რატომ ვერ გააქვთ ქართული ციტრუსი ევროპის ბაზარზე

რამდენიმე დღეში მანდარინის კრეფის სეზონი დაიწყება. შევა თუ არა წელს ქართული ციტრუსი ევროპის ბაზარზე? – ციტრუსის ექსპორტიორები ამ კითხვაზე დამაიმედებელ პასუხს ვერ იძლევიან. ექსპორტის მნიშვნელოვნად გაზრდის მოლოდინი არც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს აქვს. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების მიუხედავად, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოდან ციტრუსის ექსპორტის მაჩვენებლები იკლებს. „ძირითადად მომხმარებლები არიან ისევ პოსტსაბჭოთა ქვეყნები …

ვინ მიიღებს დაფინანსებას ევროკავშირიდან აჭარის მთაში – ელჩი მეწარმეებს შეხვდა

„ეს სუპერგემრიელი ღვინოა,“ – თქვა დღეს ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ქედაში დაწურული ღვინის დაგემოვნების დროს. ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ ევროკავშირის ელჩი იმ ჯგუფების პრეზენტაციებს გაეცნო, რომლებსაც ევროკავშირისგან სამომავლოდ გრანტის მიღება სურთ და ადგილობრივი განვითარების სტრატეგია წარმოადგინეს. ამ სტრატეგიით განისაზღვრა, რა ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს მუნიციპალიტეტს, რომელი მიმართულება უნდა იყოს პრიორიტეტული. ვინ მიიღებს გრანტს ევროკავშირისგან ჯერ …

ციფრული საბაჟო – რას შეცვლის ახალი საბაჟო კოდექსი, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედდება

საბაჟო სისტემაში რეფორმები იგეგმება, რომლებიც საბაჟო სერვისების დიგიტალიზაციას (გაციფრულებას) უკავშირდება, რაც გულისხმობს საბაჟოს ყველა სერვისის ბიზნესისთვის ელექტრონული ფორმით მიწოდებას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ახალი საბაჟო კოდექსის შესახებ უკვე დააანონსა და იგი 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ახალი საბაჟო კოდექსი მნიშვნელოვნად გაამარტივებს საბაჟო პროცედურებს. სასაზღვრო ფორმალობების გამარტივება კი ​გადამზიდავ კომპანიებს …

სექსუალური ხასიათის შანტაჟი ბავშვებზე ინტერნეტში – ფსიქოლოგის რჩევა მოზარდებსა და მშობლებს

როგორ დავიცვათ ინტერნეტში სექსუალური შანტაჟისგან მოზარდები. რა გამოსავალი არსებობს, როცა სექსუალური შანტაჟის დროს მოზარდი გრძნობს, რომ მას მშობლებიც ვერ გაუგებენ და როგორ უნდა მოქმედებდეს მსგავს ვითარებაში მშობელი, საზოგადოება  – „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის“ ფსიქოლოგს, ნინი დარსაძეს ესაუბრა: საზოგადოებაში მოვიაზრებით ყველა: მშობლები, მასწავლებლები, მეგობრები, თანატოლები, სახელმწიფო, მედია… ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევაში მთავარია ვიფიქროთ იმაზე, თუ …

ბიჭი, რომელმაც დედა სოციალური ქსელებით იპოვა

ლუკა 18 წლისაა, მაგრამ ჯერ კიდევ მინდობით აღზრდაში ცხოვრობს. ბიჭი თავიდან საოჯახო ტიპის სახლში ცხოვრობდა. ამ სახლში მხოლოდ 18 წლამდე შეიძლება გაჩერება. მინდობით აღზრდაშიც იმის გამო დატოვეს, რომ ეროვნულ გამოცდებს აბარებს. ლუკა საკუთარ თავზე და იმაზე თუ, როგორ იპოვა დედა 11 წლის ასაკში, თავად ჰყვება: „ბსუ-ში ფსიქოლოგის ფაკულტეტი ავირჩიე. იურისტობასაც ვფიქრობ, ეგეც ჩაწერილი მაქვს. და …

რატომ ვეღარ მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები ევროპაში ლტოლვილის სტატუსს

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისის (EASO) მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის აპრილის თვეში ევროკავშირის ქვეყნებს თავშესაფრის მოთხოვნით 49 716-მა აპლიკანტმა მიმართა. აპლიკანტთა 3% საქართველოს მოქალაქე იყო. საქართველო თავშესაფრის მთხოვნელთა საერთო რეიტინგში მეათე ადგილს იკავებს სირიის, ავღანეთის და ერაყის გვერდით. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რიგში შეიყვანა, შესაბამისად ლტოლვილის სტატუსის მიღება თითქმის შეუძლებელია. საქართველოში …

სირია, ავღანეთი… და საქართველო – ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა პირველი ათეული

2018 წლის აპრილის თვის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებს თავშესაფრის მოთხოვნით 49 716-მა აპლიკანტმა მიმართა. აპლიკანტთა 3% საქართველოს მოქალაქეა. სწორედ ამიტომ საქართველო თავშესაფრის მთხოვნელთა საერთო რეიტინგში მეათე ადგილს იკავებს. სირია 13%, ერაყი 6%, ავღანეთი 6% – ასეთია ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების მსურველთა პირველი სამეული. შემდეგ მოდის ვენესუელა 5%, ნიგერია 4%, პაკისტანი 4%,  ერიტრეა 4%, ალბანეთი 3% და …

ვის შეუძლია თავშესაფრის მიღება საფრანგეთში

არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა,  საქართველოს რამდენი მოქალაქე მიმართავს ყოველწლიურად საფრანგეთს თავშესაფრის მოთხოვნით. ასოციაციის – „ქართველები საფრანგეთში“ ფეისბუქჯგუფში, საშუალოდ დღეში ერთი ადამიანი მაინც სვამს კითხვას, თუ როგორ უნდა ჩაბარდეს საფრანგეთში ლტოლვილად და რა პროცედურების გავლა მოუწევს მას თავშესაფარში მოსახვედრად. მიზეზი, რის გამოც ქართველებს საფრანგეთში სურთ თავშესაფრის მიღება, ბევრია. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება და მძიმე დაავადება, რომლის მკურნალობა …

რას სთავაზობს სახელმწიფო საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტებს

ნებისმიერ ემიგრანტს, რომელიც უცხო ქვეყანაში არალეგალურად ცხოვრობს და საქართველოში დაბრუნებას თავისი ნებით გადაწყვეტს, დაადეპორტებენ ან რეადმისიის პროგრამაში მოხვდება, სახელმწიფო რეინტეგრაციაში დახმარებას სთავაზობს. 2017 წელს პროგრამის განხორციელებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 590 ათასი ლარი დაიხარჯა, 2018 წელს კი, 650 ათასი ლარია გათვალისწინებული. რამდენად არის ინფორმაცია „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომი, რამდენი მიგრანტი მიმართავს სახელმწიფოს და …

სასჯელი გოგოს მოტაცების გამო – 21 წლის პრობაციონერის ისტორია

18 წლისამ გოგოს მოტაცება სცადა და პირობითი სასჯელი დაეკისრა. ახლა 21 წლისაა. წარსულზე ეღიმება და ამბობს, რომ მაშინ ვერ გაიაზრა რას აკეთებდა. გოგო, რომელსაც იტაცებდა, მაშინ 17 წლის იყო, ბიჭს მასთან კავშირი აღარ აქვს. ამბობს, რომ ოჯახის ასე შექმნაზე აღარასდროს იფიქრებს, თუმცა გვეუბნება, რომ ნაადრევ ქორწინებაში უცნაურს ვერაფერს ხედავს. ჯაბა მანიაზე გიამბობთ (სახელი შეცვლილია) ბიჭზე, …

ვის, რა და როგორ გააქვს ევროკავშირის ბაზარზე გასაყიდად – წარმატებული ისტორიები

თხილი, ეთილის სპირტი, ღვინო, წყალი – ეს სოფლის მეურნეობის ის ოთხი ტოპპროდუქტია, ევროპაში რომ გააქვთ საქართველოდან. 2017 წლის მონაცემებით, ქვეყნიდან ევროკავშირის ბაზარზე ჯამში 646 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გავიდა. აქედან მხოლოდ 139 მილიონი იყო სოფლის მეურნეობის პროდუქტი. საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმება „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ …

როგორ დავსაქმდეთ პოლონეთში ლეგალურად

ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნიდან პოლონეთი არის გამონაკლისი, სადაც საქართველოს მოქალაქეებს ლეგალურად დასაქმების საშუალება აქვთ. საქართველოს და კიდევ ოთხი ქვეყნის მოქალაქეებს (ბელარუსი, მოლდოვა, რუსეთი და უკრაინა) შეუძლიათ წელიწადში 12 თვიდან 6 თვე სამუშაოს ნებართვის გარეშე იმუშაონ პოლონეთის ეკონომიკის ნებისმიერ სექტორში. მსგავსი შეთანხმება არსებობს ესტონეთთანაც, თუმცა სქემა ჯერ პილოტირების ეტაპზეა და დასახვეწია. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ 2017 წელს …

2 მილიონი ევრო ქედას – ევროკავშირის გრანტი  

სოფლებისა და დაბების განვითარებისთვის ქედის მუნიციპალიტეტი ევროკავშირისგან  დაახლოებით ორ მილიონ ევროს ოთხი წლის განმავლობაში მიიღებს. ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ ქედის მუნიციპალიტეტში დაფინანსებულ პროექტს – „ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება, სოფლის განვითარება ქედაში“, არასამთავრობო ორგანიზაცია CENN განახორციელებს. პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის წარმომადგენელი, ნინო გაფრინდაშვილი განმარტავს, რომ პროექტი სამეტაპიანია და გრანტების გაცემა პროექტის ბოლო ეტაპზე …

„რატომ კლავენ კაცები ქალებს“ – დისკუსია ქედაში

2017 წლის 22 აგვისტოს, 12:00 საათზე, „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“ და „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ დაბა ქედაში, ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრში, გამართავენ დისკუსიას თემაზე: „რატომ კლავენ კაცები ქალებს“ მოდერატორი: ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი. მომხსენებელი: თიკო ცომაია, პროფესორი, პროგრამის კოორდინატორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი. მისამართი: დაბა ქედა, ტბელ აბუსერიძის #10 [ყოფილი არქივის შენობა] საკონტაქტო პირი:  …

ბათუმის ბულვარში თაფლის ფესტივალი მიმდინარეობს

ამ წუთებში ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან, ქართული თაფლის ფესტივალი მიმდინარეობს. მეფუტკრეებს თაფლთან ერთად სხვადასხვა დასახელების თაფლის ნაწარმიც აქვთ გამოფენილი. „120 დასახელების პროდუქტს ვაწარმოებთ თაფლისგან, ვცდილობთ, მომხმარებელი იყოს ამის შესახებ ინფორმირებული, ეს ფესტივალიც დაგვეხმარება ცნობადობის გაზრდაში,“ – გვეუბნება კოოპერატივ „ზირას“ წარმომადგენელი. „ზირას“ ინფორმაციით, თაფლის პროდუქტებიდან ყველაზე ხშირად იყიდება ფუტკრის რძე, თაფლის ძმარი, ჭეო და სხვადასხვა ნაზავი: „თაფლის …

“სოციალური მუშაკები სოციალური ცვლილებისთვის“ – ევროკავშირის პროექტი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის

ამ წუთებში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია საკონსულტაციო შეხვედრას მართავს იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საგრანტო კონკურსით – „სოციალური მუშაკები სოციალური ცვლილებისთვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“. პროექტს ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტო აფინანსებს და მისი მიზანია, დაეხმაროს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჩაერთონ სოციალურ რეფორმებში, ასევე შეიტანონ თავიანთი წვლილი სოციალური დაცვისა და ოჯახის მხარდამჭერი …

EMBLAS: შავ ზღვაში რამდენიმე ნივთიერების ტოქსიკურობის ზღვარი დასაშვებ ნორმას აჭარბებს

შავი ზღვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კვლევის პირველადი შედეგებით შავ ზღვაში რამდენიმე ნივთიერების ტოქსიკურობის ზღვარი დასაშვენ ნორმას აჭარბებს – ეს ინფორმაცია შავი ზღვის გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროექტმა EMBLAS, თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. “ნიმუშები შემოწმდა თანამედროვე მეთოდოლოგიით, 2000-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებაზე. დაბინძურების ნიმუშები შეიცავდა სამრეწველო ქიმიკატების ფართო სპექტრს, წამლებს, პირადი ჰიგიენის ნივთებს, არაალებად მატერიებსა და სხვა ნივთიერებებს მთელი შავი …

დემოკრატიის ინსტიტუტის პროექტი ყოფილი პატიმრების გასაძლიერებლად

დღეს, 23 თებერვალს, დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ყოფილი პატიმრების გაძლიერებისკენ მიმართული პროექტის პრეზენტაცია გამართა. პროექტი, რომლის ბენეფიციარები არიან ყოფილი პატიმრები, პატიმართა ოჯახის წევრები და პრობაციონერები, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ხანგრძლივობა სამი წელია, იგი ოთხ რეგიონში აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და სამეგრელოში განხორციელდება. პროექტი გულისხმობს სოციალური საწარმოების ამოქმედებას და იქ ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების დასაქმებას, …

საქართველოს საგარეო ვაჭრობა ევროკავშირისა და დსთ-ის ქვეყნებთან [ინფოგრაფიკა]

    საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2016 წლის წინასწარი მონაცემებით, 2016 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 3601 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 571 მლნ. აშშ დოლარი იყო (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 3030 მლნ. აშშ დოლარი (20 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ …

საინფორმაციო შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ

პირველ ივლისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა. „ეკონომიკური ასოცირება არის ვიზალიბერალიზაციის ნაწილი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას მისცემს. ეკონომიკური ნაწილი კი შესაძლებლობას მოგვცემს ევროკავშირის ბაზარზე გავიტანოთ ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქცია,  ეს იქნება მასტიმულირებელი  იმისათვის,  რომ ჩაიდოს ევროპული ინვესტიციები …

საჯარო შეხვედრა ევროკავშირის შესახებ [ანონსი]

24 ივნისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება საჯარო შეხვედრა ევროკავშირის შესახებ. შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: ➣ გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ევროკავშირში; ➣ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები; ➣ ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი და სხვა თემები. ღონისძიება 16:00 საათზე დაიწყება.

კონკურსი სოციალური საწარმოების ასამოქმედებლად

სოციალური მეწარმეობის ხელშესაწყობად კონკურსი გამოცხადდა. პროექტის ფარგლებში, წლის განმავლობაში 4 პროექტი შეირჩევა. თითოეული ჯგუფი დაფინანსების სახით 8 ათას ევროს მიიღებს. პროექტი ითვალისწინებს იმ ბიზნესპროექტის განხორციელებას, რომელიც რომელიმე სოციალური პროგრამის მოგვარებას შეუწყობს ხელს, მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დასაქმება, ინტეგრაციის ხელშეწყობა, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება და ასე შემდეგ. პროექტს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, …

ლეონიდ ჩერნოვეცკი: NATO-ში არ მიიღებენ არც საქართველოს, არც უკრაინას

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ქობულეთში, თავისი პარტიის „ბედნიერი საქართველოსთვის“ პირველი ოფისი 15 აპრილს გახსნა. ოფისის გახსნის დღეს „ბათუმელებმა“ მოახერხა ლეონიდ ჩერნოვეცკისთვის რამდენიმე კითხვა დაესვა. ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა იმას, თუ როგორია მისი შეხედულება საქართველოსა და NATO-ს ურთიერთობაზე. „მე ვფიქრობ, საქართველოსთვის არ არის ყველაზე მთავარი ნატო, იმიტომ, რომ ნატოში საქართველოს არ მიიღებენ. საქართველოს აქვს ტერიტორიული პრეტენზიები და ნატოს წესდების …

საქართველოს ამბიცია ევროკავშირში გაერთიანებაა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოთხშაბათს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ამბიცია ევროკავშირში გაერთიანებაა. მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას გააკეთა მიმართვა, რომ „სცნონ საქართველოს წევრობა უფრო ფართო ევროპის ფარგლებში“. სააკაშვილის განცხადებით, გასული წლის ნოემბერში საქართველოში მომხდარი „ვარდების რევოლუცია“ იყო ქვეყნის „პირდაპირი მანიფესტაცია ევროპული ფასეულობის და ლიბერალური დემოკრატიის, რაც საქართველოს თვითმყოფადობის და კულტურის საფუძველს …

Exit mobile version