ბათუმში ხელოვნური კუნძულისთვის ბალასტის საწარმო გზშ-ს გარეშე იმუშავებს

სასარგებლო წიაღისეულის [ბალასტის] გადამამუშავებელი საწარმოს, რომელიც ბათუმში ხელოვნური კუნძულის სამშენებლო სამუშაოებს მოემსახურება, ექსპლუატაცია გარემოზე ზემოქმედების შეფასებას [გზშ] არ დაექვემდებარა. გადაწყვეტილება გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2026 წლის 29 ივლისს მიიღო. კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ კუთვნილი ბალასტის საწარმო ბათუმში, ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზეა განთავსებული. მის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე კი ამავე კომპანიის კუთვნილი ბეტონის საწარმოც ფუნქციონირებს. სასარგებლო წიაღისეულის …

ხელოვნური კუნძულისთვის მოპოვებულ ქვებს „ამბასადორი“ ბათუმში გადაამუშავებს – სკრინინგი

სასარგებლო წიაღისეულის გადამამუშავებელ საწარმოსთან დაკავშირებით კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ გარემოს ეროვნულ სააგენტოს სკრინინგის განცხადებით ხელახლა მიმართა. საწარმო ბათუმში, ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზეა განთავსებული. სკრინინგის პროცედურა კომპანიამ 2026 წლის თებერვალში დაიწყო [მაშინ განაცხადში ბეტონის ქარხანაც იყო], თუმცა იმავე წლის აპრილში სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა და „ამბასადორს“ აცნობა, რომ უწყება საკითხს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდებოდა, თუ კომპანია …

უკანონოა კობახიძის განკარგულებები, რომლითაც მთებს შლიან – „მწვანე ალტერნატივას“ ანალიტიკოსი

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის ქობულეთის სოფელ კვირიკეში მთა დაშალეს. კუნძულის მშენებელი კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ქვებს და ლოდებს აჭარაში სხვა ადგილებშიც მოიპოვებს. კომპანია ქვიშა-ხრეშს მდინარე ჭოროხის კალაპოტიდანაც იღებს. თითქმის ყველა შემთხვევაში კომპანია სასარგებლო წიაღისეულს ულიცენზიოდ მოიპოვებს – ლიცენზიისგან მას „ოცნების“ მთავრობა ათავისუფლებს განკარგულებებით, რომლებსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს. არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძე …

კობახიძის განკარგულებით კვირიკეში მთას შლიან – წიაღისეულს ხელოვნური კუნძულისთვის იყენებენ

ქობულეთში, სოფელ კვირიკეში მთას შლიან, მოპოვებულ ქვებს და ლოდებს კი, ბათუმში, ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის იყენებენ. კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდს“, რომელიც „ხელოვნური კუნძულის“ პროექტს ახორციელებს, „ოცნების“ მთავრობამ ერთი განკარგულებით კვირიკეში 21 ჰექტარი ტერიტორია გამოუყო. აქ კომპანიას ლიცენზიის გარეშე, ჯამში, 1,5 მილიონი კუბური მეტრი წიაღისეულის [კვირიკეს ტუფობრექჩიები და ანდეზიტო-ბაზალტები] მოპოვების უფლება მისცეს. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისთვის …

ხელოვნური კუნძულისთვის „ამბასადორს“ 65 წლით დამატებით 43,3 ჰექტარს გადასცემენ ზღვაში

სახელმწიფოს მიერ ორი თვის წინ ბათუმთან, ზღვაში ნაკვეთად დარეგისტრირებული ტერიტორია „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ აღნაგობის უფლებით 1 ლარად გადაეცემა, 65 წლით. კომპანია ხელოვნურ ნახევარკუნძულებსა და კუნძულს აშენებს. ამ პროექტისთვის ადრე 1,3 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია გამოიყო ზღვაში. ამჯერად, „ამბასადორისთვის“ დამატებით გადასაცემი ტერიტორიის ფართობი კი 43,3 ჰექტარია. „მიეცეს თანხმობა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „ამბასადორი …

ხელოვნური კუნძულისთვის ბეტონის ქარხნის საკითხის განხილვა შეწყდა – რას სთხოვენ „ამბასადორს“

ხელოვნური კუნძულის პროექტის ფარგლებში, კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ბათუმში, ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე, ბეტონის საწარმოს აშენებს. თავდაპირველი გეგმით, ქარხანა უშუალოდ ხელოვნურ ნახევარკუნძულზე უნდა განთავსებულიყო, თუმცა კომპანიამ გადაწყვეტილება შეცვალა. „საპროექტო ტერიტორიაზე საწარმოო დანიშნულების ინფრასტრუქტურა და ყველა შესაბამისი ტექნიკა-დანადგარი უკვე განთავსებულია“, – აღნიშნავდა კომპანია სკრინინგის განცხადებაში, რომლითაც გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2026 წლის 25 თებერვალს მიმართა. 2026 წლის …

ბათუმში კიდევ 43 ჰექტარი ზღვა მიწად დაარეგისტრირეს – ვისთვის ამზადებენ სანაპიროს

ზღვაში ტერიტორიების ნაკვეთებად რეგისტრაცია გრძელდება. წყლით დაფარულ ტერიტორიებს არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთებად სახელმწიფო ირეგისტრირებს, შემდეგ კი სარგებლობაში გასცემს, მათ შორის კერძო კომპანიებზე. რისთვის არეგისტრირებს სახელმწიფო ზღვაში ნაკვეთებს ცალკე საკადასტრო ერთეულებად? – თუ წყლით დაფარულ „ნაკვეთებს“ და მათ მიმდებარე ტერიტორიებს დავაკვირდებით, პასუხი მარტივია – ეკონომიკური საქმიანობის, ძირითადად, ამა თუ იმ კერძო ბიზნესის ხელშეწყობისთვის. დაახლოებით ერთი თვის …

„ამბასადორი“ ხელოვნური კუნძულისთვის ჭოროხიდან ულიცენზიოდ კიდევ 301 140 კუბ/მ ხრეშს ამოიღებს

მდინარე ჭოროხის კალაპოტის სამ უბანზე, დაახლოებით 15 ჰექტარ ფართობზე, კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ დამატებით 301 140 კუბურ მეტრ ქვიშა-ხრეშს ულიცენზიოდ ამოიღებს. მთავრობის განკარგულებით, კომპანია ერთი წლით გათავისუფლდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან და მიეცა უფლება, აღნიშნული რაოდენობის მასალა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების, ჭარნალისა და თხილნარის ტერიტორიაზე [ჭოროხის კალაპოტში] მოიპოვოს. „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმში, ოდისეი …

„ამბასადორი“ ხელოვნური კუნძულისთვის ბეტონის ქარხანას „ბენზეში“ აშენებს

ბათუმში, ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ბეტონის ქარხანას აწყობს. ეს ქარხანა ხელოვნური კუნძულის ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო, მაგრამ კომპანიამ გეგმები შეცვალა. როგორც „ამბასადორი“ განმარტავს, კომპანიას იჯარით აღებული აქვს დაახლოებით 34 ჰექტარი მიწა, საიდანაც „საწარმოო დანიშნულებით მხოლოდ ნაწილი იქნება გამოყენებული“. ბეტონის ქარხანა კი სწორედ ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის არის საჭირო. „საპროექტო ტერიტორიაზე საწარმოო დანიშნულების ინფრასტრუქტურა …

კუნძულისთვის 352 563 მ³ ქვას „ამბასადორი“ ქობულეთში ულიცენზიოდ მოიპოვებს – კობახიძის განკარგულება

ხელოვნური კუნძულის პროექტის ფარგლებში კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ კიდევ ერთხელ გაათავისუფლეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან. კომპანიას ამჯერად უფლება მისცეს 352 ათასი კუბური მეტრი მოცულობის ქვები ქობულეთის სოფელ ხალას მიმდებარედ მოიპოვოს. 1 კუბურ მეტრ ქვაში კი დაახლოებით 8,5 თეთრს გადაიხდის. „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედ, შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის/ნახევარკუნძულის …

41 ჰექტარი ტერიტორია ხელოვნური კუნძულისთვის – რა დარღვევებზე წერს გარემოსდაცვითი დეპარტამენტი

კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ისევ აფართოებს ბათუმის სანაპიროზე ხმელეთს კუნძულის მოსაწყობად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კი დარღვევებზე წერს. მაგალითად, იმაზე, რომ კომპანიამ „ინტენსიური წვიმის გავლენაზე“ სააგენტოს არ წარუდგინა დოკუმენტები შესათანხმებლად. ერთი მხრივ, 500, 2000 თუ 5 000-ლარით აჯარიმებს სახელმწიფო კომპანიას, მეორე მხრივ კი, ათავისუფლებს ამ ჯარიმებისა და წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან. კომპანიამ ზღვის აკვატორიაში ხელოვნური ნახევარკუნძულისთვის თავიდან …

„ამბასადორი“კუნძულისთვის ჭოროხიდან კიდევ 535 800 კუბ.მ ხრეშს ამოიღებს – კობახიძის ახალი განკარგულება

ბათუმში მშენებარე ხელოვნური კუნძულისთვის კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ჭოროხიდან ხრეშის ამოღებას კიდევ მინიმუმ ერთი წელი გააგრძელებს. „ოცნების“ მთავრობამ კომპანია ამჯერადაც გაათავისუფლა ლიცენზიისგან და კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის ამოღების უფლება მისცა. 1 კუბურ მეტრ ქვიშა-ხრეშში კი მხოლოდ 1 ლარს და 30 თეთრს გადაიხდის. „ამბასადორი“ მთავრობის ნებართვით ხრეშს ულიცენზიოდ ჭოროხიდან აქამდეც იღებდა. სპეციალისტების მტკიცებით, ჭოროხიდან ხრეშის მშენებლობისთვის ამოღება …

„ამბასადორი“ ქობულეთის სოფელ ხალაში დამატებით 350 ათას კუბ.მ წიაღისეულს მოიპოვებს ულიცენზიოდ

ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების მოწყობის მიზნით კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ „ოცნების“ მთავრობამ ამჯერად  350 000 კუბური მეტრი სასარგებლო წიაღისეულის ულიცენზიოდ მოპოვების უფლება მისცა. კომპანია წიაღისეულს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან სოფელ ხალაში მოიპოვებს, 1 კუბურ მეტრში კი დაახლოებით 25 თეთრს გადაიხდის. „ოცნების“ მთავრობა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან კომპანიის გათავისუფლების საფუძვლად „სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ ინტერესებს“ ასახელებს. „სახელმწიფოებრივი და …

ბათუმში ხელოვნური კუნძულისთვის ჭოროხიდან ხრეშს დამატებით ამოიღებენ – ახალი განკარგულება

ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების მოწყობის მიზნით კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ „ქართული ოცნების“ მთავრობამ ამჯერად ულიცენზიოდ 469 200 კუბური მეტრი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლება მისცა. კომპანია ამ ოდენობის ქვიშა-ხრეშს ხელვაჩაურის სოფელ თხილნარის მიმდებარედ, ჭოროხის კალაპოტიდან ამოიღებს. მთავრობის შესაბამის განკარგულებას „ოცნების მთავრობის“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხელი 2025 წლის 3 ივნისს მოაწერა, თუმცა, ის მთავრობის პორტალზე ხელმოწერიდან დაახლოებით …

ხელოვნური კუნძულისთვის „ამბასადორი“ ქობულეთში 1,5 მლნ კუბურ მეტრ მასალას მოიპოვებს ულიცენზიოდ

ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ამჯერად ულიცენზიოდ 1,5 მილიონ კუბურ მეტრ სასარგებლო წიაღისეულს ქობულეთის სოფელ კვირიკეს მიმდებარე ტერიტორიაზე მოიპოვებს. კომპანიას 1 კუბურ მეტრ წიაღისეულში მხოლოდ 24 თეთრის გადახდა მოუწევს. ბათუმში კი კომპანია ტროტუარის გასწვრივ ლითონის ღობეს აწყობს, მათ შორის ქალაქის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზეც. აქვს თუ არა შესაბამისი ნებართვა „ამბასადორს“? – ქალაქის მერიიდან პასუხი …

ხელოვნური კუნძულის მშენებლობის გამო 45 ძირ ხეს მოჭრიან

ბათუმში, ზღვაში მშენებარე ხელოვნური კუნძულის გამო ბარცხანის პლაჟი უკვე გაქრა, პლაჟთან მდებარე მრავალწლოვანი ხეები კი გაჩეხის მოლოდინშია. ტყეკაფის პასპორტის მიხედვით, მოსაჭრელად 45 ძირი ხეა აღრიცხული. აქედან მხოლოდ ერთი ძირია ზეხმელი, დანარჩენი – ჯანსაღია. ამავე დოკუმენტის მიხედვით: „ტყითმოსარგებლე“ არის შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“; ჭრის სახედ მითითებულია – „სპეციალური“; ტყეკაფის გახსნის [ათვისების] თარიღის გასწვრივ კი გრაფა ცარიელია. …

ზღვაში ხელოვნურად შექმნილი ნაკვეთი „ამბასადორს“ მთავრობამ 1 ლარად გადასცა – ნახეთ პირობები

საქართველოს მთავრობამ „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ 1 ლარად საკუთრებაში 194 457 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 2025 წლის 4 თებერვლის განკარგულებით გადასცა. აღნიშნული ნაკვეთი იმ ხელოვნური ნახევარკუნძულის ნაწილია, რომელსაც „ამბასადორი“ ხელოვნური კუნძულის პროექტის ფარგლებში აშენებს. 1 ლარად გადაცემული ტერიტორია ცალკე საკადასტრო ერთეულად საჯარო რეესტრში ჯერ რეგისტრირებული არ არის. მთლიანობაში „ამბასადორზე“ აღნიშნული პროექტისთვის ზღვაში 1 443 223 კვადრატული …

ხელოვნური კუნძულის განაშენიანების გეგმის საჯარო განხილვა ბათუმის მერიაში გაიმართება

ბათუმში ხელოვნური კუნძულის განაშენიანების დეტალური გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ-ის] ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განცხადებით: სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილია: 2025 წლის 20 მარტი, 15:00 საათი, ქალაქ ბათუმის მერიის შენობა [მის: ბათუმი, ლუკა ასათიანის ქუჩა 25] „საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს …

ხელოვნური კუნძულისთვის ხრეშს „ამბასადორი“ ულიცენზიოდ მოიპოვებს – კობახიძის განკარგულება

ბათუმში ხელოვნური ნახევარკუნძულებისა და კუნძულის მოწყობის მიზნით შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან კიდევ ერთხელ გაათავისუფლეს. კომპანია ამჯერად 371 100 კუბურ მეტრ ქვიშა-ხრეშს ულიცენზიოდ ერთი წლის განმავლობაში მოიპოვებს. მთავრობის განკარგულებით წიაღისეულს „ამბასადორი“ ჭოროხის დელტაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თხილნარის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ამოიღებს. „ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ვალდებულია: მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ …

კუნძულის აშენების შემდეგ ბათუმის მოსახლეობა 70 000-ით გაიზრდება – რას სთხოვს სააგენტო „ამბასადორს“

ბათუმში ხელოვნური კუნძულის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციაზე [გდგ] გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2024 წლის 15 ნოემბერს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] სკოპინგის დასკვნა გასცა. სკოპინგის დასკვნის მიღების მიზნით ხელოვნური კუნძულის გდგ და სგშ-ს განცხადება გარემოს ეროვნულ სააგენტოში სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ წარადგინა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ სგშ-ის ანგარიშის მომზადება ამ დასკვნის შესაბამისად ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ უნდა უზრუნველყოს. …

„ვალდებულებების შესრულებამდე არ გაიცეს მშენებლობის ნებართვა“ – ბრიფინგი ბათუმში

„მოვუწოდებთ ეკონომიკის სამინისტროს, ვალდებულებების შესრულებამდე არ გასცეს ცათამბჯენების მშენებლობის ნებართვა,“ – განაცხადა დღეს, 11 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე აზა გაბუნიამ, რომელიც კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის წევრია. ბრიფინგზე გარემოს ეროვნულ სააგენტოს მონიტორინგისკენ მოუწოდეს, რომ კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს. საუბარია ახალ ცათამბჯენებზე – ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობამდე „ამბასადორი“ ხელოვნურ ნახევარკუნძულზე 5 …

კუნძულის მოწყობამდე „ამბასადორი“ ხელოვნურ ნახევარკუნძულზე 5 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს

კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“, რომელმაც ბათუმში ხელოვნური კუნძული უნდა ააშენოს, გეგმავს, რომ 4-5 ცათამბჯენი უკვე მოწყობილ ნახევარკუნძულზე ააშენოს, დანარჩენ ტერიტორიას კი, რომელიც ხელოვნურად ამის შემდეგ უნდა მოაწყოს ზღვაში, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] პროცედურის დასრულების შემდეგ აითვისებს. ბათუმში ხელოვნურ კუნძულსა და ორ ნახევარკუნძულზე მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსის მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური გეგმის [გდგ] კონცეფციის შეთანხმებას „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ …

კუნძულისთვის ხრეშს ჭოროხიდანაც ამოიღებენ – მთავრობამ „ამბასადორს“ ადგილი 3 წლით გადასცა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ხელოვნური კუნძულისთვის ხრეშს მდინარე ჭოროხის ნაპირიდანაც ამოიღებს. მთავრობის 2024 წლის 17 სექტემბრის განკარგულებით, რომელსაც ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს, „ამბასადორს“ მდინარე ჭოროხის მიმდებარედ, სოფელ ახალსოფელში 15 042 კვადრატული მეტრი ფართობის ნაკვეთი 3 წლით, იჯარით გადაეცა. კომპანია ყოველწლიურად საიჯარო ქირას – 84 904 ლარს გადაიხდის. ამასთან, კომპანიას „შესაბამისი ხელშეკრულების …

„გზასაც კი არ გვიკეთებენ“ – რას ამბობენ სოფელში, სადაც ბათუმის ხელოვნური კუნძულისთვის მთას შლიან

„კარგია, თუ კეთდება კუნძული, მაგრამ გლეხისთვის არაფერი არ კეთდება, სოფელს ამით სარგებელი არ აქვს, სოფელს რამე ხომ უნდა წაადგეს?“ – ქობულეთში, სოფელ ხალაში მცხოვრები აკაკი ბერიძე ერთადერთი არაა, ვისაც ხელისუფლებასთან შეკითხვები აქვს. სოფელში, სადაც 10 წელზე მეტია ტონობით ინერტულ მასალას მოიპოვებენ, ამჯერად ახალი კარიერისთვის გზა გაჰყავთ მთებში – ახალი კარიერი მოსახლეობასთან ბევრად უფრო ახლოს იქნება, …

შტორმი მუშაობაში ხელს გვიშლის – ამბასადორი ხელოვნური კუნძულის მშენებლობაზე 

კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“, რომელმაც ბათუმთან ზღვაში ხელოვნური კუნძული უნდა ააშენოს, ამბობს, რომ შტორმი მუშაობაში ხელს უშლის. კომპანია ამ ეტაპზე ხელოვნურ ნახევარკუნძულს აშენებს. ნებართვა კი 2022 წლის პირველ სექტემბერს, „ხელოვნური კუნძულის/ნახევარკუნძულის მოწყობასთან დაკავშირებულ ნაპირსამაგრი ჯებირის“ მშენებლობაზე გაიცა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტზე. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გამოცემული ბრძანებით მშენებლობის ნებართვა ძალაში იყო 2023 წლის …

რას სთხოვენ „ამბასადორს“ დამატებით – ხელოვნური კუნძულის გზშ დამტკიცებულია

ბათუმში, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 14 აგვისტოს გასცა. გადაწყვეტილებაში ჩამოთვლილია ოცამდე საკითხი, რაზეც ინფორმაცია და დოკუმენტები გარემოს სააგენტოს „ამბასადორმა“ დამატებით უნდა წარუდგინოს.

კუნძულთან დაკავშირებით სააგენტომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა

ბათუმში, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების შესახებ ბრძანება სააგენტოს უფროსმა დღეს, 2024 წლის 14 აგვისტოს გამოსცა. „შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ საქმიანობის განხორციელება უზრუნველყოს წარმოდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისა და თანდართული დოკუმენტაციის, დამატებით წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის, ანგარიშში წარმოდგენილი ტექნოლოგიური …

კუნძული თუ ნავთობტერმინალი, ვის დარჩება ზღვა – სააგენტომ ორივე პროექტის განხილვა შეაჩერა 

ბათუმთან ახლოს ზღვაში დაგეგმილი ორი მსხვილი პროექტის გამო გარემოს ეროვნული სააგენტო შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას აჭიანურებს. საქმე ეხება ზღვაში უნაპირო ნავმისადგომს და ხელოვნურ კუნძულს, რომელთა საპროექტო ტერიტორიები ერთმანეთის გვერდითაა. დოკუმენტებიდან ჩანს, რომ „ტერმინალი1“-ს, რომელიც „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებს, ნავთობტერმინალის საქმიანობის გაფართოებაზე მთავრობა, სავარაუდოდ, უარს ეტყვის. გარემოს ეროვნულ სააგენტოს კი, ამ დროისთვის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან …

კუნძულის ქაოსური მშენებლობა სახიფათოა და უნდა შეჩერდეს – „ტერმინალი 1“-ის მიმართვა მთავრობას

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობას შპს „ტერმინალი 1“ აპროტესტებს და აცხადებს, რომ მშენებლობა საფრთხეს უქმნის ნავიგაციას და „შესაძლო რისკების დაზღვევის მიზნით [რომლის შედეგებიც შეიძლება იყოს კატასტროფული], დაუყოვნებლივ მიმართავს ყველა შესაბამის ორგანოს ქაოსური მშენებლობის შესაჩერებლად შპს „ტერმინალ1“-ის ტერიტორიის მიმართულებით.“ „ტერმინალი1“ ბათუმის თევზის ბაზრის მიმდებარედ ნავთობტერმინალს ამუშავებს, „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ კი, ამ ტერმინალის მოპირდაპირე მხარეს ხელოვნურ ნახევარკუნძულს აშენებს. …

„ამბასადორი“ კუნძულისთვის 500 000 კუბ.მ ინერტულ მასალას ხალაში ულიცენზიოდ მოიპოვებს – მთავრობა

საქართველოს მთავრობამ შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გაათავისუფლა. კომპანიამ ბათუმში ხელოვნური ნახევარკუნძულები და კუნძული უნდა ააშენოს. მთავრობამ შესაბამისი განკარგულება, რომელსაც ხელს პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს, 2024 წლის პირველ აგვისტოს გამოსცა. ამ განკარგულებით „ამბასადორს“ უფლება აქვს 1 წლის განმავლობაში 500 ათასი კუბური მეტრი სასარგებლო წიაღისეული [ხალას ანდეზიტები, ბაზალტები და ტუფობრექჩიები] ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ …

მუნიციპალურ ინსპექციას „ამბასადორი აილენდის“ უკანონო მშენებლობა ჯერ კიდევ არ შეუსწავლია

მიმდინარეობს შესწავლა – გვიპასუხეს ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში, როცა „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ უკანონო მშენებლობაზე ვიკითხეთ. ინსპექციას ვკითხეთ, რა რეაგირება ჰქონდა ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩაზე, სახელმწიფოს ტერიტორიაზე მერის ნებართვის გარეშე დაწყებული მშენებლობის გამო. ამ მშენებლობის თაობაზე „ბათუმელებმა“ 13 ივლისს გამოაქვეყნა სტატია. დღეს 20 ივლისია, მასალის გამოქვეყნებიდან კი ხუთი სამუშაო დღე გავიდა. თუმცა ინსპექციას არც კი გაუფრთხილებია კომპანია, …

„ამბასადორი ბათუმი აილენდს“ სანაპიროზე მიწა 1 ლარად და 5-წლიანი იჯარით გადასცეს

ზღვასთან ახლოს, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის გასწვრივ, 3445 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი აჭარის მთავრობამ შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ ხუთი წლის ვადით, საიჯარო წესით გადასცა. ნაკვეთის გასხვისების საფუძვლად საჯარო რეესტრის ამონაწერში ბათუმის საკრებულოს განკარგულებაა მითითებული. ამ განკარგულების მიხედვით, აჭარის მთავრობას კომპანიისთვის მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი 1 ლარად უნდა გადაეცათ. გადაწყვეტილების მიღებამდე კომპანიის მოთხოვნის თაობაზე ბათუმის მერს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, …

ხელოვნური კუნძული ბათუმში – რას პასუხობს კომპანია გზშ-ს ხარვეზებზე სააგენტოს

„ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ ზღვაში ხელოვნური კუნძულის მოწყობის პროექტთან დაკავშირებით გარემოს ეროვნულ სააგენტოში დამატებითი დოკუმენტაცია წარადგინა. პროექტის გზშ [გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში] 2024 წლის აპრილში კომპანიას სააგენტოში დაუხარვეზეს და 2 თვის ვადა მისცეს ხარვეზების გამოსასწორებლად. სააგენტო „ამბასადორს“ ასევე წერდა, რომ კომპანიას წარმოედგინა დეტალური ინფორმაცია იმ საკითხებსა თუ შენიშვნებზე, რაც ამ პროექტთან დაკავშირებით აქვს საზოგადოებას თუ სპეციალისტებს. …

ხელოვნური კუნძულის გზშ-ში ხარვეზებია – სააგენტო „ამბასადორს“ 2 თვეს აძლევს გასასწორებლად

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობასთან დაკავშირებით კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაცია [გზშ] სააგენტომ დაახარვეზა და კომპანიას 2 თვის ვადა მისცა ხარვეზების გამოსასწორებლად. ხარვეზების გამოსწორების გარდა, სააგენტო „ამბასადორს“ წერს, რომ კომპანიამ წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია იმ საკითხებსა თუ შენიშვნებზეც, რაც ამ პროექტთან დაკავშირებით აქვს საზოგადოებას. ხელოვნური კუნძულის მოწყობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] …

„ამბასადორს“ 3-მილიონიანი საბანკო გარანტიის წარმოდგენა მთავრობამ 18 თვით გადაუვადა

მთავრობამ შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“, რომელიც ბათუმში ხელოვნურ კუნძულს და ნახევარკუნძულებს აშენებს, ახალი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვადა 18 თვით გადაუვადა. მთავრობის 2023 წლის სექტემბრის განკარგულებით „ამბასადორს“ ახალი საბანკო გარანტია, არანაკლებ 3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, არაუგვიანეს 2024 წლის 1-ელ აპრილამდე უნდა წარმოედგინა. ამ ვადის ამოწურვამდე 4 დღით ადრე, 2024 წლის 27 მარტს, საქართველოს მთავრობამ გამოსცა …

სახელმწიფო კუნძულისა და ტერმინალის მშენებელ კომპანიებს სთხოვს, ზღვის ხედზე შეთანხმდნენ

გარემოს ეროვნული სააგენტო კერძო კომპანია „ტერმინალ 1“-ს სთხოვს მის მიერ დაგეგმილი საქმიანობა სხვა კერძო კომპანიასთან – „ამბასადორი ბათუმი აილენდთან“ შეათანხმოს. „ტერმინალ 1“ ბათუმში მდებარე ნავთობპროდუქტების საცავის წარმადობის გაზრდას და ზღვაში ახალი საზღვაო სატვირთო ნავმისადგომის მშენებლობას გეგმავს, „ამბასადორი“ კი – ხელოვნური ნახევარკუნძულების და კუნძულის მშენებლობას. „ვინაიდან ზემოაღნიშნული კუნძული დაგეგმილია ასევე მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტის განვითარებისთვისაც, ხოლო უნაპირო …

Exit mobile version