ბათუმი,მთავარი,სიახლეები

აღადგენენ თუ არა შტორმის დროს დანგრეულ პირსს ახალ ბულვარში

27.12.2021
აღადგენენ თუ არა შტორმის დროს დანგრეულ პირსს ახალ ბულვარში

აღადგენენ თუ არა ახალ ბულვართან პირსს, რომელიც ზღვამ ნაწილობრივ დაანგრია, დარჩენილი ნაწილი კი დაზიანებულია? – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გადაწყვეტილება ბულვარის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] ფარგლებში იქნება მიღებული.

„შესაბამისი სპეციალისტები შეისწავლიან და ბულვარის განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში მოხდება აღნიშნული პირსის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება“ – მოგვწერეს სამინისტროდან.

პირსი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია. ის შტორმის შედეგად, 2021 წლის 22 დეკემბერს ნაწილობრივ დაინგრა.

ბულვარის ტერიტორიაზე დღემდე შენარჩუნებული იყო ოთხი პირსი, საიდანაც ერთი უკვე ზღვამ ნაწილობრივ დაანგრია.

ბულვარის გრგ-ს [რომელიც ჯერ დამტკიცებული არ არის] განმარტებითი ბარათის მიხედვით, ამ პირსების დანიშნულება სარეკრეაციო ხასიათისაა.

ამასთან, დაგეგმილია კიდევ ორი პირსის მოწყობა – სასტუმრო „შერატონის“ მიმდებარედ და ახალი ბულვარის მონაკვეთში.

პირსი / 25 დეკემბერი, 2021

შტორმი ბათუმში / ფოტო გადაღებულია პირსიდან, რომელიც მოგვიანებით შტორმმა ნაწილობრივ დაანგრია / 1 დეკემბერი, 2021 წელი / ფოტო: გურამ მურვანიძე/ბათუმელები

შტორმის შედეგი / ბათუმი, ახალი ბულვარი / 25 დეკემბერი, 2021 წელი

მეთევზეები პირსზე / 2021 წლის ნოემბერი / დეკემბერში შტორმმა პირსის ნაწილი დაანგრია

პირსი / 25 დეკემბერი, 2021

ბულვარის გრგ-ს შესახებ ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

ბულვარში ყველა დიდი შენობა უნდა დაინგრეს – კიდევ რა წერია გენგეგმაში, რომელიც ჯერ არ დაუმტკიცებიათ

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: