როგორ შეცვალა აჭარის მაღალმთიანეთის სოფელში მთლიანად სოფლის მეურნეობის ხედვა ერთმა ადამიანმა, როგორ აღმოჩნდა ამერიკული კალმახის აუზები ზღვის დონიდან 1200 მეტრზე და როგორ გაუჩნდა მამულების და ფერმის პატრონს საკუთარი, ძვირადღირებული ტრაქტორი, რომელიც მთელი სოფლისთვის შვებაა ხვნა-თესვის, მოსავლის აღების თუ ცელვა-თიბვის დროს – ამ ამბების შესახებ აჭარის მაღალმთაინეთში გვითხრეს. იცოდით, რომ კარტოფილის მოყვანა ხულოს რეგიონისთვის არცთუ ხელსაყრელი …
Tag Archives: ევროკავშირი
„კარათი“, თინეიჯერების ბიზნესი და ახალი საქმე საპენსიო ასაკში – 3 საოჯახო სასტუმრო ხულოში
აჭარის მაღალმთიან სოფელ ქედლებში რამდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ამ ადგილით გერმანიიდან, კანადიდან, პოლონეთიდან თუ საფრანგეთიდან დაინტერესდებოდნენ ტურისტები. მაღალმთიანი აჭარის ეს სოფელი ხულოშია, ზღვის დონიდან 1270 მეტრზე. მეზობლის სახლი რომ დაინახო, გორიდან გორაზე უნდა გადახვიდე. სოფლის სიმყუდროვე, სუფთა ჰაერი, ტყეები და ადგილზევე მოყვანილი პროდუქტი ქედლების და ზოგადად, აჭარის სოფლების ტურისტული მიმართულების მთავარი სიკეთეებია. …
ჯარას თაფლი ევროკავშირის ბაზარზე – 4 მეფუტკრე აჭარიდან, რომლებმაც ბიოსერტიფიკატი მოიპოვეს
ჯარას თაფლის მწარმოებელმა 18-მა ქართველმა მეფუტკრემ ბიოსერტიფიკატი მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ თავიანთი პროდუქციის ევროპულ ბაზარზე გატანა შეუძლიათ. საქართველოში ჯარას მეფუტკრეებმა ბიოსერთიფიკატი პირველად მოიპოვეს. ჯარას მეფუტკრეები ძირითადად აჭარაში ცხოვრობენ, „ბათუმელები“ ოთხ მათგანს ესაუბრა. ჯარას თაფლი ძირითადად აჭარაში აწარმოებენ. წელს მეფუტკრეები 24 კასრიდან 3 ტონამდე ბიოთაფლს ელიან. ჯარა ქართული, ტრადიციული სკაა, ხის მორი, რომელშიც ფუტკარი …
როგორ სრულდება ევროკავშირთან აღებული ვალდებულებები – ახალი ანგარიში
როგორ სრულდება ასოცირების შეთანხმების შემდეგ აღებული ვალდებულებები – 20 მიმართულებით შედეგებზე ხვალ, 9 ივლისს, იმსჯელებენ ონლაინპლატფორმაზე -„საქართველოს მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 შედეგის იმპლემენტაცია 2020 წლისთვის“. მოსამართლეების შერჩევა, რუსული დეზინფორმაცია, პრობლემა აჭარის ტელევიზიაში, ქართული პროდუქტების გატანა ევროპის ბაზარზე, დისკრიმინაციასთან ბრძოლა – ეს და სხვა საკითხები იმ ანგარიშში მოხვდა, რომელიც საქართველოში მოქმედმა 14-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოამზადა. ონლაინპლატფორმის …
Continue reading “როგორ სრულდება ევროკავშირთან აღებული ვალდებულებები – ახალი ანგარიში”
„45 წლის ასაკში პირველად დავსაქმდი“ – ევროკავშირის დაფინანსებული ბიზნესი ხულოში
,,დიასახლისი ვიყავი აქამდე, დიდი ოჯახი გვაქვს: მეუღლე, სამი შვილი, მული, დედამთილი. მიწას ვამუშავებთ, ძროხებს ვუვლით. შვილები უკვე დაიზარდნენ. მომწყინდა სახლში და მუშაობა დავიწყე“, – ხულოში მცხოვრები მადონა დუმბაძე სულ ერთი კვირაა, რაც ნიღბებისა და მაისურების კერვას სწავლობს, საქმეს ალღო ადვილად აუღო, პირველად წავიდა ერთი კვირის წინ სახლიდან სამსახურში და მალე საკუთარი პირველი ხელფასიც ექნება. 19 …
Continue reading “„45 წლის ასაკში პირველად დავსაქმდი“ – ევროკავშირის დაფინანსებული ბიზნესი ხულოში “
Global Hack – იდეების კონკურსი კორონავირუსის კრიზის დასაძლევად
9 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით გაიმართება ონლაინჰაკათონი, რომელსაც მხარს უჭერს ევროკავშირი და „ინიციატივა EU4Digital“-ი. კონკურსში მონაწილეობა საქართველოსაც შეუძლია. Global Hack-ი ეწყობა იდეების უსწრაფესი განვითარებისა და გაზიარების მიზნით, რომელიც მნიშვნელოვანია კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პერიოდში. ონლაინჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულები არიან შესაბამისი დარგის ექსპერტები, მეცნიერები, ტექნიკური სფეროს ენთუზიასტები, ბიზნესლიდერები და ნოვატორები აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებიდან და მთელი მსოფლიოდან. ევროკომისია …
Continue reading “Global Hack – იდეების კონკურსი კორონავირუსის კრიზის დასაძლევად”
ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანაბარი უფლებები საქართველოსთვის შავ ზღვაში
ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტო (EMSA) ახალი კონფიგურაციის მომსახურების შემუშავებას იწყებს იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც შავი და კასპიის ზღვის რეგიონების (BCSEA) და SAFEMED IV პროექტის მე-2 ფაზაზე გადასასვლელად თავისი მზადყოფნა დაადასტურეს. გადაწყვეტილება MAREΣ-ის (ხმელთაშუა ზღვის და მიმდებარე საზღვაო რაიონების გემების მონიტორინგის ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემა) ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის მე-16 შეხვედრის შედეგად იქნა მიღებული, რომელიც გასული წლის დეკემბერში რომში …
Continue reading “ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანაბარი უფლებები საქართველოსთვის შავ ზღვაში”
საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ „ანრიში“ საჯარო ლექცია გაიმართა
10 დეკემბერს ბუსსს „ანრიში“ გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, მიღწევები და გამოწვევები“. ლექციას უძღვებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ რეგიონალური წარმომადგენელი აჭარაში – ირმა გაბინაშვილი, რომელმაც წარადგინა პრეზენტაცია და განიხილა ორგანიზაციის დაარსებისა და მოღვაწეობის მოკლე ისტორია. საჯარო ლექციაზე განხილულ იქნა ნატოსა და ევროკავშირის როლი მსოფლიოსა და განვითარებადი …
Continue reading “საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ „ანრიში“ საჯარო ლექცია გაიმართა”
2050 წელს შავ ზღვაში პლასტმასის საგნები უფრო მეტი იქნება, ვიდრე თევზი – კვლევა [video]
ზღვებისა და ოკეანეების დაბინძურების სტატისტიკა დღითიდღე საგანგაშოდ იზრდება. შავი ზღვა ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ზღვების სიაშია და ამის ერთ-ერთი მიზეზი საზოგადოების მიერ სანაპიროზე დატოვებული ნარჩენებია. EMBLAS Plus-ის (შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის სააგენტო) კვლევის მიხედვით, თუ სასწრაფო ზომები არ იქნება მიღებული ნარჩენების მართვის მიმართულებით, 2050 წელს შავ ზღვაში პლასტმასის საგნები უფრო მეტი იქნება, ვიდრე თევზი და ასობით …
დემოკრატიის ინსტიტუტი 1188 ყოფილ პატიმარს და მათი ოჯახის წევრებს დაეხმარა – NGO-ს 3 წლის შედეგი
29 ნოემბერს რედისონ ბლუ ბათუმში ,,დემოკრატიის ინსტიტუტის“ შეხვედრა გაიმართა, სადაც ,,ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების“ მხარდაჭერის პროგრამა შეაჯამეს. პროექტი სამი წლის განმავლობაში ეხმარებოდა ბენეფიციარებს ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით. ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში კანონთან კონფლიქტში მყოფი პირები ჩართულები იყვნენ დასავლეთ საქართველოს ოთხი რეგიონიდან: აჭარიდან, გურიიდან, იმერეთიდან და სამეგრელო – ზემო სვანეთიდან. პროექტის მრავალფეროვანი სერვისებით ჯამში 1188 …
გურიაში ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების დასასაქმებლად ორი საწარმო გაიხსნა
ნოემბრის მიწურულს გურიაში ორი სოციალური საწარმო გაიხსნა, სადაც, ქართულ რეალობაში პირველად, მხოლოდ ყოფილი პატიმრები, მათი ოჯახის წევრები და პრობაციონერები დასაქმდნენ. ქაღალდის პარკების საამქრო გურიაში ბიოდეგრადირებად და კომპოსტირებად პარკებს აწარმოებს. საწარმოში ყოფილი პატიმრები კონკურსის წესით დასაქმდნენ. მოთხოვნის შესაბამისად, საწარმოს ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზება ძირითადად გურიისა და ახლომდებარე რეგიონების ბაზარზე იგეგმება. მეორე სოციალური საწარმოში, გურიაში, სადაც ყოფილი პატიმრები …
სოციალური საწარმოები, სადაც ყოფილი პატიმრები დასაქმდებიან
„დემოკრატიის ინსტიტუტმა“ იმერეთში „გათბობა-გაგრილების მომსახურების სერვისი“ გახსნა ფონდ ,,აფხაზინტერკონტთან“ ერთად. საწარმოში, სადაც მომხმარებელს სისტემის დამონტაჟების უსაფრთხო და მაღალკვალიფიციურ მომსახურებას სთავაზობენ, ყოფილი პატიმრები და მათი ოჯახის წევრები არიან დასაქმებულები. საწარმო „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში მოეწყო. დასაქმება საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ ყოფილი პატიმრებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. საწარმოს გახსნის იდეაც ამ საჭიროებამ გააჩინა. სოციალური საწარმოა „აგამაც“, სადაც ასევე …
Continue reading “სოციალური საწარმოები, სადაც ყოფილი პატიმრები დასაქმდებიან”
ინტერნეტპლატფორმები და ბიზნესის რეკლამა – ტრენინგი ყოფილი პატიმრებისთვის
„დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ციფრული ციფრული მარკეტინგისა და სოციალური მედიის მორიგი ტრენინგი ჩაატარა მსმენელებისთვის, რომლებიც ამავე ორგანიზაციის ბენეფიციარები არიან. ყოფილმა პატიმრებმა და პრობაციონერებმა, ასევე მათი ოჯახის წევრებმა, Facebook-ისა და სხვა ინტერნეტ პლატფორმების გამოყენებით, საკუთარი ბიზნესსაქმიანობის რეკლამის შესაძლებლობებზე მიიღეს ინფორმაცია. „Facebook-ის გამოყენება და ფოტოების ატვირთვა დღეს ყველას შეუძლია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სოციალური ქსელი მიზნობრივად გამოიყენო შენი საქმიანობის რეკლამისთვის. …
Continue reading “ინტერნეტპლატფორმები და ბიზნესის რეკლამა – ტრენინგი ყოფილი პატიმრებისთვის”
€50 მილიონი აჭარის სოფლებში წყლისა და კანალიზაციისთვის – კონსულტანტები შერჩეულია
დღეს, 20 სექტემბერს, სასტუმრო „რედისონში“ ხელი მოეწერება ხელშეკრულებებს „აჭარის წყლის ალიანსის“ მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან. ხელშეკრულება ითვალისწინებს აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების გამწმენდი პროგრამისთვის საკონსულტაციო მომსახურებას. „დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და კანალიზაციის გამწმენდი პროგრამა აჭარაში“ 50 მილიონი ევროთი დაფინანსდება. პირველ ეტაპზე, როგორც ადრე ალიანსში აცხადებდნენ, შესრულდება ის სამუშაოები, რასაც ეს თანხა გაწვდება …
Continue reading “€50 მილიონი აჭარის სოფლებში წყლისა და კანალიზაციისთვის – კონსულტანტები შერჩეულია”
რატომ ვერ გადის ქაფშია ევროკავშირის ბაზარზე? – დისკუსია ბათუმის საკრებულოში
რატომ ვერ გადის აქტიურად ქართული სოფლის პროდუქტები ევროკავშირის ბაზარზე – ეს ერთ-ერთი საკითხია, რაზეც დღეს, 31 ივლისს, ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში იმსჯელეს. „ევროკავშირისა და ნატოს საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით, საკრებულოში მერიის თანამშრომლებს, საკრებულოსა და სამოქალაქო ორგანიზაციების წევრებს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი შეხვდა. დავით ბუჯიაშვილის განმარტებით, მთავარი პრობლემა ისევ არის საქართველოში წარმოებული პროდუქტის ხარისხი, შეფუთვა და ბაზარზე …
Continue reading “რატომ ვერ გადის ქაფშია ევროკავშირის ბაზარზე? – დისკუსია ბათუმის საკრებულოში”
რამდენ მილიონს ხარჯავს ევროკავშირი სოფლის მეურნეობის გასაძლიერებლად
ევროკავშირი საქართველოს სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის მთლიანი ბიუჯეტი 179.5 მილიონი ევროა. პროექტის განხორციელება დაიწყო 2013 წელს და დასრულდება 2020 წელს. რა შემთხვევაში ფინანსდება ფერმერი? როგორ ვითარდება ის ბიზნესი, რომელიც ასევე ENPARD-ის ფარგლებში წინა წლებში დაფინანსდა? – ამ და სხვა კითხვებზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ …
Continue reading “რამდენ მილიონს ხარჯავს ევროკავშირი სოფლის მეურნეობის გასაძლიერებლად”
როგორ ეხმარება პატიმრების ოჯახებს დემოკრატიის ინსტიტუტი
„დემოკრატიის ინსტიტუტი“ წელიწად-ნახევარზე მეტია ახორციელებს ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს, რაც დასაქმების ხელშეწყობას, სამედიცინო და იურიდიულ მხარდაჭერას, რესოციალიზაციას გულისხმობს, თუმცა არა მხოლოდ ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების, არამედ მათი ოჯახის წევრებისთვისაც. ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია – კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების ოჯახის წევრები, განსაკუთრებით კი ბავშვები, ხშირად მტკივნეულად განიცდიან მშობლების მდგომარეობას და განსაკუთრებულ, გულისხმიერ დამოკიდებულებას საჭიროებენ რთული პერიოდის …
Continue reading “როგორ ეხმარება პატიმრების ოჯახებს დემოკრატიის ინსტიტუტი “
ყოფილი პატიმრების ნახევარს უნვერსიტეტი და კოლეჯი აქვს დამთავრებული – კვლევა
ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა – დასაქმება მრავალი მიზეზითაა გამოწვეული: სამუშაო ადგილების სიმცირე, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისადმი დამსაქმებელთა დიდი ნაწილის დისკრიმინაციული დამოკიდებულება, განათლების დაბალი მაჩვენებელი, პროფესიული უნარჩვევების დეფიციტი და ა.შ. დემოკრატიის ინსტიტუტი წელიწად-ნახევარზე მეტია ახორციელებს ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარებს სწორედ დასაქმებით რეაბილიტაციაში ეხმარებიან ტრენინგ-სემინარებით, გადამზადების კურსებითა და მატერიალური თანადგომით – …
Continue reading “ყოფილი პატიმრების ნახევარს უნვერსიტეტი და კოლეჯი აქვს დამთავრებული – კვლევა”
მაქსიმუმ 60 000 ევროს გრანტი – ხულოში ბიზნესიდეებს დააფინანსებენ [კონკურსი]
ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტში მეორე საგრანტო კონკურსი გამოაცხადეს. განმცხადებლების თქმით, საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრები ჩატარდება ხულოს მუნიციპალიტეტის ყველა თემში. პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში [CCRG] ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან ერთად [ხულო LAG] აცხადებს სოფლის განვითარების მეორე საგრანტო კონკურსს ხულოს მუნიციპალიტეტში. პროექტის მიზანია, ხულოში საცხოვრებელი და …
Continue reading “მაქსიმუმ 60 000 ევროს გრანტი – ხულოში ბიზნესიდეებს დააფინანსებენ [კონკურსი]”
რამდენი ადამიანი დაადეპორტეს ევროპიდან ვიზალიბერალიზაციის შემდეგ
რამდენი ადამიანის დეპორტაცია მოხდა ევროკავშირის ქვეყნებიდან 2017 წლიდან დღემდე, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო? – „ბათუმელებმა“ ეს კონკრეტული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა. მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებიდან ჯამში 3151 ადამიანი დაადეპორტეს. 2017 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან 1445 საქართველოს მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა, მათ შორის, ყველაზე მეტი გერმანიიდან -458, საფრანგეთიდან – 167, შვედეთი …
Continue reading “რამდენი ადამიანი დაადეპორტეს ევროპიდან ვიზალიბერალიზაციის შემდეგ”
ევროკავშირის ელჩის გამოწვევა საქართველოს მთავრობას
„ეს არის 10 ლარი იმ ადამიანისთვის, ვინც მე პლასტიკის პარკით დამინახავს“, – ამბობს ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ვიდეორგოლში, რომელიც ნარჩენების შემცირებას შეეხება. „გარემოს ქმნი შენ“ – კამპანიის ფარგლებში მომზადებულ ერთწუთიან ვიდეორგოლში კარლ ჰარცელი საუბრობს თითოეული ადამიანის წვლილზე, გარემოს დაცვაში და ნარჩენების შემცირების საქმეში. „ჩვენ ყველამ უნდა შევიტანოთ საკუთარი წვლილი გარემოს დაცვაში. მაგალითად, როდესაც საყიდლებზე მივდივარ …
Continue reading “ევროკავშირის ელჩის გამოწვევა საქართველოს მთავრობას”
„მწვანე ბანაკი“ სკოლის მოსწავლეებისთვის
ქედის, ხულოსა და წალკის მუნიციპალიტეტების სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეებისთვის გრძელდება განაცხადების მიღება მწვანე ბანაკში მონაწილეობის მისაღებად. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა – 12 მაისი (23:59 საათი). დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება. ბანაკში მონაწილეობის მსურველებმა ელექტრონულად უნდა შეავსონ განაცხადი. მწვანე ბანაკში მონაწილეობის მისაღებად საუკეთესო განაცხადის ავტორები გაემგზავრებიან. ბანაკი Bulachauri Green Center – ბულაჩაურის მწვანე ცენტრი გაიმართება 2019 წლის 15-23 ივნისს.
საქართველოში ერთი ადამიანი წელიწადში 600 კილოგრამ ნარჩენს წარმოქმნის
ნარჩენების მართვა გლობალური გარემოსდაცვითი, სოციალურ და ეკონომიკური პრობლემაა. ნარჩენებმა შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინონ როგორც გარემოზე, ისე ადამიანის ჯანმრთელობაზე ატმოსფერულ ჰაერში, ნიადაგში, ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებში ემისიების გზით. ნაგავსაყრელები იკავებენ მიწის დიდ ფართობებს, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მცირემიწიანი ქვეყნებისათვის. ნარჩენების უკონტროლოდ განთავსება აბინძურებს ჰაერს, წყალს და ნიადაგს, აბინძურებს საკვებს, ხელს უწყობს ინფექციური დაავადებების გავრცელებას. ეროვნულ დემოკრატიული …
Continue reading “საქართველოში ერთი ადამიანი წელიწადში 600 კილოგრამ ნარჩენს წარმოქმნის”
დასაქმება, ბინა და განათლება – რას სთავაზობენ ნორვეგიაში ყოფილ პატიმრებს [კვლევა]
ნორვეგიული ციხეები ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანურ საპატიმრო დაწესებულებად მიიჩნევა მსოფლიოში. აქვთ ყოფილ პატიმართა სარეაბილიტაციო პროგრამებისა და განაჩენის გამოტანის ეფექტური პრაქტიკა. პენიტენციური სისტემის გამართულობასა და ეფექტურობაზე მიუთითებს ის, რომ ნორვეგიაში განმეორებითი დანაშაულის ყველაზე მცირე მაჩვენებელია მსოფლიოში. არასამთავრობო ორგანიზაცია „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“-ის (ASB) 2017 წლის კვლევაში „ყოფილ პატიმართა და პრობაციონერთა რეაბილიტაცია: საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა“ დაწვრილებითაა განხილული, თუ როგორ მუშაობს მსოფლიოს …
Continue reading “დასაქმება, ბინა და განათლება – რას სთავაზობენ ნორვეგიაში ყოფილ პატიმრებს [კვლევა]”
საქართველომ საზღვაო სტრატეგიის შემუშავება დაიწყო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად საზღვაო სტრატეგიის შემუშავებაზე იწყებს მუშაობას. 20-27 მარტს საქართველოში ვიზიტით იმყოფება ევროკავშირის ექსპერტთა ჯგუფი. ევროკავშირის ექსპერტები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად იმუშავებენ საქართველოს საზღვაო სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე და დაგვეხმარებიან მნიშვნელოვანი დირექტივების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების …
Continue reading “საქართველომ საზღვაო სტრატეგიის შემუშავება დაიწყო”
რა სთავაზობენ პატიმარს დანიის ციხეში
ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროგრამას დემოკრატიის ინსტიტუტი საქართველოს ოთხ რეგიონში ახორციელებს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. როგორია ყოფილ პატიმართა და პრობაციონერთა რეაბილიტაციის საერთაშორისო პრაქტიკა? ამ კითხვაზე პასუხს ASB-ის 2017 წლის კვლევა სცემს, სადაც ევროპის ხუთი ქვეყნის მაგალითია მოყვანილი. ამჯერად დანიის პენიტენციური სისტემის თავისებურებებს შევეხებით. დანიაში თავისუფლებააღკვეთილი პირი ინარჩუნებს სამოქალაქო უფლებებს, შეუძლია არჩევნებში ხმის მიცემა და აქვს გამოხატვის თავისუფლება. …
ევროკავშირი ახალგაზრდულ პროექტებს 1 500 000 ევროთი დააფინანსებს
„ახალგაზრდობა ცვლილებისათვის“ – ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც ევროკავშირი 1 500 000 ევროთი დააფინანსებს. პროექტს ახალგაზრდობის განვითარების ფონდი Save the Children International-თან ერთად განახორციელებს. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა, რომლის ფარგლებშიც პირველი კონფერენცია – „ახალგაზრდობის დასაქმება გამოწვევები და მიდგომები“ უკვე ჩატარდა. „კონფერენციის მონაწილეებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება მოხდეს სოციალურ უნარებში არაფორმალური …
Continue reading “ევროკავშირი ახალგაზრდულ პროექტებს 1 500 000 ევროთი დააფინანსებს”
როგორ შეიცვალა საქართველოს იმიჯი დასავლეთში – ინტერვიუ პოლიტოლოგთან
„საქართველო ცდილობს გაიქცეს რეგიონიდან…“ – მიიჩნევს კორნელი კაკაჩია, პოლიტოლოგი და „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი. ის ჟურნალისტებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ესაუბრა ბათუმში გამართულ შეხვედრაზე თემაზე – სად არის საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში. რა იგულისხმება „გაქცევაში“, რა ხდება სამეზობლოში და რამდენად შეიცვალა საქართველოს იმიჯი დასავლეთის თვალში? – „ბათუმელებმა“ კორნელი კაკაჩიასთან ინტერვიუ ჩაწერა. ბატონო კორნელი, შეხვედრაზე აღნიშნეთ, რომ …
Continue reading “როგორ შეიცვალა საქართველოს იმიჯი დასავლეთში – ინტერვიუ პოლიტოლოგთან”
საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოხმაურება ევროკავშირის მიერ €3,4 მილიარდის გამოყოფაზე
„ბათუმელების“ სტატიას – „რა შეეშალა პრემიერ ბახტაძეს – ევროკავშირის მიერ €3,4 მილიარდის გამოყოფა არ დასტურდება“, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წერილობით გამოეხმაურა. გამოხმაურებას უცვლელად გთავაზობთ: „2019 წლის 15 იანვარს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) საინვესტიციო გეგმა, რომელშიც თავმოყრილია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების ის სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც უკავშირდება ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს (TEN-T). საგარეო საქმეთა სამინისტროს, …
რა შეეშალა პრემიერ ბახტაძეს – ევროკავშირის მიერ €3,4 მილიარდის გამოყოფა არ დასტურდება
„ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო 3,4 მილიარდი ევროს ფინანსური სახსრები“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე. თუმცა, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ევროკავშირს საქართველოსთვის აღნიშნული ფინანსური სახსრები არ გამოუყვია. არადა, პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს ამ თანხის გამოყოფისთვის იმავე ბრიფინგზე მადლობაც გადაუხადა. საქართველოს პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ „აღნიშნული თანხა მოხმარდება რამდენიმე ათეულ ინფრასტრუქტურულ პროექტს“. ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც თითქოს …
ყველაზე ძველი პარლამენტი და ყველაზე „ახალგაზრდა“ სასამართლო ბრექსითის შესახებ
ავტორი: აკაკი ბერიძე, ლექტორი, საერთაშორისო სამართლის დოქტორანტი 200 ხმა 117-ის წინააღმდეგ – კონსერვატიულმა პარტიამ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და პარტიის ლიდერს, ტერეზა მეის, ნდობა გამოუცხადა. კენჭისყრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში, ტერეზა მეიმ დაიფიცა, რომ ის ბოლომდე მიიყვანს ბრექსითის პროცედურას, “რომელსაც ბრიტანელმა ხალხმა მხარი დაუჭირა”. ტერეზა მეის მიმართ ნდობის გამოცხადების საკითხს წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი რთული მოლაპარაკება, რის შედეგადაც დიდი …
Continue reading “ყველაზე ძველი პარლამენტი და ყველაზე „ახალგაზრდა“ სასამართლო ბრექსითის შესახებ”
იანვრიდან მეფუტკრეობაში ანტიბიოტიკების გამოყენება იკრძალება
ქართული თაფლი ევროკავშირის ქვეყნებში გასაყიდად გატანა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ქართველი მეფუტკრეები ფუტკრის სამკურნალოდ ანტიბიოტიკებს აღარ გამოიყენებენ. ამ დროისთვის როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს, ისე კერძო კომპანიების მიერ გაკეთებულ თაფლის ლაბორატორიულ სინჯების დიდ ნაწილში ევროკავშირში აკრძალული ანტიბიოტიკების მაღალი შემცველობა ფიქსირდება. მეფუტკრე ასლან შაქარაძე ქედიდან ამბობს, რომ საქართველოში ანტიბიოტიკების შემცველ პრეპარატებს მეფუტკრეობაში მასიურად იყენებენ, ქართულ …
Continue reading “იანვრიდან მეფუტკრეობაში ანტიბიოტიკების გამოყენება იკრძალება”
როგორ დავამარცხოთ უმუშევრობა ევროკავშირის დახმარებით – ორი რეალური ისტორია
საქართველოში ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ მოსახლეობისთვის ერთ-ერთი უპირველესი პრობლემა უმუშევრობაა. ეს განსაკუთრებით ნათლად ჩანს რეგიონებში, სადაც სამუშაო ადგილების ნაკლებობასთან ერთად კვალიფიციური კადრების დეფიციტიც არსებობს. ამის საპასუხოდ ევროკავშირი აფინანსებს საგრანტო პროექტებს, – „საოჯახო ბიზნესი“ და „საქართველოში ფორმალურ/არაფორმალური პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის სისტემებს შორის კავშირის გაძლიერება სიცოცხლის მანძილზე სწავლების კონტექსტში“. ჩვენ ამ პროექტების ბენეფიციარებს, ნიკა ხასაიას …
Continue reading “როგორ დავამარცხოთ უმუშევრობა ევროკავშირის დახმარებით – ორი რეალური ისტორია”
ევროკავშირის წვლილი საქართველოში უმუშევრობის აღმოსაფხვრელად
დასაქმება ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა საქართველოში. სამუშაო ადგილების შექმნისა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად ევროკავშირი უკვე რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან. შრომითი ბაზრის თავისებურებები საქართველოში უმუშევრობის პრობლემას საქართველოში მრავალმხრივი მიზეზები აქვს, ხოლო იმ ვაკანსიების უმრავლესობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის შრომით ბაზარზეა წარმოდგენილი, შრომის ბაზრის ექსპერტის, ანა დიაკონიძის თქმით, განკუთვნილია საშუალო და დაბალი კვალიფიკაციის მქონე კადრებისთვის. ვაკანსიების მონიტორინგმა …
Continue reading “ევროკავშირის წვლილი საქართველოში უმუშევრობის აღმოსაფხვრელად”
აგროსექტორში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების კუთხით არსებული სიტუაციის კვლევა
„საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი“ (IBDIPC) ახორციელებს რეგიონალურ (უკრაინა/საქართველო/მოლდოვეთი) პროექტს „სოფლის მეურნეობის რეგიონული პროფესიული განათლების ხელშეწყობა და სოფლის განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მცირე გრანტების (Re-granting) პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორებია – „საზღვრისპირა თანამშრომლობის ცენტრი“ (უკრაინა – მთავარი პარტნიორი) და „პრო-რეგიონალური თანამშრომლობა“ (მოლდავეთი. …
ვინ მიიღებს დაფინანსებას ევროკავშირიდან ქედასა და ხულოში – პროექტების მისაღები ვადა იწურება
ხულოსა და ქედაში ევროკავშირი 2-2 მილიონ ევროს დახარჯავს 4 წლის განმავლობაში. პროექტების მიღება დაწყებულია. „ბათუმელები“ დაინტერესდა, გამოხატავენ თუ არა ფერმერები ინტერესს გრანტის მისაღებად და მიაწოდეს თუ არა მათ სათანადო ინფორმაცია. ევროკავშირისგან გრანტის მისაღებად ხულოში 429 ადამიანს უკვე გამოუხატავს ინტერესი. აქედან მეორე ეტაპზე 180 პროექტი გადავიდა. მეორე ეტაპზე პროექტის ავტორებმა სრული პროექტები უნდა წარადგინონ 20 ნოემბრამდე. …