ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

დიდაჭარაში ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად 384 ათასი ლარია გამოყოფილი

02.07.2020
დიდაჭარაში ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად 384 ათასი ლარია გამოყოფილი

ხულოს მუნიციპალიტეტმა სოფელ დიდაჭარაში ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 384 232 ლარია გამოყოფილი.

ახალი ადმინისტრაციული შენობა ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 168 კალენდარულ დღეში უნდა ააშენოს. თუმცა არასამუშაო დღეებია: 2020 წელს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 56 დღის შემდგომი პერიოდი 2020 წლის ბოლომდე და 2021 წლის იანვარი, თებერვალი და მარტი.

ტენდერში წინადადებების მიღება კი 2020 წლის 15 ივლისს დაიწყება და 20 ივლისს დასრულდება.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, „დიდაჭარაში ასაშენებელი სოფლის სახლის წინა ნაწილი ორსართულიანია, უკანა – ერთსართულიანი, რომლის ქვეშ განთავსებულია სარდაფის ტიპის სათავსო. საძირკვლები წერტილოვანია. გათვალისწინებულია საძირკვლის კოჭებიც. სვეტები
უნდა მოეწყოს მონოლითური რკინაბეტონისგან… შენობის დახურვა დაპროექტებულია ერთქანობიანი თუნუქის სახურავის სახით, რომელიც მოეწყობა დახერხილი ხის მასალებისგან მოწყობილ კარკასზე. შენობის კედლების მოწყობა გათვალისწინებულია მსუბუქი პემზა ბლოკებისაგან; გრუნტები სეისმური თვისებებით მიეკუთვნებიან მეორე კატეგორიას. ანგარიშში გათვალისწინებულია 7 ბალის შესაბამისი სეისმური ზემოქმედება“.

ადმინისტრაციული შენობა სოფელ დიდაჭარაში / ხულო / ფოტომონტაჟი ტენდერიდან

ადმინისტრაციული შენობა სოფელ დიდაჭარაში / ხულო / ფოტო ტენდერიდან

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: