„ბებიაჩემმა ამ შეგნებით გამზარდა, რომ რუსეთი მტერია, რადგან ჩემი წინაპრები კომუნისტებმა დახვრიტეს, ჩემი ორი ბიძა აფხაზეთში მოკლეს, ჩემი თანამემამულეები კი გამოყარეს აფხაზეთიდან. შეუძლებელია იმის დავიწყება, რაც რუსებმა თუნდაც ამ 20 წლის განმავლობაში გაგვიკეთეს. ამიტომ, კალაძის ადგილზე ყოფნას არ ვისურვებდი, რომელიც ამბობს, რომ თურმე ვიზალიბერალიზაციას ევროპა შანტაჟისთვის იყენებს, მტერს კი გულშემატკივრობს. მე ვერ ვიცხოვრებდი იმ ტვირთით. …
Tag Archives: ევროკავშირი
ბებიამ საბერძნეთში ავტობუსის საბარგულით შეაღწია, არ მინდა იმ დროში დავბრუნდეთ – მასწავლებელი
„როცა ევროპაში თავისუფალ მიმოსვლაზე ვსაუბრობთ, სულ მახსენდება ბებია, რომელმაც ჯოჯოხეთური გზა გაიარა იქ მოსახვედრად. საბერძნეთის საზღვარი ჩუმად, ავტობუსის საბარგულში ჩამწყვდეულმა გადაკვეთა და ასე იარა რამდენიმე საათი. არ მინდა, რომ აქ დავბრუნდეთ“ – ამბობს შალვა მინდაძე, თბილისის 70-ე სკოლის ისტორიის მასწავლებელი. „ბათუმელები“ პედაგოგს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოსალოდნელ საფრთხეებზე და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ესაუბრა. „მე დღეს ჩამოვედი …
რატომ უნდა შემაშინო ომით? იმიტომ, რომ ევროპული სახელმწიფო მინდა? – მასწავლებელი
„როცა ბავშვს აშინებ, ემუქრები, ვერ მიიღებ მისგან კარგ შედეგს, ხომ?! ასეა აღზრდაშიც. ან რატომ უნდა შემაშინო ომით. მხოლოდ იმიტომ, რომ მინდა ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდე? ესეც ხომ გასააზრებელია“ – ამბობს ელენე ბეთლემიშვილი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრი. ელენე ბეთლემიშვილი გორის მე-3 და მე-8 საჯარო სკოლებში დაწყებით საფეხურზე ასწავლის. „ბათუმელები“ პედაგოგს ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე და იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე …
Continue reading “რატომ უნდა შემაშინო ომით? იმიტომ, რომ ევროპული სახელმწიფო მინდა? – მასწავლებელი”
აზიური გავლენები საქართველოში იყო ძლიერი, შემდეგ გადავიხარეთ რომისკენ – ისტორიის პედაგოგი
„იზოლირება ყოველთვის წამგებიანია. ნებისმიერი იზოლაცია გაქცევს ერთი კონკრეტული ძალის ქვეშ და საბოლოოდ აუცილებლად გვნებს. ახლა ევროპასთან დაშორების ნიშანი არის კანონის უზენაესობის ეჭვქვეშ დაყენება, შერჩევითი სამართალი, კორუფცია, ნეპოტიზმი ერთპიროვნული მმართველობისკენ სწრაფვა. აი, ეს ყველაფერი ევროპულ სამყაროს, ევროპულ ცივილიზაციას გვაშორებს,“ – ამბობს ისტორიკოსი, მასწავლებელი ნიკა შონია, რომლის კვლევის საგანიც შუა საუკუნეების ისტორიაა. ევროპული ცივილიზაციისკენ სვლის რა ისტორიული …
„ამდენ ყვარყვარეში და ამდენ ჯაყოში ბავშვებს გაუჭირდებათ სწორი მხარე იპოვონ“ – მასწავლებელი
საქართველოში მე-9 თვეა ხალხი აპროტესტებს „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლების ანტიევროპულ პოლიტიკას, რასაც ძალიან მალე, შესაძლოა მოჰყვეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერება საქართველოს მოქალაქეებისთვის. რას დაკარგავს ამით ქვეყანა და რას დაკარგავთ თუნდაც თქვენ, როგორც ერთი მოქალაქე და მასწავლებელი ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის შეჩერებით? – ვკითხეთ ნესტან კუბლაშვილს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, რომელიც რამდენიმე დღის წინ, მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს 2025 …
ამას ვაფასებ, როგორც გეოპოლიტიკურ კატასტროფას საქართველოსთვის – თინა ბოკუჩავა
„სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებაც ყველაზე თვალსაჩინო დასტურია იმის, რომ ჩვენს რეგიონში მშვიდობა, კეთილდღეობა, სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა, სამუშაო ადგილები, ინვესტიცია, მხოლოდ და მხოლოდ ამერიკას, დასავლეთს შეუძლია, რომელსაც ებრძვის ივანიშვილი“, – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, თინათინ ბოკუჩავა. როგორ მუშაობს ოპოზიცია ევროპარლამენტთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე და რას გეგმავს ამ საფრთხის დასაძლევად. „ბათუმელებმა“ თინა ბოკუჩავასთან ინტერვიუ ჩაწერა. ქალბატონო თინათინ, როგორც ვიცით, …
Continue reading “ამას ვაფასებ, როგორც გეოპოლიტიკურ კატასტროფას საქართველოსთვის – თინა ბოკუჩავა”
„3 შვილის მამა სამსახურიდან გამათავისუფლა რუსულმა ხელისუფლებამ“ – მოქალაქე
„ვემსახურები საქართველოს! ვემსახურები ჩემს სამშობლოს და არა მტერს ან მტერთან კოლაბორაციაში მყოფ ხელისუფლებას, რომლის ცინიზმი ისეთივეა, როგორიც რუსული ოკუპაცია“- წერს ფეისბუქზე ფინანსისტი ალიმ ხერხაძე, რომელიც, მისივე თქმით, ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლიდან პროევროპული განწყობების გამო გაათავისუფლეს. „ბათუმელები“ ალიმ ხერხაძეს დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ ამჟამად დროებით იმყოფება გერმანიაში, თუმცა სამსახურიდან დათხოვნის მოლოდინი მას შემდეგ გაუჩნდა, როცა მხარი დაუჭირა …
Continue reading “„3 შვილის მამა სამსახურიდან გამათავისუფლა რუსულმა ხელისუფლებამ“ – მოქალაქე”
„რატომ დადიან ევროპაში და არა ჩელიაბინსკში? გააზრების კი არა, პროპაგანდის პრობლემაა“ – ინტერვიუ
„თუ ჩვენ რეჟიმს შევეგუებით, თავისუფლებას არავინ გვაჩუქებს. დავკარგავთ ვიზალიბერალიზაციასაც. ამიტომ ეს არის ჩვენი ამოცანა, ვანახოთ ევროპას, რომ ვიბრძვით“-ამბობს პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია „ბათუმელებთან“. მას იმ საფრთხეებზე ვესაუბრეთ, რასაც უქმნის „ქართული ოცნების“ ანტიევროპული პოლიტიკა ვიზალიბერალიზაციას და ამავე დროს, რა ნაბიჯებს დგამს ოპოზიცია ამ პროცესის შესაჩერებლად. ქალბატონო ელენე, როგორც ვიცით, საქართველოს აგვისტოს ბოლომდე აქვს პირობები შესასრულებელი, …
რატომ ექაჩება „ბნელეთის იმპერიისკენ ოცნება ქვეყანას“ და გვაშორებს ევროპას“ – ნიკოლოზ ალავიძე
„ქართული ოცნება“ გვაშორებს ევროპას, ნამდვილად გვაშორებს. გვაშორებს ღია და შეფარული მიდგომებით, მეთოდებით და აღსრულების პოლიტიკით. გვაშორებს ფარულადაც, პროპაგანდით. პროპაგანდით, რომელიც ემსახურება ნეგატიური კონტექსტის შექმნას, ჭიქაში ქარიშხლის გაჩენას, მოწყვლად მოსახლეობაში ემოციური პოსტულატებით არარსებული რეალობის შესახებ მითის შექმნას,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ანალიტიკური ცენტრ „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი ანტრეპრენერი, ნიკოლოზ ალავიძე. ნიკოლოზ ალავიძის თქმით, …
„კრიზისიდან გამოსვლა არ არის ოცნების ინტერესში“ – ლია მუხაშავრია უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე
„ძალიან იოლია რაღაცის დაკარგვა, ამ მნიშვნელოვანი უფლების მოპოვება კი, შეიძლება შეუძლებელი აღმოჩნდეს,“ – ამბობს ადვოკატი ლია მუხაშავრია ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებაზე. „31 აგვისტომდე ვადა და პირობა დადებული აქვს არა მხოლოდ საქართველოს მთავრობას, რომელსაც კონკრეტული მოთხოვნები წაუყენა ევროკავშირმა, არამედ ეს არის მოთხოვნები ჩვენს მიმართ – ქართული საზოგადოების თითოეული წევრის მიმართ. მხოლოდ და მხოლოდ გონიერება, ორგანიზებულობა …
საპატრიარქოს პრესცენტრის კრიტიკა ევროკავშირზე პატრიარქთან შეთანხმებულია? – ინტერვიუ
„პატრიარქს არაერთხელ აქვს ძალიან ღიად გაცხადებული პოზიტიური ხედვა დასავლეთის შესახებ,“ – ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რაც თეოლოგ შოთა კინწურაშვილს აფიქრებინებს, რომ საპატრიარქოს პრესცენტრის სახელით გავრცელებული განცხადება პატრიარქთან შეთანხმებული არ იყო და იგი მხოლოდ ერთი ჯგუფის პოზიციას გამოხატავს. 21 ივლისს საპატრიარქოს პრესცენტრმა თავის ფეისბუქგვერდზე და არა საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე, ევროკავშირის რეკომენდაციები გააკრიტიკა და „ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა გაიმეორა. …
„ოცნება“ და მისი სატელიტი ისევ ევროკავშირის ელჩს ესხმიან თავს
დღეს, 23 ივნისს, „ოცნების“ პრემიერის, ირაკლი კობახიძისა და „ოცნების“ სატელიტი პარტიის, „ხალხის ძალის“ კრიტიკის სამიზნე ისევ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი გახდა. „ხალხის ძალა“ ფეისბუქზე ვრცელი სტატუსით გამოეხმაურა პაველ ჰერჩინსკის ინტერვიუს „ბათუმელებთან“ და მას „ე.წ. ელჩი“ და „დიფ სთეითის აგენტი“ უწოდა. „საქართველოში ევროკავშირს წარმოადგენს ადამიანი, რომელიც სრულად დაცლილია იმ ევროპულობისა და ევროპული ღირებულებებისგან, რასაც უნდა …
Continue reading “„ოცნება“ და მისი სატელიტი ისევ ევროკავშირის ელჩს ესხმიან თავს”
“საქართველოს დემოკრატია ისევ საფრთხეშია” – პაველ ჰერჩინსკი
„საქართველოს და ევროკავშირს წარმატებული პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ. ამ ურთიერთობამ საქართველოს მოსახლეობას ბევრი სიკეთე მოუტანა. მიმოიხედეთ ირგვლივ, ნახეთ რა გაუკეთებია ევროკავშირს თქვენს სოფლებსა თუ ქალაქებში,“ – თქვა დღეს, ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნისას პაველ ჰერჩინსკიმ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში. დღეს, 21 ივნისს, ბათუმში ევროპის დღე აღინიშნება. ღონისძიება სხვადასხვა აქტივობებს მოიცავს, მათ შორის მასტერკლასებს და სხვადასხვა გასართობ …
Continue reading ““საქართველოს დემოკრატია ისევ საფრთხეშია” – პაველ ჰერჩინსკი”
“10 წელი ფოკუსში” – ევროკავშირის კონკურსში გამარჯვებული ფოტოების გამოფენა ბათუმში
20 ივნისს, ბათუმში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „10 წელი ფოკუსში“. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო წლების განმავლობაში ევროკავშირის კონკურსში გამარჯვებული ფოტო ნამუშევრები. „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ ყოველწლიური კონკურსია, რომელსაც ცალკე აქვს ფოტოს კატეგორია. სწორედ ამ კატეგორიაში გამარჯვებული ფოტოჟურნალისტების ნახვა შეეძლო გამოფენაზე მისულ დამთვალიერებელს. ფოტოები საქართველოს უახლეს ისტორიას ასახავს. „ეს გამოფენა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ …
Continue reading ““10 წელი ფოკუსში” – ევროკავშირის კონკურსში გამარჯვებული ფოტოების გამოფენა ბათუმში”
„საქართველოს არ მივატოვებთ. ვინც არ უნდა შემცვალოს, იმავეს გააკეთებს“ – ინტერვიუ EU-ს ელჩთან
„უდავოა, რომ საქართველო დაძლევს ამ პოლიტიკურ კრიზისს… ის ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდება“ – მიიჩნევს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი. ოპტიმიზმის საფუძველს EU-ს ელჩს საქართველოს ქუჩებში ხალხთან შეხვედრა აძლევს. განსაკუთრებული ემოციით ის ბათუმში ჩამოსვლამდე, ზუგდიდში მომხდარ ამბავზე გვიყვება: „გუშინ ზუგდიდში საღამოს გვიან ჩავედი, მშიოდა და გარეთ გავედი, პირველივე საცხობში ხაჭაპურის შეძენა გადავწყვიტე, მაგრამ ადამიანმა, რომელიც ხაჭაპურს ყიდდა, …
ევროპა რუსულ ნავთობს აღარ იღებს – „რუსეთი, როგორც ენერგოაქტორი მსოფლიო ბაზარზე გაქრება“
ევროკავშირმა ფაქტობრივად საერთოდ შეწყვიტა რუსეთიდან ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და ქვანახშირის იმპორტი. რუსულ გაზს რაც შეეხება, მასზე მთლიანად უარის თქმას ევროკავშირი შემუშავებული გეგმის მიხედვით 2027 წლის ბოლოსთვის აპირებს. როგორ აისახება ეს რუსეთის ეკონომიკაზე და რა ალტერნატივა აქვს ევროპას ენერგომომარაგების კუთხით? – ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძე თვლის, რომ რუსული ნავთობისთვის ევროპის ბაზრის დაკარგვა რუსეთში, პირველ რიგში, ვალუტის დეფიციტს შექმნის, …
„მზია არის ჟურნალისტური გამბედაობის სიმბოლო“ – პაველ ჰერჩინსკი | ვიდეო
“მინდოდა პირადად მოსვლა სოლიდარობის და მხარდაჭერის გამოსახატად თქვენდამი, მზია ამაღლობელის მიმართ, რომელიც ბევრი თვეა უკვე ციხეშია და სასამართლოს განაჩენს ელის,“ – ასე დაიწყო ინტერვიუ “ბათუმელებთან” ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ. ევროკავშირის ელჩი “ბათუმელებს” დღეს, 20 ივნისს ესტუმრა. ელჩმა გამოცემას ვრცელი ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ ამ ინტერვიუს ნაწყვეტს. ვრცელი ინტერვიუ მოგვიანებით გამოქვეყნდება. პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში: …
Continue reading “„მზია არის ჟურნალისტური გამბედაობის სიმბოლო“ – პაველ ჰერჩინსკი | ვიდეო”
„პუტინი დროს წელავს, ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ“ – მერცის კანცელარიის ხელმძღვანელი
გერმანიის კანცლერის, მერცის კანცელარიის ხელმძღვანელმა, ტორსტენ ფრეიმ რუსეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიმართ გულწრფელი ინტერესის არქონასა და დროის გაჭიანურებაში დაადანაშაულა. „ბოლო დღეებში განსაკუთრებით ნათელი გახდა, რომ რუსეთს აბსოლუტურად არ აქვს ინტერესი იარაღი დადუმდეს. პირიქით, დრონებით თავდასხმები გაიზარდა, როგორც რაოდენობრივად, ასევე ინტენსივობით“, – ციტირებს პოლიტიკოსს გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“. ფრეის თქმით, პუტინი აშკარად წელავს დროს და ცდილობს …
Continue reading “„პუტინი დროს წელავს, ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ“ – მერცის კანცელარიის ხელმძღვანელი”
გერმანიის კანცლერი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აანონსებს
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ, მე-17 პაკეტს 20 მაისს განიხილავენ. „სანქციების ახალი პაკეტი მზადაა. გადაწყვეტილებას სამშაბათს, ბრიუსელში მივიღებთ“, – წერს მერცი სოციალურ ქსელ X-ზე. მერცი ასევე აცხადებს, რომ რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებზე სტამბოლში ჩასვლაზე უარის თქმით თავი არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაიგდო. „ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი …
Continue reading “გერმანიის კანცლერი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აანონსებს”
ოჯახები იგრძნობენ უვიზო მიმოსვლის შეჩერების სიმძიმეს და არა „ოცნების“ მდიდარი წევრები – ინტერვიუ
იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია და ამას პარტიულ ღონისძიებებზე სიტყვით გამოსვლის დროს მისი ტყვიაგაუმტარი მინის მიღმა დგომაც ადასტურებს, პოლიტოლოგი მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილს ყველაზე მეტად დასავლეთისგან სრული იზოლაცია აშინებს. „ივანიშვილი ცდილობს დასავლეთს დაანახოს საქართველოს, როგორც დერეფნის ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და მაგალითად, ევროკავშირმა თვალი დახუჭოს ქვეყანაში არსებულ ერთპიროვნულ მმართველობასა და …
„გერმანიის წნეხი ოცნებაზე გაიზრდება“ – რა იცვლება გერმანიაში ჩატარებული არჩევნებით?
„მერცი შეეცდება, შეითავსოს ლიდერის როლი: როგორ უნდა მოხდეს ევროკავშირის გარდაქმნა გეოპოლიტიკურ მოთამაშედ“, – პოზიტიური მოლოდინი აქვს გერმანიაში ჩატარებულ არჩევნებზე საგარეო პოლიტიკის მრჩეველს ბუნდესტაგში – მიხეილ სარჯველაძეს. მისი აზრით, მერცს უკეთესი პოლიტიკური უნარები აქვს, ვიდრე შოლცს ჰქონდა. ბუნდესტაგის ქართველი მრჩევლის აზრით, თუ მერცმა გერმანელ ამომრჩეველს გული გაუცრუა, პოლარიზმი კიდევ უფრო გაღრმავდება და იმის რისკი გაიზრდება, რომ …
ევროკავშირის განცხადება მზია ამაღლობელსა და გურამ მურვანიძეზე
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ეხმაურება ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, მზია ამაღლობელის და „ბათუმელების“ ოპერატორის, გურამ მურვანიძის დაკავებას. როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს, მათი დაპატიმრება გამოხატვის თავისუფლებას უფრო მეტად აკნინებს და ყველა უსამართლოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს. „საქართველოს მოქალაქეებს კვლავ ემუქრება დაკავება ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო. მზია ამაღლობელისა და გურამ მურვანიძის დაპატიმრება გამოხატვის თავისუფლებას უფრო მეტად აკნინებს. ყველა …
Continue reading “ევროკავშირის განცხადება მზია ამაღლობელსა და გურამ მურვანიძეზე”
26 დეკემბერს თბილისში გაიმართება ბათუმელების მარში
26 დეკემბერს, ხუთშაბათს, 19 საათზე, თბილისში გაიმართება ბათუმელების პროევროპული მარში. ანონსის თანახმად, ბათუმელების მარშისთვის მოქალაქეები თბილისში, ბუკიას ბაღში შეიკრიბებიან და პარლამენტისკენ გამართავენ მსვლელობას. „გიწვევთ მარშზე, სადაც ბათუმელები ერთხმად გამოვხატავთ ჩვენს მტკიცე ნებას – გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ბათუმი ოდითგანვე იყო მულტიკულტურული ქალაქი, სადაც სხვადასხვა ეროვნების, რელიგიისა და კულტურის ადამიანები მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ. ჩვენი ქალაქის ისტორია …
Continue reading “26 დეკემბერს თბილისში გაიმართება ბათუმელების მარში”
ირაკლი კობახიძემ მოიტყუა, რომ რუმინეთმა, იტალიამ და ესპანეთმა სანქციებს მხარი არ დაუჭირა
ევროკავშირის წევრი სამი ქვეყანა – რუმინეთი, იტალია და ესპანეთი – საგანგებო განცხადებებით გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, თითქოს ამ ქვეყნებმა მხარი არ დაუჭირეს სანქციებს. 16 დეკემებრს ევროკავშირი შეთანხმდა, რომ აუცილებელია, საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებს შეუჩერდეთ უვიზო რეჟიმი. ირაკლი კობახიძის ტყუილს, თითქოს სანქციებს მხარი არ დაუჭირა, პირველი რუმინეთი გამოეხმაურა. რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს …
დღეს საპროტესტო აქცია ბათუმში 17 საათზე დაიწყება ევროპის მოედანზე
დღეს, პირველ დეკემბერს, საპროტესტო აქცია ბათუმში 17 საათზე, ევროპის მოედანზე დაიწყება. ამის შესახებ გუშინ ბათუმში მიმდინარე აქციაზე განაცხადეს ორგანიზატორებმა. 30 ნოემბერს ბათუმში ხალხმრავალი აქცია გაიმართა აჭარის მთავრობასთან, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს უმაღლესი საბჭოს შენობას და ასევე, საპროტესტო მსვლელობით მივიდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას სახლთან. აქციის მონაწილეები პერიოდულად კეტავდნენ სხვადასხვა ქუჩას. …
Continue reading “დღეს საპროტესტო აქცია ბათუმში 17 საათზე დაიწყება ევროპის მოედანზე”
ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს – ეროვნული ბანკის თანამშრომლების საჯარო განცხადება
„28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება, საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან 2028 წლამდე ამოღების თაობაზე, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და არ შეესაბამება ქვეყნის ისტორიულ მისწრაფებას – გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები აწერენ ხელს. განცხადება განახლებადია და ამ დროისთვის მას 189 პირი აწერს ხელს. საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები …
„ტურავას სახლთან მივდივართ“- ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
დღეს, 30 ნოემბერს, საპროტესტო აქცია აჭარის ტელევიზიასთან დაიწყო. აქცია მოქალაქეებმა, გუშინ, 29 დეკემბერს მას შემდეგ დაგეგმეს, როცა მათი დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად ტელევიზიამ პირდაპირი ეთერის დათმობაზე უარი უთხრა აქციის მონაწილეებს. დღეს ტელევიზიის წინ შეიკრიბნენ, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. „ამ ტელევიზიას ჩვენ ვაფინანსებთ და ჩვენი ხმა უნდა ისმოდეს“ – აცხადებენ მოქალაქეები. ისინი …
