მთავარი,სიახლეები

ბათუმის ბიუჯეტიდან მიუსაფარი ცხოველებისთვის 351 700 დაიხარჯება

11.12.2021
ბათუმის ბიუჯეტიდან მიუსაფარი ცხოველებისთვის 351 700 დაიხარჯება

ბათუმის მერია მიუსაფარი ცხოველების მოვლის მომსახურებას შეისყიდის, შესყიდვის ღირებულება 351 700 ლარია, წინადადებების მიღება 2021 წლის 20 დეკემბერს უნდა დასრულდეს, თუმცა მომსახურებას მერია 2022 წლის ბიუჯეტიდან დააფინანსებს.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით გამარჯვებულმა კომპანიამ საჭიროების შემთხვევაში მიუსაფარი ცხოველების, ძირითადად კატებისა და ძაღლების მოვლის მომსახურებების ვალდებულება უნდა აიღოს.

 ბათუმის ტერიტორიიდან [სულ-2600] უმეთვალყურეო, უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველების (ზრდასრული ძაღლი, კატა) დაჭერა და ტრანსპორტირება, სტერილიზაცია, კასტრაცია, კვება, ვაქცინაციასთან დაკავშირებული პროცედურები (ვაქცინაცია, დაბირკვა ან/და ტატუირება), საჭიროების შემთხვევაში კლინიკაში შეყვანილი ცხოველების ევთანაზია (ჰუმანური დაძინება ნარკოზით), ტრავმირებული ცხოველის მკურნალობა მ/შ ოპერაციული მკურნალობა. – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტებში.

სატენდერო დოკუმენტებში გაწერილია ასევე სხვადასხვა ტიპის მომსaხურებების პირობები. გარდა ამისა მერიის მოთხოვნით ვეტერინალურ კლინიკაში, რომელიც გამარჯვებულ კომპანიას მოემსახურება უნდა ფუნქციონირებდეს ცხელი ხაზი დილის 9:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე,  გარდა კვირისა და დასვენების დღეებისა.

მიუსაფარი ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობას ბათუმში აქციებით აპროტესტებდნენ, ამ საკითხზე ცხოველების დამცველები 2021 წლის ზაფხულში ბათუმის მერისა მოვალეობის შემსრულებელს არჩილ ჩიქოვანსაც შეხვდნენ. ეს შეხვედრა მას შემდეგ შედგა, როცა ბათუმის ცენტრიდან მიუსაფარი ძაღლები ბათუმის ნაგავსაყარზე წაიყვანეს, ტურისტების თვალს მოარიდეს.

ძაღლების ჯოჯოხეთი ბათუმის ნაგავსაყრელზე | ფოტო

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: