იზრდება ჯარიმები – ძაღლების და კატების მოვლის წესს მუნიციპალური ინსპექცია გააკონტროლებს

ბინადარი ცხოველების მოვლის წესს ბათუმში მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები გააკონტროლებენ. შესაბამისი განკარგულების პროექტი, მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად უკვე გადაუგზავნა. უფლებამოსილი პირის განსაზღვრის საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, როცა ადმისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსს დაემატა ახალი მუხლები, [103 პრიმა2 – 103 პრიმა 4] რომელთა შესრულებაზეც რეაგირება მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულმა ორგანოებმა უნდა მოახდინონ. რეაგირებაზე უფლებამოსილების მქონე პირთა  განსაზღვრა აუცილებელია იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტმა …

სურსათის სააგენტო მიკროავტობუსებს იყიდის და შიგ გალიებს ჩაამონტაჟებს – ტენდერი 1,4 მილიონით

სურსათის ეროვნული სააგენტო 13 სატვირთო მიკროავტობუსს იყიდის და შიგ რკინის გალიებს ჩაამონტაჟებს. მიკროავტობუსების შესყიდვაზე სააგენტომ ტენდერი 1,4 მილიონი ლარით გამოაცხადა. „შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არანაკლებ 2025 წლის გამოშვების, მარცხენასაჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი [გარბენი არაუმეტეს 200კმ], ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება. სააგენტოსთვის ავტობუსების გადაცემის შემდეგ, მიმწოდებელმა …

„უფასოდ დავუმზადებთ ჟეტონებს შინაური ცხოველების მეპატრონეებს და მიმკედლებლებს“ – მოქალაქე

ბათუმელი ექიმი თამარ ნაკაშიძე ცხოველთა მოყვარულებს ძაღლების საყელოების გრავირებას უფასოდ სთავაზობს. მისი თქმით, გრავირებული საყელოები ცხოველებს დაიცავს იმისგან, რომ ისინი ვინმემ დაუკითხავად არ აიყვანოს ქუჩიდან და არ დატოვოს მიუსაფარ ადგილებში. „მთელი ოჯახი შეშფოთებული ვართ იმით, რაც ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ირგვლივ ხდება, რადგან მეც მყავს სახლში ორი ძაღლი. მე და ჩემი მეუღლე ექიმები ვართ, მაგრამ ბათუმში …

სურსათის სააგენტო ძაღლის საიდენტიფიკაციო საყურეს და დასაჭერ მარყუჟებს 481 00 ლარად ყიდულობს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ძაღლის საიდენტიფიკაციო საყურეების [ბირკა/საჭდე] და საყურის დასამაგრებელი ხელსაწყოს – აპლიკატორის შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სააგენტო 43 500 კომპლექტს საყურეს და 30 ცალ აპლიკატორს მაქსიმუმ 44 237 ლარად იყიდის. ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 12 აპრილს დაიწყება და 14 აპრილს დასრულდება. ტენდერის პირობის მიხედვით: „საყურე ნიშანი უნდა შედგებოდეს ყვითელი ფერის, ერთი და იგივე …

„ამოიღეთ ძაღლების გაქრობის მუხლი კანონიდან“ – ცხოველთა დამცველების პროტესტი ბათუმში

დღეს, 29 მარტს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, აქცია გამართეს ცხოველთა მოყვარულებმა, დამცველებმა და კინოლოგებმა. მათი მთავარი მოთხოვნაა კანონმდებლობიდან ამოიღონ ის ჩანაწერი, რომელიც ქუჩაში აყვანილი ცხოველის გარკვეულ ლოკაციაზე უკან დაბრუნებას გამორიცხავს – მათ შორის საზოგადოებრივი კვების ობიექტთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროსთან, სკოლებთან. აქციის მონაწილეთა თქმით, მათთვის ბუნდოვანია, თუ რას უპირებენ ასეთ ადგილებში აყვანილ ძაღლებს და შესაბამისად, ეს ჩანაწერი …

„ვეწინააღმდეგებით კატეგორიულად ამ ჩანაწერს“- რას უპირებს „ოცნება“ მიუსაფარ ცხოველებს?

დღეს 14 მარტს, პარლამენტის წინ, საპროტესტო აქცია გამართეს ცხოველთა უფლებადამცველებმა. ისინი აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ მთავრობის განკარგულებაში არსებულ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, აკრძალულია სტერილიზაციის მიზნით გადაყვანილი ცხოველის დაბრუნება, სკოლამდელი აღზრდის და სამედიცინო დაწესებულებებთან, ასევე, საზოგადოებრივი კვების ობიექტებთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროსთან, საბავშვო და სპორტულ მოედნებთან. რატომ არის სარისკო ეს ჩანაწერი და რას უპირებს სახელმწიფო ქუჩიდან აყვანილ ცხოველებს? – …

სად აშენდება ძაღლების თავშესაფარი ბათუმში – ხელშეკრულება 8,9 მილიონზეა გაფორმებული

ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფარი ჩაქვის დასახლებაში, თამარ მეფისა და თბილისის ქუჩებს შორის არსებულ ტერიტორიაზე უნდა მოაწყონ. ეს ადგილი ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებთან ახლოს [ჩაქვის მხარეს] მდებარეობს. მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარზე ბათუმის მერია მეექვსე წელია საუბრობს, რამდენჯერმე ტენდერიც გამოაცხადეს, მაგრამ შეწყვიტეს. ამჯერად „ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე, მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მოწყობის სამუშაოებზე“ – ხელშეკრულება მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს …

რა მისამართებზე აცრიან აჭარაში ცოფზე ძაღლებსა და კატებს უფასოდ 26 სექტემბერს

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო შინაური და მიკედლებული ცხოველების, ძაღლებისა და კატების უფასო ვაქცინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონულ ოფისებთან გამართავს. ბათუმსა და მთელ აჭარაში უფასო ვაქცინაცია ჩატარდება 26 სექტემბერს, პარასკევს, 11:00-დან 18:00 საათამდე შემდეგ მისამართებზე: ბათუმი – 6 მაისის პარკი – ტბის მიმდებარე ტერიტორია; კოლონადები სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩიდან; ხულო …

ბათუმიდან წაიყვანეს აცრილი ძაღლები, პროგრამაზე კი 4,8 მილიონს ხარჯავენ – ცხოველთა დამცველები

ბათუმში ცხოველთა მოყვარულებმა, დამცველებმა და კინოლოგებმა 23 აგვისტოს ბათუმის ბულვარში ერთობლივი აქცია გამართეს. მათ მიუსაფარი/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა გააპროტესტეს, რომელიც, მათივე თქმით, დაუგეგმავად დაიწყო და გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს. მეტიც, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საპილოტე პროგრამის ამოქმედების შემდეგ „ბათუმში ასობით ძაღლი გაქრა და მათ ვერსად მიაგნეს“. ამ პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4,8 მილიონი ლარი იხარჯება. პროგრამას …

ცოფის უვარგისი ვაქცინები, არასათანადო მოპყრობა – ცხოველთა თავშესაფრის კლინიკას საქმიანობა შეუჩერეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფრის კლინიკას საქმიანობა შეუჩერდა. „სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, სააგენტომ, ინდივიდუალური მეწარმის ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფარში, არაგეგმური ინსპექტირება განახორციელა. ინსპექტირების პროცესში გამოვლინდა სხვადასხვა სახის დარღვევა: ინსპექტირებისას ამოღებულია ვადაგასული პრეპარატები, მათ შორის, ფსიქოტროპული საშუალებები და გამოსაყენებლად უვარგისი ცოფის ვაქცინები. თავშესაფრის ტერიტორიაზე აღმოჩენილია დაუდგენელი მიზეზით მკვდარი ცხოველები. დადგენილი წესების შესაბამისად არ …

ბათუმის ქუჩის ძაღლები ორი „პატრონის“ ხელში – რაში იხარჯება 832 ათასი ლარი ბიუჯეტიდან

ბათუმში მიუსაფარი/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ამოქმედების შესახებ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, თუმცა პროგრამის დეტალების შესახებ სააგენტო „ბათუმელების“ შეკითხვებს ამ დრომდე არ პასუხობს. შეკითხვებს არ პასუხობს არც ბათუმის მერია, რომელიც საპილოტე პროგრამაშიცაა ჩართული და თავის მხრივ ცალკე ანალოგიურ მუნიციპალურ პროგრამასაც ახორციელებს. საპილოტე პროგრამის ფარგლებში ბათუმისთვის 335 500 ლარია გათვალისწინებული სახელმწიფო …

პოლონელმა მოხალისე ვეტერინარებმა მარტვილში ძაღლები და კატები გაასტერილეს

პოლონელმა მოხალისე ვეტერინარების ჯგუფმა, მარტვილში 185 მიუსაფარი ძაღლი და კატა გაასტერილეს. როგორც მოხალისეების მასპინძელმა, მარიამ შეყილაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, პოლონელმა მოხალისეებმა ფაქტობრივად ის საქმე გააკეთეს, რაც ადგილობრივ თვითმმართველობას უნდა გაეკეთებინა, თუმცა არ აკეთებს. მისი თქმით, მოხალისე ვეტერინარებმა ცხოველების გასტერილება საველე პირობებში შეძლეს. „პროცედურები ოთხ დღეს გაგრძელდა და მთლიანობაში წარმოუდგენელი რაოდენობა – 185 ცხოველის სტერილიზაცია მოხერხდა. შარშან …

ხულოში შინაური ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამას ითხოვენ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ხულოში შინაური ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამის დანერგვას ითხოვს. მათ 270 ადამიანის ხელმოწერაც შეაგროვეს პეტიციის მეშვეობით და ითხოვენ, რომ ხულოს მერიამ 2024 წლის ბიუჯეტში აღნიშნული პროგრამა დააფინანსოს. ორგანიზაციის განცხადებით, პროგრამის დამტკიცების შემთხვევაში მოქალაქეები დაბა ხულოსა და სოფლებში პირველი ორი წელი უფასოდ ისარგებლებენ. აღნიშნული აქტივობა ხორციელდება სამოქალაქო საბჭოებისა და „სოლიდარობის თემის“ თანამშრომლობით. „მოვუწოდებთ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს, …

13 ოქტომბერს ბათუმში შეგიძლიათ ლეკვი ან კნუტი იჩუქოთ ან გააჩუქოთ

13 ოქტომბერს, პარასკევს, ბათუმის მეორე საჯარო სკოლის ეზოში 12:30 საათიდან 14 საათამდე შეგიძლიათ მიუსაფარი ლეკვი ან კნუტი იჩუქოთ ან გააჩუქოთ. მიუსაფარ ცხოველთა (კნუტებისა და ლეკვების) გამოფენა-გაჩუქება – პირობითად ასე ჰქვია ღონისძიებას, რომლის ორგანიზატორებიც მეორე საჯარო სკოლის პედაგოგი თეონა ყურშუბაძე და სკოლის სასწავლო ნაწილი აღმზრდელობით დარგში, მედეა ცინცაძე არიან. პროცესში ჩართულნი არიან მოსწავლეებიც. ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ …

შეიქმნას კასტრაცია-სტერილიზაციის პროგრამა შინაური ცხოველებისთვის – პეტიცია ქობულეთის მერიას

ქობულეთის მერიას შინაური ცხოველებისთვის პროგრამის შექმნას სთხოვენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ საქართველოს სამოქალაქო საბჭოების ერთობლივი პეტიციით შინაური ცხოველების კასტრაციისა და სტერილიზაციის უფასო მუნიციპალური პროგრამის შექმნას და ცხოველთა თავშესაფრის აშენებას მოითხოვს. პეტიციას სულ 677 ხელმოწერა სჭირდება, ხელი ჯერ მხოლოდ  70 მოქალაქეს აქვს მოწერილი. ორგანიზაციის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად მიუსაფარი ცხოველებისთვის თავშესაფრის არარსებობა სახელდება. …

სახლები მიუსაფარი ძაღლებისა და ჩიტებისთვის ფარნავაზ მეფის ქუჩაზე | ფოტოამბავი

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე 63-ში მიუსაფარი ძაღლებისთვის და ჩიტებისთვის სახლები დადგეს. ჩიტებს პერიოდულად საკენკსაც დაუყრიან და ძაღლების სახლის წინაც ჯამები დგას – ყველას შეეძლება აჭამოს მიუსაფარ ძაღლებს. „ბათუმის ქუჩებში ბევრი მიუსაფარი ცხოველია – ძაღლებიც, კატებიც და დასარჩენი არსად აქვთ სიცივესა და ყინვაში. თებერვლიდან აცივდება და გადავწყვიტეთ ჩიტებს და ძაღლებს ზამთარი რომ გადავატანინოთ, გავუკეთოთ სახლები. ეს …

ბათუმში მიუსაფარი ცხოველების პატრონობისთვის 400 ათასი ლარია გამოყოფილი

400 ათასი ლარია გათვალისწინებული ბათუმის ბიუჯეტში 2023 წლის განმავლობაში ქალაქის ტერიტორიაზე „უპატრონო შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირების ღონისძიებებისთვის“. შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი ბათუმის მერიამ უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2022 წლის 24 დეკემბერს დაიწყება და 29 დეკემბერს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებული ვალდებული იქნება, უზრუნველყოს  „ქალაქის ტერიტორიიდან [სულ – 2600] უმეთვალყურეო, უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველების [ზრდასრული ძაღლი, …

თინას ბრძოლა – ჯარისკაცობიდან ცხოველთა უფლებების დაცვამდე I VIDEO

თინა დიასამიძე საკუთარ თავს ცხოველების უფლებადამცველს უწოდებს. სწორედ მან იპოვა ბათუმის ერთ-ერთ ხალხმრავალ ქუჩაზე, მაიაკოვსკიზე ფეხებშეკრული, ახალშობილი ხბო, რომელიც ტომარაში ჰყავდათ მოთავსებული. თინას თქმით, ხბო ამ მდგომარეობაში ორ საათზე მეტ ხანს იყო. ბოლოს თინა დიასამიძემ საპატრულო პოლიცია გამოიძახა და ხბო სახლში წაიყვანა. „ბათუმში ვცხოვრობ, კერძო სახლი მაქვს. ახლა ხბო ეზოში მყავს. სახლს ვუშენებ. ვუმკურნალებ. მერე …

ბათუმის ბიუჯეტიდან მიუსაფარი ცხოველებისთვის 351 700 დაიხარჯება

ბათუმის მერია მიუსაფარი ცხოველების მოვლის მომსახურებას შეისყიდის, შესყიდვის ღირებულება 351 700 ლარია, წინადადებების მიღება 2021 წლის 20 დეკემბერს უნდა დასრულდეს, თუმცა მომსახურებას მერია 2022 წლის ბიუჯეტიდან დააფინანსებს. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით გამარჯვებულმა კომპანიამ საჭიროების შემთხვევაში მიუსაფარი ცხოველების, ძირითადად კატებისა და ძაღლების მოვლის მომსახურებების ვალდებულება უნდა აიღოს.  ბათუმის ტერიტორიიდან [სულ-2600] უმეთვალყურეო, უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველების (ზრდასრული ძაღლი, …

უცხოელი მოხალისეები ბათუმიდან, რომლებიც მიუსაფარ ცხოველებს ეხმარებიან

ბათუმში უკვე წელიწად-ნახევარია უცხოელ მოხალისეთა ჯგუფი მუშაობს, რომლებიც ქუჩაში მყოფ მიუსაფარ ცხოველებზე, ძაღლებსა და კატებზე ზრუნავენ. ისინი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ ბათუმში: იულია ბარანოვსკაია ბელარუსია, კარინა კუცაროვა და ირინა სიგალი უკრაინიდან არიან, ელენა ჩიკულინა და ალინა უნტანიდოვა – რუსეთიდან, ხოლო მარინა აკხუნდოვა აზერბაიჯანიდანაა. მათ ერთი მიზანი აერთიანებთ – იზრუნონ მიუსაფარ ცხოველებსა და  საზოგადოების ყურადღება გაამახვილონ ამ …

მიკედლებული ძაღლი მეპატრონის საფლავზე დადის

თურქული მედია ქალაქ ტრაბზონში უცნაური ფაქტის  შესახებ წერს. ძაღლი თავისი გარდაცვლილი მეპატრონის   საფლავზე მიდის და წვება.  ომერ გუვენმა 11 წლის ქუჩის ძაღლი შეიფარა და მასზე ზრუნვა დაიწყო. ძაღლს მან „ფერო“ შეარქვა. კაცი 29 ოქტომბერს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას შემდეგ „ფერო“ მისი საფლავის რეგულარული სტუმარია. ომერის რძლის ფატმა გუვენის თქმით, მოხუცს ძალიან უყვარდა ცხოველები:  „მაწანწალა …

ჩემი მშვენიერი ლედი

ავტორი: მიდა მელაძე იმ დღეს ქასტინგზე მივდიოდი. როგორც მჩვევია, ბოლო ხუთ წუთში შევიკარი კედებზე თასმები, კარი სწრაფად და ხმაურიანად გავაღე და თავქუდმოგლეჯილი კიბეზე დავეშვი. იმ წამსვე ვინანე დაუფიქრებელი და ხმაურიანი სიჩქარის გამო, რადგან ვიცი, იმას დავუფრთხობ ძილს, ყოველ დღე კიბის კუთხეში რომ მელოდება, ასე უცებ რომ შემოიჭრა ერთდროულად ჩემს ეზოსა და გულში და არ თმობს …

ძაღლების ჯოჯოხეთი ბათუმის ნაგავსაყრელზე | ფოტო

2021 წლის ტურისტულ სეზონზე ბათუმის ცენტრიდან მიუსაფარი ძაღლები ბათუმის ნაგავსაყარზე წაიყვანეს, ტურისტების თვალს მოარიდეს. ამ ძაღლებს მართალია პატრონი არ ჰყავთ, მაგრამ ბევრ მათგანზე ბათუმელი ცხოველისმოყვარულები ზრუნავდნენ, მოქალაქეები, რომელთაც ეცოდებათ მიუსაფარი ცხოველები, ცდილობენ საკვები მიაწოდონ და საჭიროების შემთხვევაში უმკურნალონ კიდეც, საკუთარი სახსრებითა და სხვა ცხოველისმოყვარულების დახმარებით. ქალაქის ცენტრიდან რომ მიუსაფარი ძაღლები მერიამ ნაგავსაყრელზე გადაიყვანა, ეს ბათუმელმა …

ბათუმში 2 ვეტკლინიკა მიუსაფარ ცხოველებს უფასოდ ჩაუტარებს სტერილიზაცია/კასტრაციას | აქცია

დღეს, 4 აპრილს, მსოფლიოში მიუსაფარი კომპანიონი ცხოველების დაცვის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით დღეს ბათუმში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ორმა ვეტერინარულმა კლინიკამ, My Friend-მა და Vet Office-მა და დაანონსეს აქცია, რომლის ფარგლებში ამ კლინიკებში უფასოდ განახორციელებენ მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია/კასტრაციას ორი კვირის განმავლობაში. აქცია დღეს, 4 აპრილს, დაიწყო და 19 აპრილამდე გასტანს. „დღის განმავლობაში განხორციელდება ერთი მიუსაფარი …

ბავშვები, რომლებიც ქუჩის ძაღლებს საკვებს უგროვებენ და სახლებს უშენებენ

„გამარჯობათ! ჩვენ სკოლა „სხივის” მოსწავლეები ვართ და ვაკეთებთ პრეზენტაციას იმის შესახებ, რომ შევიფაროთ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები. შენც ძალიან დაგვეხმარები თუ ამას გააკეთებ და მალევე შეიფარებ ცხოველს. ჩვენი მიზანია გავაქროთ მაწანწალა ცხოველები და მათ ბედნიერად იცხოვრონ. იმედია შენც გვეთანხმები და ამ საქმეში დაგვეხმარები“, – წერია ხელნაწერ ბროშურებში, რომლებიც მარტვილში გაავრცელეს 9-10 წლის ბავშვებმა. როგორც 9 წლის …

რატომ უთხრა უარი ოზურგეთელ ინდმეწარმეს ბათუმის მერიამ ქუჩის ძაღლების მოვლაზე

„რა მნიშვნელობა აქვს ბათუმის მერიისთვის ცხოველთა ლეში ბათუმიდან მანქანით ოზურგეთის გავლით გაივლის თუ სხვა გზით, ეს ჩვენთვის გაუგებარია“, – წერს ინდმეწარმე გელა ნაცვლიშვილი დავების საბჭოსთვის გაგზავნილ წერილში. გელა ნაცვლიშვილი ბათუმის მერიას ქუჩის ცხოველების მოვლაზე გამოცხადებული ტენდერის გამო უჩივის დავების საბჭოში. სატენდერო თანხა 351 680 ლარია. „ჩვენ სრულყოფილად წარვადგინეთ ის დოკუმენტაცია, რაც იქნა მოთხოვნილი და სრულად …

351 000 ლარი უპატრონო შინაური ცხოველების მოსავლელად ბათუმში – მერიის ტენდერი

ბათუმის მერიამ „უპატრონო შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირების ღონისძიებების მომსახურებაზე“ ტენდერი გამოაცხადა. 2021 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდში აღნიშნული მომსახურების შესყიდვის სავარაუდო /სატენდერო ღირებულება 351 ათას 680 ლარია. ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 21 დეკემბერს დასრულდება. პირობის მიხედვით, გამარჯვებულს ძირითადად ევალება: [checklist] „ქალაქის ტერიტორიიდან უმეთვალყურეო, უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) დაჭერა და ტრანსპორტირება, სტერილიზაცია, …

ცხოველების ქომაგი ინგლისურის მასწავლებელი [ვიდეო]

თეონა ყურშუბაძე ინგლისურის მასწავლებელია ბათუმიდან. 21 წელია, რაც მეორე საჯარო სკოლაში მუშაობს. თეონას ცხოვრება თანაბრად არის დაკავშირებული ბავშვებთან და ძაღლებთან. „ჩემი დამოკიდებულება ბავშვებისადმი და ცხოველებისადმი არის ერთნაირი. ერთნაირად მიყვარს ორივე – ბავშვებიც და ცხოველებიც. ბავშვებიც დაცვას და მზრუნველობას საჭიროებენ. ისევე, როგორც  ცხოველები“, – ამბობს თეონა. დაახლოებით 200 მიუსაფარი ძაღლი და კატა ჰყავს გაჩუქებული. ცდილობს ქუჩაში …

ბიჭი, რომელიც ბათუმში უსახლკარო ცხოველებს სახლებს უდგამს

გასული წლის მიწურულს 28 წლის ბათუმელმა ლევან ჩხაიძემ ფერადი ხის სახლების დადგმა დაიწყო ქუჩის ძაღლებისთვის. საქმე დაიწყო საკუთარი დანაზოგით და ენთუზიაზმით – ლევანს უნდა გახდეს უსახლკარო ცხოველებზე ზრუნვის მაგალითის მიმცემი. ქუჩის ცხოველებისთვის გაკეთებულ პატარა, ფერად სახლს ლევანი „კერას“ უწოდებს და ამ სახელწოდებით ფეისბუქზე გვერდიც შექმნა, რომ ინიციატივას რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეუერთდეს. „პირველი კერა ბათუმში, …

შს სამინისტრომ ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის მუხლით ბათუმში გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, გონიოს ხიდთან არსებულ ე.წ. „ბეიკერის ორმოსთან“ დაკავშირებულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო – ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია. ბათუმში, გონიოს ხიდთან მდებარე ე.წ. „ბეიკერის ორმოს“ ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა ფეისბუქზე გავრცელდა. მოქალაქეები წერენ, რომ ბათუმში ცხოველები ქუჩებიდან მიჰყავთ და სტერილიზაციის შემდგომ, ისევ ქუჩაში დაბრუნების ნაცვლად, …

„ბეიკერის ორმო“ – ხოცავენ თუ არა ქუჩაში მყოფ ცხოველებს გაზაფხულის რეიდებზე ბათუმში

ბათუმში, გონიოს ხიდთან მდებარე ე.წ. „ბეიკერის ორმოს“ ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა გავრცელდა დღეს ფეისბუქზე. მოქალაქეები წერენ, რომ ბათუმში ცხოველები ქუჩებიდან მიჰყავთ და სტერილიზაციის შემდგომ ისევ ქუჩაში დაბრუნების ნაცვლად ხოცავენ და ბეიკერის ორმოში ყრიან. ერთ-ერთი მოქალაქე, რომელმაც საკუთარი ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა, ამბობს, რომ დღეს სწორედ ამ ორმოში იპოვა საკუთარი კატა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიკარგა. …

Exit mobile version