მთავარი,სიახლეები

„წარმატება მინდა ვუსურვო წალენჯიხის მერს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

08.11.2021
„წარმატება მინდა ვუსურვო წალენჯიხის მერს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„მე ასევე მინდა წარმატება ვუსურვო წალენჯიხის მერს, ერთადერთი ოპოზიციური კანდიდატი, რომელმაც გაიმარჯვა დამსახურებულად არჩევნებში,“ – აღნიშნა დღეს, 8 ნოემბერს, მთავრობის სხდომის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა. მან მეორე ტურში გამარჯვება მიულოცა არჩეულ მერებს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს მისმა ფრაზამ გაუგებრობა გამოიწვია.

„ნებისმიერ მუნიციპალიტეტში სხვა კანდიდატი რომ გავიდეს, ცენტრალური მთავრობის გარეშე, უბრალოდ, პერსპექტივა არ აქვს,“ – განაცხადა 21 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა.

„მე მინდა განვუცხადო მას, რომ ვიქნები მზად ვითანამშრომლოთ მასთან კონსტრუქციულ რეჟიმში. რა თქმა უნდა, როგორც პრემიერ-მინისტრი, გავაკეთებ იმდენივეს წალენჯიხისთვის და მათი მოსახლეობისთვის, რამდენიც სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტისთვის.

ჩემმა ნათქვამმა საარჩევნო კამპანიის დროს გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია, მაგრამ მე მინდა დავაზუსტო დღეს, რომ სრულ მზადყოფნას გამოვხატავთ, რომ ვითანამშრომლოთ ოპოზიციონერ მერთან,“ – აღნიშნა დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: