„მაინც ვერ ვსწავლობთ ჭკუას“ – ინტერვიუ ისტორიკოსთან 31 მარტის რეფერენდუმზე

„ყველანაირად გონივრულად მოიქცნენ მაშინდელი ეროვნული ძალები,“ – ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენაც დემოკრატიული გზით მოხერხდა: „ჯერ ხალხს ეკითხები და მერე აცხადებ დამოუკიდებლობას სამართლებრივად.“ „31 მარტის რეფერენდუმის უზარმაზარი დატვირთვა ის იყო, რომ მაშინ არა მარტო ჩვენთან, სხვა რესპუბლიკებშიც გამოცხადდა დამოუკიდებლობის დეკლარაციები – შეიძლებოდა დეკლარაცია ხელისუფლებას გამოეცხადებინა თავისით, ჩვენთან კი, მაშინდელმა ეროვნულმა ძალებმა …

„ერეკლეს ხმალი დაუმალეს, მიასადაგეს ოცნების მორჩილ პოლიტიკას“ – ინტერვიუ

„ერეკლეს ბოლომდე ვერ განაიარაღებდნენ – შეუძლებელია ერეკლე მეფე ხმლის გარეშე. ერეკლე მეფეს, რომელიც სულ იბრძოდა, ხმალი ქარქაშში არასდროს ჩაუგია, ამიტომაც, მიასადაგეს „ოცნების“ მორჩილ პოლიტიკას – ფაქტობრივად, მაქსიმალურად დაუმალეს ერეკლეს ხმალი. ეს არის ძირითადად საგარეო მოხმარებისთვის განკუთვნილი გზავნილი – რუსეთის ფეხ-ქვეშ გაგების კიდევ ერთი მცდელობა. ეს ძეგლი არის ასევე შიდა მოხმარებისთვის, ანუ ერეკლეს ავტორიტეტის დახმარებით – …

რატომ ებრძვის „ოცნების“ პროპაგანდა ისტორიკოსებს – ბექა კობახიძე

ისტორიკოსი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ბექა კობახიძე ფეისბუქზე განმარტავს, რატომ გახდა „ოცნების“ პროპაგანდისტული მედიის სამიზნე მისი გადაცემა იუთუბზე – „აქტუალური ისტორია“ და ისტორიკოს ნიკა ხოფერიას იუთუბ გადაცემა – „მწარე პოდკასტი“. ორივე გადაცემა საქართველოს ისტორიაზეა.  „საბჭოთა დროს ისტორიკოსებს არათუ არავინ უშლიდა, არამედ ახალისებდნენ, რომ ეწერათ და ესაუბრათ დიდგორზე, კრწანისზე, მარაბდასა და მუსლიმ დამპყრობლებთან სხვა უთანასწორო, მაგრამ ჰეროიკულ …

აზიური გავლენები საქართველოში იყო ძლიერი, შემდეგ გადავიხარეთ რომისკენ – ისტორიის პედაგოგი

„იზოლირება ყოველთვის წამგებიანია. ნებისმიერი იზოლაცია გაქცევს ერთი კონკრეტული ძალის ქვეშ და საბოლოოდ აუცილებლად გვნებს. ახლა ევროპასთან დაშორების ნიშანი არის კანონის უზენაესობის ეჭვქვეშ დაყენება, შერჩევითი სამართალი, კორუფცია, ნეპოტიზმი ერთპიროვნული მმართველობისკენ სწრაფვა. აი, ეს ყველაფერი ევროპულ სამყაროს, ევროპულ ცივილიზაციას გვაშორებს,“ – ამბობს ისტორიკოსი, მასწავლებელი ნიკა შონია, რომლის კვლევის საგანიც შუა საუკუნეების ისტორიაა.  ევროპული ცივილიზაციისკენ სვლის რა ისტორიული …

„რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას არ ვახალისებთ – ეს არის ოცნების მესიჯი“ – ინტერვიუ ბექა კობახიძესთან

„მე პიარს არ დავარქმევდი, მე დავარქმევდი აგენტურის მიერ მიღებული დავალების შესრულებას, რასაც შეეწირნენ ჩვენი გმირები, მათ შორის გიორგი ანწუხელიძე“- განაცხადა „ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული სხვა გმირების შესახებ 16 აპრილს, სატელევიზიო ინტერვიუში.  რატომ ცდილობს გმირობის გაუფასურებას ირაკლი კობახიძე? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, ისტორიკოს …

„დახვრიტეს“ – უზენაესი სასამართლოს 5 თავმჯდომარე საბჭოთა ოკუპაციიდან 1937-მდე

1921 წლის შემდეგ, როცა რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა, უზენაესი სასამართლოს ზედიზედ 5 თავმჯდომარე გახდა ბოლშევიკური რეპრესიების მსხვერპლი. საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვიდან სტალინური რეპრესიების ჩათვლით პერიოდში საქართველოში უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეების კარიერა, ძირითადად, დახვრეტით სრულდებოდა. ამ 5 მოსამართლის შესახებ საკმაოდ მწირი მონაცემები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზეც იძებნება: დავით ხელთუფლიშვილი – 1921 წელს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო, როცა საქართველომ …

1921 წლის ოკუპაცია – არის მსგავსება ასი წლის წინანდელ მოვლენებსა და დღევანდელობას შორის?

რა კავშირია საქართველოს 1921 წლის ოკუპაციასა და დღევანდელ მოვლენებს შორის? – „ბათუმელების“ სტუდიაში საუბრობენ ფილოლოგიის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნანა ტრაპაიძე და ისტორიკოსი ირაკლი ირემაძე. ნახეთ ვიდეო.

აშშ-ში ქართველებმა გაიხსენეს 1924 წლის აჯანყება საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ – რა მოხდა 100 წლის წინ | ფოტო

ავტორი: ნათია კაპანაძე რა ხდებოდა 100 წლის, 1924 წლის 28 აგვისტოს საქართველოში? – ქართველები საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ აჯანყდნენ. აჯანყდნენ და დამარცხდნენ. მაშინ სტალინის ბრძანებით ძალიან ბევრი ადამიანი დახოცეს. სწორედ ეს აჯანყება გაიხსენეს ვაშინგტონში გუშინ, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს. „პოლიტიკური მეხსიერება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი“, – ამბობს საბჭოთა კვლევების ლაბორატორიის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი, რომელიც გუშინ, ვაშინგტონში, …

„ოცნების“ დეპუტატი უახლესი ისტორიის სახელმძღვანელოს დაარედაქტირებს – გრიფირება გააუქმეს

პედაგოგი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი, გიორგი ჯავახიშვილი ამბობს, რომ განათლების სამინისტრომ მე-12 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს გრიფირების პროცესი შეაჩერა და ავტორებისა და გამომცემლობებისგან მალულად დაიწყო უახლეს ისტორიაზე მუშაობა. წიგნის რედაქტორი „ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი სოსიაშვილი იქნება. „ეს ადამიანი 13 სექტემბერს გორში გამართულ აქციაზე იდგა და ტაშს უკრავდა ბიძინა ივანიშვილს, როცა მან განაცხადა, რომ „ოსების ცეცხლის …

ქართველთა შესვლა იერუსალიმში – რა წერია საქართველოზე XVII საუკუნის ფრანგულ რუკებში

ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრი ევროპულ კარტოგრაფიულ მემკვიდრეობას სწავლის და იძიებს საქართველოსა და კავკასიისთვის მნიშვნელოვან კარტოგრაფიულ ნიმუშებს. ერთ-ერთი ასეთი რესურსი მე-17 საუკუნის ცნობილი ფრანგი გეოგრაფისა და კარტოგრაფის, ნიკოლა დე ფერის მიერ 1696 წელს გამოცემული, დიდი ფორმატის კედლის რუკაა, აზიის გამოსახულებით. რუკაზე ქართველთა ყოფის ამსახველი რამდენიმე გრავიურაა დატანილი. როგორც ქართველი მკვლევრები წერენ, 4 ფურცელზე დაბეჭდილი უჩვეულოდ …

როგორ გამოსახავდნენ ნიდერლანდურ რუკებზე საქართველოს – გამოფენა ბათუმში

„საქართველო XVI-XVIII საუკუნეების ნიდერლანდურ რუკებსა და გრავიურებზე“ – ასე ეწოდება გამოფენას, რომელიც 14 დეკემბერს, მხოლოდ ერთი დღით გაიმართება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, №55 აუდიტორიაში, 14:00-დან 19:00 საათამდე. გამოფენა , რომელსაც „ღია სივრცე კავკასია“ (COS) მართავს, ნიდერლანდების სამეფოსა და საქართველოს შორის ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30 წლისთავს ეძღვნება და მისი მხარდამჭერი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოა. …

100 წლის წინანდელი ევროპა ქართველი გენერლის ფოტოობიექტივში

ეს გენერალ გიორგი [გიგლო] ყარალაშვილის მიერ თბილისსა და ევროპულ ქალაქებში გადაღებული ფოტოებია, რომლებიც საქართველოს ეროვნული არქივის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. გიგლო ყარალაშვილი ართანელი თავადი იყო, თელავთან ახლოს მდებარე სოფლიდან. გარდა სამხედრო საქმისა და ფოტოგრაფიით გატაცებისა, იგი ცნობილი იყო, როგორც სახელგანთქმული მომღერალი. გიგლო ყარალაშვილი 1918 წელს გარდაიცვალა, 80 წლის ასაკში. მისი ფოტოკოლექცია, რომელიც 770 ნეგატივსა და 60 პოზიტივს …

როგორ ყიდდნენ ქართველები ტყვეთა ბაზრებზე ქართველებს – ისტორიის დავიწყებული ეპიზოდები

„იმის გამო, რომ ქვეყანა ძალიან სუსტი იყო ეკონომიკურად, ყველაზე კარგი საექსპორტო საქონელი საქართველოდან იყო ტყვეები, რომლებიც ძალიან კარგად იყიდებოდა საერთაშორისო არენაზე. ქართველი – როგორც ქალი, ასევე კაცი, იყო ძალიან მაღალი ხარისხის ნიშანი. მეომარი ქართველი თუ ჰყავდა ვინმეს ამალაში, ეს ძალიან კარგი იყო. ან ქართველი ქალი თუკი იყო ჰარამხანაში, ეს დიდ პლუსად ითვლებოდა ნებისმიერი თავმომწონე აღმოსავლელი …

კაიროსთან ასობით ძველი ეგვიპტური სარკოფაგი და ბრინჯაოს ქანდაკება აღმოაჩინეს

ეგვიპტეში, კაიროსთან ახლოს, არქეოლოგებმა ასობით ძველი ეგვიპტური სარკოფაგი და ღვთაებათა ბრინჯაოს ქანდაკება აღმოაჩინეს. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.  ეგვიპტის ტურიზმის სამინისტროს განცხადებით, საქარის სამარხებზე აღმოჩენილია ანუბისის, ამონის, მინის, ოსირისის, ისისის [ისიდა], ნეფერტუმის და სხვა ეგვიპტური ღმერთების ქანდაკებები, აგრეთვე, საკარას პირამიდის არქიტექტორის, იმჰოტეპის ქანდაკება თავის გარეშე. სამინისტროს განცხადებით, სულ ნაპოვნია: გვიანდელი პერიოდის 250 სარკოფაგი, 150 ბრინჯაოს ქანდაკება, …

რას გვიამბობენ ძველი რუკები ბათუმსა და მთელ საქართველოზე – შეხვედრა ბათუმში

როდის გამოჩნდა ბათუმი და ზოგადად, საქართველო ძველ ევროპულ რუკებზე და რას გვიყვებიან რუკები ჩვენი ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციაზე? – ამ თემაზე დღეს, 25 მაისს, სულხან სალაძემ ისაუბრა ბათუმში. სალაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ამავდროულად ძველი ევროპული რუკების კოლექციონერი და მკვლევარია. შეხვედრა ბათუმში, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, სოციალურ კაფეში – „თავისუფალ სივრცეში“ შედგა. „ჩვენ სულ ვსაუბრობთ …

სკოლაში ბავშვებისთვის ისტორიის სწავლება არ არის სახალისო და საინტერესო – ჯანაშია

WeResearch-მა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის – სამხრეთ კავკასიის რეგიონის მხარდაჭერით, 2021 წელს ჩაატარა „საქართველოს ახალგაზრდები და ისტორია: გამოცდილების, დამოკიდებულებებისა და ღირებულებების კვლევა“, რომლის მიზანი ისტორიის და მისი სწავლების მიმართ ახალგაზრდების დამოკიდებულების შესწავლა იყო. კვლევამ აჩვენა, თუ როგორ ესმით ახალგაზრდებს საქართველოს ისტორია, რა იციან და რა აინტერესებთ ამ სფეროში, რა ძირითადი წყაროები აქვთ ისტორიის შესახებ …

8 თუ 9 მაისი – როდის უნდა აღვნიშნოთ ნაციზმის დამარცხება?

2022 წლის 8 მაისს ევროპა 77-ედ იზეიმებს მეორე მსოფლიო ომის დასრულებას და ნაციზმის დამარცხებას. ერთი დღის შემდეგ, 9 მაისს, საქართველო რუსეთთან და სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებთან ერთად აღნიშნავს ნაციზმზე გამარჯვებას. მოქალაქეთა ჯგუფი პეტიციით ითხოვს საქართველოს მთავრობამ მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების თარიღი 9 მაისის ნაცვლად 8 მაისით შეცვალოს. ხელისუფლება დუმს. „ბათუმელები“ ორ ისტორიკოსს ესაუბრა. ორივე ამბობს, …

საბჭოთა წარსულის გადააზრებისათვის არქივებზე ღია წვდომა აუცილებელია – IDFI

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ – IDFI საქართველოს არქივებში დაცულ საარქივო დოკუმენტებთან თავისუფალ წვდომას ითხოვს და ამ მიზნით   საქართველოს პარლამენტს  საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ეროვნულ საარქივო ფონდში დაცული ის დოკუმენტები, რომლებიც მოქალაქის პერსონალურ მონაცემებს შეიცავს, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი მკვლევრისთვის, თუ მისი შექმნიდან 75 წელია გასული. თუ საარქივო დოკუმენტის შექმნიდან (სისხლის სამართლის …

მევლუდა – რას წერდა აჭარელ ფირალზე დავით კლდიაშვილი

აჭარელ ფირალზე, მევლუდაზე, აჭარაში ძველად არაერთი ამბავი თუ ლეგენდა დადიოდა. ჰყვებოდნენ კაცზე, რომელიც უსამართლობის გამო იძულებული გახდა ტყეში გაჭრილიყო ყაჩაღად და უარი ეთქვა გლეხის ცხოვრებაზე. ვინ იყო მევლუდა, ამის შესახებ ქართველი მწერალი, დავით კლდიაშვილი გვიყვება თავის მოგონებებში. კლდიაშვილი წერს, რომ „სიცოცხლით სავსე ბიჭი“, მევლუდ დიასამიძე, მილიციელი იყო, როცა მგზავრის დაყაჩაღება დაჰბრალდა და დაიჭირეს, თუმცა ციხიდან …

„თავდასხმა“ ქალაქის უფროსის სახლზე – ნამდვილი დეტექტივი ძველი ბათუმიდან

ძველი გაზეთების დათვალიერებისას ერთ საინტერესო ცნობას წავაწყდი. 1883 წლის მაისში „დროებას“ პირველ გვერდზე გამოუქვეყნებია ტელეგრამა ბათომიდან, რომელშიც იუწყება, რომ მართლმსაჯულებამ იზეიმა, კოწია ერისთავი და ძმები შაშიკაშვილები გაამართლეს, ადვოკატი ხელში აყვანილი გამოიყვანეს დარბაზიდანო. ტელეგრამა აღელვებული კორესპონდენტის ნაწერს ჰგავს. უცებ მიხვდები, რაღაც განსაკუთრებულ ამბავთან უნდა გვქონდეს საქმე. და ასეცაა. ამბავი, რომელსაც ახლა გიამბობთ, მე-19 საუკუნის 80-იან წლებში …

საქართველოს რესპუბლიკის დაბადება – 1918 წლის 26 მაისი, 5:10 საათი

1918 წლის 26 მაისს თბილისში, მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში [ამჟამად მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე], ხალხმრავლობა იყო. სასახლის წინ მოედანი და ახლო ქუჩები ხალხით იყო სავსე. ამ შენობაში შუადღის 4 საათსა და 50 წუთზე გაიხსნა ეროვნული საბჭოს სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია. საღამოს, ზუსტად 5 საათსა და 10 წუთზე, ნოე ჟორდანიამ წაიკითხა …

აფხაზი მუჰაჯირები – 154 წლის წინანდელი ტრაგიკული თარიღის გამოძახილი

დღეს, 21 მაისს, აფხაზები მუჰაჯირობის დაწყების ტრაგიკულ თარიღს იხსენებენ. აფხაზეთს გარეთ კი, ეს თარიღი არავის ახსოვს. აფხაზეთში მუჰაჯირობას მოჰყვა მუჰაჯირობა აჭარიდან, თუ სამცხედან. 154 წლის წინ ქვეყანაში დაწყებული დრამატული ისტორია საინტერესოა იმითაც, რომ კარგად ჩანს, თუ როგორ აინტერესებდა რუსეთს აფხაზეთის კეთილდღეობა. ისტორიული დოკუმენტების მიხედვით, 1867 და 1877 წლებში აფხაზეთიდან თურქეთში რუსეთის იმპერიამ 50 ათასზე მეტი …

„შენ ვერ ნახავ ცხვირ-ჩამოშობილს ქობულეთელს“ – რას წერდა 1876 წელს „დროება“

1876 წელს გაზეთ „დროებაში“ ვრცელი წერილი გამოქვეყნდა სათაურით – „რა მოელის ქობულეთსა“, სადაც ამ კუთხის მაშინდელი ყოფაა გადმოცემული. ეს ის დროა, როცა აჭარა ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიის საზღვრებში იყო მოქცეული. „სულ ქობულეთში იქნება სამი ათასი კომლი კაცი (მოსახლე), ოციოდე სოფლად დაყოფილი. ქობულეთელებსა და გურულებს შორის იმოდენივე განსხვავება იქნება, როგორც ზემო-ქართლელსა და ქვემო-ქართლელებს შორის, სხვა და …

რა დავკარგეთ 100 წლის წინ საბჭოთა ოკუპაციის დროს – ინტერვიუ ლაშა ბაქრაძესთან

უჭირს კონკრეტული ჩამონათვალის გაკეთება იმისა, თუ რა დავკარგეთ, რადგან თვლის, რომ წარსულის შანსებზე საუბარი 100 წლის შემდეგ რთულია. ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ზუსტად 100 წლის წინ, როცა ბათუმში პირველი რესპუბლიკის პირველი კონსტიტუცია დაბეჭდეს, საქართველო „ძალიან კარგ გზაზე“ იდგა და გამორჩეულიც კი იყო მსოფლიოში თავისი სოციალური ექსპერიმენტებით. კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის შემდეგ ლაშა ბაქრაძე დამოუკიდებელი …

რამდენიმე პრობლემა, რაზეც ბათუმში კოვიდპაციენტები ჰყვებიან

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ეპიდსიტუაციის მართვის პრობლემებს არ აღიარებს და მხოლოდ ხარვეზებზე საუბრობს, კოვიდპაციენტები არაერთი მძიმე პრობლემის შესახებ ჰყვებიან, მათ შორის, ფეისბუქში. ზოგიერთი პაციენტი წერს იმასაც, თავად რომ არ მოეკითხა ტესტის პასუხი, ვერც კი გაიგებდა, კორონავირუსი რომ ჰქონდა. ამ დროს ისინი სხვებთან ჩვეულებრივად კონტაქტობდნენ. ტესტირების დაგვიანებული პასუხები, კლინიკაში ან კოვიდსასტუმროში დაგვიანებით გადაყვანა, საკმარისი ადგილების არქონა… …

ჰანა არენდტისა და მარტინ ჰაიდეგერის შთამბეჭდავი მიმოწერის ამბავი

ავტორი: მარიამ მუთიძე ჰანა არენდტი ებრაული წარმოშობის გერმანელ-ამერიკელი ფილოსოფოსი და მწერალი იყო, რომელიც ნაცისტურ გერმანიას გაექცა ამერიკაში და შექმნა უძლიერესი პოლიტიკური ფილოსოფიის სკოლა. ჰანამ ჩამოაყალიბა ტოტალიტარიზმის თეორიაც.  მარტინ ჰაიდეგერი კი, ნაცისტების მხარდამჭერი ფილოსოფოსი იყო. 1925 წელს მარბურგის უნივერსიტეტში შეხვდა ჰანას, ჰაიდეგერი მაშინ ლექტორი იყო, 36 წლის, უკვე დაქორწინებული კაცი, ჰანა კი მისი სტუდენტი. ჰანას გონებამახვილობამ, …

იუნუს წულუკიძე – დავიწყებული კანონმდებელი საქართველოს პირველი რესპუბლიკიდან

ავტორი: ირაკლი ირემაძე, ისტორიკოსი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელი _______________________ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან ახლად შექმნილი სახელმწიფო რთული გამოწვევების წინაშე იდგა. პირველ რიგში, საფრთხე ემუქრებოდა მისი ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილს, ამ პერიოდისათვის პირველ მსოფლიო ომში მონაწილე ოსმალეთს უკვე დაკავებული აქვს ბათუმის …

ვინ ვისი აგენტია, ანუ რას შეცვლის ლუსტრაციის კანონი

„სახელმწიფოს არ უნდა ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღება. როგორც კი ეს დაიწყება, მას პასუხების გაცემა მოუწევს ბევრ რამეზე, პასუხის გაცემა კი რთულია,“ – აღნიშნა ისტორიკოსმა, საბჭოთა წარსული კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა, დავით ჯიშკარიანმა. მან დღეს, 7 დეკემბერს ბათუმის დემოკრატიის სკოლაში საჯარო ლექცია გამართა. დავით ჯიშკარიანი წლებია მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცულ არქივში, ასევე ეროვნულ არქივში არსებულ დოკუმენტებთან. …

როგორ მოხვდა ტანკი სოფელ წონიარისში

აჭარის მაღალმთიანეთში მიმავალი ნებისმიერი მგზავრი, რომელსაც ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, წონიარისის ცენტრში ერთხელ მაინც გაუვლია, კვარცხლბეკზე შემოდგმულ ტანკს აუცილებლად შენიშნავდა. ტანკი წონიარისის თემის ცენტრში 1983 წლიდან დგას. მანამდე სოფელს „დიდი ბელადის“ – სტალინის წერილი მიუღია, რომელიც1945 წლის 18 აპრილით არის დათარიღებული. სტალინის წერილს კონკრეტული ადრესატი ჰყავდა – ჯელილ ბერიძე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ქედის …

როგორ ახასიათებდნენ XIX საუკუნის ბოლოს აჭარლებს

მე-19 საუკუნის აჭარის შესახებ ინფორმაცია ქართველი და უცხოელი მოგზაურების ჩანაწერებში გვხვდება. აქვე ვხვდებით აჭარლების დახასიათებას, როგორ იცვამდნენ, რას ჭამდნენ, რა თვისებები ახასიათებდათ აქ მცხოვრებ ადამიანებს. ნახეთ მოკლე ამონარიდები.  „მამაკაცები და ქალები ძალიან ლამაზები არიან, უყვართ გართობა. ადვილად ამყარებენ ურთიერთობას სხვასთან. მათი ძირითადი საქმიანობა მიწათმოქმედება და ხელოსნობაა. ორივეში გამოირჩევიან ოსტატობით, განსაკუთრებით ნახელავის ორნამენტული დამუშავებით. რელიგიის მხრივ …

უცნობი ყადირ შერვაშიძე

სულხან სალაძე დღეს 2016 წლის 26 მაისია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ვინმეს რომ ვკითხო, 1897 წლის 24 აგვისტოს შესახებ რამე ხომ არ ახსენდება, ალბათ პასუხი იქნება – არა. არადა, 1897 წლის 24 აგვისტოს აჭარაში სტუმრად მყოფმა თედო სახოკიამ ქედიდან ბათუმისაკენ აიღო გეზი. ბათუმისკენ ცხენით მიმავალ ეთნოგრაფს ოთხი თანამგზავრი ახლდა თან. ორი თუფან ბეგის შვილი იყო, ორიც …

ძველი საახალწლო ამბები არასაახალწლო ფინალებით

ავტორი: შოთა გუჯაბიძე ________________________ თოვლი და ბათუმი ვერ ეგუებიან ერთმანეთს. დაბერდები ამ ქალაქში და ორიოდე თოვას თუ მოესწრები, ჭეშმარიტ თოვას. ჰა, ჰა, სამს. თოვლჭყაპი არ ითვლება, ყველა წელს რომ მოდის, ძვალ-რბილში რომ ატარებს და უშეღავათოდ რომ უგებს ყველა ბრძოლას მსოფლიო ფეხსაცმლისმწარმოებელ ინდუსტრიას. ბათუმური თოვლი წელთაღრიცხვას იწყებს, დიდი თოვლი რომ მოვიდა, იმ წელს იყო ეგო, იხსენებენ. …

ოთხმოცი ათასი ქვის კენჭის შელოცვა – როგორ უხმობდნენ წვიმას ძველად აჭარაში

 

შელოცვები ძირითადად ხალხშია გავრცელებული და ხალხური კულტურის ფონდის კუთვნილებაა. შელოცვის წარმოშობას საფუძვლად უდევს მაგიური ძალის რწმენა და მისი შესრულება, როგორც წესი, მოითხოვს რიტუალს. აჭარის ფოლკლორი შელოცვებით მდიდარია. მთიან აჭარაში განსაკუთრებით სწამდათ შელოცვის ძალის, ისე სწამდათ, რომ სასურველი ამინდის დასადგომად ხანგრძლივ რიტუალს ატარებდნენ.  სჯეროდათ, რომ შელოცვების საშუალებით ამინდის მართვა შეეძლოთ. 

უცნობი აჭარა მინის ნეგატივებზე

 

 

ბათუმში, „იალონი სტუდიომ“ საუკუნის წინანდელი მინის ნეგატივების დასკანერება დაასრულა. 2013 წლის შემოდგომაზე, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში ფოტოგამოფენა გაიხსნება – დამთვალიერებლები 80 ფოტოს ნახავენ, რომელზეც გასული საუკუნის ბათუმი და აჭარის სოფლებია აღბეჭდილი. „იალონი სტუდიოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფოტოგრაფი, რეჟისორი და ძველი ბათუმის ფოტოკოლექციონერი შოთა გუჯაბიძე დარწმუნებულია, რომ გამოფენის გახსნის მომენტში მსოფლიოში არ იქნება უფრო საინტერესო გამოფენა, თუმცა 80 ფოტო სულ მცირე ნაწილია იმ ძველი არქივის, რომელსაც „იალონი სტუდიო“ რამდენიმე თვეა ამუშავებს.

Exit mobile version