კოვიდპანდემიიდან გამომდინარე ბოლო სამი წელი აკრძალული იყო ხალხმრავალი ღონისძიებების გამართვა, მართ შორის სასკოლო ექსკურსიებიც. შესაბამისად, ბავშვებს, ქალაქად თუ სოფლად, ძირითადად დროის გატარება დახურულ სივრცეებში ან სახლში უწევდათ. წელს, შეზღუდვების მოხსნის ფონზე, ბევრმა სკოლამ დაგეგმა სასკოლო ექსკურსია, თუმცა ამჯერად შეზღუდვები სკოლებს განათლების სამინისტრომ დაუწესა. გარდა იმისა, რომ ბავშვები ვეღარ შეძლებენ ღამისთევით ტურში წასვლას, მათ მანძილიც შეეზღუდათ. …
Tag Archives: მოსწავლეები
ხულოდან რომ კახეთში წახვალ, 1 დღეში როგორ უნდა დაბრუნდე? – მოსწავლეები ექსკურსიის შეზღუდვაზე
განათლების სამინისტრომ სკოლებს ახალი რეგულაციები დაუწესა ექსკურსიებზე. გარდა იმისა, რომ სკოლა ვალდებულია გამართული ტრანსპორტი და კვალიფიციური მძღოლი დაიქირაოს მგზავრობისთვის, შეუზღუდა ექსკურსიის მარშრუტიც. მოსწავლეებს მხოლოდ 150 კმ-ის ფარგლებში შეუძლიათ ექსკურსიაზე წასვლა და არც ღამის თევის უფლება აქვთ. რას ფიქრობენ ახალ რეგულაციებზე სოფლად მცხოვრები ბავშვები და რა პრობლემებს შეუქმნის მათ ახალი რეგულაციები? ამ თემაზე „ბათუმელები“ ხულოში და …
ზოგჯერ მინდა ჩამოვგლიჯო დაფა და მეორე მხარეს მივაკრა, კლასი რომ შემოტრიალდეს – პედაგოგი
როგორ შეიძლება იქცეს მასწავლებელი მოსწავლისთვის მოტივაციად და პირიქით, შესაძლოა დაუქვეითოს მოსწავლეს როგორც თვითშეფასება, ასევე გაუნელოს სწავლის მიმართ ინტერესი. სწორედ ამ პრობლემაზე გვესაუბრა „ბათუმელებს“ ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი მინდია ფუტკარაძე. მისი თქმით, დანაშაულია, როცა მასწავლებელი მხოლოდ წარმატებული მოსწავლეების გადმოსახედიდან აფასებს პროცესებს, რადგან სწორედ აქედან იწყება სხვა მოსწავლეების უგულებელყოფა. ბატონო მინდია, ხშირად მოსწავლეები ერთ …
სკოლაში ბავშვებისთვის ისტორიის სწავლება არ არის სახალისო და საინტერესო – ჯანაშია
WeResearch-მა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის – სამხრეთ კავკასიის რეგიონის მხარდაჭერით, 2021 წელს ჩაატარა „საქართველოს ახალგაზრდები და ისტორია: გამოცდილების, დამოკიდებულებებისა და ღირებულებების კვლევა“, რომლის მიზანი ისტორიის და მისი სწავლების მიმართ ახალგაზრდების დამოკიდებულების შესწავლა იყო. კვლევამ აჩვენა, თუ როგორ ესმით ახალგაზრდებს საქართველოს ისტორია, რა იციან და რა აინტერესებთ ამ სფეროში, რა ძირითადი წყაროები აქვთ ისტორიის შესახებ …
Continue reading “სკოლაში ბავშვებისთვის ისტორიის სწავლება არ არის სახალისო და საინტერესო – ჯანაშია”
IV-IX კლასების მოსწავლეებს კომპლექსური დავალებებით შეაფასებენ – სამინისტრო
საჯარო სკოლებში მოსწავლეების კომპლექსური ტიპის დავალებებით შეფასება იწყება. როგორც „ბათუმელებს“ ბათუმის რესურსცენტრში უთხრეს, შეფასება IV-IX კლასის ჩათვლით ჩატარდება. „სადიაგნოსტიკო შეფასებას განათლების სამინისტრო ატარებს იმისთვის, რომ დავინახოთ რეალური სურათი. დავალებები როგორ არის შედგენილი, ვერ გეტყვით. დავალებების შედეგები არ ფასდება ნიშნით და არც სემესტრულ ნიშნებზე აისახება“, – ამბობს ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი გოჩა დავითაძე. როგორც „ბათუმელებს“ საქართველოს განათლების …
Continue reading “IV-IX კლასების მოსწავლეებს კომპლექსური დავალებებით შეაფასებენ – სამინისტრო”
რატომ ვსწავლობთ გეოგრაფიას? – ბათუმელი მოსწავლეების შეხვედრა სახელმძღვანელოს ავტორთან
ბათუმის მე-10 საჯარო სკოლაში მოსწავლეები გეოგრაფიისა და ბუნებისმეტყველების სახელმძღვანელოს ერთ-ერთ ავტორს, მაია ბლიაძეს შეხვდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეები კითხვებს სვამდნენ მდგრადი განვითარების მიზნების ირგვლივ, გლობალურ დათბობაზე და ბუნებრივ კატასტროფებზე. ორი შეკითხვა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებითაც დასვეს მოსწავლეებმა. მათ აინტერესებთ, თუ რა გავლენას ახდებს ომები გარემოზე, კერძოდ, გლობალურ დათბობაზე? წიგნის ავტორმა მაია ბლიაძემ, პირველ რიგში …
აჭარაში კოვიდის გამო 2 კერძო სკოლა დისტანციურზე გადავიდა
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში აჭარაში კორონავირუსის გავრცელების გამო სრულად დისტანციურ სწავლებაზე 2 სკოლა და 122 კლასი გადავიდა. ბათუმში ორი კერძო სკოლა გადავიდა კოვიდის გამო დისტანციურზე, კლასები კი ასე გადანაწილდა მუნიციპალიტეტების მიხედვით: ბათუმი- 94 ქობულეთი-11 ხელვაჩაური- 12 ხულო-2 ქედა -3 სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდი დაუდასტურდა სკოლაში დასაქმებული პერსონალის 1,7 და მოსწავლეების 2,4 პროცენტს. ამ ეტაპისთვის …
Continue reading “აჭარაში კოვიდის გამო 2 კერძო სკოლა დისტანციურზე გადავიდა”
ბათუმელმა მოსწავლემ გამომგონებელთა კონკურსში პირველი ადგილი აიღო
ბათუმელი მოსწავლე დავით რუსია 2021 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის – „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულია. მან თავის გუნდთან ერთად პირველი ადგილი აიღო. დავითი ბათუმში, ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“, მეათე კლასში სწავლობს, მისი გუნდის წევრები – საბა ხაბურზანია და ანი ესართია კი სენაკელები არიან. „ჩვენს პროექტს ჰქვია თერმული წყლები, რომელიც წარმოქმნის ელექტროენერგიას ტემპერატურათა სხვაობის გამო. ამიტომ …
Continue reading “ბათუმელმა მოსწავლემ გამომგონებელთა კონკურსში პირველი ადგილი აიღო”
კოვიდის გამო აჭარაში 6 სკოლა და 100 კლასი ონლანსწავლებაზეა
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსის გავრცელების გამო სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 6 სკოლა. ბათუმში – 1 სკოლა ქობულეთში – 2 სკოლა ხელვაჩაურში -2 სკოლა ხულოში – 1 სკოლა აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში დახურული ერთი სკოლა საკლასო ოთახებში მუშაობას 22 ნოემბერს განაახლებს. გარდა სკოლებისა, კორონავირუსის გამოვლენის გამო მიმდინარე კვირაში პირდაპირიდან ონლაინსწავლებაზე გადავიდა 100 კლასი. …
Continue reading “კოვიდის გამო აჭარაში 6 სკოლა და 100 კლასი ონლანსწავლებაზეა”
პროექტი, რომელმაც 500-ზე მეტი მოსწავლე გააერთიანა აჭარაში
რა უფლებები აქვთ ბავშვებს, როგორ უნდა დაიცვან მათ თავი ძალადობისგან? ქალთა უფლებებზე რა ვიცით, რით განსხვავდება ასი წლის წინ მცხოვრები ქალების ბედი თანამედროვე ქალების შესაძლებლობებისგან? რა ძალა აქვს გამოხატვის თავისუფლებას და სად არის ამ თავისუფლების ზღვარი? როგორ დავიცვათ თავი ყალბი ინფორმაციის გავლენისგან და რა ინსტრუმენტები არსებობს ცრუ ამბების გამოსავლენად? – ეს ის საკითხებია, რის შესახებაც …
Continue reading “პროექტი, რომელმაც 500-ზე მეტი მოსწავლე გააერთიანა აჭარაში”
წიგნები, რომლებიც მოსწავლეებმა ლიტერატურული მარათონისთვის უნდა წაიკითხონ
მოსწავლეებს, რომლებიც აიტერესებთ ლიტერატურა, შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ მარათონში, რომელიც 2022 სასწავლი წლისთვის გაიმართება. ამისათვის მზადება მოსწავლეებმა ახლავე უნდა დაიწყონ, რადგან საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი ლიტერატურული ნაწარმოებების წაკითხვა მოუწევთ. ლიტერატურულ მარათონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მეშვიდე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით: I კატეგორია – VII – IX კლასები II კატეგორია – X – XII კლასები ლიტერატურული მარათონი …
Continue reading “წიგნები, რომლებიც მოსწავლეებმა ლიტერატურული მარათონისთვის უნდა წაიკითხონ”
აჭარაში კოვიდის გამო 10 სკოლა და 21 კლასია ონლაინსწავლებაზე გადასული
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 15 აპრილის მდგომარეობით, აჭარის სამ მუნიციპალიტეტში – ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში სრულად ონლაინსწავლებაზეა გადასული 10 სკოლა და 21 ცალკეული კლასი. გუშინ, 14 აპრილს, აჭარაში 6 კლასი გადავიდა ონლაინსწავლებაზე კოვიდის შემთხვევების გამო. კორონავირუსის შემთხვევების გამო დახურულია ორი საბავშვო ბაღი – ერთი ბათუმში და ერთი ქობულეთში. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო …
Continue reading “აჭარაში კოვიდის გამო 10 სკოლა და 21 კლასია ონლაინსწავლებაზე გადასული”
ბათუმის №18 სკოლის მოსწავლეს კოვიდი დაუდასტურდა
დღეს, 14 აპრილს, ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის მეცხრეკლასელ მოსწავლეს კოვიდი დაუდასტურდა. ინფორმაციას სკოლის დირექტორი გვიდასტურებს. სკოლის დირექტორის, რუსუდან დავითაძის თქმით, მოსწავლე ორშაბათს სკოლაში იმყოფებოდა, შესაბამისად, მისი კლასი იზოლაციაში გადავიდა. მოსწავლეს კორონავირუსის ტესტი მას შემდეგ გაუკეთეს, რაც მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრს დაუდასტურდა ვირუსი. დღეს აჭარაში კორონავირუსის 96 ახალი შემთხვევა დადასტურდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეებში კოვიდის დადასტურების …
Continue reading “ბათუმის №18 სკოლის მოსწავლეს კოვიდი დაუდასტურდა”
ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში 2 მოსწავლეს კოვიდი დაუდასტურდა
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით, ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში მე-11 და მე-6 კლასის ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული კლასები ონლაინსწავლებაზე გადავიდა. ამავე სკოლაში კორონავირუსის ერთი შემთხვევა 11 თებერვალსაც დადასტურდა. ჯანდაცვის ცენტრში მაშინ განაცხადეს, რომ კლასში ვირუსის გავრცელების საფრთხე მინიმალური იყო, თვითიზოლაციაში კი მხოლოდ მოსწავლის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. ამ შემთხვევაშიც, როგორც სკოლის დირექტორმა ნანი ცივაძემ გვითხრა, კორონავირუსი …
Continue reading “ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში 2 მოსწავლეს კოვიდი დაუდასტურდა”
ბავშვებით გადაჭედილი სასკოლო ტრანსპორტი – „რომელ უსაფრთხოებაზე გველაპარაკებიან“
დღეს, 4 მარტს, „ბათუმელებს“ მშობელმა მოაწოდა ვიდეო, სადაც ჩაქვის პირველი საჯარო სკოლის მიკროავტობუსით ბავშვების მგზავრობაა გადაღებული. კადრში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები გადაჭედილ ტრანსპორტში ადიან, რასაც მშობლები აპროტესტებენ. „ეს არის ჩვენი ბავშვების დამცირება“ – ამბობს ერთ-ერთი მშობელი. მისი თქმით, პანდემიის პირობებში დარღვეულია ყველა რეგულაცია და უსაფრთხო მგზავრობის წესები. „ისეთი ამბავია ტრანსპორტში, რომ მეორეკლასელ ბავშვს ხელი მოაყოლეს კარში …
Continue reading “ბავშვებით გადაჭედილი სასკოლო ტრანსპორტი – „რომელ უსაფრთხოებაზე გველაპარაკებიან“”
ბათუმში კიდევ ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა კოვიდი – კლასი დისტანციურ სწავლაზე გადავიდა
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბათუმში კიდევ ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა კოვიდი. მოსწავლე მეორე საჯარო სკოლის მეორე კლასში სწავლობს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვითხრეს, რომ მოსწავლე ხუთშაბათის, 11 თებერვლის შემდეგ სკოლაში არ ყოფილა, თუმცა კლასი უსაფრთხოებიდან გამომდინარე მაინც გადაიყვანეს დისტანციურ სწავლებაზე. აჭარაში საკლასო ოთახებში სწავლა პირველ თებერვალს განახლდა. მას შემდეგ კორონავირუსის 6 შემთხვევა გამოვლინდა მოსწავლეებში, მასწავლებლებში კი …
ქობულეთში მოსწავლეს კოვიდი დაუდასტურდა
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში მოსწავლეებში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდი დაუდასტურდა ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეს. როგორც ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, მოსწავლე ბოლო რამდენიმე დღე სკოლაში არ დადიოდა, ამიტომაც კლასში ვირუსის გავრცელების საფრთხე მინიმალურია. თვითიზოლაციაში მხოლოდ მოსწავლის ოჯახის წევრები იმყოფებიან. საკლასო ოთახში სწავლის განახლებიდან დღემდე, აჭარაში კორონავირუსის სულ 4 შემთხვევაა გამოვლენილი, …
მახინჯაურის სკოლაში მოსწავლეს კოვიდი დაუდასტურდა
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ მახინჯაურის საჯარო სკოლაში, მეთორმეტეკლასელ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მოსწავლეს აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა. ინფიცირებული მოსწავლის თანაკლასელები თვითიზოლაციაში არ გადასულან, რადგან როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, მოსწავლეს ტემპერატურა ორშაბათს, ანუ 8 თებერვალს აეწია, თუმცა ის სკოლაში 4 თებერვლის შემდეგ არ ყოფილა. მოსწავლის მშობლები პროტოკოლის თანახმად, თვითიზოლაციაში იმყოფებიან. აჭარაში სკოლის …
Continue reading “მახინჯაურის სკოლაში მოსწავლეს კოვიდი დაუდასტურდა”
სკოლებში მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება – მინისტრი
განათლების მინისტრის განცხადებით, სკოლებში მეხუთე კლასიდან ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. „დეტალური ინსტრუქციები დღესვე დაურიგდებათ სკოლებს და ყველა სკოლას ამაზე კომუნიკაცია ექნება მშობლებთან. ეს ყველაფერი გვჭირდება იმისთვის, რომ აღარ დაგვჭირდეს დისტანციურზე გადასვლა,“- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. როგორც მინისტრი ამბობს, ახალი რეგულაცია ხვალ, 10 თებერვალს, შევა ძალაში. თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სასწავლო პროცესი მომავალი ორშაბათიდან განახლდება, …
Continue reading “სკოლებში მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება – მინისტრი”
ბათუმში კოვიდის ახალი შემთხვევა სკოლებში არ გამოვლენილა – 1 კვირა სწავლის განახლებიდან
ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბათუმის სკოლებში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა ერთ მოსწავლეს და ერთ მასწავლებელს. მოსწავლე საჯარო სკოლაში სწავლობს, პედაგოგი კი კერძო სკოლაში ასწავლის. როგორც ბათუმის რესურსცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, ინფიცირებული პედაგოგის და მოსწავლის კონტაქტები შესწავლილია, თუმცა მათ ამ დროისთვის კორონავირუსის სიმპტომები არ გამოვლენიათ. „მასწავლებელი …
მოსწავლეების შეფასების ახალი წესი 2021 წელს – მინისტრის ბრძანება
განათლების მინისტრის 18 იანვრის ბრძანებით, ცვლილება შევიდა ეროვნულ სასწავლო გეგმაში. ცვლილების მიხედვით, ის მოსწავლეები, რომლებიც პანდემიის გამო ვერ ერთვებიან ან სემესტრის 1/3-ზე მეტი ხნით ვერ მონაწილეობენ სასწავლო პროცესში, პირველ სემესტრში მინიმუმ ერთი შემაჯამებელი კომპლექსური დავალების საფუძველზე შეფასდებიან. „თუ მოსწავლეს დისტანციური სწავლების ფორმაზე გადასვლამდე მიღებული აქვს შეფასება, სემესტრული ქულა გამოითვლება ამ ქულის ან ქულების და შემაჯამებელ …
Continue reading “მოსწავლეების შეფასების ახალი წესი 2021 წელს – მინისტრის ბრძანება”
„მეშინია გარეთ გასვლის, რომ ვირუსი ბებიას არ მოვუტანო“ – მოსწავლეები პანდემიის დროს
გიორგი გელაძე ქართულ-ამერიკულ სკოლაში მე-12 კლასში სწავლობს. ყველაზე მეტად, რაც პანდემიამ მის ცხოვრებაში შეცვალა, ადამიანებთან ურთიერთობაა. გიორგი ამბობს, რომ მისთვის სოციალური ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია და პანდემიით გამოწვეული ჩაკეტილობა დისკომფორტს უქმნის. „მე ასეთი ადამიანი ვარ, ურთიერთობები მიყვარს, უნდა ვხედავდე ადამიანს, უნდა შევხვდე და ველაპარაკო, ვისეირნო მასთან ერთად, ეს ყველაფერი კი კორონავირუსის პანდემიამ მინიმუმამდე დამიყვანა. ვცდილობ შევეგუო, …
გოგონებს უკეთესი მიღწევები აქვთ მათემატიკასა და კითხვაში, ვიდრე ბიჭებს – კვლევა
საერთაშორისო კვლევის (PISA) მიხედვით, რომელიც 15 წლის მოსწავლეების მიღწევებს იკვლევს მათემატიკაში, კითხვასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ყოველ სამ წელიწადში ტარდება და მასში მსოფლიოს 79 ქვეყანა იღებს მონაწილეობას. ბოლო კვლევაში 600 ათასმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის საქართველოში მცხოვრებმა მოზარდებმაც. კვლევის ერთ-ერთი კომპონენტი. რომელიც მიღწევებს ადარებს სქესის მიხედვით, ჩანს, რომ საქართველოში გოგონების მიღწევები ბიჭების მიღწევებს აღემატება, როგორც …
Continue reading “გოგონებს უკეთესი მიღწევები აქვთ მათემატიკასა და კითხვაში, ვიდრე ბიჭებს – კვლევა”
კონკურსები მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის სამეცნიერო თემატიკაზე
საქართველო სამეცნიერო ფესტივალს – „ევროპელ მკვლევართა ღამეს“ უერთდება, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის სხვადსხვა კონკურსი და აქტივობა გაიმართება. სტუდენტებისთვის გამოცხადდება მოთხრობების კონკურსი სახელწოდებით – „O Captain! My Captain our Scientific trip here starts“. სკოლის მოსწავლეებისა და ასევე სტუდენტებისთვის კი, პიესების კონკურსი – მარია სკლადოვსკა-კიურის ცხოვრების შესახებ. გამოცხადდება კონკურსი სამეცნიერო თემატიკაზე მუსიკალური კომპოზიციისა და ნახატის შესაქმნელად …
Continue reading “კონკურსები მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის სამეცნიერო თემატიკაზე”
რის გაკეთებას ავალებს სამინისტრო მასწავლებლებს, თუ მოსწავლეს სახლში ინტერნეტი არ აქვს
საქართველოს განათლების სამინისტრო „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ სტატიას წერილობით ეხმაურება და ამბობს, რომ მინისტრის ბრძანების მიხედვით, სწორედ სკოლაა ვალდებული უზრუნველყოს, რომ დისტანციური სწავლების მიღმა არ აღმოჩნდეს არცერთი მოსწავლე ან არ ჩამორჩეს თანაკლასელებს სწავლაში. ამისთვის „სკოლამ უნდა უზრუნველყოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის გამოყენება. აღნიშნული ბრძანების თაობაზე ინფორმირებულია ყველა სკოლა და ვალდებულია დაიცვას დადგენილი წესი“, – გვწერს სამინისტრო. …
მეცხრეკლასელი გოგონები, რომლებმაც ინგლისურის სახელმძღვანელო შექმნეს
მარიამ სტურუა და სალომე ხიდეშელი მეცხრეკლასელები არიან. პანდემიის დროს მათ გადაწყვიტეს, შეექმნათ ინგლისურის ახალი სახელმძღვანელო და ზაფხულის განმავლობაში იმუშავეს წიგნზე. 150-გვერდიანი სახელმძღვანელო სულ ახლახან დაბეჭდეს კიდეც და სურვილი აქვთ, ბევრ ადამიანს გააცნონ. გოგონები ამბობენ, რომ სახელმძღვანელოს შექმნის იდეა მათ პედაგოგს, მაია ღლონტს ეკუთვნის, თუმცა იდეაზე სიამოვნებით იმუშავეს, რადგან ინგლისურის სასკოლო სახელმძღვანელოებს, მათი აზრით, საკმაოდ ბევრი …
Continue reading “მეცხრეკლასელი გოგონები, რომლებმაც ინგლისურის სახელმძღვანელო შექმნეს”
ყველა მალაპარაკებს წარმატებაზე, მე კი მინდა ვინმემ მკითხოს რა არ გამომივიდა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი სოფო გოგოხია ჩხოროწყუში, აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. ინტერვიუში ის გვესაუბრება მოსწავლეებზე, მათ სურვილებსა და იმ გამოწვევებზე, რის წინაშეც დგანან ბავშვები და რას ნიშნავს ასწავლო სიყვარულით. ქალბატონო სოფო, თქვენი აზრით რას ნიშნავს კარგი მასწავლებელი? მასწავლებლობა ზუსტად ის არის, რომ ამ კითხვაზე შენი პასუხი უნდა იპოვო. რა თქმა …
Continue reading “ყველა მალაპარაკებს წარმატებაზე, მე კი მინდა ვინმემ მკითხოს რა არ გამომივიდა”
ტელესკოლის ეთერში მოსწავლეებისთვის BBC-ის ინგლისურის გაკვეთილები გავა
13 ივნისიდან „ტელესკოლას” ინგლისურის გაკვეთილები დაემატება, რომელიც ყოველ შაბათ-კვირას გავა ეთერში. ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით, ბიბისის ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა „ყურმოკრული ამბები“ (Word on the Street) ხუთი კვირის განმავლობაში გავა ეთერში. გაკვეთილები სერიალის ფორმატისაა და სახალისოდ მოთხრობილი ეპიზოდებისგან შედგება, რომელიც მოსწავლეებს თანამედროვე ბრიტანული ლექსიკის გამდიდრებასა და გრამატიკის უკეთ ათვისებაში ეხმარება. „ვიდეოგაკვეთილების უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ თითოეულ …
Continue reading “ტელესკოლის ეთერში მოსწავლეებისთვის BBC-ის ინგლისურის გაკვეთილები გავა”
სკოლის მოსწავლეებისთვის ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
2020 წლის 3 თებერვლიდან 10 თებერვლის ჩათვლით გამოცხადდა რეგისტრაცია I-XII კლასების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გამოცდაზე გასვლის უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ჩამოშორებული არიან სასწავლო პროცესს და არ აქვთ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე იმ პირებს, რომლებიც სწავლობენ სკოლაში, თუმცა მათი ასაკი აღემატება კანონმდებლობით განსაზღვრულ …
Continue reading “სკოლის მოსწავლეებისთვის ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო”
ესეის ან თხზულების მომზადება – კონკურსი ჰუმანიტარი მოსწავლეებისთვის
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს საჯარო და კერძო სკოლების მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის, რომელიც ითვალისწინებს ესეის ან თხზულების მომზადებას. საკონკურსო პირობის მიხედვით, კონკურსანტებს მიეწოდებათ 10 სათაური ლიტერატურის, ისტორიის, ხელოვნების ან ფილოსოფიის შესახებ. „მათგან ერთი უნდა შეარჩიოს კონკურსანტმა და დაწეროს ესე ან თხზულება. კონკურსანტს ესეის ან თხზულების დასაწერად …
Continue reading “ესეის ან თხზულების მომზადება – კონკურსი ჰუმანიტარი მოსწავლეებისთვის”
ევროპული სკოლა თბილისში იწყებს მოსწავლეების მიღებას საბაკალავრო პროგრამაზე
„ახალი სკოლა“ თბილისში, ევროკავშირის მხარდაჭერით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის 16-17 წლის ახალგაზრდებისთვის მიღებას აცხადებს. ევროპული სკოლის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ისწავლიან მოზარდები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. სტიპენდია ფარავს საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) სადიპლომო პროგრამის სრულ ორწლიან კურსს. ტესტირების შედეგების მიხედვით შეირჩევა საუკეთესო 35 მოსწავლე. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 14 მარტი. სტიპენდია აფინანსებს: თბილისში, მოსწავლეთა საერთო საცხოვრებელში განთავსებისა …
Continue reading “ევროპული სკოლა თბილისში იწყებს მოსწავლეების მიღებას საბაკალავრო პროგრამაზე “
„დღეს ჩვენც ლუკა ვართ“ – მოსწავლეების პროტესტი და სოლიდარობა ბათუმში
დღეს, 20 დეკემბერს, საღამოს 18:30 საათზე, ბათუმის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. „არა სუიციდს!“, „ერთად ლუკასთვის“, „დროა ქუჩაში გამოსვლის“ – ამ და სხვა სლოგანების ფონზე მოსწავლეებმა გააპროტესტეს ძალადობრივი სისტემა, რამაც 15 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა. „გიღირდათ კედელი სიცოცხლის ფასად?“ – ეწერათ მოზარდებს პლაკატზე. ისინი ამბობენ, რომ აუცილებელია მათი ხმა ისმოდეს ძალადობის წინააღმდეგ, რადგან მომავალში …
Continue reading “„დღეს ჩვენც ლუკა ვართ“ – მოსწავლეების პროტესტი და სოლიდარობა ბათუმში”
გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მოსწავლეების შედეგების გაუარესებაზე საქართველოში
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე „ბათუმელებთან“ შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA-ს 2018 წლის კვლევის შედეგზე საუბრობს. მისი თქმით, ეროვნული სასწავლო გეგმა საერთაშორისო მოთხოვნებს პასუხობს, თუმცა „როგორც ჩანს, ამ მოთხოვნების შესაბამისად ვერ ვასწავლით“. კვლევის მიხედვით, 15 წლის მოსწავლეების შეფასება კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გაუარესებულია ბოლო სამ წელიწადში. თუმცა გორგოძე ამბობს, რომ დაბალი შედეგების მიუხედავად, მათემატიკის …
კითხვაში, მათემატიკასა და სხვა საგნებში მოსწავლეთა მაჩვენებელი გაუარესდა – PISA
შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA-ს 2018 წლის ოფიციალური შედეგების მიხედვით, საქართველოს მაჩვენებელი კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ისევ გაუარესდა. 2017-2018 წლების კვლევის მონაცემებით საქართველოში სამივე პოზიციაზე ქვეყნის ქულებია: კითხვა – 380 ქულა მათემატიკა – 398 საბუნებისმეტყევლო მეცნიერებები – 383 2015-2016 წლების კვლევის მონაცემები საქართველოში კითხვა – 401 მათემატიკა – 404 საბუნებისმეტყევლო მეცნიერებები – 411 ქვეყნის საერთო …
Continue reading “კითხვაში, მათემატიკასა და სხვა საგნებში მოსწავლეთა მაჩვენებელი გაუარესდა – PISA”
წერილი გენდერული ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლს – კონკურსი მოსწავლეებისთვის
„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE) გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში აცხადებს წერილების კონკურსს სკოლის მოსწავლეებისთვის. კონკურსის მიზანია, ახალგაზრდებში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სამოქალაქო მხარდაჭერის გაძლიერება. კონკურსის თემა: წერილი გენდერული ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კონკურსის მონაწილეებმა განაცხადში მითითებული პირობების დაცვით უნდა გააგზავნონ თავიანთი წერილები, რომელთა ადრესატი იქნება გენდერული ან/და …
Continue reading “წერილი გენდერული ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლს – კონკურსი მოსწავლეებისთვის”
მოსწავლეები სოფლებში 44 ქულით ჩამორჩებიან თანატოლებს ქალაქებში
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) 2019 წლის მიმოხილვას აქვეყნებს განათლებაში შეფასებისა და ატესტაციის სისტემების შესახებ. მიმოხილვაში საუბარია, სოფლად და ქალაქად მცხოვრები მოსწავლეების აკადემიურ მიღწევებს შორის საგრძნობ განსხვავებაზე. „სოფლად მცხოვრები მოსწავლეები 44 ქულით ჩამორჩებიან თავიანთ თანატოლებს ქალაქებში, რაც დაახლოებით, სკოლაში სწავლის 1,5 წელს უთანაბრდება“, – ნათქვამია მიმოხილვაში. ეს განსხვავება რეგიონულ დონეზე იკვეთება – თბილისში მოსწავლეთა …
Continue reading “მოსწავლეები სოფლებში 44 ქულით ჩამორჩებიან თანატოლებს ქალაქებში”