კიევში სკვერს ქართული ეროვნული ლეგიონის სახელი მიანიჭეს

უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაური, მამუკა მამულაშვილი ფეისბუქზე წერს, რომ კიევის მერიის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთ სკვერს ქართული ეროვნული ლეგიონის სახელი მიენიჭა. „დღეს ჩვენ მივიღეთ ქალაქ კიევის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სკვერს მიენიჭა სახელწოდება ქართული ეროვნული ლეგიონის Georgian Legion – Грузинський Легіон ქართული ლეგიონი – მოხალისეთა ფორმირების – პატივსაცემად. მსურს გულწრფელად მადლობა გადავუხადო ქალაქ კიევის მერს, ვიტალი კლიჩკოს, …

რუსეთმა ზურაბ ქარჩავას უკრაინაში ბრძოლისთვის დაუსწრებლად მიუსაჯა 6 წელი და 6 თვე

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქართველოს მოქალაქეს ზურაბ ქარჩავას დაუსწრებლად მიუსაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და მასზე ძებნა გამოცხადდა – რუსეთი მას ბრალს სდებს უკრაინის ომში მონაწილეობაში რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. „მტკიცებულებები… სასამართლომ საკმარისად მიიჩნია საქართველოს მოქალაქისთვის განაჩენის დაუსწრებლად გამოსატანად. ზურაბ ქარჩავა დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული …

რუსეთში ტერორისტად გამოაცხადეს ქართველი მებრძოლი, რომელიც ზელენსკიმ დააჯილდოვა

რუსეთმა ტერორისტებისა და ექსტრემისტების რეესტრში დაამატა უკრაინაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქე რატი ბურდული. 2024 წელს ქართველი მებრძოლი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიმამაცისთვის III ხარისხის მედლით დააჯილდოვა. რუსული პროპაგანდისტული მედია tass-ი რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურ სამსახურის განცხადებას ციტირებს: „დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე რატი ბურდული, რომელსაც აქვს ნატოს მხარეს საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის გამოცდილება სხვადასხვა ცხელ წერტილში, უკრაინის ტერიტორიაზე …

რუსეთმა 14 წელი მიუსაჯა ნადიმ ხმალაძეს დაუსწრებლად, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 

რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სასამართლომ, უკრაინის მხარეს მებრძოლ 60 წლის ქართველ ჯარისკაცს – ნადიმ ხმალაძეს, 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. რუსული პროპაგანდისტული მედიის – „ტასის“ ცნობით, ხმალაძე უკრაინაში ჩავიდა 2022 წლის მარტიდან 2023 წლის მარტამდე პერიოდში, სადაც გაიარა წვრთნები; შემდეგ კი სხვადასხვა შეიარაღებული …

რუსეთმა კიდევ ერთ ქართველ ჯარისკაცს მიუსაჯა 23 წელი დაუსწრებლად

რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართველ ჯარისკაცს, 58 წლის მიხეილ ქამხაძეს დაუსწრებლად მიუსაჯა 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების კოლონიაში. რუსული გამოძიების თანახმად, ქამხაძე 2017 წლის იანვრიდან 2024 წლის ნოემბრამდე, „ქართული ლეგიონის” „სოხუმის რაზმის“ და უკრაინის შეიარაღებული ძალების 93-ე ბრიგადის ეროვნულ ბატალიონში „Карпа́тська Січ“ მონაწილეობდა, როგორც …

უკრაინაში 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ვანო ნადირაძის ინფორმაციით, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში იბრძვის, დაიღუპნენ ქართველები დავით დვალიშვილი და მამუკა ბერია. „სამწუხაროდ, ორი მაგარი მეომარი დავკარგეთ. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ წინა ხაზიდან გამოეყვანათ წუხელ ღამე“ – წერს ვანო ნადირაძე ფეისბუქში. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, ქართველი მოხალისეების ნაწილი ამ ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის. 2022-2024 …

რუსეთში ქართველ ჯარისკაცს ასამართლებენ, რომელიც 2023 წელს ჩავარდა ტყვედ უკრაინაში

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააკისრა 785 უცხოელს, რომლებიც იბრძოდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს. მათ შორისაა ქართველი ჯარისკაცი გიორგი გოგლიძე, რომელიც მედიის ცნობით 2023 წელს ჩავარდა ტყვედ რუსეთის მიერ ანექსირებულ ლუგანსკის ოლქში. რუსული პროპაგანდისტული მედია წერს, რომ ქართველი ჯარისკაცის წინააღმდეგ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე საბრალდებო დასკვნის დასამტკიცებლად და შემდგომ სასამართლოში გადასაცემად პროკურორს გადაეგზავნა: „სისხლის …

მე და კიდევ 2 მებრძოლი ტერორიზმის მუხლით სუს-ში  დაკითხვაზე დაგვიბარეს – ნადიმ ხმალაძე

ნადიმ ხმალაძე, რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია ნადიმ ხმალაძემ თავად დაუდასტურა „ბათუმელებს“. როგორც ნადიმ ხმალაძე „ბათუმელებს“ უთხრა, მას დაკითხვაზე ტერორიზმის ხელშეწყობისა და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით იბარებენ. „დღეს, დაახლოებით 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შუალედში დამიკავშირდა უცხო ნომერი, მომესალმა და მითხრა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაწუხებთ და დაკითხვაზე ხართ დაბარებულიო. …

უკრაინაში ქართველი მებრძოლი, ამირან ზოიძე დაიღუპა

უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ამირან ზოიძე დაიღუპა. უკრაინაში ქართველი მებრძოლების ინფორმაციით, ის ავდიივკას ბრძოლებში დაიღუპა. ამირან ზოიძე რამდენიმე თვეა, რაც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. დაღუპული ქართველი მებრძოლი ბათუმში ცხოვრობდა. უკრაინაში რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ 2022 წლიდან დღემდე 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში ქართველი მებრძოლი სოსო გუგუტიშვილი დაიღუპა – ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ. მათი ინფორმაციით, სოსო გუგუტიშვილი ავდიივკას მიმართულებაზე საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა. ის ქვედანაყოფის „შავი არწივის“ მებრძოლი იყო და რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინის ომში 2022 წლიდან იბრძოდა. უკრაინაში რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ 2022 წლიდან დღემდე 60-მდე ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

ვინ იყო ქართული ლეგიონის მებრძოლი ნოდარ ნასიროვი, რომელიც გუშინ, 12 მარტს დაკრძალეს

9 მარტს უკრაინაში ქართული ლეგიონის მებრძოლი ნოდარ ნასიროვი დაიღუპა საბრძოლო დავალების შესრულებისას. 27 წლის ქართველი იეზიდი, ნოდარ ნასიროვი თბილისში დაიბადა და გაიზარდა. დარჩა მამა, ძმა, მეუღლე და რამდენიმე თვის შვილი. ქართული ლეგიონის დაღუპული მებრძოლის მამა და ძმა თბილისში ცხოვრობენ. ნოდარის მეუღლე უკრაინელია, მისი სურვილით ნოდარი კიევის ოლქში, კერძოდ ზელენი ბორში დაკრძალეს გუშინ, 12 მარტს, სოფელ …

მოხალისე მებრძოლი ბათუმიდან უკრაინის პატრიარქმა დააჯილდოვა

დღეს, 23 ნოემბერს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ქართველი მოხალისე მებრძოლი – მირო ვანაძე „უკრაინის დაცვისთვის გამოჩენილი მამაცობისთვის“ დააჯილდოვა. „ჩემთვის დიდი პატივია წმინდა გიორგის დღეს უკრაინის დასაცავად სიმამაცისა და თავგანწირვისთვის ჯილდოს მიღება კიევის პატრიარქისგან,“ – წერს სოციალურ ქსელში მირო ვანაძე. მირო ვანაძე ბათუმელი სპორტსმენია. მის შესახებ „ბათუმელები“ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პირველ დღეებშიც წერდა, ამ დროს მირო …

უკრაინაში, ქალაქ ირპენში ქართველი მებრძოლების სახელობის სკვერი მოეწყობა

უკრაინაში, ქალაქ ირპენში,  ქართველი მებრძოლების სახელობის მემორიალურ სკვერს მოაწყობენ. ინფორმაციას უკრაინაში მყოფი გიგა მაქარაშვილი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, მემორიალური სკვერისთვის ირპენის მერიამ უკვე გამოყო ადგილი და პროექტიც დაამტკიცა. „სკვერის მოწყობის იდეა ჯერ კიდევ ირპენის ბრძოლების დროს, შარშან, ქართველ მებრძოლებს გაუჩნდათ, მაშინ, როცა იქ პირველი მებრძოლები მოგვიკლეს. უკვე გადაწყდა, რომ პუშკინის სახელობის სკვერის ადგილას მემორიალურ სკვერს მოვაწყობთ …

აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის მშობელი: მე ევროპას ვემხრობი, მთავრობა ხელს რუსეთს უწყობს

„მე არ მინდა რუსეთი. არც რუსი მინდა. თვითონაც იტყოდა ხოლმე – „დედიო, მფრინავ ჩიტს გავასწრებ, რუსის ტყვია როგორ დამეწევა და რას მიზამსო“. მაგრამ რუსის ტყვიას შეეწირა,“ – ასე იწყებს საკუთარ შვილზე საუბარს აგვისტოს ომში დაღუპული თენგიზ ჭაღალიძის დედა, ზინა მამალაძე. თენგიზ ჭაღალიძე 19 წლის იყო, როცა 2008 წლის 8 აგვისტოს, ცხინვალში მოკლეს. მისი დაღუპვა ოჯახმა რამდენიმე …

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინის ომში, ქალაქ ბახმუტთან ბრძოლაში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, არსენ ქეცბაია დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით 12 საათზე უკრაინაში მებრძოლმა ნადიმ ხმალაძემ გაავრცელა. მედიის ინფორმაციით, არსენ ქეცბაია წარმოშობით ზუგდიდელია, თუმცა ბოლო წლებში ის უკრაინაში ცხოვრობდა და შეიარაღებული ძალების რიგებში მსახურობდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში 40-მდე ქართველი მებრძოლი …

უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე სავარაუდოდ თბილისში დააკავეს

უკრაინაში მებრძოლი ქართველი ნადიმ ხმალაძე სავარაუდოდ დაკავებულია. როგორც მისი ახლობლები გვეუბნებიან, ნადიმ ხმალაძე ტელეფონს რამდენიმე საათია აღარ პასუხობს. „ვეძებთ“ – გვეუბნებიან მისი მეგობრები. უკრაინაში მებრძოლმა დავით ქაცარავამ ნადიმ ხმალაძის დაკავების შესახებ დაახლოებით 17:00 საათზე, ფეისბუქის გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „როგორც ამ წუთას გავიგე, დაახლოებით ნახევარი საათის წინ დააკავეს ნადიმ ხმალაძე!  არა დემონსტრაციის დროს, არამედ ნახევარი …

ბათუმის საკრებულოს წევრი უკრაინაში საბრძოლველად წავიდა – „ომს ვოლონტიორები იგებენ“

„ზოსი“, როგორც მას მეგობრები ეძახიან, იგივე ირაკლი ზოიძე ისევ უკრაინაში წავიდა საბრძოლველად. ირაკლი ბათუმის საკრებულოს წევრია „ენმ“- დან. ის უკრაინის დასაცავად ომში მისი დაწყებიდან მალევე ჩაერთო. გასული წლის ბოლოს საქართველოში დაბრუნდა და მოკლე პაუზის შემდეგ ისევ ომში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. „2022 წლის 24 თებერვალს, სამწუხაროდ მოხდა ის, რაც მოხდა… რა თქმა უნდა, ერთი წუთიც არ …

მინიმუმს აძლევენ, დავალების შესრულების შემდეგ თბილი საჭმელი რომ შეჭამონ – ქართველი მებრძოლი

„ბოლოს ტელეფონს საერთოდ აღარ ვპასუხობდი, იმდენი მწერდა, რომ უკრაინაში სურდა საბრძოლველად წამოსვლა,“ – უკრაინიდან ახლახან დაბრუნებული  ვაჟა ცეცაძე აღწერს, რამდენად ძლიერია საქართველოში უკრაინის მიმართ სოლიდარობის მუხტი. თადარიგის ოფიცერი ვაჟა ცეცაძე სადაზვერვო ოცეულის მეთაურია, სამხედრო მიმართულებით 17-წლიანი გამოცდილება აქვს და დაახლოებით 5 თვე იბრძოდა უკრაინაში. ვაჟა ცეცაძემ უკრაინიდან მიმართა საჯაროდ პრემიერ ღარიბაშვილსაც, როცა პრემიერმა თქვა, რომ …

მუქარა მოქალაქეობის წართმევაზე და „კიკუებად“ ჩვენი მოხსენიება რუსეთის ინტერესებშია – ქაცარავა

დღეს, 8 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ალუდა ღუდუშაურმა უკრაინაში მებრძოლი ქართველების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა. დღეს, ასევე, მმართველი პარტიის წევრებმა იმაზე  გაამახვილეს ყურადღება, რომ კანონის თანახმად უკრაინაში მებრძოლები მოქალაქეობას დაკარგავენ. დეპუტატ ღუდუშაურის განცხადებას უკრაინაში მებრძოლი დავით ქაცარავა გამოეხმაურა და მისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოითხოვა. „ბათუმელები“ დავით ქაცარავას უკრაინაში დაუკავშირდა. ბატონო დავით, როგორ ფიქრობთ, …

უკრაინაში მებრძოლი ღარიბაშვილზე – დასანანია, ვინც საერთო მტრის მიმართ არ ერთიანდება

მირო ვანაძე ბათუმელი სპორტსმენია. ბოლო ხუთი წელია კიევში ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, მირო ვანაძე მოხალისე გახდა. ის პურს აცხობდა და კიეველებს უფასოდ ურიგებდა. მოგვიანებით ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში. „ბათუმელებმა“ უკრაინაში მყოფ მირო ვანაძესთან ინტერვიუ სოციალური ქსელით ჩაწერა. რა იყო თქვენთვის ბრძოლებში ჩართვის მთავარი მოტივაცია? ომში წასვლის …

რას ჰყვებიან უკრაინის ომში დაღუპული ქართველების ოჯახები – ეს მათი ომიც იყო

„ჩვენთვის ეს მესამე ტრაგედიაა. ბაბუა, ჭიჭინი ცაავა, რუსებმა მოგვიკლეს აფხაზეთში, მამამ, ედემი ცაავამ, ბაბუას ამბის მერე ხელში იარაღი აიღო და ისიც მოგვიკლეს. და ახლა უკვე ალიკაც,“ – ლიკა ცაავა, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ალიკა ცაავას და, თავისი ოჯახის ტრაგედიაზე „ბათუმელებთან“ საუბრობს. უკრაინა-რუსეთის ომში, რომელიც 9 თვეა მიმდინარეობს, უკრაინის მხარეს 30 ქართველი დაიღუპა, მათ შორის არიან …

ვუყურებდით, როგორ ჩაახოცვინეს რუსი მებრძოლები უკნიდან მისეულ ჩეჩნებს – ქართველი მებრძოლი 

„ახლა მოგიყვებით ერთ საინტერესო ამბავს,“ – უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში, ერთ-ერთი დასახლებული პუნქტის სარაკეტო დაბომბვის შესახებ გვიყვება ნიკა ჭურაძე, ქართველი მებრძოლი, რომელიც ახლაც ფრონტის ხაზზეა. მას „ბათუმელები“ სოციალური ქსელით ესაუბრა იმაზე, თუ რა შეიცვალა ბრძოლის ველზე მას შემდეგ, რაც რუსებმა ხერსონიდან უკან დაიხიეს. „სანთებელა აღარ ჩააქრო, უყურებს და ამბობს: ეს S-300 მართლაც რომ აფეთქებულიყო?“  „იმ ღამით …

აგვისტოს ომში დაღუპული მაიორის შვილი: ჩვენი ღირსება უნდა დავიცვათ, ეს ომი ჯერ არ დასრულებულა

18 წლის ლუკა დოლიძე აგვისტოს ომის გმირის, მაიორ შალვა დოლიძის შვილია. ლუკა აპირებს, რომ მამის მსგავსად თვითონაც სამხედრო საქმეს გაჰყვეს და სწორედ ასე იზრუნოს მისი სამშობლოს უსაფრთხოებაზე. როცა 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველო დაბომბა და ომი დაიწყო, ლუკა მხოლოდ 4 წლის იყო. მაშინ არ ჰქონდა გაცნობიერებული, რომ ერთ დღესაც მამის საქმეებით და მისი სახელით იამაყებდა. …

რუსები „ჰაიმარსებს“ ვერ მისწვდებიან, ბაზები ხერსონში თითქმის გავანადგურეთ – ვანო ნადირაძე

რუსეთი ამერიკულ „ჰაიმარსებზე“ ნადირობას აცხადებს. რამდენად გამოუვათ ეს და როგორია ბრძოლის სურათი ამ წუთებში უკრაინაში? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ქართველ მებრძოლს, ვანო ნადირაძეს ესაუბრა, რომელიც ხერსონის ოლქში იბრძვის. ბატონო ვანო, წინა კვირას ითქვა, რომ დონეცკიდან ხერსონის მიმართულებით, რუსების სამხედრო მანქანების კოლონა გადაადგილდება, რა ინფორმაციას ფლობთ ამაზე, შეინიშნება სადმე ეს კოლონა? დონეცკიდან ხერსონამდე ძალიან შორი მანძილია …

უკრაინაში მებრძოლი ფოთის საკრებულოს დეპუტატი დააჯილდოვეს

ფოთის საკრებულოს წევრი ლაშა რუხაია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში იბრძვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დააჯილდოვა. „არ აქვს მნიშვნელობა, მტერს საქართველოში ეომები თუ უკრაინაში. მადლობა თქვენ“, – წერს ლაშა რუხაია სოციალურ ქსელში და ჯილდოს ფოტოს აქვეყნებს. რუხაია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანია. ლაშა რუხაია 2021 წლიდან დღემდე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია და ფრაქცია …

„პუტინი გაგუდულია, თუ ბელარუსმა ფრონტი არ გახსნა“ – ვანო ნადირაძე უკრაინაში ომზე 

მომდევნო ორ კვირაში უკრაინელები მნიშვნელოვან წარმატებას ელიან ხერსონში. თუმცა ამის პარალელურად, რუსები ხერსონში მოსახლეობის რეპრესიებს და სამხედრო პოზიციებს აძლიერებენ. რა სტრატეგიას ირჩევს უკრაინა ხერსონის დასაბრუნებლად, ამ თემაზე „ბათუმელები“ ქართველ მებრძოლს ვანო ნადირაძეს ესაუბრა, რომელიც აქტიურადაა ჩართული საბრძოლო მოქმედებებში. ბატონო ვანო, უკრაინელებს აქვთ მოლოდინი, რომ ივლისის ბოლოს ხერსონს გაათავისუფლებენ. საჯარო წყაროების თანახმად, რუსები ამყარებენ ამ ქალაქში …

დაიღუპა 1 ბავშვი – ბათუმში ავტომობილი 2 ბავშვს დაეჯახა

დღეს 18 ივნისს, ბათუმში ტაბიძის ქუჩაზე ავტომობილი ორ მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. შსს ინფორმაციით გარდაიცვალა ერთი, 10 წლამდე ბავშვი, მეორე კი დაშავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც არის ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის …

27 წლის ქართველი ექიმი უკრაინის ომში – „ერთმანეთის ასეთი მხარდაჭერა არსად მინახავს“

27 წლის ექიმი-თერაპევტი ქეთი ლეშკაშელი უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს, დაჭრილებსა და დაშავებულებს პირველად სამედიცინო დახმარებას უწევს. 24 თებერვალს, როცა რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, იგი გერმანიაში, ბერლინში, იმყოფებოდა და სოციალური ქსელით შეიტყო ომის დაწყების შესახებ. ამ დროს ქეთი ბერლინის ინფექციურ კლინიკაში ინტერნი იყო და კოვიდპაციენტებთან მუშაობდა. მანამდე ქეთი ლეშკაშელმა სამკურნალო საქმის ფაკულტეტი დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტში. …

უკრაინაში ქართველ მებრძოლებს ფოსფორით მოწამვლა დაუდასტურდათ

უკრაინაში მებრძოლი ათი ქართველი მებრძოლი 7 მაისს, საავადმყოფოში მოწამვლის სიმპტომებით მოხვდა. ერთ-ერთი მათგანი, ავთო ქაჯაია „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობდა, რომ რუსმა სამხედროებმა ამ დღეს მათ წინააღმდეგ აკრძალული იარაღი გამოიყენეს. 20 მაისს გაცემული სამედიცინო დასკვნით დასტურდება, რომ მებრძოლები ნამდვილად ფოსფორის შემცველი ნივთიერებით მოიწამლნენ. „შხამიანი ფოსფორის შემცველი ნივთიერებით მოწამვლა“, – ასე წერია ავთანდილ ქაჯაიას დიაგნოზში. მებრძოლები ქალაქ დნიპროს …

მალე ომის სურათი შეიცვლება, ივნისში კონტრშეტევაზე გადავალთ – ვანო ნადირაძე

ქართველი მებრძოლი უკრაინაში, ვანო ნადირაძე იზიუმთან და ხარკოვთან მიმდინარე ბრძოლების შესახებ გვესაუბრება. მისი თქმით, ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის მიმართულებით აქტიური ბრძოლები მიდის. ამ მიმართულებაზე რუსები უპირატესობის მოპოვებას ცდილობენ და შესაძლოა ეს ორი პატარა ქალაქი ალყაში მოექცეს იმ შემთხვევაში, თუკი რუსები ბახმუტთან (დონეცკის ოლქში) გზის გადაკეტვას შეძლებენ. „ამ მიმართულებაზე რუსებს 20 ტაქტიკური ბატალიონი ჰყავთ, აღებული აქვთ პოპასნაც, …

აეროპორტში ჩვენი დაკითხვაზე გადაყვანა სცადეს – უკრაინიდან ჩამოსული ქართველი მებრძოლი

ოთხი ქართველი მებრძოლი – გიორგი ფარცვანია, ზაზა ბარძიმიშვილი, გიორგი გელაშვილი და კიდევ ერთი მებრძოლი კოპიტნარის აეროპორტში გააჩერეს. ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ მის თანამებრძოლებს  პასპორტები ჩამოართვეს და ორი საათის განმავლობაში არც ტერიტორიიდან გაუშვეს. „ბიჭები დაკითხვაზე გადაიყვანეს“, – უთხრა „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა მათგანმა, გიორგი ფარცვანიამ. მებრძოლის თქმით, აეროპორტიდან მას შემდეგ გამოუშვეს, როცა ადვოკატი და მედია ჩარია. ფარცვანია ირწმუნება, …

რუსებს წლობით დაკავებული პოზიციები დავაკარგვინეთ, საგიჟეთი მოვაწყვეთ – ქართველი მებრძოლი

ავთო ქაჯაია იმ ქართულ ოცეულშია, რომელმაც, როგორც თავად ამბობენ, რამდენიმე დღის წინ დონეცკში რუსულ ძალებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ავთო „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ამ შეტევის შედეგად რუსებმა წლების განმავლობაში დაკავებული პოზიციები დაკარგეს. „ეს იყო ყველაზე მაგარი ბრძოლა, რაც ყოველთვის მემახსოვრება. ნამდვილი საგიჟეთი მოვაწყვეთ, რა გავაკეთეთ ან რამ გადაგვარჩინა, ბიჭებს ახლაც გვიკვირს. იდეალურად დაგეგმილი შტურმი იყო, ოცეულის …

ხარკოვის ოლქში გავჭერით ალყა, მალე რუსები თავდაცვით პოზიციებში გადავლენ – ვანო ნადირაძე

„მესამე დღეა კონტრშეტევებზე ვართ გადასული“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ვანო ნადირაძე, ქართველი მებრძოლი, რომელიც უკრაინაშია ომის დაწყების დღიდან. ის ამჟამად ხარკოვის ოლქში იმყოფება, სხვა ქართველ მებრძოლებთან ერთად. „ალბათ იცით, რომ იზიუმთან, ხარკოვის ოლქში, გავჭერით ალყა, ხარკოვის აღმოსავლეთით 4 სოფელია უკვე გათავისუფლებული და, ფაქტობრივად, შეტევაზე ვართ გადასული. ალბათ იცით, რომ იზიუმთან კიდევ ერთი რუსი გენერალია მკვდარი და …

დღეს კიდევ 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში – ნადირაძე

დღეს, 16 აპრილს, უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. პირველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ ერთ-ერთმა ქართველმა მებრძოლმა ვანო ნადირაძემ ინფორმაცია 15:29 საათზე გაავრცელა, მოგვიანებით კი, დაახლოებით 17:30 წუთზე, მან ფეისბუკზე კიდევ ორი მებრძოლის შესახებ დაწერა. პირველად არკადი კასრაძის დაღუპვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, მოგვიანებით კი ზაზა ბიწაძესა და ალიკა ცაავაზე. ვანო ნადირაძის ინფორმაციით, მძიმედაა დაჭრილი კიდევ …

რუბეჟნოიში კიდევ 1 ქართველი მებრძოლი დაიღუპა, 1 კი დაიჭრა – ნადირაძე

უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძის ინფორმაციით, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში მიმდინარე ომში. „ქართველ პარტიზანებს და ჩვენ საძმოს მძიმე დღე გვაქვს, დაგვეღუპა არკადი კასრაძე და მძიმედ დაგვეჭრა ზურა მუშუქია“, – წერს ვანო ნადირაძე. მისი ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი რუბეჟნოიში გაწმენდის დროს დაიღუპა. არკადი კასრაძის დაღუპვამდე, რუსეთ-უკრაინის ომში 6 ქართველი მებრძოლი იყო სულ დაღუპული. სამი მებრძოლი ირპინთან …

„უკრაინაში 2 მებრძოლი დაგვეღუპა“ – ირაკლი ოქრუაშვილი

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინაში იბრძვის, ფეისბუკზე წერს, რომ დღეს, 9 აპრილს, კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში, 5 კი დაიჭრა. „9 აპრილი ასე დაგვებედა. 2 დაღუპული და 5 დაჭრილი დაგვემატა“, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, უკრაინაში, იზუმში დაიღუპნენ დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში …

Exit mobile version