა თუ არა შეთანხმება. გქონდათ შეხვედრა?” – ამ შეკითხვით დაიწყო დღეს, 12 ივნისს, სასამართლო სხდომა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ – ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმის განხილვა უკვე დასკვნით ეტაპზეა. “ამ კუთხით სიახლე არ გვაქვს… მიზეზი ჩემთვის უცნობია,” – უპასუხა მოსამართლეს ბათუმის მერიის იურისტმა, ვახტანგ გედენიძემ მოსამართლეს. მისივე თქმით, მერია ისევ გამოხატავს მზაობას …

სასამართლოში დაპირების მიუხედავად, მერია მუსლიმ თემს მაინც არ დაელაპარაკა – ახალი მეჩეთი

მუსლიმ თემსა და ბათუმის მერიას შორის შეთანხმება არ შედგა. სასამართლო პროცესი ხვალ, 12 ივნისს, განახლდება. წინა პროცესზე კი, რომელიც 22 მაისს გაიმართა, ბათუმის მერიის წარმომადგენელმა პროცესის გადადება მოლაპარაკების მოთხოვნით ითხოვა. „შეთანხმება კი არა, ერთი სატელეფონო ზარიც არ შემოსულა მერიიდან, არ ვიცი, რატომ,“ – ამბობს ნოდარ პაქსაძე, „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის“ ხელმძღვანელი. რატომ არ სცადა …

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე უვადოდ გაამწესეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ერთადერთი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე თავის პოზიციაზე უვადოდ გაამწესეს. იუსტიციის უმაღლესმა საბჭო ჯუმბერ ბეჟანიძე და კიდევ 31 მოსამართლე გუშინდელ სხდომაზე დანიშნა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ამ მოსამართლეთაგან 3 დაინიშნა გამოსაცდელი ვადით და დანარჩენი უვადოდო. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გუშინ ასევე დანიშნა კობა გოცირიძე – ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ქობულეთის მუნიციპალიტეტში. …

მოსამართლე მუსლიმ თემს: „რა ვქნათ, ჩვენი ბრალი არ არის“

“ბათუმის მეჩეთის საქმის” განხილვა ისევ გადაიდო. მორიგი პროცესი 12 ივნისს გაიმართება და მოსამართლე მხოლოდ მხარეების რეპლიკებს მოისმენს. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს პროცესის ბოლოს არ დაუმალავს, რომ ამით მან მერიას კიდევ ერთი შანსი მისცა მოლაპარაკების მისაღწევად – დღეს, 22 მაისს, გამართულ სხდომაზე ბათუმის მერიამ სხდომის კიდევ ერთხელ გადადება მოითხოვა და ივნისის პირველ კვირაში შეხვედრა დააანონსა. მოსამართლემ შუამდგომლობა …

მოსამართლემ ბათუმის მეჩეთის საკითხის განხილვა დაიწყო

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს კიდევ ერთხელ მოსთხოვა პროცესის გადადება ბათუმის მერიამ. მერიის იურისტმა თქვა, რომ სხვადასხვა ღონისძიების გამო ვერ შეხვდნენ მუსლიმ თემს და შეხვედრა ივნისის პირველ კვირაში აუცილებლად გაიმართება. “ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა მუსლიმი თემის მიმართ, ეს არის უსამართლობა…” – მიმართა მოსამართლეს ერთ-ერთმა მუსლიმმა. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ სხდომის განხილვა აღარ გადადო და დასძინა, რომ ბათუმში ახალი …

საია ნათია კაპანაძის საქმეზე: ბათუმის სასამართლომ პრაქტიკა უარესობისკენ შეცვალა

„ბათუმის საქალაქო სასამართლომ არსებული პრაქტიკა უარესობისკენ შეცვალა,“ – მიიჩნევს საია-ს იურისტი მარიამ გოგოსაშვილი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.  ბათუმის სასამართლომ დღეს, 3 მაისს, უარი თქვა აჭარის ტელევიზიაში დირექტორის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის შეჩერებაზე. ნათია კაპანაძე თანამდებობიდან 19 აპრილს გადააყენეს. კონკურსი აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორის შესარჩევად 25 აპრილს გამოცხადდა. სასამართლოში ნათია კაპანაძე მრჩეველთა საბჭოს მიერ …

“ერთხელ მაინც დაგველაპარაკეთ?” – მუსლიმების კითხვა მერიას [რეპორტაჟი სასამართლოდან]

ბათუმის მერიის იურისტმა ვახტანგ გედენიძემ სასამართლოს იგივე უთხრა, რაც გუშინ, 9 აპრილს ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ თქვა – „დიალოგის რესურსი არ ამოწურულაო“. საქმე ეხება ბათუმში მეჩეთის მშენებლობის უფლებას, რაზეც მუსლიმ თემს ყოფილმა მერმა გიორგი ერმაკოვმა უარი უთხრა. მოქმედმა მერმა ლაშა კომახიძემ გასული წლის თებერვალში განაცხადა, რომ ამ საკითხზე მუსლიმებთან დიალოგს გამართავდა, მაგრამ ეს დიალოგი დღემდე …

ბათუმის მეჩეთზე სასამართლო პროცესი 10 აპრილს განახლდება

ბათუმის ახალი მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებული სასამართლო დავა 10 აპრილს, 10 საათზე განახლდება. ბოლო სხდომა ამ საქმეზე 2018 წლის 20 თებერვალს გაიმართა. მას შემდეგ სასამართლო განხილვა გაურკვეველი ვადით იყო შეჩერებული. 2018 წლის 20 თებერვალს სასამართლო პროცესის გადადების მიზეზი ბათუმის მერიის მიმართვა გახდა, რომლის მიხედვითაც, მერი ლაშა კომახიძე მუსლიმ თემთან მოლაპარაკებას გამართავდა. მხარეთა შორის შეთანხმება ვერ შედგა …

შემწეობის შეწყვეტის გამო მოქალაქემ სოციალურ სააგენტოს სასამართლოში უჩივლა

სოციალური შემწეობის შეწყვეტის გამო ბათუმში მცხოვრებმა ნანა მგელაძემ სოციალური მომსახურების სააგენტოს სასამართლოში უჩივლა. საქმეს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე განიხილავს. დღევანდელ პროცესზე მოქალაქე არ გამოცხადდა – ნანა მგელაძემ მოსამართლეს წერილი გამოუგზავნა და აცნობა, რომ თავის ადვოკატს ვეღარ უკავშირდება. „ვერ ვუკავშირდები, არაა ბათუმში და მოვითხოვ საქმის გადადებას“, – ამოიკითხა მოსამართლემ წერილიდან და დასძინა, რომ ეს დასაბუთება არ არის. …

სასამართლომ ქობულეთის მერიას მუსლიმური პანსიონისთვის წყლის ჩართვა დაავალდებულა

დღეს, 12 ოქტომბერს, მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ სახალხო დამცველის სარჩელი დააკმაყოფილა ქობულეთის მერიის წინააღმდეგ. სარჩელი ქობულეთის მუსლიმთა პანსიონის წყლის და კანალიზაციის სისტემაზე მიერთებას ეხებოდა. ქობულეთის მერია პირველი საჯარო უწყებაა საქართველოში, რომელსაც სახალხო დამცველმა სასამართლოში უჩივლა რეკომენდაციის შეუსრულებლობის გამო. ქობულეთის მოსახლეობამ მუსლიმ თემს პანსიონის გახსნის საშუალება 2014 წელს არ მისცა, მაშინ ადგილობრივებმა პანსიონის კარს ღორის თავიც მიაჭედეს. …

გამოძახებული მძღოლის სიმთვრალის გამო დაჯარიმებულ მოქალაქეს შსს ფულს დაუბრუნებს

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ დააკმაყოფილა მოქალაქე ჩარიტა ჟღენტის სარჩელი საპატრულო პოლიციის წინააღმდეგ. ჩარიტა ავტომანქანას ფლობს და რამდენიმე თვის წინ მან მძღოლის გამოძახების სერვისით ისარგებლა.  გამოძახებული მძღოლი ნასვამი აღმოჩნდა, რის გამოც საპატრულო პოლიციამ ჩარიტა 700 ლარით დააჯარიმა, როგორც ავტომანქანის მფლობელი. საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი ჩარიტა ჟღენტმა სასამართლოში გაასაჩივრა. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მიიჩნია, რომ ჩარიტას დაჯარიმება …

ლაშა კომახიძე მუსლიმ თემთან ახალი მეჩეთის მშენებლობაზე მოლაპარაკებას იწყებს

ბათუმის მეჩეთის საქმის განხილვა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ერთი თვით გადადო. ერთ თვეში ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, უნდა გადაწყვიტოს, მოაწერს თუ არა ხელს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვას. ბათუმის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი ააიპ „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა“ შეიტანა. ბათუმის მერიამ 2017 წლის 5 მაისს მუსლიმ თემს უარი უთხრა ქალაქში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე. …

ასოცირებული პროფესორი უნივერსიტეტის წინააღმდეგ

პროფესორი ირაკლი მანველიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სასამართლოში უჩივის. პროფესორი დეკანის არჩევნების შედეგს ასაჩივრებს. ირაკლი მანველაძე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო. „დამოუკიდებელი კანდიდატი ვიყავი და ალბათ, ამიტომ აღმოჩნდა მიუღებელი ჩემი დეკანობა,“ – ამბობს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ირაკლი მანველიძე. ის იმავე ფაკულტეტის თანამშრომელია, რომლის დეკანობაც სურდა. 2014 წლის ფაკულტეტის …

გონიოელებმა ბათუმის მერიას სასამართლო დავა მოუგეს

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ დღეს, 31 მარტს, უკანონოდ მიიჩნია ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც გონიოელებს მიწის საკუთრების დაკანონებაზე უარი ეთქვათ. „მე მითხრეს უარი იმ მიზეზით, რომ სასამართლოს ჰქონდა განხილული ჩემი შემთხვევა, თუმცა საკუთრების კომისიას არაფერი უკრძალავდა, ხელახლა შეესწავლა ჩემი საქმე. იმედი მაქვს, ამჯერად მაინც გაჩნდება პოლიტიკური ნება და ისევ არ გაასაჩივრებენ ამ გადაწყვეტილებას,“ – …

ახალი სასამართლო დავა ვაჟა-ფშაველას 13-ზე – „ძეგლიც აშენდება და კორპუსიც“

გამოძიებას 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე არაფერი დაუდგენია ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევის საქმეზე. ამასობაში „სლავა 2015“-მა სასამართლო დავა თავად დაიწყო ხელისუფლების წინააღმდეგ. უკანონოდ დანგრეული ისტორიული სახლის ადგილზე, ვაჟა-ფშაველას 13-ში, კომპანია „სლავა 2015“ კორპუსის აშენებას ისევ გეგმავს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში კომპანია „სლავა 2015“ იმ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობას ითხოვს, რომლითაც 2015 წელს კომპანიას უარი უთხრა მშენებლობაზე აჭარის …

Exit mobile version