მშენებლობით დაზარალებულებმა აჭარის მთავრობასთან ქუჩა გადაკეტეს

დღეს, 17 მარტს, აქციის მონაწილეებმა ბათუმში, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან ქუჩა დაახლოებით 20 წუთით გადაკეტეს. აქციის მონაწილეები კორპუსების დაუსრულებელ მშენებლობებს აპროტესტებენ და დავის გადაწყვეტისთვის პროცესში ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ. ორსაათიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ, როცა აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობაში არავინ შეხვდა, დაზარალებულებმა ქუჩა გადაკეტეს. პოლიციის ხელმძღვანელმა პირებმა აქციის მონაწილეებს უთხრეს, რომ ქუჩის გადაკეტვა სამართალდარღვევაა და შესაბამის ზომებს …

ბათუმში ბინების გაყიდვების რაოდენობა და ფასები ისევ გაიზარდა – კვლევა

ორგანიზაცია Galt & Taggart-ი ახალ კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც 2025 წელს, ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვები გაიზარდა, 2024 წელს დაფიქსირებული კლების შემდეგ. ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე და ჯამში 17 478 ბინას მიაღწია. კვლევის თანახმად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ბაზრის ღირებულებაც და 1.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ბაზარზე აქტივობის ზრდას უსვამს ხაზს. …

58-სართულიანი შენობები ჩაქვის სანაპიროზე – „ინვესტორი პლაჟს გვიკეტავს“

„დრიმლენდ ოზაისის“ ახალი პროექტი, „დრომლენდ ბოტანიკო“, ჩაქვის ზღვის სანაპიროზე 5 ჰექტრამდე ფართობის ათვისებას გეგმავს. მრავალფუნქციური ობიექტის პროექტი სანაპიროზე, ბათუმის ქუჩის #50-52-ში და მის გაგრძელებაზე, მეზღვაურთა ქუჩის 38-ში 58-სართულიანი შენობების მშენებლობას ითვალისწინებს. „ამ მშენებლობის შემდეგ ჩვენთვის ზღვაზე გასასვლელი ჩაიკეტება, ფაქტობრივად პლაჟით ვეღარ ვისარგებლებთ. ნახეთ ამ კომპანიის მეორე პროექტი, როგორ აქვს ჩაკეტილი პლაჟი და დარწმუნდებით“ – გვითხრა …

კორპუსები კანალიზაციის გარეშე – ბათუმის მერია შამბოს ამოსატუმბად ვაუჩერის გაცემას განიხილავს

ყველა გადაწყვეტილება, რის გამოც გასულ წლებში ბათუმის მერიას აკრიტიკებდნენ და მოსალოდნელ შედეგებზე აფრთხილებდნენ, დღეს ქალაქის ისეთი გამოწვევების ჩამონათვალშია, რომლის დაძლევაც უახლოეს მომავალში ვერ მოხერხდება. მათ შორის არის ე.წ. შამბოებისა და სეპტიკური მოწყობილობების მართვა. საქმე ისე გართულდა, რომ მერიას საკრებულოსგან ამ საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაციებიც მიუღია. შამბო მცირე ზომის საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობაა, რომელსაც ხშირად შეხვდებით ბათუმის შემოგარენში …

მწვანე კონცხზე „პრემიუმ კლასის“ კორპუსები კანალიზაციის გარეშე შენდება და იყიდება

სამშენებლო კომპანია, რომელმაც ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, მწვანე კონცხზე კორპუსის მშენებლობა თითქმის დაასრულა, ამ კორპუსისთვის გამწმენდი ნაგებობის მოსაწყობად მერიას ნებართვას სთხოვს.  იმავე კორპუსში კომპანია „პრემიუმ კლასის“ ბინებს ყიდის. აქ ერთი კვ.მეტრის ფასი 1500 დოლარიდან იწყება და იზრდება ხედისა და სიმაღლის მიხედვით. კომპანია განმარტავს, რომ გამწმენდი ნაგებობა ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში სამეურნეო-ფეკალური წყლების სწორი მართვისთვის სჭირდება. …

პოლიციის უფროსის მოადგილის პენსიონერი დედა ბათუმსა და ქუთაისში კორპუსებს აშენებს

აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნის, 40 წლის მაიზერ ხვარეშიას დედის კომპანია ბათუმში, მწვანე კონცხზე მრავალბინიან კომპლექსს აშენებს. შპს „თალასა ჯგუფს“ რვასართულიანი კორპუსის კარკასის სამუშაოები უკვე დასრულებული აქვს და ბინებს ზღვისა და მთის ხედებით მაღალ ფასად ყიდის. მაიზერ ხვარეშია სულ სამი წლის განმავლობაში არ მუშაობდა შსს-ში და სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა ის ოფიციალურად სამშენებლო ბიზნესში. სამშენებლო პროექტის ღიობებიდან …

გეგმავს თუ არა ბათუმის მერია სოციალური სახლის აშენებას – რა წერია 2026 წლის ბიუჯეტში

გეგმავს თუ არა ბათუმის მერია სოციალური სახლის მშენებლობას იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ გამოსყიდვის შესაძლებლობა არ აქვთ? – ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი ერთი მხრივ ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს მერია მომავალ წელს ახალი სოციალური სახლის მშენებლობას გეგმავს, თუმცა, როგორც ირკვევა, ახალი სოციალური სახლის მშენებლობა კი არა, ისევ ე.წ. ხელმისაწვდომი საცხოვრისის, ანუ „იაფი სახლის“ მშენებლობაა დაგეგმილი. ბევრი …

რას აშენებს „ოცნების“ შემწირველი გონიოში – სასტუმრო აპარტამენტები და ვილები სანაპიროსთან

შპს „გონიო 2020“ უკვე დამტკიცებულ განაშენიანების დეტალურ გეგმაში ცვლილებას ითხოვს. ამ ცვლილების მიხედვით, კომპანიას კ2-ის გაზრდისთვის დამატებითი, მაკომპენსირებელი ვალდებულებების აღება აღარ დასჭირდება, რადგან, მერიის განმარტებით, პროექტი კ2-ის გაზრდას აღარ ითვალისწინებს. ამ წინადადებაზე ბათუმის საკრებულომ 2025 წლის პირველ დეკემბერს სხდომაზე უნდა იმსჯელოს. მოქმედი შეთანხმებით, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის [კ2] გადამეტების, მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით კომპანიას მუნიციპალიტეტისთვის უნდა გადაეცა …

ბათუმში ავარიული სახლების პროგრამაში ცვლილებები შედის

ბათუმის მერია ითხოვს ცვლილებას დადგენილებაში, რომელიც მერის სათათბირო საბჭოს საქმიანობას განსაზღვრავს. ეს დადგენილება [#15] სამშენებლო კოდექსის იმ ნაწილს ეყრდნობა, რომელიც ბათუმის ტერიტორიაზე სივრცის დაგეგმარებასა და სამშენებლო საქმიანობას არეგულირებს. სათათბირო საბჭო ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში მერიაში შესულ განცხადებებს განიხილავს და მერს რეკომენდაციას აძლევს – აკმაყოფილებს თუ არა განაცხადი [პროექტი] პროგრამის პირობებს. №15 დადგენილება არეგულირებს ავარიული შენობების …

38-სართულიანი კორპუსი 140 ავტომანქანის ადგილით – პროექტი ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე

ბათუმში, ავტოსადგურთან, შავშეთისა და სევერიანე აჭარელის ქუჩების კვეთაზე, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას შპს „დურსუნი“ გეგმავს. სამშენებლო ტერიტორია კვარტალს მოიცავს და 9 საკადასტრო ერთეულს აერთიანებს. შავშეთის ქუჩაზე გადის საერთო სარგებლობის შიდა საქალაქო მნიშვნელობის გზა, საკვლევი ტერიტორიის სავალი ნაწილის სიგანე სამშენებლოდ მომზადებული მიწის ნაკვეთების  მიმდებარედ 10,8 მეტრია, აქ დაშვებულია ავტოტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა. მერიაში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით ამ ქუჩაზე …

რას სთავაზობს „ოცნების“ შემწირველის კომპანია ბათუმის მერიას და რის სანაცვლოდ

მშენებელი კომპანია ახალი პროექტის მაქსიმალურ სიმაღლეზე [კ2] თანხმობის სანაცვლოდ ბათუმის მერიას სკვერის მოწყობას სთავაზობს. კომპანია სკვერის აშენებას გეგმავს მუნიციპალიტეტის მიწის ნაკვეთზე, რომელიც ასევე თავისი სხვა კომპანიის სამშენებლო პროექტის წინ მდებარეობს. მერია თანახმაა, ახლა გადაწყვეტილება საკრებულომ უნდა მიიღოს. „მიეცეს დადებითი რეკომენდაცია შპს „ბათომი დეველოპმენტი“-ს მუნიციპალურ მიზნობრივ პროგრამაში ჩართვასა და მის ფარგლებში განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან/და მუნიციპალური მნიშვნელობის …

„კომპანია აანაზღაურებს“ – ბათუმის მერიის პასუხი მოქალაქეს, რომელიც სახლის ჩამონგრევის რისკებზე წერს

„განგიმარტავთ, რომ მშენებლობის მიმდინარეობის დროს დამდგარ ზიანთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მშენებლობის ნებართვის მფლობელს, რომელიც ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აანაზღაუროს ზიანი“, – ასე პასუხობს ბათუმის მერია მოქალაქეს, რომელიც წერილობით ატყობინებს, რომ ავარიული სახლის გვერდით მიმდინარე მშენებლობის მასშტაბის გამო ამ სახლის კედლებს დამატებითი ბზარები გაუჩნდა. ამ ავარიულ სახლში 30 ოჯახი ცხოვრობს. მოქალაქე ნონა ასკურავა თავისი წერილით …

ბათუმის ბიუჯეტში 5 მილიონამდე ლარი შევიდა მშენებლობის ნებართვების მისაღებად

2025 წლის  9 თვეში ბათუმის ბიუჯეტში მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის სახით 4 მილიონ 974 000 ლარი შევიდა.  ეს თანხა ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილში, „სხვა შემოსავლებშია“ ასახული და მშენებლობის ნებართვისა და კოეფიციენტის გაზრდის მოსაკრებელს მოიცავს, გარდა განსაკუთრებული მშენებლობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა. ეს მონაცემი ნიშნავს, რომ ბათუმის განაშენიანება გენგეგმის გარეშე გაცილებით სწრაფი ტემპით გრძელდება. ზოგადად, ადმინისტრაციული მოსაკრებლებისა და …

სართულების დამატება და სხვა ცვლილებები – რა პროექტებს განიხილავს ბათუმის საკრებულო

ბათუმის მოქმედი საკრებულო 2025 წლის 22 ოქტომბერს მორიგ სხდომას ჩაატარებს. დღის წესრიგში ამ ეტაპზე სულ ხუთი საკითხია შეტანილი, თუმცა, როგორც წესი, საკითხებს შემდეგ სხდომის დაწყებამდეც ხშირად ამატებენ. აღნიშნული ხუთი საკითხიდან ორი – მშენებარე კორპუსებზე სართულის გაზრდას ეხება, ერთი – დოკუმენტში ცვლილების შეტანას, ასევე არის საკითხი, რომლითაც ფიზიკური პირი მრავალსართულიანი სახლის მშენებლობის ნებართვის მიღების შემთხვევაში ბათუმის …

ვინ გეგმავს ფიროსმანის #1-ში მშენებლობას – კომპანიამ წილები 800 000 დოლარად გაყიდა

შპს „კომუნა კონსტრაქშენი“ ბათუმში, ფიროსმანის #1-ში ორსართულიანი ისტორიული სახლის ჩანაცვლებას გეგმავს. აქ მცხოვრებლებთან საკუთრების კონკრეტული პირობით დათმობაზე ხელშეკრულებები კომპანიას 2023 წელს გაუფორმებია. როგორც რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული ჩანაწერით ირკვევა, შეთანხმება ძველის ახლით ჩანაცვლებას გულისხმობს. შპს „კომუნა კონსტრაქშენი“ იგივე „ტერასა ჰაუსია“ კომპანიამ სახელი ორჯერ შეიცვალა, დაფუძნებულია როგორც შპს „ემ-კვადრატი“, შემდეგ „ტერასა ჰაუსი“ დაარქვეს, შემდეგ კი „კომუნა კონსტრაქშენი“.  …

მშენებელი კომპანიის დირექტორმა უკვე გაყიდული ტერასა 70 000 აშშ დოლარად გაყიდა – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დირექტორი, უცხო ქვეყნის მოქალაქეს მოტყუებით დაჰპირდა, რომ ბათუმში მშენებარე ობიექტზე ტერასას საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად გადასცემდა. ასევე დაჰპირდა, რომ შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების ჩატარების შედეგად ტერასას საცხოვრებელ ბინად გადააკეთებდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს …

ვინ აშენებს ცათამბჯენებს ფიროსმანის ქუჩაზე და რას აპროტესტებს მოსახლეობა

ბათუმის მერის ყოფილი მოადგილის, ხელვაჩაურის საკრებულოს  წევრისა და კიდევ სხვა პირების კომპანია, შპს „ცენტრალ სითი ლაინი“,  ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის #8- ის მიმდებარედ, ცათამბჯენს აშენებს. შპს „ცენტრალ სითი ლაინის“ დირექტორი და 38 პროცენტის მფლობელი ზურაბ ბერიძეა, ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი. კომპანიის 38 პროცენტს გიორგი ზოიძე ფლობს, დარჩენილი 24 პროცენტი შპს „უან პროჯექტის“ საკუთრებაა, რომლის 50-5- პროცენტსაც ხელვაჩაურის …

გმირთა ხეივანი, რომლის მოწყობაზე 25 მილიონი დაიხარჯა, მწყობრიდან გამოსულია

ბათუმში, გმირთა ხეივნის რეაბილიტაციისა და საფეხმავლო გადასასვლელი ხიდების მოწყობის პროექტი 2021 წელს, თვითმმართველობის არჩევნებამდე დააანონსეს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე რეაბილიტირებული ხეივანი პომპეზურად, პრემიერ-მინისტრის თანდასწრებით გახსნეს, 2025 წლის ზაფხულში კი ხეივნის ინფრასტრუქტურა უკვე მწყობრიდან გამოსულია. ამ პროექტისთვის ბიუჯეტიდან 25 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა. 2024 წლის 5 ივნისს საქართველოს მთავრობამ საზოგადოებას ამცნო, რომ ბათუმში …

„გაუსაძლისი სუნია, ფანჯარას ვერ ვაღებთ“ – 7 მლნ ლარი კორპუსებში კანალიზაციის გარეშე

ბათუმში, გენერალ კვინიტაძის ქუჩაზე მძაფრი, უსიამოვნო სუნი დგას. შუა ქუჩაში ამოტეხილი ასფალტიდან საკანალიზაციო წყალი ამოდის. გვერდით, ღია ეზოში, ბავშვები თამაშობენ. „აი, აქ, ამ „ჩანჩქერზე“ იბანდა პატარა ბავშვი სილით დასვრილ ფეხებს,“ – გვეუბნება ნონა ზაქარაძე და შუა ქუჩაში ამოტეხილი ასფალტიდან ამომავალ წყალზე გვანიშნებს. ნონა და მისი 14 მეზობელი გენერალ კვინიტაძის ქუჩაზე მდებარე ახალაშენებულ კორპუსებში 6 თვის …

ძველი სახლი მერიის წინ, რომელსაც განზრახ ანგრევენ და პასუხი არავინ აგო – „ფრთხილად გაიარეთ“

სახლი, რომელიც საცხოვრებლად უკვე უვარგისია, ბათუმში, მარჯანიშვილის 2-ში მდებარეობს. თუ მიტოვებული სახლის მისაღებში შეხვალთ, მისი ფანჯრიდან ვარდების სკვერს მიღმა – ბათუმის მერის სამუშაო კაბინეტს დაინახავთ. ბათუმის მერიის წინ ისტორიული სახლი ისე დააზიანეს, რომ უკანონო პროცესი არავის შეუჩერებია. ისტორიული სახლის განადგურებისთვის – ექსპერტიზის კატეგორიული დასკვნის მიუხედავად – არავინ დასჯილა. ბათუმში, მარჯანიშვილის #2-ში მდებარე ორსართულიანი ძველი კორპუსის …

ბათუმში მცხოვრებთა 70%-ს ახალი ბინის შეძენის საშუალება არ აქვს – გენგეგმის კონცეფცია

ბათუმის განაშენიანების გეგმის კონცეფციის მიხედვით, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ უკვე მოამზადა და მერიას ჩააბარა, ქალაქში, სადაც ათ წელზე მეტია სამშენებლო ბუმი „მძვინვარებს“, მოსახლეობის 70%-ს არ აქვს საშუალება შეიძინოს ახალი საცხოვრებელი ფართი. კონცეფციის ავტორები წერენ, რომ ეს გასათვალისწინებელია საბინაო ფონდის ზრდისა და სრულყოფის დაგეგმვისას. ბათუმის გენერალური გეგმის კონცეფციის იმ ნაწილში, სადაც მიმოხილულია „საცხოვრებლის …

თამარის დასახლებაში 6 ცათამბჯენის აშენებას გეგმავენ „ოცნების“ დეპუტატები და მათი პარტნიორები

სამი ცათამჯენის მშენებლობის ნებართვას თამარის დასახლებაში, სანაპიროზე მედეა ბოჭორიშვილის კომპანია ისევ ითხოვს. მანამდე, 2024 წელს, მას იმავე ნაკვეთის გვერდით სხვა სამი ცათამბჯენის განაშენიანების დეტალური გეგმა დაუმტკიცეს, რის შემდეგაც კომპანიის წილებიც გაასხვისა და მთავრობისგან შესყიდული მიწის ნაკვეთის ნახევარიც. ბათუმში, თამარის დასახლებაში, ზღვის სანაპიროზე, მდინარე ყოროლისწყლისა და ზღვის შესართავთან „ოცნების“ ორი დეპუტატის ცათამბჯენების პროექტზე „ბათუმელები“ ადრეც წერდა. …

„მშენებლობიდან ქვა დამეცა, აქ პატარა ბავშვები გვყავს, გვეშინია“ – რას ითხოვენ ბათუმის პატარა ეზოში

„მშენებლობიდან გადმოვარდა პატარა ქვა, მომხვდა და დავეცი, ფეხი დავიზიანე,“ – ამბობს ბათუმში, არქეოლოგიურ მუზეუმთან მცხოვრები თამარ თეზუაშვილი, რომელიც ძველ იტალიურ ეზოში ცხოვრობს და ვის მეზობლადაც მრავალსართულიანი კორპუსი შენდება. თამარ თეზუაშვილის თქმით, მშენებლობის ზედამხედველმა უთხრა, რომ „მალე გაუვლის“. ჭავჭავაძის 77-ში მდებარე იტალიურ ეზოში, ავარიულ, ბარაკული ტიპის სახლებში ამ დრომდე 18-მდე ოჯახი ცხოვრობს. იტალიურ ეზოში მცხოვრებ ადამიანებს …

მშენებლობის ფასი წინა წელთან შედარებით 5.1 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცმებით, 2025 წლის აპრილში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით საშუალოდ 5.1 პროცენტით გაიზარდა. საქსტატის განმარტებით მშენებლობის ღირებულების ინდექსში იგულისხმება ამა თუ იმ ობიექტის მხოლოდ ის მთლიანი ღირებულება, რაც დაიხარჯა მის აშენებაში. მაგალითად – მასალების ღირებულება, მშენებლობაზე დასაქმებულთა ხელფასის ხარჯები, ტექნიკის იჯარა თუ სხვა. შესაბამისად, აღნიშნულ ინდექსში არ იგულისხმება …

„გვეშინია, სახლი ირყევა“ – როცა ბავშვები სამშენებლო მოედანზე ცხოვრობენ

ბათუმში, მელიქიშვილისა და პუშკინის ქუჩების კვეთაში, იქ, სადაც სავაჭრო ცენტრი „უნივერსამი“ დაანგრიეს, სამშენებლოდ მონიშნული მიწის ნაკვეთის ერთ ნაწილში კომპანია მასშტაბური შენობისთვის საძირკველს აწყობს, მეორე ნაწილში მდებარე ორსართულიან ავარიულ სახლში კი ოცდაათამდე ოჯახი ცხოვრობს. მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები. სამუშაოების შედეგად ავარიული სახლი პერიოდულად ირყევა, აქ მცხოვრებები გვიყვებიან, რომ სახლის რყევით გამოწვეულ რეაქციას ბავშვებთან არ გამოხატავენ …

„ქაოსური კი არა, ქოცური განაშენიანებაა. ჰაერი გაყიდულია“ – ფოტოამბები ახალი ბულვარიდან

„ქაოსური კი არა, ეს არის ქოცური განაშენიანება“ – გვითხრა ახალგაზრდა კაცმა, რომელსაც ქალაქის ერთ-ერთი პრესტიჟული უბნის, ახალი ბულვარის გასწვრივ არსებულ განაშენიანებაზე ვკითხეთ. მასთან მეზობლების თხოვნით მივედით – „იგერაა, ჩვენი დომკომი და იმას კითხე, ყველაფერი იცისო.“ მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა, მხოლოდ ერთი ფრაზით შეაფასა არსებული ვითარება და კატეგორიულად მოგვთხოვა აღარ გაგვეგრძელებინა საუბარი – „არ მცალია, …

რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ ბინას იყიდით

მოქალაქეები, რომლებმაც ბინა ბათუმში მშენებლობის ეტაპზე იყიდეს, უამრავი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ. მათი ნაწილი დღემდე ვერ ირეგისტრირებს საკუთრებას სხვადასხვა მიზეზით, მეტწილად კი მაშინ, როცა მშენებელ კომპანიას წილები დაყადაღებული, ქონება კი იპოთეკით დატვირთული აქვს, ან კომპანიის არაკეთილსინდისიერმა მესაკუთრემ ერთი ბინა რამდენჯერმე გაასხვისა, კომპანიამ კორპუსის სახურავი ვერ მოაწყო, ან სათანადოდ ვერ მოაწყო და კორპუსში წყალი ჩადის, ლიფტი დამონტაჟებული …

ჩაუბარებელ კორპუსებზე არც მშენებელი და არც მერია პასუხს არ აგებს – ეს მესაკუთრის პრობლემა იქნება

მერია ბათუმში ასობით ჩაუბარებელ კორპუსზე პასუხისმგებლობას იხსნის. პასუხისმგებლობას იხსნიან ამ კორპუსების მშენებელი კომპანიებიც, რადგან მათგან უმეტესობამ ბინები ჯერ კიდევ მშენებლობის საწყის ეტაპზე გაყიდა. მსგავს კორპუსებში თუ რამე პრობლემა გაჩნდება, მერიაში მოქალაქეებს პასუხობენ, რომ კერძო ტერიტორიის პრობლემებს ვერ განიხილავენ და მოქალაქეებს მშენებელ კომპანიასთან ამისამართებენ. ბათუმში იპოვით ისეთ კორპუსებსაც, სადაც მესაკუთრეები უკვე წლებია ცხოვრობენ, თუმცა დღემდე კომპანიის …

„2022 წელს უნდა ჩაებარებინათ, სახლი მალე ავარიული იქნება“ – ბათუმში მშენებელ კომპანიას უჩივიან

ბათუმში, ელიავას #21- ში მშენებარე კორპუსის მომავალი მესაკუთრეები მშენებელ კომპანიას უჩივიან. მათი თქმით, შპს „სწრაფ მშენებელი ჯგუფის“ ხელმძღვანელებმა მშენებარე კორპუსში ბინები გაყიდეს, შემდეგ კი მშენებლობა გააჩერეს. ნახეთ ვიდეო:  ამავე თემაზე:  „სწრაფ მშენებელმა“ ბათუმში ბინები გაყიდა და კორპუსის მშენებლობას 5 წელია ვერ ასრულებს

„სწრაფ მშენებელმა“ ბათუმში ბინები გაყიდა და კორპუსის მშენებლობას 5 წელია ვერ ასრულებს

ბათუმში, ელიავას #21- ში მშენებარე კორპუსის მომავალი მესაკუთრეები მშენებელ კომპანიას უჩივიან. მათი თქმით, შპს „სწრაფ მშენებელი ჯგუფის“ ხელმძღვანელებმა მშენებარე კორპუსში ბინები გაყიდეს, შემდეგ კი მშენებლობა გააჩერეს. „პერიოდულად გამოჩნდებიან, თითქოს რაღაცას აკეთებენ. შემდეგ ისევ ჩერდებიან. დირექტორი ყოველ ჯერზე გვპირდება, რომ 2 თვეში დაასრულებს, თუმცა უშედეგოდ. კორპუსში წყალი ჩამოდის, სახურავიც კი არ არის დასრულებული, სახლი ცუდ მდგომარეობაშია, …

2025 წლის იანვარ-მარტში გაცემულია სამშენებლო ნებართვა 2 მლნ 591 ათასი კვ.მ ფართობის მშენებლობაზე

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში 2358 სამშენებლო ნებართვა გასცეს. ეს წინა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.4 პროცენტით ნაკლებია. სამაგიეროდ ნებართვები ითვალისწინებს 2 მილიონ 591 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობას, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.9 პროცენტით მეტია. ეს იმას ნიშნავს, რომ პროექტების მასშტაბები იზრდება. მასშტაბებთან, ასევე სიმჭიდროვის ზრდასთან დაკავშირებით ტენდენცია …

ბათუმში ახალი ბინების 40 %-ს უცხოელები ყიდულობენ, გაყიდვები 12%-ით გაიზარდა – „კოლიერსი“

2025 წლის მარტისთვის ბათუმში ახალაშენებული საცხოვრებელი ბინების საშუალო ფასი 4%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1170 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 22.5%-ით – კვ.მეტრზე 1149 აშშ დოლარამდე გაიზარდა. გასული წლის მარტთან შედარებით 5.7%-ით გაიზარდა გაყიდვებიც. 12%-ით არის გაზრდილი ახალაშენებული ბინების გაყიდვები, ძველი ბინების შემთხვევაში კი 46.5%-იანი კლება დაფიქსირდა. უძრავი ქონების ბაზრის მონაცემები საკონსულტაციო კომპანია …

ბათუმში მოხუცთა თავშესაფრის ადგილზე „გუმბათი“კომპლექსის აშენებას გეგმავს

ბათუმის საკრებულომ დაამტკიცა განაშენიანების გეგმის კონცეფცია, რომელიც მრავალბინიანი კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, #39/41/41ბ/43-ში. განკარგულების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, აქ 150 მეტრი სიმაღლის, 33-სართულიან შენობას ააშენებენ. პროექტი შვიდ საკადასტრო ერთეულს მოიცავს, მათ შორის 6 შპს „გუმბათი დაუნთაუნმა“ უკვე გამოისყიდა. ერთი კი, ყველაზე დიდი ზომის ნაკვეთი, 4097 კვ.მეტრი, ჯერ ისევ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის საკუთრებაა. …

„ოცნების“ დეპუტატის კომპანია გონიოში კოტეჯების ნაცვლად კორპუსებს ააშენებს – ცვლილება პროექტში

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გიორგი ჭყონიას კომპანია „გონიო ლაქშერი რეზიდენსი“ ბათუმში კოტეჯების ნაცვლად მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს. განაშენიანების დეტალურ გეგმაში [გდგ] ცვლილებების შეტანაზე კომპანიამ ბათუმის მერიას ერთი თვის წინ მიმართა. კომპანიის წინადადებას მერია დათანხმდა, ცვლილებები კი ბათუმის საკრებულომ დღეს, 27 თებერვალს დაამტკიცა. გეგმარებითი ერთეულის [მათ შორის მიწის ნაკვეთების] საერთო ფართობი 25 773 კვადრატული მეტრია და ბათუმში, …

ძველ ბათუმში კიდევ ერთი ისტორიული შენობა განადგურდა – მთავრობის გულგრილობა და არა სტიქია

ბათუმში, გამსახურდიას #11-ში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, ორსართულიანი ისტორიული სახლი ჩამოინგრა. დიდი ალბათობით მიზეზად მთავრობა სტიქიას დაასახელებს, თუმცა დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ეს სახლი მის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი პირების გულგრილობის მსხვერპლია. ე.წ. დამწვარი სახლის გადარჩენაზე აჭარის მთავრობასა და ბათუმის მერიაში ბევრი ილაპარაკეს, გადარჩენის ოპერაციის დაგეგმვას 10-ზე მეტი წელი მოანდომეს, მცდელობებიც ჰქონდათ თითქოს, თუმცა უშედეგოდ, სახლი ჩამოინგრა. …

ირაკლი დგებუაძის მეგობარი ბათუმში ცათამბჯენს აშენებს

შპს „ალპეკა ბათუმი“ თამარის დასახლებაში, ზღვის სანაპიროზე ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს. კომპანიის ინფორმაციით, ეს იქნება ყველაზე მაღალსართულიანი შენობა ბათუმში. კომპანიის მფლობელი ბექა ხოფერიაა, „ოცნების“ აქტიური მხარდამჭერის, ხათუნა ხოფერიას შვილი. პროექტის უკვე გამოქვეყნებული რენდერებისა და დასახელებული პარამეტრების მიხედვით, შენობა მასშტაბური იქნება. ბიზნესმენის დედამ, ხათუნა ხოფერიამ რამდენიმე დღის წინ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ის მხარს უჭერს ირაკლი …

Exit mobile version