„ლიბერასტები“ – რიჟვაძის ჰომოფობიური ლექსიკა სამოქალაქო მოძრაობის მიმართ

„ლიბერასტები“ უწოდა დღეს, 28 ივნისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ სამოქალაქო მოძრაობას „შინ ევროპისკენ,“ რომელიც ეროვნული ერთობის,  ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნას ითხოვს. ეს მოთხოვნა მას შემდეგ გაჩნდა, რაც გასულ კვირას საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო. თორნიკე რიჟვაძე, რომელიც აქამდე უმაღლესი საბჭოს ტრიბუნიდან ქურდული მენტალიტეტისთვის დამახასიათებელ ლექსიკას იყენებდა: „ვერავის ვერ გადაუღუნოთ“, „დავაი, დაახვიეთ“ და ასე …

„საქართველომ მიიღო ის, რაც დავიმსახურეთ“ – ღარიბაშვილი ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე

„საქართველომ მიიღო ის, რაც დავიმსახურეთ… ჩვენს ქვეყანას სამუდამოდ კარი გაუხსნეს ევროპაში. პირდაპირ იქნა ჩაწერილი, რომ მიენიჭა ევროპული პერსპექტივა იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა,“ – აღნიშნა დღეს, 24 ივნისს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ევროპული პერსპექტივა დაადასტურა ევროკავშირმა. ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე ყურადღება გაამახვილა პოლიტიკური პოლარიზების დასრულებისთვის მზაობაზე, რაც ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან პირველი …

ლიეტუვა იგრძნობს რუსეთის პასუხს კალინინგრადის სატრანსპორტო ბლოკადაზე – პატრუშევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა ლიეტუვის გადაწყვეტილებას კალინინგრადის რეგიონში საქონლის ტრანზიტის შეზღუდვის შესახებ მტრული უწოდა. მან თქვა, რომ რუსეთი მალე უპასუხებს კალინინგრადის სატრანსპორტო ბლოკადას და პასუხი იქნება სერიოზული და ლიეტუვის მოსახლეობისთვის საგრძნობი. „მოსკოვის პასუხი ლიეტუვის მიერ კალინინგრადის რეგიონის სატრანსპორტო ბლოკადაზე პირდაპირ გავლენას მოახდენს ბალტიის რესპუბლიკის მცხოვრებლებზე” – განაცხადა პატრუშევმა დღეს, 21 ივნისს, რუსეთის ჩრდილო-დასავლეთის …

„ოცნებამ“ თავისი ამომრჩეველი ვეღარ უნდა მოატყუოს“ – რა დრო სჭირდება კლანის დაშლას

„რეფორმა და კლანური მმართველობა ერთმანეთთან თავსებადი არ არის,“ – მიიჩნევს ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი და „სასამართლოს გუშაგი“ ხელმძღვანელი რეკომენდაციებზე, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს გაუწერა, მათ შორის, სასამართლო სისტემის ნაწილში. ნაზი ჯანეზაშვილის აზრით, ხელისუფლება, პირველ რიგში, სასამართლო კლანის არსებობას უნდა დაუპირისპირდეს, თუ მას გაუჩნდება ნება, რეალურად დაუახლოვდეს ევროპას და რეფორმები ფორმალური არ იქნება –  …

„ოცნებას“ ახლა მოუწევს ამტკიცოს, რომ ევროპა ცუდია და ჩვენ კარგები, რაც გაუჭირდება – ინტერვიუ

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი მიიჩნევს, რომ ამ დღეებში მკაფიოდ გამოჩნდება, რამდენად არის საქართველოში საზოგადოების გააზრებული არჩევანი ის, რაც აქამდე გამოკითხვებში არაერთხელ გამოჩნდა – მოსახლეობის 80 პროცენტი ირჩევს ევროინტეგრაციას. იაგო კაჭკაჭიშვილს ვკითხეთ – რა ეფექტი აქვს ფარდის ახდას ხელისუფლებაზე, რომელიც უკვე აღარ მალავს ანტიდასავლურ განწყობას? „ვიმუქრებით ფარდით ახდით, მაგრამ ფარდა უკვე ჩვენზეა ახდილი“ – ღარიბაშვილისგან დაანონსებულ ფარდის …

არსებობს მე-3 სცენარიც: ივანიშვილი ცვლის პრემიერს და ეს მეხამრიდის როლს ასრულებს – ინტერვიუ

„ფიქრობენ, რომ როგორც ადრე, ახლაც მანიპულაციებით მოახერხებენ ამის მოკვარახჭინებას: ჩაახშეს არაერთი პროტესტი, გადაიბირეს, დააშინეს, დაიჭირეს, ახლა ფიქრობენ, რომ როგორმე ამ პრობლემასაც გადალახავენ, მაგალითად, ომის თემის შემოტანით. ამას ფიქრობს სავარაუდოდ ღარიბაშვილი და ივანიშვილი, მაგრამ რას ფიქრობს ხალხი, ეს უკვე მალე გამოჩნდება,“ – მიიჩნევს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, არმაზ ახვლედიანი. მას პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის დღეს, 11 ივნისს გაკეთებული …

„ისე ნუ წარმოვაჩენთ, თითქოს სასწაულს კარგავს ქვეყანა“ – ირაკლი ღარიბაშვილი კანდიდატის სტატუსზე

„ისე ნუ წარმოვაჩენთ, თითქოს სასწაულს კარგავს ქვეყანა,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 11 ივნისს, როცა მან ჟურნალისტებთან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ისაუბრა. პრემიერმა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მნიშვნელობის გაუფასურება აქტიურად სცადა ევროკავშირის კრიტიკული რეზოლუციის და ამჯერად უკვე საქართველოს პრეზიდენტისგან საქართველოს მთავრობის კრიტიკის შემდეგ. პრემიერი არც იმას მოერიდა, რომ ევროკავშირი რეზოლუციაში ტყუილების ჩაწერაში დაედანაშაულებია. „ასეთ რეზოლიციას …

„არ უნდა გადავყვეთ ივანიშვილს“ – პრეზიდენტს მთავრობამ ევროპაში ვიზიტები შეუჩერა

„მე არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში: არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს,“ – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. დღეს, 10 ივნისს, მან განაცხადა, რომ ბრიუსელში იმყოფება და საქართველოს მთავრობამ მას ოფიციალური ვიზიტის გაგრძელებაზე უარი უთხრა. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მას საშუალება არ მისცეს დაიცვას საქართველოს პოზიცია ევროკავშირის კანდიდატის …

გადადგით ნაბიჯები კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად – მედიის ადვოკატირების კოალიცია

მედიის ადვოკატირების კოალიცია ხელისუფლებას მოუწოდებს გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ევროკავშირის  წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად. კოალიცია ეხმიანება 2022 წლის 9 ივნისს ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის (Verts/ALE, S&D, ECR, PPE, Renew Europe) მიერ საქართველოში მედიის თავისუფლებების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ ინიცირებული ერთობლივი რეზოლუციის მიღების ფაქტს. „როცა ჩვენი ქვეყანა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინშია, მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ქართველი …

ხუნდაძის აბსურდულმა განცხადებამ ცხადყო, რომ „ოცნებას“ ევროკავშირის წევრობა არ სურს – ნაკაიძე

საქართველოს პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე, მისი კოლეგის, „ქართული ოცნების“ წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას გამოეხმაურა ფეისბუქში. ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულმა დეპუტატმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს ვალდებულებებით მიიღებს, როგორც რეზოლუციაშია, საქართველომ სტატუსზე უარი უნდა თქვას. „დღეს დიმიტრი ხუნდაძის აბსურდულმა განცხადებამ ცხადყო, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირის წევრობა არ სურს. ადრეც იყო კულუარული საუბრები, რომ …

თუ სანქციები შეეხება ივანიშვილს, ეს პრობლემებს შეუქმნის მის ქონებას და „ოცნებასაც“ – პოლიტოლოგი

„ქართული ოცნება“ ჭირვეული ბავშვივით იქცევა… ასეთი ტონით საუბარი არ შეიძლება,“ – ასეთია პოლიტოლოგის და „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის, კორნელი კაკაჩიას შეფასება ირაკლი კობახიძის ბრიფინგზე. პოლიტოლოგის დაკვირვებით, ევროკავშირის რეზოლუციიდან მკაფიოდ ჩანს კონკრეტული პრობლემები, რაც ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. „ქართული ოცნება“ კი ცდილობს, საზოგადოება დააჯეროს, რომ თუკი კანდიდატის სტატუსზე უარს გვეტყვიან, ეს საქართველოს ხელისუფლების ბრალი არ იქნება. …

საქართველო შორდება ევროკავშირს და მოსკოვის ორბიტაზე ბრუნდება – Le Figaro

„საქართველო შორდება ევროკავშირს და მოსკოვის ორბიტაზე ბრუნდება“ – სტატიას ამ სათაურით გავლენიანი ფრანგული გამოცემა, Figaro აქვეყნებს. სტატიის ავტორი ჟურნალისტი იზაბელ ლაზერია. გამოცემის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა დაეგმო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და არ შეუერთდა სანქციებს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „უსარგებლოდ“ მიიჩნევს. გამოცემა წერს, რომ რუსეთი დონბასში კი აწარმოებს ცხარე ბრძოლებს, თუმცა რუსეთის ომი ყოფილი …

უკრაინამ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სხვა სიმბოლური ფორმატებით ჩანაცვლების მცდელობას სახის შენარჩუნების მცდელობას ადარებს. მისი თქმით, ევროპული არჩევანისთვის ათასობით უკრაინელმა საკუთარი სიცოცხლით გადაიხადა – უკრაინამ უნდა მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. „სახის შენარჩუნების მცდელობა – აი, ასე გამოიყურება უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის სიმბოლური ფორმატებით ჩანაცვლების მცდელობები. ათასობით უკრაინელმა საკუთარი სიცოცხლით ევროპული არჩევანისთვის გადაიხადა …

რუსეთის გაყინული ვალუტა უკრაინის აღდგენას მოხმარდეს – დისკუსია ევროკავშირში

ევროკავშირმა უნდა განიხილოს რუსეთისთვის გაყინული უცხოური ვალუტის რეზერვების ჩამორთმევა და უკრაინისთვის გადაცემა აღდგენის პროცესისთვის, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა ჟურნალ Financial Times-თან ინტერვიუში. ბორელმა გაიხსენა ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითი და აღნიშნა, რომ თუკი აშშ-მ ავღანეთში ძალაუფლების თალიბების ხელში გადასვლის შემდეგ მილიარდობით დოლარი ჩამოართვა ავღანეთის ცენტრალურ ბანკს, მაშინ ეს …

ბორელის თქმით, რუსეთს 35 დღეში 35 მილიარდი გადაუხადეს – „შევამციროთ ენერგოდამოკიდებულება“

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჟოზეფ ბორელმა, დღეს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპამ რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს. „რამდენიმე დღის წინ ამ პალატის წევრმა მითხრა, რომ ომი უნდა დავასრულოთ, რაც შეიძლება სწრაფად და ომის დასასრულებლად საუკეთესო იქნებოდა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შეწყვეტა. მაგრამ როდესაც ომი დასრულდება, როგორ დასრულდება? …

ჩინეთი ცდილობს გაგვაბრიყვოს, რომ თითქოს რუსეთს მხარს არ უჭერს – ევროპარლამენტარი

შვედმა ევროპარლამენტარმა, შარლი ვაიმერსმა, სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელს მიმართა და ჩინეთის რუსეთისადმი მხარდაჭერის სანაცვლოდ ევროკავშირის მიერ ტაივანის მხარდაჭერის გაზრდა შესთავაზა. „ბრიყვი“ – განიმარტება, როგორც ვიღაც, ვინც შეცდომაში შეიყვანეს ან მოატყუეს. ასევე, ვიღაც, ვისაც ძალიან უნდა დაიჯეროს ყველაფერი, რასაც სხვები ამბობენ“. ვშიშობ, ევროკავშირის ურთიერთობას ჩინეთთან ბოლო რამდენიმე …

ევროკავშირი ჩინეთს მოუწოდებს, რუსეთს იარაღი არ მიაწოდოს

დღეს, პირველ აპრილს, ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩინეთ-ევროკავშირის პირველი სამიტი გაიმართა. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირმა ჩინეთისგან მკაცრად მოითხოვა გარანტიები, რომ იგი რუსეთს არც იარაღს მიაწვდის და არც ეკონომიკური სანქციებისგან თავის არიდებაში დაეხმარება. სამიტი ონლაინფორმატში წარიმართა და მას ესწრებოდნენ ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები – ურსულა ფონ ჰაიეკი და შარლ მიშელი, ევროკავშირის უმაღლესი …

ჩინეთის დილემა – რა უფრო აწყობს უკრაინის ომში 

უკვე ოთხი კვირაა გრძელდება რუსეთის ომი უკრაინაში. ქვეყნებმა, რომლებიც ომის წინა და პირველ დღეებში, არა თუ ეხმარებოდნენ უკრაინას, არამედ ეწინააღმდეგებოდნენ უკრაინის მიმართულებით გაგზავნილ სამხედრო დახმარებას, პოზიციები შეიცვალეს. დასავლეთი და რამდენიმე აზიური ქვეყანა გაერთიანდა უკრაინის მხარდასაჭერად. რუსეთის წინააღმდეგ კი უპრეცედენტო სანქციები და ზომებია მიღებული. ახლა მთელი მსოფლიოს ყურადღება ჩინეთისკენაა – რამდენად შორს წავა ჩინეთისა და რუსეთის …

ევროკავშირი რუსეთში 300 ევროზე მეტი ფასის ფუფუნების საგნების შეტანას კრძალავს

ევროკავშირმა სანქციების მეოთხე პაკეტი დაუწესა რუსეთს უკრაინაში ომის გამო. ევროკავშირი ახალ პერსონალურ სანქციებს აწესებს  რუსი ოლიგარქების, კრემლის ლობისტებისა და პროპაგანდისტების, ასევე, საავიაციო, მანქანათმშენებელი და შეიარაღების მწარმოებელი კომპანიების წინააღმდეგ. სანქციების მეოთხე პაკეტი შეეხება შემდეგ კომპანიებსა და პირებს: ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს რუსეთის პირველი არხის გენერალურ დირექტორს, კონსტანტინ ერნსტს Альфа-Групп-ის მსხვილ აქციონერებს, ჰერმან ჰანსა და ალექსეი კუზმიჩევს Роснефти-ის …

რას ნიშნავს ევროკავშირის თანხმობა განიხილოს საქართველოს მიმართვა გაწევრიანებაზე

ევროკავშირში შემავალმა 27-მა ქვეყანამ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას წევრობის განაცხადთან დაკავშირებით ევროკომისიას, ბლოკის აღმასრულებელ ხელისუფლებას და კანდიდატ ქვეყნებთან მოლაპარაკებებზე პასუხისმგებელ ორგანოებს, სამივე ქვეყნის აპლიკაციებთან დაკავშირებით პირველადი მოსაზრების შემუშავება დაავალა. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times ავრცელებს. ეს, განაცხადების შემდეგ, აპლიკაციების განხილვისთვის გადადგმული პირველი ნაბიჯია. პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. რა …

რა ელის რუსეთს, თუ ევროპა არ იყიდის მის ნავთობსა და გაზს – ინტერვიუ ექსპერტთან

უკრაინაზე შეიარაღებული თავდასხმისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ რუსეთს მრავალმხრივი სანქცია  დაუწესა. რუსეთის ყოფილმა პრემიერმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ევროპის მოსახლეობას ბევრად მაღალი ფასის გადახდა მოუწევს გაზში, ვიდრე რუსეთთან თანამშრომლობის შემთხვევაში უწევდა. ეს ერთგვარი მუქარა აჩენს ლოგიკურ მოლოდინს, რომ შესაძლოა რუსეთმა ევროპის ქვეყნებს გაზმომარაგება შეუზღუდოს. ვინ რამდენადაა დამოკიდებული რუსულ გაზსა და ნავთობზე? შეუძლია თუ არა ევროპას თქვას …

საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეაქვს, რა იცვლება ამით – საია განმარტავს

დღეს, 3 მარტს, საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეაქვს. ეს გადაწყვეტილება მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში უკრაინის ელჩი საქართველოდან უკრაინის პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად გაიწვია, ხოლო თბილისში მასობრივი საპროტესტო აქციების ერთ-ერთ მოთხოვნად ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის დროულად გაკეთება დასახელდა. მანამდე, „ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს საქართველო 2024 წელს გააკეთებდა. რა იცვლება …

„დავსახეთ პრიორიტეტები, რაზეც ერთად უნდა ვიმუშაოთ“ – მიშელი ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ

„ჩვენ საქართველოს პრეზიდენტთან გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. იცით, რომ ძალიან რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ევროსაბჭოს აქვს ძალიან ცხადი, მტკიცე და ერთიანი პოზიცია. დარწმუნებულები ვართ, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობრებისთვისაც. ჩვენ ვართ პარტნიორები და თანამშრომლობა გვაკავშირებს ერთმანეთთან“, – განაცხადა დღეს ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ბრიუსელში, სალომე ზურაბიშვილთან გამართული სამუშაო შეხვედრის დასასრულს. სამუშაო შეხვედრაზე მიშელმა ზურაბიშვილი სპეციალურად მიიწვია …

ALDE-ი უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას EU-ში გაწევრიანების დაჩქარებულ პროცედურაზე  

უკრაინის საკითხზე ALDE-ს ლიდერების სამიტის რიგგარეშე შეხვედრაზე პარტია ALDE-ს ბიურომ და ALDE-ს წევრი პარტიების ლიდერებმა მთელი ევროპიდან, მიიღეს შემდეგი განცხადება: პარტია ALDE [ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი] და მისი წევრი პარტიები ერთად გმობენ და უარყოფენ პრეზიდენტ პუტინის მიერ განხორციელებულ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ყოვლად აღმაშფოთებელ აქტს სუვერენული, დემოკრატიული და პროევროპული ქვეყნისა და …

ევროკავშირისა და ნატოს დროშების შებღალვა 21 იანვრიდან დასჯადია

საქართველოს კანონი, რომელიც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროკავშირის, ნატოს ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვისთვის სასჯელს ითვალისწინებს, 2022 წლის 21 იანვრიდან შევა ძალაში. ამავე კანონით, ფიზიკური პირი დაისჯება საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი იმ სახელმწიფოს დროშის ან გერბის შებღალვისთვისაც, რომელ სახელმწიფოსთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ცვლილების შეტანის შესახებ კანონი 2022 …

„არ არსებობს საფუძველი, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს“ – გერმანიის პრეზიდენტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი „ევროობზერვერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „ფეიკ ნიუსს“ უწოდებს. საუბარია ინფორმაციაზე, რომლის თანახმდაც, გერმანია, საფრანგეთი და იტალია ღელავენ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ ბინადრობის დიდი რაოდენობით უსაფუძვლო მოთხოვნების წარდგენისა და თავშესაფრის მოთხოვნის გახშირებული შემთხვევების გამო  და უვიზო რეჟიმის შეჩერებას განიხილავენ. აღნიშნული ინფორმაციის პასუხად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის …

ევროპაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე მსჯელობენ – EU Observer

გამოცემა EU Observer-ის ცნობით, გამოცემამ მოიპოვა ევროკავშირის სამუშაო დოკუმენტი, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ გერმანია, საფრანგეთი და იტალია ღელავენ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ ბინადრობის დიდი რაოდენობით უსაფუძვლო მოთხოვნების წარდგენისა და თავშესაფრის მოთხოვნის გახშირებული შემთხვევების გამო და  უვიზო რეჟიმის შეჩერებას განიხილავენ. საქართველოსთან ერთად, „პრობლემურ“ ქვეყნებად სახელდებიან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, მოლდოვა და უკრაინაც. უვიზო მიმოსვლას ევროკომისია განიხილავს, როგორც …

კონკურსი ქალაქებში კულტურის განვითარების სტრატეგიის მოსამზადებლად

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი EU4Culture საქართველოს რეგიონების ქალაქებისთვის კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია ქალაქების მხარდაჭერა კულტურის განვითარების სტრატეგიების მომზადებაში. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ქალაქებს (თბილისის გარდა), მათ შორის, ბათუმსაც. მუნიციპალიტეტთან ერთად თანააპლიკანტი შესაძლებელია იყოს არაკომერციული ორგანიზაციაც. პირველ ეტაპზე შეირჩევა საქართველოს ხუთი ქალაქი, რომლებიც სრული საკონკურსო განაცხადის დასაწერად 1000 ევრომდე ოდენობის გრანტს მიიღებენ. მომდევნო ეტაპზე მაქსიმუმ სამი …

ევროკავშირის დიდი პროექტი, რომელიც ახალგაზრდების დასაქმებას შეუწყობს ხელს

დღეს, 21 მაისს, სასტუმრო „ლე მერიდიანში“ ოთხ პროფესიულ სასწავლებელთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. თანამშრომლობა დაიგეგმა „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების პროექტის (LINKS)“ ფარგლებში.  ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კოლეჯები ,,ბლექსი“ და ,,ახალი ტალღა“ – ეს ის სასწავლებლებია, რომლებიც მემორანდუმით იღებენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ ახალგაზრდების დასაქმებას და გააუმჯობესონ საგანმანათლებლო, …

ქართველმა სტუდენტებმა მართლმსაჯულების საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვეს

სამი ქართველი სტუდენტისგან შემდგარმა გუნდმა მართლმსაჯულების საერთაშორისო კონკურსში  გაიმარჯვა. ნინო საყვარელიძე, მარიამ გეგუჩაძე და ანა ჯიქია გამარჯვებული გუნდის წევრები არიან. ისინი კემბრიჯის უნივერსიტეტში გაემგზავრებიან. ნინო საყვარელიძე კი, რომელიც საუკეთესო სპიკერადაც დასახელდა, ლუქსემბურგშიც გაემგზავრება სტაჟირებაზე ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოში.  გამარჯვებული გუნდის წევრებს „ბათუმელები“ ესაუბრა. ნინო საყვარელიძე „თავისუფალ უნივერსიტეტში“ სწავლობს, მარიამი და ანა კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის …

დანიელსონი წავიდა, რა იქნება შემდეგ – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„ეს პრობლემა თავად ჩვენ თუ არ მოვაგვარეთ, საქართველო გამოჩნდება, როგორც აი, ჭიჭყინა ბავშვი, როგორც უმწიფარი. ამის გამო, ევროკავშირში შესაძლოა საქართველოს მიმართ ინტერესი გაქრეს, რაც ყველაზე მეტად რუსეთს აწყობს…“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია. მას წარუმატებლად დასრულებული პოლიტიკური მოლაპარაკების შესახებ ვესაუბრეთ. პოლიტოლოგი ქვეყნის შიგნით მოლაპარაკების რესურსს ვეღარ ხედავს. თუმცა იმედს არ კარგავს, …

„ჩვენ შეიძლება დავემსგავსოთ კადიროვის ჩეჩნეთს, თუ არ ვიაქტიურეთ“ – ინტერვიუ

„ხელისუფლების დაუჯერებლად ბრიყვული ნაბიჯი“ – ეს ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა თქვა, თუმცა ეს არაა ერთადერთი კრიტიკული შეფასება პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც საქართველოში შეიქმნა. კრიზისი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ამ დრომდე არ აღიარებს, კიდევ უფრო ღრმავდება. კრიტიკა ისმის დასავლეთის სხვა პარტნიორებისგანაც. პოლიტოლოგები არ გამორიცხავენ, რომ თუკი ხელისუფლების რიტორიკა არ შეიცვალა, იზოლაციაში აღმოვჩნდეთ. რა შეიძლება დაკარგოს ქვეყანამ და თითოეულმა …

ზაზა გახელაძის საკითხზე გახარია ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებს შეხვდა

მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „პრემიერ-მინისტრმა აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის და საქართველოს სხვა მოქალაქეების გათავისუფლების მიზნით მაქსიმალური მხარდაჭერა სთხოვა“. საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებას გთავაზობთ უცვლელად: „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, სტრატეგიული პარტნიორების – ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებთან, კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელთან …

5 მწვანე დღე ხულოში – ევროკავშირის ინფოტური მაღალმთიან აჭარაში

პანდემიამ შეაფერხა თითქმის ყველაფერი მსოფლიოში: ეკონომიკა და ტურიზმი, განათლება და კულტურა, ადამიანური ურთიერთობები, კაფე-ბარებში ფინჯანი ყავის თავისუფლად მირთმევის შესაძლებლობაც კი და ბევრი სხვა რამ, რაც აქამდე ჩვეულებრივი მოცემულობა გვეგონა, დღეს კი ძალიან დავაფასეთ. ერთი შეხედვით წარმოუდგენელია რა შეიძლება აკეთო პანდემიაში, როცა ცხოვრების აქტიური წესი, ხშირი მიმოსვლა და ადამიანებთან ახლო კონტაქტი საშიშიც კი გახდა და ცუდ …

51 მილიონი ევრო ბელორუს ხალხს ევროკავშირისგან – ევროკომისიის პრეზიდენტი

„ჩვენ არ დავეხმარებით ბელორუსიის სახელისუფლებო ძალებს, მაგრამ მილიონი ევროთი დავეხმარებით ხელისუფლებისგან რეპრესიებისა და ძალადობის მსხვერპლებს, სამოქალაქო სექტორს. 50 მილიონი ევრო ბელორუსიის ჯანდაცვის სისტემისთვის გამოიყოფა, საავადმყოფოებისა და სამედიცინო დაწესებულებებისთვის კორონავირუსთან საბრძოლველად, ასევე სოციალური სამსახურებისთვის – ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად”, – განაცხადა დღეს, 19 აგვისტოს, სპეციალურ სამიტზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. სამიტზე ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბნენ, …

ევროკავშირი არ აღიარებს არჩევნების შედეგებს ბელორუსიაში – ევროსაბჭოს თავმჯდომარე

დღეს სპეციალურ სამიტზე ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბნენ, სადაც მთავარი განსახილველი თემა ბელორუსიაში მიმდინარე მოვლენები იყო. სხდომა დახურული ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ დღეს, 19 აგვისტოს, დილით, ბელორუსიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, სვეტლანა ტიხონოვსკაიამ ჩაწერა ევროკავშირის სამიტისადმი ვიდეომიმართვა, რომელშიც ის  სამიტს მოუწოდებს, არ ცნონ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ლეგიტიმურად. პრესკონფერენციაზე ევროპის საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი არ …

Exit mobile version