მე-10 კლასელებს მომავალ წელს არჩევანის გაკეთება მოუწევთ – „რეპეტიტორიუმი“ ან მე-12 კლასიც

საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდება. მოსწავლეებს, რომლებიც წელს მე-10 კლასში სწავლობენ, მომავალი, 2027 სასწავლო წლიდან უკვე მოუწევთ არჩევანის გაკეთება – ისწავლონ ე.წ. „რეპეტიტორიუმში“ და სკოლა 11-წლიანი განათლების ატესტატით დაასრულონ, თუ სწავლა გააგრძელონ მე-12 კლასში. როგორც ბათუმის რესურსცენტრში გვეუბნებიან, ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია იმაზე, რამდენი მოსწავლე აპირებს, მაგალითად, ბათუმში 11-წლიანი განათლების მიღებას და …

ბათუმის რომელ სკოლებში შეუძლიათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენა

პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა პირველი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. უკვე ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები ბათუმში. შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ ინფორმაციით, პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმების შეძენა ბათუმის შემდეგ სკოლებშია შესაძლებელი: მე-8 საჯარო სკოლა მე-20 საჯარო სკოლა მე-5 საჯარო სკოლა ქობულეთში ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლა ხელვაჩაურში სოფელ ხელვაჩაურის პირველი საჯარო სკოლა „ბათუმელები“ დაუკავშირდა განათლების სამინისტროს და …

„შავ დაფასა და ცარცთან დასვა თანამედროვე ბავშვი, არასწორია“ – პედაგოგები სკოლაში მობილურების აკრძალვაზე

დღეს, 17 ივლისს, ბათუმში, „რადისონ ბლუში“, მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართა, რომელიც სწავლა-სწავლების პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ითვალისწინებდა. კონფერენცია ორგანიზებული იყო „მოტივირებულ პედაგოგთა“ ჯგუფის ავტორი მასწავლებლების – ნატალია თურქაძისა და მზია კახაძის მიერ. შეხვედრას ასამდე მასწავლებელი ესწრებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის, როლანდ შავაძის თქმით, კონფერენციის მიზანია, როგორც სკოლის, ასევე ლექტორ-მასწავლებლებმა ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება ხელოვნურ …

რუსეთის ინტერესების სექცია წერს, რომ ქართველი ბავშვები რუსეთში წაიყვანა – „ეს შეიძლება იყოს სიცრუე“

საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან მოქმედმა რუსეთის ინტერესების სექციამ 9 ივლისს ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველი მოსწავლეები მონაწილეობდნენ რუსულ პროექტში – „მეხსიერების მატარებელი“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა „ბელარუს და სხვა ქვეყნების თანატოლებთან ერთად, რუსეთის და ბელარუსის 13 ქალაქი მოიარეს“. მათივე ინფორმაციით, ეს მარშრუტი „დიდი სამამულო ომის ისტორიას ეძღვნება“. რუსეთის ინტერესების სექცია წერს, რომ „რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის …

სასკოლო ფორმებს ჩინური კომპანიისგან შეისყიდიან

2026–2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ კომპანია „გლორი ტექსტილი ინდასთრისგან“ შეიძენს. „კომპანია „გლორი ტექსტილი ინდასთრის“ სამკერვალო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაშია განთავსებული. სკოლებისთვის ფორმების მიწოდების პროცესი სამ ეტაპად განხორციელდება“ – აცხადებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. საჯარო რეესტრის მიხედვით შპს „გლორი ტექსტილ ინდასთრი“ საქართველოში 2026 წლის 10 მარტსაა რეგისტრირებული. კომპანიის …

„თუ მღვდელი გასწავლის, დანაშაულისკენ აღარ გაიხედავ?“ – მასწავლებელი სკოლებში შექმნილ კლუბებზე

„ძალიან მარტივი შეხედულებაა ის, რომ თუ რელიგიური პირი გასწავლის, მორჩა, დანაშაულისკენ აღარ გაიხედავ. თვითონ ეკლესიის შიგნით სჩადიან სასულიერო პირები დანაშაულს და არღვევენ მცნებებს. ეს კლუბები ნამდვილად ვერ იქნება გარანტი იმისა, რომ მოსწავლეებს აღარ წაუცდებათ ხელი რაიმე ბოროტებისკენ“, – ამბობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათია მანია განათლების სამინისტროს პროექტზე, რომელიც საჯარო სკოლებში სასულიერო პირების მიერ …

განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმების შესაძენად ბაზრის კვლევას თავიდან გამოაცხადებს

სასკოლო ფორმების შესაძენად საჭირო ბაზრის კვლევა თავიდან გამოცხადდება.  ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს. „2026 წლის 14 მაისს, ბაზრის კვლევის პროცესში, კომპანიამ, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა, ბაზრის კვლევით გათვალისწინებული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა,“- წერს განათლების სამინისტრო. სასკოლო ფორმების შესაძენად ბაზრის კვლევა განათლების სამინისტრომ 3 აპრილს გამოაცხადა. კვლევა 2026-2027 …

სასკოლო კვების დანერგვის მოთხოვნით „ხმა“ ხელმოწერებს აგროვებს

მოძრაობა „ხმა“  სკოლებში უფასო კვების მოთხოვნით მოქალაქეების ხელმოწერებს აგროვებს. დღეს, 11 მაისს, მოძრაობის წევრებმა მეტრო „რუსთაველიდან” დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება. სულ 25 000 მოქალაქის ხმა უნდა შეგროვდეს იმისთვის, რომ პარლამენტმა საკითხის განხილვა დაიწყოს. უფასო კვების მოთხოვნით, კანონპროექტი დაახლოებით ერთი კვირის წინ შეიტანა „ხმამ“ პარლამენტში. „ბათუმელები“ კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორს, ვახტანგ ნაცვლიშვილს ესაუბრა. მისი თქმით, მოძრაობა „ხმა“ პირველი …

3669 ბავშვი წავიდა ემიგრაციაში მშობელთან ერთად – კიდევ რა მიზეზით ტოვებენ ბავშვები სკოლას

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, უცხოეთში მშობელთან ერთად გამგზავრების გამო მოსწავლის სტატუსის შეწყვეტის ან შეჩერების შემთხვევები ისევ მაღალია საქართველოში. მაგალითად,  გასულ წელს ამავე მოტივით ქვეყანა დატოვა 3 669 ბავშვმა, რაც თითქმის უტოლდება 2024 წლის მონაცემებს. 2024 წელს 3 900-მა მოსწავლემ დატოვა ქვეყანა. ეს მაშინ, როცა სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში შობადობა შემცირებულია, ემიგრაცია კი – გაზრდილი. …

მოსწავლის სტატუსი 10 800 ბავშვს შეუჩერდა – ომბუდსმენის 2024 წლის მონაცემები

საქართველოს სახალხო დამცველის ბოლო საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს 10 800 მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდა ან შეუწყდა, რაც 2 601 მოსწავლით ნაკლებია 2023 წელთან შედარებით. როგორც ომბუდსმენის ანგარიშში ვკითხულობთ, ზემოთ აღნიშნული მონაცემებიდან მოსწავლის სტატუსი შეუჩერდა 7 599 მოზარდს, ხოლო 3 201 მოსწავლეს შეუწყდა სტატუსი. „ამ მოსწავლეებიდან 1976 უცხოეთის მოქალაქეა, 2 ბავშვი კი მოქალაქეობის არმქონეა. სტატისტიკის თანახმად, …

მოსწავლეები IX კლასის ნაცვლად საბაზო საფეხურს X კლასში დაასრულებენ – ბრძანება

2025 წლიდან ზოგადი განათლების საბაზო საფეხური გახანგრძლივდება და მოსწავლეები მეცხრე კლასის ნაცვლად საბაზო საფეხურს მეათე კლასში დაასრულებენ. ცვლილება შეეხება იმ მოსწავლეებსაც, რომლბიცე 2024-2025 სასწავლო წელს მე-9 კლასში იქნებიან. ბრძანების მიხედვით, ის მოსწავლეები, რომლებსაც სტატუსი 2024-2025 სასწავლო წლის ჩათვლით ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის მე-10 კლასში შეუჩერდათ და ამ სტატუსს აღიდგენენ 2025-2026 სასწავლო წლიდან, სწავლას გააგრძელებენ მე-11 …

დღეს, 19:00 საათზე, ბათუმში სტუდენტების აქცია გაიმართება რუსული კანონის წინააღმდეგ

დღეს, 14 მაისს, 19:00 საათზე, ბათუმში, სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ, რუსთაველის ქუჩაზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. აქციას სტუდენტები მართავენ, რომლებიც მეორე დღეა გაფიცული არიან და აცხადებენ, რომ არ შევლენ აუდიტორიებში მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ არ გაიწვევს რუსულ კანონს. სტუდენტები აქციების გაგრძელებას იმ შემთხვევაშიც აპირებენ, თუ ხელისუფლება მასობრივი პროტესტის მიუხედავად, მაინც მიიღებს რუსულ კანონს. საპროტესტო მსვლელობა …

ლანჩხუთში მე-12 კლასელებმა ბოლო ზარის ფულით 2 მიკროავტობუსი უქირავეს აქციაზე წამსვლელებს

გურიაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების, ჩიბათის და ხაჯალიას საჯარო სკოლის მე-12 კლასელებმა ბოლო ზარისთვის შეგროვებული თანხებით თბილისში, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე წამსვლელებისთვის ორი მიკროავტობუსი იქირავეს. „შეგროვებული თანხა რაც ჰქონდათ ბოლო ზარისთვის, ამ ფულით ორი მიკროავტობუსი უქირავეს წამსვლელებს. რამდენი შეგროვდა არ ვიცი, რადგან კონკრეტული თანხები მოსწავლეებს არ დაუსახელებიათ, მაგრამ როგორც მითხრეს, რაც ჰქონდათ შეგროვილი თანხა, ყველა მოახმარეს …

„ის ხომ შეიძლება, ბიოლოგიის გაკვეთილზე ჩონჩხი მაინც ამოიტანონ“ – რისი შეცვლა სურთ მოსწავლეებს

„გვაქვს კაბინეტები, რომლებსაც არ ვიყენებთ. მაგალითად ბიოლოგიაში ხომ უნდა იცოდე ჩონჩხის აგებულება? ის ჩონჩხი მაინც ხომ შეიძლება ამოიტანო კლასში და ბავშვს დაანახო, მაგრამ ესეც არ ხდება. მიკროსკოპი გვაქვს, ერთხელ ამოიტანეს ისიც. თუმცა, ზოგს ლინზები აქვს გაფუჭებული, ზოგს რაღაც აკლია, დაშლილებია რა, ასე რომ ვთქვათ“, – ამბობს დიანა აბუსელიძე. დიანა მეცხრეკლასელია და იმ პრობლემებზე გვიყვება, რაც …

გამოვიგონეთ რობოტი და ჭკვიანი ტანსაცმელი – ქართველი მოზარდები NASA-ში გაემგზავრებიან

გუნდ TerraTech-ის წევრები – დავით რუსია, საბა ხაბურზანია, თამარ გამგებელი, გიგი გამსახურდია და ლუკა კუკავა 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის მთავარი გამარჯვებულები არიან. გუნდმა მაღალტექნოლოგიური ჭკვიანი უნიფორმა და მაღაროელი რობოტი შექმნა, რომელიც მაღაროელებს უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფაში დაეხმარება. გამარჯვებული გუნდი აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, ტეხასში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება და იქ დაგეგმილ აქტივობებში მიიღებს მონაწილეობას. …

მოსწავლის თვალით დანახული სოფლისა და ქალაქის სკოლა 

14 წლის მარი ართმელაძე ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა და სწავლობდა. მერე მისი ოჯახი ბათუმში გადმოვიდა საცხოვრებლად. მარის ახლა შესაძლებლობა აქვს, არაფორმალურ განათლებაში ჩაერთოს და სხვადასხვა ტრენინგსა თუ საჯარო შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა. 14 წლის გოგოს ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე შევხვდით. მარიმ იმ განსხვავებებზე ისაუბრა, რაც მაღალმთიანი აჭარის სკოლაში სწავლასა და ქალაქის სკოლაში სწავლას შორის დაინახა. მარი …

ისეთ ქვეყანაში მინდა ვიცხოვრო, სადაც თავისუფლად შევძლებ აზრის გამოხატვას – მასწავლებელი

„თუ მე აზრის გამოხატვას დამიშლი, ამიკრძალავ რაღაც საკითხებზე არ ვილაპარაკო და თავი ჩავქინდრო, რა თქმა უნდა, ასეთ ქვეყანაში ცხოვრება არ მინდა“ – ამბობს თიკა ალადაშვილი, რომელიც პროფესიით განათლების ფსიქოლოგია, მაგრამ ამჟამად თელავის მე-4 საჯარო სკოლაში ფიზიკურ აღზრდას და სპორტს ასწავლის. „ბათუმელები“ მას სკოლასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა. ქალბატონო თიკა, როგორია თქვენი სპორტის გაკვეთილები? მარტო …

„მესამე გაკვეთილზე უკვე მშია“ – რას ფიქრობენ მოსწავლეები სკოლაში კვების საჭიროებაზე

„ხშირად გვტკივა თავი, მუცელი, ენერგიასაც გვაცლის შიმშილი. სკოლაში კი ან საერთოდ არ არის ბუფეტი, ან მხოლოდ ცხიმიანი ცომეულია“ – ამბობენ სკოლის მოსწავლეები „ბათუმელებთან“. ბათუმელ მოსწავლეებს გაკვეთილების შემდეგ გავესაუბრეთ. ნაწილი სწრაფი კვების ობიექტებთან, ხელში ფუნთუშეულით და რძიანი ყავის ჭიქით იდგა. ბავშვების თქმით, საგაკვეთილო პროცესში მათ სკოლის დატოვების უფლება არ აქვთ და ეს კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას. …

როგორ აგროვებენ ფულს წალკაში სკოლის მოსწავლეები „ციფრული ოთახისთვის“

წალკაში, სოფელ ტბეთის სკოლის მოსწავლეების „ციფრული ოთახის“ მოსაწყობად „ორბელიანი მეტზე“ თანხის შეგროვების კამპანია დაიწყო. ეს სკოლა წალკის მე-2 საჯარო სკოლას მიერთებული სკოლაა, რომელსაც 32 მოსწავლე და 6 მასწავლებელი ჰყავს. აქ მხოლოდ მეექვსე კლასის ჩათვლით ასწავლიან. რა სჭირდებათ ამ სკოლის მოსწავლეებს კიდევ უფრო ნაყოფიერი სწავლისთვის და რა გზებით ცდილობენ მასწავლებლები ამ რესურსების მოძიებას, ამის შესახებ ინგლისური …

ბათუმელი მოსწავლეები STEM სკოლის სტიპენდიატები გახდნენ

ელექტრო, კოსმოსური ინჟინერია და მედიცინა – ეს ის სფეროებია, რომლებიც მეცხრეკლასელმა თამარმა, თორნიკემ და მიხეილმა მომავალ პროფესიად აირჩიეს. ბათუმის მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლეები მათთვის საინტერესო მეცნიერებების მიმართულებით კომაროვის სკოლისა და ერთ-ერთი ბანკის მიერ დაწესებული სტიპენდიის ფარგლებში ცოდნას STEM სკოლაში აიმაღლებენ და მათთვის საინტერესო მიმართულებით ახალ მოდულებს შეისწავლიან. კონკურსში ორი ათასამდე ბავშვი მონაწილეობდა,  მათგან 60 გამარჯვებული …

წალენჯიხაში პირველკლასელებს უფასოდ კვებავენ – როგორ მოახერხა ეს მერიამ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ჯერჯერობით ერთადერთია საქართველოში, რომელმაც პირველკლასელებისთვის უფასო კვების პროგრამა დანერგა. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, პროგრამა საპილოტეა, ორი თვეა, რაც დაინერგა და დადებითი გამოხმაურება აქვს. პროგრამის მიხედვით, მოსწავლის ბარათზე ყოველდღიურად ირიცხება 4 ლარი, რომელიც ბავშვს  სკოლაში ყოფნის პერიოდში შეუძლია გამოიყენოს. წალენჯიხაში ამ დროისთვის უფასო კვების პროგრამაში 300 ბავშვია ჩართული. „გადავწყვიტეთ, ჩაგვეტარებინა გარკვეული კვლევა იმის …

ბათუმის №1 სკოლის 15 მოსწავლე კლინიკას დღის ბოლომდე დატოვებს – საზოგადოებრივი ჯანდაცვა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილე, ნონა ეფაძე, ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში მოწამლულ ბავშვებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მოსწავლეები ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობენ. მისი თქმით, პირველი სკოლიდან 15 მოსწავლე გადაიყვანეს კლინიკაში, რომლებსაც ინტოქსიკაციის გამოხატული ნიშნები ჰქონდათ, თუმცა ბავშვები ახლა თავს კარგად გრძნობენ და სავარაუდოდ დღის ბოლომდე კლინიკას ყველა ბავშვი დატოვებს. „15 ბავშვი გადაიყვანა სასწრაფო დახმარებამ …

„ზამთარში სიცივისგან მერხთანაც ვერ ვსხდებოდით“ – აჭყვისთავის სკოლის მოსწავლე

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლაში გათბობის სისტემა ხარვეზებით მუშაობს, რის გამოც მოსწავლეებმა, ფაქტობრივად, მთელი ზამთარი სიცივეში გაატარეს. ერთ-ერთი მოსწავლე, რომელსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, ამბობს, რომ სიცივის გამო თებერვალში ორი კვირა სკოლის გაცდენაც კი მოუწია, რადგან კლასი გაყინული იყო და გაციების შეეშინდა. „ხშირად მერხთანაც ვერ ვსხდებოდით სიცივისგან და ფეხზე ვმდგარვარ. თებერვალში ორი კვირა მე და ჩემი …

მინდა ბავშვები ქვეყნიდან წასვლაზე არ ოცნებობდნენ – კონკურსში გამარჯვებული მოსწავლე ხულოდან

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქედლების საჯარო სკოლის მოსწავლე, 16 წლის ლანა ჯორბენაძე საქართველოს განათლების სამინისტროს სასკოლო კონკურსის – „ჩემი გალაკტიონი“ – ერთ-ერთი გამარჯვებულია. ლანამ კონკურსისთვის გალაკტიონის ლექსზე – „რომელი საათია?“, ვიდეოკოლაჟი მოამზადა. კონკურსის მიზანი ახალგაზრდებში კრიტიკული, შემოქმედებითი და ციფრული უნარების გამოვლენა-განვითარება იყო. „როცა ამ ლექსს ვუსმენ, ასე მგონია, მარტო არ ვარ. კოლაჟი ფოტოებით, მუსიკის ავაწყვე და …

„ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლა“ – კონკურსი, რომელშიც ციხისძირელმა მოსწავლეებმა გაიმარჯვეს

„მედიის განვითარების ფონდის“ კონკურსის – „ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლა 2022“ გამარჯვებული აჭარიდან სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის გუნდი „ოპიზა“ გახდა. „ოპიზამ“ მეორე ადგილი დაიკავა ამ კონკურსში.  მოსწავლეთა გუნდის მიზანია ხელი შეუწყონ მედიაწიგნიერების პოპულარიზაციას და მათი პროექტის დახმარებით მოსწავლეებმა ყალბი და რეალური ინფორმაციის გამიჯვნა შეძლონ. გუნდი ხუთი წევრისგან შედგება. „ბათუმელები“ რამდენიმე მათგანს ესაუბრა. „ოპიზას“ ერთ-ერთი წევრია მეათეკლასელი ნინა …

გამომგონებელი მოსწავლეები ბათუმიდან, რომლებმაც უნივერსიტეტების დაფინანსება უკვე მოიპოვეს

ანრი მამულაძე და დავით ჭურკვეიძე ბათუმელი გამომგონებელი მოსწავლეები არიან. ორივე სკოლა „პროგრესში“ სწავლობს და ყველაზე მეტად STEM მიმართულებით არიან დაინტერესებულნი. ანრის გუნდმა სპეციალური პრიზი მოიპოვა „ათასწლეულის ინოვაციების კონკურსში“, დავითი კი „ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსის გამარჯვებულია. „ჩვენ შევქმენით ხელსაწყო, რომელსაც მეღვინეების მარჯვენა ხელი ვუწოდეთ პირობით და „სმარტ დამრევი“ დავარქვით. გამოგონებამ პირველი ადგილი აიღო“, – გვეუბნება დავით …

რას ამბობს განათლების მინისტრი სკოლებში უფასო კვებაზე

დღეს, პირველ დეკემბერს, განათლების მინისტრმა პარლამენტში ისაუბრა სკოლებში მოსწავლეთა კვების საკითხზე. „სამინისტროს ინიციატივითა და გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მუშაობა დაიწყო უწყებათაშორისმა ჯგუფმა, რომელიც სასკოლო კვებასთან დაკავშირებით კონკრეტულ გეგმას შეიმუშავებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგენს. შევისწავლეთ ადგილობრივი შესაძლებლობები, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და მიმდინარეობს სასკოლო კვების კონცეფციაზე აქტიური მუშაობა. განიხილება კვების მიწოდების სხვადასხვა მოდელი სურსათის უვნებლობის …

„ახალგაზრდებს აღარ უნდა მოუნდეთ ამ ქვეყნიდან გაქცევა“ – 3 მოსწავლე ბათუმიდან

რეგიონულ სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს ბათუმში. ოლიმპიადა ყველა სასკოლო საგანში ჩატარდა. გამარჯვებული მოსწავლეები პლანშეტებით დაასაჩუქრეს. „ბათუმელები“ კონკურსში გამარჯვებულ რამდენიმე მოსწავლეს გაესაუბრა. ერთ-ერთია მეთერთმეტეკლასელი ნატა სიხარულიძე, რომელიც ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში სწავლობს. ნატას გუნდმა ქიმიის ოლიმპიადის კონკურსზე მეორე საპრიზო ადგილი აიღო. „ქიმიის სიყვარული ჩემი მასწავლებლის დამსახურებაა. ყოველთვის მაინტერესებდა საბუნებისმეტყველო საგნები, მაგრამ ამავდროულად, ამ საგნების მიმართ …

მეწარმეობის შემსწავლელი პროგრამა VII-VIII კლასის მოსწავლეებისთვის ბათუმში

მეშვიდე და მერვეკლასელი მოსწავლეებისთვის ბათუმში მეწარმეობის სასწავლო პროგრამა განხორციელდება. პროექტი – „ვიკვლევთ მეწარმეობას“ პირველად ხორციელდება საქართველოში, ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი გამოცდილია აშშ-ში, ნებრასკის შტატში. მოსწავლეებს, ვისაც სურვილი აქვთ, შეისწავლონ მეწარმეობა, უფრო მეტი გაიგონ სფეროს შესახებ და სცადონ საკუთარი ბიზნესის განვითარება, ასევე გაიცნონ მოტივირებული თანატოლები, შეუძლიათ ჩაერთონ აღნიშნულ პროგრამაში. პროექტს „საერთაშორისო განათლების ამერიკულ საბჭოებთან“ ერთად …

ჩხუბის მონაწილე ბავშვები სხვა სკოლებში გადავიდნენ, რამდენიმეს კი სასარგებლო შრომა დაეკისრა

ბათუმის მე-8 საჯარო სკოლაში მომხდარი ჩხუბის შემდეგ, კონფლიქტში მონაწილე მოსწავლეები სხვადასხვა სკოლაში გადავიდნენ. როგორც სკოლის დირექტორმა, გივი ხალვაშმა „ბათუმელებს“ უთხრა, ეს მშობლების გადაწყვეტილება იყო და სკოლის მხრიდან რაიმე იძულებას ადგილი არ ჰგონია. „თვითონ მშობლებმა გადაწყვიტეს სხვა სკოლაში გადაყვანა, სკოლა არ ჩავრეულვართ ამაში. დაზარალებული ბავშვი ქალაქის სხვა სკოლაში გადავიდა, მეორე კი, ვისაც თანაკლასელის ცემას ედავებიან, ქედის …

სულ ვეუბნები ბავშვებს არ დაიზეპირონ, მთავარია აზროვნება – მასწავლებელი

„ჩემთვის მთავარია, რომ ბავშვი აზროვნებდეს. სულ ვეუბნები ხოლმე მათ, გაიაზრეთ ყველა სიტყვა, არ დაიზეპიროთ“, – ამბობს ნანა ზარდიაშვილი. ის იტალიურ ენას ასწავლის თბილისის 31-ე საჯარო სკოლაში. ნანა დღეს, 31 ოქტომბერს, იტალიური ენის 2022 წლის საუკეთესო მასწავლებლადაც დაასახელეს. ქალბატონო ნანა, რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებლობა და როდის იყო ეს? საჯარო სკოლაში ორი წელია რაც ვასწავლი, თუმცა იტალიურს 2004 …

რატომ ავრცელებენ სკოლებში, მშობლების ჩათში შეტყობინებას უცნობ პირებზე

„ქალაქის ერთ-ერთ სკოლასთან იყო შემთხვევა, როცა უცნობმა პირებმა სკოლის მოსწავლე გოგონას სთხოვეს დახმარებოდა მათი ერთ-ერთი მეგობრისთვის ყვავილების გადაცემაში და ამისთვის მანქანით გაყოლა შესთავაზეს. დამრიგებლებო, გააფრთხილეთ მშობლები და განსაკუთრებით გოგონები, რომ არავის ენდონ და მანქანაში არ ჩაუსხდნენ უცნობ პირებს“, – ეს შეტყობინება ბათუმის ერთ-ერთი სკოლის ჩატიდან ყველა მშობელმა მიიღო. საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში გავრცელდა მსგავსი შინაარსის …

რუსებს ქართულად ველაპარაკები – ვინ არის ლუკა, რომელმაც სკოლაში რუსული დროშა ჩამოხია

ბათუმის მეშვიდე სკოლის მოსწავლე ლუკა ნაცვლიშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, როცა სკოლის ფოიეში განთავსებული სტენდიდან ჯერ რუსეთის, ხოლო შემდეგ აფხაზეთის დროშა ჩამოხია. ლუკა ამბობს, რომ ალბათ პროტესტის გამოხატვა სხვა ფორმითაც შეიძლებოდა, თუმცა იმ დროს და იმ მომენტში, მისი რეაქცია შესაბამისი იყო და გააზრებული ჰქონდა შედეგიც. „ბათუმელები“ მას ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრა. ლუკა, …

იდენტობას თუ რამე გვართმევს, ეს არის რუსეთი – ისტორიის კონკურსის გამარჯვებული მოსწავლე

15 წლის ქეთევან ხიზანიშვილი ისტორიის კონკურსის  – „30 წელი საბჭოეთის დასასრულიდან“, გამარჯვებულია. მან პირველი ადგილი აიღო თემისთვის „მოჯადოებული წრე“, სადაც საბჭოთა ტოტალიტარულ სისტემაში არსებულ სკოლაზე გვიყვება. ქეთევანი სკოლა „ათასწლეულის“ მეათეკლასელია. ქეთევან, სანამ ამ პროექტში ჩაერთვებოდით, რა იცოდით საბჭოთა წარსულის შესახებ და როდის დაინტერესდით ამ თემით? საბჭოთა წარსულის შესახებ მესმოდა სკოლაში, სასწავლო მასალებიდან, ასევე ოჯახის წევრები …

მოსწავლეები ექსტერნის გამოცდას აღარ ჩააბარებენ – მინისტრის დადგენილება

განათლების მინისტრის პირველი ივნისის დადგენილებით, 2021-2022 სასწავლო წელს საბაზო და საშუალო საფეხურის ის მოსწავლეები, რომლებმაც სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინეს კონკრეტული საგნისთვის დათმობილი საათების 30 პროცენტი, შეფასდებიან შემაჯამებელი – კომპლექსური დავალებებით. აქამდე, ეროვნული სასწავლო გეგმის 38-ე მუხლის მიხედვით, მოსწავლეს ექსტერნის გამოცდის ჩაბარება უწევდა იმ შემთხვევაში, თუკი მას კონკრეტულ საგანში სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30 პროცენტი …

Exit mobile version