დღეს, 25 ნოემბერს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ საჭიროა, ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ საქართველოში. „მივესალმები საქართველოს საზოგადოებას, რომელსაც დღეს გული სტკივა. და უნდა ყველას გვტკიოდეს გული, რადგან დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს და საქართველოს პარლამენტმა თუ მმართველმა გუნდმა, ერთმა პარტიამ დაიხია თავზე თავზე კონსტიტუცია. ძალიან მეცოდებიან. მეცოდება პირველ რიგში კობახიძე, …
Tag Archives: არჩევნები 2024
„ფეხქვეშ გაითელა კონსტიტუცია“ – ომბუდსმენის თანამშრომლები პარლამენტის შეკრებასა და იქ იოსელიანის მისვლაზე
დღეს, 25 ნოემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ ანტიკონსტიტუციური პარლამენტის პირველი სხდომა ჩაატარა. სხდომას არ ესწრებოდა ოპოზიცია, რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების თანახმად ბარიერი გადალახა, რადგან როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი, ასევე ოპოზიციაც მიიჩნევს, რომ არჩევნების დროს, სხვა მძიმე დარღვევებთან ერთად, დაირღვა ამომრჩევლის ორი ძირითადი უფლება – ფარულობა და საყოველთაობა. არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტი …
„შავი ორშაბათი საქართველოში“ – სალომე ზურაბიშვილი
„შავი ორშაბათი საქართველოში: პოლიცია და სპეცრაზმი იცავენ კარებს, რომლის მიღმაც „ქართული ოცნების მონები“ კლავენ ჩვენს კონსტიტუციას და მასხრად იგდებენ ჩვენს პარლამენტს“ – ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რომელსაც მხოლოდ „ოცნება“ ესწრებოდა. დღეს, 25 ნოემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება ცნო. კონსტიტუციონალისტების განმარტებით, ეს პროცედურაც და გადაწყვეტილებაც …
Continue reading “„შავი ორშაბათი საქართველოში“ – სალომე ზურაბიშვილი”
პროტესტი თბილისში პარლამენტის პირველი სხდომის ფონზე | ფოტორეპორტაჟი
დღეს, 25 ნოემბერს, დილიდან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტთან. აქცია, რომელზეც მოქალაქეები და ოპოზიცია არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ, გუშინ, 24 ნოემბერს, საღამოს დაიწყო. „ქართული ოცნება“ გეგმავს საქართველოს მე-11 პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებას და საკუთარი უფლებამოსილების ცნობას. 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. კონსტიტუციონალისტები ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში დავის დასრულებამდე დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა კანონდარღვევა იქნება …
Continue reading “პროტესტი თბილისში პარლამენტის პირველი სხდომის ფონზე | ფოტორეპორტაჟი”
„პარლამენტის ახალი წევრების უფლებამოსილების ცნობა არაკონსტიტუციურია“ – განცხადებები
არასამთავრობო ორგანიზაციები: „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აცხადებენ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ პარლამენტის ახალი წევრების უფლებამოსილების ცნობა არაკონსტიტუციურია. „იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს, ის დაარღვევს კონსტიტუციას და პარლამენტის რეგლამენტს. კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტის პირველ სხდომაზე იქმნება დროებითი სამანდატო კომისია, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციის …
„დაიბრუნე ხმა“ – თბილისში პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება
თბილისში მომიტინგეების ნაწილმა 25 ნოემბრის ღამე რუსთაველზე გაათენა. დღეს, 25 ნოემბერს, დაგეგმილია XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, რასაც ოპოზიცია, პრეზიდენტი და არასამთავრობო სექტორი არალეგიტიმურად მიიჩნევენ. აქცია რუსთაველის გამზირზე 24 ნოემბერს, 21 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. პოლიციას ბლოკირებული აქვს ის ქუჩები, საიდანაც დეპუტატებს პარლამენტში უნდა შევიდნენ. თავისუფლების მოედანზე პოლიციას მობილიზებული აქვს სპეცტექნიკა, მათ შორის …
Continue reading “„დაიბრუნე ხმა“ – თბილისში პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება”
„1121 წელს ქართველ მებრძოლებში შეიძლება არ იყო გამარჯვების იმედი, თუმცა იბრძოდნენ სამშობლოსთვის“ – სტუდენტები
დღეს, 24 ნოემბერს, დილიდან იმართება საპროტესტო აქციები თბილისში. მოქალაქეები ითხოვენ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს, დეოლიგარქიზაციას, გასულ საპროტესტო აქციებზე უკანონოდ დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლებას…. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ რუსულ, ეგრეთ წოდებულ ოჯახური სიწმინდის კანონსაც. აქციას უერთდებიან მოქალაქეები რეგიონებიდან. მათი ნაწილი უკვე თბილისშია. თსუ-ს წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიმართეს. „… დიდი ხანი ვიფიქრეთ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა, …
წინაპრების წინაშე, აწმყოს გააზრებითა და მომავლის რწმენით ვფიცავ, რომ ვაგრძელებ ბრძოლას – ციალა ქათამიძე
ავტორი: ციალა ქათამიძე რთულია გადმოვცე მდგომარეობა, რომელშიც ბოლო სამი კვირაა.. თუ, უფრო მეტი, ვიმყოფები… თუმცა ალბათ ბევრი გაიგებს, რას ვგულისხმობ – ბრაზს – უსუსურობის შეგრძნება ანაცვლებს, უსუსურობის შეგრძნებას – იმედი, იმედს – გამბედაობა, გამბედაობას – არსებული რეალობის გააზრება მოსდევს და ისევ უიმედობაა. მერე პირიქით… თავიდან ვიფიქრე, არ შევებრძოლები, რაც არის ეგაა, რაც წავა, წავა… რაც …
საქართველოს არჩევნები ტრამპისთვისაც საყურადღებო იქნება – რესპუბლიკელი კონგრესმენი და სხვები არჩევნებზე
მოამზადა ნათია კაპანაძემ ___ 18-23 ნოემბრის დაიჯესტი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, 25 ნოემბერს, მასობრივი საპროტესტო აქციების და სასამართლო დავების ფონზე, მაინც აპირებს პარლამენტში შეკრებას. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ეს იქნება პირველი სხდომა, რომელსაც არც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები დაესწრებიან და არც ოპოზიცია, რომელმაც საზოგადოებას 24 და 25 ნოემბრის სამოქმედო გეგმა წარუდგინა. არცერთ დემოკრატიულ ქვეყანას „ქართული ოცნებისთვის“ არჩევნების …
ჩვენთვის არ უნდა იკეტებოდეს ევროპის კარები და არ უნდა იღებოდეს რუსეთის კარები- მასწავლებლების მარში
დღეს 24 ნოემბერს, სკოლებისა უმაღლესი სასწავლებლების ლექტორ-მასწავლებლებმა თბილისში საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. მასწავლებლები, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, არ აღიარებს 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგს და მოითხოვს ახალ არჩევნებს. ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების შედეგები გააყალბა, დაარღვია კონსტიტუცია და საფრთხე შეუქმნა საქართველოს ევროინტეგრაციას. „არა რუსულ რეჟიმს“, „არა რუსულ მთავრობას“ , …
მხარს ვუჭერ სტუდენტების პროტესტს. სხვაგვარად არ მექნება ლექციაზე შესვლის მორალური უფლება – ინგა შამილიშვილი
ბსუ-ს პროფესორი, ინგა შამილიშვილი ამბობს, რომ ის მხარს უჭერს, როგორც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტს, ასევე სტუდენტების საპროტესტო აქციებს თბილისში. „ბათუმელებმა“ ინგა შამილიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. პროფესორს ვკითხეთ, მისი აზრით, რა ძალა აქვს სტუდენტების პროტესტს და როგორ აფასებს მიმდინარე პროცესებს. ქალბატონო ინგა, როგორ ფიქრობთ, რა ძალა აქვს სტუდენტების პროტესტს და რას გვეტყვით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების …
არჩევნებში დახარჯული მილიონები
საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართულმა ოცნებამ“ ბევრად მეტი დახარჯა, ვიდრე არჩევნებში მონაწილე სხვა თითოეულმა პარტიამ თუ კოალიციამ. ანტიკორუფციული ბიუროსთვის 8 ნოემბერს წარდგენილი დეკლარაციის მიხედვით, 27 აგვისტოდან არჩევნების დღემდე – 26 ოქტომბრამდე პერიოდში „ოცნების“ ფაქტობრივმა ხარჯმა 23 მილიონზე მეტი ლარი შეადგინა. აქედან 21 მილიონი საკასო, ანუ გადახდილ ხარჯებში მიუთითეს. ამ თანხაში შედის როგორც ოფისის, ასევე რეკლამის, სახელფასო და …
რას ნიშნავს, როცა ელჩები პარლამენტის პირველ სხდომას არ ესწრებიან – „მსგავსი რამ აქამდე არ ყოფილა“
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება, 25 ნოემბერს, მასობრივი საპროტესტო აქციების და სასამართლო დავების ფონზე, მაინც აპირებს პარლამენტში შეკრებას. თუმცა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ეს იქნება პირველი სხდომა, რომელსაც არც ოპოზიცია დაესწრება და არც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები. რაზე მეტყველებს ელჩების განცხადება, რომ ისინი არ დაესწრებიან „ოცნების“ მიერ მოწვეულ სხდომას და ის, რომ არც „ქართულმა ოცნებამ“ მოიწვია დიპლომატიური მისიის …
ბათუმში 23 ნოემბერს საპროტესტო მარში იგეგმება – „გააუქმე გაყალბებული არჩევნები“
ხვალ, 23 ნოემბერს, 15:00 საათზე, ოპოზიციური პარტიები ბათუმში საპროტესტო მსვლელობას გეგმავენ. მარში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართულებით გაიმართება. საპროტესტო მსვლელობის მთავარი მოთხოვნაა გაუქმდეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები.
„ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს“ – საპროტესტო მსვლელობა ზუგდიდში
დღეს, 22 ნოემბერს, ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობა გაიმართა, აქციის მონაწილეები 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, მათი აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა. ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ. „ძალიან დიდი მუხტია ქალაქში, ვმოძრაობთ და გზადაგზა ხალხი გვიერთდება. ძალიან ბევრი ადამიანია ამ დროისთვის ქუჩაში გამოსული. ვფიქრობ, ეს საპროტესტო განწყობა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. ქუჩებს არ ვკეტავთ, მაგრამ …
Continue reading “„ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს“ – საპროტესტო მსვლელობა ზუგდიდში”
კასპში ხომ აკრძალეს გეი ქორწინება, ჩავიდეს ახლა ვინმე და ნახოს როგორ ცხოვრობენ – ქეთი დევდარიანი
აქტივისტი ნინოწმინდიდან: „არჩევნებზე აქ იყო ტოტალური კონტროლი“
ტიგრან თარზიანი ნინოწმინდელი აქტივისტია. ის გვიყვება, როგორი იყო წინასაარჩევნო პერიოდი და საპარლამენტო არჩევნების დღე ჯავახეთში – ნინოწმინდასა და ახალქალაქში, სადაც ძირითადად ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ცხოვრობს. აქტივისტი ამბობს, რომ ნინოწმინდაში არჩევნები „ქართული ოცნების“ ტოტალური კონტროლის ქვეშ ჩატარდა. ტიგრან, მოდი დავიწყოთ წინასაარჩევნო პერიოდზე საუბრით. რა ხდებოდა ჯავახეთში არჩევნებამდე? მე არ ვიყავი დამკვირვებელი ან რომელიღაც პოლიტიკურ პარტიის წარმომადგენელი, …
Continue reading “აქტივისტი ნინოწმინდიდან: „არჩევნებზე აქ იყო ტოტალური კონტროლი“”
არ დაესწროთ პარლამენტის პირველ სხდომას – გახარია ელჩებს მიმართავს
გიორგი გახარია საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს მიმართავს, არ დაესწრონ ახალი პარლამენტის პირველ სხდომას და არ მისცენ ლეგიტიმაცია ახალ პარლამენტს იმ ფონზე, როცა საქართველოს მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა. ამის შესახებ გიორგი გახარიამ დღეს, 21 ნოემბერს განაცხადა ბრიფინგზე. „მინდა მივმართო საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატურ კორპუსს, პირველ რიგში აშშ-ის ელჩს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს – მინდა გთხოვოთ, რომ …
Continue reading “არ დაესწროთ პარლამენტის პირველ სხდომას – გახარია ელჩებს მიმართავს”
პარლამენტი უნდა დაელოდოს საკონსტიტუციო სასამართლოს – ნონა ქურდოვანიძე არჩევნებზე
„პარლამენტი უნდა დაელოდოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ლოდინის ვადა ჩაირთო სარჩელის წარდგენიდან“, – აცხადებს ნონა ქურდოვანიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი 25 ნოემბრის შესახებ, როცა „ქართული ოცნება“ პარლამენტის ახალი მოწვევა პირველ შეკრებას გეგმავს. მანამდე კი, არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობა საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა. საქართველოს პრეზიდენტმა, ასევე მოქმედი პარლამენტის 34-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობა საკონსტიტუციო სასამართლოში …
Continue reading “პარლამენტი უნდა დაელოდოს საკონსტიტუციო სასამართლოს – ნონა ქურდოვანიძე არჩევნებზე”
რას ითხოვს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში?
ხმის ფარულობისა და არჩევნების საყოველთაობის პრინციპის დარღვევა – ამ ორი მთავარი არგუმენტით პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოოდ შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. „ელექტრონულად ჩატარებული არჩევნების არეალში ფარულობა ყველგან დაირღვა, რაც გულისხმობს/მოითხოვს ამ სისტემით ჩატარებული შედეგების გაბათილებას… არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმების გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსები …
Continue reading “რას ითხოვს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში?”
ტურავა: არჩევნების შესახებ პრეზიდენტისა და პარლამენტარების სარჩელები გაერთიანდება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას თქმით, დღეს, 21 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლო შეთანხმდება არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სარჩელების დასაშვებობის საკითხზე. მისივე განცხადებით, ორივე სარჩელი – პრეზიდენტის და პარლამენტის წევრების, ერთად განიხილება. „რაც შეეხება გაერთიანებას, ეს ორი სარჩელი თითქმის ერთდროულად არის შემოსული და, შესაბამისად, ორივე სარჩელი ერთდროულად განიხილება. რასაც მე გადავხედე, შინაარსობრივად ისინი თითქმის, არა მთლიანად, მაგრამ …
Continue reading “ტურავა: არჩევნების შესახებ პრეზიდენტისა და პარლამენტარების სარჩელები გაერთიანდება”
„ახალი თაობა გაიმარჯვებს. არ გვინდა არც ჩრდილოეთ კორეა გავხდეთ და არც ბელარუსი“- იულონ გაგოშიძე
არქეოლოგი იულონ გაგოშიძე იმ საპროტესტო აქციების მუდმივი მონაწილეა, რომელიც ეს დღეებია პერმანენტულად იმართება თბილისში ახალი არჩევნების მოთხოვნით. მისი აზრით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მოსაცილებელია, „რადგან ქვეყნის ინტერესების მტერია“, – ამბობს იულონ გაგოშიძე, არქეოლოგი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. „ქართველი, ასე თუ ისე იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლების მოსაპოვებლად. დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ 91-ში, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, ახლა …
დამკვირვებელი იორმუღანლოდან: „გაყალბების მინიმუმ 20 მეთოდი გამოიყენეს”
აქტივისტი თოზუ გულმამედლი კახეთში, იორმუღანლოს თემში აკვირდებოდა წინასაარჩევნო პერიოდსა და საპარლამენტო არჩევნებს 26 ოქტომბერს. ეს თემი ეთნიკური აზერბაიჯანელებითაა დასახლებული. იორმუღანლოს თემში ოფიციალურად 9 სოფელია, სადაც ჯამში 13 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. არჩევნების დღეს თოზუ ყველა საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა. აქტივისტი „ბათუმელებს“ უზიარებს, რა დარღვევები გამოიკვეთა იორმუღანლოში არჩევნებამდე და უშუალოდ არჩევნების დღეს. თოზუ, რომ მოგვიყვე, როგორი იყო …
Continue reading “დამკვირვებელი იორმუღანლოდან: „გაყალბების მინიმუმ 20 მეთოდი გამოიყენეს””
„გაჟონილია!“ – ხმის ფარულობა, როგორც კონსტიტუციური უფლება
ქალაქში საპროტესტო აქციებზე თეთრსამკლავურიანი ადამიანების სიმრავლეს ადვილად შეამჩნევთ. თეთრ ფონზე დიდი შავი ლაქა უკვე იქცა გაყალბებული არჩევნების სიმბოლოდ. „დაუსვი წერტილი რუსულ ოცნებას“, „ოცნების შავი ლაქა“, „სამუდამო წერტილი ოცნებას“, – ამ სლოგანებს მოისმენთ საქართველოს მოქალაქეებისგან აქციებსა თუ თავშეყრის სხვა ადგილებში, სადაც ისინი წართმეულ ხმებს აპროტესტებენ. თეთრ ფონზე შავი წერტილის სამკლავურად ქცევის იდეა ფეისბუქჯგუფ „დაიტოვეს“ აქტივისტებს ეკუთვნით. …
Continue reading “„გაჟონილია!“ – ხმის ფარულობა, როგორც კონსტიტუციური უფლება”
„ივანიშვილს აქვს ვნება, გაიფორმოს დიქტატურა, მაგრამ ეშინია ხალხის“ – ზვიად ქორიძე
„ბიძინა ივანიშვილი არ მალავს, ღიად გამოდის და ამბობს, რომ მას უნდა დიქტატურის დამყარება, დიქტატურის ლეგიტიმაცია ქვეყანაში და ერთადერთი, რამ რაც მას უშლიდა ხელს, ეს იყო არჩევნები. იმიტომ, რომ დემოკრატიული არჩევნები არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი დემოკრატიული ბერკეტი, რომელიც გააჩნია საზოგადოებას თავისი დემოკრატიული იმუნიტეტის დასაცავად,“ – ამბობს ჟურნალისტი ზვიად ქორიძე. ზვიად ქორიძის თქმით, ივანიშვილისთვის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი …
Continue reading “„ივანიშვილს აქვს ვნება, გაიფორმოს დიქტატურა, მაგრამ ეშინია ხალხის“ – ზვიად ქორიძე”
რითი კვებავს შსს აქციის დამშლელ პოლიციელებს
„ქართული ოცნების“ მიერ 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბება-მიტაცების გამო ხელახალი არჩევნების მოთხოვნით თბილისში ოპოზიციისა და მოქალაქეების საპროტესტო აქციები განახლდა. პარალელურად კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციების დაშლა განაახლა. პოლიციამ თბილისში 19 ნოემბერს, დილით, მშვიდობიანი აქცია დაარბია და ჭავჭავაძის გამზირი მომიტინგეებისგან გაათავისუფლა. 20 ნოემბრის დილით კი, იმავე ადგილზე აქცია შსს-მ მშვიდობიანად დაშალა. საპოლიციო ძალები, მათ შორის სპეცრაზმი, აქციების დაშლამდე …
Continue reading “რითი კვებავს შსს აქციის დამშლელ პოლიციელებს “
ვგმობთ პოლიციის მხრიდან ჟურნალისტებისთვის ხელშეშლას – ონლაინ მედიის განცხადება
ქართული ონლაინმედიები: On.ge, „პუბლიკა“, „ტაბულა“, „ნეტგაზეთი“ და „ბათუმელები“ ვგმობთ 19 ნოემბერს, პოლიციის მხრიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებს. კერძოდ, „მთავარი არხის“ ოპერატორის, სერგი ბარამიძის დაკავებას, მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასა და საქმიანობაში ხელშეშლას. ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ OC Media-ს ჟურნალისტს, მარიამ ნიკურაძესაც. პოლიცია გადაღების შესაძლებლობას არ აძლევდა netgazeti.ge-ს კორესპონდენტ გივი ავალიანს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს Publika-ს ჟურნალისტს, …
Continue reading “ვგმობთ პოლიციის მხრიდან ჟურნალისტებისთვის ხელშეშლას – ონლაინ მედიის განცხადება”
პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა და არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. პრეზიდენტი, არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დარღვევიდან გამომდინარე, მოითხოვს არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმებისა და მათ საფუძველზე ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას. ბათუმში პრეზიდენტის სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ დღეს, 19 ნოემბერს, შეიტანა. „ამ სამართლებრივ გზას პრეზიდენტი მიმართავს …
პროტესტს ზუგდიდის უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ
„დაგვიბრუნეთ ჩვენი ხმა!“ – სტუდენტურ პროტესტს ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ. „ვუერთდებით იმ საპროტესტო აქციას, რომელიც წამოიწყო ბათუმმა და რომელიც შემდეგ მოედო მთელ საქართველოს. ჩვენი პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება. პირველი სხდომა თუ ჩაინიშნება, ვფიქრობთ, რომ თბილისში წავიდეთ საპროტესტო აქციაზე. 25 ნოემბრამდე კი ვაპირებთ აქ გათენებას. ვნახოთ, შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები. …
Continue reading “პროტესტს ზუგდიდის უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ”
საპროტესტო აქციის დარბევა და დაკავებები – რა ხდება თბილისში
19 ნოემბერს, დილით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტთან, პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ. დაშლამდე ცოტა ხნით ადრე პოლიციამ ფეისბუქზე გაავრცელა განცხადება, რომ აქციის დაშლას აპირებდნენ და მომიტინგეებს 15-წუთიან ვადას აძლევდნენ ქუჩის გასათავისუფლებლად. აქციის დაშლის შემდეგ მომიტინგეებმა მელიქიშვილის ქუჩისკენ გადაინაცვლეს, თუმცა პოლიცია მათ თან გაჰყვა და აქციის …
Continue reading “საპროტესტო აქციის დარბევა და დაკავებები – რა ხდება თბილისში”
შეწყვიტეთ ჟურნალისტებზე ანგარიშსწორება – ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შს სამინისტროს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს ჟურნალისტებზე ანგარიშსწორება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე. დღეს, 19 ნოემბერს, დილით, პოლიციამ ფიზიკურად იძალადა „მთავარი არხის“ ოპერატორზე, სერგი ბარამიძეზე და დააკავა ის. ოპერატორი მელიქიშვილის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა – ის პოლიციელების მიერ აქციის მონაწილის დაკავებას იღებდა. სერგი ბარამიძეს რამდენიმე პოლიციელი განსაკუთრებული სისასტიკით დაუპირისპირდა. …
მოვუწოდებთ შსს-ს შეაჩეროს მედიასა და აქციის მონაწილეებზე ძალადობა – მედიაომბუდსმენი
თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ და სპეცდანიშნულების დაჯგუფებამ აქციის მონაწილეებზე იძალადეს. შს სამინისტროს წარმომადგენლები ასევე არ აძლევენ მედიას მუშაობის საშუალებას. ჟურნალისტებისა და ოპერატორების დევნისა და დაკავების შეტყობინებებით მედიაომბუდსმენმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. მედიაომბუდსმენი ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რასაც უცვლელად გთავაზობთ: „დღეს, 19 ნოემბერს, სპეცდანიშნულების წევრები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ OC Media ჟურნალისტს მარიამ ნიკურაძეს. სამართალდამცველები …
ღამისთევით უნივერსიტეტში – ბათუმელი სტუდენტების პროტესტი | დისკუსია
„მითოლოგია ბიძინაზე უნდა დაინგრეს, სისტემაში ჯერ კიდევაა ილუზია მის ყოვლისშემძლეობაზე“ – ინტერვიუ
„თუ სანქციები იქნება და აქაც პროტესტი კიდევ უფრო გაძლიერდება, სისტემური რყევები დაიწყება. საბოტაჟი თუ დაიწყო სისტემამ, ბიძინა თვითონ ხომ არ დაიწყებს ქუჩაში სირბილს? ასეთ შემთხვევაში ჩამოიშლებიან და ჩამოიშლებიან ძალიან სწრაფად,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. იგი საქართველოში სამართლიანობის აღდგენას შესაძლებლად მიიჩნევს, თუ პროტესტის გაძლიერების პარალელურად, დასავლეთი სანქციების პაკეტს აამოქმედებს. პოლიტოლოგი ასეთ შემთხვევაში სახელისუფლებო სისტემაში ბზარების …
უსკომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები შეაჯამა
აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ [უსკო] დღეს, 18 ნოემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები აქციის ფონზე შეაჯამა. ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და უმაღლეს საბჭოშიც არ შევლენ. ვრცლად: „არ ვაპირებთ აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლას“ – ოპოზიცია ბათუმში „საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება არჩევნებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში …
Continue reading “უსკომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები შეაჯამა”
პროცენტები და მანდატები ცესკოს შემაჯამებელი ოქმიდან – არჩევნები 2024
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ [ცესკო] 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი 16 ნოემბერს ხმაურის ფონზე დაამტკიცა. შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო – 3 508 294, არჩევნებში მონაწილეობდა – 2 111 834, ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა იყო 34 974. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი და განმეორებითი კენჭისყრა არ …
Continue reading “პროცენტები და მანდატები ცესკოს შემაჯამებელი ოქმიდან – არჩევნები 2024”