„არავინ იცის, ვინ იქნება შემდეგი მოსამართლეებს შორის“ – ინტერვიუ თამარ კორძაიასთან

„როდესაც მეგობარი, პარტნიორი ქვეყნის ხელისუფლება გეუბნება, რომ კონკრეტულ ადამიანებს უკრძალავს მის ქვეყანაში შესვლას და ამ დროს პარლამენტის ნებისმიერი წევრი მხარს არ დაუჭერს კომისიის შექმნას, ის იქნება პერსონალურად ამ ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი პერსონა,“ – მიიჩნევს თამარ კორძაია, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, რომელსაც აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებაზე ვესაუბრეთ. თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე პარლამენტის საგამოძიებო …

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას სამშაბათს დააკავებენ

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დღეს, 18 მარტს, განაცხადა, რომ მას მომავალ კვირაში, სამშაბათს დააპატიმრებენ, რადგან პროკურორები განიხილავენ ბრალდებებს პორნოვარსკვლავისთვის ფულის გადახდის გამო – წერს „ბიბისი“. მისი მოსალოდნელი დაკავების შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში – Truth Social-ში დაწერა და მხარდამჭერებს პროტესტისკენ მოუწოდა. „ბიბისის“ ცნობით, ტრამპის ერთ-ერთმა ადვოკატმა განმარტა, რომ ტრამპის განცხადება ეფუძნება მედიის მიერ გავრცელებულ …

რჩევები ამერიკაში სწავლის მსურველთათვის

ავტორი: ნათია სირაბიძე მსოფლიოს მასშტაბით ამერიკის უნივერსიტეტები მაღალი რეიტინგებით გამოირჩევიან და მიიჩნევა, რომ სწორედ ამერიკაშია შესაძლებელი ყველაზე ხარისხიანი განათლების მიღება. რა თქმა უნდა, შესაბამისი ფასიც აქვს და ბაკალავრიატში სწავლის წლიური გადასახადი 70000-80000 დოლარია, თუმცა ქართველ ახალგაზრდებს აქვთ შანსი დაფინანსების მოპოვების. გთავაზობთ რჩევებს, თუ რა არის საჭირო ამერიკულ უნივერსიტეტებში ჩასარიცხად და დაფინანსების მოსაპოვებლად: – ამერიკული უნივერსიტეტები …

აშშ 45 მილიარდს გამოუყოფს უკრაინას – ბაიდენმა ბიუჯეტს ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ხელი მოაწერა აშშ-ის ბიუჯეტს 2023 წლის ფისკალური წლისთვის, რომელიც უკრაინისთვის 45 მილიარდი აშშ დოლარის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს. „ბიუჯეტი მოიცავს რესურსებს, რომლებიც აუცილებელია უკრაინის მხარდასაჭერად“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. აშშ-ის კონგრესმა ბიუჯეტს მხარი ხანმოკლე მოლაპარაკებების შემდეგ დაუჭირა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტისა და კონგრესში სიტყვით გამოსვლის შემდეგ. აშშ-ის დახმარების დიდი ნაწილი …

აშშ-ში ზელენსკიმ უშედეგოდ ითხოვა უკრაინისთვის ATACMS-ის ტიპის რაკეტები – Politico

ვაშინგტონში ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კიევისთვის ATACMS-ის ტიპის რაკეტების გადაცემა ითხოვა, თუმცა ამერიკულმა მხარემ  ამაზე კვლავ უარი განაცხადა – იუწყება „პოლიტიკო“. გამოცემის წყაროს ცნობით, ვაშინგტონის პოზიცია ამ საკითხზე უცვლელია. „უნიანის“ ცნობით, ახალი, შორი დისტანციის რაკეტები უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან რუსულმა მხარემ მოახერხა „ჰაიმარსთან“ ადაპტირება და კრიტიკული ობიექტები არსებული რაკეტების მოქმედების ზონის იქით განათავსა. „ჰაიმარსი …

„პატრიოტის“ ოპერირებას 90 ჯარისკაცი სჭირდება – უკრაინელები შესაძლოა აშშ-ში გაწვრთნან

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი განიხილავს უკრაინელი ჯარისკაცებისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პატრიოტის“ გამოყენების წვრთნები ჩაატაროს ამერიკაში და არა ევროპაში. ამის შესახებ „პოლიტიკო“ აშშ-ის ორ წარმომადგენლზე დაყრდნობით იუწყება. რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ უკრაინელმა სამხედროებმა იარაღის გამოყენების არაერთი წვრთნა გაიარეს, თუმცა ეს ევროპის ქვეყნების ტერიტორიებზე ხორციელდებოდა და არა შეერთებულ შტატებში. გამოცემის ცნობით, ოფიციალური გადაწყვეტილება წვრთნების ადგილმდებარეობის შესახებ ჯერ არ …

ზელენსკის შეხვედრა ბაიდენთან და გამოსვლა აშშ-ის კონგრესში | ფოტოამბავი

22 დეკემბერს, უკრაინაში ომის დაწყებიდან მესამასე დღეს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა. ზელენსკი შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და სიტყვით გამოვიდა კონგრესში. გთავაზობთ ევროპის პრესფოტო სააგენტოს მიერ  გადაღებულ ფოტოებს, რომლებიც უკრაინის პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტს ასახავს.

აშშ-ის ინფორმაციით, რუსეთის ელიტაში ახალ იერიშზე განსხვავებული აზრებია – მედია

რუსეთის მმართველ ელიტებში განსხვავებული მოსაზრებები აქვთ რუსეთის მიერ მორიგი იერიშის წამოწყებაზე. როგორც „როიტერსი“ იუწყება, ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს ანონიმურობის დაცვის პირობით უთხრა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი კიევის მხარდაჭერას ნებისმიერ შემთხვევაში განაგრძობს. „რა თქმა უნდა, არიან ისინი, ვისაც უკრაინაში [ახალი] იერიშის წამოწყება სურთ. არიან ისინიც, ვისაც აქვთ რეალური კითხვები რუსეთის შესაძლებლობაზე, იერიშის დაწყება მოახერხოს“, …

აშშ უკრაინას „პატრიოტს“ მიაწვდის, რა შეუძლია საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას მორიგ, 1,8 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს. იუწყება „ესოშიეითიდ პრესი“ (AP) ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, ვაშინგტონი პირველად გადასცემს კიევს საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პატრიოტს“. გარდა ამისა, პაკეტი მოიცავს მაღალი სიზუსტის ბომბებს ავიაციისთვის. 1 მილიარდის ღირებულების შეიარაღებას უკრაინას პენტაგონის [აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი] მარაგებიდან გადასცემენ. დანარჩენ 800 მილიონის – „უკრაინის უსაფრთხოების ხელშეწყობის …

აშშ-ში შესაძლოა ტიკტოკი დაბლოკონ – კონგრესის კანონპროექტი

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრებმა წარმოადგინეს კანონპროექტი, რომლის საშუალებითაც შეთავაზებულია იმ სოციალური ქსელების დაბლოკვა აშშ-ში, რომლებიც ჩინეთთან, რუსეთთან, კუბასთან, ჩრდილოეთ კორეასთან და ვენესუელასთანაა დაკავშირებული. მათ შორისაა სოციალური ქსელი „ტიკტოკი“. მედიის ცნობით, კანონპროექტის მიზანია დაბლოკოს წვდომა „ტიკტოკსა“ და სხვა აპლიკაციებზე, რომელთა საშუალებითაც თეორიულად შესაძლებელია გაჟონოს ამერიკელ მომხმარებელთა პირადმა ინფორმაციამ, რეპრესიულ მთავრობებს კი ამით მიეცემათ ახალი …

რუსეთის სტრატეგია არ მუშაობს და არც იმუშავებს – ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, პუტინმა მთელი თავისი „რისხვა და ცეცხლი“ უკრაინის მოქალაქეებისკენ მიმართა, თუმცა რუსეთის ახლანდელი სტრატეგია მიზანს მაინც ვერ მიაღწევს. „გათბობა, წყალი, ელექტროენერგია… პრეზიდენტ პუტინის ახალი სამიზნეებია და ძალიან ძლიერად ურტყამს მათ,“ – თქვა ბლინკენმა ბუქარესტში NATO-ს ორდღიანი სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, პუტინი ცდილობს, კიევს მოკავშირეები ჩამოაშოროს და აიძულოს დასავლეთი, …

პენტაგონი უკრაინისთვის გადასაცემ 6 NASAMS-ში 1,2 მილიარდს იხდის

სააგენტო Reuters-ის ცნობით, პენტაგონმა უკრაინისთვის ექვსი NASAMS-ის გადასაცემად $ 1,2 მილიარდის კონტრაქტი გააფორმა. საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს კომპანია Raytheon Technologies აწარმოებს. შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 8 საზენიტო-სარაკეტო სისტემა NASAMS-ის გადაცემაზე ჯერ კიდევ ოქტომბრის ბოლოს გამოაცხადა. NASAMS – ეს არის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომელსაც დაბალ და საშუალო სიმაღლეზე მყოფი ნებისმიერი საჰაერო სამიზნის განადგურება შეუძლია, იქნება ეს რაკეტა, თვითმფრინავი თუ დრონი. …

ნენსი პელოსი კონგრესში დემოკრატების ლიდერი აღარ იქნება – CNN

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი აცხადებს, რომ პალატის ახალი შემადგენლობის პირობებში კონგრესის წევრად დარჩება, თუმცა დემოკრატების ლიდერი აღარ იქნება. „ეპოქის დასასრულს“ უწოდებს პელოსის გადაწყვეტილებას CNN-ი, რომელიც ამ ინფორმაციას ავრცელებს. „მე არ ვეცდები, მივაღწიო ხელახლა არჩევას დემოკრატების ლიდერის პოსტზე ახალ კონგრესში. დროა, ფრაქციას ახალი თაობა ჩაუდგეს სათავეში,“ – განაცხადა პელოსიმ წარმომადგენელთა პალატის სხდომაზე. ნენსი პელოსიმ …

აშშ-მ რუსეთს საბაზრო ეკონომიკის ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა – Reuters

შეერთებული შტატები აღარ განიხილავს რუსეთს საბაზრო ეკონომიკის ქვეყნად – აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა რუსეთს 20 წლის წინ მინიჭებული სტატუსი ჩამოართვა. ვაჭრობის დეპარტამენტის განცხადებით, ანალიზმა აჩვენა, რომ რუსეთის ხელისუფლების უხეშმა და ფართო ჩარევამ ეკონომიკაში სერიოზული გავლენა მოახდინა ფასწარმოქმნასა და დანახარჯებზე. მოკვლევის შემდეგ შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ რუსეთი აღარ შეიძლება საბაზრო ეკონომიკის ქვეყნად ჩაითვალოს. „ის უნდა …

რამდენიმე მოსამართლის პასუხი მურუსიძეს, რომელსაც აშშ-ში ვიზიტი „შენობების დათვალიერება“ ჰგონია

„სიამოვნებით ვივლიდი აშშ-ში ექსკურსიებზე, თუმცა ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანია, რაც ამ სასწავლო ვიზიტებით შევიძინე, მათ შორის, გამოცდილების გაცვლით და პროცესებზე დასწრებით. ბოლო ვიზიტის დროს 8-დან საღამოს 7 საათამდე, ყოველ დღე, პროცესებს ვესწრებოდით და ამერიკელ კოლეგებს ვხვდებოდით,“ – მოსამართლე ეკა არეშიძე ფეისბუქსტატუსით გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ წევრს, მოსამართლე ლევან მურუსიძეს. ლევან მურუსიძემ, რომელიც სასამართლო კლანის ლიდერად …

რუსეთისთვის ამერიკული სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდების ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა 19 ოქტომბერს თითქმის ათეული ადამიანისა და ორი კომპანიის წინააღმდეგ რუსეთში სამხედრო ტექნოლოგიების გაგზავნის უკანონო სქემებთან დაკავშირებით ბრალდებები გაასაჯაროვა. როგორც იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, აშშ-დან არალეგალური სქემით გატანილი ტექნოლოგიების ნაწილი, სავარაუდოდ, უკრაინაში, ბრძოლის ველზე აღმოაჩინეს. დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ზოგიერთმა ბრალდებულმა ასევე სცადა რუსეთში „ბირთვული გავრცელების ტექნოლოგიის“ გაგზავნა, რაც …

რატომ ღირს გერმანიაში პროდუქტები საქართველოზე ბევრად იაფი – 5 ქვეყნის მაგალითი

საქართველოში საკვები პროდუქტები უფრო ძვირი ღირს, ვიდრე, ევროპის ქვეყნებში, მაგალითად, გერმანიაში: ზეთი, შაქარი, ბრინჯი, მაკარონი და ხილიც კი, გერმანიაში უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში. გერმანიასა და საფრანგეთში, აშშ-ში, თურქეთსა და საქართველოში – ყველგან გეტყვიან, რომ საკვები პროდუქტები ომის დაწყების შემდეგ ძალიან გაძვირდა. „ბათუმელებმა“ ხუთი ქვეყნის მონაცემი შეაგროვა და ერთმანეთს შეადარა ხუთი საკვები პროდუქტის ფასი: პური, შაქარი, …

ველით, რომ უკრაინა ეფექტურად გააგრძელებს კონტრშეტევას ზამთარში – პენტაგონი

აშშ-ს აქვს მოლოდინი, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევას გააგრძელებენ მთელი ზამთრის განმავლობაში. ამის შესახებ ბრიფინგზე აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა 12 ოქტომბერს. მან აღნიშნა, რომ სიტუაცია ბრძოლის ველზე დინამიკური რჩება და მსოფლიო ხედავს, რამდენად ეფექტურად მუშაობენ უკრაინელი ჯარისკაცები აღმოსავლეთსა და სამხრეთში, ამიტომ, პენტაგონი იმედოვნებს, რომ წარმატებული კონტრშეტევა გაგრძელდება ზამთარშიც. ლოიდ ოსტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზამთარი …

ვაშინგტონი მომდევნო თვეებში უკრაინაში დაძაბულ ბრძოლებს ელის – WP

უკრაინელთა წარმატებული კონტრშეტევის მიუხედავად, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვარაუდობს, რომ უკრაინაში მომდევნო თვეებში დაძაბული ბრძოლები გაგრძელდება – გამარჯვებებითა და დამარცხებებით ორივე მხარისთვის. ამის შესახებ The Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს. აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ უკრაინის არმიამ კონტრშეტევისას ბევრად უკეთესი შედეგები აჩვენა, ვიდრე ამას შტატებში მოელოდნენ, თუმცა ჩინოვნიკები აღნიშნავენ, რომ რუსეთს თავისი სამხედრო ძლიერება ჯერ ბოლომდე …

რუსეთის უკრაინაში შეჭრა მხოლოდ მარცხად შეიძლება შეფასდეს – CIA-ს დირექტორი

სასტიკი ომის მეექვსე თვეში, როდესაც უკრაინამ ძლიერი კონტრშეტევა დაიწყო, რუსეთის უკრაინაში შეჭრა შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ წარუმატებლობად შეფასდეს – მიიჩნევს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი უილიამ ბერნსი. The New York Times-ის ცნობით, ბერნსმა უკრაინის შესახებ ვაშინგტონში, კიბერუსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრა. ხერსონსა და ხარკოვში უკრაინელთა კონტრშეტევის ფონზე, CIA-ს დირექტორი ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სათანადოდ …

აშშ: უკრაინიდან გაყვანილია 1,6 მილიონი პირი, ფილტრაციას პუტინის ჩინოვნიკები აკონტროლებენ

ფილტრაციის პროცესს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის ჩინოვნიკები ხელმძღვანელობენ – ამის შესახებ, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ სწორედ რუსი ჩინოვნიკები ადგენენ იმ უკრაინელთა სიებსაც, ვინც ფილტრაცია უნდა გაიაროს. „შეფასებები სხვადასხვა წყაროსგან, მათ შორის ხელისუფლებისგან, მიუთითებს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაჰკითხა, დააკავა და რუსეთში იძულებითი …

ჩააბარეთ იარაღი უკრაინისთვის – მაიამის მერია მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ში, ქალაქ მაიამიში ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს ცეცხლსასროლი იარაღი ჩააბარონ უკრაინის დასახმარებლად. კამპანია ორგანიზებულია მერიისა და პოლიციის დეპარტამენტის მიერ, იარაღის კომპანიასთან ერთად. თითოეული ჩაბარებული პისტოლეტისთვის ხელისუფლება მოსახლეობას ჰპირდება 50 დოლარის სასაჩუქრე ბარათს, 100 დოლარს – თოფზე და 150 დოლარს – ნახევრად ავტომატურ იარაღზე ან კალაშნიკოვის ავტომატზე. პოლიცია აცხადებს, რომ იარაღის ჩამბარებლებს კითხვებს არ დაუსვამენ იარაღის შეძენის გზებზე. „შეგროვებული …

კონგრესმა შესაძლოა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს, სახდეპი შეშფოთებულია – Politico

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებულია, რომ კონგრესმა შესაძლოა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს – წერს Politico. გამოცემის წყაროების თქმით, ვაშინგტონი შიშობს, რომ რუსეთის შეყვანა ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოთა სიაში, საფრთხის ქვეშ დააყენებს უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას და გლობალურ სასურსათო ბაზარს. როგორც Politico აღნიშნავს, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს ოფიციალურად რაიმე უკმაყოფილება ან მხარდაჭერა ამ პროცესისადმი არ გამოუთქვამთ, თუმცა …

ჩინეთი და აშშ – რამდენად დაძაბულია ვითარება ტაივანში

„ჩინეთი ეცდება, რუსეთთან გარკვეულ ურთიერთობების გაუმჯობესებით დასაჯოს აშშ“, – ამბობს „საერთაშორისო ურთიერთობათა პოლონური ინსტიტუტის“ (PISM) აზია-წყნარი ოკეანის პროგრამის ანალიტიკოსი, მარჩინ პჩიხოდნიაკი. რა საფრთხეებს შეიცავს ტაივანის კრიზისი მსოფლიო უსაფრთხოებისთვის, როგორ ეხმიანება იქაური მოვლენები ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდ ომს და მოვლენების როგორ განვითარებას უნდა ველოდეთ, – „ბათუმელები“ მარჩინ პჩიხოდნიაკს ამ საკითხებზე ესაუბრა. დავიწყოთ ვიზიტით. …

ჩინეთმა ნენსი პელოსისა და მისი ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა

ჩინური სახელმწიფო მედია CGTN-ი იუწყება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სპიკერს, ნენსი პელოსის და მისი ოჯახის წევრებს ჩინეთი სანქციებს უწესებს. CGTN-ის ცნობით, ამის შესახებ 5 აგვისტოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა. ნენსი პელოსი 2 აგვისტოს ეწვია ტაივანის თვითმმართველ კუნძულს, რომელიც თავს დამოუკიდებელ ქვეყნად აცხადებს. პელოსის ვიზიტს ჩინეთის მხრიდან დიდი წინააღმდეგობა უძღოდა წინ, მათ შორის, მუქარის …

აშშ-ის კონგრესმენების თვითმფრინავი ტაივანში უსაფრთხოდ დაეშვა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი რამდენიმე წუთის წინ დაჯდა ტაიპეის აეროპორტში, საიდანაც პირდაპირი ეთერი იყო ჩართული. ნენსი პელოსისა და კონგრესის დელეგაციის წევრებმა ტაივანში ჩასვლისთანავე გაავრცელეს განცხადება, სადაც მხარდაჭერას უცხადებენ ტაივანს და ამბობენ, რომ ვიზიტი აშშ-ის გრძელვადიანი პოლიტიკიდან გადახვევა არ არის. „ამერიკის სოლიდარობა ტაივანში მცხოვრები 23 მილიონი ადამიანისადმი დღეს უფრო მნიშვნელოვანია, …

პელოსი შესაძლოა ტაივანში ჩავიდეს, ჩინეთი კი აცხადებს, რომ მისი არმია არ „იჯდება უსაქმოდ“

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის დღეს ტაივანში ელოდებიან. როგორც CNN-ი ტაივანისა და აშშ-ის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება, ტაივანში ვიზიტი შესაძლოა აზიის ტურის ნაწილი გახდეს. ტაივანელი ჩინოვნიკი ამბობს, რომ პელოსი ტაივანში, სავარაუდოდ, ერთი ღამით გაჩერდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რა დროს ჩავა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი. ამერიკული მედიის ცნობით, კონგრესის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი აზიის ქვეყნებში 29 …

90 დღეში რუსეთის წინსვლა დონბასში მხოლოდ 9-16 კილომეტრია – ამერიკელი გენერალი

„უკრაინას ჯერ არ დაუკარგავს დონბასი“  – განაცხადა აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა გენერალმა მარკ მილიმ. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა UNIAN-ი ავრცელებს, რომლის კორესპონდენტიც მილის ბრიფინგს ესწრებოდა. „90 დღის განმავლობაში რუსეთის წინსვლა იყო ალბათ 6-10 მილი [დაახლოებით 9,6-16 კმ], ეს არც ისე ბევრია”, – თქვა მილიმ. მისი თქმით, დონბასში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, ყოველ 24 საათში ათიათასობით საარტილერიო ჭურვის გასროლა ხდება …

რამდენს იხდიან და რა გზას გადიან მექსიკის გავლით აშშ-ში მიმავალი ემიგრანტები

„გამარჯობა, გადავწყვიტე მექსიკით ამერიკაში წასვლა. მაინტერესებს რა თანხა დამჭირდება?“ „პოლონეთის ლოტოტრონს რამდენი ხანია ელოდებით?“ „გადამყვანის გარეშე კანკუნი თუ მექსიკო სიტი?“ „ფოლკსტონში, ციხეში თუ გადაუყვანიხართ ვინმე და რამდენი დღით ყოფილხართ?“ „სპონსორი თუ არ მყავს როგორ მოვიქცე?“ „მესამე დღეა ჩაბარდა და დარეკვის უფლება როდიდან აქვს?“ – ამ და მსგავსი სახის უამრავ კითხვას შეხვდებით ფეისბუქზე შექმნილ ჯგუფში „მექსიკიდან …

ჩინეთი მზადაა ტაივანი დაიბრუნოს ნებისმიერი, მათ შორის სამხედრო გზით – დიპლომატი

ჩინეთი მზადაა ტაივანისთვის ნებისმიერი საშუალებით იბრძოლოს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში კუნძულის დაბრუნებას არც სამხედრო გზით გამორიცხავენ. ამის შესახებ საფრანგეთში ჩინეთის ელჩმა ლუ შაემ Livre Noir-ის YouTube არხზე, პირდაპირ ეთერში განაცხადა. „ჩვენ ტაივანს დავაბრუნებთ ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის სამხედროების მეშვეობით“, – თქვა დიპლომატმა კუნძულის შემდგომი ბედის განხილვისას. შეგახსენებთ, ტაივანი და მისი ხელისუფლება დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, პეკინი კი კუნძულს …

აშშ-ის სენატი მხარს უჭერს რუსეთის ტერორიზმის სპონსორთა სიაში შეყვანას

23 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო მდივანს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიაში შეიყვანოს. ინფორმაციას გამოცემა „ბლუმბერგი“ ავრცელებს. როგორც „ამერიკის ხმა“ წერს, რეზოლუციის ავტორები არიან რესპუბლიკელი დეპუტატი ჯო უილსონი სამხრეთ კაროლინადან და დემოკრატი დეპუტატი ტედ ლიუ კალიფორნიიდან. „[რუსეთის] ტერორის მმართველობა უნდა შეწყდეს“, – ციტირებს „ამერიკის ხმა“ ჯო უილსონს. …

აშშ-ის არმიის რობოტი-ძაღლი უკრაინაში განაღმვით სამუშაოებში ჩაერთვება

აშშ-ის არმია თანახმაა, თავისი რობოტი-ძაღლი სპოტი უკრაინაში, კიევის შემოგარენის განსანაღმად გააგზავნოს. როგორც Foreign Policy წერს, ამერიკის შეერთებული შტატების არმია Boston Dynamics-ის ორი რობოტი-ძაღლიდან ერთს უკრაინას დაუთმობს. გამოცემა აღნიშნავს, რომ გამნაღმველ რობოტს გამოიყენებს ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია HALOTrust-ი, რომელიც ჰუმანიტარულ განაღმვით სამუშაოებს ეწევა და ტერიტორიებს ომის ფეთქებადი ნარჩენებისგან ასუფთავებს. ორგანიზაცია პოულობს საფრთხეს, ნიშნავს ადგილებს, ადგენს რუკებს და …

ხერსონთან გაუჩინარდა 20-წლიანი გამოცდილების ამერიკელი საზღვაო ქვეითი

სახელმწიფო დეპარტამენტმა აღიარა, რომ უკრაინაში 3 ამერიკელი ჯარისკაცი გაუჩინარდა. მესამეა საზღვაო ქვეითების ვეტერანი, კაპიტანი გრეიდი კურპასი. კურპასი, სავარაუდოდ, ხერსონის მხარეში ასრულებდა სამხედრო დავალებას. ინფორმაციას გამოცდილი ამერიკელი ჯარისკაცის გაუჩინარებაზე „24-ე კანალი“ ავრცელებს. კურპასის გაუჩინარება მედიას მისმა მეუღლემ დაუდასტურა. თავად სახელმწიფო დეპარტამენტი გაუჩინარებულების ვინაობას არ ასახელებს. ნათესავებმა და მეგობრებმა კურპასისგან ახალი ამბები უკანასკნელად 23-24 აპრილს შეიტყვეს. სამხედროს …

რომ არა აშშ-ის ჩართულობა უკრაინაში, იხილავდით ქაოსს ევროპაში – ბაიდენი

აშშ-ს რომ არ დაეჭირა მხარი უკრაინისთვის,  ევროპაში ქაოსი დაიწყებოდა – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „ასოშიეითედ პრესთან“ ინტერვიუში, რომელიც დღეს, 17 ივნისს, გამოქვეყნდა. ბაიდენს ჟურნალისტმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში აშში-ის ჩართვის გადაწყვეტილებასა და შედეგებზე დაუსვა შეკითხვა. ბაიდენმა თქვა, რომ მისთვის თავიდანვე ცხადი იყო, რომ ამ მხარდაჭერას ექნებოდა თავისი ფასი, მაგრამ სხვა არჩევანი უარესი იქნებოდა. …

აშშ იძიებს, როგორ მოხვდა ამერიკული ჩიპები რუსულ სამხედრო ტექნიკაში

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო და ვაჭრობის დეპარტამენტი იკვლევენ, თუ როგორ მოხვდა ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების წარმოებული კომპიუტერული ჩიპები იმ სამხედრო ტექნიკაში, რომელსაც რუსეთი უკრაინაში იყენებს. ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი წერს, რომ ფედერალური ბიუროსა და ვაჭრობის დეპარტამენტის აგენტებმა უკვე დაიწყეს ამერიკული კომპანიების წარმომადგენელთა გამოკითხვა იმის დასადგენად, როგორ აღმოჩნდა დასავლური ჩიპები და კომპონენტები რუსულ სარადარო სისტემებში, დრონებში, …

ჯო ბაიდენის წერილი The New York Times-ში – რას (არ) გააკეთებს ამერიკა უკრაინაში

წყარო: The New York Times ავტორი: ჯო ბაიდენი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აგრესია, რომელიც ვლადიმერს პუტინს ეგონა, რომ რამდენიმე დღეს გასტანდა, უკვე მეოთხე თვეა გრძელდება. უკრაინელმა ხალხმა გააოგნა რუსეთი და აღაფრთოვანა მსოფლიო თავისი თავგანწირვით, სიმამაცითა და საბრძოლო წარმატებებით. თავისუფალი სამყარო და ბევრი სხვა ერი, შეერთებული შტატებით სათავეში, უკრაინის მხარეს დადგა და მას უპრეცედენტო სამხედრო, ჰუმანიტარული …

Exit mobile version