დღეს, 4 დეკემბერს, 14:00 საათზე, ბათუმში მშობლების მარში გაიმართება. მოქალაქეები აპროტესტებენ “ქართული ოცნების” ხელისუფლების გადაწყვეტილებას თქვას უარი ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებაზე.
მშობლების მარში ბათუმში პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და მთელ ქალაქს მოიცავს.
საქართველოში მეშვიდე დღეა საპროტესტო აქციები იმართება.
28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი – „მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“. კობახიძის ამ განცხადებას ხალხის ქუჩაში გამოსვლა და უწყვეტი საპროტესტო აქციები მოჰყვა საქართველოს ქალაქებში.
2 დეკემბრიდან გაფიცვა დაიწყეს სკოლებმა და უნივერსიტეტებმა.
საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გადაგდეს მთავრობა.