საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ სისტემური და ძალადობრივი რეპრესიები ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველი შეიძლება გახდეს. „2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარებას და 2024 წლის 28 ნოემბერს ,,ქართული ოცნების” მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების ღიად გაცხადებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. …
Tag Archives: არჩევნები 2024
სპეცრაზმის მიერ ნაცემი შშმ პირის მკურნალობა სახელმწიფომ არ აანაზღაურა
3 დეკემბერს თბილისში სპეცრაზმმა ორ შშმ პირს – დათო აბულაძესა და რომან გოგოლაძეს სასტიკად სცემა. როგორც შშმ პირთა უფლებადამცველმა დეა ერემაშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, სპეცრაზმის მიერ ნაცემ რომან გოგოლაძეს საყოველთაო დაზღვევამ მკურნალობის თანხა არ აუნაზღაურა. რომან გოგოლაძე სმენისარმქონე პირია, ამიტომ კლინიკის მენეჯერმა, როგორც დეა გვეუბნება, ფურცელზე დაუწერა, რომ აჯანყებულ პირებს სადაზღვევო მკურნალობას არ უნაზღაურებს. „თქვენმა დაზღვევამ …
Continue reading “სპეცრაზმის მიერ ნაცემი შშმ პირის მკურნალობა სახელმწიფომ არ აანაზღაურა”
ქალები პოლიციის სამმართველოებთან საპროტესტო აქციას გამართავენ
დღეს, 4 დეკემბერს, საქართველოს მასშტაბით, ქალები პოლიციის სამმართველოებთან საპროტესტო აქციას გამართავენ. „ჩვენ, საქართველოს ქალები და დედები, პოლიციას ვთხოვთ პასუხს ჩვენი შვილების მხეცური დარბევისათვის. ჩვენ პასუხს ვთხოვთ პოლიციელებს, რომლებმაც ფიცი ერის წინაშე დადეს, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოების გარანტი უნდა იყვნენ, რომლებსაც პირადად ვიცნობთ, რომელთა ოჯახებსაც ისევე სჭირდებათ ევროპული მომავალი, როგორც აქციებზე მებრძოლებს. ჩვენ არაფერს ველით იმ ნიღბიანი, …
Continue reading “ქალები პოლიციის სამმართველოებთან საპროტესტო აქციას გამართავენ”
ბათუმში დღეს მშობლების მარში გაიმართება
დღეს, 4 დეკემბერს, 14:00 საათზე, ბათუმში მშობლების მარში გაიმართება. მოქალაქეები აპროტესტებენ “ქართული ოცნების” ხელისუფლების გადაწყვეტილებას თქვას უარი ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებაზე. მშობლების მარში ბათუმში პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და მთელ ქალაქს მოიცავს. საქართველოში მეშვიდე დღეა საპროტესტო აქციები იმართება. 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი – „მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის …
აქციის მონაწილეები პოლიციას გაერიდნენ და გმირთა მოედანზე გაჩერდნენ – 04:30 საათი | Live
დღეს, 4 დეკემბერს, დაახლოებით 03:30 საათზე, საპოლიციო ძალებმა დაიწყეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეების დაშლა. პოლიცია ძირითადად წყლის ჭავლსა და მხუთავ აირს იყენებს. აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართნენ ფილარმონიის მიმართულებით, გზადაგზა ცდილობდნენ დაყოვნებას და ერთმანეთს მოუწოდებდნენ, რომ გადაადგილებისას ერთმანეთს არ ჩამორჩნენ. ასევე ისმის გაფრთხილებები, რომ ვიწრო ქუჩებში არ შევიდნენ. ამ დროისთვის აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე …
2600 ლარით დააჯარიმეს გოგო, რომელმაც სპეცრაზმის კედელი გაარღვია
3 დეკემბრის საღამოს სასამართლოში გადაიყვანეს წუხელ დაკავებული ქალი, რომელმაც სპეცრაზმის კედელი გაარღვია. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ ილონა დიასამიძემ დაუდასტურდა, რომელიც ამ ქალის ინტერესებს იცავდა სასამართლოში. ადვოკატის თქმით, სასამართლომ ახალგაზრდა ქალი ცნო სამართალდამრღვევად – შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი და დააჯარიმა 2600 ლარით. „თქვე ნაგავო ხალხო, მე დავიღალე, რა გინდათ?! ჩემი გეშინიათ?!“ – ამ სიტყვებით მიმართა ქალმა …
Continue reading “2600 ლარით დააჯარიმეს გოგო, რომელმაც სპეცრაზმის კედელი გაარღვია”
ბათუმში აქციაზე ერთი პირი დააკავეს: „პოლიციელს მიმართა მზესუმზირის ნარჩენი ქუჩაში არ დაეყარა“
ბათუმში, საპროტესტო აქციაზე, აქციის ერთი მონაწილე დააკავეს. „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაში ჩანდა, რომ აქციის მონაწილე არავითარ წინააღმდეგობას პოლიციას არ უწევდა. „სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს… დეტალებში ვერკვევი,“ – უპასუხა „ბათუმელებს“ ირაკლი დგებუაძემ, რომელიც ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელი პირია და ახლაც საპროტესტო აქციაზეა. შემთხვევის თვითმხილველი ხათუნა ბერიძე კი, ამბობს, რომ მოქალაქე პოლიციელებმა მას შემდეგ დააკავეს, როცა მან აქციაზე მყოფ …
რატომ თქვა მოსამართლე ირინე იმერლიშვილმა პრეზიდენტის სარჩელის განხილვაზე უარი – ინტერვიუ
„პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიეღო საკონსტიტუციო სასამართლოს?“ – კითხულობს მოსამართლე ირინე იმერლიშვილი სარჩელზე, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში ამ ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დაბრუნება გახდებოდა შესაძლებელი. დღეს, 3 დეკემბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაქვეყნა განჩინება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის, ასევე წინა მოწვევის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელის განხილვაზე სასამართლომ უარი თქვა. ამ განჩინებას ხელს აწერს მოსამართლე ირინე იმერლიშვილიც. პოლიტიკურია ის, რომ ადამიანებს არჩევნები …
მივმართე მინისტრს პატაკით, რომ გამათავისუფლოს თანამდებობიდან – პოლიციელი
„30 ნოემბერი, 01 დეკემბერი დასვენების დღეები მქონდა, 02 დეკემბერს გამოვცხადდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ვმუშაობ პატრულ-ინსპექტორი, მესაზღვრე-კონტროლიორის პოზიციაზე. მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება და მივმართე შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს პატაკით, გამათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან და დამითხოვოს შსს დან“, – წერს გიორგი გოგინაშვილი ფეისბუქში. შეგახსენებთ, რომ მეხუთე დღეა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება. საქართველოს …
Continue reading “მივმართე მინისტრს პატაკით, რომ გამათავისუფლოს თანამდებობიდან – პოლიციელი”
„წუხელ სმენისარმქონე პირს არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ უმოწყალოდ სცემა“ – შშმ პირები
დღეს 3 დეკემბერს, შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. ბათუმში მცხოვრებმა შშმ თემის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესს, იმ ძალადობრივ ქმედებებს, რასაც მთელი ხუთი დღის განმავლობაში ეწევა „ქართული ოცნება“ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ქვეყნის რუსიფიკაციას და მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. „დღეს შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეა, თუმცა „საჩუქარი“ გაგვიკეთა არალეგიტიმურმა რეჟიმმა და გვიან …
მასწავლებლების საპროტესტო პერფორმანსი ბათუმში
ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების, ასევე სასწავლო ცენტრ Wissen-ის მასწავლებლებმა დღეს, 3 დეკემბერს, ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან საპროტესტო პერფორმანსი – „ბათუმელი მასწავლებლები ევროპული მომავლისთვის“ გამართეს მასწავლებლების თქმით, პერფორმანსით „კიდევ ერთხელ მკაფიო პროტესტი გამოხატეს ქვეყნის ევროპული კურსის სახიფათო ცვლილებისა და ახალგაზრდობის მიმართ განხორციელებული სასტიკი ძალადობის წინააღმდეგ“. პერფორმანსის მონაწილეებმა გამოფინეს პლაკატები, რომლებზეც ეწერა აფორიზმები „ვეფხისტყაოსნიდან“: „ამით კიდევ …
Continue reading “მასწავლებლების საპროტესტო პერფორმანსი ბათუმში”
ყველა მათგანს თვალის ბუდე აქვს ჩამტვრეული და სახე დალეწილი, ვინც საავადმყოფოშია – ნიკა სიმონიშვილი
პოლიციამ ნაცემი და დაკავებული აქციის მონაწილეების – ყველას იზოლატორში გადაყვანა ვერ შეძლო. ზოგიერთის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ისინი ხელწერილის საფუძველზე პირდაპირ კლინიკებში გადაიყვანეს. დაზარალებულები იურისტმა, საიას ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა მოინახულა. იურისტის შეფასებით ყველა დაკავებულს სახე აქვს დალეწილი. ბატონო ნიკა, რამდენად მძიმე შემთხვევებთან გვაქვს საქმე – რა ინფორმაციის მიღება შეძელით დაზარალებულებისგან? პოლიციამ დაკავებულები იზოლატორში …
საზღვაო აკადემიამ საკუთარი სტუდენტების ნაწილს კარი ჩაუკეტა და აკადემიაში არ შეუშვა
საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციამ აკადემიის სტუდენტთა ნაწილს დღეს, 3 დეკემბერს, სასწავლებლის კარი ჩაუკეტა და აკადემიის ეზოში არ შეუშვა. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტები ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდნენ, მიეცათ მათთვის იმ სასწავლებლის ეზოში შესვლის უფლება, რომელშიც სწავლობდნენ, თუმცა საზღვაო აკადემიამ საკუთარი სტუდენტებისთვის კარი არ გააღო. საზღვაო აკადემიის სტუდენტთა ერთი ნაწილი აპროტესტებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის …
200-ათასლარიანი ფონდი საჯარო სამსახურიდან წამოსული ადამიანებისთვის
„საქართველოს უნივერსიტეტმა წამოიწყო გამოწვევა #გაემიჯნე და გამოყოფს 200 000 – ლარიან ფონდს, საიდანაც 1 წლის განმავლობაში ანაზღაურებას მიიღებენ ის თამამი საჯარო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც საჯაროდ ემიჯნებიან ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას და შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მოუწევთ სამსახურის დატოვება,“ – აცხადებს „საქართველოს უნივერსიტეტი“. ეს უმაღლესი სასწავლებელი იწვევს სხვა კომპანიებს, ამ ინიციატივას შეუერთდნენ და მხარი დაუჭირონ საჯარო სამსახურების გამბედავ …
Continue reading “200-ათასლარიანი ფონდი საჯარო სამსახურიდან წამოსული ადამიანებისთვის”
„ოცნება“ აქციას არაფორმალური დანაყოფებით არბევს, ისინი მაროდიორობენ კიდეც“ – გახარია
დღეს, 3 დეკემბერს, პარტია „საქართველოსთვის“ ხელმძღვანელმა, გიორგი გახარიამ განაცხაა, რომ „ქართული ოცნება“ საპროტესტო აქციის მონაწილეებს სპეციალურად შექმნილი არაფორმალური დაჯგუფებების მეშვეობით არბევს. „ჩვენ გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ნიღბებს უკან განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ადამიანები არიან, სპეციალური, სხვადასხვა არაფორმალური დაჯგუფებების წევრები და არ განეკუთვნებიან შს სამინისტროს საპოლიციო ქვედანაყოფებს. ეს არაფორმალური დაჯგუფებები დიდი ალბათობით წარმოადგენენ კერძო დაცვის კომპანიებს. ჩვენ …
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელის განხილვაზე უარი თქვა
საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის და წინა მოწვევის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელს არ განიხილავს. სარჩელის მოთხოვნა იყო არჩევნების შედეგების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება და მისი ბათილად ცნობა. საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება მიუღია 29 ნოემბერს. ეს განჩინება დღეს, 3 დეკემებრს გამოქვეყნდა. „არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1848 და №1849 კონსტიტუციური სარჩელები („საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის …
Continue reading “საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელის განხილვაზე უარი თქვა”
10 სპეცრაზმელი მირტყამდა. წამართვეს ქურთუკი – რას ჰყვებიან ანტირუსულ აქციაზე დაკავებულები პოლიციის ძალადობაზე
ანტირუსული აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ახალგაზრდა კაცი ჰყვება, რომ მას სპეცრაზმმა ჯერ სასტიკად სცემა, ტვინის გახვრეტით ემუქრებოდა, შემდგე კი გაძარცვეს – ქურთუკი და ფეხსაცმელი გახადეს და მოჰპარეს. პოლიციის მიერ დაკავებული და სასტიკად ნაცემი ანტიევროპული აქციის მონაწილეების ვიდეოინტერვიუებს „მთავარი არხი“ ავრცელებს. „მინიმუმ 10 პოლიციელი მირტყამდა, პოლიციას ვერ დავარქმევ მაგათ. ათი სპეცრაზმელი მირტყამდა ყველგან. უნდოდათ ჩემი ტელეფონი, ითხოვდნენ …
„გაფიცული ვართ, სკოლაში პოლიციის გამოძახებით გვემუქრებიან“ – ბათუმის მე-11 სკოლა
დღეს, 3 დეკემბერს, ბათუმის მე-11 საჯარო სკოლის მე-10, მე-11 და მე-12-კლასელები გაიფიცნენ. როგორც მოსწავლეები „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობენ, გაფიცული მოსწავლეები სკოლის ეზოში არიან და არ ესწრებიან საგაკვეთილო პროცესს. ისინი საპროტესტო აქციაზე წასვლას აპირებენ, რომელიც ბათუმში, ევროპის მოედანზე 12:00 საათზე არის დაგეგმილი. „აქ პოლიციის გამოძახებით გვემუქრებიან, მაგრამ ჩვენ ვიცით ჩვენი უფლებები“ – ამბობენ მოსწავლეები. საპროტესტო აქციები ქვეყნის …
Continue reading “„გაფიცული ვართ, სკოლაში პოლიციის გამოძახებით გვემუქრებიან“ – ბათუმის მე-11 სკოლა”
უწყვეტი ცემის შემდეგ მიკროავტობუსში სისხლი იდგა – სამართლებრივი დახმარების ქსელი პოლიციის ძალადობაზე
სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატების ინფორმაციით, 2024 წლის 2 დეკემბერს დაკავებული პირების უმეტესობა არის სასტიკად ნაცემი. დაკავებულთა ნაწილი ამ დროისთვის მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში. ორგანიზაციის ცნობით, დაკავებულებს აღენიშნებათ სისხლჩაქცევები მთელ სხეულზე, აქვთ დაზიანებები სახის არეში – ცხვირისა და ყბის მოტეხილობების სახით. კლინიკაში მოთავსებულ ყველა პირს აქვს ტვინის შერყევა, მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ჰემატომები, უჭირთ გადაადგილება და საუბარი. „დაკავებულების …
გაიფიცა აჭარის ფინანსთა სამინისტროს კიდევ ერთი თანამშრომელი
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კიდევ ერთი თანამშრომელი აცხადებს, რომ ის პროტესტის ნიშნად გაიფიცა და არ მუშაობს. სალომე აბაშიძე სამინისტროს ეკონომიკური ანალიზის განყოფილების უფროსი სპეციალისტია. „საქართველო რუსეთის გუბერნია არ გახდება“, – აცხადებს სალომე აბაშიძე და თავის პროტესტს ასე ასაბუთებს: „შეგნებული მაქვს საჯარო სამსახურში ჩემთვის დაკისრებული უდიდესი პასუხისმგებლობა და ვაცხადებ, რომ ერთგულად ვემსახურები ხალხსა და სახელმწიფოს, …
Continue reading “გაიფიცა აჭარის ფინანსთა სამინისტროს კიდევ ერთი თანამშრომელი”
საზღვაო აკადემიის თანამშრომლები: ვგმობთ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესორ-მასწავლებელთა, ადმინისტრაციული პერსონალისა და კურსდამთავრებულების სახელით ვრცელდება განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „საზღვაო აკადემიის პროფესორ-მასწავლებელთა, ადმინისტრაციისა და კურსდამთავრებულთა წარმომადგენლები შეშფოთებას გამოვთქვამთ 2024 წლის 28 ნოემბერს ევროპული ინტეგრაციის შეჩერების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო. გარდა იმისა, რომ ეს არის საქართველოს მრავალეროვანი მოსახლეობის უმრავლესობის ნების უგულებელყოფა და პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს, ის უშუალოდ მოახდენს …
Continue reading “საზღვაო აკადემიის თანამშრომლები: ვგმობთ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ”
„ქართველი ერი ამ რუსულ რეჟიმს არ უნდა შეეპუოს“ – გურამ პეტრიაშვილის მიმართვა
ვახტანგ ლომთაძე ფეისბუქზე მწერალ გურამ პეტრიაშვილის მიმართვას ავრცელებს. გურამ პეტრიაშვილი ამ მიმართვით საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. „ბათუმელები“ მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ. „ზვიადმა და მერაბმა ეროვნული მოძრაობა რომ წამოიწყეს, მეც უყოყმანოდ, მათ გვერდით დავდექი: რუსეთი საქართველოს ისტორიული მტერია და მეც, როგორც ყველა ნორმალური ქართველი, სამშობლოს რუსული იმპერიისაგან განთავისუფლებისთვის ვიბრძოდი! ჩვენ მივაღწიეთ საუკუნოვან საწადელს – 1990 წლის …
Continue reading “„ქართველი ერი ამ რუსულ რეჟიმს არ უნდა შეეპუოს“ – გურამ პეტრიაშვილის მიმართვა”
ცრემლსადენი გაზი მიზანმიმართულად გამოიყენეს დახურულ სივრცეში – საია
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] განცხადებით, 2024 წლის 1-2 დეკემბერს მთელი ღამის განმავლობაში სპეცრაზმი ათზე მეტ დროით ეპიზოდში კვლავ განაგრძობდა სპეციალური საშუალებების გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მათ შორის წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის. „ცრემლსადენი გაზი მიზანმიმართულად გამოიყენეს ასევე დახურულ სივრცეში მყოფების წინააღმდეგ ბესიკის ქუჩაზე. ადგილზე მყოფთა ინფორმაციით, წყლის ჭავლში კვლავ გარეული იყო ქიმიური გამაღიზიანებელი, რაც იწვევდა …
Continue reading “ცრემლსადენი გაზი მიზანმიმართულად გამოიყენეს დახურულ სივრცეში – საია”
ბათუმში აქციაზე ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი დააკავეს
დღეს, 2 დეკემბერს, ღამის პირველ საათზე, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციაზე ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა ჯევაიში დააკავეს. როგორც ენმ-ს წარმომადგენელმა მიშა ბოლქვაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ამ ეტაპზე უცნობია, რა მუხლით არის დაკავებული ჯევაიში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვკითხეთ, რა მუხლით არის დაწყებული გამოძიება და მამუკა ჯევაიშის გარდა, ხომ არ არიან დაკავებულნი აქციის …
Continue reading “ბათუმში აქციაზე ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი დააკავეს”
„მუხტის თვითდინებით ჩაცხრობა აღარ მოხდება“ – კვირიკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ფეისბუქზე წერს, რომ საქართველოში პროტესტი გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური კონიუნქტურა. „მთავრობის გუშინდელი განცხადებებიდან ჩანს, რომ სიჯიუტემ აჯობა საღ აზრს – ხელისუფლება ჩაჭიდებულია იდეაფიქსს, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი ივსება ძირითადად სახელმწიფო გადატრიალების მომხრეებით, რომელთაც ან არასწორად ესმით, ან არ უნდათ, რომ გაიგონონ მათი ნათქვამი. სიმართლე კი იმდენად …
Continue reading “„მუხტის თვითდინებით ჩაცხრობა აღარ მოხდება“ – კვირიკაშვილი”
„ქუჩის გარდა – სასამართლო, პარლამენტი, პოლიცია, ყველაფერი ივანიშვილისაა“ – ლევან ღამბაშიძე
ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე ფეისბუქზე წერს, რომ ერთადერთი სივრცე, რომელიც თავისუფალი დარჩა ივანიშვილის გავლენისგან, ქუჩაა და რადგან „ოცნება“ არ უსმენს საზოგადოებას, ამიტომ ხალხის ხმა სულ უფრო ხმამაღლა ისმის. „მანიფესტაცია არის რაღაცის ჩვენება. ეს რაღაცა არის მოქალაქეთა ნება. წელს ჩვენ, რუსული კანონისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონის გაპროტესტებისას, ივანიშვილის უკვე არალეგიტიმურ რეჟიმს ვაჩვენეთ ჩვენი ნება, რომ ჩვენ …
200-ზე მეტი დაკავების შესახებ შემოვიდა შეტყობინება – საია
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით, სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელ ხაზზე 200-ზე მეტი დაკავების შესახებ შემოვიდა ინფორმაცია. „დაკავებულთა შორის არიან არასრულწლოვანები, ქალები, ჟურნალისტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები. მხოლოდ გუშინ, მიმდინარე აქციის დროს, 50-ზე მეტი პირი დააკავეს, მათ შორის 39-ზე მეტი უკვე მოინახულეს ჩვენმა ადვოკატებმა იზოლატორებში“- ამბობს აცხადებს საია. ორგანიზაციის …
Continue reading “200-ზე მეტი დაკავების შესახებ შემოვიდა შეტყობინება – საია”
ბათუმის სასამართლომ აქციის მონაწილეებს პატიმრობა და 2000- ლარიანი ჯარიმა შეუფარდა – პროტესტი გრძელდება
ბათუმში საპროტესტო აქციაზე დაკავებულებს – ალბერტ არაქელოვს, ლაშა ფალავანდიშვილს, ვლადიმერ თოდაძეს და ნოდარ მამულაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ხათუნა ბოლქვაძემ 5 დღიანი პატიმრობა შეუფარდა, სიმონ ბაჯელიძეს კი 7 დღე. ნათია ნონოიანი კი 2000 ლარით დააჯარიმა. სასამართლო პროცესი მასშტაბური პროტესტის ფონზე გრძელდება. ყველა მათგანი გადაწვეტილებას გაასაჩივრებს. დაკავებულებს ედავებიან ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლის პირველი და 173-ე მუხლის …
ევროინტეგრაცია ჩვენი ისტორიული და ცივილიზაციური არჩევანია – EPAG
აშშ-ს მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან წევრობის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხის პოლიტიკური დღის წესრიგიდან ამოღება, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. „აღნიშნული მუხლის თანახმად, ყველა სახელმწიფო ორგანოს აკისრია მკაფიო ვალდებულება – უზრუნველყოს საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხელყოფს როგორც …
Continue reading “ევროინტეგრაცია ჩვენი ისტორიული და ცივილიზაციური არჩევანია – EPAG”
გუშინ დაკავებული 44 პირიდან 26-ს სხეულის დაზიანებები აღენიშნებოდა – სახალხო დამცველი
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2024 წლის 28-30 ნოემბერს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული და დაშავებული 125 პირი მოინახულეს. „81 მათგანის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას გასული ორი დღე-ღამის განმავლობაში უკვე მიეწოდა. გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დამატებით მოინახულეს 30 ნოემბერს დაკავებული 44 პირი, რომელთაგან 38-მა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითა …
დაუყოვნებლივ გადაიყვანონ საავადმყოფოში – ISFED შოთა ნარსიას გათავისუფლებას ითხოვს
„დაუყოვნებლივ გადაიყვანონ სამედიცნო დაწესებულებაში“ – ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ შოთა ნარსიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს, ის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. შოთა ამ ორგანიზაციის მკვლევარია. „სამართლიანი არჩევნები“[ISFED] წერს, რომ მასზე სპეცრაზმმა იძალადა, შემდეგ კი დააკავეს: „2024 წლის პირველი დეკემბრის გამთენიისას, მედიაში გავრცელებული კადრებით 01:39 საათზე, ძმები ზუბალაშვილებისა და ლესია უკრაინკას ქუჩების მიმდებარედ დააკავეს სამართლიანი არჩევნების უფროსი მკვლევარი, შოთა …
Continue reading “დაუყოვნებლივ გადაიყვანონ საავადმყოფოში – ISFED შოთა ნარსიას გათავისუფლებას ითხოვს”
2600 მასწავლებლის პეტიცია: თუ ჩვენ ვემსახურებით განათლებას, ბრძოლის წინა ხაზზეც ჩვენ უნდა ვიყოთ
ქართველი მასწავლებელი ავრცელებენ პეტიციას, რომელშიც ნათქვამია, რომ დღეს, საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ დუმილი დანაშაულია. „რეჟიმი ასუსტებს და საკუთარი ინტერესების გასამყარებლად იყენებს მასწავლებლებს. დღეს დუმილი დანაშაულია“- აცხადებენ მასწავლებლებია. პეტიციას ამ დროისთვის 2 600-ზე მეტი პედაგოგი აწერს ხელს. ხელმომწერთა სია ახლდება. „ჩვენ, საქართველოში არსებული საჯარო და კერძო სკოლების და არაფორმალური საგანმანათლებლო სივრცეების მასწავლებლები ვგმობთ ძალადობას ჩვენი თანამოქალაქეების …
„ევროპული მომავლისთვის ბრძოლა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს“ – Fulbright-ის სტიპენდიატები
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სასტიპენდიო პროგრამის (Fulbright) მონაწილეები განცხადებას ავრცელებენ. ისინი გმობენ პროტესტის მონაწილეთა მიმართ სასტიკი და არალეგიტიმური ძალის გამოყენებას და მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციის გზას. განცხადებაში ნათქვამია: „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სასტიპენდიო პროგრამის, „ფულბრაიტის უცხოელ სტუდენტთა პროგრამის“, მონაწილეები ვიზიარებთ საქართველოში დაწყებულ საპროტესტო ტალღას და ხაზგასმით ვგმობთ იმ გადაწყვეტილებებს, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა …
პოლიციამ პარლამენტთან რადიო “თავისუფლების” პროდიუსერი დააკავა
რადიო თავისუფლების ცნობით, ბოლო ოთხი საათია [03:00 საათიდან] ვერ ხერხდება, გარკვევა თუ, სად არის მისი თანამშრომელი, ბექა ბერაძე, რომელიც მედიაგამოცემის პროდიუსერია. მედია იუწყება, რომ ბექა ბერაძე პოლიციამ დააკავა პარლამენტის უკანა შესასვლელთან, აქციის მიმდინარეობის დროს. “რადიო თავისუფლებას აქვს ვიდეომასალა, რომელშიც ბექა ბერაძე დაკავებამდე პოლიციელებს ეკითხება – რაზე არ დაემორჩილა მათ. ბექა პარლამენტთან მდებარე ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე …
Continue reading “პოლიციამ პარლამენტთან რადიო “თავისუფლების” პროდიუსერი დააკავა”
შეუძლებელია მუნდირის, ღირსების შემლახავი ქცევების ნახვა, ეს ანადგურებს ინსტიტუციებს – გიორგი ანწუხელიძის ცოლი
საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ცოლი, მაკა ჩიკვილაძე ანტირუსულ აქციებს ეხმაურება, რაც უკვე მეოთხე დღეა მთელ ქვეყანაში იმართება და აცხადებს, რომ „არავის აქვს უფლება დაბრკოლებად იქცეს ქვეყნის განვითარების იმ გზაზე, რასაც ამ ქვეყნის მოქალაქეები ფიზიკურადაც კი ეწირებოდნენ“. საქართველოს საზოგადოება მას შემდეგ გამოვიდა ქუჩაში, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა შეაჩეროს ევროკავშირთან მოლაპარაკება 2028 წლამდე. მაკა ჩიკვილიაძე წერს: …
ბათუმის ახალი მეჩეთის იმამი – „არა რუსეთს! ვლოცულობ თავისუფლებისთვის, საქართველოსთვის“
ბათუმის ახალი მეჩეთის იმამი საქართველოში ანტირუსულ საპროტესტო მოძრაობას ეხმიანება, რომელიც სამი დღის წინ დაიწყო საქართველოში, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა შეაჩეროს ევროკავშირთან მოლაპარაკება 2028 წლამდე. მუსლიმი სასულიერო პირი, იმამი თამაზ მგელაძე წერს, რომ ლოცულობს თავისუფალი საქართველოსთვის. „არა რუსეთს“ – ასე ასრულებს განცხადებას თამაზ მგელაძე: „ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მომენტში მნიშვნელოვანია ნათლად ჩანდეს ყველა ჩვენგანის …