მწვანე პასპორტები პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება

დღეს, 8 ნოემბერს, ირაკლი ღარიბაშვილმა ვაქცინაციის წამახალისებელ აქტივობებზე გააკეთა განცხადება, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. ღარიბაშვილის თქმით, პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება ე.წ. მწვანე პასპორტი და გაფართოვდება მისი მოქმედების არეალი. „პირველი დეკემბრიდან კვების ობიექტებში, გასართობ ცენტრებში, კინო-თეატრებსა და სხვა ობიექტებში მხოლოდ მწვანე პასპორტით შეძლებენ მოქალაქეები შესვლას. ამის თაობაზე დეტალური ჩამონათვალი იქნება დღესვე გავრცელებული. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ …

„წარმატება მინდა ვუსურვო წალენჯიხის მერს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„მე ასევე მინდა წარმატება ვუსურვო წალენჯიხის მერს, ერთადერთი ოპოზიციური კანდიდატი, რომელმაც გაიმარჯვა დამსახურებულად არჩევნებში,“ – აღნიშნა დღეს, 8 ნოემბერს, მთავრობის სხდომის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა. მან მეორე ტურში გამარჯვება მიულოცა არჩეულ მერებს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს მისმა ფრაზამ გაუგებრობა გამოიწვია. „ნებისმიერ მუნიციპალიტეტში სხვა კანდიდატი რომ გავიდეს, ცენტრალური მთავრობის გარეშე, უბრალოდ, პერსპექტივა არ აქვს,“ – …

მთავრობამ სახალხო არტისტებს და მხატვრებს 600-ლარიანი სტიპენდია დაუნიშნა

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 ნოემბრის დადგენილებით, სახელმწიფო სტიპენდია დაენიშნებათ: ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონებს, პრიზიორებს, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულებს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებს, სახალხო არტისტებს, სახალხო მხატვრებსა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებს. ამავე დადგენილების მიხედვით, სახალხო არტისტებს, სახალხო მხატვრებსა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებს დაენიშნოთ ყოველთვიური სტიპენდია 600 ლარის ოდენობით. სახალხო არტისტებს ან სახალხო …

ყველას კანონის შესაბამისად გაეცემა პასუხი – ღარიბაშვილი

ავტორი: ევა ართმელაძე  დღეს, 30 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს მიმდინარე თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე იყო პროვოკაციის მცდელობები, მათ შორის, ზუგდიდშიც: „ჩვენ, რა თქმა უნდა, არც ერთ პროვოკატორს არ მივცემთ უფლებას, რომ არეულობა და შფოთვა, ქაოსი შეიტანონ, ყველას ადგილზე, მნიშვნელობა არ აქვს რომელი პარტიის წარმომადგენელი იქნება, კანონის შესაბამისად გაეცემა პასუხი,“ – განაცხადა …

მე ვარ პრემიერ-მინისტრი და არა ექიმი – ღარიბაშვილი სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ

„მე ვარ პრემიერ-მინისტრი და არა ექიმი. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვები, მიმართეთ ექიმებს“ – ასე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 25 ოქტომბერს, ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც ექსპრეზიდენტ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანას შეეხებოდა. ღარიბაშვილს დღეს ასევე ჰკითხეს, მის პასუხისმგებლობაზე, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი დაიღუპება. „მე მოგიწოდებთ ყველას, მეტი სიყვარულით ილაპარაკოთ, მათ შორის თქვენს ბელადზეც. როგორ შეიძლება, …

ღარიბაშვილმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიულოცა სააკაშვილის დაკავება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას. ღარიბაშვილმა სააკაშვილზე საუბრისას თქვა – „ეს ადამიანი არ არის ნორმალური“, „დაამთავრა არასერიოზულად“. ღარიბაშვილი აცხადებს, რომ რადგან სააკაშვილი ციხეშია, ახლა აქვთ რეალური შანსი, „ქვეყანას მიხედონ“. „პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი საჩუქარი გაუკეთა ჩვენს ამომრჩეველს პირველ ოქტომბერს, როცა თავისი ფეხით შევიდა ციხეში. კიდევ …

