სახალხო დამცველმა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების საქმეზე დისკრიმინაცია დაადგინა

შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა და პირდაპირი დისკრიმინაცია დაადგინა სახალხო დამცველმა „აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების საქმეზე“. ტელევიზიიდან გიორგი კოხრეიძის მენეჯმენტის პირობებში კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების ჩამოშორების ან რედაქციიდან ჩამოცილების საქმეები სასამართლოში უკვე განიხილება. „სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის მიერ თეონა თურმანიძისთვის დისციპლინური სანქციის დაკისრება, მალხაზ რეხვიაშვილის დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლება და სოფიო ჟღენტის მიერ შესასრულებელი სამუშაოს …

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ჟურნალისტების დევნა გრძელდება – ქარტიის განცხადება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია  ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან სამი თანამშრომლის გათავისუფლებას. ქარტია მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენები უკიდურესად შემაშფოთებელია. „დღეს, 30 ივლისს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან სამი თანამშრომელი გაუშვეს: შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემის „დილის ტალღის“ რედაქტორი, ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი, გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე – მემონტაჟე. ბაჩო გურაბანიძე და გიორგი …

აჭარის ტელევიზიიდან 3 თანამშრომელი გაუშვეს – ჟურნალისტები საპროტესტო აქციას აანონსებენ [LIVE]

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან სამი თანამშრომელი გაუშვეს. შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემის „დილის ტალღის“ რედაქტორი, ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი, გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე – მემონტაჟე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, თანამშრომლებს მაუწყებლის დირექტორის ხელმოწერილი ბრძანება დღეს, 30 ივლისს ჩააბარეს. „2007 წლიდან ვარ ამ ტელევიზიაში და აი, ამით დააფასა ჩემი გაღებული დრო, ენერგია, ჯანმრთელობა… ყველას და ყველაფერს …

აჭარა TV ჩქმალავს მნიშვნელოვან ამბებს და არ აკრიტიკებს ხელისუფლებას – ქარტიის ანგარიში

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის 6 თვის მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. გთავაზობთ ამონარიდს ამ ანგარიშიდან, რომელიც საინფორმაციო გამოშვებების ხარისხს შეეხება. მნიშვნელოვანი ამბების მიჩქმალვა/არგაშუქება „მონიტორინგის პერიოდში გამოიკვეთა მნიშვნელოვანი ამბების მიჩქმალვის/არგაშუქების ტენდენცია, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემი და საგანგაშოა. ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალშისაცემია, თუ შევადარებთ 2020 წლის მარტამდე არსებულ ვითარებას, როდესაც აღნიშნული საინფორმაციო გამოშვების ძირითადი თემა ხშირად იყო …

„მშიერი მოქალაქეები, პირდაპირი მნიშვნელობით, საქართველოში არ არიან“ – ინტერვიუ დეპუტატთან

რატომ არ გაასამართლეს ბათუმის ციხის ყოფილი უფროსები, რომლებსაც ბრალი 6 წლის წინ წარუდგინეს და ვის უნდა მოსთხოვონ პასუხი ყოფილმა პატიმრებმა, რომლებსაც ციხეებში აწამებდნენ? – ინტერვიუ ლადო მგალობლიშვილთან ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ, რადგან ახლახან, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუს დროს მან წინა ხელისუფლების დროინდელი ბათუმის ციხე მეორე მსოფლიო ომის დროინდელ საკონცენტრაციო ბანაკებს შეადარა. აღმოჩნდა, რომ დეპუტატს ინფორმაციაც კი …

აჭარის ტელევიზიის რედაქტორად აკაკი გოგიჩაიშვილი დანიშნეს 

აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების ახალი რედაქტორი ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილი იქნება. იგი პირველი ივლისიდან შეუდგება უფლებამოსილების შესრულებას. „ბათუმელებს“ ამის შესახებ თავად აკაკი გოგიჩაიშვილმა დაუდასტურა. მაუწყებელს ამ ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. ბოლო პერიოდში ამ პოზიციაზე ფირუზ ბოლქვაძე მუშაობდა. ჩვენ მასთან ვცადეთ გადაგვემოწმებინა, რამდენად სწორია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას თანამდებობა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო …

„გამოდით თქვენი მაუწყებლის დასაცავად“ – აჭარის ტელევიზიის წინ ხვალ აქცია გაიმართება

26 ივნისს, პარასკევს, 18 საათზე, აჭარის ტელევიზიის წინ აქცია გაიმართება აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დასაცავად. აქციის ორგანიზატორი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული გაერთიანებაა. „მაუწყებლის თანამშრომლებს დევნიან კრიტიკული პოზიციების გამო. მენეჯმენტის მავნებლურ პოლიტიკასთან შეუგუებლობა ხშირ შემთხვევაში სამსახურის დაკარგვის ტოლფასია. მაუწყებელში მიმდინარე პროცესმა ასევე ნათლად აჩვენა მრჩეველთა საბჭოს წევრების რეალური სახე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის ნაცვლად, მმართველი …

ჟურნალისტების 11 საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოსთვის პრიორიტეტი არ არის

აჭარის ტელევიზიის დირექტორის – გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ უკვე 11 სარჩელი შევიდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. სარჩელები სასამართლოში წელს, სხვადასხვა დროს შეიტანეს ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა, როცა ისინი აჭარის ტელევიზიიდან გაათავისუფლეს ან რედაქციას ჩამოაშორეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ამ დრომდე არც ნათია კაპანაძის სარჩელის განხილვა დაუწყია – მან ერთი წლის და ორი თვის წინ, 2019 წლის 30 აპრილს მიმართა …

რატომ არ აქვს კითხვა ჟურნალისტების გაშვებაზე დეპუტატს, რომელიც პროფკავშირების უფროსი იყო

რატომ არ დასვეს დეპუტატებმა კითხვა აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტების გათავისუფლებაზე, რომლებმაც სასამართლოს მიმართეს და პროკურატურასაც იმ მოტივით, რომ ჟურნალისტებს დევნიან? – ვკითხეთ უმაღლესი საბჭოს  ფრაქცია „ქართული ოცნება – მაჟორიტარების“ თავმჯდომარეს, ილია ვერძაძეს. იგი  წლების განმავლობაში პროფესიული კავშირების აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო. დღეს, 18 ივნისს, აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოს ანგარიში ჩააბარა. „მე მუდმივად ადამიანის …

აჭარა TV-ის ჟურნალისტების გათავისუფლებით უმაღლეს საბჭოში არც დღეს დაინტერესდნენ

„თხოვნა იქნება, რომ ამ ადამიანების ანგარიში არ დაიჯეროთ და თავად გადაამოწმოთ.. 2019 წელს რა ხდებოდა, არავის აინტერესებს, უკვე აღარ დარჩა სივრცე კრიტიკული კითხვებისთვის,” – ანგარიშის მოსმენის დაწყებამდე ასე მიმართა აჭარის უმაღლეს საბჭოს აჭარის ტელევიზიიდან გაშვებულმა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, ალტერნატიული პროფკავშირის ხელმძღვანელმა მალხაზ რეხვიაშვილმა და სხდომა დაწყებამდე დატოვა. დღეს, 18 ივნისს, აჭარის უმაღლეს საბჭოს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა …

ალექსანდრე მილორავამ აჭარის ტელევიზიასთან შიმშილობა შეწყვიტა

შიმშილობის მე-15 დღეს ალექსანდრე მილორავამ აჭარის ტელევიზიასთან შიმშილობა შეწყვიტა. იგი ტელევიზიიდან კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების ჩამოშორებას აპროტესტებდა და აჭარის ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტს ითხოვდა. „…ჩემთვის უმნიშვნელოვანესია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში დასრულდეს პოლიტიკური პროცესი და ხელისუფლების კონტროლი. ვწყვეტ შიმშილობას და მრჩეველთა საბჭომ მიიღოს ლეგიტიმური გადაწყვეტილება, გაათავისუფლოს კოხრეიძე დაკავებული თანამდებობიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, დადგება მრჩეველთა საბჭოს პასუხისმგებლობის საკითხი,“ – …

„ვმუშაობთ თავისუფალ გარემოში“ – განცხადება აჭარა TV-ის ჟურნალისტების სახელით

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები, მათ შორის, ჟურნალისტების დევნა, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ დღეს, 10 ივნისს, კრიტიკულად შეაფასა. ბოკერიამ ასევე გააკრიტიკა ტელევიზიის ერთ-ერთი მრჩეველი, თამარ წილოსანი, რომელიც სწორედ ამ პარტიის წარდგინებით მოხვდა მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოში. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდზე გიგა ბოკერიას განცხადების შემდეგ ორი განცხადება გამოქვეყნდა – ერთი [სავარაუდოდ] მენეჯმენტის სახელით, მეორე კი …

ბოკერია აჭარის ტელევიზიის საკითხზე მისივე პარტიის მიერ წარდგენილ მრჩეველს აკრიტიკებს

“ევროპული საქართველო” აჭარის ტელევიზიის ამჟამინდელი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის ქმედებებს აკრიტიკებს. ამასთან დაკავშირებით ბრიფინგზე გიგა ბოკერიამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრი, რომელიც თავის დროზე “ევსაქებმა” წარადგინეს, ამ დრომდე  არ აფიქსირებს მკაფიო პოზიციას დირექტორის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით. გიგა ბოკერიას თქმით, “ქართული ოცნება” იმეორებს “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების პოლიტიკას, რომელსაც ამჟამინდელი მმართველი პარტია მას ოპოზიციაში ყოფნის …

მოშიმშილე თამარ წილოსანს მიმართავს: მრჩება შთაბეჭდილება, რომ არ გსურთ იმპიჩმენტის დაწყება

ალექსანდრე მილორავა, რომელიც უკვე მე-12 დღეა აჭარის ტელევიზიასთან შიმშილობს, მრჩეველთა საბჭოს წევრს – თამარ წილოსანს სოციალურ ქსელ ფეისბუქში მიმართავს. ალექსანდრე მილორავა კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების ჩამოშორების გამო ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტს ითხოვს, თამარ წილოსანმა კი საჯაროდ დადებული პირობა გუშინ გადაიფიქრა, როცა იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე უარი თქვა და მრჩეველთა საბჭოს აღარ მიმართა. „თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მე შევწყვიტო …

რატომ აღარ მოითხოვა მრჩეველმა აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტი – შიმშილობის მე-11 დღე

აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტი აჭარის მრჩეველთა საბჭოს წევრს – თამარ წილოსანს დღეს აღარ მოუთხოვია. სამუშაო დღის ბოლომდე მისი მოთხოვნა მრჩეველთა საბჭოს არ მიუღია. თამარ წილოსანი გასული კვირის დღეებში, როცა ტელევიზიის წინ ალექსანდრე მილორავა შიმშილობდა, ორშაბათისთვის აანონსებდა მრჩეველთა საბჭოსთვის შესაბამისი განცხადებით მიმართვას და ვერ ასაბუთებდა, რატომ აჭიანურებდა პროცესს. თამარ წილოსანი „ევროპული საქართველოს“ მიერ შერჩეული კანდიდატია, იგი …

რიჟვაძის კომენტარი მოშიმშილის მიმართ არაეთიკურია – 9 არასამთავრობოს განცხადება

აჭარაში მოქმედი 9 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს მოშიმშილე ალექსანდრე მილორავას მიმართ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის დღეს, 5 ივნისს გაკეთებულ კომენტარზე. „ეს არის  ჩვეულებრივი პოლიტიკური შოუ ევრონაცებიდან, შესაბამისად ამ შიმშილობის მიზეზი არის ორი. ერთი – არის პოლიტიკური შოუ და მეორე არის, ალბათ წონაში მოიმატა და უნდა დაკლება,“ – ასე უპასუხა აჭარის  მთავრობის თავმჯდომარემ “ბათუმელების” კითხვას …

