მთავარი,სიახლეები

ღარიბაშვილმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიულოცა სააკაშვილის დაკავება

22.10.2021
ღარიბაშვილმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიულოცა სააკაშვილის დაკავება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას. ღარიბაშვილმა სააკაშვილზე საუბრისას თქვა – „ეს ადამიანი არ არის ნორმალური“, „დაამთავრა არასერიოზულად“.

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ რადგან სააკაშვილი ციხეშია, ახლა აქვთ რეალური შანსი, „ქვეყანას მიხედონ“.

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი საჩუქარი გაუკეთა ჩვენს ამომრჩეველს პირველ ოქტომბერს, როცა თავისი ფეხით შევიდა ციხეში. კიდევ ერთხელ მე მინდა მივულოცო ჩვენს მოსახლეობას. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ახლა გვაქვს რეალური შანსი, რომ საბოლოოდ ქვეყანას მივხედოთ, დავამშვიდოთ, დავაწყნაროთ, ვინაიდან ეს არასტაბილურობის შემქმნელი, დესტაბილიზაციის შემქმნელი ადამიანები არიან ციხეში და იქნებიან დიდ ხანს ციხეში, ვინაიდან მათი სასჯელი ამას ითვალისწინებს და ამის შემდეგ მივხედოთ რეალური პრობლემების მოგვარებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილს აქამდეც არაერთხელ განუცხადებია „ნაციონალური მოძრაობის“ დასრულებაზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: