„როდის გადადგებით?“ – ღარიბაშვილის ირონიული რეპლიკა ჟურნალისტებს

„როდის გადადგებით?“ – ასე მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 19 ივლისს, ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის მიმდინარეობისას სასტუმროს ფოიეში შეკრებილ ჟურნალისტებს. ღარიბაშვილმა სასტუმრო კონფერენციის საჯარო ნაწილის დასრულების შემდეგ დატოვა. კითხვის დასმის შემდეგ პრემიერმა სასტუმროს ფოიე სწრაფად დატოვა. პრემიერის ეს რეპლიკა ჟურნალისტებისთვის მოულოდნელი იყო და კადრის გადაღება მხოლოდ ტელეკომპანია „ფორმულამ“ შეძლო. „როდის გადადგებით?“ – ეს იყო ერთადერთი კითხვა, …

როდის გადადგებით? – ჟურნალისტებმა ღარიბაშვილს მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვეს

როდის გადადგები? – ეს იყო ერთადერთი კითხვა, რაც ჟურნალისტებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს დღეს დაუსვეს. ამ კითხვის შემდეგ მან ტრიბუნა დატოვა. მანამდე კი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა თუ რა ინფორმაცია მიაწოდა შარლ მიშელს იმის თაობაზე, თუ როგორ ასრულებს „ქართული ოცნება“ შეთანხმებას: „მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა პრეზიდენტ მიშელთან, მინდა, პირველ რიგში ვთქვა, რომ დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი …

კელი დეგნანის პასუხის პასუხი საქართველოს ხელისუფლებას

დღეს აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ისევ ისაუბრა იმაზე, რომ საქართველოში სასამართლო რეფორმა არ ჩატარებულა და საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია შარლ მიშელის ხელშეკრულება, როცა მოსამართლეების დანიშვნა არ შეაჩერა. მის ამ განცხადებას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ ლიდერების შეფარული კრიტიკა „არაკეთილსინდისიერ მაღალჩინოსანზე“, რომელმაც აშშ-ის 19 ივლისის პოლიტიკური შეთანხმების შესრულებაზე დამახინჯებული ინფორმაცია მიაწოდა. ქართველ პოლიტიკოსებს …

ღარიბაშვილი წერს, რომ ილია მეორეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ილია მეორეს შეხვდა. „შეხვედრა მქონდა ჩვენს პატრიარქთან. ვისაუბრეთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ჩვენს ხალხს აწუხებს. მოვისმინე მისი რჩევები და მოსაზრებები, რომელიც ყოველთვის სასარგებლო და გასათვალისწინებელია. მის უწმინდესობას ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი. აღსანიშნავია, რომ ეს არის 5 ივლისის მოვლენების შემდგომ პრემიერის პირველი …

ღარიბაშვილი facebook-ზე კრიტიკულ მოქალაქეებს ბლოკავს, მას ამის უფლება არ აქვს

რა უფლებით ბლოკავს პრემიერი ჟურნალისტებს ფეისბუქგვერდზე, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, „აქვს კი ამის უფლება პრემიერს, რომ დაბლოკოს მისთვის არასასურველი ჟურნალისტები ოფიციალური გვერდიდან?“ – კითხულობს ჟურნალისტი თელარა გელანტია. მან 11 ივლისს, როცა აქციაზე სასტიკად ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა, პოსტი დადო: „როცა გაიღვიძებთ, ესეც ნახეთ, ბატონო პრემიერო“. ჟურნალისტმა ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ფეისბუქგვერდის მონიშვნა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. თელარა …

რა უნდა ვქნათ, როცა პრემიერი კონსტიტუციის გაუქმებას ცდილობს? – ინტერვიუ HRW-ის ასოცირებულ დირექტორთან

„პირველ რიგში, ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს რიტორიკა, რომელიც პოპულისტურია და არ ემსახურება საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვას,“ – მიიჩნევს გიორგი გოგია, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ასოცირებული დირექტორი. მას ვკითხეთ, რა უნდა ქნას საზოგადოებამ, როცა პრემიერი ღიად აცხადებს, რომ ქვეყანას მართავს არა კონსტიტუციის შესაბამისად [უმრავლესობის მმართველობა უმცირესობების უფლების დაცვით], არამედ უმრავლესობის …

