მთავარი,სიახლეები

ღარიბაშვილი ამბობს, რომ მერების ხელფასი 2 ათასი ლარია, რაც ტყუილია

09.08.2021
ღარიბაშვილი ამბობს, რომ მერების ხელფასი 2 ათასი ლარია, რაც ტყუილია

„1800-2000 ლარია მერების ხელფასი… მერების ხელფასების გაორმაგება გვაქვს გადაწყვეტილი,“ – აღნიშნა დღეს, 9 აგვისტოს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, წარმოუდგენელია, მაგალითად, ქუთაისის ან ბათუმის მერის ხელფასი თვეში 2 ათასი ლარი იყოს.

ბათუმის მერის ხელფასი 4500 ლარია. 4500 ლარი აქვს ხელფასი, მაგალითად, რუსთავის მერს, ქუთაისის მერის ხელფასი 2018 წლის მონაცემებით 3700 ლარი იყო, ქობულეთის მერის ხელფასი – 3500 ლარია.

„წარმოუდგენელია მერმა იმუშაოს 2 ათას ლარად, ამიტომ ეს საკითხი საჭიროებს დროულად გადაწყვეტას,“ – თქვა პრემიერმა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2022 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასი ეტაპობრივად გაიზრდება.

„წლების განმავლობაში საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა, ერთიანი ხედვა მთავრობას არ წარუდგენია… ვერ ვუწევთ კონკურენციას კერძო სექტორს,“ – დასძინა პრემიერმა.

ბათუმის მერიაში 2020 წელს გაცემული ხელფასები / წყარო: ბათუმის მერია

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: