“ღრმად შეშფოთებული ვართ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით” – აშშ-ის საელჩო საქართველოში

დღეს, 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ამ თარიღს ეხმაურება. „დღეს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსეთის სამხედრო აგრესიიდან თვრამეტი წელი გავიდა. შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობას. სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს …

„ირანს იმედი აქვს, რომ ამერიკა ვერ გაბედავს სახმელეთო ოპერაციის დაწყებას“ – ინტერვიუ

„კონფლიქტი ირანს და აშშ-ს შორის ყველა მიმართულებით ფართოვდება,“ – ამბობს ირანისტი ვასილ ღლონტი, რომელიც არც იმას გამორიცხავს, კონფლიქტი შავ ზღვასაც შეეხოს. „ირანს აქვს იმის იმედი, რომ ამერიკა ვერ გაბედავს სახმელეთო ოპერაციის დაწყება ირანში. რეალურად ირანს რა ოდენობით აქვს გამდიდრებული ურანი და სად ინახავს, არავინ იცის. მთათა სისტემაშია ჩამალული – სიღრმეებში. მე ირანში ვსწავლობდი და ბევრჯერ …

„აშშ დაიღალა ტვირთის მარტო ტარებით“ – კონდოლიზა რაისის მკაცრი გაფრთხილება პარტნიორებს

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი ___ ფინანსური ულტიმატუმები და მოკავშირეებისგან მოლოდინები შიდაეკონომიკური გამოწვევებით არსებული შეშფოთების ფონზე, „2026 წლის ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე“ ეროვნული უსაფრთხოების სფეროს ექვსმა წამყვანმა ლიდერმა, ამერიკის საერთაშორისო ვალდებულებებზე იმსჯელა. აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა (ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია) მკაცრი გაფრთხილება გაუგზავნა საერთაშორისო პარტნიორებს: „მოკავშირეებს, რომლებიც ეყრდნობოდნენ აშშ-ის თავდაცვას და ამავდროულად მთელ ყურადღებას მხოლოდ საკუთარი …

„ირანი გადავიდა გლობალურ შანტაჟზე, სანამ გასდის და ვიდრე ტრამპი გაჭედილია“ – ინტერვიუ ირანისტთან

„ამერიკელები ამბობენ, ჩვენ იმიტომ განვაახლეთ საომარი მოქმედებები, რომ ირანმა კვიპროსის დროშის ქვეშ მცურავი გემები დაბომბეს ჰორმუზის გასასვლელის მიდამოებშიო. ირანელებმა კი, თავის მხრივ თქვეს, რომ კვიპროსული გემი დადიოდა გაურკვეველი მარშრუტით და პროვოკაციულ ხასიათს ატარებდა მისი მოძრაობაო, მოვთხოვეთ კონტაქტი და კონტაქტზე არ გამოვიდნენ, ჰოდა, იძულებული გავხდითო, რომ საომარი ცეცხლი გაგვეხსნაო,“ – გვიყვება ირანისტი ვასილ ღლონტი. მას ირანში …

„ჩვენ მონსტრის შექმნაში წვლილი შევიტანეთ“: ირანთან ომის რეალური ფასი – დისკუსია ვაშინგტონში

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი ___ პრეზიდენტმა ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის განხორციელებული ორმხრივი თავდასხმების შემდეგ, მიმდინარე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია. აღნიშნული ესკალაცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის ომის დასრულების შესახებ არსებულ ხელშეკრულებას – ტრამპმა ასევე დასძინა, რომ შესაძლოა ირანზე ახალი დარტყმები დღესვე განხორციელდეს. „ვფიქრობ, ყველაფერი დასრულდა. მათთან საქმის დაიჭერა აღარ მსურს. ისინი არამზადები არიან“, …

ირანის რეჟიმი დარჩება ხელისუფლებაში და გაძლიერდება, თუ ძირითად პაკეტზე შეთანხმდნენ – ინტერვიუ

