მთავარი,სიახლეები

მწვანე პასპორტები პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება

08.11.2021
მწვანე პასპორტები პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება

დღეს, 8 ნოემბერს, ირაკლი ღარიბაშვილმა ვაქცინაციის წამახალისებელ აქტივობებზე გააკეთა განცხადება, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

ღარიბაშვილის თქმით, პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება ე.წ. მწვანე პასპორტი და გაფართოვდება მისი მოქმედების არეალი.

„პირველი დეკემბრიდან კვების ობიექტებში, გასართობ ცენტრებში, კინო-თეატრებსა და სხვა ობიექტებში მხოლოდ მწვანე პასპორტით შეძლებენ მოქალაქეები შესვლას.

ამის თაობაზე დეტალური ჩამონათვალი იქნება დღესვე გავრცელებული.

პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ სრულად აქვს ჩატარებული ვაქცინაცია, ასევე ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ სტუმრებზე და არა იქ მომუშავე ადამიანებზე.

იყო მოსაზრება, რომ კორონავირუსგადატანილებზე  ყოფილიყო 6-თვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ეს შეზღუდვა მოგვეხსნა და საბჭომ გაიზიარა ჩემი წინადადება. მწვანე სტატუსი ექნება პირს, ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი“- ამბობს ღარიბაშვილი.

მისი თქმით, მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის და, ასევე, ტურისტებისთვის.

ღარიბაშვილის თქმით, ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება, თუმცა აქტიური გახდება იმუნიზაციის კამპანია და ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება ვაქცინაციის სააგიტაციო ღონისძიებები.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: