დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის კარიერა „ნაციონალებიდან“ „ოცნებაში“ და ეჭვები კორუფციაზე

64 წლის პარლამენტარი ანზორ ბოლქვაძე მეხუთედ ემზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის. დღეს, 2024 წლის 15 აგვისტოს, „ოცნებამ“ ანზორ ბოლქვაძე მმართველი პარტიის დელეგატად დაასახელა ქედის, ხულოს, შუახევისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებიდან. ანზორ ბოლქვაძე მეხუთედ გახდება საქართველოს პარლამენტის წევრი მაღალმთიანი აჭარიდან, თუ მას გამსვლელ სიაში ჩასვამს მმართველი პარტია. მისი, როგორც დეპუტატის კარიერა, 2008 წელს დაიწყო, როცა ანზორ ბოლქვაძე საქართველოს პარლამენტში …

რა უნდოდა რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატს მასწავლებლების კონფერენციაზე?

რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, ხულოს მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მასწავლებლების კონფერენციაზე მივიდა. მან შეხვედრის მონაწილე პედაგოგებს სერტიფიკატებიც კი გადასცა და მათთან ფოტოები გადაიღო. შეხვედრა 2 ივლისს იყო, ამ ამბის ამსახველი კადრები კი ხულოს რესურსცენტრმა ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა. ვინ მიიწვია მასწავლებლების შეხვედრაზე რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი და იცოდნენ თუ არა ამის შესახებ წინასწარ კონფერენციის მონაწილეებმა? …

„83 მონიდან ერთ-ერთს, ანზორ ბოლქვაძეს დავხვდით აქ“- აქცია ხელვაჩაურის მერიაში

„არა 83 მონას“, „არა რუსულ კანონს“ – ამ შეძახილებით მივიდნენ დღეს, 22 აპრილს ხელვაჩაურის საკრებულოში ენმ-ის აქტივისტები, სადაც მათივე ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე უნდა მისულიყო. „იმ 83 მონიდან ერთ-ერთს, რომლებმაც რუსულ კანონს მისცეს ხმა, ანზორ ბოლქვაძეს ჰქონდა დღეს შეხვედრა დაგეგმილი მოქალაქეებთან, ამიტომ ჩვენ მოვედით აქ პროტესტით. გაყალბებული არჩევნების შედეგად მოკალათებული თბილად შოულობს მილიონებს, …

„თავი და ბოლო მათ გაარკვიონ“ – რას ამბობს ნაკაიძისთვის მიკროფონის ჩარტყმაზე ანზორ ბოლქვაძე

„თავი და ბოლო მათი გასარკვევია“ – ანზორ ბოლქვაძე ასე ცდილობს პასუხისმგებლობის აცილებას „ტარიელ ნაკაიძის შემთხვევაზე“. 22 მარტს მუსლიმი თემის დამცველ დეპუტატს, ტარიელ ნაკაიძეს ზურგში მიკროფონი ჩაარტყეს და თურქეთის აგენტი უწოდეს. ანზორ ბოლქვაძე ხულოს, შუახევის და ქედის მაჟორიტარი დეპუტატია პარლამენტში. ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში – რესან კონცელიძემ, ასევე ქობულეთის და ხელვაჩაურის მაჟორიტარმა, ზაალ მიქელაძემ „ბათუმელებს“ არ …

„მოღალატე“ – ხულოში ანზორ ბოლქვაძის სახლზე სტიკერები გააკრეს

ხულოში ადგილობრივებმა ანზორ ბოლქვაძის სახლის ჭიშკარსა და ფასადის კედლებზე 8 მარტს, გვიან ღამით, პროტესტის ნიშნად გააკრეს წარწერები – „მოღალატე!“, „საზეპირო, (ღ)რუსეთი მტერია! ევროპა მეგობარია! ჯამი ჭურჭელია!“. ანზორ ბოლქვაძე აჭარის სამი მაჟორიტარი დეპუტატიდან ერთ-ერთია, რომელმაც რუსულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ხულოელებმა წარწერები დატოვეს მერიის შენობაზე, ანზორ ბოლქვაძის შტაბსა და სხვა შენობებზეც – „ჩვენი თვითმიზანი ევროკავშირია!“, „არა (ღ)რუსულ …

ანზორ ბოლქვაძის ბიძაშვილის კომპანიამ 5 მილიონამდე ლარი მიიღო ბიუჯეტიდან – TI-ის კვლევა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“  დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის ნათესავების კომპანიების საქმიანობასა და მილიობით ლარის სარგებლის სახით მიღებაზე ახალ კვლევას აქვეყნებს. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ საგამოძიებო სამსახურები უნდა დაინტერესდნენ  ხელშეკრულებებით,  რომლებიც  ხულოს მუნიციპალიტეტმა ანზორ ბოლქვაძის ბიძაშვილის კომპანია „როდასთან“ გაცილებით დიდ თანხაზე გააფორმა, ვიდრე თავად კომპანია სთავაზობდა. „ამგვარი პრაქტიკა და შემთხვევათა სიხშირე გვაეჭვებს ე.წ. უკუგორების კორუფციული სქემის არსებობაზე“ – წერს …

რა იცვლება ბათუმში პარკირების წესებში – აჭარის დეპუტაციის ინიციატივა პარლამენტში

პარლამენტმა დღეს, 26 აპრილს, მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ბათუმში პარკირების წესებს არეგულირებს. საქმე ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 3 პრიმა მუხლს, რაც ითვალისწინებს „ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევას“. საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, პარკირების შესახებ სამართალდარღვევებზე ბათუმში კომპეტენტურ ორგანოებს ფოტოს და ვიდეოს გადაღების უფლება ექნებათ. კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის …

ანზორ ბოლქვაძე მუქარაზე: „მაგას ტელეფონი დარჩა ჩართული, ვუთხარი, ნუ იგინები-მეთქი“

„ეს არ იყო მუქარა,“ – ამბობს ანზორ ბოლქვაძე რამაზ შავაძის შესახებ, რომელმაც დღეს, 14 სექტემბერს ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის დეპუტატი პარლამენტში – ანზორ ბოლქვაძე მუქარაში დაადანაშაულა. რამაზ შავაძე ოპოზიციური ერთობის მაჟორიტარობის კანდიდატია ხულოს სოფლებში – რიყეთსა და დიოკნისში. მისი თქმით, ანზორ ბოლქვაძე მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და კანდიდატურის მოხსნა მოსთხოვა. „როცა საუბარი მასთან დავასრულე, …

„თავი გაგეჭეჭყება“ – პარლამენტის წევრის სავარაუდო მუქარა ოპოზიციური ერთობის კანდიდატს

„დამირეკა და მითხრა თავი გაგეჭეჭყებაო,“ – ამბობს ხულოში, სოფელ დიოკნისსა და რიყეთში ოპოზიციური ერთობის მაჟორიტარობის კანდიდატი, რამაზ შავაძე ანზორ ბოლქვაძის შესახებ. ანზორ ბოლქვაძე ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატია პარლამენტში. ოპოზიციონერი კანდიდატის თქმით, მას ანზორ ბოლქვაძე გუშინ, 13 სექტემბერს, ესაუბრა ტელეფონზე და დღეს, 14 სექტემბერს, ხულოში დაიბარა „სალაპარაკოდ“. „ტელეფონზე ვისაუბრეთ, შემდეგ თვითონ გადმომირეკა და …

დეპუტატის წვეულება პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე წვეულებას მართავს. გართობის ამსახველი ვიდეო გუშინ, 27 თებერვალს გვიან ღამით გავრცელდა. წვეულების ერთ-ერთ მონაწილეს ფეისბუქ ლაივი ჰქონდა ჩართული. ვიდეოს ორიგინალი ამჟამად სოციალურ ქსელში აღარ იძებნება, თუმცა მისი ჩაწერა ენმ-ის წევრმა, ხელვაჩაურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მიშა ბოლქვაძემ მოასწრო და გაავრცელა კიდეც. “22:10 საათზე ჰქონდა ანზორ ბოლქვაძის …

როდის შეძლებენ მოქალაქეები აჭარაში მაჟორიტარებთან შეხვედრას

საქართველოს პარლამენტში აჭარის რეგიონი სამი მაჟორიტარი დეპუტატითაა წარმოდგენილი. ახალ დეპუტატებს ბიუროები თავიანთ სამაჟორიტარო  ოლქებში ჯერ არ გაუხსნიათ. მეხუთე მოწვევის პარლამენტარ ანზორ ბოლქვაძეს კი ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში ოთხი ბიურო უკვე გახსნილი აქვს. „მე ახალდამწყები არ ვარ. გახსნილი მაქვს ბიუროები და გააგრძელებენ მუშაობას თავისთავად. არავინ არ გამიშვია. ყველა შეინარჩუნებს სამსახურს. სამი თანამშრომელი იქნება ხელვაჩაურის ბიუროში, …

ანზორ ბოლქვაძე 46%, მიშა ბოლქვაძე 32% – მთიან აჭარაში არჩევნების მეორე ტური იქნება

ცესკოს მონაცემებით, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს #30 მაჟორიტარულ ოლქში დათვლილია ყველა უბანი. წინასწარი მონაცემებით, „ოცნების“ კანდიდატი ანზორ ბოლქვაძე პირველი ტურის შედეგად ვერ გახდება საქართველოს პარლამენტარი და გაიმართება მეორე ტური. ანზორ ბოლქვაძის კონკურენტი ამ ოლქში მიშა ბოლქვაძეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. მთავარ კონკურენტებს შორის ხმები ასე გადანაწილდა: ანზორ ბოლქვაძე, „ქართული ოცნება“ – 46,26% მიშა ბოლქვაძე, „ნაციონალური …

ანზორ ბოლქვაძე ეკომიგრამტებზე: როგორ არ მომხდარა რეაგირება, ღმერთი ზეიდან იყურება

წინასაარჩევნო პროგრამებს და გზავნილებს თუკი გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ ეკომიგრანტების შესახებ იქ არაფერი წერია. კანდიდატები, რომლებსაც ახლა არჩევნების მოგება სურთ, ირწმუნებიან, რომ ეკომიგრანტების პრობლემა მნიშვნელოვანია -მმართველ პოლიტიკურ გუნდსა და ოპოზიციაში თანხმდებიან, რომ კომპენსაცია, რასაც ეკომიგრანტები სახელმწიფოსგან იღებენ, მინიმუმ უნდა გაორმაგდეს. რას აპირებს „ქართული ოცნება“? კითხვებს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხულოში, შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურში …

ეს პიარი კაია თუ გლახა, ვეღარ გავიგე – ანზორ ბოლქვაძის ვერსია გამგებლის კაბინეტში ჩხუბზე

დღეს დილიდან მედია ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ  ხულოს მერის კაბინეტში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, თამაზ აბაშიძეს სცემა. ინფორმაციას მედია ხულოს საკრებულოს ენმ-ის წევრის, ირაკლი ჯორბენაძის კომენტარზე დაყრდნობით ავრცელებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, თამაზ აბაშიძე გუშინ ხულოს საავადმყოფოში ნამდვილად იმყოფებოდა, თუმცა ვერ დავადგინეთ ჰქონდა თუ არა დაზიანება ან რა სახის. თამაზ აბაშიძე ტელეფონს ჯერჯერობით არ …

ისეთი რაღაც შემთათხნეს, ეგონათ ანზორ ბოლქვაძეს ნერვი აეშლებოდა – ინტერვიუ კანდიდატთან

„მე აწი ვეღარ გადავკეთდები“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ანზორ ბოლქვაძე. ის ისევ და ამჯერად უკვე მეოთხედ პარლამენტის წევრობას აპირებს. ეს ფრაზა ანზორ ბოლქვაძემ მაშინ გვითხრა, როცა მუშაობის სტილზე ვკითხეთ – ხულოს, შუახევის და ქედის გარდა, ამჯერად დეპუტატობის კანდიდატმა ხელვაჩაურში მცხოვრებ ამომრჩეველთანაც უნდა იმუშაოს. ანზორ ბოლქვაძე პარლამენტის წევრია 2008 წლიდან. „ქართულმა ოცნებამ“ ის დეპუტატობის კანდიდატად 20 ივლისსაც …

„ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ისევ ანზორ ბოლქვაძე იქნება – ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური 

ანზორ ბოლქვაძეს „ქართული ოცნება“ ხულოს, ქედის, შუახევისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარობის კანდიდატად ხვალ დაასახელებს. „ბათუმელებს“ ეს ინფორმაცია რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა. ანზორ ბოლქვაძე მოქმედი დეპუტატია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ანზორ ბოლქვაძე მეოთხედ გახდება მაჟორიტარი დეპუტატი. შესაბამისად, ჯამში ის 16 წელს დაჰყოფს საკანონმდებლო ორგანოში. თავდაპირველად ანზორ ბოლქვაძე პარლამენტში 2008 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  კვოტით, მაჟორიტარული …

„უნათესავო და უჯიშო რომ ვყოფილიყავი, მესამეჯერ პარლამენტარი არ ვიქნებოდი“ – ანზორ ბოლქვაძე

„არავის ტენდერში არ ჩავრეულვარ არასდროს“ – განაცხადა დღეს, 24 ივნისს, საქართველოს პარლამენტის წევრმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის საპასუხოდ. „გამჭვირვალობამ“ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც მაჟორიტარ ანზორ ბოლქვაძის ნათესავების სამმა კომპანიამ აჭარაში სახელმწიფო შესყიდვებიდან 2016-2020 წლებში 6 მილიონამდე ლარის შემოსავალი მიიღო. „მესამე მოწვევის პარლამენტის წევრი ვარ და არასოდეს არავის ტენდერში არ ჩავრეულვარ. უნათესავო და …

ანზორ ბოლქვაძის ნათესავების კომპანიებმა ოთხ წელში 6 მილიონის ტენდერები მოიგეს –  TI-ის კვლევა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევის მიხედვით, რომელიც ორგანიზაციამ დღეს გამოაქვეყნა, მაჟორიტარ ანზორ ბოლქვაძის ნათესავების სამმა კომპანიამ აჭარაში სახელმწიფო შესყიდვებიდან 2016-2020 წლებში 6 მილიონამდე ლარის შემოსავალი მიიღო. „ანზორ ბოლქვაძე 12 წელია პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატია. სავარაუდოდ სწორედ მოქმედ და წინა ხელისუფლებასთან ახლო კავშირით და, შესაბამისად, გავლენებით უზრუნველყო ბოლქვაძემ საკუთარი ოჯახის, ასევე ნათესავებისა და სხვა დაახლოებული პირების ქონებისა და შემოსავლების …

„ტყვიას ნუ მესვრიან ახლა და დამსაჯონ“ – ანზორ ბოლქვაძე დეკლარაციაში ქონების დამალვაზე

„გამომრჩა, ალბათ, დეკლარაციის შევსების დროს…“ – ასე ხსნის პარლამენტის წევრი, ანზორ ბოლქვაძე, თავის ქონებრივ დეკლარაციაში აღმოჩენილ დარღვევებს, რაზეც დღეს, 2 მარტს, კვლევის შედეგი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გაავრცელა. დეკლარაციაში ქონებისა და სამეწარმეო საქმიანობის არასრულად მითითება კანონდარღვევაა. ანზორ ბოლქვაძე განმარტავს, რომ ბინები ახალშეძენილი არ არის და დეკლარაციის შევსების დროს უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება ამიტომ გამორჩა. ოთხი საცხოვრებელი …

პარლამენტარ ანზორ ბოლქვაძისა და მისი ოჯახის არადეკლარირებული ქონება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის დეკლარაცია, მისი ოჯახის წევრების ქონება და სამეწარმეო საქმიანობა გამოიკვლია. ანზორ ბოლქვაძე 12 წელია პარლამენტის წევრია. 2008 და 2012 წლების მოწვევის პარლამენტში მაჟორიტარი „ნაციონალური მოძრაობიდან” გახდა, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, ხელისუფლების ცვლილებიდან მალევე, ყოფილი მმართველი პარტიის რიგები დატოვა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისევ მაჟორიტარად …

„ანზორ ბოლქვაძეს მივანიჭეთ მონის სტატუსი“ – საპროტესტო აქცია ხულოში

ხულოში, ანზორ ბოლქვაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე იყო ფიზიკური დაპირისპირებაც. შეკრებილებმა ანზორ ბოლქვაძის საპარლამენტო საქმიანობა გააპროტესტეს და ანზორ ბოლქვაძეს „მონა“ უწოდეს. „ჩვენ მოვედით იმისთვის, რომ ანზორ ბოლქვაძისთვის მიგვენიჭებინა მონის სტატუსი, ვინაიდან ის არის ყველა ხელისუფლების მონა. აქ დაგვახვედრეს „ოცნების“ მხარდამჭერები, რომლებმაც ბიუროში შესვლის საშუალება არ მოგვცეს. ფიზიკური შეხლა-შემოხლის დროს დაშავდნენ აქციის მონაწილეები, თუმცა …

„ყველას მისი აზრი აქვს“ – რატომ არ უჭერს მხარს ანზორ ბოლქვაძე მაჟორიტარობის გაუქმებას 

„მე თავიდანვე არ მომიწერია ხელი კანონპროექტზე… საბოლოოდ არ მაქვს გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ ალბათ მხარს არ დავუჭერ,“ – გვითხრა ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში ანზორ ბოლქვაძემ. ის ერთ-ერთია მაჟორიტარ დეპუტატებს შორის, რომელიც „მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის“ გაუქმებას არ უჭერს მხარს.  ანზორ ბოლქვაძე სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატია. ის სამივეჯერ როგორც მაჟორიტარი, ისე გახდა დეპუტატი. პროპორციულ სისტემაზე …

ანზორ ბოლქვაძე საბავშვო ბაღის გამგეზე: უნდა ეწყინოს, უნდა ეტკინოს, ბაღი უნდა დატოვოს

„არ უნდა გაგვპარვოდა, ასეთი პრობლემა თუ იყო. მეც ვარ ნაწილობრივ დამნაშავე… მედეა მამულაძეს უნდა ეწყინოს, უნდა ეტკინოს, ბაღი უნდა დატოვოს,“ – ამბობს ანზორ ბოლქვაძე, აჭარის მაღალმთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში. ანზორ ბოლქვაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც ხულოში, სოფელ ღურტას საბავშვო ბაღის გამგე „მხარდამჭერად“ ასახელებს. ღურტას საბავშვო ბაღის გამგესა და თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შესახებ ვიდეოკადრები გუშინ, …

ემიჯნება თუ არა გია აბულაძე სააკაშვილის შეურაცხმყოფელ განცხადებას ხულოზე

მიხეილ სააკაშვილის ფრაზას „ანზორ ბოლქვაძე რომ ჩემ გვერდით დაჯდებოდა და მისი სუნი არ მაწუხებდა, ესეც ჩემი პრობლემაა“, პარტიის სხვა ლიდერები არ ემიჯნებიან. მაგალითად, ასმათ დიასამიძემ თქვა, რომ სააკაშვილი ამავე გამოსვლაში ხულოს მოსახლეობას „მოეფერა“, გია აბულაძე კი ირწმუნება, რომ მხოლოდ ნეპოტიზმზე გაკეთებული განცხადებები მოისმინა. ხულოს სამხატვრო გალერეაში ცოლის დასაქმებას ანზორ ბოლქვაძეც ადასტურებს, თუმცა რატომ არის რიგით …

„მისი სუნი რომ არ მაწუხებდა, ეს ჩემი პრობლემაა“ – სააკაშვილმა ანზორ ბოლქვაძე შეურაცხყო

„ანზორ ბოლქვაძე რომ ჩემ გვერდით დაჯდებოდა და მისი სუნი არ მაწუხებდა, ესეც ჩემი პრობლემაა,“ – განაცხადა საქართველოს ექსპრეზიდენტმა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ამავე შეხვედრაზე, სადაც ის შეურაცხმყოფელ ლექსიკას იყენებს, ყოფილ თანაპარტიელს „დეგრადირებული დეპუტატი“ უწოდა. შეხვედრა ემიგრანტებთან გერმანიაში, მიუნხენში შედგა. „…არის ერთი დეგრადირებული ყოფილი დეპუტატი ხულოში, ბოლქვაძე, ჩემი სირცხვილი, რომ ის …

ანზორ ბოლქვაძე: მე ქალისთვის არ მომითხოვია სასტუმროს დატოვება, ბიჭს მოვთხოვე

„მე იმ ქალისთვის [ხათუნა ბერიძე] არ მომითხოვია სასტუმროს დატოვება, ბიჭს მოვთხოვე,“ – ამბობს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე. საუბარია „ნაცმოძრაობის“ აქტივისტის მიერ 7 მაისს გავრცელებულ ვიდეოზე. კადრში ჩანს დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, რომელიც დაჟინებით სთხოვს სტუმარს დატოვოს სასტუმრო „ხულო“. დეპუტატი კადრში ამბობს, რომ ეს სასტუმრო ხულოში მისი საკუთრებაა და მას აქვს ამის (სტუმრის გაძევების) უფლება. ანზორ ბოლქვაძის თქმით, მან სასტუმროს …

ანზორ ბოლქვაძის ოჯახს სასტუმრო „ხულოდან“ შემოსავალი არ მიუღია – ქონებრივი დეკლარაცია

დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის ქონებრივ დეკლარაციაში სასტუმრო „ხულო“ მხოლოდ წელს აისახა. დეკლარაციაში ანზორ ბოლქვაძე უთითებს, რომ მისი მეუღლე, თინა ბოლქვაძე, ფლობს შპს „ფონი+“-ის 100% წილს. სწორედ ამ კომპანიას ეკუთვნის სასტუმრო „ხულო“. კომპანია 2012 წელს არის დარეგისტრირებული, თუმცა დეპუტატის დეკლარაციაში მხოლოდ წელს გვხვდება. ანზორ ბოლქვაძის მიერ 2019 წელს შევსებული დეკლარაციის გრაფაში – „საწარმოს საქმიანობით წინა წლის პირველი …

ბათუმის მერიის თანამშრომელი ხულოს ინციდენტზე: სასტუმროში წყალი არ იყო

ბათუმის მერიის თანამშრომელი თემურ ხასია ამბობს, რომ ხულოში პარლამენტარ ანზორ ბოლქვაძის სასტუმროში  სტუმრის სიცოცხლეს  საფრთხე ემურებოდა, რადგან სასტუმროში წყალი არ იყო. მისივე განმარტებით, ანზორ ბოლქვაძე არა როგორც დეპუტატი, არამედ როგორც სასტუმროს მფლობელი, ვალდებული იყო პრევენციული ზომები გაეტარებინა, რომ დაეცვა სტუმარი საფრთხისგან. დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ 7 მაისს ენმ-ის აქტივისტს, ხათუნა ბერიძეს სასტუმროს დატოვება მოსთხოვა. ამ პროცესში ჩაერთო …

დეპუტატის სასტუმროდან ენმ-ის წევრის გაძევებაზე გამოძიება დაიწყო

იძულების მუხლით ხულოს სასტუმროს ინციდენტზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებული არავინაა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შემთხვევა წუხელ, 7 მაისს, სასტუმრო „ხულოში“ მოხდა. სასტუმროს მესაკუთრემ, პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ სასტუმროს ნორმის დაცლა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს – ხათუნა ბერიძეს მოსთხოვა. დეპუტატს არ განუმარტავს მიზეზი, რის გამო მოსთხოვა მან სტუმარს სასტუმროს დატოვება. დეპუტატმა სასტუმროს …

ენმ-ის აქტივისტი პარლამენტარმა ანზორ ბოლქვაძემ თავის სასტუმროდან ვერ გააძევა

„აჭარის ალტერნატიული მთავრობის“ წევრი, ენმ-ის აქტივისტი ხათუნა ბერიძე, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის სასტუმროდან ვერ გამოაძევეს. ხათუნა ბერიძემ, გუშინ, 7 მაისს, გვიან ღამით ატვირთა ვიდეო, სადაც საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე ხათუნა ბერიძეს სასტუმროს ნომრის დატოვებას სთხოვს, თუმცა კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებს. ხათუნა ბერიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ის სასტუმრო „ხულოში“ გუშინ შევიდა და დღეს 8 …

დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე საკუთარი სასტუმროდან ენმ-ის წევრს აძევებს [ვიდეო]

ენმ-ის აქტივისტმა ხათუნა ბერიძემ 7 მაისს, გვიან ღამით გამოაქვეყნა ვიდეო კომენტარით:”ნახეთ როგორ არღვევენ კონსტიტუციურ უფლებას და იჭრებიან ნაქირავებ ნომერში საქართველოს პარლამენტის ოცნების დეპუტატი და მათი აქტივისტები”. კადრში ჩანს დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, რომელიც ქალს დაჟინებით სთხოვს დატოვოს სასტუმრო. დეპუტატი ამბობს, რომ ეს სასტუმრო ხულოში მისი საკუთრებაა და მას აქვს ამის (სტუმრის გაძევების) უფლება. ანზორ ბოლქვაძის თანმხლები, ბათუმის …

„მე მაგი ბოროტება არასდროს მქონია“ – ანზორ ბოლქვაძე ხულოს მერის გადადგომასა და არჩევნებზე

„ჩემი სურვილით გავხდი ხულოს შტაბის უფროსი,“ – გვითხრა პარლამენტის წევრმა, ანზორ ბოლქვაძემ. იგი „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს მას შემდეგ ხელმძღვანელობს, რაც გაურკვეველ ვითარებაში ხულოს არჩეული მერი და მისი მოადგილე სამსახურიდან წავიდნენ. გოჩა მელაძე მერობის პარალელურად საარჩევნო შტაბსაც ხელმძღვანელობდა. ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარ დეპუტატს, ანზორ ბოლქვაძეს ვკითხეთ, თავად გაუჩნდა შტაბის ხელმძღვანელობის სურვილი, თუ შესთავაზეს. „სულ …

ივანიშვილის გადახაზული სტიკერი „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის ავტომობილზე

რამდენიმე წუთის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ქობულეთის საკრებულოდან, ბონდო თედორაძემ, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა  პარლამენტის წევრის, ანზორ ბოლქვაძის ავტომობილის ფოტო, რომელზეც გაკრულია ენმ-ის საარჩევნო ნომერი – 5 და „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის გადახაზული სტიკერები. ბონდო თედორაძე ფოტოებს ასეთი წარწერით აქვეყნებს: „ანზორ ბოლქვაძე მიხვდა დანაშაულს და გადახაზა ბიძინა, გააკრა 5 ნომერი სტიკერი! ძალა ერთობაშია! #თორნიკერიჟვაძე #ირაკლიკობახიძე თქვენ როდის …

რის შეცვლას აპირებენ აჭარის მაჟორიტარები საქართველოს კონსტიტუციაში

საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსული ხელისუფლება კონსტიტუციის შეცვლას აპირებს.  საკონსტიტუციო კომისია მუშაობას უკვე შეუდგა, ცვლილების პროექტი მომავალი წლის აპრილში უნდა იყოს მზად. არჩევნებამდე „ქართული ოცნება“ აჭარის ხელისუფლების უფლებამოსილების გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობდა. დეპუტატები აჭარიდან ახლაც იმავე აზრზე არიან, თუმცა ისინი პოლიტიკიდან უკვე წასული პაატა ბურჭულაძის წინასაარჩევნო გზავნილს ააქტიურებენ და ძირითადად ადგილობრივი კადრების ჩაგვრაზე ამახვილებენ ყურადღებას. კიდევ, მაგალითად, კულტურული …

„ოცნების“ კანდიდატი „ნაციონალებზე“: როგორც მიპოვეს, ისე დამკარგეს

ანზორ ბოლქვაძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატია ხულო-შუახევი-ქედის [მახუნცეთის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქის გამოკლებით] 73-ე მაჟორიტარულ ოლქში. ის აქამდეც იყო ორი მოწვევის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში. ორივეჯერ დეპუტატად არჩეული იქნა, როგორც „ნაციონალურ მოძრაობის“ მაჟორიტარი. თუმცა, ბოლო მოწვევის პარლამენტში მან „ნაციონალური მოძრაობის“ მანდატი დატოვა და „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა. ბატონო ანზორ, რა გააკეთეთ ისეთი, რომ ახლანდელმა მმართველმა პარტიამაც თქვენზე შეაჩერა არჩევანი? ყოველთვის მქონდა …

ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე მაჟორიტარობის კანდიდატის წინააღმდეგ

“უნდა გამოვფხიზლდეთ ხულომ და მთლიანად აჭარამ, სანამ მედროვე ფეოდალები ყველას მოისყიდიან…” – ამ მოწოდებით სტატუსი სოციალურ ქსელში ხულოს საკრებულოს თავმჯდომარემ ჯამბულ ხოზრევანიძემ კვირას, 14 აგვისტოს დაწერა. მან “ქართული ოცნებიდან” ხულოს, შუახევის და ქედის მაჟორიტარობის კანდიდატად პარლამენტში ანზორ ბოლქვაძის ოფიციალურად წარდგენა გააპროტესტა. საკრებულოს თავმჯდომარე თვლის, რომ “ოცნებაში პორტირებული ნაციონალების ზეიმია” და ანზორ ბოლქვაძემ კონკრეტულ კითხვებს პასუხი …

Exit mobile version