„თუ ამერიკამ და მით უმეტეს ისრაელმა შეატყო, რომ ირანელები ისევ ირანულ, აღმოსავლურ პოლიტიკას ატარებენ – ეშმაკური პოლიტიკა – არ არის გამორიცხული, რომ ისრაელმა დაარტყას ირანს,“ – მიიჩნევს ირანისტი ვასილ ღლონტი. მას იმ შეთანხმებაზე ვესაუბრეთ, რომელსაც აშშ-მ და ირანმა რამდენიმე დღეში შესაძლოა ხელი მოაწერონ. თუმცა ირანისტი ფიქრობს, რომ „ირანი ურანის გამდიდრების პროცესს მაინც არ გააჩერებს, რაც …

შეზღუდული შესაძლებლობებიდან შესაძლებლობის შეზღუდვამდე – ნათია კაპანაძე

ავტორი: ნათია კაპანაძე ____ ანდერძი ხომ არ გაქვთ ან მემკვიდრეს ხომ არ დაასახელებთ? იცით, ყველაფერი შეიძლება მოხდეს – ასე მითხრეს სამედიცინო კითხვარის შევსებისას. თითქოს ჩვეულებრივ პროტოკოლს ჰგავდა. კოხლეარული იმპლანტის ოპერაციამდე, რისკებში ნერვის დაზიანება, სახის კუნთების მოძრაობის შეზღუდვა და მენინგიტის განვითარება რომ აქვს. ეტიკეტი მოითხოვდა და დავფიქრდი. არაფერიც, ნიუ იორკში თავის, შესაძლებლობების და სმენის გადარჩენას ვცდილობ. …

რას ნიშნავს რუბიოს პოზიტიურ განცხადებაზე ივანიშვილის უკმეხი პასუხი – ინტერვიუ

„იმის ნაცვლად, რომ „ოცნების“ ხელისუფლებას ესარგებლა მარკო რუბიოს გაჟღერებული პოზიტიური განცხადებით, მივიღეთ სრულიად უკმეხი და არადიპლომატიური პასუხი… ეს შეიძლება ამყარებდეს იმ მოსაზრებას, რომ შესაძლოა ივანიშვილი საერთოდ არც არის თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში და რომ ის ერთგვარად მიბმულია რუსეთის ინტერესებზე,“ – მიიჩნევს დიპლომატი გიორგი ბადრიძე, მას საქართველოს შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნისთვის დასმულ შეკითხვასა და პასუხზე ვესაუბრეთ: რა …

მარკო რუბიო დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ქართველ ხალხს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, საქართველოს ხალხს გილოცავთ თქვენს ეროვნულ დღესასწაულს. ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრული კავშირების კიდევ უფრო გასაღრმავებლად და ჩვენი ორი ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშესაწყობად. შეერთებული შტატები კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის …

რა იცვლება ტრამპის ჩინეთში ვიზიტით? – ინტერვიუ

„ამერიკელები ყოველთვის ცდილობდნენ რუსეთი რაღაცნაირად თავის მხარეს გადაეყვანათ, რომ შემდეგ ამით ჩინეთს მორეოდნენ. საქმე ისე წავიდა, რომ დღეს ჩინეთთან ლაპარაკი უფრო მარტივი გამოდის… ამერიკელებმა სცადეს ნაბიჯის გადადგმა რუსეთთან, მაგრამ ეს მხოლოდ წყლის ნაყვა გამოვიდა. ჩინეთი კი ძალიან საინტერესო მოთამაშეა – შეუძლია, ვთქვათ, დაპატიჟოს ამერიკელები პეკინში. ამერიკელებიც ჩავიდნენ,“ – ამბობს ამერიკისმცოდნე გიორგი ლაბაძე. მას ტრამპის ჩინეთში …

„აშშ-ს არ აქვს ირანის წინააღმდეგ ომის დასრულების სტრატეგია“ – მერცი

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, აშშ-ს არ გააჩნია სტრატეგია ირანის წინააღმდეგ ომისთვის, მათ შორის, თუ როგორ უნდა დასრულდეს ის. „ამ ეტაპზე, მე არ მესმის, რა სტრატეგიულ ვარიანტს აირჩევენ ამერიკელები, მით უმეტეს, რომ ირანელები აშკარად ძალიან ოსტატურად ახერხებენ მოლაპარაკებებს – ან, უფრო სწორად, ძალიან ოსტატურად არ აწარმოებენ მოლაპარაკებებს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა 27 აპრილს დასავლეთ გერმანიაში …

გაგრძელდება ომი? ანუ რა იცვლება ჰორმუზის სრუტის გახსნით – ინტერვიუ ირანისტთან

„ის, რომ ჰორმუზის გასასვლელი ირანმა გახსნა, არ ნიშნავს, ჩემი აზრით, იმას, რომ ომი დასრულდა. პირიქით, ამერიკა და ისრაელი ძალიან სერიოზულად არიან განწყობილი, რომ ირანის პრობლემა ძალიან დიდი ხნით მოაგვარონ, ან საბოლოოდ გადაჭრან. ასეთი შანსი ამერიკას და ისრაელს, რომ ირანის ხელისუფლება წელში გადატეხონ, მომავალში აღარ ექნებათ. ირანი კი, ცდილობს აღმოსავლური დიპლომატიის მეთოდებით ფონს გასვლას,“ – მიიჩნევს …

ორკვირიანი შესვენება ტრამპს სჭირდება იმისთვის, რომ სტრატეგია და ტაქტიკა გადააწყოს – ინტერვიუ ირანისტთან 

„ირანი ძალიან დიდი ყურადღებით ამზადებს დელეგაციას ისლამაბადში, ამბობენ, ყალიბაფის გაგზავნა უნდათო. ყალიბაფი არის ირანის „გუშაგთა კორპუსის“ გენერალი, ანუ ირანის პარლამენტის, მეჯლისის თავმჯდომარე და ძალიან გავლენიანი პიროვნება. ამ მოლაპარაკებების შემდეგ საბოლოო დასკვნა გაკეთდება, საითკენ წავა მოვლენები,“ – ამბობს ირანისტი ვასილ ღლონტი, რომელსაც დღეს, 8 აპრილს მიღებულ გადაწყვეტილებაზე ვესაუბრეთ: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანზე შეტევას …

„ოცნებას“ ანაკლიის კარტი აქვს შემონახული გასათამაშებლად – ინტერვიუ

„ოცნებამ“ დაინახა ანაკლიის პორტი, როგორც ვაჭრობის შესაძლებლობა პარტნიორებთან… თუ რეალური ინტერესი გაჩნდა ამერიკელების მხრიდან და ეს ინტერესი ემთხვევა „ოცნების“ პოლიტიკურ ამოცანებს — ეს არის მათთვის მნიშვნელოვანი სინამდვილეში, რადგან „ქართულ ოცნებას“ არ აღელვებს ანაკლიის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა,“ – მიიჩნევს თინა ხიდაშელი, რომელსაც ანაკლიის პორტში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტზე ვესაუბრეთ. თინა ხიდაშელის აზრით, პირველ ეტაპზე ისტორიული მომენტი ხელიდან …

„ჩვენთან პირველ პირად რომ დანიშნონ „ხარება“, ისე მოხდა ირანში“ – ინტერვიუ ირანისტთან

„აიათოლა ხამენეის მოკვლის შემდეგ ირანში დამთავრდა დიდი აიათოლების ეპოქა – მოჯთაბა ხამენეი უკვე არის ფაქტობრივად „გუშაგთა კორპუსის“  კადრი. გამოდის, როლები გაცვალეს „გუშაგთა კორპუსმა“ და აიათოლებმა,“ – ამბობს ირანისტი ვასილ ღლონტი. მას ვესაუბრეთ პროტესტზე, რომელმაც სასტიკი რეჟიმის და ხალხის ხოცვა-ჟლეტის მიუხედავად, მაინც იფეთქა ირანში. რა ბედი ეწია ფართომასშტაბიან პროტესტს ირანში? „ისინი ვეღარ გამოდიან ქუჩაში, რადგან ხოცავენ. …

ევროკავშირის ქვეყნები და აშშ – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი ფული საქართველოში

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თებერვლის თვის ფულადი გზავნილების სტატისტიკა გამოაქვეყნა. სტატისტიკის თანახმად მიმდინარე წლის თებერვლის თვეში ყველაზე მეტი თანხა, 132.51 მილიონი დოლარი ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმოირიცხა, 162.81 მილიონი აშშ დოლარი კი – დანარჩენი ქვეყნებიდან. ფულადი გზავნილების მიხედვით, პირველი ხუთეული ასეთია: – აშშ (54.34 მლნ აშშ დოლარი), იტალია (52.85 მლნ აშშ დოლარი), რუსეთის ფედერაცია (36.02 მლნ აშშ დოლარი), …

კრემლი არ აკეთებს კომენტარს მოჯთაბა ხამენეის მოსკოვში გადაყვანაზე – რუსული მედია

კრემლი არ აკეთებს კომენტარს ქუვეითური გამოცემა Al Jarida-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ირანის ახალი ლიდერი მოსკოვში მკურნალობს. გუშინ ქუვეითურმა გამოცემა Al Jarida-მ, ირანის მთავრობასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი 12 მარტს რუსული სამხედრო თვითმფრინავით საიდუმლოდ გადაიყვანეს მოსკოვში. სავარაუდოდ, ხამენეის მოსკოვში „წარმატებული ოპერაცია“ ჩაუტარეს რუსმა და ირანელმა ექიმებმა ერთობლივად და …

ირანის ახალი ლიდერი მოსკოვშია, მას ოპერაცია ჩაუტარეს და პუტინის რეზიდენციაში მკურნალობს – მედია

ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი ამჟამად მოსკოვში იმყოფება, სადაც მკურნალობის კურსს გადის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთ რეზიდენციაში. ამის შესახებ AJ Jariba იუწყება ირანის ახალ უზენაეს ლიდერთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების შედეგად დაჭრილ ხამენეის ოპერაცია დასჭირდა. იგი მოსკოვში რუსეთის სამხედრო თვითმფრინავით გადაიყვანეს მკაცრად გასაიდუმლოებული პირობებით. წყაროს თქმით, ხამენეიმ ოპერაცია …

ITF-ის რეკომენდაციები საომარ ზონაში მყოფ მეზღვაურებს – კომპენსაცია და ბონუსები

საომარ ზონაში მოხვედრილ მეზღვაურებისთვის, ავტორიტეტულმა საზღვაო ორგანიზაციებმა ერთობლივი რეკომენდაციები შეიმუშავეს. ირანში მიმდინარე მოვლენების გამო საომარი მოქმედებების ზონად (WOA) განისაზღვრა ჰორმუზის სრუტე, ომანის ყურე და სპარსეთის ყურე. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის განცხადებით, დაახლოებით 20 000 მეზღვაური და საკრუიზო გემის 15 000 მგზავრია ჩარჩენილი ყურეში საომარი მოქმედებების გამო. მეზღვაურებს, რომლებიც საომარი მოქმედებების ზონაში მყოფ გემებზე მუშაობენ, შეუძლიათ უარი …

„დღეს იქნება ირანზე დარტყმების ყველაზე ინტენსიური დღე“ – აშშ-ის თავდაცვის მინისტრი

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა დღეს, 10 მარტს, პენტაგონში ბრიფინგზე განაცხადა, რომ ირანზე განხორციელდება აშშ-ის „ყველაზე ინტენსიური“ თავდასხმა. „დღეს იქნება ირანზე დარტყმების ყველაზე ინტენსიური დღე. ყველაზე მეტი გამანადგურებელი, ყველაზე მეტი ბომბდამშენი, ყველაზე მეტი დარტყმა“, — განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა. პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, ოპერაცია „ეპიკური რისხვის“ (Epic Fury) მიზნები უცვლელი რჩება — ირანის რაკეტების მარაგების, მისი …

ნავთობის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 დოლარს ბარელზე 2022 წლის შემდეგ

აშშ-ისრაელის ირანთან ომისა და ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივად დაკეტვის პარალელურად, ნავთობის ფასმა 2022 წლის შემდეგ პირველად გადააჭარბა 100 დოლარს ბარელზე – წერს დასავლური მედია. „ბიბისის“ ცნობით, 9 მარტს, დილით, აზიაში Brent-ის ნავთობის ფასი დაახლოებით 15.5%-ით გაიზარდა და ბარელზე 107.16 დოლარს მიაღწია, ხოლო აშშ-ის Nymex Light Sweet-ის ნავთობის ფასი 17%-ზე მეტით გაიზარდა და 106.77 დოლარს მიაღწია. ჰორმუზის …

ტრამპი ამბობს, რომ ირანისთვის „კარგი ლიდერის“ კანდიდატები ჰყავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს ირანის ხელისუფლების შეცვლა და ჰყავს ირანის ლიდერობის კარგი კანდიდატები. ამის შესახებ პრეზიდენტმა ტრამპმა NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ გვინდა მივიდეთ და ყველაფერი გავასუფთაოთ. ჩვენ გვინდა, რომ მათ ჰყავდეთ კარგი ლიდერი. ჩვენ გვყავს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც, ვფიქრობ, კარგად გაართმევენ თავს ამ ამოცანას“ – თქვა ტრამპმა. მას არ …

ისრაელმა თეირანზე საჰაერო დარტყმების ახალი ტალღა დაიწყო

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის დედაქალაქ თეირანზე საჰაერო დარტყმების ახალი ტალღის დაწყების შესახებ განაცხადეს. მედიის ცნობით, თეირანში აფეთქებებია და, ასევე, დარტყმების სამიზნეა ირანში არსებული რაკეტების გამშვები და საჰაერო თავდაცვის სისტემები და ლოჯისტიკური ცენტრები. ამავე დროს, დღეს, 4 მარტს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ თეირანის თავზე ირანის საჰაერო ძალების კუთვნილი, რუსული გამანადგურებელი, Як-130 ჩამოაგდეს. „როიტერსი“ წერს, რომ ომის …

„ხამენეის დატირება იგივეა, კობახიძე ამჯერადაც ჩასულიყო ირანში, მაგრამ ფრენები არ არის“ – ინტერვიუ

„თუ ვინმე „ოცნებას“ ჰკითხავს, რატომ ასეთი განცხადება და იტყვიან, რომ აი, მეზობლები არიან და ნეიტრალური პოზიცია უნდა დავიკავოთო – ეს არ არის ნეიტრალური პოზიცია. ეს არის მხარის არჩევა. მათთვის სულიერი ლიდერია ეტყობა ხამენეი. ეს არის წუხილი იმაზე, რომ ხამენეი აღარ არის დღეს ცოცხალი. არაფერი საქართველოს საწუხარი ამის გამო არ აქვს,“ – ამბობს თინა ხიდაშელი, საქართველოს …

ისრაელმა საგზაო კამერებით დადგინა ალი ხამენეის ადგილსამყოფელი – მედია

ორმა წყარომ Financial Times-ს განუცხადა, რომ ისრაელი ხამენეის თვალყურს ადევნებდა დაჰაკული საგზაო კამერების საშუალებით. იმავე წყაროებს ცნობით, თეირანში თითქმის ყველა საგზაო კამერა რამდენიმე წლის წინ დაჰაკეს. ამ კამერების ფოტოები კი დაშიფრული სახით გადაეცემოდა თელ-ავივსა და სამხრეთ ისრაელში არსებულ სერვერებს. ამ ინფორმაციაზე წვდომა მრავალწლიანი სადაზვერვო კამპანიის ნაწილი იყო, რომელმაც ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის მკვლელობის ოპერაციის …

რა ხდება ირანში – ფოტორეპორტაჟი თეირანიდან

უკვე მეოთხე დღეა ისრაელი და აშშ განაგრძობენ საჰაერო დარტყმებს ირანზე. ასე გამოიყურება ირანის დედაქალაქი, თეირანი დღეს, 3 მარტს – ფოტოებს ევროპის პრესფოტო სააგენტო, „ეპა“ ავრცელებს. 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებული შტატებმა დაბომბეს თეირანი – მოკლულია ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი. მისი სიკვდილი ირანმა 1 მარტს დაადასტურა. ისრაელის ცნობით, ირანის საპასუხო ბალისტიკური დარტმის შედეგად, დაიბომბა …

„შეიძლება რუსეთმა „ოცნება“ აიძულოს, მიიღონ ასეთი მტკივნეული გადაწყვეტილება“ – ინტერვიუ

„ვხედავთ, რომ შეერთებული შტატების დამოკიდებულება არ შეცვლილა – მათ უნდათ, რომ ევროპელებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ უსაფრთხოებაზე,“ – ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი მელაშვილი. მას მიუნხენის უსაფრთხოების მორიგ კონფერენციაზე ვესაუბრეთ, გზავნილებზე, რომლებიც დასავლეთის სახელმწიფოების ლიდერებმა გააჟღერეს. გიორგი მელაშვილს ლავროვის მოადგილის ახალ განცხადებაზეც ვკითხეთ, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებზეც უნდა იფიქროს – ეკონომიკური სარგებელი დიდიაო. …

„რუსეთმა დაკარგა სამხრეთ კავკასია, საქართველო რჩება რუსეთის ჰოლდინგში“ – ინტერვიუ

„თუ კიდევ წინ წაიწია სომხეთის და აზერბაიჯანის ურთიერთობის მოლაპარაკება, რუსეთი რეალურად კარგავს სამხრეთ კავკასიას. გამოდის, რომ საქართველო რჩება მხოლოდ რუსეთის, ასე ვთქვათ, ჰოლდინგში. ეს რამდენიმე წლის წინ უტოპიურად ჩანდა, დღეს ძალიან საწყენია, მაგრამ ასეა. ამ შეხვედრებს განსაკუთრებული პოლიტიკური წონა და მნიშვნელობა აქვს. ეს არის ძალიან სერიოზული განაცხადი იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სამხრეთ კავკასიაშია,“ – …

ტრამპმა მშვიდობის საბჭოში სომხეთი და აზერბაიჯანი მიიწვია, საქართველო – არა. რატომ? – ინტერვიუ

„მე უფრო გამიკვირდებოდა, საქართველოსთვისაც რომ გამოეგზავნა მოწვევა ტრამპს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში, ვალერი ჩეჩელაშვილი. მას „მშვიდობის საბჭოზე“ ვესაუბრეთ, სადაც ტრამპმა სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან საქართველოს მეზობლები, სომხეთი და აზერბაიჯანიც მიიწვია. „ჩვენი ქვეყნის თვითიზოლაცია საერთაშორისო პროცესებისგან არაფერ კარგს არ უქადის საქართველოს. სერიოზულ შესაძლებლობებს ვკარგავთ ყველა მიმართულებით… ადრე ჩვენ ვსაუბრობდით მხოლოდ იმაზე, რომ ევროინტეგრაციის თვალსაზრისით …

ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ

2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას დაესწრნენ. აღნიშნული საღამო სადღესასწაულო შეკრებას წარმოადგენდა, რომელსაც მსოფლიოში სახელგანთქმული ტენორის ანდრეა ბოჩელის საკონცერტო გამოსვლა ამშვენებდა. მაესტრომ …

ოქროსა და ვერცხლის ფასი რეკორდულად გაიზარდა ტრამპის განცხადების შემდეგ

გლობალურ ბაზარზე ოქროსა და ვერცხლის ფასმა ახალ მაქსიმუმს მიაღწია მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 ევროპული ქვეყნის მიმართ, გრენლანდიასთან დაკავშირებული პოზიციის გამო, 10%-იანი ტარიფები დააანონსა. „ბიბისის“ ცნობით, 19 იანვარს, დილით, ერთი უნცია ოქროს ფასმა 4 689,39 აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო უნცია ვერცხლის ფასმა – 94,08 აშშ დოლარს. მედია წერს, რომ ძვირფასი ლითონები გაურკვეველი …

ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტის წინ, სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად აქცია გაიმართა

აშშ-ში, ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტის წინ, დღეს, 18 იანვარს,  ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. “სახელმწიფო დეპარტამენტის წინ შევიკრიბეთ საქართველოს წარმომადგენლები, ქართველები, ვაპროტესტებთ რეჟიმს და მოვითხოვთ სინდისის ყველა პატიმრის გათავისუფლებას. შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გამოგვეხატა ჩვენი დამოკიდებულება და სოლიდარობა სინდისის ყველა პატიმრის მიმართ”, – თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წინ გამართული აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ნათია სირაბიძემ.

„კობახიძე გულგახეთქილი უყურებს ალბათ ირანის მოვლენებს“ – ინტერვიუ თინა ხიდაშელთან

„ჩიხად ქცევის საფრთხე შეგვაძლებინებს, გადავლახოთ პარტიული, კორუფციულ-ელიტისტური ამბიციები და ცოტა ქვეყანაზეც ვიფიქროთ… ჯერჯერობით კიდევ გვაქვს შანსი… რაღაც მომენტში გავერკვევით, რომ შიდა პოლიტიკური ამბების გარდა, უზარმაზარი პროცესი მიმდინარეობს საერთაშორისო ასპარეზზე და შეიძლება ჩიხად ვიქცეთ,“ – მიიჩნევს თინა ხიდაშელი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი. მას ინტერვიუს დროს რუბიოს და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის შესახებაც ვკითხეთ: როცა ტრამპი …

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი სომხეთის საგარეოს მინისტრს ხვდება, სად არის საქართველო – ინტერვიუ

„შეერთებული შტატები არანაირ იზოლაციონიზმს არ აპირებს, ის ჩართულია მსოფლიოს და განსაკუთრებით კავკასიაში მიმდინარე მოვლენებში. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ გამოგვეყენებინა არსებული გეოპოლიტიკური ტურბულენტობა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად, ამჟამად „ოცნება“ აღრმავებს ევროიზოლაციას და საქართველოს დამოკიდებულებას რუსეთზე“ – ამბობს საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი, გიორგი მელაშვილი. გიორგი მელაშვილს ვესაუბრეთ ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის გამართულ …

აშშ საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციოს ვიზების გაცემას დროებით აჩერებს – Fox News

Fox News-ის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემის პროცესს აჩერებს. 75 ქვეყნის ჩამონათვალში მოხვდა საქართველოც. სახელმწიფო დეპარტამენტის მემორანდუმი, რომელიც პირველად Fox News Digital-მა მოიპოვა, საკონსულოს თანამშრომლებს ავალებს, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე უარი თქვან საიმიგრაციო ვიზების გაცემაზე, სანამ უწყება სკრინინგისა და შემოწმების პროცედურებს გადახედავს. Fox News-ის თანახმად, გადაწყვეტილება მიზნად ისახავს იმ აპლიკანტებისთვის ხელის შეშლას, …

მედვედევის პასუხი აშშ-ის: არ ეთამაშოთ რუსეთს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი X-ზე აქვეყნებს საშობაო მილოცვას და ქარდს წარწერით – „არ ეთამაშოთ რუსეთს“. როგორც ჩანს, მედვედევი პასუხობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 5 იანვარს X-ზე გაზიარებულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ფოტოს, რომელზეც ეწერა: „არ ითამაშოთ პრეზიდენტ ტრამპთან“. მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ეს მედვედევის პასუხია უშუალოდ აშშ-ის ადმინისტრაციისადმი, შინაარსის გარდა, ადასტურებს ვიზუალური მსგავსებაც. …

Exit mobile version