აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე აირჩიეს

 

დღეს გამართულ სხდომაზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ოთხი ხმით ერთის წინააღმდეგ ზაზა ხალვაში აირჩიეს, ხოლო მოადგილედ, ხუთი ხმით, ოლღა ჟღენტი. 

 

საბჭოს თავმჯდომარეობის სურვილი ჰქონდა რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტს აჭარაში, ნატა იმედაიშვილსაც, რომელმაც საბჭოს სხდომაზე ერთი ხმა მიიღო. 

 

შეგახსენებთ, რომ 2005 წელს,  ნატა იმედიაშვილმა, რომელიც მაშინ აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად მუშაობდა, პროტესტის ნიშნად დატოვა თანამდებობა. იგი ამის მიზეზად ტელევიზიის დირექტორის, ზაზა ხალვაშის მხრიდან ზეწოლას და ტელევიზიაში ცენზურას ასახელებდა. 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო ხუთი წევრითაა დაკომპლექტებული. საბჭოს წევრები არიან ნატა იმედაიშვილი, ზაზა ხალვაში, ვახტანგ ღლონტი, გიორგი ირემაძე და ოლღა ჟღენტი. აჭარის უმაღლეს საბჭოში, რომელიც ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ამტკიცებს, ყველა კანდიდატი „ქართული ოცნების“ ფრაქციების მიერ იყო წარდგენილი.  

 

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“მიიჩნევს, რომ აჭარის უმაღლესმა საბჭომ უგულებელყო „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონი და დაარღვია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და  რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრების არჩევის ამ კანონით განსაზღვრული კვოტირების სისტემა. 

„მრჩეველთა საბჭო პატარა უმაღლეს საბჭოს დაემსგავსება“ – გენო გელაძე

 

 

აჭარის უმაღლესმა საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა ხუთკაციან საბჭოში სამი წევრი უკვე დაამტკიცა. საკმარისი ხმა ვერ მიიღეს კანდიდატებმა, ირაკლი დარცმელიძემ და ბეჟან გობაძემ. „ქართული ოცნება აჭარამ“ ორი კანდიდატი – გიორგი ირემაძე და ზაზა ხალვაში გაიყვანა, „ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი კი „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი ნატა იმედაიშვილია. „ნაცმოძრაობას“ აქვს შესაძლებლობა ჩავარდნილი კანდიდატების სანაცვლოდ უმაღლეს საბჭოს ახალი კანდიდატები შესთავაზოს, ხელმეორე კენჭისყრის შემთხვევაში ბარიერი ქვემოთ იწევს და მათ დაწუნებული კანდიდატების გაყვანის შანსი მაინც რჩებათ. რამდენად ეფექტურია აჭარის ტელევიზიის მრჩვეელთა საბჭო და რა რისკების ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს ტელევიზია? ამ საკითხზე „ბათუმელებთან“არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა გენო გელაძემ ისაუბრა.

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს მსურველები – მეორე ეტაპი

 

<!** Image 1 align="left" alt="აჭარის ტელევიზია " sub="აჭარის ტელევიზია " width="300" height="176" >

აჭარის უმაღლესმა საბჭომ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა იმ 24 პირის სია, რომლებიც აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრობისთვის გააგრძელებენ ბრძოლას. უმაღლესი საბჭოს ცნობით, ხვალ შერჩეული 24 პირის დებატები გაიმართება, ხოლო ზეგ, ანუ 17 ოქტომბერს საბჭოს ხუთი წევრი დასახელდება.

5-წევრიანმა საკონკუროს კომისიამ 24 კანდიდატი რეგისტრირებული 34 კონკურსანტიდან შეარჩია. შერჩეულები არიან:

 

1. ნინო ჩხეტია
2. ბესიკ ლილუაშვილი
3. გიორგი ირემაძე
4. ვახტანგ ღლონტი
5. ოლღა ჟღენტი
6. ლევან გობრონიძე
7. რამაზ სურმანიძე
8. ოთარ გოგოლიშვილი
9. ჟუჟუნა შაინიძე
10. ზურაბ ღლონტი
11. ზაზა ხალვაში
12. ნუგზარ მგელაძე
13. ნანა ვერულაშვილი
14. ეკატერინე ჩხარტიშვილი
15. გიორგი ფირცხალაიშვილი
16. ქეთევან გოლეთიანი
17. როინ სურმანიძე
18. ნუგზარ ჟორდანია
19. გიორგი გოგიბერიძე
20. გოჩა მიქელაძე
21. ემზარ დიასამიძე
22. რუსუდან იმედაიშვილი
23. ბეჟან გობაძე
24. ირაკლი დარცმელიძე.

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრობის მსურველთა სია

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა იმ პირთა სია, ვინც მონაწილეობას მიიღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს – მრჩევლის წევრობის პოზიციაზე. კონკურსში მონაწილეობას სულ 34 პირი მიიღებს. 


 სია ასე გამოიყურება:


Exit mobile version