რატომ აჭიანურებს ბორდის წევრი იმპიჩმენტის დაწყებას ორშაბათამდე – წილოსანის განმარტება

„მივიღე გადაწყვეტილება, რომ მივმართო მრჩეველთა საბჭოს უნდობლობის პროცედურების დაწყების შესახებ. პროცედურების დაცვით 2 წევრის ერთობლივი წერილობითი მოთხოვნა სხდომის დანიშვნის შესახებ ორშაბათს შევა მრჩეველთა საბჭოში…“ – წერს ფეისბუქში აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრი – თამარ წილოსანი. უკვე მერვე დღეა აჭარის ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტის მოთხოვნით შიმშილობს მოქალაქე ალექსანდრე მილორავა. იგი ტელევიზიიდან კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების ჩამოშორებას …

როგორ სცადა მოშიმშილის „გაშავება“ აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტმა

„ადგილი აქვს აქციის  მონაწილეების მხრიდან პოლიტიკურ დაკვეთებს და პოლიტიკურ ჩარევებს მაუწყებლის ფუნქციებში, ზეწოლას თანამშრომლებზე, ზეწოლას მაუწყებელზე, რაც აკრძალულია კანონმდებლობით…“ – განაცხადა დღეს, 5 ივნისს, აჭარის ტელევიზიის და რადიოს საკადრო ბაზის განვითარების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ემზარ პაქსაძემ. მან ტელევიზიის სხვა მენეჯერებთან ერთად პრესკონეფერენცია გამართა და ჟურნალისტების დარწმუნება იმაში სცადა, რომ ალექსანდრე მილორავა, რომელიც უკვე მე-8 დღეა …

„პასუხისმგებლობა ეკისრება დირექტორს და მრჩეველთა საბჭოს“ – კოალიცია აჭარის ტელევიზიაზე

„აჭარის მაუწყებელი, ერთი მხრივ, თავს არიდებს კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას და მეორე მხრივ, ხდება ადამიანების დევნა და შევიწროება განსხვავებული აზრის გამო. ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესები უარყოფითად შეაფასეს შიდა და საერთაშორისო ექსპერტებმა… ამ და სხვა მოვლენებზე პასუხისმგებლობა აჭარის მაუწყებლის ხელმძღვანელ ორგანოებს – დირექტორსა და მრჩეველთა საბჭოს ეკისრება,“ – აღნიშნულია კოალიციის „მედია ადვოკატირებისთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აჭარის ტელევიზიასთან …

სამსახურიდან გაუშვეს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციოს ყოფილი უფროსი 

აჭარის ტელევიზიამ ხელშეკრულება  შეწყვიტა შორენა ღლონტთან, რომელიც ბოლო სამი თვე ვებგვერდის კონსულტანტად მუშაობდა. მანამდე კი შორენა ღლონტი საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო. ის ამ პოზიციიდან 24 თებერვალს გაათავისუფლეს და კონსულტანტად გადაიყვანეს, მასთან ხელშეკრულება სამი თვით გააფორმეს. „ხელშეკრულების ვადა ამოეწურა, ახალი ხელშეკრულება მასთან არ გაფორმებულა…“ – გვითხრა აჭარის ტელევიზიის და რადიოს საკადრო ბაზის განვითარების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, …

7 საათზე აჭარის ტელევიზიასთან აქცია გაიმართება – შიმშილობის მე-7 დღე

დღეს, 7 საათზე აჭარის ტელევიზიასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციაზე აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტების რედაქციიდან ჩამოშორებას გააპროტესტებენ. აქციის ორგანიზატორია საზოგადოებრივი მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმი“. ამ მოძრაობის წევრი – ალექსანდრე მილორავა უკვე ერთი კვირა აჭარის ტელევიზიასთან შიმშილობს. „…თავს ნორმალურად ვგრძნობ, დღეს სასწრაფოს ჯერ არ შევუმოწმებივარ, შიმშილობის შეწყვეტას არ ვაპირებ“, – ამბობს ალექსანდრე მილორავა. აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესს კოალიცია …

მრჩეველთა საბჭოს ერთი წევრი აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტს ითხოვს

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტს გია ქარცივაძე ითხოვს. იგი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრია. მას შემდეგ, რაც აჭარის ტელევიზიასთან ალექსანდრე მილორავას შიმშილობის მეექვსე დღეს, მილორავას მოთხოვნას – საბჭომ დააყენოს დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი, არც ტელევიზიის დირექტორი გამოეხმაურა და არც ბორდის სხვა წევრები, იმპიჩმენტის პროცესის დაწყება გია ქარცივაძემ მარტო გადაწყვიტა. „ადამიანი შიმშილობს …

ბორდის წევრი იმპიჩმენტს მხარს უჭერს, მაგრამ არ იცის როდის – ტელევიზიასთან შიმშილობის მე-6 დღე 

„იმპიჩმენტს მე მხარს ვუჭერ, მაგრამ მყარი არგუმენტები მჭირდება, კონსულტაციები მჭირდება ჟურნალისტებთან,“ – გვიპასუხა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრმა თამარ წილოსანმა. პოზიციის დაფიქსირებისკენ მას დღეს ალექსადრე მილორავამ მოუწოდა, რომელიც უკვე მე-6 დღეა შიმშილობს. ის ტელევიზიიდან კრიტიკული ჟურნალისტების დევნას აპროტესტებს და მრჩეველთა საბჭოს წევრებს მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტს სთხოვს. იმპიჩმენტს ბორდის სამი წევრის თანხმობა სჭირდება და ხუთწევრიან ბორდში …

„ბოტების ბრიგადა ხართ, თბილისიდან ჩამოსული“ – ამჯერად აქციის მონაწილე „ჩამოსულებზე“

„ბოტების ბრიგადა ხართ, თბილისიდან ჩამოსული, რომ მოაჯდეთ აჭარას თავზე და გააშავოთ ის ადამიანები, ვინც ხელისუფლების წინააღმდეგ არის… ეს არის რეგიონული ტელევიზია,“ – უთხრა დღეს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ვახო ხუზმიაშვილს მოძრაობის „მე მიყვარს ბათუმის“ წევრმა, ბაჩუკი ჩხეიძემ. იგი გასულ წელს აჭარის ტელევიზიის დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აჭარის ტელევიზიის …

მოშიმშილის მე-5 დღე: „დეპუტატები ტელევიზიაში იყვნენ, გვერდით ჩამიარეს და არც კი მომიკითხეს“

„ჯერჯერობით სრული დუმილია ყველა მხრიდან. ალბათ, ჩემს ნერვებს და გამძლეობას ცდიან… გუშინ უმაღლეს საბჭოსაც მივმართე. არავის გაუკეთებია განცხადება. გუშინ საღამოს გადაცემაში სტუმრად იყვნენ მოსულები დეპუტატები – ლადო მგალობლიშვილი და ილია ვერძაძე. უბრალოდ, გვერდით ჩამიარეს და შევიდნენ მაუწყებელში. საერთოდ არაფერი უკითხავთ, ჯანმრთელობაც კი არ მოუკითხავთ ჩემი,“ – ამბობს მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ წევრი, ალექსანდრე მილორავა, რომელიც …

დეპუტატი, რომელიც 9 წლის წინ გაასამართლეს ტელევიზიის ხელშეშლისთვის: „პარალელი არასწორია“

ჯერ უცნობია, მოჰყვება თუ არა რეაგირება აჭარის ტელევიზიის შესასვლელთან დღეს, პირველ ივნისს, კარვის ჩადგმას. 9 წლის წინ, როცა ტელევიზიის ცენტრალური შესასვლელი ჩაკეტეს, მენეჯმენტმა სწორედ ის განაცხადა, რაც დღევანდელმა მენეჯმენტმა თქვა: „ეს ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლაა“. 2011 წლის 21 მაისს აქციის მონაწილეები თავისუფალ აჭარის ტელევიზიას ითხოვდნენ. დღესაც იმავეს ითხოვენ – უკვე მეოთხე დღეა ტელევიზიასთან შიმშილობს ალექსანდრე მილორავა …

შიმშილობის მე-4 დღე აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადადგომის მოთხოვნით

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შენობის წინ საზოგადოებრივი მოძრაობა – „მე მიყვარს ბათუმის“ აქტივისტი ალექსანდრე მილორავა უკვე მეოთხე დღეა შიმშილობს. ის აჭარის ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადაყენებას ითხოვს. ალექსანდრე მილორავამ დღეს „ბათუმელებს“ უთხრა, რომ უკვე მიმართა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უნდობლობის პროცედურის დაწყების მოთხოვნით, მაგრამ საბჭოს წევრები არ გამოხმაურებიან. დღეს, პირველ ივნისს ალექსანდრე მილორავა აჭარის …

აქცია აჭარის ტელევიზიასთან დირექტორის გადადგომის მოთხოვნით

აჭარის ტელევიზიის დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს თანამდებობის დატოვებისკენ დღეს, 26 მაისს, საზოგადოებრივი მოძრაობის – „მე მიყვარს ბათუმი“ წევრებმა მოუწოდეს. მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ გიორგი კოხრეიძე კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს დევნის. „გიორგი კოხრეიძისთვის დირექტორად არჩევისთანავე მიუღებელი აღმოჩდნენ თანამშრომლები, რომლებიც კრიტიკულ კითხვებს სვამდნენ და თავიანთი შეხედულებები გააჩნდათ. მან კომუნიკაციის დაწყებისთანავე თანამშრომლებს მიუთითა, რომ მათ ,,მორჯულებას“ და ,,ადგილზე მოსმას“ აპირებდა, რაც, …

„ჰეშთეგი“ ეთერში დაბრუნდა, რადიოში იუბილე აღნიშნეს, რედაქტორი კი პოლიციაშია

„ჩვენ დავბრუნდით, მაგრამ ახლაც გვგონია, რომ ეს დაბრუნება დროებითია… „ჰეშთეგის“ გუნდი დაასუსტეს, მაგრამ გაძლიერდა წინააღმდეგობის მუხტი“, – ამ სიტყვებით მიმართეს დღეს აჭარის ტელევიზიის გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანებმა მაყურებელს – ორთვიანი პაუზის შემდეგ დღეს, 25 მაისს, „ჰეშთეგი“ ეთერში დაბრუნდა. აჭარის რადიოში კი, 90 წლის იუბილე აღნიშნეს, საიუბილეო ტორტი ტელევიზიის დირექტორს – გიორგი კოხრეიძეს გააჭრევინეს. ამ დროს რადიოს …

მე-9 სარჩელი კოხრეიძის წინააღმდეგ, რომელმაც ჟურნალისტებს ქცევის წესები განუსაზღვრა სოცქსელში

აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტის წინააღმდეგ დღეს, 22 მაისს, კიდევ ერთი სარჩელი დარეგისტრირდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ამჯერად გიორგი კოხრეიძის მიერ ჟურნალისტებისთვის სოციალურ ქსელში დადგენილ ქცევის წესებს ასაჩივრებენ, რაც კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების რედაქციიდან ჩამოშორების საფუძველი გახდა. ჟურნალისტების უფლებებს ახლაც „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ იცავს. ეს უკვე მე-9 სარჩელია გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ. სასამართლო სარჩელების გარდა ჟურნალისტებმა მიმართეს …

რატომ არ იწყებს სასამართლო ნათია კაპანაძის საქმის განხილვას – სარჩელი 1 წლის წინ შევიდა

აჭარის ტელევიზიაში კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების ჩამოშორების შემდეგ სასამართლოში რამდენიმე სარჩელი შევიდა. ეს საქმეები ჯერ არ განუხილავთ და ამის მოლოდინი არც არავის ჰქონია, რადგან პანდემიის პირობებში სასამართლო პროცესების დიდი ნაწილი გადადებულია, ან იგი დისტანციურ რეჟიმში იმართება. თუმცა სასამართლოს არც ზუსტად ერთი წლის წინ შესული სარჩელი განუხილავს – 2019 წლის 30 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით აჭარის …

არის თუ არა მაუწყებელში სუსი? – აჭარა TV-ს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე

გადაცემა „ეთნოფორი“ და ხელფასები – ამ თემაზე აქცენტის გადატანით დისკუსიის შეჩერება დღევანდელ სხდომაზე მრჩეველთა საბჭოს წევრმა, თამილა დოლიძემ სცადა. მრჩეველთა საბჭომ დღეს, 20 მაისს, მაუწყებლის სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა. „იმ ყველაფერზე, რაც ახლა ტელევიზიაში ხდება, რეაქცია საერთოდ არ უნდა გვქონდეს? არ ფიქრობთ, რომ ეს სირცხვილია?“ – იკითხა საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, გია ქარცივაძემ მას შემდეგ, როცა …

„ვერ მივიღებ ბრალდებას, რომ რაღაც სამთავრობო ტელევიზიები გვყავს“ – თორნიკე რიჟვაძე

იზიარებს თუ არა თორნიკე რიჟვაძე უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის დეპუტატების მოსაზრებას იმაზე, რომ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობა კი არა, მხოლოდ შიდა დაპირისპირებაა? „ტელევიზიების საქმეში ერთმნიშვნელოვნად არ ვერევი“, – გვიპასუხა თორნიკე რიჟვაძემ, რომელიც დღეს, 13 მაისს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ექსპერტებს შეხვდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს TV25-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, „რატომ აიგნორებს ამ ტელევიზიის შეთავაზებას“, მონაწილეობა მიიღოს …

აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტი, ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე გაუშვეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან და რადიოდან გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი, ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილი გაუშვეს. რეხვიაშვილს გათავისუფლების ბრძანება დღეს, 11 მაისს ჩაბარდა. როგორც მალხაზ რეხვიაშვილი ამბობს, მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი 21 აპრილს ფეისბუქზე დაწერილი სტატუსი გახდა, რომლითაც მან თავის კოლეგას, თეონა თურმანიძეს მხარი დაუჭირა. „21 აპრილის პოსტის გამო გამიშვა, რომელიც თეონა თურმანიძის შესახებ დავწერე, ბრძანება …

„ასეთი რამ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელშიც კი არ მომხდარა“ – გოგი გვახარია აჭარის მაუწყებელზე

დღეს, 2 მაისს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა – EMC-მა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებზე ონლაინდისკუსია გამართა. დისკუსიის მიზანი აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესების პოლიტიკური და მედიაკონტექსტის შეფასება იყო. დისკუსიის ერთ-ერთი მომხსენებელი კინომცოდნე გოგი გვახარია იყო. გთავაზობთ მისი ონლაინგამოსვლის ერთ მონაკვეთს. გოგი გვახარია: “დღეს მოთხოვნილება არის გაზრდილი იმ ჟურნალისტებზე, რომლებსაც შეუძლიათ პროპაგანდის კეთება. რომლებიც დაუფლებულნი …

EMC-ის ონლაინდისკუსია აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე

„აჭარის მაუწყებელი – პოლიტიკური და მედია კონტექსტი“ – ამ თემაზე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი – EMC დღეს, 2 მაისს, დისკუსიას მართავს. დისკუსია ლაივ ეთერში ამ წუთებში [19:10] EMC-ის ფეისბუქ გვერდზე მიმდინარეობს. მომხსენებლები არიან აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილი, კინომცოდნე გოგი გვახარია და მედიამკვლევარი ლაშა ქავთარაძე. დისკუსიას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ …

Exit mobile version