მიღწევებით ღარიბი მოსწავლეები მდიდრებს 78 ქულით ჩამორჩებიან

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) 2019 წლის მიმოხილვას აქვეყნებს, განათლებაში შეფასებისა და ატესტაციის სისტემების შესახებ. შეფასებაში ნათქვამია, რომ საქართველოში, 15 წლის ასაკის მოსწავლეებში, 2009 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში სწავლის შედეგები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებეში. თუმცა, „საქართველოში მიღწეული პროგრესი მოსახლეობის ყველა ჯგუფს თანაბრად არ შეეხო“. სწავლის შედეგების მიხედვით, 2015 წელს დაბალი სოციალურ-ეკონომიკური …

ვის შეუძლია ისწავლოს „ევროპულ სკოლაში“, რომელსაც ევროკავშირი აშენებს

საქართველოში, კერძოდ თბილისში, ევროკავშირის დაფინანსებით  აშენდება სკოლა, სადაც ევროპული განათლების სისტემა იქნება დანერგილი. საპილოტე რეჟიმში „ევროპული სკოლა“ უკვე ფუნქციონირებს  კერძო, „ახალი სკოლის“ ბაზაზე [მე-11-მე-12 კლასები], თუმცა როგორც განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, მომავალი წლიდან ლისის ტბაზე 27 000კვ/მ-ზე სკოლის მშენებლობა დაიწყება, რომელიც 2023 წელს უნდა დასრულდეს. სამინისტროს ინფორმაციით, სკოლაში 400 ბავშვი ისწავლის. „სკოლის მშენებლობას ევროკავშირი აფინანსებს …

FLEX-ის გაცვლით პროგრამაში მოსწავლეთა შერჩევა დაიწყო

მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამაში FLEX-ი, მოსწავლეთა შერჩევა დაიწყო. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეებს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შემთხვევაში, მონაწილეობა შეუძლიათ მოსწავლეებს მე-8-დან მე-12 კლასის ჩათვლით. პროგრამაში მონაწილე მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ კარგი და საუკეთესო აკადემიური მოსწრება, ფლობდნენ ინგლისურ ენას და უნდა აკმაყოფილებდნენ აშშ-ის ვიზის მოთხოვნებს. ბათუმში პროგრამაში მონაწილეობის მსურველები …

ბოლო ორ კვირაში ბათუმში ორი მოსწავლე გოგო დაქორწინდა

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის შუალედში ბათუმში ორი არასრულწლოვანი გოგო დაქორწინდა. ერთი არასრულწლოვანი 17 წლისაა, მეორე კი, როგორც სკოლაში გვითხრეს, 16 წლის. ორივე გოგონა, საჯარო სკოლის მოსწავლეა. იმ სკოლის დირექტორი, სადაც 17 წლის გოგო სწავლობდა, ამბობს, რომ არასრულწლოვნის დაქორწინების შესახებ ინფორმაცია ორი კვირის წინ მიიღო. „მაშინვე შევატყობინე სოციალური მომსახურების სააგენტოს, წერილობით მივმართეთ, ჯერ არ ვიცით, …

ქართული სკოლისა და უნივერსიტეტის სუსტი მხარე – კვლევის კომპონენტი

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში მეშვიდე სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენცია სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობას ითვალისწინებს სამეცნიერო კვლევების მიმართულებით, ასევე, სტუდენტებისა და მოსწავლეების ჩართულობას კვლევებში. ანა ციხელაშვილი მეთერთმეტეკლასელია, კონფერენციაში შარშან მიიღო პირველად მონაწილეობა. ჩართული იყო საგანმანათლებო სექციაში. „გავაკეთეთ მოხსენება და პრეზენტაცია, თუ როგორი უნდა იყოს მოქალაქე, რა ვალდებულებები და რა უფლებები აქვს მას სახელმწიფოს მიმართ. მანამდე არ მქონდა …

ბოლო ზარი ბათუმის საჯარო სკოლებში [ფოტო]

დღეს, 20 მაისს, საჯარო სკოლებში მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. გოგონებმა და ბიჭებმა, ტრადიციულად, თეთრ პერანგებზე სამახსოვრო წარწერები გაუკეთეს ერთმანეთს. მოზარდები ერთმანეთს სკოლის დასრულებას ულოცავდნენ. სახესა და ხელებზე გულებმიხატული მოზარდები „ბათუმელებს“ ეუბნებიან, რომ სკოლის დასრულება უხარიათ, თუმცა, წლების შემდეგ, აქ გატარებული დღეები ალბათ მოენატრებათ. მე-16 სკოლის კურსდამთავრებული ლუკა ბიბინეიშვილი: ეს დღეები ცოტა დაძაბულია, რადგან წინ გამოცდები …

კინოფესტივალ Giffoni-ის გამარჯვებულები ბათუმიდან

კინოფესტივალ Giffoni-ის სამი გამარჯვებული გამოავლინეს. სამი გოგონა იტალიაში, ქალაქ ჯიფონში გაემგზავრება კონოფესტივალზე. აქედან ორი გამარჯვებული ბათუმელია. 13 წელს ზემოთ ასაკში, ბათუმელმა თინათინ დოლიძემ და გორელმა მარიამ გელაშვილმა გაიმარჯვეს კონკურსში, 16 წელს ზემოთ ასაკში კი – ბათუმელმა თამარ ტაბიძემ. წელს ჯიფონის საერთაშორისო კინოფესტივალი 49-ედ უმასპინძლებს მოზარდებს მთელი მსოფლიოდან. საქართველო კი მეშვიდედ იქნება წარდგენილი საერთაშორისო კინოფესტივალზე. კონკურსის წესების …

გამომგონებელი ბავშვები

ბათუმის ერთ-ერთ კერძო სკოლაში  STEM აკადემია მეორე წელია არსებობს, სადაც მოსწავლეები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ინოვაციურ პროექტებს ქმნიან. ბავშვებთან მენტორი მასწავლებელი უტა კილასონია და პედაგოგი ჯაბა შაინიძე მუშაობენ. ამჟამად ბავშვები ოთხ პროექტზე მუშაობენ და როგორც „ბათუმელებს“ უთხრეს, მომავალ წელს კონკურსში მონაწილეობასაც აპირებენ. STEM აკადემია მოიცავს ოთხი საგნის – მათემატიკის, მეცნიერების, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ინტეგრირებულ სწავლებას. როგორც …

„მწვანე ბანაკი“ სკოლის მოსწავლეებისთვის

ქედის, ხულოსა და წალკის მუნიციპალიტეტების სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეებისთვის გრძელდება განაცხადების მიღება მწვანე ბანაკში მონაწილეობის მისაღებად. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა – 12 მაისი (23:59 საათი). დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება. ბანაკში მონაწილეობის მსურველებმა ელექტრონულად უნდა შეავსონ განაცხადი. მწვანე ბანაკში მონაწილეობის მისაღებად საუკეთესო განაცხადის ავტორები გაემგზავრებიან. ბანაკი Bulachauri Green Center – ბულაჩაურის მწვანე ცენტრი გაიმართება 2019 წლის 15-23 ივნისს.  

რატომ გაუქმდა აბიტურის საათები სკოლაში

საჯარო სკოლებში აბიტურის საათები აღარ ტარდება. როგორც საქართველოს განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, აბიტურის საათების გაუქმება სკოლის საატესტატო გამოცდების გაუქმებას უკავშირდება. სამინისტროში ამბობენ, რომ აბიტურის საათები იმ საგნებში ტარდებოდა, რომლებსაც საატესტატო გამოცდაზე აბარებდნენ. აბიტურის საათი საგნის მიხედვით კვირაში მხოლოდ ერთხელ იყო გათვალისწინებული და მასწავლებელს დამატებითი საათი უნაზღაურდებოდა. თუმცა, როგორც სკოლის მოსწავლეები „ბათუმელებთან“ ამბობდნენ, აბიტურის საათები სკოლებში …

Write On! – კრეატიული წერის სამი გამარჯვებული ბათუმიდან

Write On! – არის ინგლისურენოვანი საერთაშორისო კონკურსი კრეატიულ წერაში. ის საქართველოში „მშვიდობის კორპუსის“ ორგანიზებით ტარდება. წელს, ნაციონალურ კონკურსზე სამმა გოგონამ გაიმარჯვა ბათუმიდან. კონკურსის პრინციპი ასეთია – გაძლევენ ამბის დასაწყისს, შემდეგ კი ამბავი კონკურსის მონაწილემ საკუთარი შემოქმედებითი უნარის მიხედვით უნდა განავითაროს და დაასრულოს. ფინალში ყველაზე კრეატიული იდეის ავტორები გადადიან. თამარ ტაბიძე ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მე-11 …

„შენი ხმა თანასწორობისთვის“-კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ქსელი“ (NCCE), „ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტთან“ (NDI) ერთად და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს რეგიონული სკოლების უფროსკლასელებისთვის სახელწოდებით „შენი ხმა თანასწორობისთვის“. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გენდერული თანასწორობის საბჭოს ან მის რომელიმე წევრს უნდა გაუგზავნონ წერილი, რომლითაც საბჭოს კონკრეტულ წევრს გაუზიარებენ თავიანთ შეხედულებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საბჭომ ან …

მოსწავლეების პროფესიული უნარების განვითარების მიზნით სამინისტრო კონკურსს აცხადებს

საქართველოს განათლების სამინისტრო პროფესიული სასწავლებლებისთვის კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობა. სამინისტროს ცნობით, პროგრამა ორიენტირებულია შემდეგი მიზნების მიღწევაზე: მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობა პროფესიაში საკუთარი ძალების მოსინჯვა გაანალიზება და ინფორმირებული კარიერული გადაწყვეტილების მიღება შემდგომი განათლების მიღების სტიმულირება პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და ხელმისაწვდომობა საჯარო სკოლების შესაძლებლობების გაძლიერება საჯარო სკოლებისა და პროფესიული კოლეჯების …

კონკურსი მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის 1978 წლის 14 აპრილთან დაკავშირებით

საჯარო და კერძო სკოლის უფროსკლასელებისთვის, ასევე ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა და განათლების სამინისტრომ 1978 წლის 14 აპრილთან დაკავშირებით რეპორტაჟების კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილე პირმა უნდა შეკრიბოს ზეპირი ისტორიები 1978 წლის 14 აპრილის საპროტესტო დემონსტრაციის შესახებ და გაანალიზოს ეს ისტორიები. მასალის ფორმატი შეიძლება იყოს ესე, თხზულება, ინტერვიუ, ჩანახატი.  საკონკურსო მასალები კონკურსანტებმა უნდა გააგზავნონ ელექტრონულ …

რაზე ისაუბრა ლადო აფხაზავამ ბათუმში გამართულ შეხვედრაზე

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს და გლობალური ჯილდოს ათეულის ნომინანტი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა მოსწავლეებს და სტუდენტებს შეხვდა. ის ბათუმში მოიწვია  გამომცემლობამ – „წიგნები ბათუმში“. ლადო აფხაზავამ შეხვედრაზე კითხვებს უპასუხა და სწავლების საკუთარ მეთოდსა და კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „საგანმანათლებლო სივრცეში გვჭირდება კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანები. ხშირია შემთხვევები, როცა ორგანიზაციაში ხელმძღვანელი რაღაცას იტყვის და ყველა ეთანხმება. წესით, უნდა …

ევროკავშირის სასტიპენდიო პროგრამა 16-17 წლის მოსწავლეებისთვის

ევროკავშირი აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას 16-17 წლის მოსწავლეებისთვის სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან და უკრაინიდან, რომლებსაც სურთ ევროპისა და ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავება. მსურველებს განაცხადის გაკეთება პირველი მარტის ჩათვლით შეუძლიათ. „სასტიპენდიო პროგრამა ფინანსდება ევროკავშირის მიერ, რომელიც  ექვსი ქვეყნიდან 35 საუკეთესო მოსწავლეს მისცემს საშუალებას, მაღალი დონის, საერთაშორისოდ აღიარებული ბაკალავრის საერთაშორისო დიპლომი მიიღოს, რომელიც ფოკუსირებული იქნება ევროპათმცოდნეობაზე,“- ნათქვამია …

ვიდეორგოლი ფიროსმანის შესახებ – კომპიუტერები კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს 

სკოლის მოსწავლეებმა ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით უნდა მოამზადონ ანიმაციური ვიდეორგოლი, რომელშიც გააცოცხლებენ ფიროსმანის ნახატებს. კონკურსისთვის – „გაცოცხლებული სურათები“ მოსწავლეებმა უნდა შექმნან ვიდეორგოლი, სადაც შეუძლიათ გამოიყენონ როგორც ციფრული, ასევე, სხვადასხვა ტიპის რესურსი, მათ შორის, საკუთარი ნახატებიც. კონკურსის პირობების მიხედვით, მოსწავლეებმა მხატვრის ბიოგრაფიიდან უნდა მოიძიონ ისტორიები და მასზე დაყრდნობით შეიმუშაონ ვიდეორგოლის სიუჟეტი. ვიდეორგოლი …

სასტიპენდიო პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვის დიდ ბრიტანეთში

გამოცხადდა HMC-ის კონკურსი მოსწავლეებისთვის დიდ ბრიტანეთში სასწავლო სტიპენდიის მოსაპოვებლად. პროექტი ქართველ მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, განათლება მიიღონ ბრიტანეთის კერძო წამყვან სკოლებში. სკოლაში სწავლისას მოსწავლეები მოემზადებიან A LEVEL- ის გამოცდებისთვის და ჩაერთვებიან დამატებით  არასასკოლო აქტივობებში. წარმატებული კანდიდატები დაფინანსდებიან  35-40 ათასი ფუნტი სტერლინგით. პროექტი სრულად ფარავს სწავლის, კვებისა და მოსწავლის ცხოვრების ხარჯებს. აპლიკანტების შერჩევა ხდება ტესტირების, აკადემიური მოსწრების, …

მეოთხეკლასელების მხოლოდ 2 პროცენტი ახერხებს წაკითხულის სრულად გააზრებას – კვლევა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა კვლევა – „სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები“. კვლევა მოიცავს რამდენიმე კომპონენტს. მათ შორისაა, წიგნიერების კვლევა, ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის წაკითხვა და გააზრება, ასევე ეთნიკურ უმცირესობებში აკადემიური მიღწევების საერთაშორისო შეფასებები. PIRLS -ი წიგნიერების საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, რომ ქართველ მოსწავლეებში ისევ დაბალია წაკითხულის გააზრების მაჩვენებელი. კვლევის მონაწილეები მეოთხეკლასელი მოსწავლეები …

ის 14 წლის გათხოვდა – ქობულეთელი მეცხრეკლასელის გეგმები

ის 14 წლის გათხოვდა. ქორწილი იანვარში ჰქონდა. ახლა მე-15 წელშია და ქობულეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სწავლობს. გათხოვების შემდეგ სკოლა გამოიცვალა. ელზა [სახელი პირობითია] სკოლის მიტოვებას მეცხრეკლასის დასრულების შემდეგ აპირებს. ამბობს, რომ უნდა სწავლა პროფესიულ სასწავლებელში გააგრძელოს. გოგოს მეუღლე 19 წლისაა. ის ერთ-ერთი საჯარო უწყების დაცვის სამსახურში მუშაობს. გოგო ამბობს, რომ ქორწინების შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო. …

ოთხი ბათუმელი მოსწავლე ერთი წლით ამერიკაში ისწავლის – FLEX-ის გაცვლითი პროგრამა 

ოთხმა ბათუმელმა მოზარდმა ცოტა ხნის წინ შეიტყო, რომ ისინი შემდეგ სასწავლო წელს ამერიკულ სკოლებში ისწავლიან. ერთ-ერთი მათგანი ლანა თურმანიძე სკოლა „ნიკეს“ მეათე კლასში სწავლობს. ის აშშ-ის გაცვლითი პროგრამის – FLEX-ის წლევანდელი გამარჯვებულია. ლანას მსგავსად, შემდეგ წელს ბათუმიდან კიდევ ორი გოგონა და ერთ ბიჭი ისწავლის ამერიკულ სკოლაში. ლანა ამბობს, რომ პროგრამაში მონაწილეობა უკვე მეორედ სცადა:„ამერიკაში წასვლა იმიტომ მინდა, …

სკოლაში ბავშვის ცემის ფაქტი დადასტურდა – მასწავლებელი გაუშვეს

სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა მათემატიკის მასწავლებლის სამსახურიდან გაშვების გადაწყვეტილება მიიღო.  მასწავლებელს მეშვიდეკლასელი ბიჭის ცემაში ადანაშაულებდნენ. შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოხდა. როგორც სკოლის დირექტორი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, დისციპლინურმა კომიტეტმა მასწავლებლის მიერ ბავშვის ცემის ფაქტი დაადასტურა. „7 თებერვალს ვიმსჯელეთ და მასწავლებელი სკოლიდან გავუშვით. კანონში როგორც არის მითითებული, იმის მიხედვით ვიმოქმედეთ. სპონტანურად, ცხელ გულზე გადაწყვეტილება არ მიგვიღია“ …

რატომ არ უყვართ ბავშვებს სკოლა – მსოფლიოს 44 ქვეყანა კვლევის შედეგებში

მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების, სწავლა-სწავლები (TIMSS)კვლევისშედეგებისმიხედვით, საქართვლოშიმოსწავლეების დამოკიდებულება სკოლის მიმართ საკმად ნეგატიურია. კვლევაში მონაწილე 5 ათასამდე მოსწავლიდან, კითხვაზე – „მიყვარს სკოლაში ყოფნა“უფრო მეტად არ ეთანხმება 11,2 პროცენტი, 5,7 კი საერთოდ არ ეთანხმება. „განცდა მაქვს, რომ ეს ნამდვლად ჩემი სკოლაა“, – არ ეთანხმება 12,2 პროცენტი, საერთოდ არ ეთანხმება 6,1 პროცენტი. გამოკითხვაში მერვე და მეოთხე კლასის მოსწავლეები …

დელფინარიუმში მოსწავლეები ფასდაკლებით ვეღარ ისარგებლებენ

ზამთრის განმავლობაში სკოლის მოსწავლეებს დელფინარიუმში შესვლა 9 ლარად შეეძლოთ, თუმცა ტურისტულ სეზონზე ისინი ფასდაკლებით ვეღარ ისარგებლებენ და  სტანდარტულ ფასს – 15 ლარს გადაიხდიან. აღნიშნული ფასი 1-ელ ოქტომბრამდე შენარჩუნება.  მოსწავლეებისთვის 9 ლარი მხოლოდ 13 ივნისის ჩათვლით იქნება. დელფინარიუმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წელსაც 20 ლარი ეღირება დელფინების ღამის შოუ. ადმინისტრაციის ინფორმაციით, დელფინარიუმში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაწილობრივ დასრულებულია. „შეიღება …

ამერიკული კუთხე „ახალგაზრდა ელჩების“ შერჩევას იწყებს

ბათუმის ამერიკული კუთხე აცხადებს პროგრამას „ახალგაზრდა ელჩებისთვის“.  პროგრამაში მონაწილეობისთვის მოსწავლეებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ.  „შერჩეულ კანდიდატებს საშუალება მიეცემათ იყვნენ „ამერიკული კუთხეს“ წარმომადგენლები თავიანთ სკოლებში, ისინი პირველად გაიგებენ ყველა ახალი პროგრამის თუ აქტივობის შესახებ, მიეცემათ შესაძლებლობა შეხვდნე და გაიცნონ „ამერიკულ კუთხეში“ მოწვეული სტუმრები და საინტერესო ადამიანები, მოსწავლეები შეიძენენ იმ საჭირო უნარ-ჩვევებს, რომელიც ახალგაზრდებს სამომავლო აკადემიური წინსვლისთვის გამოადგენათ. …

მოსწავლეები საზაფხულო ბანაკში

ყველა ასაკის მოსწავლეს სხვადასხვა ტიპის უფასო და ფასიან საზაფხულო ბანაკებს სთავაზობენ ყოველწლიურად. ხშირად უფასო ბანაკებს აწყობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ბანაკები ძირითადად თემატურია, მაგალითად, ეკოლოგიური, ადამიანის უფლებების, ლიდერული უნარ-ჩვევების გამოსამუშავებელი, უცხო ენის შესასწავლი. როგორ ხდება ბანაკების ორგანიზება, რა კრიტერიუმებით არჩევენ ბანაკის ლიდერებს, ვინ და როგორ ზრუნავს მოსწავლეების უსაფრთხოებაზე – „ბათუმელები“ გთავაზობთ ვითარებას, რაც შეიძლება დახვდეს თქვენს შვილებს …

Exit mobile version