მთავარი,სიახლეები

„დანაშაულია ქეიფი?“ – ღარიბაშვილი უხერხულობას არ გრძნობს კოვიდწესების დარღვევის გამო

08.08.2021
„დანაშაულია ქეიფი?“ – ღარიბაშვილი უხერხულობას არ გრძნობს კოვიდწესების დარღვევის გამო

„მერე რა, დანაშაულია ქეიფი?“ –  ასე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 8 აგვისტოს ჟურნალისტების კითხვას, გრძნობს თუ არა უხერხულობას იმის ფონზე, რომ მთავრობა მოსახლეობას ქორწინებისგან და ქეიფებისგან თავშეკავებას, დისტანციის დაცვას და პირბადის ტარებას სთხოვს, მაშინ როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხალხმრავალ სუფრაზე ილხენს, ფიზიკური დისტანციის დარღვევით და პირბადის გარეშე.

7 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მშობლიურ სოფელ არხილოსკალოში ჩავიდა, სადაც ოლიმპიურ ჩემპიონს დახვედრა მოუწყვეს. კადრებში, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩანს, რომ ღარიბაშვილი ხალხმრავალ სუფრასთან ზის.

ეს იმ ფონზე, როცა თავად ღარიბაშვილი, ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები და მთავრობის წარმომადგენლები მოსახლეობას არაერთგზის მოუწოდებენ, გართულებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე თავი შეიკავონ ხალხმრავალ თავყრილობებში მონაწილეობისგან, როგორებიცაა ქორწილი, ქელეხი და ა.შ.

26 ივლისს ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ინფიცირების მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა და ეს მათ შორის „უპასუხისმგებლო რამდენიმედღიანი აქციების შედეგია“. ამასთან, მან თქვა:

„კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, გამოვიჩინოთ ზედმეტი ყურადღება, სიფრთხილე, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ზოგადად ჩვენს აქტივობას, იქნება ეს ნებისმიერი შეკრება თუ ხალხმრავალი შეკრებები“.

ამავე თემაზე: 

https://netgazeti.ge/news/558338/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: