„ქობულეთის სამედიცინო ცენტრის“ თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ და აქციების დაწყებას აანონსებენ. განცხადებაში, რომელიც კლინიკის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, ზაალ მიქელაძე, რომელიც ამ ეტაპზე „ხალხის ძალაშია“, პირად გავლენებს იყენებს კლინიკის დასაზიანებლად. „პირადი ინტერესების გამო კლინიკას დაადო ყადაღა, რის შედეგადაც შეგვეზღუდა საბანკო ანგარიშებზე წვდომა, კლინიკა ვერ აგრძელებს სრულყოფილად მუშაობას, თანამშრომლებზე ხელფასის გაცემას …
Tag Archives: ზაალ მიქელაძე
რას ეუბნებიან ქობულეთელები ზაალ მიქელაძეს – რუსული კანონის ერთ-ერთ ავტორს
„გამჭვირვალობის მიზეზად დასახელება ხომ დემაგოგიაა? გამჭვირვალობა აკლიათ NGO-ებს? გამჭვირვალობა დეპუტატებს აკლიათ ზუსტად და მთავრობას, მათი შემოსავლები გაასაჯაროვონ, ეს ჯობია. „ალტ-ინფოს“ ვინ აფინანსებს კიდევ, ისიც ძალიან მაინტერესებს. ეს რუსული კანონია და ძალიან სახიფათო თამაშია,“ – ამას ეტყოდა ქობულეთში მცხოვრები ნანა კალანდაძე ზაალ მიქელაძეს, ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატს საქართველოს პარლამენტში და რუსული კანონის ავტორს. „ბათუმელები“ რამდენიმე ქობულეთელს ესაუბრა: …
Continue reading “რას ეუბნებიან ქობულეთელები ზაალ მიქელაძეს – რუსული კანონის ერთ-ერთ ავტორს”
რატომ შეუერთდა დეპუტატი ზაალ მიქელაძე „ოცნებიდან“ წასულ „ოთხეულს“
4 ოქტომბერს აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და პარლამენტის წევრი „ოცნებიდან“, ზაალ მიქელაძე მოძრაობა „ხალხის ძალას“ შეუერთდა. ეს მოძრაობა „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა: სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა დააარსეს წელს, აგვისტოში და აქამდე ძირითადად იმით გახდნენ ცნობილი, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მისამართით ავრცელებენ კრიტიკულ განცხადებებს. რატომ გადაწყვიტა ზაალ მიქელაძემ მოძრაობაში …
Continue reading “რატომ შეუერთდა დეპუტატი ზაალ მიქელაძე „ოცნებიდან“ წასულ „ოთხეულს“”
რა იცვლება ბათუმში პარკირების წესებში – აჭარის დეპუტაციის ინიციატივა პარლამენტში
პარლამენტმა დღეს, 26 აპრილს, მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ბათუმში პარკირების წესებს არეგულირებს. საქმე ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 3 პრიმა მუხლს, რაც ითვალისწინებს „ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევას“. საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, პარკირების შესახებ სამართალდარღვევებზე ბათუმში კომპეტენტურ ორგანოებს ფოტოს და ვიდეოს გადაღების უფლება ექნებათ. კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის …
Continue reading “რა იცვლება ბათუმში პარკირების წესებში – აჭარის დეპუტაციის ინიციატივა პარლამენტში”
ტყუილია, რომ ზაალ მიქელაძე კოვიდზე აცრის შემდეგ ცუდად არის
სიმართლეს არ შეესაბამება ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაქცინაციის შედეგად მძიმე გართულებები გამოუვლინდა ზაალ მიქელაძეს, აჭარის ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრს. „ბათუმელები“ დღეს ესაუბრა ზაალ მიქელაძეს. მან გვითხრა, რომ გაუგებარია, რას უკავშირდება აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება. „ჩემი ოჯახის წევრებმა ბოლო 24 საათში ალბათ 200 ზარს უპასუხეს, მე ალბათ 500 ზარზე მომიწია პასუხი …
Continue reading “ტყუილია, რომ ზაალ მიქელაძე კოვიდზე აცრის შემდეგ ცუდად არის”
როდის შეძლებენ მოქალაქეები აჭარაში მაჟორიტარებთან შეხვედრას
საქართველოს პარლამენტში აჭარის რეგიონი სამი მაჟორიტარი დეპუტატითაა წარმოდგენილი. ახალ დეპუტატებს ბიუროები თავიანთ სამაჟორიტარო ოლქებში ჯერ არ გაუხსნიათ. მეხუთე მოწვევის პარლამენტარ ანზორ ბოლქვაძეს კი ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში ოთხი ბიურო უკვე გახსნილი აქვს. „მე ახალდამწყები არ ვარ. გახსნილი მაქვს ბიუროები და გააგრძელებენ მუშაობას თავისთავად. არავინ არ გამიშვია. ყველა შეინარჩუნებს სამსახურს. სამი თანამშრომელი იქნება ხელვაჩაურის ბიუროში, …
Continue reading “როდის შეძლებენ მოქალაქეები აჭარაში მაჟორიტარებთან შეხვედრას”
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე იქნება, ზაალ მიქელაძე გადადგა
დღეს, 31 ივლისს, აჭარის მთავრობის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ პოსტს ტოვებს ზაალ მიქელაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნებიდან“. ზაალ მიქელაძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ნინო ნიჟარაძე დაიკავებს, მინისტრის მოადგილე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ნინო ნიჟარაძემ განსაკუთრებით …
Continue reading “აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე იქნება, ზაალ მიქელაძე გადადგა”
ზაალ მიქელაძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება
„ბათუმელების“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქობულეთიდან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე იქნება. „ბათუმელებს“ ეს ინფორმაცია მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელმა დაუდასტურა. დავუკავშირდით თავად ზაალ მიქელაძესაც, რომელმაც მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ამ თემაზე კონსულტაციები შედგა. ზაალ მიქელაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრია 2016 წლიდან. იგი პროფესიით ექიმია, სხვადასხვა წელს მუშაობდა ქობულეთის რაიონულ საავადმყოფოში პედიატრად …
Continue reading “ზაალ მიქელაძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება”
Covid19-ის 7 ახალი შემთხვევა აჭარაში – ინფიცირებულია მედპერსონალი
აჭარაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ორი ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. ეს ის პირები არიან, რომლებიც ამ კლასტერთან დაკავშირებით საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდნენ – ამის შესახებ 16 აპრილს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა. 5 ინფიცირებული კი სამედიცინო დაწესებულების მედპერსონალია. მინისტრმა არ დააზუსტა, უკავშირდება თუ არა ეს ხუთი შემთხვევაც ქობულეთის კლასტერს, რადგან, მისივე თქმით, ამ დეტალების …
Continue reading “Covid19-ის 7 ახალი შემთხვევა აჭარაში – ინფიცირებულია მედპერსონალი”
ზაალ მიქელაძე: ქობულეთის კლასტერის კვლევა დასრულებულია
„ქობულეთის კლასტერის სრული კვლევა დასრულებულია… ამ კლასტერში გვყავს 410 ადამიანი, რომელზეც გრძელდება ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა,“ – აცხადებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე. ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, ნებისმიერი კლინიკური ნიშნის გამოჩენის შემთხვევაში, განმეორებითი კვლევა ჩატარდება. მინისტრის თქმით, დღეს ცხელების ცენტრში გადაყვანილი 18 მოქალაქის და ასევე, ქობულეთის კონტაქტირებული 15 მოქალაქის ანალიზის კვლევის მიხედვით, ვირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა. …
Continue reading “ზაალ მიქელაძე: ქობულეთის კლასტერის კვლევა დასრულებულია”
კორონავირუსი დაუდასტურდა დედასა და მის ათ წლამდე ბავშვს – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი
აჭარაში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა – ამის შესახებ დღეს, 9 აპრილს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა. „ეს არიან ერთი ოჯახის წევრები, დედა-შვილი, დედა 40 წლამდე, ბავშვი 10 წლამდე, რომლებიც რამდენიმე დღის წინ გადმოვიდნენ თურქეთის რესპუბლიკიდან და იყვნენ საკარანტინო ზონაში. ეს არის იმპორტირებული შემთხვევა,“ – განაცხადა ზაალ მიქელაძემ. პაციენტებს გადმოსვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ აღმოაჩნდათ სიმპტომები …
ბათუმში სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან
აჭარაში კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა – ამის შესახებ დღეს, 6 აპრილს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა. „სამმა პაციენტმა დადასტურებული COVID-19-ით, რომლებიც კლინიკა მედალფაში გადიოდნენ მკურნალობას, გუშინ გაიარა პირველი ტესტირება და სამივე შემთხვევაში პასუხი იყო უარყოფითი. დღეს, რამდენიმე წუთის წინ, დასრულდა მეორე კვლევა და სამივეს პასუხი არის უარყოფითი, ანუ ეს პაციენტები ითვლებიან პრაქტიკულად ჯანმრთელებად, …
Continue reading “ბათუმში სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან”
კორონავირუსი ბათუმში კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა
აჭარაში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამის შესახებ დღეს, 4 აპრილს, განცხადება გააკეთა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ. „საკარანტინო ზონაში იყო ეს ადამიანი, მორიგი თერმოსკრინინგის დროს დაუდასტურდა ტემპერატურა. ეს იყო თურქეთიდან შემოსული პირი, ერთი კვირის წინ შემოვიდა. საბაჟოზე შემოსვლის დროს არ ჰქონდა ტემპერატურა, თუმცა გადაყვანილი იყო კარანტინში. ეს არის მორიგი იმპორტირებული შემთხვევა. პაციენტი 60 …
Continue reading “კორონავირუსი ბათუმში კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა”
„დარჩი სახლში ნიშნავს იმასაც, რომ არ გადახვიდე მეზობელთან ყავაზე“ – ზაალ მიქელაძე
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ. მისი თქმით, კორონავირუსის პრევენციისთვის უმნიშვნელოვანესია ადამიანებმა მკაცრად დაიცვან ფიზიკური იზოლაციიის წესები: „არავის არ მოუხსნია ადამიანებისთვის მოწოდება „დარჩი სახლში“. ნუ გაიგებენ, რომ „დარჩი სახლში“ ნიშნავს სამუშაოზე არ წახვიდე, მაგრამ იარო მეზობლებში, ყავაზე, დაბადების დღეებზე და ა.შ. სანამ ამას არ მიხვდება ჩვენი ხალხი, მანამდე უნდა იცოდნენ …
Continue reading “„დარჩი სახლში ნიშნავს იმასაც, რომ არ გადახვიდე მეზობელთან ყავაზე“ – ზაალ მიქელაძე”
კორონავირუსით ინფიცირებულია ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანი
ბათუმში დღეს, 30 მარტს, კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის სამინისტროში დღეს „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პაციენტს ინფიცირებულ პირთა კონტაქტისას გადაედო Covid-19. „მთავარის“ მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინფიცირებული პირი ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექიმია. „ბათუმელებმა“ ეს ინფორმაცია აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან, ზაალ მიქელაძესთან გადაამოწმა. „ბათუმელებმა“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრს ჰკითხა, იყო თუ არა ინფიცირებული ექიმი, რაც მინისტრმა უარყო. კითხვაზე, …
Continue reading “კორონავირუსით ინფიცირებულია ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანი”
საიდან არიან პაციენტები, რომელთაც დღეს ბათუმში COVID-19 დაუდასტურდათ
დღეს ბათუმში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ამ სამი მოქალაქიდან ერთი საქართველოს მოქალაქეა, მეორე – ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი [საქართველოსა და აშშ-ის მოქალაქე], მესამე მოქალაქე კი, რომელიც პროფესიით პილოტია, ჩრდილოეთ ევროპის რეგიონიდანაა. იგი სასტუმრო „ჰილტონში“ ცხოვრობდა და მინისტრის განმარტებით, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. „თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მას თავის ქვეყანაში, გამოფრენამდე ჩატარებული ჰქონდა …
Continue reading “საიდან არიან პაციენტები, რომელთაც დღეს ბათუმში COVID-19 დაუდასტურდათ”
თვითიზოლაციის დამრღვევი რისკის ქვეშ აყენებს ყველას, ვისთანაც კონტაქტი ექნება – ინტერვიუ
ბოლო პერიოდში გახშირდა უცხოეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მიერ თვითიზოლაციის დარღვევის ფაქტები, მეტი კონტროლისთვის ამ პროცესში პოლიციის ჩართვაც გახდა საჭირო. სპეციალისტები განმარტავენ, რომ თვითიზოლაციის წესების დარღვევისას შესაძლოა გაფართოვდეს ვირუსის გავრცელების წრე, ხოლო თუ ამ მოქალაქეს [დამრღვევს] შემდგომში ვირუსი გამოუვლინდება, ეს რისკი კიდევ უფრო იზრდება. სახელმწიფოს კი ამ დროს მეტი ძალისხმევის გაღება უწევს ინფიცირებულ პირთან დამატებითი კონტაქტების მოსაძიებლად …
ბათუმში საკარანტინო ზონისთვის ერთი სასტუმრო მზად არის – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ბათუმში საკარანტინო ზონის მოსაწყობად კერძო სასტუმრო შეარჩიეს. „ერთი 27 საწოლზეა გათვლილი სასტუმრო მზადყოფნაშია. თუ გაჩნდება ეპიდსიტუაცია, სხვა სასტუმროებთანაც გავაფორმებთ ხელშეკრულებას“, – ამბობს ზაალ მიქელაძე. მინისტრის თქმით, მთავრობა მულტისექტორულად მუშაობს კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით. ზაალ მიქელაძე აცხადებს, რომ „ყველგან დაცულია ის სტანდარტი, რასაც მოითხოვს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და დაავადებათა კონტროლის ცენტრი. …
Continue reading “ბათუმში საკარანტინო ზონისთვის ერთი სასტუმრო მზად არის – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი”
მინისტრი ექთნების ხელფასების შემცირებაზე – მედდებს ჩემთვის ჯერ არ მოუმართავთ
„ეს არის 520-ე დადგენილებაზე ძალით მიბმული თემა. რატომ მაინცადამაინც მედდის ხარჯზე აკლდება? კლინიკებს იმ თემაზე გადააქვთ, ვინც უფრო სენსიტიურია, რომ მეტად იხმაუროს და გამოჩნდეს,“ – ამბობს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე. მას ექთნების შესახებ ვკითხეთ, რომლებიც ამბობენ, რომ მთავრობის ახალი დადგენილების შემდეგ კლინიკებმა მათ ხელფასები შეუმცირეს. ექთნები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ მათი გასამრჯელო ისედაც მიზერულია. …
Continue reading “მინისტრი ექთნების ხელფასების შემცირებაზე – მედდებს ჩემთვის ჯერ არ მოუმართავთ”
ჯანდაცვის მინისტრი თურქეთში ავარიაზე: დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს
„დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს, ჩვენი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის,“ – გვითხრა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ. ის ტრაბზონში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელს ესაუბრა. ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია აქ აქვთ. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 30 დეკემბერს, სტამბოლთან მისვლამდე 150 კილომეტრის დაშორებით მოხდა. ავტობუსს თბილისიდან მიჰყავდა მგზავრები თურქეთში. წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსი ტრაილერს შეეჯახა. მომხდარზე ინფორმაცია …
Continue reading “ჯანდაცვის მინისტრი თურქეთში ავარიაზე: დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს”
ჯანდაცვის მინისტრი: დაშავებულ მუშას ფეხი შეუნარჩუნდება
„დაშავებულს ფეხი შეუნარჩუნდება,“ – ამბობს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე აბუსერიძის ქუჩაზე დაშავებული მუშების შესახებ. წყალანირების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, დღეს, 17 ნოემბერს, რკინის კონსტრუქციის დაცემის შედეგად ორი მუშა დაშავდა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთ მუშას ფეხი მოტეხილი ჰქონდა. „ორივე დაშავებულს ახლა ოპერაციას უკეთებენ. 40 წლამდე მამაკაცს ორივე წვივის ძვალი აქვს მოტეხილი, მას რეფერალურ ჰოსპიტალში უტარებენ …
Continue reading “ჯანდაცვის მინისტრი: დაშავებულ მუშას ფეხი შეუნარჩუნდება”
რა გააკეთა მთავრობამ სამარხებში ნეშტების აღმოჩენიდან 3 თვის განმავლობაში
ორ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობამ შექმნა კომისია ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე აღმოჩენილი სამარხების შესასწავლად, თუმცა ამ დრომდე არ აუღიათ დნმ-ის ანალიზი სამარხში აღმოჩენილი 150-მდე ნეშტისგან და კვლავ უცნობია, არასპეციალისტების მიერ გათხრილ სამარხში ნამდვილად იყვნენ თუ არა დაკრძალული 1937-1938 წლებში, დიდი ტერორის დროს აჭარაში დახვრეტილი პირები. ეს სამარხები 2017 წელს გათხარა ბათუმისა …
Continue reading “რა გააკეთა მთავრობამ სამარხებში ნეშტების აღმოჩენიდან 3 თვის განმავლობაში”
საცხოვრისის პროგრამა აჭარაში უკუმიგრირებული ეკომიგრანტებისთვის
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნვეყოფის პროგრამა უკუმიგრირებული ოჯახებისთვისაც მისაწვდომი იქნება, განსაკუთრებით ეს შეეხება სამეგრელოდან უკუმიგრირებულებს. პროგრამა ბენეფიციარებს საცხოვრებელი სახლების თანამონაწილეობით შეძენას სთავაზობს. პროგრამაში ცვლილებას დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე მხარი დაუჭირეს. მინისტრ ზაალ მიქელაძის განმარტებით, ცვლილება განსაკუთრებით იმ ეკომიგრანტებს შეეხება, რომლებიც 2000 წლამდე იყვნენ მიგრირებულები სხვადასხვა რეგიონებში: „მათგან ბევრი ოჯახი უკუმიგრირდა აჭარაში. ისინი …
Continue reading “საცხოვრისის პროგრამა აჭარაში უკუმიგრირებული ეკომიგრანტებისთვის”
რატომ არ შეეხო რესპუბლიკურ საავადმყოფოს აღჭურვის პროგრამაში 14 მაისს შესული ცვლილებები
სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამაში ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის აღჭურვისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის. პროგრამა საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 28 იანვარს დაამტკიცა. ცვლილებები კი, 14 მაისს შეიტანა. ამ პროგრამის მიხედვით, 2019 წელს, მაგალითად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მშენებარე მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო აპარატურითა და ავეჯით, ასევე საოჯახო ტექნიკითა და ინვენტარით …
ნაპოვნი სამარხებით გაღვიძებული ტკივილი – დიდი ტერორის 1050 მსხვერპლი აჭარიდან
1938 წლის იანვარია ბათუმში, საღამო. რუსთაველის ქუჩაზე, ორ ოთახში, განათლების განყოფილების თანამშრომელი ხასან გოგიტიძე ცხოვრობს 20 წლის ცოლთან, ასიკოსთან და შვილებთან ერთად. უფროსი შვილი წლის და ოთხი თვისაა, უმცროსი – სამი თვის. ხასანი ეს-ეს არის დაბრუნდა სახლში და ტყავის პორტფელი კართან დადო. ოჯახი სავახშმოდ ემზადება. ვახშმის შემდეგ თეატრში მიდიან, ასიკომ საგანგებოდ ამ დღისთვის მანიკიურიც კი …
Continue reading “ნაპოვნი სამარხებით გაღვიძებული ტკივილი – დიდი ტერორის 1050 მსხვერპლი აჭარიდან”
რა გაარკვია მინისტრმა? – გარდაცვლილი პაციენტების ახლობლები აქციების ისევ გამართვენ
„მინისტრი შუამავლობას დაგვპირდა, მაგიტომ დავიშალეთ, მაგრამ არაფერი შეცვლილა, არც კი შეგვხვედრია. ჩვენ მორიგი საპროტესტო აქციისთვის ვემზადებით,“ – ამბობს ნოდარ ქათამაძე. ის 21 მარტს ბათუმში გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ბიძაა. მისივე თქმით, სავარაუდოდ, გარდაცვლილი პაციენტების ახლობლები საპროტესტო აქციას შაბათს ისევ გამართავენ. აქციის ადგილი ამ ეტაპზე უცნობია. ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში გარდაცვლილი პაციენტების ახლობლები პერიოდულად მართავენ საპროტესტო აქციებს. ისინი …
გარდაცვლილი პაციენტების ახლობლების 6-პუნქტიანი მოთხოვნები სერგეენკოსა და პარლამენტს
ბათუმის საავადმყოფოებში ბოლო პერიოდში გარდაცვლილი 7 პაციენტის ახლობლები დღეს, 15 აპრილს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდნენ. შეხვედრაზე გარდაცვლილი პაციენტების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს სამინისტროს რეაგირება მომხდარ ფაქტებზე და მოსთხოვეს მინისტრს, ზაალ მიქელაძეს, მიმართოს საქართველოს პარლამენტს, რომ შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის პაციენტების დაღუპვის მიზეზებს. ასევე დაიწყება სამედიცინო დაწესებულებებისა და მედპერსონალის კვალიფიკაციის შესწავლა. დღევანდელ შეხვედრაზე …
მინისტრი რესპუბლიკურის აღჭურვა, მართვა, გადამზადებაზე: გადაუდებელი აუცილებლობა არ გვაქვს
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის აღჭურვისთვის ფინანსების გამოყოფის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. „დაანონსებულია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მიერ სახელმწიფო კლინიკების განვითარების კონცეფცია, რომლის ფარგლებშიც უნდა განვიხილოთ როგორც ახალი კლინიკის აღჭურვის თემა, ასევე მისი სამომავლო მართვის თემაც“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ ზაალ მიქელაძემ. მინისტრი ამბობს, რომ რაოდენობრივად ყველაფერი დათვლილია და იციან ზუსტი …
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლეთა აქცია
დღეს, 16 თებერვალს, კიდევ ერთი აქცია გაიმართა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან. ამჯერად აქციას ცოტა მონაწილე ჰყავდა, მაგრამ აქვე დაანონსეს კიდევ უფრო ხალხმრავალი აქცია, რომელიც შემდეგში აჭარის ტელევიზიასთან გაიმართება. ბენო ჭელიძე – რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი და მის თანამოაზრეები აჭარის ტელევიზიის პირდაპირი ეთერს ითხოვენ და დებატებში იწვევენ ზაალ მიქელაძეს – აჭარის ჯანდაცვის მინისტრს. იმ შემთხვევაში, თუ ზაალ მიქელაძე …
Continue reading “ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლეთა აქცია”
როგორ აღმოჩნდა „პაქსმენი“ საქართველოში
ევროპაში მრავალწლიანმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ თავის კანის გაგრილების მეთოდი ეფექტურია ქიმიოთერაპიით გამოწვეული თმის ცვენის პრევენციისთვის. 2017 წელს კი „პაქსმენმა“ ამერიკაში ოფიციალურად გაიარა სერტიფიცირების პროცესი. რა არის თავის კანის გაგრილების სისტემა ? „პაქსმენი“ არის სპეციალური ქუდით აღჭურვილი აპარატი, რომლის საშუალებითაც ხდება თავის კანის (სკალპის) გაგრილება საჭირო ტემპერატურამდე. სკალპის გაცივებისას მცირდება ქიმიოთერაპიული მედიკამენტების უარყოფითი ზემოქმედება თმის …
თორნიკე რიჟვაძემ ექიმებთან შეხვედრაც დახურა – რაზე ისაუბრეს „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“
აჭარის მთავრობაში სხდომების დახურვის შემდეგ თორნიკე რიჟვაძე „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ექიმებს მედიის გარეშე შეხვდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ექიმებთან სალაპარაკოდ აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან და ბათუმის მერთან ერთად მივიდა. დახურული შეხვედრის შემდეგ ექიმმა გია კიკაბიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ მშენებლობის დასრულების თარიღი ისევ უცნობია. ექიმებს ასევე სურდათ გაეგოთ, არის თუ არა ბიუჯეტში საკმარისი თანხა სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად. …