რას ამბობს ღარიბაშვილი არჩილ ჩიქოვანის „ნაციონალების დროს“ მუშაობაზე

„მერე რა, რომ მუშაობდა? ყველა ადამიანი მუშაობდა, წამოვიდა და წამოსულია…“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა „ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატის შესახებ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იმ სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობდა, რომლის ხელმძღვანელიც მეგის ქარდავა იყო. ჟურნალისტებმა პრემიერ ღარიბაშვილს ჰკითხეს, ვინ არის არჩილ ჩიქოვანი, თუკი მეგის ქარდავა მიხეილ სააკაშვილის მარჯვენა ხელი იყო? მეგის ქარდავა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო …

„მნიშვნელობა არ აქვს, ევროპარლამენტარი რას იტყვის“ – ღარიბაშვილი სააკაშვილის პატიმრობაზე

„აბსოლიტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის,“ – განაცხადა დღეს, 19 ოქტომბერს, ბათუმში ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტარების საპასუხოდ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და უნდა გათავისუფლდეს, ვიდრე იგი არ წარსდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე. „მინდა გითხრათ, რომ კანონის აღსრულებას და სიმართლის და სამართლის აღსრულებას ჩვენს ქვეყანაში ვერავინ ვერ აღუდგება წინ, რამდენი ევროპარლამენტარიც არ …

ბათუმში 9 კორპუსის უკანონოდ აშენებაზე ღარიბაშვილი კითხვებს არ პასუხობს | VIDEO

დღეს, 11 ოქტომბერს, ბათუმში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა საკათედრო ტაძარში, სადაც 26 მაისის ქუჩაზე ბინის ნგრევის შედეგად დაღუპულები იყვნენ დასვენებულები. პანაშვიდიდან გამოსულმა პრემიერმა განაცხადა, რომ სამშენებლო ნებართვების პროცედურები გამკაცრდება. „ჩვენ ვგეგმავთ, რომ იმდენად გავამკაცროთ რეგულაციები… საერთოდ, ნებართვის გაცემის პროცედურები გაკონტროლდეს მკაცრად და ასეთი შეცდომა მეორედ არ უნდა იქნეს დაშვებული,“ – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. …

11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება

11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება. ამის შესახებ განცხადებას ირაკლი ღარიბაშვილი ავრცელებს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მათთან ერთად, ამ საზარელ ტრაგედიას სრულიად საქართველო გლოვობს. ჩემი გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება. სახელმწიფო მომხდარის შედეგად დაზარალებულებს ყველა შესაბამის დახმარებას გაუწევს. კანონის სრული სიმკაცრით …

ღარიბაშვილმა ივანიშვილს „ბიძინაობა“ მიულოცა სააკაშვილის დაკავებაზე განცხადების შემდეგ

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს გამართულ მოკლე ბრიფინგზე, სადაც მან მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე ისაუბრა, ბიძინა ივანიშვილს ბიძინაობა მიულოცა. „დღეს არის პირველი ოქტომბერი და ბიძინაობა. მე დღეს არ მქონია შესაძლებლობა, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის მიმელოცა დღევანდელი დღე, პირველი ოქტომბერი. 9 წელი გავიდა ისტორიული გამარჯვებიდან, რომელიც ჩვენმა დამფუძნებელმა ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვა. ვულოცავ ბატონო ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ …

სააკაშვილი დაკავებულია – ღარიბაშვილი

„მინდა მოსახლეობას ვაცნობო, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და ის გადაყვანილია პენიტენციალურ დაწესებულებაში“- განაცხადა დღეს, პირველ ოქტომბერს ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა. „ჩვენმა სამართალდამცავებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნის დაკავების ღონისძიება. სამართალდამცავებს ჰქონდათ ინფორმაცია მისი გადაადგილების შესახებ დაწყებული უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ. შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ დაკავებისთვის …

ღარიბაშვილი: ჩვენ გვყავს სუსის ღირსეული ხელმძღვანელი, ბატონი ლილუაშვილი 

დღეს, 30 სექტემბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებსა და უკანონო თვალთვალთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. პრემიერმა თქვა, რომ სუსის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 17 წელია მისი მეგობარია და დასძინა, რომ მასსა და ლილუაშვილს შორის დაპირისპირება არ არსებობს. ირაკლი ღარიბაშვილმა სავარაუდოდ სუსიდან გამოჟონილ ფაილებთან დაკავშირებით საუბარი სუსისთვის მადლობის გადახდით დაიწყო. „პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ …

„რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო?“ – ღარიბაშვილი სააკაშვილის დაბრუნებაზე

დღეს, 28 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მედიასთან კომენტარი გააკეთა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებაზე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თუ სააკაშვილი ჩამოვა, დააპატიმრებენ. „რა თქვა მიხომ ჩამოვდივარო?… მინდა მოსახლეობას ავუხსნა, რომ ეს კაცი (მიხეილ სააკაშვილი) რვა წელია იმუქრება რომ ჩამოვა, ჩამოვა და არ ჩამოდის. ვერ ჩამოდის იმიტომ, რომ მშიშარა კაცია. იცის, რომ შევა ციხეში. სააკაშვილის ერთადერთი …

ღარიბაშვილი გაეროში: ქართული ოცნებები ხდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას დეოკუპაციას, პანდემიის კრიზისს, საქართველოს ევროინტეგრაციასა და სხვა საკითხებს შეეხო. მისი თქმით, „ქართული ოცნებები ხდება“, ეკონომიკა კი „ჯანსაღდება“. „ვიტყვი, რომ ქართული ოცნებები ხდება. სამომავლო მისწრაფებებზე ბევრად მეტი გვაქვს და დღეს ისეთი შედეგებისთვის ვიღვწით, რასაც ჩვენი ხალხი საჭიროებს. ახალი კორონავირუსის მიზეზით გამოწვეული ღრმა ჩავარდნების მიუხედავად, ჩვენი …

სუსი აღკვეთავს – ღარიბაშვილი „ფაილების საქმეზე“

დღეს, 16 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ჟურნალისტებმა სავარაუდოდ სუსის მიერ მომზადებულ ფაილებზე დაუსვეს კიდევ ერთხელ შეკითხვა. ღარიბაშვილმა თქვა, რომ ეს ამბავი ქვეყნის იმიჯს აზიანებს და „ყველაფერი გაირკვევა“. „ქვეყანას აზიანებს მთელი ეს აჟიოტაჟი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზნით არის შექმნილი – არჩევნებისთვის. ჯერ ერთი ეს უნდა დამტკიცდეს, დადგინდეს, ვინ უსმენდა, როგორ უსმენდა, უსმენდა თუ …

გამოძიება იმუშავებს ვერსიაზე, ხომ არ არის ამაში ჩართული გახარია – ღარიბაშვილი „ფაილების საქმეზე“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ე.წ. „სუსის ფაილების“ საქმეში განიხილება ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას ან  ალექსანდრე ხოჯევანიშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის ჩართულობა. „გამოძიება დაწყებულია და ყველა ვერსიას დაამუშავებენ, მათ შორის იმ ვერსიას, ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ამ ყველაფერში ჩართული იყოს გახარია ან ხოჯევანიშვილი,“ – თქვა ირაკლი ღარიბაშილმა. მან აღნიშნა, რომ ალექსანდრე …

რას ამბობს ღარიბაშვილი ფაილების გავრცელებაზე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 14 სექტემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა სავარაუდოდ სუსიდან გაჟონილი ფაილების გავრცელებაში. „ეს ადამიანები აწყობენ ასეთ დესტაბილიზაციას და ცდილობენ მუდმივი პროვოკაციებით ჩვენი ხალხის დაძაბვას. მაგრამ ეს არ არის 90-იანი წლები, როცა კრიმინალები მართავდნენ ქვეყანას. ეს არ არის 2003 წელი და არ ეგონოს და ილუზია არ ჰქონდეს ვიღაცას. …ყოველ დღე ასმენინებენ თავიანთი პროვოკაციული …

„დიდი სურვილი მაქვს, ჩამოვიდეს სააკაშვილი“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩამოვიდეს ბატონი სააკაშვილი,“ – აღნიშნა დღეს, 5 სექტემბერს, ჟურნალისტებთან საუბრის დროს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მას მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლებლო დაბრუნებაზე ჰკითხეს. „გავერთობით ძალიან კარგად, მე მას შევპირდი, რომ დავახვედრებ ჰალსტუხების ძალიან ლამაზ კოლექციას და შევაბრძანებ ციხეში. გარემონტებულ ციხეში, სხვათა შორის“, – თქვა პრემიერმა ღარიბაშვილმა. რა ურჩია ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს, ნახეთ აქ.

ღარიბაშვილი ჟურნალისტებს: გირჩევთ, ჩემთან დებატებში არ შემოხვიდეთ

„მე გირჩევთ, რომ ჩემთან არ შემოხვიდეთ დებატებში,“ – მიმართა დღეს, 5 სექტემბერს, ჟურნალისტებს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, როცა მან პოლიტიკურ ოპონენტებს „დიკრედიტებული“ და „მარგინალები“ უწოდა, ხოლო ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, აგრესიაც ივანიშვილის დავალება ხომ არ იყო. „ეს ტონი არ არის, მე მოსახლეობას ვუხსნი, სიმართლეს ვეუბნები მოსახლეობას…“, – დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა. პოლიტიკოსების კრიტიკამდე ღარიბაშვილმა „ტვ პირველი“ გააკრიტიკა და …

„გამორიცხულია, „ქართული ოცნება“ არ დაუბრუნდება ამ შეთანხმებას“ – ღარიბაშვილი მიშელის შეთანხმებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე. მისი თქმით, ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა „არის ფარსი და სიყალბე“. „მათ ხელმოწერას ფასი ექნებოდა მაშინ, როცა ჩვენ ყველამ ერთად, ჩვენი დიდი მეგობრის შარლ მიშელის, ამერიკის ელჩის უშუალო მედიაციით დავასრულეთ ამ დოკუმენტზე მუშაობა და მაშინ ყველამ ერთად მოვაწერეთ ხელი, ყველა იმ …

ჩვენი სასამართლო სისტემა წინ უსწრებს EU-ს ქვეყნების სასამართლო სისტემას – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, პირველ სექტემბერს, ჟურნალისტებთან ისაუბრა 75 მილიონი ევროს ფინანსურ დახმარებაზე, რის მიღებაზეც საქართველომ გუშინ უარი განაცხადა. თუმცა გუშინ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა განაცხადა, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა, კერძოდ – გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი. EU – “საქართველომ ვერ შეძლო მაკროფინანსური დახმარების პირობების …

ღარიბაშვილი ტყუის, როცა აცხადებს, რომ „არც ერთი თეთრი სესხი წელს არ აგვიღია“

„არც ერთი ლარი, არც ერთი თეთრი სესხი წელს არ აგვიღია“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის 26 ივლისს. 26 ივლისის შემდეგ „ბათუმელების“ მიერ ფინანსთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციების დამუშავება ცხდყოფს, რომ პრემიერი ტყუის, რადგან 2021 წლის მაისიდან ივლისამდე პერიოდში საქართველოს მთავრობამ 2 ახალი სასესხო ხელშეკრულება გააფორმა. ლარი და თეთრი სახელმწიფოს სესხად ნამდვილად არ აუღია. მთავრობამ ღარიბაშვილის …

„კაცი ჩამოვიდა მოსკოვიდან“ – რა პრეტენზიები აქვს ღარიბაშვილს გახარიასთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს სამეგრელოში ყოფინისას ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ღარიბაშვილმა ექსპრემიერ გიორგი გახარიას ისევ „სახელმწიფოს და გუნდის მოღალატე“ უწოდა. „კაცი იყო ჯერ ბიზნესომბუდსმენი. დავიწყოთ იმიდან, რომ 2012 წელს მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. ჩამოვიდა მოსკოვიდან, შემდეგ ერთ-ერთი ადამიანის რეკომენდაციით მოხვდა მთავრობაში, დაინიშნა ბიზნესომბუდსმენად, შემდეგ გახდა ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ – შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდეგ – …

რას ფიქრობს ირაკლი ღარიბაშვილი ნინო ლომჯარიას მიერ არჩევნების გადადების თხოვნაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, დღეს მესტიაში მერობის კანდიდატის წარდგენაზე, სახალხო დამცველის მიერ არჩევნების გადადების მოწოდება შეაფასა, როგორც, ერთგვარად, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემუშავებული გეგმა. „გუშინ დაიწყეს აჟიოტაჟი, ვიმეორებ, იციან რა, რომ სასტიკად მარცხდებიან ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში, ეს ეგრეთ წოდებული ოპონენტები და ოპოზიცია, დაიწყეს საუბარი, რომ ხომ არ გადავდოთ არჩევნები და ამისთვის გამოიყენეს სახალხო დამცველის ინსტიტუტი. …

„მიშელის დახმარებით შევძელით ეს მავნებლები შეგვეყარა, უკაცრავად შეგვეყვანა პარლამენტში“ – პრემიერი ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, დღეს მესტიაში მერობის კანდიდატის წარდგენაზე, ტრადიციულად, ოპოზიციაზეც ისაუბრა. პრემიერის თქმით, ისინი შარლ მიშელისა და აშშ-ის მხარდაჭერით „შეყარეს პარლამენტში“. „თქვენ კარგად გახსოვთ, რომ არჩევნების შემდეგ დაიწყეს აბსოლუტურად ხელოვნურად ინსპირირებული, გამოგონილი რაღაც ბრალდებები პროვოკაციებით. საბოტაჟი და ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტის ფუნქციონირებას და მუშაობას. რითაც პრაქტიკულად დააზიანეს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი. მათ დაიწყეს საუბარი, უსაფუძვლო …

ყველა სოფლის წყალმომარაგება დასრულდება 2028 წლამდე – ღარიბაშვილი

დღეს, 17 აგვისტოს, ირაკლი ღარიბაშვილმა „ოცნების“ ქობულეთის მერობის კანდიდატის ლევან ზოიძის კანდიდატურის წარდგენისას  სასმელი წყლის პრობლემაზეც ისაუბრა. „გვაქვს სერიოზული გეგმები წყლის მიმართულებით, რადგან საქართველოში ჯერ კიდევ არის გამოწვევა ხარისხიანი სასმელი წყალი. ამიტომ ამ მიმართულებით რამდენიმე ასეული მილიონი წყლის მობილიზება გვაქვს გაკეთებული და დაიწყება აქტიურად მუშაობა. 2022 წელს ყველა ქალაქს ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება და ჯამში ყველა …

„გონიოში უნდა აშენდეს ახალი ქალაქი თავისი კაზინოებით, ბანკებით“ – ღარიბაშვილი

დღეს, 17 აგვისტოს, ქვეყნის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ხელვაჩაურში, გონიოს ციხის ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, ზაზა დიასამიძე წარადგინა. ირაკლი ღარიბაშვილმა სწორედ აქ განაცხადა, რომ გონიოში აშენდება ახალი ქალაქი კაზინოებითა და ბანკებით. „აქვე არსებობს უნიკალური ადგილი, გონიოს ყოფილი პოლიგონი, რომელიც არის დაახლოებით 300 ჰექტარი, უფრო მეტიც. ჩემი დავალებით მთავრობა მუშაობს, მათ შორის აჭარის ადგილობრივი ხელისუფალი ბატონი …

„ეკონომიკა დუღს, დაიწყო ახალი დოვლათის შექმნა” – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ლაგოდეხის მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის წარდგენისას ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოში “ეკონომიკა დუღს”. “ჩვენ თებერვლიდან დავიწყეთ ეტაპობრივი გახსნა  – ჩვენ ვიცოდით, რომ ძალიან ბევრ ადამიანს გაუჭირდა. ბევრმა დაკარგა სამუშაო ადგილი, ისედაც გაჭირვებულმა ხალხმა დაკარგა შემოსავალი და ის 200-ლარიანი დახმარებები არ იყო საკმარისი ჩვენი მხრიდან. ამიტომ საჭირო იყო ეკონომიკის …

ღარიბაშვილი ამბობს, რომ მერების ხელფასი 2 ათასი ლარია, რაც ტყუილია

„1800-2000 ლარია მერების ხელფასი… მერების ხელფასების გაორმაგება გვაქვს გადაწყვეტილი,“ – აღნიშნა დღეს, 9 აგვისტოს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, წარმოუდგენელია, მაგალითად, ქუთაისის ან ბათუმის მერის ხელფასი თვეში 2 ათასი ლარი იყოს. ბათუმის მერის ხელფასი 4500 ლარია. 4500 ლარი აქვს ხელფასი, მაგალითად, რუსთავის მერს, ქუთაისის მერის ხელფასი 2018 წლის მონაცემებით 3700 ლარი იყო, ქობულეთის მერის ხელფასი …

ღარიბაშვილი კოვიდზე აიცრა

დღეს, 8 აგვისტოს კორონავირუსზე პირდაპირ ეთერში აიცრა ირაკლი ღარიბაშვილი. იგი „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა. ღარიბაშვილის აცრას კორონავისურზე ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ესწრებოდა. „ძალიან ბევრი შემთხვევა არის იმის, რომ ჯანმრთელ ადამიანს მიუტანია სახლში კოვიდი. ძალიან ბევრი, სამწუხაროდ, ტრაგიკული ისტორიები ვიცით ჩვენ უკვე, ვინაიდან, მათ შემდეგ დაუინფიცირებიათ მშობლები, ახლობლები, მეგობრები, რომელთა …

„დანაშაულია ქეიფი?“ – ღარიბაშვილი უხერხულობას არ გრძნობს კოვიდწესების დარღვევის გამო

„მერე რა, დანაშაულია ქეიფი?“ –  ასე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 8 აგვისტოს ჟურნალისტების კითხვას, გრძნობს თუ არა უხერხულობას იმის ფონზე, რომ მთავრობა მოსახლეობას ქორწინებისგან და ქეიფებისგან თავშეკავებას, დისტანციის დაცვას და პირბადის ტარებას სთხოვს, მაშინ როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხალხმრავალ სუფრაზე ილხენს, ფიზიკური დისტანციის დარღვევით და პირბადის გარეშე. 7 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ძიუდოისტ ლაშა ბექაურის …

ღარიბაშვილი წელს მესამედ ამბობს, რომ წამლები ძალიან ძვირი ღირს

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 2 აგვისტოს, საქართველოში მედიკამენტების გაზრდილ ფასზე ისაუბრა მთავრობის სხდომაზე. „ამის თაობაზე ყველა უკიდურესად შეწუხებული და შეშფოთებულია. მე მქონდა არაერთი საუბარი კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელთან, რომელიც მუშაობს აღნიშნულ ანგარიშზე. ჩვენ მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს წარმოგვიდგენს უახლოეს რამდენიმე დღეში. ასევე მინდა, დავავალო ჯანდაცვის მინისტრს, მასთან მჭიდრო კოორდინაციაში ვიყოთ და დროულად წარვუდგინოთ საზოგადოებას არსებული ვითარების ანალიზი და …

უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და არა ფეისბუკჭორებს – ღარიბაშვილი ვაქცინაციაზე

დღეს, 26 ივლისს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მოსახლეობა უნდა დაეყრდნოს მეცნიერებს ამ საკითხში და არა დეზინფორმაციას, რომელიც სხვადასხვა წყაროთი ვრცელდება. „ძალიან ბევრი კითხვა ისმის, თუ რატომ არის აუცილებელი ვაქცინაციის ჩატარება, მინდა კიდევ ერთხელ მივმართო მოსახლეობას და ავუხსნა ვაქცინაციის მნიშვნელობა. აცრის შემდეგ, გარდაცვალება, რაც ყველაზე მტკივნეულია ჩვენთვის, პრაქტიკულად არის გამორიცხული. …

ღარიბაშვილის 8 ტყუილი

18 ივლისს ამერიკის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების საპასუხოდ ტვიტერზე დაწერა: „ამერიკელებმა ვიცით ლიდერის საფრთხე, რომელიც ქმნის საკუთარ ფაქტებს“. „ბათუმელები“ დღეს გთავაზობთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბოლო 5 თვეში შექმნილ „საკუთარ ფაქტებს“ – მინიმუმ 8 ისეთი ტყუილს, რაც ქვეყნის პრემიერმა თქვა და რომლის გადამოწმებაც ადვილად შეიძლება. ტყუილი 1 ღარიბაშვილმა ერთ-ერთი ბოლო …

რა იკითხება ღარიბაშვილის განცხადებებში – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„ორ ცეცხლს შორის არის ახლა „ოცნება“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია, რომელიც დღეს, 19 ივლისს, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას ადევნებდა თვალს და პრემიერ ღარიბაშვილს, რომელსაც ჟურნალისტებმა მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვეს – „როდის ტოვებთ თანამდებობას?“ პასუხად ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრის ადგილი დატოვა. მანამდე კი, მან კონკრეტული გზავნილები გააჟღერა, რაზეც, მისი თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ისაუბრა. რა ჩანს ღარიბაშვილის …

Exit mobile version