Batumelebi | ახალი ტურისტული ნიშნულების მოსაწყობად აჭარაში 80 ათასი ლარი დაიხარჯება ახალი ტურისტული ნიშნულების მოსაწყობად აჭარაში 80 ათასი ლარი დაიხარჯება – Batumelebi

ახალი ტურისტული ნიშნულების მოსაწყობად აჭარაში 80 ათასი ლარი დაიხარჯება

აჭარის მუნიციპალიტეტებში ტურისტული ნიშნულების დაფების დამზადებასა და დამონტაჟებაში 80 ათასი ლარი დაიხარჯება. დაფები დამონტაჟდება ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში; ასევე, სოფელი ჭახათი- კინტრიშის დაცული ტერიტორიები-ხინოწმინდის მონასტერი-სოფელი ცხემლისი-კურორტი გომისმთა-სოფელი ხაბელაშვილების საფეხმავლო მარშრუტზე.

აღნიშნული ბილიკის მონიშვნა უნდა განხორციელდეს „საფეხმავლო ბილიკების გეგმარებისა და მონიშვნის ტექნიკური რეგლამენტის“ შესაბამისად.

საოჯახო სასტუმრო სახლების მანიშნებლები კი განთავსდება გზებსა და სახლებზე და სხავდასხვა სოფელსა და ლოკაციაზე. მანიშნებლები დაემატება ასევე უკვე არსებულ, მარკირებულ, ტურისტულ მარშრუტებზე მდებარე საოჯახო სასტუმრო სახლებსა და ღვინის მარნებზე.

მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გამოაცხადა.

ტურისტული მანიშნებლების ზუსტ ადგილს გამარჯვებულს სააგენტო ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ მიაწვდის. ასევე, გადასცემს  ტურისტული ნიშნულების საბეჭდ ვერსიასა და მზა დიზაინს.

სამუშაოები შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.

ესკიზი ტენდერიდან

ამ თემაზე:

აჭარაში ახალ ტურისტულ მარშრუტებს იკვლევენ

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com