მთავარი,სიახლეები

გამოძახებული მძღოლის სიმთვრალის გამო დაჯარიმებულ მოქალაქეს შსს ფულს დაუბრუნებს

23.02.2018
გამოძახებული მძღოლის სიმთვრალის გამო დაჯარიმებულ მოქალაქეს შსს ფულს დაუბრუნებს

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ დააკმაყოფილა მოქალაქე ჩარიტა ჟღენტის სარჩელი საპატრულო პოლიციის წინააღმდეგ. ჩარიტა ავტომანქანას ფლობს და რამდენიმე თვის წინ მან მძღოლის გამოძახების სერვისით ისარგებლა.  გამოძახებული მძღოლი ნასვამი აღმოჩნდა, რის გამოც საპატრულო პოლიციამ ჩარიტა 700 ლარით დააჯარიმა, როგორც ავტომანქანის მფლობელი.

საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი ჩარიტა ჟღენტმა სასამართლოში გაასაჩივრა. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მიიჩნია, რომ ჩარიტას დაჯარიმება უკანონო იყო.

„როგორც წესი, მსგავს შემთხვევებს იშვიათად იკვლევს ხოლმე სასამართლო, რადგან ამ ტიპის საქმეებზე გადაწყვეტილების გასაჩივრება არ ხდება და თან ჩარიტამ ჯარიმა მაშინვე გადაიხადა. ამ შემთხვევაში მოსამართლე ძირფესვიანად დაინტერესდა ამ ამბით,“ – გვითხრა ადვოკატმა, ტოგო ჭელიძემ.

სასამართლომ ძალაში დატოვა ჯარიმა ნასვამი მძღოლის მიმართ, ვისი სერვისითაც ავტომანქანის მფლობელმა ისარგებლა. მძღოლი საპატრულო პოლიციამ 500 ლარით დააჯარიმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: