სახელმწიფომ შშმ პირებს ვერ მისცა ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. ამ დღეს, სოციალური სამართლიანობის ცენტრი კიდევ ერთხელ აჯამებს თემის წევრთა უფლებრივ მდგომარეობასა და იმ გამოწვევებს, რომლებიც წლების გასვლასთან ერთად, არათუ არ უმჯობესდება, არამედ გარკვეული მიმართულებებით უარესდება კიდეც. სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით საქართველოსთვის გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ძალაში შესვლიდან 12 წლის თავზე, მთავრობამ ვერ შეძლო, …

შშმ პირის დედა: მაჩვენონ „ოცნების“ პროპაგანდისტებმა უფასო ექიმი, უფასო კვლევა ბავშვისთვის

„წამყვეს „ოცნების“ რომელიმე პროპაგანდისტი და მაჩვენოს, სადაა უფასოდ ექიმი, ან უფასო კვლევები შშმ ბავშვებისთვის? დაფინანსებულია კი არა, 2 წელია ვერ მიმიყვანია შვილი ექიმთან,“ – ამბობს ეკა მაისურაძე. იგი მარტოხელა დედაა, ორი შვილი ჰყავს, სოციალურად დაუცველია და თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ეკა მაისურაძის უფროსი შვილი – 17 წლის სალომე შშმ პირია. ეკა მაისურაძე პროპაგანდისტულ გზავნილებს აპროტესტებს, …

„ოცნების“ გამო ყველა პროექტი დამეხურა“ – შშმ ქალთა ალიანსის ხელმძღვანელი აჭარაში

„ქართული ოცნების“ რუსული კანონების გამო, ყველა პროექტი დამეხურა. დონორმა კონტრაქტები შეგვიწყვიტა“, – ამბობს „შშმ ქალთა ალიანსის“ აღმასრულებელი დირექტორი დეა ერემაშვილი, რომლის ორგანიზაციაც წლების განმავლობაში აქტიურად იცავდა რეგიონში შშმ პირთა უფლებებს და ზრუნავდა მათ საჭიროებებზე. „ბათუმელებთან“ დეა ერემაშვილი ამბობს, რომ შვედურ ფონდთან „კვინა ტილ კვინა“ (Kvinna till Kvinna), ორწლიანი კონტრაქტი 2025 წლის 25 იანვარს გააფორმა, თუმცა …

შშმ მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ტაქსის მძღოლი დააკავეს – შსს

შსს-ს ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში, ტაქსის მძღოლმა შშმ პირზე სექსუალურად იძალადა. „გორის მუნიციპალიტეტის ტყის მასივში, ტაქსის მძღოლმა წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე მოზარდზე  სექსუალურად იძალადა. არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 1980 წელს დაბადებული პირია დაკავებული“ – წერს შსს. სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო …

„ადამიანის უფლებები და ფილოსოფია“ – საჯარო ლექცია ბათუმში

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ალიანსის ორგანიზებით ბათუმში, 6 დეკემბერს, გაიმართება ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძის საჯარო ლექცია –  „ადამიანის უფლებები და ფილოსოფია“. ლექცია ჩატარედება შშმ ქალთა ალიანსის ოფისში, მისამართზე: ბათუმი, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა N49, შაბათს, 6 დეკემბერს, 15:00 საათზე. „ლექციის დასასრულს დაგეგმილია თანასწორობის კუთხის გახსნა – ქართული და მსოფლიო მხატვრული, დოკუმენტური და ფილოსოფიური ლიტერატურა ხელმისაწვდომი იქნება კუთხის …

„შშმ ქალთა ალიანსი“ ევა შაშიაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს

„შშმ ქალთა ალიანსი“ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ევა შაშიაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, გენერალურ პროკურატურას მიმართავს. ტექსტში, რომელიც დღეს, 26 ნოემბერს გავრცელდა, ჩამოთვლილია ის ძირითადი მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან ევა შაშიაშვილი. „ქალბატონი ევა შაშიაშვილი უკვე მეორე თვეა, რაც იმყოფება წინასწარ პატიმრობაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ევა შაშიაშვილი არის ონკოლოგიური პაციენტი და …

„ივანიშვილის ჭიშკართან ღამეც გავათენე“ – შშმ ქალი ხელვაჩაურიდან

„რაც „ოცნება“ მოვიდა, მას შემდეგ ოცნებაში გვძვრება სული. გვატყუებენ ყველგან და ყოველთვის“- ამბობს 63 წლის შადიე მოფინაძე „ბათუმელებთან“. შადიე მოფინაძე 14 წელია ეტლით მოსარგებლეა და თავის, ასევე შშმ შვილთან, 39 წლის ამირან შაინიძესთან ერთად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს ხელვაჩაურში, სახლში, რომლის ჭერიდან წყალი ჩამოდის. შადიე მოფინაძე 12 წლია სახლის გადახურვას და კედლების გამაგრებას სთხოვს ხელისუფლებას, თუმცა …

„აქციის მონაწილე შშმ პირებს ფსიქიატრიულში გადაყვანით ემუქრებიან“ – დეა ერემაშვილი

შშმ პირთა უფლებადამცველი დეა ერემაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ „ოცნება“ საპროტესტო აქციაზე დაკავებული შშმ პირებს იძულებით ფსიქიატრიულში გადაყვანით ემუქრება, რაც უფლებების უხეში დარღვევაა. 21 ოქტომბერს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ რუსთაველის აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც დააკავეს, „გადაყვანილია ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, სადაც იძულებით მკურნალობას გაივლის“. დეა ერემაშვილი ამბობს, რომ ვაჟა სირაძე …

„12 წელია ვითხოვ დახმარებას“ – შშმ დედა-შვილი აჭარის მთავრობასთან

„12 წელია ვითხოვ დახმარებას და არავინ ყურადღებას არ მაქცევს, სახლში მაწვიმს, სახურავიც არ მომცეს“, – გვითხრა შადიე მოფინაძემ, რომელსაც აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან შეხვდით. შადიე მოფინაძე 22 ოქტომბერს აჭარის მთავრობაში ითხოვდა შეხვედრას რომელიმე პასუხისმგებელ პირთან. შადიე და მისი შვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან. შადიე ეტლით გადაადგილდება. იგი გვიყვება, რომ მის შვილს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს, …

ბათუმში გაიმართება უფასო კონსულტაციები სმენის დაზიანების მქონე პირებისთვის

ბათუმში სმენის არმქონე პირებისთვის 26-28 ივნისს კონსულტაციები ჩატარდება. ასევე, მათთვის, ვისაც აქვს სმენის დაზიანება ან აქვს კითხვები სმენის ტექნოლოგიებზე, ბათუმში 26-28 ივნისს, ღონისძიება გაიმართება. სმენის სახლი, ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი და შშმ ქალთა ალიანსი ამ თემით დაინტერესებულ ადამიანებს უფასო კონსულტაციებზე იწვევს. ღონისძიების ფარგლებში სმენის დაზიანების მქონე ან დაინტერესებული პირები მიიღებენ ინფორმაციას სასმენი აპარატების შერჩევა-მოსინჯვაზე, კონსულტაციას …

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვმა სკოლას სასამართლო დავა მოუგო – PHR

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, დღეს 17 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკმაყოფილდა არასრულწლოვანის სარჩელი დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარის“ წინააღმდეგ. საქმე ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას. ორგანიზაციის ინფორმაციით, სასამართლომ დააკმაყოფილა ორივე მოთხოვნა და დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ დისკრიმინაციულ ქმედებებს – „ასევე, სასამართლომ სკოლას …

„გვჭირდება საკვები, მედიკამენტები, წყალი“ – აჭარაში მცხოვრებ 40-მდე შშმ პირს დახმარება ესაჭიროება

არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის“ ინფორმაციით, აჭარის რეგიონში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დახმარება ესაჭიროებათ. ცენტრის განცხადებით, ბოლო კვირის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში დაფიქსირებული დიდთოვლობის გამო ადამიანები, განსაკუთრებით კი შშმ პირები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. „ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“  ოპერატიულად დაუკავშირდა  ორგანიზაციის 300-მდე მომხმარებელს აჭარის რეგიონში და გამოავლინა მათი  გადაუდებელი საჭიროებები“- ნათქვამია ცენტრის განცხადებაში. მათივე ინფორმაციით …

სპეცრაზმის მიერ ნაცემი შშმ პირის მკურნალობა სახელმწიფომ არ აანაზღაურა

3 დეკემბერს თბილისში სპეცრაზმმა ორ შშმ პირს – დათო აბულაძესა და რომან გოგოლაძეს სასტიკად სცემა. როგორც შშმ პირთა უფლებადამცველმა დეა ერემაშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, სპეცრაზმის მიერ ნაცემ რომან გოგოლაძეს საყოველთაო დაზღვევამ მკურნალობის თანხა არ აუნაზღაურა. რომან გოგოლაძე სმენისარმქონე პირია, ამიტომ კლინიკის მენეჯერმა, როგორც დეა გვეუბნება, ფურცელზე დაუწერა, რომ აჯანყებულ პირებს სადაზღვევო მკურნალობას არ უნაზღაურებს. „თქვენმა დაზღვევამ …

„წუხელ სმენისარმქონე პირს არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ უმოწყალოდ სცემა“ – შშმ პირები

დღეს 3 დეკემბერს, შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. ბათუმში მცხოვრებმა შშმ თემის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესს, იმ ძალადობრივ ქმედებებს, რასაც მთელი ხუთი დღის განმავლობაში ეწევა „ქართული ოცნება“ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ქვეყნის რუსიფიკაციას და მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. „დღეს შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეა, თუმცა „საჩუქარი“ გაგვიკეთა არალეგიტიმურმა რეჟიმმა და გვიან …

დოკუმენტური ფილმისა და ინკლუზიური სპექტაკლის ჩვენება ბათუმში

ინკლუზიური იდეების პლატფორმა InForm-ი ბათუმში 22-24 ნოემბერს დოკუმენტური ფილმისა და ინკლუზიური თანამედროვე ცეკვის სპექტაკლის ჩვენებას მოაწყობს. InForm-ი თბილისში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს  საქართველოში ინკლუზიური ხელოვნების განვითარებას და შეზღუდული  შესაძლებლობების მქონე ადამიანებს აკავშირებს ადგილობრივ და საერთაშორისო  სახელოვნებო სივრცეებთან. „შემოქმედებითი თანამშრომლობით, ცოდნის გაზიარებით და  ძლიერი, ინკლუზიური სახელოვნებო თემის შექმნით ჩვენ ვისწრაფვით ქართული  სახელოვნებო სივრცე გავხადოთ …

შშმ პირების ევროპული და ქართული გამოცდილება -„გეფიცებით, ასეთი რამ არ მინახავს, შოკში ჩავვარდი“

სამ წელზე მეტი გავიდა იმ დღის შემდეგ, როცა მოქალაქე ჯემალ ჭელიძემ პროტესტის ნიშნად საკუთარი ეტლი საპენსიო ბარათთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს ბათუმში, მთავრობის სახლის წინ დაუტოვა. ის პერსონალური ასისტენტის დანიშვნას ითხოვდა, თუმცა უშედეგოდ. „ეტლს ვუტოვებ. იქნებ მიხვდნენ, რას ნიშნავს ეტლით მოსარგებლე“, – უთხრა ჯემალ ჭელიძემ მაშინ „ბათუმელებს“. პერსონალური ასისტენტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს …

ახალი მიკროავტობუსები ბათუმი-ხელვაჩაურის გზაზე, მაგრამ არა ყველასთვის

ხელვაჩაური – ბათუმის გზაზე ახალი მუნიციპალური, სამარშრუტო მიკროავტობუსები მოძრაობს, მაგრამ კომფორტული და იაფი ტრანსპორტით სარგებლობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც ეტლით გადაადგილდებიან, ვერ შეძლებენ. ახალი მიკროავტობუსები არაადაპტირებულია. პროფესიით არქიტექტორი, 27 წლის ნოდარ ქარცივაძე ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში ცხოვრობს და ბათუმში მუშაობს. ნოდარი ეტლით მოსარგებლეა და ეს პრობლემა მას უშუალოდ ეხება. 10 წელია ნოდარი ამ თემაზე საუბრობს, …

ეტლით მოსარგებლე ადამიანები არ გაგვითვალისწინეს – არაადაპტირებული მიკროავტობუსები ბათუმში

„ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ 100 ახალი მიკროავტობუსი შეიძინა, რისთვისაც ბათუმის ბიუჯეტიდან 15,9 მლნ ლარს გადავიხდით. ახალი მიკროავტობუსები ცხრა ადმინისტრაციულ ერთეულში იმოძრავებს. სიძვირის მიუხედავად, მიკროავტობუსები ადაპტირებული არ არის და შესაბამისად, ეტლით მოსარგებლე პირები ვერ ისარგებლებენ. არქიტექტორი ნოდო ქარცივაძე ეტლითმოსარგებლეა და სოფელ ახალშენიდან ყოველ დღე უწევს ქალაქში ჩამოსვლა. ახალი მიკროავტობუსი მისი სოფლის მიმართულებითაც ივლის, თუმცა ნოდო ქარცივაძეს ამ ტრანსპორტით …

რა ეშველება ამ ჯგუფს, თუ დონორები გავლენ ქვეყნიდან? – თათის დედის ბრძოლა შვილისთვის 

„მე ვარ ორი შვილის დედა, თუმცა საუბარი ყოველთვის მიწევს თათის შესახებ. თათი არის დიაგნოზით, მას მიკროცეფალია აქვს“ – გვიყვება რუსუდან შერვაშიძე, ბათუმელი ქალი, შშმ შვილის დედა. თათი ახლა 20 წლისაა, ამ პერიოდის განმავლობაში რუსოს, როგორც დედას, არაერთი პრობლემის გადალახვა მოუხდა, ხშირად – მარტოს. „თათი რომ დაიბადა და აღმოვჩნდი ამ გამოწვევის წინაშე, მიმოვიხედე და ჩემ ირგვლივ …

ჯერ გაამტყუნა, შემდეგ გაამართლა – რა თქვა მოსამართლემ უსახლკაროების აქციაზე შშმ პირის დაკავებაზე

„ვინ დამიძახა სასამართლოში?“ – კითხვა შეუბრუნა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძეს მარტოხელა დედამ – მაგული ფუტკარაძემ, იმ შშმ პირის დედამ, რომელიც 2024 წლის 19 აპრილს, ბათუმში, უსახლკაროების აქციაზე დააკავეს. დღეს, 17 ივნისს, მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ გაამართლა შშმ პირი – ჯაბა კურცხალიძე. მანამდე კი, აპრილში, დაკავებიდან მეორე დღეს იგივე პირი – ჯაბა კურცხალიძე იმავე საქმეზე ამ მოსამართლემ სამართალდამრღვევად …

„დასვენების დღეებში გოგოები ჩემთან ქარგვას სწავლობენ“ – ვინ ქმნის ხელნაკეთ ნივთებს აჭარაში | გამოფენა-გაყიდვა

23 მარტს ბათუმში, ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აჭარაში მცხოვრებ ქალთა და შშმ პირთა ათასგვარი ხელნაკეთი ნივთი: ნაქარგები, მძივები, თოჯინები, სარკეები, რას აღარ ნახავდით. სხვადასხვა ასაკის ქალები ერთ სივრცეში გაერთიანდნენ და ირგვლივ მყიდველ-დამთვალიერებლები შემოიკრიბეს. ერთ-ერთი პირველი, ვინც ჩვენი ყურადღება მიიპყრო მზევინარ ირემაძეა. მას წინ აჭარული ტრადიციული ნაქარგობები ელაგა: „აჭარული ნაქარგობის ტრადიცია …

„გაგვითვალისწინეთ, ნუ ჩაგვიხერგავთ ტროტუარებს“- 5 ქუჩის მონიტორინგი ბათუმში

საინიციატივო ჯგუფი „გამითვალისწინე“ ბათუმის ქუჩების მონიტორინგს იწყებს. აქტივისტები ამოწმებენ, რამდენად ადაპტირებულია ქუჩები და ტროტუარები ეტლით მოსარგებლე და სხვა შეზღუდვის მქონე პირებისთვის. „ბათუმელები“ საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, ნიკო ქარცივაძეს ესაუბრა. „ბათუმში გადაადგილება შშმ პირებისთვის ძალიან რთულია, რადგან თითქმის ჩახერგილია ტროტუარები ავტომანქანებით და ეტლით მოსარგებლე პირებს აღარ ეძლევათ უსაფრთხოდ გადაადგილების შესაძლებლობა. გარდა ამისა, ძალიან ხშირად ავტომანქანები დგას …

მილიონები იხარჯება, შშმ პირები კი უსაფრთხოდ მაინც ვერ გადაადგილებიან – მოსწავლეების პეტიცია

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ადაპტირებული გარემოს შექმნის მიზნით ბიუჯეტიდან მილიონები იხარჯება, ეს რეალურ უსაფრთხო გარემოს შშმ პირებისთვის არ ქმნის. ერთი მხრივ, ეს გარემო ვერ აკმაყოფილებს ხარისხს იმ დონეზე, რომ რაც არის იმის გამოყენება მაინც იყოს შესაძლებელი უსაფრთხოდ, მეორე მხრივ კი, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს შესაბამის კონტროლს იმისთვის, რომ შესაბამისი საჭიროების მქონე პირს მისთვის განკუთვნილი გზა, ავტომანქანის …

ახალრეაბილიტირებული ბაგრატიონის ქუჩაც ნახევრად ადაპტირებულია

დღეს, 29 თებერვალს, ეტლით მოსარგებლე ადამიანებმა და შშმ პირთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა ბათუმში განახლებული ბაგრატიონის ქუჩა დაათვალიერეს. ეტლით მოსარგებლე ადამიანების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქუჩა ახალი რეაბილიტირებულია და ხელშეკრულებაც ითვალისწინებს ქუჩების და ტროტუარების ადაპტირებას, სამუშაოების შემსრულებელი კომპანიები ხელშეკრულების პირობებს ხშირად არღვევენ. მერია კი პასუხს არ სთხოვს. ეტლით მოსარგებლე პირების თქმით,  რეაბილიტირებულ ბაგრატიონის ქუჩაზეც მსგავსი პრობლემებია. …

რა ხელნაკეთ ნივთებს ქმნიან ქალები და მათ შორის შშმ პირები აჭარიდან – „მე მინდა ხელოვნება“

6 სხვადასხვა გამოცდილების მქონე ქალი აჭარიდან ერთ სივრცეში თავიანთმა ნამუშევრებმა შეკრიბა. ბათუმში,  ჟორდანიას 4 ნომერში, სოციალურ კაფე „სოციუმში“ დაგხვდებათ აჭარაში მცხოვრებ ქალთა, მათ შორის შშმ პირთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა ტექნიკით დამზადებული დეკორატიული თუ ყოველდღიური მოხმარების ნივთები. იზა, ნათია, თეონა, მარია, მზიური, ნათია – მათ 17 თებერვალს გამართულ პრეზენტაციაზე შევხვდით და ვთხოვეთ …

საფრანგეთში 2 შშმ შვილთან ერთად – რას ჰყვება ემიგრანტი ქალი ქართულ ჯანდაცვაზე

მაია ფუტკარაძე მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ემიგრაციაში 2021 წელს წავიდა. მისი ორივე შვილი შშმ პირია, თუმცა არცერთს არ ჰქონია თანდაყოლილი შეზღუდვა. ქალი ამბობს, რომ ორივეს ექიმების შეცდომების შემდეგ გაუჩნდა პრობლემები. მაიას უფროსი შვილი, ზაზა 10 წლის ასაკში ავარიაში მოჰყვა, ერთი თვე იყო შეერთებული ჟანგბადზე, გადარჩა, თუმცა ჟანგბადის ჭარბმა დოზამ ყელი დაუწვა და ქსოვილები უკიდურესად …

ქართული ჟესტური ენა რუსულის გავლენისგან უნდა გათავისუფლდეს – უკმაყოფილება ყრუთა თემში

„ჩვენ უკითხავად ავრცელებენ მათ გამოგონებულ ანბანს. სკოლებში უკვე თაროებზე უდევთ. ისე შექმნეს, თემის წევრები არ ჩართეს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ სმენისარქმონე მანანა მხეიძე-შოეფერლე. ის ამბობს, რომ ჟესტური ენა, რომლითაც დღეს სმენისარმქონე პირები საუბრობენ, სკოლაში შეისწავლეს, თუმცა ბოლო პერიოდში გაჩნდა ამ ენის ცვლილების ტენდენცია, რაც სმენისარმქონე პირებისთვის მიუღებელია. „ყრუ პირებს აიძულებენ დაივიწყონ ის ჟესტური, რომელიც მათ ბავშვობიდან …

ვის რამდენით გაეზარდა სოციალური პაკეტით და სუბსიდიით მისაღები დახმარება

საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 15 იანვარს ცვლილება შეიტანა „სოციალური პაკეტის გაცემის წესსა და პირობებში“, რომლის მიხედვითაც სოციალური პაკეტის მიმღებ ზოგიერთ პირს დახმარების ოდენობა გაეზარდა. მთავრობის დადგენილებით, სოციალური პაკეტი ენიშნებათ: მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს: „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი …

„15 ათასი გირჩი დავჭერი ეკლესიის სახურავებისთვის“ – როგორ მუშაობს უსინათლო გია ბაკურიძე 

შესაძლოა ვინმემ ადვილად ვერ წარმოიდგინოს, როგორ შეიძლება მუშაობდეს მხედველობისარმქონე ადამიანი ელექტროხერხთან, ჩარხთან, ბურღთან დამოუკიდებლად, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა. 56 წლის გია ბაკურიძე ხეზე რამდენიმე წელია მუშაობს. პირველ ნამუშევარსაც გვაჩვენებს – ხის გემს. იქვე, ოთახის კუთხეში კი მასიური ხისგან გამოთლილი „ეკლესია“ აქვს. „ამ ნაკეთობაზე დიდი ხანი ვიმუშავე. 15 ათასი გირჩი დავჭერი სახურავისთვის და 2-მილიმეტრიანი ლურსმნებით ჩავამაგრე. …

წამალში, საკვებში, ტანსაცმელში 1 ევროც არ გვეხარჯება – რას ჰყვება საფრანგეთში წასული ქალი

„ჩვენ ვერასდროს დავბრუნდებით, მედიკამენტი, რითაც ჩემმა ქმარმა მთელი ცხოვრება უნდა იმკურნალოს ძვირია და საქართველოში არ აქვთ. უკუჩვენებებსაც, რასაც ეს წამალი იწვევს, მართვა სჭირდება ერთმანეთთან დაკავშირებული ექიმების გუნდისგან. ჩემი ქმრისთვის და მის მსგავსად მძიმედ დაავადებული პაციენტებისთვის საქართველოში დაბრუნება სიკვდილს უდრის“, – ამბობს სალომე ლომსიანიძე. სალომე მეუღლესთან, ნიკასთან ერთად ქალაქ ბორდოში ცხოვრობს. ნიკა საფრანგეთში სამკურნალოდ 2021 წელს …

ვინ და რატომ დასცინის შშმ პირებს ბათუმში – ვიდეო

ვერც წინ წახვალ და ვერც უკან დაბრუნდები. გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ პანდუსი არ მიდის შესასვლელთან და კარების გვერდით წყდება. გარდა ამ უცნაურობისა, თავად პანდუსი სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, რადგან მაღალი დახრილობა აქვს, ზედაპირი კი სრიალაა. არც დამცავი მოაჯირები აქვს და თუ ეტლით მოსარგებლე სხვისი დახმარების გარეშე, უკუსვლით შეეცდება ჩამოვიდეს პანდუსიდან, არსებობს უდიდესი ალბათობა, რომ ეტლიანად …

რატომ წავიდა ქალი ემიგრაციაში 4 შვილთან და ქმართან ერთად – რას ჰყვება დედა ექიმების შეცდომაზე

სოფია წიწაკიშვილი ემიგრაციაში 4 შვილთან და ქმართან ერთად წავიდა 5 წლის წინ. მის ერთ-ერთ შვილს, ბარბარეს სპინა ბიფიდას დიაგნოზი დაუდგინდა და თვე-ნახევრის იყო, როცა ბავშვს საქართველოში ოპერაცია გაუკეთეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ოპერაცია არასწორად ჩატარდა. ცნობილმა თურქმა ნეიროქირურგმა ბიულენთ ბოზიგიტმა დაადასტურა, რომ ბავშვის მდგომარეობა ექიმებმა არასწორი ოპერაციის შესახებ დამალეს. ბარბარეს მოგვიანებით თურქეთში ხერხემლიდან თიაქარის ამოღება დასჭირდა, …

ფრანგმა ექიმმა მითხრა, 1 კვირა რომ დაგეგვიანებინათ თქვენი მეუღლე ვერ გადარჩებოდა – ემიგრანტი

მზისა აბესლამიძე საქართველოდან 2016 წელს წავიდა საფრანგეთში, შვილთან და მეუღლესთან ერთად. მზისას მეუღლე შშმ პირია. 2016 წელს ავარიაში მოჰყვა და დამოუკიდებლად ვეღარ გადაადგილდება, ეტლით სარგებლობს. მზისამ ემიგრაციაში წასვლა ოჯახთან ერთად მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საქართველოში უშედეგო მკურნალობის შემდეგ მის მეუღლეს ორგანიზმის მოწამვლა დაეწყო. „ნაწოლები ჰქონდა. მკურნალობად მიიჩნეოდა მხოლოდ მინიოპერაციები. მივიყვანდი პროცედურაზე, აჭრიდა და აჭრიდა ხორცს …

რას წერს შშმ უფლებადამცველი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს

„თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მარჩენალდაკარგული პირი ერთდროულად ორივე სოციალური პაკეტით არ სარგებლობს, მას პრაქტიკულად ერთმევა სრულფასოვანი და თანასწორი განვითარების შესაძლებლობა,“ – წერს ესმა გუმბერიძე ამიკუსში [სასამართლოს მეგობრის მოსაზრება] საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს. ესმა გუმბერიძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უფლებადამცველია, მან ამიკუსი მოსამართლეებს სახალხო დამცველის სარჩელზე მისწერა, რომლითაც გასაჩივრებულია „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების ჩანაწერი. ამ …

ნიდერლანდების საელჩომ თომა კაკაბაძეს „ტიტა“ გადასცა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელს თომა კაკაბაძეს ნიდერლანდების საელჩომ ჯილდო გადასცა – „საელჩოს ტიტა“. „თომა ყოველდღიურად დაუღალავად შრომობს აჭარაში შშმ პირების უფლებების დასაცავად. ის მრავალ აქტივობას ატარებს იმისთვის, რომ ბათუმი ეტლით მოსარგებლეებისთვის უფრო კომფორტული გახადოს. თომამ სოციალური კაფე დააარსა, სადაც შშმ პირების სოციალურ ინტეგრაციაზე ზრუნავენ. თომა სამაგალითო სამოქალაქო აქტივისტია, რომელიც თავის გარშემო შემოკრებილ ახალგაზრდებთან …

Exit mobile version