როცა პოლიციელი ქუჩაში მოზარდს აჩერებს და ფოტოს უღებს – ინტერვიუ

„ის, რომ არასრულწლოვანი ღამით გადაადგილდება, ეს არ არის საფუძველი, რომ მისი ვინაობის დადგენა მოინდომოს პოლიციელმა,“ – განმარტავს იურისტი პაატა დიასამიძე. იურისტს ვკითხეთ: როგორ უნდა მოიქცეს არასრულწლოვანი, როცა ქუჩაში პოლიციელი აჩერებს და ფოტოს უღებს. იურისტი ამბობს, რომ თუ პოლიციელი უსაფუძვლოდ გვაჩერებს ქუჩაში და პირადობის მოწმობის წარდგენის მიუხედავად, ფოტოს მაინც გვიღებს, ამ დროს შეიძლება, მოზარდმაც გადაუღოს პოლიციელს …

როგორ მოვიქცეთ, როცა მეზობლის ბინიდან წყალი ჩამოდის – იურისტის რჩევები

იურისტ პაატა დიასამიძეს იშვიათად ახსენდება თავის პრაქტიკაში შემთხვევა, როცა ბინაში მეზობელმა წყალი ჩამოუშვა და მოლაპარაკების გზით პრობლემა მოგვარდა. სასამართლოში წასული დაზარალებულები კი ხშირად ერთსა და იმავე პრობლემის წინაშე დგებიან – აღარ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, რამ დააზიანა ბინა. იურისტი განმარტავს, რა უნდა გავითვალისწინოთ, როცა მეზობლის ბინიდან წყალი ჩამოდის, ან სხვა სარემონტო სამუშაოები გვაზიანებს და რა …

საიას შეფასება კირთაძის წინააღმდეგ თავდასხმაზე – შსს-მ გამოძიება არ დაიწყო 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ამბობს, რა რეაგირება მოჰყვა გიორგი კირთაძეზე თავდასხმის ფაქტს. დაიწყო თუ არ გამოძიება, როცა უმაღლესი საბჭოს დეპუტატს და ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს ქუჩაში, კამერების წინ თავს დაესხნენ? – კითხვას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში არ პასუხობენ. გიორგი კირთაძეს დღეს, 19 დეკემბერს დაესხნენ თავს. შემთხვევიდან რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ იგი აჭარის პოლიციის …

როგორ უნდა მოიქცე, როცა პოლიციელი ქუჩაში ფოტოს გიღებს და გჩხრეკს – ინტერვიუ

„ჩვენს პრაქტიკაში პოლიციელები პირდაპირ გადადიან ფოტოს გადაღებაზე,“ – თავისი დაკვირვებაც გაგვიზიარა ინტერვიუს დროს საია-ს იურისტმა პაატა დიასამიძემ შემთხვევაზე, როცა პოლიციელი ქუჩაში გაჩერებთ და ფოტოს გადაღებას გაიძულებთ. იურისტი განმარტავს, როგორ უნდა მოიქცე ამ დროს, ან როდის შეგიძლია გადაუღო ფოტო ან ვიდეო პოლიციელს. „აუცილებელია, შევქმნათ მტკიცებულება, რადგან, როგორც წესი, შემდეგ ამას უარყოფენ ხოლმე,“ – დასძენს პაატა დიასამიძე. …

რა უნდა ქნა, როცა ინტერნეტით გამოიწერე ნივთი და არ გაგიმართლა? – ახალი კანონი

„თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა [საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება], ან გავიდეს ხელშეკრულებიდან,“ – განმარტავს საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე ონლაინშეძენაზე, რაც ამ დრომდე საქართველოში სამართლებრივად დარეგულირებული არ იყო. ახალი კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ უკვე 2022 წლის ივნისიდან ონლაინშესყიდვების დროს დისტანციურად ხელშეკრულების გაფორმებას ითვალისწინებს სავალდებულო წესით, …

განქორწინების დროს როგორ იყოფა ბინა, თუ სესხს ქმარი იხდის – ინტერვიუ იურისტთან

„ქორწინების შემდეგ კი შევიძინეთ ქონება, მაგრამ მე ვიხდიდი ფულს“ – საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე ამბობს, რომ პრაქტიკაში ეს არგუმენტი ყველაზე ხშირად ესმის, როცა განქორწინებული წყვილი ქონებას ვერ იყოფს და სასამართლოში მისვლამდე იურისტებთან კონსულტაციაზე მიდიან. იურისტი განმარტავს, რა შემთხვევა იყოფა ქონება, რა პირობებით და რა ხდება, მაგალითად, იმ შემთხვევაში, როცა ქორწინება რეგისტრირებული არ იყო? ან იმ …

როდესაც მარტო ხარ, მომვლელი არ გყავს, მაგრამ ბინა გაქვს – როგორი კონტრაქტი გჭირდება? | რჩევები

ჩვენს გარშემო ცხოვრობენ ადამიანები, ვისთვისაც ოჯახის წევრებს და ახლობლებს აღარ სცალიათ ან ასეთი ახლობლები უბრალოდ არ ჰყავთ. მათთვის არც ეფექტური მუნიციპალური სერვისები არსებობს. ზოგჯერ ამ ადამიანებს გადაადგილება უჭირთ, უახლოეს მარკეტამდე მისვლა, ან ექიმამდე, შემდეგ უკან დაბრუნება, საჭმლის მომზადება… ელემენტარული ჰიგიენის დაცვა… როგორ უნდა მოიქცეს ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი – საკუთარ ქონება აჩუქოს ნათესავს იმ პირობით, …

რა მოხდება, თუ გაქირავებულ ბინას ვეღარ იბრუნებ და საკეტს გამოცვლი – ინტერვიუ იურისტთან

საკეტის გამოცვლა, ბინაში კომუნალურების გამორთვა თუ სასამართლოში წასვლა? – რამდენიმე ვერსია გააქტიურდა სოციალურ ქსელში პრობლემაზე, როცა ადამიანები საკუთარ, მაგრამ გაქირავებულ ბინას უკან ვეღარ იბრუნებენ. ეს პრობლემა განსაკუთრებით ბოლო წლებში გააქტიურდა, როცა გამოსახლებას სასამართლოს გადაწყვეტილება სჭირდება. მართალია, კანონით სასამართლომ ამ კატეგორიის საქმე ერთ თვეში უნდა განიხილოს, თუმცა იურისტებს ასე მოკლე დროში დასრულებული სასამართლო პროცესი არ ახსოვთ. …

80 წლის კაცმა მერიას სასამართლო 2-ჯერ მოუგო, მაგრამ მერია მიწას მაინც არ ურეგისტრირებს

სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს ბათუმის მერია, რომლის სტრუქტურული ერთეულის – ე.წ. მიწის კომისიის წინააღმდეგ სასამართლო დავა 80 წლის შოთა დევაძემ ორჯერ მოიგო. მოქალაქეს იძულებით აღსრულების ფურცელიც მისცა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ 2021 წლის დეკემბერში, ანუ მას შემდეგ, როცა აშკარად გამოჩნდა, რომ ნებაყოფლობით ბათუმის მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებდა. თუმცა მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას მაინც არ ასრულებს. სასამართლოს …

ბათუმის საკრებულოში „ოცნება“ შარშან დაწყებული სხდომის ხვალ გაგრძელებას გეგმავს

ხვალ, 12 აპრილს, ბათუმის საკრებულო შეიკრიბება და თავმჯდომარის არჩევასაც აპირებს. „გთხოვთ, ჩანიშნოთ სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული დარჩენილი საკითხების გადასაწყვეტად…“, – აღნიშნულია წერილში, რომელსაც ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი, თენგიზ აფხაზავა საკრებულოს აპარატს წერს. ბათუმის საკრებულოს პირველი სხდომა 2021 წლის 3 დეკემბერს დაიწყო, თუმცა სხდომაზე ვერ დასრულდა. მიზეზი, რის გამოც, „ოცნება“ გასულ წელს დაწყებული სხდომის …

რა მოხდა ბათუმში არჩევნების მეორე ტურზე – შეფასება

„ჩვენ წაგვერთვა არჩევანის უფლება. მე, როგორც მოქალაქე, შეურაცხყოფილი ვარ ამ არჩევნებით,“ – ამბობს ნათია აფხაზავა, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მას და სამოქალაქო ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებს ვკითხეთ: რა მოხდა ბათუმში არჩევნების მეორე ტურზე, თუკი პირველ ტურზე სახელისუფლებო კანდიდატზე მეტი ხმა ენმ-ს მერობის კანდიდატმა – გიორგი კირთაძემ დააგროვა და საკრებულოში მანდატების უმრავლესობა ოპოზიციამ მოიპოვა? ნათია …

„მაინც გავშალე“ – პოლიციელების მიერ კარვის დაშლას საია უკანონობად აფასებს

„მაინც გავშალე კარავი“ – ამბობს დავით ბურჭულაძე, რომელსაც გუშინ, 30 ივნისს, ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, პოლიციელებმა კარავი დაუშალეს. დავითმა ამჯერად კარავი იმ ეზოს შესასვლელთან გაშალა, სადაც თვითონ ცხოვრობს. დავით ბურჭულაძე საპენსიო სესხის 5 პროცენტამდე შემცირებას ითხოვს, ასევე პენსიის 500 ლარამდე გაზრდას და პენსიონერების ჯანდაცვის 100 %-იანი პაკეტით უზრუნველყოფას. მან კარავი მემედ აბაშიძის გამზირზე, ტროტუარზე, 30 …

საია ბულვარის დირექტორის გათავისუფლებაზე: ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს

„ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა კანონის მოთხოვნებს, რასაც საბოლოო შეფასებას მისცემს სასამართლო,“ – მიიჩნევს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ბათუმის ბულვარის დირექტორის, ირაკლი ჯინჭარაძის გათავისუფლების შესახებ. ირაკლი ჯინჭარაძე თანამდებობიდან 12 აპრილს გაათავისუფლეს. მანამდე, 30 მარტს, ირაკლი ჯინჭარაძემ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე საჯაროდ გააპროტესტა პლაჟების კერძოს საკუთრებაში გადაცემა. ირაკლი ჯინჭარაძის გათავისუფლების მიზეზად აჭარის მთავრობამ აუდიტის დასკვნა …

პაატა დიასამიძე მეორედ აირჩიეს საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარედ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის გამგეობის გადაწყვეტილებით, საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს პაატა დიასამიძე. საიას აჭარის ფილიალის დებულების თანახმად, თავმჯდომარე ყოველწლიურად აირჩევა გამგეობის შემადგენლობიდან. ასევე საიას ცნობით, განახლდა ორგანიზაციის აჭარის ფილიალის გამგეობის შემადგენლობაც. საიას აჭარის ფილიალის გამგეობა დაკომპლექტდა შემდეგი შემადგენლობით: ილონა დიასამიძე; პაატა დიასამიძე; რაჟდენ ხიმშიაშვილი; რუსლან წულუკიძე; ნათია აფხაზავა.

საია „მონების“ დაძახებისთვის ჯარიმაზე: „სასამართლომ მიიღო საფრთხისშემცველი გადაწყვეტილება“

„ეს არის გამოხატვის თავისუფლების შეფასების ძალიან დაბალი სტანდარტი და საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებაზე. დღეს, 25 ნოემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა მისცა და 500-500 ლარით დააჯარიმა საპროტესტო აქციის მონაწილეები. საუბარია 21 ნოემბერს ბათუმის საოლქო კომისიასთან გამართულ აქციაზე, სადაც …

საჯარო მოხელეების ჩხუბი ტენდერისთვის ხულოში ვიდეოკამერების წინ

„ტენდერის დათმობას ხულოში დავით რიჟვაძესთან დაკავშირებული ჯგუფი მთხოვდა, ამის გამო იყო შეხლა-შემოხლაც… პროკურატურა არ რეაგირებს, სამაგიეროდ, მე მიშვებენ სამსახურიდან. გადაწყვეტილება მაშინ მიიღეს, როცა კორონავირუსი მქონდა და სამსახურში ვერ დავდიოდი,“ – ამბობს თემურ ბერიძე, რომელიც 2010 წლიდან ხულოს არქივის უფროსია და პარალელურად ორ საწარმოს ფლობს. „თემურ ბერიძის საქმეში“ ხულოს მერი ფიგურირებს და საკრებულოს წევრი – მინდია …

ვის იცავს და როგორ საია აჭარაში – 25 წელი დემოკრატიისთვის

„წინ უნდა წავსულიყავით ამდენი რეფორმის ფონზე, მაგრამ ჩვენი საქმეებიდანაც ჩანს, რომ ისევ ჭიანურდება გამოძიება, ისევ პრობლემებია… ფაქტობრივად ნათელი წერტილისკენ ჯერ ვერაფერი შეიცვალა მართლმსაჯულებაში,“ – მიიჩნევს იურისტი პაატა დიასამიძე. ის უკვე ერთი წელია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელია. საია აჭარაში კი ზუსტად 25 წლისაა. რა ჩანს 25-წლიანი უფლებადამცველი საქმიანობიდან, შეიცვალა თუ ვერა რეგიონში არსებული საქმეების …

როდის შეიძლება დააჯარიმონ ეკლესიის მრევლი – იურისტის განმარტება

კორონავირუსის  პანდემიის გამო და კომენდანტის საათის ამოქმედების მიუხედავად, ხელისუფლება ამ დრომდე თავს არიდებს იმას, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას კანონით შეუზღუდოს ღვთისმსახურება, რაზეც თავად ეკლესია, მსოფლიო სასულიერო ინსტიტუტებისგან განსხვავებით, კატეგორიულ უარს ამბობს. კომენდანტის საათმა, რომელიც 31 მარტიდან ამოქმედდა, ამჯერად მორწმუნეებისთვის მხოლოდ ის შეცვალა, რომ ისინი იმ შემთხვევაში დაჯარიმდებიან, თუკი საღამოს 9-დან დილის 6-მდე ქუჩაში იმოძრავებენ, მათ შორის, …

როგორ ისჯება სხვისთვის ინფექციის გადადება, ან 10 კაცის თავშეყრა – იურისტის განმარტება

„ჯერჯერობით ვერაფრით დასჯიან ვინმეს, თუკი 10, ან თუნდაც მეტი ადამიანი ერთად მოიყრის თავს,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. იურისტი განმარტავს, რომ დეკრეტის გამოცემის შემდეგ დეტალურად უნდა განისაზღვროს, რა სახის შეზღუდვები იარსებებს შეკრების კუთხით, ვიდრე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა დასრულდება. 10 პირის თავშეყრის შეზღუდვაზე გუშინ, 21 მარტს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, ვიდრე პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობის შემოღებაზე …

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, თუ ზიარების შედეგად კორონავირუსი დაფიქსირდება?

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, თუკი ზიარების შედეგად „კორონავირუსის“ გავრცელების შემთხვევა დაფიქსირდება? – ეს შეკითხვა სოციალურ ქსელში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც საპატრიარქომ ღვთისმსახურების შეჩერებაზე უარი თქვა. პრეზიდენტის მიერ გუშინ გამოცემული დეკრეტის შემდეგ ეკლესიებში მხოლოდ ის შეიცვალა, რომ მრევლს სტიქაროსნებმა და პატრიარქმაც ერთმანეთისგან დისტანცირებისკენ მოუწოდეს. დღეს, ზიარების დროს, ისევ გამოიყენეს საერთო კოვზი, რომელიც დაინფიცირების საფრთხეა. „თუნდაც ერთი ადამიანის …

პაატა დიასამიძე საიას აჭარის ფილიალის ახალ თავმჯდომარედ აირჩიეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ახალი თავმჯდომარე პაატა დიასამიძე გახდა. პაატა დიასამიძე 6 მარტს, საიას აჭარის ფილიალის გამგეობამ ხუთკაციანი შემადგენლობით, ერთხმად აირჩია. “ვფიქრობ რთული წლები იქნება. 2020 წლის არჩევნები გვაქვს წინ. ამასთან, აჭარის ტელევიზიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ, ყველაზე აქტიური რეგიონი ამ წუთისთვის აჭარაა. ჩვენს ორგანიზაციას ყველა გამოწვევაზე ექნება ექნება შესაბამისი რეაგირება და …

„აჭარის ტელევიზიის საქმეზე“ პოლიციაში ნათია ზოიძე გამოკითხეს

„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის მოადგილის, ნათია ზოიძის გამოკითხვა აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა. ნათია ზოიძე გიორგი კოხრეიძის არჩევამდე დირექტორის მოვალეობას ასრულებდა და აცხადებს, რომ ახალი დირექტორი მას დევნის. გამოძიების დაწყების მოთხოვნით ნათია ზოიძემ პროკურატურას 14 დეკემბერს მიმართა. მის ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს. საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე, რომელიც დღეს, 23 დეკემბერს, ნათია ზოიძის …

მოწმეები, რომლებსაც ქვეყნიდან გასვლის უფლებას არ აძლევენ

„სარფის საბაჟოზე მითხრეს, რომ ქვეყნიდან გასვლის უფლება არ მაქვს. ვერ მითხრეს, რატომ,“ – ამბობს გიორგი ბ. მას სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმეში მოწმის სტატუსი აქვს, თუმცა არ არსებობს სამართლებრივი დოკუმენტი, რომლითაც გიორგის საზღვრის კვეთის უფლება არ აქვს. იგივე პრობლემა აქვს გელა ც.-საც. ორივე მათგანი თურქეთში სეზონურ სამუშაოზე აპირებდა გადასვლას. ისინი მბობენ, რომ პროკურატურის ამ ზეპირი გადაწყვეტილებით …

როგორ დაგსჯის კანონი თუკი სექსუალური შევიწროება დაგიმტკიცდება

გამოძიებამ კვალიფიკაცია უკვე შეუცვალა საქმეს, სადაც სტუდენტი ლექტორს სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს. გამოძიება თავდაპირველად „სისხლის სამართლის კოდექსის“ იძულების მუხლით დაიწყო, ამჯერად  კი, საქმე უფრო მძიმე -„სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების“ მუხლის მეორე ნაწილზე გადაკვალიფიცირდა. რა სახის სასჯელი არსებობს „სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებისთვის“ და რას ითვალისწინებს „სექსუალური შევიწროვება“, რომელიც ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდა 3 …

მარიხუანა და სხვა ნარკოტიკი – რა ელით მძღოლებს ნარკოტესტირებაზე უარის თქმის შემთხვევაში

2019 წლის პირველი აპრილიდან საპატრულო პოლიციას უფლება აქვს მძღოლი ნარკოტესტერის საშუალებით შეამოწმოს, იმყოფება თუ არა ის ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების [მათ შორის მარიხუანას] ზემოქმედების ქვეშ. ასეთი ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა ითვალისწინებს ჯარიმას ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე. თუ პოლიციელს გაუჩნდა საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირი სატრანსპორტო საშუალებას მართავს მარიხუანას ან სხვა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, პოლიციელი პორტატული ნარკოტესტერის …

ბათუმის ციხეში პატიმრები წყალს ითხოვენ

ბათუმის ციხეში წყლისა და ხელოვნური ვენტილაციის პრობლემაზე პაატა დიასამიძე საუბრობს, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. ის სასჯელაღსრულების მესამე დაწესებულებაში, ანუ ბათუმის ციხეში დღეს, 28 მარტს, იმყოფებოდა. „პატიმრებს, განსაკუთრებით დეესკალაციის ოთახში მყოფებს, აწუხებთ წყლისა და ვენტილაციის პრობლემა. მათი თქმით, წყალი ციხეს გრაფიკით მიეწოდება. ეს განსაკუთრებით გაუსაძლისი ბოლო პერიოდში გახდა, როცა ხელოვნური ვენტილაციაც ითიშება – დეესკალაციის ოთახში საპირფარეშო …

500 ლარით დაჯარიმდებით, თუკი საპენსიო შენატანს თავს აარიდებთ

500 ლარით დაჯარიმდება ის, ვინც ახალი სქემის პირობებში საპენსიო შენატანს თავს აარიდებს. ჯარიმა დამსაქმებელს ეხება, ასევე, თვითდასაქმებულს, რომელიც პირველი იანვრიდან ვალდებულია საპენსიო შენატანი შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხოს. ჯარიმა დასაქმებულ პირებს არ შეეხებათ. „სამართალდარღვევასთან დაკავშირებით სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილი თანამდებობის პირები,“ – განმარტავს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. მისივე თქმით, ამ …

რატომ არ დაუბრუნეს მოქალაქეს ცოლის ბიძაშვილის პატიმრობიდან გასათავისუფლებელი გირაოს თანხა 

მოქალაქე ჯემალ სირაბიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ამავე სასამართლოში უჩივის და თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. საუბარია გირაოს თანხაზე, რომელიც ჯემალ სირაბიძემ დაკავებული ახლობლის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის გადაიხადა. მოქალაქის ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დაიცავს. „სულიკო ჩემი ახლობელია და ჩხუბისთვის დააკავეს,“ – გვიყვება ჯემალ სირაბიძე. – „ის ჩემი ცოლის ბიძაშვილია და ახლობლებმა მთხოვეს, თუ გაქვს საშუალება, იქნებ შეუტანო თანხა …

„ივანიშვილისთვის შეიძლება და ჩემთვის არა?“- ბაზიერს მიმინოს დაჭერისთვის აჯარიმებდნენ

„რამდენიმე დღის წინ მიმინო დავიჭირე და მოვიდნენ, ეს აკრძალულია, 1000 ლარით გაჯარიმებთო. რაც აკვნიდან გადმოვვარდი, სულ მიმინოებს ვიჭერ, ბაბუაც ამას აკეთებდა. 12 წლის ვიყავი, როცა პირველი ჯილდო მივიღე, როგორც ბაზიერმა. ბოლოს თბილისობაზე მომცეს მედალი,“ – ეს  ბათუმში მცხოვრებმა ზურაბ ბარამიძემ მოგვიყვა სასამართლოს ფოიეში. 30 სექტემბერს გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტმა ზურაბ ბარამიძის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი …

რატომ არ უნდა იბეგრებოდეს ქველმოქმედება – იურისტის განმარტება

თუ ფული გაქვთ და რომელიმე სტუდენტის სწავლის ან მისი ცხოვრების დაფინანსებას გადაწყვეტთ, გადასახადები ჩვეულებრივ რეჟიმში უნდა გადაიხადოთ. ამის შესახებ ერთ-ერთი ბიზნესკომპანიის ხელმძღვანელმა გვითხრა, რომელიც სტუდენტს დააფინანსებს. მან ქველმოქმედების პარალელურად სახელმწიფოსაც უნდა გადაუხადოს ფული. კანონმდებლობის მიხედვით, ქველმოქმედება არ იბეგრება მხოლოდ მაშინ, თუკი ოფიციალურად დარეგისტრირებული საქველმოქმედო ორგანიზაცია სამკურნალო ან სამედიცინო მიზნისთვის ურიცხავს ვინმეს ფულს. გადასახადისგან თავისუფალია წელიწადში …

მოსახლეობა მაღალი ძაბვის ქვეშ და საბჭოთა ნორმატივებით დადგენილი უსაფრთხოება

ელექტროგადამცემი ხაზი „ერგე-1“-ის რეაბილიტაციაზე შეთანხმება „ენერგო-პრო ჯორჯიასა“ და იმ მოსახლეობას შორის, ვის საკუთრებაშიც ეს ხაზი გადის, მიღწეული არ არის. მეტიც, კონკრეტული მოლაპარაკებები პრობლემის გადასაჭრელად ამ დრომდე არ დაწყებულა. მოსახლეობა აცხადებს, რომ მათ საკუთრებისა და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლება აქვთ და კომპანიას სამუშაოების ჩატარების საშუალებას არ მისცემენ. ისინი ითხოვენ ხაზის გადატანას მათი ნაკვეთებიდან, რომლებსაც, სრულყოფილად, როგორც თავად …

„თურმე მართვის მოწმობა შეუჩერებიათ“ – მოქალაქე პატრულს სასამართლოში უჩივის

დავით ს. ერთ-ერთია იმ მოქალაქეებს შორის, რომელიც საპატრულო პოლიციას სასამართლოში ედავება. დავის საგანი საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილი 500-ლარიანი ჯარიმაა. პატრულმა დათო მას შემდეგ დააჯარიმა, როცა აღმოაჩინა, რომ მძღოლს მართვის მოწმობის უფლება შეჩერებული ჰქონდა, თუმცა დავით ს.-მ ამის შესახებ არაფერი იცოდა. „თავდაპირველად ივლისში დამაჯარიმა საპატრულომ პარკირებაზე, მანქანის არასწორი გაჩერებისთვის. ჯარიმა 10 ლარი იყო და ვიცოდი, რომ …

შინაპატიმრობა – კონტროლი ელექტრონული სამაჯურით

პირველი ივლისიდან „სისხლის სამართლის კოდექსში“ თავისუფლების შეზღუდვა შინაპატიმრობამ ჩაანაცვლა, რაც 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. შინაპატიმრობის დროს მსჯავრდებული თავის სახლში დარჩება, თუმცა მის გადაადგილებას ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით გააკონტროლებენ. შინაპატიმრობის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულს ასევე ეკრძალება საქართველოს საზღვრის გადაკვეთა. წესების დარღვევის შემთხვევაში, შინაპატიმრობა თავისუფლების აღკვეთით შეიცვლება, ანუ ციხეში სასჯელის რეალურად მოხდით. „დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა ამ …

პიროტექნიკის ხარისხსა და უსაფრთხოებას ისევ არავინ აკონტროლებს

საახალწლო განწყობის „ხლაფუშკების“ აფეთქებით შექმნის პარალელურად, დაშავებულები წელსაც არსებობენ. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ მოზარდს „ხლაფუშკა“ ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე აუფეთქდა და ქუჩაში მდგომი  წინასწარი დაკავების იზოლატორის დაცვის თანამშრომელი თვალის არეში მსუბუქად დაშავდა. ამის შესახებ სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში გვითხრეს. პიროტექნიკის გამოყენებაზე რეგულაციებს ხელისუფლება დღემდე არ აწესებს. „ვინმეს არ მოუცია ნებართვა, ჩემით მოვედი და დავდექი“, – გვითხრა „ბათუმის კარიბჭესთან“ …

გარდაცვლილის საქმე, რომელშიც ქობულეთის გამგებელი ფიგურირებს

„ხელმეორედ მომიკლეს შვილი… ვერსად ვნახე სამართალი,“ –  ეს თემურ მგალობლიშვილმა გვითხრა. ის გიორგი მგალობლიშვილის მამაა, რომელიც გასული წლის 9 სექტემბერს ქობულეთში ელექტროსადენებთან კონტაქტის შედეგად გარდაიცვალა. 24 წლის გიორგი ქობულეთის გამგეობაში მუშაობდა ინფრასტრუქტურის სამსახურის მთავარ სპეციალისტად. მას დავალების შესრულება ქობულეთის გამგებელმა სთხოვა. გიორგი რუსთაველის ქუჩაზე სატვირთო მანქანიდან დატვირთული ბორდიურების ამწით ჩამოტვირთვის დროს დაიღუპა. სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების …

Exit mobile version