შვედმა ევროპარლამენტარმა, შარლი ვაიმერსმა, სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელს მიმართა და ჩინეთის რუსეთისადმი მხარდაჭერის სანაცვლოდ ევროკავშირის მიერ ტაივანის მხარდაჭერის გაზრდა შესთავაზა.
„ბრიყვი“ – განიმარტება, როგორც ვიღაც, ვინც შეცდომაში შეიყვანეს ან მოატყუეს. ასევე, ვიღაც, ვისაც ძალიან უნდა დაიჯეროს ყველაფერი, რასაც სხვები ამბობენ“.
ვშიშობ, ევროკავშირის ურთიერთობას ჩინეთთან ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, სხვა ვერც ერთი სიტყვა ვერ აღწერს უკეთ.
ჩინეთმა გააბრიყვა მსოფლიო ვაჭრობაში, COVID 19-ის წარმომავლობასთან დაკავშირებით, ახლა კი ცდილობს გაგვაბრიყვოს, რომ თითქოს რუსეთს მხარს არ უჭერს.
გასულ წელს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ გაიმეორა, რომ ჩინურ-რუსულ სტრატეგიულ თანამშრომლობას არ აქვს სასრული ლიმიტები, აკრძალული არეები და ზედა ზღვარი – ე.წ. „ულიმიტო პარტნიორობა“.
უმაღლესო წარმომადგენელო, ალბათ დროა ევროკავშირმა გარკვევით თქვას, რომ ჩინეთის მიერ პუტინისა და რუსული საომარი ძალისხმევის მხარდასაჭერად გაღებული ყოველი ევროს სანაცვლოდ, ჩვენ ორს დავაბანდებთ ტაივანის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში.
ალბათ, დროა ევროპარლამენტმა მიმართოს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, რომ მათ თანამშრომლობას ტაივანთან არ აქვს სასრული ლიმიტები, აკრძალული არეები და ზედა ზღვარი“.
China has declared there is a “no-limits partnership” between Beijing and Moscow. Perhaps it is time the EU states it seeks a similar strategic cooperation with Taiwan: no end limits, no forbidden areas, and no upper bound. pic.twitter.com/LsuCtUYuYx
— Charlie Weimers MEP 🇸🇪 (@weimers) April 5, 2022
______
ტაივანი [ოფიციალურად – ჩინეთის რესპუბლიკა] სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთის სანაპიროდან დაახლოებით 160 კმ-ით მდებარეობს და ე.წ. „პირველი კუნძულის ჯაჭვში“ შედის. ეს ჯაჭვი მოიცავს აშშ-სადმი მეგობრულად განწყობილ ტერიტორიებს, რომლებიც აშშ-ის საგარეო პოლიტიკისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეა.
როგორც BBC-ი წერს, თუ ჩინეთი ტაივანის ხელში ჩაგდებას დააპირებს, ზოგიერთი დასავლელი ექსპერტი ვარაუდით, მას წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში ძალაუფლება მიეცემა და შესაძლოა დაემუქროს აშშ-ს სამხედრო ბაზებს გუამსა და ჰავაიმდე, თუმცა ჩინეთი ამტკიცებს, რომ მისი განზრახვები ტაივანთან მიმართებაში წმინდად მშვიდობიანია.