აჭარის ახალმა მთავრობამ მუშაობა დაიწყო
აჭარის ახალი მთავრობა, 21 ივლისს დაამტკიცეს. მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ახალი მინისტრები უკვე წარადგინა და ისინი უფლებამოსილების განხორციელებას დღეს, 23 ივლისს შეუდგებიან. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ჯაბა ფუტკარაძე დაინიშნა, სოფლის მეურნეობის მინისტრად კი ტიტე აროშიძე. ჯანდაცვას და განათლების სამინისტროს კვლავ ინგა შამილიშვილი და ზაალ მიქელაძე უხელმძღვანელებენ. ახალი მთავრობის დამტკიცებაში მონაწილეობა არ მიიღო უმაღლესი საბჭოს, …
წითელას 86 შემთხვევა – ბრიფინგი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში
დღეს, 30 იანვარს, აჭარაში წითელას შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროში, სადაც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ, წითელას შემთხვევების ზრდაზე და მის პრევენციაზე ისაუბრა. „დღეისათის უკვე 86 შემთხვევა გვაქვს, ამ წუთას კლინიკაში გვყავს ორი პაციენტი, ყველა დანარჩენი შემთხვევა არის ამბულატორიული. ერთადერთი გზა წითელას თავიდან ასარიდებლად, არის იმუნიცაზია. შემთხვევათა 80 პროცენტზე მეტი უკავშირდება სწორედ …
Continue reading “წითელას 86 შემთხვევა – ბრიფინგი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში”
„რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ექიმების წერილი პატარაძეს და მინისტრის განმარტება
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს წერილობით მიმართეს. ერთ-ერთი ექიმი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ისინი კატეგორიულად მოითხოვენ, არ გასხვისდეს საავადმყოფო, მათ შორის, მართვის უფლება. აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ „ბათუმელებთან“ 22 ნოემბერს აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება რესპუბლიკური საავადმყოფოს მართვის უფლების გასხვისებაზე. ამ საავადმყოფოს 100-პროცენტიანი წილი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეკუთვნის. „სტატიის გამოქვეყნებამდე გვეუბნებოდნენ, რომ არაფერიც არ …
Continue reading “„რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ექიმების წერილი პატარაძეს და მინისტრის განმარტება”
რატომ შეეცვალათ მეპატრონე ბათუმში სამედიცინო დაწესებულებებს
სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც 100 პროცენტიან წილს სახელმწიფო ფლობს, ქვემდებარეობა შეეცვალათ. „ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო“, „ინფექციური საავადმყოფო“ და „სამედიცინო განათლების ცენტრი“ აქამდე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარებოდა. ამჯერად ამ დაწესებულებების მართვას აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო განახორციელებს. „ერთგვარი უხერხულობა იქმნებოდა, როცა ცალკეულ პრობლემაზე საავადმყოფოს ადმინისტრაცია მიმართავდა ფინანსთა სამინისტროს, შემდეგ ეს სამინისტრო ჩვენ გვწერდა წერილს და …
Continue reading “რატომ შეეცვალათ მეპატრონე ბათუმში სამედიცინო დაწესებულებებს”
რატომ ვერ მკურნალობენ ძლიერ დამწვრობას აჭარაში?
აჭარის რეგიონში მოქმედ სამედიცინო კლინიკებში ძლიერი დამწვრობის მკურნალობის სერვისი არ მოქმედებს. კლინიკებში მხოლოდ პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაა შესაძლებელი. რეგიონში არც დამწვრობის სპეციალისტია. „მოთხოვნა არის დაბალი, რის გამოც არც ერთ კლინიკას არ უღირს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა და კადრების შენახვა,“ – განმარტავს ზაალ მიქელაძე, აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი. მისი თქმით, ქვეყანაში მოქმედი ერთადერთი …
Continue reading “რატომ ვერ მკურნალობენ ძლიერ დამწვრობას აჭარაში?”