Batumelebi | 500 ლარით დაჯარიმდებით, თუკი საპენსიო შენატანს თავს აარიდებთ 500 ლარით დაჯარიმდებით, თუკი საპენსიო შენატანს თავს აარიდებთ – Batumelebi
RU | GE  

500 ლარით დაჯარიმდებით, თუკი საპენსიო შენატანს თავს აარიდებთ

500 ლარით დაჯარიმდება ის, ვინც ახალი სქემის პირობებში საპენსიო შენატანს თავს აარიდებს. ჯარიმა დამსაქმებელს ეხება, ასევე, თვითდასაქმებულს, რომელიც პირველი იანვრიდან ვალდებულია საპენსიო შენატანი შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხოს. ჯარიმა დასაქმებულ პირებს არ შეეხებათ.

„სამართალდარღვევასთან დაკავშირებით სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილი თანამდებობის პირები,“ – განმარტავს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. მისივე თქმით, ამ უწყების თანამშრომლებმა უნდა გამოავლინონ სამართალდარღვევის ფაქტები.

განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 1000 ლარია. საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევისთვის ანალოგიური წესით დაჯარიმდება თვითდასაქმებულიც.

საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შეტანილია. სარჩელით გასაჩივრებულია საპენსიო შენატანისთვის ჯარიმის დაკისრებაც.

ამ თემაზე:

თავად გამოთვალეთ, რამდენი გექნებათ პენსია ახალი სქემის პირობებში – საპროგნოზო მთვლელი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი