„ოცნების“ მთავრობა ახალ ბულვარში ქორწინების სახლის აშენებას გეგმავს, ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს განცხადებაში არც მშენებლობის ადგილია დაკონკრეტებული და არც მშენებლობისთვის საჭირო სავარაუდო თანხა. სამინისტრო ასევე წერს, რომ მშენებლობის მინისტრმა მოადგილესთან ერთად დაათვალიერა და პროექტის კონცეფცია, არქიტექტურული გადაწყვეტები და დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები განიხილეს. სამინისტროს ინფორმაციით, ქორწინების სახლის პროექტი ქართველმა არქიტექტორებმა შექმნეს. მაშინ, როცა …
Tag Archives: ახალი ბულვარი
ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის „კეთილმოწყობაც“ იგეგმება – ტენდერი 7 მილიონი ლარით
ბათუმში, ახალი ბულვარის გასწვრივ, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე გზის საფარის შეცვლა და სხვადასხვა სამუშაოა დაგეგმილი. ამ და კიდევ რამდენიმე ქუჩის სხვადასხვა მონაკვეთის „კეთილმოწყობაზე“ ქალაქის მერიამ ტენდერი 7 მილიონ 178 ათას 902 ლარით უკვე გამოაცხადა. ტენდერის მიხედვით, ჩატარდება შემდეგი სამუშაოები: „შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის [კობალაძის ქუჩიდან შარტავას ქუჩამდე], დავით ხახუტაიშვილის ქუჩის [ფიროსმანის ქუჩიდან შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე] და ინასარიძის …
ბულვარში გამწვანებულ ადგილს აბეტონებენ – 374 ათასი ლარი საბავშვო კუთხისთვის
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ახალ ბულვარში გამწვანებული ადგილის ჩაბეტონებას და საბავშვო კუთხის მოწყობას გეგმავს. რკინა-ბეტონის ფილით და კაუჩუკით სულ მცირე 500 კვადრატული მეტრი ფართობი დაიფარება. მოეწყობა ბეტონის სკამები. სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 374 ათას 201 ლარია. ადგილი, სადაც საბავშვო კუთხის მოწყობაა დაგეგმილი [ატრაქციონებით, სკამებით, განათებით და სხვ.], ახალი ბულვარის მწვანე ზოლია – …
Continue reading “ბულვარში გამწვანებულ ადგილს აბეტონებენ – 374 ათასი ლარი საბავშვო კუთხისთვის”
„ქაოსური კი არა, ქოცური განაშენიანებაა. ჰაერი გაყიდულია“ – ფოტოამბები ახალი ბულვარიდან
„ქაოსური კი არა, ეს არის ქოცური განაშენიანება“ – გვითხრა ახალგაზრდა კაცმა, რომელსაც ქალაქის ერთ-ერთი პრესტიჟული უბნის, ახალი ბულვარის გასწვრივ არსებულ განაშენიანებაზე ვკითხეთ. მასთან მეზობლების თხოვნით მივედით – „იგერაა, ჩვენი დომკომი და იმას კითხე, ყველაფერი იცისო.“ მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა, მხოლოდ ერთი ფრაზით შეაფასა არსებული ვითარება და კატეგორიულად მოგვთხოვა აღარ გაგვეგრძელებინა საუბარი – „არ მცალია, …
ბათუმის მერიის მოხელე ბულვარში კაფეს აშენებს და სკვერი დააბეტონა – პროექტი მერმა შეითანხმა
ბათუმის ახალ ბულვარში მდებარე სკვერში, გამწვანებულ ადგილს დააბეტონებენ. ამფითეატრთან 277 კვადრატული მეტრი ტერიტორია ბულვარის ადმინისტრაციამ იჯარით 10 წლის ვადით გაასხვისა. აქ კვების ობიექტის განთავსება აუქციონის პირობაში ბულვარს ჰქონდა ჩადებული. სკვერში მოიჯარე კომპანია კაფეს ააშენებს. პროექტი ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა უკვე შეითანხმა. მოიჯარე შპს „შავი ზღვის დელფინია“, რომლის მესაკუთრე და დირექტორია მარადი სანიკიძე. ის მერიის შპს …
ახალ ბულვარში საპირფარეშოს ააშენებენ – დაიხარჯება 142 ათასი ლარი
ახალი ბულვარის ტერიტორიაზე საპირფარეშოს მოსაწყობად ბულვარის ადმინისტრაციამ ცალკე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 142 ათას 403 ლარია. გამარჯვებულმა სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან ორ თვეში უნდა დაასრულოს. აღნიშნული საპირფარეშოს მოწყობა ბულვარის ადმინისტრაციას აქამდე სხვა ტენდერის ფარგლებში ჰქონდა დაგეგმილი, რომელიც ბულვარში ახალი საბავშვო კუთხის მოწყობას ითვალისწინებდა. საბავშვო კუთხისა და საპირფარეშოს მოსაწყობად კი მთლიანობაში 499 ათას 575 ლარი იყო გათვალისწინებული. …
Continue reading “ახალ ბულვარში საპირფარეშოს ააშენებენ – დაიხარჯება 142 ათასი ლარი”
რატომ ვერ აღადგინეს ახალ ბულვარში სანაპირო – პროექტში ბათუმი 15,6 მილიონს ხარჯავს
ბათუმის ახალ ბულვართან შტორმით დანგრეული სანაპიროს აღდგენის სამუშაოები 2023 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე გრძელდება. სამუშაოების დასრულების ვადამდე ერთი თვით ადრე, კერძო კომპანიასა და ბათუმის მერიას შორის დადებულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და დასრულების ვადა 3 თვით გააგრძელეს. სანაპიროზე მიმდინარე სამუშაოებში ბათუმის ბიუჯეტიდან 15,6 მილიონი ლარი დაიხარჯება. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსა და …
Continue reading “რატომ ვერ აღადგინეს ახალ ბულვარში სანაპირო – პროექტში ბათუმი 15,6 მილიონს ხარჯავს”
ბეტონი და კაუჩუკი ბულვარის გამწვანებულ ზოლში – რაში დაიხარჯება ნახევარი მილიონი
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, გამწვანებულ ზოლში საბავშვო კუთხის მოწყობას გეგმავს. სამუშაოებისთვის 499 ათასი ლარია გათვალისწინებული. პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე გამოყენებული იქნება რკინა-ბეტონის ფილები, ბეტონის საძირკვლები, კაუჩუკის ბორდიურები და ასევე „კაუჩუკის მასიური/მონოლითური ფენილი“. მთლიანობაში დღეს არსებულ გამწვანებულ ზოლში ჯამში 462 კვადრატული მეტრი ტერიტორია კაუჩუკის საფარიანი რკინაბეტონის ფილით დაიფარება. პროექტით ასევე დაგეგმილია რამდენიმე ხის გადარგვა, ვინაიდან …
Continue reading “ბეტონი და კაუჩუკი ბულვარის გამწვანებულ ზოლში – რაში დაიხარჯება ნახევარი მილიონი”
შტორმმა ბათუმის ახალ ბულვარში სანაპირო დააზიანა | ფოტო
დღეს, 27 ნოემბერს, ბათუმის ახალ ბულვარი შტრორმმა სანაპიროს ინფრასტრუქტურა დააზიანა. სინოპტიკოსების ცნობით, ზღვაზე 4-5-ბალიანი ღელვაა. ადგილზე იმყოფებიან ქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები.
ახალ ბულვარში სკეიტპარკს აშენებენ
ბათუმის ახალ ბულვარში სკეიტპარკს ტენდერში გამარჯვებული შპს „ანაგი“ ააშენებს. ბათუმის ბულვარს კომპანიასთან ხელშეკრულება 3,1 მილიონ ლარზე აქვს გაფორმებული. სამუშაოები უკვე დაწყებულია და ხელშეკრულების მიხედვით 2024 წლის 21 თებერვლამდე უნდა დასრულდეს. ახალ ბულვარში სკეიტპარკის მოსაწყობად თავდაპირველი ტენდერი ბულვარის ადმინისტრაციას 1 291 749 ლარით ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა ტენდერი არ შედგა – მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. სკეიტპარკის მოწყობაზე …
ფოლადის ხიმინჯები პლაჟზე, რომლითაც ახალ ბულვართან ნაპირი უნდა გაამაგრონ
ბათუმის ახალ ბულვართან სანაპიროზე ფოლადის ხიმინჯები [შპუნტები] შეაქვთ. ამ 9-მეტრიანი ხიმინჯებით აქ შტორმით დანგრეული სანაპირო ზოლი უნდა გაამაგრონ. ხელშეკრულება კომპანია „გზასთან“ 15,6 მილიონ ლარზეა გაფორმებული, საიდანაც 4,6 მილიონი ლარი კომპანიისთვის ავანსად უკვე გადარიცხულია. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში დაახლოებით ერთი თვის წინ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „სექტემბრის ბოლოსთვის განხორციელდება დამუშავებული შპუნტების სამონტაჟო სამუშაოები“, თუმცა …
Continue reading “ფოლადის ხიმინჯები პლაჟზე, რომლითაც ახალ ბულვართან ნაპირი უნდა გაამაგრონ”
როდის დაიწყება დანგრეული სანაპიროს ლითონის ხიმინჯებით გამაგრება, რაშიც 15,6 მილიონი იხარჯება
ბათუმის ახალ ბულვართან შტორმით დანგრეული სანაპიროს თითქმის ერთკილომეტრიანი ზოლი ფოლადის ხიმინჯებით [შპუნტებით] უნდა გაამაგრონ. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „გზას“ მერიის სამმართველომ ავანსად 4,6 მილიონი ლარი დაახლოებით თვე-ნახევრის წინ გადაურიცხა. თუმცა, ტერიტორიაზე სამუშაოები ჯერ დაწყებული არ არის. ამავე ტენდერის ფარგლებში უნდა აღადგინონ სანაპიროზე სასეირნო ბილიკიც და ინფრასტრუქტურა. ხელშეკრულება ჯამში 15 658 999 ლარზეა გაფორმებული. „ამ ეტაპზე კომპანია …
აჭარის მთავრობამ ბათუმის ბულვარში მიწის ნაკვეთი 10 წლით გაასხვისა
აჭარის მთავრობამ ბათუმის ახალ ბულვარში, ამფითეატრის მიმდებარედ არსებულ სკვერში, 277 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი საიჯარო წესით, 10 წლის ვადით გაასხვისა. აუქციონის პირობის მიხედვით, გამარჯვებულს უფლება აქვს აქ განათავსოს „კაფე-ბარის ტიპის საზოგადოებრივი დანიშნულების კვების ობიექტი, ბათუმის ბულვარის განაშენიანების გენერალური გეგმის შესაბამისად.“ ქონება აუქციონზე ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ გაიტანა [ბულვარის ადმინისტრაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია] მიწის …
Continue reading “აჭარის მთავრობამ ბათუმის ბულვარში მიწის ნაკვეთი 10 წლით გაასხვისა”
ბულვარში სკეიტპარკის მოსაწყობად დაგეგმილზე 1,8 მილიონით მეტი დაიხარჯება ბიუჯეტიდან
ბათუმის ბულვარმა სკეიტპარკის მოწყობაზე ხელახალი ტენდერი 3 165 138 ლარით გამოაცხადა. ეს 1,8 მილიონი ლარით მეტია, ვიდრე წინა ტენდერში. წინა ტენდერი ჩავარდა, რის შემდეგაც, როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში გვითხრეს, მიიღეს დამატებითი რეკომენდაციები, მათ შორის მსოფლიო სკეიტბორდის ფედერაციისგან. „გარკვეული რეკომენდაციები გავითვალისწინეთ, რის შემდეგაც პროექტში შევიდა ცვლილებები, რათა ის გაუმჯობესებულიყო. შემდეგ ბაზრის კვლევა ჩავატარეთ და, შესაბამისად, ხარჯთაღრიცხვაც გაიზარდა. …
ახალ ბულვართან ნაპირს რკინის შპუნტებით გაამაგრებენ, პლაჟზე ჩასასვლელად კი, კიბეები იქნება
ბათუმის ახალ ბულვართან შტორმით დანგრეულ სანაპიროს თითქმის ერთკილომეტრიან ზოლს რკინის შპუნტებით გაამაგრებენ. აღადგენენ სასეირნო ბილიკსაც, საიდანაც პლაჟზე ჩასასვლელად კიბეებს მოაწყობენ. შპუნტების ზედა ნაწილზე მოაწყობენ რკინა-ბეტონის სარტყელს, ხოლო ამ სარტყელზე – ტალღამრეკლს. ტალღამრეკლი ბლოკებიც რკინაბეტონის იქნება, რომლებსაც პლაჟის მხარეს ოვალური ფორმა ექნებათ [ტალღების ასარეკლად], სასეირნო ბილიკის მხარეს კი – სკამის, ისე, რომ მასზე ჩამოჯდომა იყოს შესაძლებელი. …
ახალ ბულვართან დანგრეული სანაპიროს აღდგენას 15 მილიონი ლარი დასჭირდება
ბათუმის ახალ ბულვარში სტიქიის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლის აღსადგენად მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ბაზარს იკვლევს. ლოკალური ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, რომელიც სამმართველოს აქვს მომზადებული, სანაპირო ზოლისა და ინფრასტრუქტურის აღდგენას, დღევანდელი მონაცემებით, სავარაუდოდ 15 მილიონ 831 ათას 978 ლარი დასჭირდება. სამმართველო მაქსიმუმ ამ თანხის ფარგლებში გეგმავს ტენდერის გამოცხადებას, თუმცა სამუშაოების საბოლოო ღირებულებას ბაზრის კვლევის შემდეგ გამოცხადებული …
Continue reading “ახალ ბულვართან დანგრეული სანაპიროს აღდგენას 15 მილიონი ლარი დასჭირდება”
ახალ ბულვარში სკეიტპარკის მოსაწყობად 1,2 მილიონი ლარი დაიხარჯება
ბათუმის ახალ ბულვარში სკეიტპარკის მოწყობას ბულვარის ადმინისტრაცია მაქსიმუმ 1 167 949 ლარად გეგმავს. სკეიტპარკი უკრაინის მოქალაქის პროექტის მიხედვით მოეწყობა, სამუშაოებს კი ბულვარი ტენდერით შეისყიდის. ტენდერის გამოცხადებამდე ბულვარის ადმინისტრაცია ბაზარს იკვლევს. „ელექტრონული ტენდერის დაგეგმვის, ჩატარებისა და შემდგომი ადმინისტრირების მიზნით, მიმდინარეობს წინასწარი ბაზრის კვლევა, პოტენციური მიმწოდებლის გამოცდილების დადგენის მიზნით“ – აღნიშნულია ბულვარის განაცხადში და ის დაინტერესებული პირებისგან …
Continue reading “ახალ ბულვარში სკეიტპარკის მოსაწყობად 1,2 მილიონი ლარი დაიხარჯება”
ზღვას ბათუმის სანაპირო ისევ მიაქვს, რა [არ]კეთდება ამის შესაჩერებლად
ბათუმში, ახალ ბულვართან ზღვამ კიდევ ერთხელ მიიტაცა სანაპირო. ძლიერმა შტორმმა 27 ნოემბერს დააზიანა დაახლოებით 700 მეტრი სიგრძის მონაკვეთი. მანამდე ზღვას უკვე მიტაცებული და დანგრეული ჰქონდა ტერიტორია პლაჟის 300 მეტრ სიგრძეზე. ამჟამად ბათუმის ახალ ბულვარში სანაპირო ზოლის 1 კილომეტრიანი მონაკვეთია ჩანგრეული. ჯამში ზღვამ მიიტაცა დაახლოებით 8000 კვ.მ სანაპირო ზოლი [დაინგრა პრომინადი, ზღვამ მიიტაცა ან/და დააზიანა ბულვარის …
Continue reading “ზღვას ბათუმის სანაპირო ისევ მიაქვს, რა [არ]კეთდება ამის შესაჩერებლად”
ახალ ბულვარში ზღვამ პრომინადის ნაწილი ისევ წაიღო – შტორმი ბათუმში
ბათუმის ახალ ბულვარში ზღვამ სანაპირო ისევ დააზიანა. შტორმის შედეგად ზღვამ პრომინადის ნაწილი წაიღო, დაზიანებულია სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურაც. დაზიანდა ახალი ბულვარის ის მონაკვეთი, სადაც ზღვამ 2022 წლის თებერვალშიც ჩამოშალა პრომინადი. ამ დროისთვის სანაპირო ზოლის დაზიანებული მონაკვეთი სპეციალური ლენტით შემოსაზღვრულია, გამორთულია გარეგანათება. „შტორმისა და უხვნალექიანობის დროს სანაპირო ინფრასტრუქტურის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ბულვარის მიმდებარედ, ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნური …
Continue reading “ახალ ბულვარში ზღვამ პრომინადის ნაწილი ისევ წაიღო – შტორმი ბათუმში”
ბათუმში ხელოვნური პლაჟების მოწყობა დაიწყო – სანაპიროზე 413 000 კუბურ მეტრ ხრეშს შეიტანენ
ბათუმის სანაპიროზე ხრეშის შეტანა დაწყებულია. ხელოვნური პლაჟების მოწყობა სანაპირო ზოლის დასაცავადაა აუცილებელი და ამ ეტაპზე სანაპიროზე დაახლოებით 413 ათას კუბურ მეტრ ხრეშს შეიტანენ. სამუშაოებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 5,6 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული „ბონდი-2009“ აწარმოებს. კომპანიასა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს შორის ხელშეკრულება 5 610 608 ლარზეა გაფორმებული. ტენდერის …
ბულვარში ხელოვნურ პლაჟს „ბონდი-2009“ მოაწყობს, ტენდერის თანხა 5,6 მილიონია
ბათუმში, ახალი ბულვარის გასწვრივ, ზღვის სანაპიროზე, ხრეშის შესატანად ხელშეკრულება 2022 წლის 26 სექტემბერს გაფორმდა, თუმცა ჯერ სამუშაოები არ დაწყებულა. ტენდერში გამარჯვებულ „ბონდი-2009“-სა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს შორის ხელშეკრულება 5 610 608 ლარზეა გაფორმებული. სამუშაო სამ უბანზე: ბათუმის გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკისა და ახალი ბულვარის მიმდებარე …
Continue reading “ბულვარში ხელოვნურ პლაჟს „ბონდი-2009“ მოაწყობს, ტენდერის თანხა 5,6 მილიონია”
ბათუმში ახალ პირსს აშენებენ – ძველი ზღვამ დაანგრია [ფოტო]
ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ, ახალ პირსს აშენებენ. აქ არსებული პირსი წელს შტორმის შედეგად დაზიანდა და სახიფათო გახდა. პირსის სამშენებლო ტერიტორია ნაწილობრივ შემოღობილია. აქ განთავსებული საინფორმაციო დაფის მიხედვით, მშენებლობის ნებართვა ქალაქ ბათუმის მერიის მიერაა გაცემული 2022 წლის ივლისში და ის 2023 წლის 13 მაისამდეა ძალაში. დაფაზე აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს პირსის რეკონსტრუქცია, თუმცა აქ არსებული პირსი, რომელიც …
Continue reading “ბათუმში ახალ პირსს აშენებენ – ძველი ზღვამ დაანგრია [ფოტო]”
პლაჟზე ჩასასვლელები – ახალი ბულვარი [ფოტოამბავი]
ახალ ბულვარში, დაახლოებით 400 მეტრ სიგრძეზე, სასეირნო ბილიკი სანაპიროს გასწვრივ გადაღობილია. უსაფრთხოების მიზნით ბილიკის ამ ნაწილზე გავლა არარეკომენდებულია, თუმცა ხის კიბეებით თუ კუსტარულად, აქ არაერთი ზღვაზე ჩასასვლელია მოწყობილი. ახალ ბულვარში სანაპირო ზოლის და სასეირნო ბილიკის ეს ნაწილი [პირსიდან ჟილინის არხის შესართავის ჩათვლით მონაკვეთში] შტორმმა 2022 წლის 5 თებერვალს დაანგრია. ზღვის სეზონის დაწყებამდე „ბათუმელები“ არაერთხელ შეეცადა …
Continue reading “პლაჟზე ჩასასვლელები – ახალი ბულვარი [ფოტოამბავი]”
ხელოვნური პლაჟის შექმნას ახალ ბულვართან კომპანია 5.6 მილიონად აპირებს
ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვების სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში, კომპანია „ბონდი-2009“, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს შესაბამის მომსახურებას 5 610 610 ლარად სთავაზობს. ბათუმში, გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკის და ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთებზე პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოები უნდა დაიწყოს. ხრეშის ხელოვნურად შეტანა პლაჟის შესანარჩუნებლად და სანაპირო ზოლის გასამაგრებლადაა აუცილებელი. ამ ეტაპზე …
Continue reading “ხელოვნური პლაჟის შექმნას ახალ ბულვართან კომპანია 5.6 მილიონად აპირებს”
რატომ ყარს ახალი ბულვარი და რატომ არ აქვს პასუხი მერიას
შუაგული ზღვის სეზონის მიუხედავად, ახალი ბულვარის ბოლოსკენ ზოგჯერ პრომინადი თითქმის ცარიელია. მიზეზი მძაფრი, უსიამოვნო სუნია, რომელიც პერიოდულად ადლიის დასახლებასა და მათ შორის, ტურისტული ბათუმის ახალი ბულვარის ნაწილში გასეირნებასაც კი, უსიამოვნოს ხდის. „რა სუნია?“, „რატომ ყარს?“ – ამ შინაარსის კითხვებს სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ტურისტებს შორის გაიგონებთ ახალ ბულვარში სეირნობისას. თუმცა, უნდა ითქვას, რომ არის დღეები, როცა …
Continue reading “რატომ ყარს ახალი ბულვარი და რატომ არ აქვს პასუხი მერიას”
ჭოროხიდან პლაჟზე ხრეშის შესატანად 7 მილიონი ლარი დაიხარჯება – ტენდერი გამოცხადებულია
ბათუმში, გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკის და ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოები დაიწყება. ხრეშის ხელოვნურად შეტანა პლაჟის შესანარჩუნებლად და სანაპირო ზოლის გასამაგრებლადაა აუცილებელი. ამ ეტაპზე სანაპიროზე ჯამში 412 960 კუბურ მეტრ ხრეშს შეიტანენ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 7 192 585 ლარით …
ჩამონგრეული პირსი ბათუმის სანაპიროზე – საფრთხე ბავშვებისთვის
ბათუმში, ახალ ბულვარში, შტორმის დროს ჩამონგრეული პირსი მოქალაქეებისთვის სახიფათოა. ამის მიუხედავად ბავშვები დაზიანებულ პირსს ზღვაში ჩასახტომად იყენებენ. პირსი კერძო მოიჯარის მფლობელობაშია, თუმცა მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ზრუნვა ევალება როგორც მოიჯარეს, ისე ბათუმის მერიას და ბათუმის ბულვარს. „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ პირსთან დაამაგრეს საინფორმაციო ბანერები, ასევე, ადგილი შემოსაზღვრეს ლენტით, თუმცა ეს ლენტი ხალხმა მოგლიჯა. „ასევე პირსს …
Continue reading “ჩამონგრეული პირსი ბათუმის სანაპიროზე – საფრთხე ბავშვებისთვის”
ბულვარში მიტაცებული პლაჟის აღდგენას 6 მილიონი სჭირდება – რა ელის სანაპიროს
ბათუმის წარეცხილი პლაჟების ხელოვნურად აღსადგენად სანაპიროზე ნახევარ მილიონამდე კუბური მეტრი ინერტული მასალის შეტანა აუცილებელია. შემდგომში, პლაჟების შესანარჩუნებლად კი, ხრეშის ხელოვნურად შეტანა ყოველწლიურად იქნება საჭირო. გამწმენდი ნაგებობიდან ახალი ბულვარის გასწვრივ სანაპირომდე, 50 მეტრი სიგანის პლაჟის აღსადგენად, ამჯერად 412 960 კუბური მეტრი პლაჟწარმომქნელი მასალის შეტანაა საჭირო. ბოლო შტორმების შედეგად ამ მონაკვეთში პლაჟი ზოგ ადგილას ფაქტობრივად არ არის, …
Continue reading “ბულვარში მიტაცებული პლაჟის აღდგენას 6 მილიონი სჭირდება – რა ელის სანაპიროს”
მოესწრება პრომინადის აღდგენა სეზონამდე? – ფეხით, სქროლით, კვადროციკლით ველობილიკზე
ბათუმის ახალ ბულვარში ორ თვეზე მეტია ფეხით მოსიარულეების პრომინადი რამდენიმე ათეულ მეტრზე შტორმმა დაანგრია. მას შემდეგ დაზიანებული მონაკვეთები გადაკეტილია. განახევრებულ მონაკვეთში კი [უფრო ველობილიკზე] ერთდროულად მოძრაობენ ველოსიპედით, ფეხით, სქროლით თუ კვადროციკლით. ამ ვიწრო ზოლში უწევთ მშობლებს ბავშვების ეტლით გასეირნებაც. შესაბამისად, ეს ერთგვარი სახიფათო მონაკვეთია ბათუმის ბულვარში. უცნობია მოესწრება თუ არა სასეირნო ბილიკის აღდგენა მოახლოებული ზღვის …
ბათუმის ახალ ბულვარს ისევ უტევს ზღვა, რა გადაწყვიტა მერიამ?
„მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრები“, – გვიპასუხეს ბათუმის მერიის პრესცენტრში, სადაც დღეს, 9 მარტს, ვიკითხეთ: რა გადაწყვიტა მერიამ ბათუმის სანაპირო ზოლის ნაპირგამაგრების კუთხით? გუშინ, 8 მარტს, ბათუმის ახალ ბულვარში პრომინადის ნაწილი ისევ ჩავარდა და ტრაქტორიც ჩაიყოლა. ამ ტრაქტორით ზღვაში შემავალი სანიაღვრე არხის გაწმენდას გეგმავდა „ბათუმის წყალი“. პრომინადის ნაწილი წაიღო და პლაჟის ინფრასტრუქტურა დააზიანა ზღვამ შტორმის დროს, 7 …
Continue reading “ბათუმის ახალ ბულვარს ისევ უტევს ზღვა, რა გადაწყვიტა მერიამ?”
ბათუმის ბულვარში პრომინადი ჩაინგრა და ტრაქტორი გადავარდა
ბათუმის ახალ ბულვარში პრომინადის ნაწილი ჩაინგრა, რის გამოც „ბათუმის წყლის“ მძიმე ტექნიკა, რომელიც ამ ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, სანაპიროზე გადავარდა. ახალი ბულვარის ზღვისპირა ზოლი შტორმისგან არის დაზიანებული და მიტაცებული. ძლიერი წვიმის დროს ზღვა რეცხავს ახალი ბულვარის ნაპირს. წელს ზღვამ პირსის ნაწილიც დაშალა და დააზიანა მიმდებარე ინფრასტრუქტურა ბულვარში. დღეს, 8 მარტს, ბათუმში ისევ წვიმს. ამინდის პროგნოზით, ხვალ ზღვაზე …
Continue reading “ბათუმის ბულვარში პრომინადი ჩაინგრა და ტრაქტორი გადავარდა”
შტორმმა ახალ ბულვარში – ზღვამ სანაპიროს ნაწილი წაიღო | ფოტო
დღეს, 5 თებერვალს, ბათუმში შტორმმა კიდევ ერთხელ დააზიანა ახალი ბულვარის სანაპიროს ნაწილი, წაიღო სკამები, ქვა-ღორღით გაივსო ბულვარის სავალი ნაწილი.
აღადგენენ თუ არა შტორმის დროს დანგრეულ პირსს ახალ ბულვარში
აღადგენენ თუ არა ახალ ბულვართან პირსს, რომელიც ზღვამ ნაწილობრივ დაანგრია, დარჩენილი ნაწილი კი დაზიანებულია? – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გადაწყვეტილება ბულვარის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] ფარგლებში იქნება მიღებული. „შესაბამისი სპეციალისტები შეისწავლიან და ბულვარის განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში მოხდება აღნიშნული პირსის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება“ – მოგვწერეს სამინისტროდან. პირსი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის …
Continue reading “აღადგენენ თუ არა შტორმის დროს დანგრეულ პირსს ახალ ბულვარში”
ბათუმში შტორმმა პირსის ნაწილი წაიღო
ბათუმში ზღვამ პირსის ნაწილი დაშალა. პირსი ახალი ბულვარის ტერიტორიაზეა. შტორმის დროს პირსის შუა ნაწილი ჩაიშალა. დაზიანებულია იქვე მდებარე რესტორნის შენობაც. ბათუმში ბოლო ორი დღის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა, ზღვაზე კი 3-4 ბალიანი შტორმი დაფიქსირდა. პირსი სწორედ შტორმის შედეგად ჩამოიშალა. ბათუმში ბოლო ორი დღის განმავლობაში გადაუღებად წვიმდა.
სანაპირო და დამცავი ნაგებობა, რომელსაც ზღვა შლის [ფოტო]
ბათუმის ახალი ბულვარის გაგრძელებაზე მოწყობილ ნაპირდამცავ ნაგებობასთან ყოველწლიურად მინიმუმ 25 ათასი კუბური მეტრი ხრეში უნდა დაიყაროს. ეს აუცილებელია, რათა აქ პლაჟი შენარჩუნდეს. პლაჟის ხელოვნურ კვებას [ხრეშის შეტანას] ბათუმის ნაპირდაცვის ის პროექტიც ითვალისწინებდა, რომლითაც აქ ქვის ლოდებით სპეციალური ნაგებობა მოეწყო და რაშიც 55 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. ახალი ბულვარის გასწვრივ პლაჟის ხელოვნურად შესაქმნელად ხრეშის შეტანის სამუშაოებისთვის თანხა …
Continue reading “სანაპირო და დამცავი ნაგებობა, რომელსაც ზღვა შლის [ფოტო]”
რატომ აიღეს „ყირამალა“ ბათუმის ბულვარიდან
ბათუმის ახალ ბულვარში მოქანდაკე გელა წულაძის „ყირამალა“ 2009 წელს განათავსეს. მიწაზე ცალი ხელით მდგარ ადამიანს მეორე ხელში გული უჭირავს. რკინის კონსტრუქციები გულით, რომელიც სხვადასხვა შინაარსს ატარებს, ქანდაკებების სერიაა და როგორც ახალ, ასევე ძველ ბულვარში, სანაპიროზეა განთავსებული. რატომ აიღეს „ყირამალა“ ახალი ბულვარიდან? – ვკითხეთ „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციას, სადაც თავდაპირველად გვითხრეს, რომ ქანდაკება დაზიანებული იყო და რესტავრაციისთვის …
Continue reading “რატომ აიღეს „ყირამალა“ ბათუმის ბულვარიდან”