„ეს არის ჩუმი რევოლუცია ხელისუფლების მხრიდან“ – გიორგი მშვენიერაძე

„საზოგადოებას თუკი სურს დემოკრატიის დაცვა და ჩუმი რევოლუციის თავიდან აცილება, რომელსაც ახლა მიმართავს საქართველოს ხელისუფლება, საჭიროა მკაცრი, მაგრამ მშვიდობიანი წინააღმდეგობა,“ – მიიჩნევს გიორგი მშვენიერაძე, იურისტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. მისი თქმით, პრემიერის დღევანდელი განცხადება ცხადად გვაჩვენებს, თუ რა ტიპის მმართველობა მყარდება ქვეყანაში. „ეს ანტიკონსტიტუციური მმართველობის მოდელია“ – ამბობს იურისტი. გიორგი მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ ახლა საქართველოში …

„ეს არის რუსული კურსი, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის დაქუცმაცებას“ – ხაზარაძე

საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებით, ღარიბაშვილი და მისი მთავრობა ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს. ოპოზიციამ განცხადება დღეს, 12 ივლისს, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები არის დადასტურება იმის, რომ ღარიბაშვილი ქვეყნის კურსს ცვლის. „ეს არის რუსული კურსი, რომელსაც ღარიბაშვილი ივანიშვილის ჩაწოდებით ახორციელებს, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის დაქუცმაცებას, საზოგადოების დაშლას სხვადასხვა ინტერესებად. …

„ღარიბაშვილის გამოსვლა არის დიქტატურის ანონსი“ – ზაალ ანდრონიკაშვილი

„სწორედ ამ დღეებში ხდება საქართველოს გაფორმება ავტორიტარულ რეჟიმად,“ – მიიჩნევს ზაალ ანდრონიკაშვილი, პუბლიცისტი, ლაიბნიცის ლიტერატურისა და კულტურის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი და ილიას უნივერსიტეტის პროფესორი. მას ვკითხეთ, თუ რა დაინახა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებში. გარდა იმისა, რომ დღეს, 12 ივლისს, პრემიერმა შეთქმულების თეორია დააბრალა „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს და პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა ადამიანები, რომელთა უფლებების დაცვაც სახელმწიფომ ვერ …

„პრემიერი გახდა ძალიან საშიში, ეს არის ხელის აღება კონსტიტუციაზე“ – საია

„ეს არის ხელის აღება კონსტიტუციურ ვალდებულებებზე,“ – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე. ღარიბაშვილმა 12 ივლისს თქვა, რომ უმრავლესობას უნდა დავემორჩილოთ. „როცა 95 პროცენტი არის წინააღმდეგი დემონსტრაციულად პროპაგანდისტული მარშის თუ აღლუმის ჩატარების, ამას, მეგობრებო, ყველანი უნდა დავემორჩილოთ. ეს არის ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრი, ჩვენ ამას ყოველთვის გავუწევთ ანგარიშს,“ …

ღარიბაშვილის წამოცდენა: მნიშვნელობა არ აქვს რა მიზეზით დაისაჯ… დაიღუპა ლაშქარავა

„მნიშვნელობა არ აქვს რა მიზეზით დაისაჯ… დაიღუპა ბატონი ალექსანდრე ლაშქარავა“ – განაცხადა დღეს, 12 ივლისს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან დღეს კიდევ ერთხელ გააჟღერა თავისი ვერსია იმის შესახებ, რომ 5 ივლისის და შემდგომი მოვლენები, როცა საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული ძალადობრივი აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს და მოქალაქეებს დაესხნენ თავს, არის „ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების“ „რევანშისტული, რადიკალური შეთქმულება“. „ყველა მოძალადე …

19 ორგანიზაცია ღარიბაშვილის და გომელაურის გადადგომას ითხოვს

19 არასამთავრობო ორგანიზაცია ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის და შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას ითხოვს. განცხადებას გთავაზობთ უცვლელად: ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, გამოვხატავთ მწუხარებას და გულისტკივილს ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და ახლობლებს. ლექსო ლაშქარავა იყო მედიის იმ 50-ზე მეტი წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი, რომლებიც 5 ივლისს …