Continue reading “„ტურავას სახლთან მივდივართ“- ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს”
ბათუმში აქციაზე 8 პირი დააკავეს – ორს აღენიშნება დაზიანებები
30 ნოემბერს ბათუმში საპროტესტო აქციაზე 8 პირი დააკავეს, მათ შორის – არასრულწლოვანი და ერთი ქალი. მოგვიანებით არასრულწლოვანი და ქალი გაათავისუფლეს. დღეს ბათუმში აქციაზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი, როგორც აჭარის მთავრობის სახლთან, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოსთან. საქართველოს იურისტთა ასოციაციის[ საია] ბათუმის ორგანიზაციის ინფორმაციით, აქციაზე დააკავეს: ლაშა ფალავანდიშვილი, ალბერტ არაქელოვი, ნიკო მირცხულავა, ვლადიმერ თოდაძე. დააკავეს ასევე მიხეილ ბოლქვაძე და …
Continue reading “ბათუმში აქციაზე 8 პირი დააკავეს – ორს აღენიშნება დაზიანებები”
„გამოდით! გამოდით!“ – ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ
ბათუმში დღეს, 29 ნოემბერს, საღამოს, დაიწყო აქცია, რომლის მონაწილეებიც აპროტესტებენ „ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ. აქციის მონაწილეები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით მიემართებიან ქალაქის შემოსასვლელთან. „გამოდით! გამოდით“ – სკანდირებენ აქციის მონაწილეები და მოქალაქეებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ აქციას. აქციის მონაწილეები გეგმავენ ქალაქის შემოსასვლელი გზის გადაკეტვას. „ბათუმი არის ყველაზე ევროპული ქალაქი!“ – ისმის აქციაზე. აქციას უერთდებიან სტუდენტები, …
Continue reading “„გამოდით! გამოდით!“ – ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ”
რაც გუშინ მოხდა, აშკარად ეწინააღმდეგება ქართველების სრული უმრავლესობის ნებას – ჰეჩინსკი
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, წუხელ სპეცრაზმის მიერ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ძალადობრივი დაშლის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა. პაველ ჰერჩინსკი: „მახსოვს, ორი წლის წინ, როდესაც საქართველოში ჩამოვედი, ჩემმა უფროსმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, საჯაროდ განაცხადა: „საქართველო ევროკავშირს ეკუთვნის. ევროკავშირი არ იქნება სრულყოფილი საქართველოს გარეშე“. ეს სიტყვები წარმართავდა ჩვენს მუშაობას ბოლო ორი წლის განმავლობაში. ეს …
სამართლებრივი დახმარების ცხელ ხაზზე ინფორმაცია შემოვიდა 16 პირზე – არასამთავრობოები
არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამართლებრივი დახმარების ცხელ ხაზზე შევიდა ინფორმაცია 28-29 ნოემბერს, თბილისში გამართული აქციის მონაწილე 16 პირზე, აქედან 4 საავადმყოფოშია და 12 ჯერ კიდევ არ ჰყავთ შეყვანილი იზოლატორებში. ერთობლივ განცხადებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, „იურისტთა ასოციაცია“ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი და სხვა ორგანიზაციები ავრცელებენ. 29 ნოემბერს, დილის 7 საათზე, რუსთაველის გამზირზე კვლავ რჩებიან საპროტესტო აქციის …
„რაც კობახიძემ განაცხადა, ეს სახელმწიფო გადატრიალებას ნიშნავს“ – გია ხუხაშვილი
„დღეს კობახიძემ ფაქტობრივად განაცხადა, რომ ხელისუფლება აჩერებს კონსტიტუციის მოქმედებას, რაც სამართლის ენაზე ნიშნავს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას,“ – წერს ფეისბუქში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. დღეს, 28 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებენ. „როდესაც ხელისუფალი გადის საკანონმდებლო სივრციდან, ხალხი, როგორც ძალაუფლების წყარო უფლებამოსილია აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი …
Continue reading “„რაც კობახიძემ განაცხადა, ეს სახელმწიფო გადატრიალებას ნიშნავს“ – გია ხუხაშვილი”
„ოცნება“ ხალხის ევროინტეგრაციისადმი მხარდაჭერის დანგრევას ცდილობს – ჩხიკვაძე
ვანო ჩხიკვაძე, ღია საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ეხმიანება შალვა პაპუაშვილის ინტერვიუს, რომელშიც პაპუაშვილმა ევროკავშირი საბჭოთა კავშირს შეადარა და განაცხადა, რომ ევროკავშირში დღეს გაწევრიანებას მოჰყვება რეგულაციები, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დაანგრევს. „პაპუაშვილს მინდა გამოვეხმაურო: 1. ევროკავშირი იქით შეგვეხვეწოს წევრობასო, რომ აცხადებს: ევროგაერთიანების/ევროკავშირის ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა ვინმეს წევრობას შეხვეწოდნენ. ვერ გაიხსენებს ასეთს ვერც თქვენ და ვერც …
Continue reading “„ოცნება“ ხალხის ევროინტეგრაციისადმი მხარდაჭერის დანგრევას ცდილობს – ჩხიკვაძე”
ბინის ქირა, დაბალი ხელფასი და დრო, რომელიც სწავლისთვის არ რჩება – სტუდენტების ცხოვრება საქართველოში
„ღირსეული საცხოვრებელი სტუდენტებს“ – ასე გამოეხმაურა „მაისის სტუდენტური მოძრაობა“ წელს თსუ-ში სწავლის დაწყებას. მათ ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზის ფოიეში გამოფინეს ბანერები საერთო საცხოვრებლის მოთხოვნით და სტუდენტებს მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. „დაპირება დარჩება დაპირებად, თუკი არ ვაჩვენეთ ერთიანი ძალა და არ ვაიძულეთ რექტორატი და სახელმწიფო ააშენოს ის, რაც ყველას გვეკუთვნის“, – აცხადებდნენ სტუდენტები. სტუდენტებს ეს პერფორმანსი მალევე, იძულებით …
ბაღები, არა ყველა ბავშვისთვის – უთანასწორობა და სხვა პრობლემები სკოლამდელი განათლების სისტემაში
საქართველოში ყოველწლიურად ათასობით ბავშვი რჩება საბავშვო ბაღს მიღმა. დიდ ქალაქებში მდებარე საჯარო ბაღებში ხშირად არ არის საკმარისი ადგილები და ხან ისეც ხდება, რომ ბავშვი სასკოლო ასაკი ბაღის მომლოდინეთა რიგში უწევს. მაგალითად, ბათუმში 5 წლის ასაკის სულ მცირე 61 ბავშვია საბავშვო ბაღის რიგში, რაც ძირითად შემთხვევაში იმას ნიშნავს, რომ მათი მიღება მუნიციპალურმა ბაღებმა რამდენიმე წელი ვერ …
არჩევნებში დახარჯული მილიონები
საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართულმა ოცნებამ“ ბევრად მეტი დახარჯა, ვიდრე არჩევნებში მონაწილე სხვა თითოეულმა პარტიამ თუ კოალიციამ. ანტიკორუფციული ბიუროსთვის 8 ნოემბერს წარდგენილი დეკლარაციის მიხედვით, 27 აგვისტოდან არჩევნების დღემდე – 26 ოქტომბრამდე პერიოდში „ოცნების“ ფაქტობრივმა ხარჯმა 23 მილიონზე მეტი ლარი შეადგინა. აქედან 21 მილიონი საკასო, ანუ გადახდილ ხარჯებში მიუთითეს. ამ თანხაში შედის როგორც ოფისის, ასევე რეკლამის, სახელფასო და …