ღარიბაშვილის განცხადება სამარცხვინო და არასახელმწიფოებრივია – გიორგი გოგია

დღეს, 5 ივლისს, პრაიდთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა. მან პირდაპირ განაცხადა, რომ პრაიდის ჩატარება მიზანშეწონილად არ მიაჩნია და არა ძალადობრივ ჯგუფებს, არამედ პრაიდის მონაწილეებს მოუწოდა „მოსალოდნელი რისკები“ გაითვალისწინონ. რამდენად ადეკვატურია პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება და ახალისებს თუ არა ეს ჰომოფობიურ ჯგუფებს ქვეყანაში? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციის – Human Rights …

„6 665 ადამიანის ყოველთვიური საარსებო თქვენ მაჯაზე გკიდიათ“ – პარლამენტარი პრემიერ-მინიტრს

„6 665 ადამიანის ყოველთვიური საარსებო თქვენ პირდაპირ მაჯაზე გკიდიათ ხოლმე ბატონო ირაკლი” – ამ სიტყვებით მიმართა დღეს, 25 ივნისს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას „და აგერ არის ის საათი, რომელშიც თქვენ 300 000 ლარი გაქვთ გადახდილი” – დასძინა ხაბეიშვილმა, რომელსაც საათის ფოტოს ქსეროასლი ეჭირა ხელში. „აი, მაგალითად, …

როდემდე უნდა ელაპარაკოთ რელიგიურ უმცირესობებს სუს-ის ენით – დეპუტატი პრემიერს

დღეს, 25 ივნისს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საპარლამენტო მოსმენისას დეპუტატებმა კითხვები დაუსვეს. რელიგიურ უმცირესობებთან და ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს კითხვა დაუსვა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ტარიელ ნაკაიძემ. „როდემდე უნდა ესაუბროთ სუს-ის ენით, საქართველოს მოქალაქე უმცირესობებს და როდის შეძლებთ გასცეთ პოლიტიკური ნება, რომ ბათუმში აშენდეს ახალი მეჩეთი? ხომ არ ფიქრობთ, რომ რელიგიის სახელმწიფო სააგენტო, რომელსაც 5 …

ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის

ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის, თუმცა სავალდებულო რჩება პირბადის ტარება ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში. ამის შესახებ განცხადება დღეს, 22 ივნისს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. ასევე, პირველი ივლისიდან უქმდება გადაადგილების შეზღუდვა, ე.წ. კომენდანტის საათი. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ორ კვირაში ქვეყანაში შემოვა მილიონი დოზა ვაქცინა და დაიწყება ვაქცინაციის ინტენსიური პროცესი.

არ გავაგრძელებთ ნამახვანჰესის პროექტს იმ პირობებით, რა პირობებითაც ის მემკვიდრეობით დაგვხვდა – ღარიბაშვილი

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც დღეს ქუთაისში იმყოფება, ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით განმარტა, რომ ეს ჰესი „იმ პირობებით, რა პირობებითაც ის მემკვიდრეობით დაგვხვდა, არ გავაგრძელებთ“. მთავრობის განცხადებას გთავაზობთ უცვლელად: „რაც შეეხება ნამახვანის პროექტს, მოგეხსენებათ, ეს პრობლემა მემკვიდრეობით დამხვდა და მე ამაზე აქტიურად ვმუშაობ;  იმ პირობებით, რა პირობებითაც ახლა ეს პროექტი არის და დაგვხვდა ის …

კომენდანტის საათზე მივიღებთ გადაწყვეტილებას – ღარიბაშვილი

„ბევრი ჩივილი გვესმის იმასთან დაკავშირებით, რომ კომენდანტის საათი არის შემაწუხებელი. ჩვენ ამის თაობაზე ვიმსჯელებთ, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს, იმის მიხედვით, თუ როგორი რეკომენდაციები იქნება ჯანდაცვის სამინისტროსგან“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა დღეს, 17 მაისს, მთავრობის სხდომაზე. მან აღნიშნა, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად, ტურისტების ნაკადიც იზრდება საქართველოში და მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ადეკვატურად უპასუხოს ტურისტების …

ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი აქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ღარიბაშვილმა თავად განაცხადა. „ტესტირების შედეგად დამიდასტურდა კორონავირუსი. თავს კარგად ვგრძნობ, ვიმყოფები თვითიზოლაციაში და ვაგრძელებ მუშაობას დისტანციურ რეჟიმში,“ – წერს ღარიბაშვილი ფეისბუქზე.

ღარიბაშვილმა ორი ახალი მინისტრი წარადგინა

დღეს, პირველ აპრილს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორი ახალი მინისტრი წარადგინა. რატი ბრეგაძე იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა, ხოლო ფინანსთა მინისტრად ღარიბაშვილმა ლაშა ხუციშვილი წარადგინა. ლაშა ხუციშვილს 2014 წლიდან ეკავა ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა. რატი ბრეგაძეს, ღარიბაშვილის განცხადებით, 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე სხვადასხვა პერიოდში ეკავა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის,  განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორის მოადგილის, დიასპორის …

ირაკლი ღარიბაშვილი: ვადამდელი არჩევნების საკითხი არის დახურული

„ვადამდელი არჩევნების საკითხი არის დახურული, პოილიტპატიმრები ჩვენს ქვეყანაში არ არსებობდა,“ – განაცხადა დღეს, 29 მარტს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, როცა მას ჟურნალისტებმა ოპოზიციასთან მოლოპარაკების რესურსზე ჰკითხეს. ირაკლი ღარიბაშვილმა მოლაპარაკების პროცესზე საუბრის დროს ისაუბრა იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, ხოლო „სააკაშვილის შესაძლო ჩართულობა არის შეურაცხმყოფელი,“ – თქვა მან. პრემიერის თქმით, ხელისუფლება მზადააა გონივრული და სამართლიანი კომპრომისის …

„ეს არის აბსურდი“ – ღარიბაშვილი თორნიკე რიჟვაძის გადადგომაზე

დღეს, 25 მარტს, ბათუმში ჩამოსულ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე დატოვებს თუ არა თანამდებობას, რის შესახებაც ინფორმაცია მედიაში ბოლო დღეებში ვრცელდება. „ბატონო თორნიკე რიჟვაძე არის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული მმართველი, ეფექტური მენეჯერი, ჩვენი გუნდის წევრი. აბსოლუტურად გაუგებარი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ეს აჟიოტაჟი. ეს არის აბსურდი და არავითარი სერიოზული …

ღარიბაშვილისა და ბერას სკანდალზე გამოძიება უნებართვო ჩაწერა-გავრცელების მუხლით დაიწყო

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. „საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩანაწერის მოპოვებისა …

კობახიძე: „ჩემი პატივისცემა ღირსეულ პრემიერს და ღირსეული ოჯახის ღირსეულ შვილს, ბერას“

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს, სადაც, შესაძლოა, ირაკლი ღარიბაშვილი, ანზორ ჩუბინიძე და ბერა ივანიშვილი მონაწილეობენ. „აშკარაა, რომ ნაციონალური მოძრაობა ვერ იშლის თავისას. უკანონო მოსმენა, ჩანაწერების ფაბრიკაცია, მორალური და ფიზიკური ძალადობა მათი ხელწერაა. ეს პარტია ვერ ამაღლდა და ვერც ვერასდროს ამაღლდება „კუდის” სიმაღლიდან, ანუ მორალური და …

ფარული ჩანაწერის შინაარსი ავთენტურობის დადგენის შემდეგ უნდა შეფასდეს – ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ფარული ჩანაწერების თემას ფეისბუქით გამოეხმაურა. სახალხო დამცველი წერს: „წლებია საქართველოში ჩვეულ პრაქტიკად იქცა პოლიტიკური ოპონენტების თუ სხვა მხრივ არასასურველი ადამიანების მორალური განადგურების, მათი დისკრედიტაციის თუ საქმიანი რეპუტაციის შესალახად ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება თუ ფაბრიკაცია. მრავალი წელია საზოგადოება უშედეგოდ ითხოვს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დროულ და ობიექტურ  გამოძიებას და შესაბამისი პირებისათვის პასუხისმგებლობის …

„გავხსნათ ნამდვილი და გულწრფელი დიალოგი“ – ღარიბაშვილი ოპოზიციას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ახლა, როცა ნიკა მელიას დაკავებით „კანონი აღსრულდა“, მოვიდა „ნამდვილი და გულწრფელი დიალოგის“ დრო. „დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღასრულა კანონი, რაც იყო აუცილებელი პირობა პოლიტიკაში რადიკალიზმის შესამცირებლად და სამართლიანი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. კანონის აღსრულებაზე ჩვენი ხალხის რეაქციამ დაადასტურა, რომ ქართული საზოგადოებისთვის უმთავრესი პრიორიტეტი სამართლისა და კანონის უზენაესობაა. თუმცა ჩვენ არ ვითვლით …

ის მოიყვანეს ეგზეკუტორად და უნდა წავიდეს – ღია საზოგადოების ფონდის დირექტორი ღარიბაშვილზე 

ღია საზოგადოების ფონდის დირექტორმა, ქეთი ხუციშვილმა ტვ პირველის ეთერში ოპოზიციონერი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შეფასებისას თქვა: „დღეს ფაქტობრივად დავრწმუნდით იმაში, რომ საქართველოში რუსეთის გავლენები გაიზარდა“. ფონდის დირექტორმა მელიას დაკავებას უწოდა პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი, ხოლო პრემიერ ღარიბაშვილს „ეგზოკუტორი“, რომელიც „ბრძოლის ტერმინებით მოვიდა“. ქეთი ხუციშვილის შეფასება: „დღეს ძალიან მძიმე და სამწუხარო ფაქტო მოხდა. ხელისუფლებამ, რომელიც ისედაც უკვე …

„ღარიბაშვილი ომის პარტიაა, გუშინ დანიშნული პრემიერი უნდა გადადგეს“ – ზვიად ქორიძე

მედიის სპეციალისტი ზვიად ქორიძე დღეს, 23 თებერვალს, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება და ამბობს, რომ „საქართველოს პარლამენტმა, თუ მას შერჩენია პოლიტიკური ინტუიცია და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, გადააყენოს გუშინ დანიშნული პრემიერი ღარიბაშვილი თანამდებობიდან“. ზვიად ქორიძე წერს: „ირაკლი ღარიბაშვილმა გადაწყვიტა, რომ წერტილი დაუსვას საქართველოს დამოუკიდებელი და დემოკრატიული განვითარების პროცესს. ნიკა მელიას დაპატიმრებითა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის დარბევით მან …

პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა დღეს, 22 თებერვალს,  ახალი პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა. პარლამენტის სხდომაზე რეგისტრაცია 94-მა დეპუტატმა გაიარა. 89 ხმით ორის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტმა ახალ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. ————————————————————————— საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი  18 თებერვალს გახდა ვაკანტური, მას შემდეგ, რაც მოქმედი პრემიერი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა. ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ვინაობა იმავე დღესვე გახდა ცნობილი. პარტია “ქართული ოცნების” …

რას უქადის საქართველოს ღარიბაშვილის მეორედ მოსვლა?

„ღარიბაშვილი არის ივანიშვილი ავატარით… მას ერთი სურვილი აქვს, შევარდეს დროზე ნაციონალების ოფისში, იქ ყველა დაარბიოს და ასე შემდეგ. მოკლედ რომ ვთქვათ, აწი რაც იქნება, ჩვენ ეგ უკვე ნანახი გვაქვს, მაგრამ ეს ყველაფერი ახლა იქნება კვადრატში, რადგან ახლა 2014 წელი აღარ არის, „ოცნებას“ აღარ აქვს იგივე ნდობა, რაც მაშინ ჰქონდა, კრიზისი კი, ღრმაა,“ – ჯერ „ოცნებიდან,“ …

„ვთხოვე, რომ მომცეს საშუალება დავუბრუნდე ჩემს ოჯახს“ – ცქიტიშვილი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ „ქართულ ოცნებაში“ გამართულ ბრიფინგზე თავად განაცხადა: „ბოროტად ვისარგებლე იმით, რომ ბატონ ირაკლის 15 წელია ვიცნობ, ძალიან ბევრი ერთობლივად გაკეთებული საქმე გვაკავშირებს ჯერ კიდევ საერთაშორისო ფონდ ქართუში, მაშინ, როდესაც ბატონი ირაკლი იყო მთავრობის მეთაური, მოგეხსენებათ, რომ მე მას ვეხმარებოდი, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. …

ღარიბაშვილმა მინისტრობის ორი ახალი კანდიდატი წარადგინა

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრობის ორი ახალი კანდიდატი წარადგინა. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტი დატოვა მაია ცქიტიშვილმა, მის ადგილს მინისტრის პირველი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე დაიკავებს. თავდაცვის მინისტრის პოსტზე კი ღარიბაშვილმა ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე წარადგინა. ღარიბაშვილის განცხადებით, სხვა მინისტრები პოსტს შეინარჩუნებენ. პრემიერ-მინისტრი და მთავრობის ახალი შემადგენლობა საქართველოს პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.  

ხიდაშელი: ღარიბაშვილს რუსულ-ჩინური ინტერესების გამტარ კომპანიაში მაღალ ხელფასს უხდიდნენ

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინათინ ხიდაშელი პრემიერობის კანდიდატსა და პარლამენტს მიმართავს. ამჟამად უკვე ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის” ხელმძღვანელის, თინათინ ხიდაშელის მიმართვაში აღნიშნულია, რომ ღარიბაშვილის გაპრემიერების შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი შესაძლოა პრობლემური გახდეს. „ცნობილია, რომ ბატონი ღარიბაშვილი 2015 წელს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში ჩინური სახელმწიფო კომპანია CEFC-ის მაღალანაზღაურებადი თანამშრომელი იყო. აღნიშნული კომპანია, მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით …

„საქართველო: პოლიტიკური კრიზისი რუსული სურნელით“ – ფრანგული Figaro

„საქართველო: პოლიტიკური კრიზისი რუსული სურნელით“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ფრანგული გამოცემა Le Figaro, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას შეეხება. Figaro წერს, რომ ეს არის ახალი ეპიზოდი საქართველოში პოლიტიკური კრიზისისა, რომელშიც 2019 წლიდან რუსეთიცაა გარეული. ,,რუსეთმა დიდი ხანია დაკარგა ადგილი 3,7 მილიონი ქართველის გულში“, – წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ 2021 წლის პოლიტიკური კრიზისი გაგრძელებაა …

„ნაციონალების გაუქმება“ – ღარიბაშვილის გეგმა ხელისუფლებაში მოსვლიდან 8 წლის შემდეგ

„პოლიტიკური ძალის გაუქმება თავდაცვის მინისტრის საქმე არ არის, ამას ამომრჩეველი წყვეტს. ამ გზავნილით ხელისუფლებას ამომრჩევლის მობილიზება სურს…“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია. მას ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ ვკითხეთ, რომელიც თავდაცვის მინისტრია და არჩევნებამდე ორი დღით ადრე ოპონენტის გაუქმება მოითხოვა. „ქვეყნის მოღალატე, ძირძველი ტერიტორიებისა და წმინდა ადგილების გადამცემი, მკვლელი და ხალხის მჩაგვრელი მასხარა სააკაშვილი და მისი მოღალატე …

თავდაცვის მინისტრად ღარიბაშვილი, შს მინისტრად გომელაური დაასახელეს

პრემიერობის კანდიდატად რამდენიმე წუთის წინ ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებულმა გიორგი გახარიამ, მთავრობაში ცვლილებები დაანონსა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური იქნება, ხოლო თავდაცვის მინიტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს წარადგენენ. მოქმედი თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია კი უშიშროების საბჭოში გადაინაცვლებს. პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თავად გადადგა გუშინ თანამდებობიდან. ის წელიწადი და ორი თვე იყო პრემიერი. დღეს მმართველი …

Exit mobile version