სახელმწიფო კუნძულისა და ტერმინალის მშენებელ კომპანიებს სთხოვს, ზღვის ხედზე შეთანხმდნენ

გარემოს ეროვნული სააგენტო კერძო კომპანია „ტერმინალ 1“-ს სთხოვს მის მიერ დაგეგმილი საქმიანობა სხვა კერძო კომპანიასთან – „ამბასადორი ბათუმი აილენდთან“ შეათანხმოს. „ტერმინალ 1“ ბათუმში მდებარე ნავთობპროდუქტების საცავის წარმადობის გაზრდას და ზღვაში ახალი საზღვაო სატვირთო ნავმისადგომის მშენებლობას გეგმავს, „ამბასადორი“ კი – ხელოვნური ნახევარკუნძულების და კუნძულის მშენებლობას. „ვინაიდან ზემოაღნიშნული კუნძული დაგეგმილია ასევე მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტის განვითარებისთვისაც, ხოლო უნაპირო …

როგორ ჩანს ბათუმში მშენებარე ხელოვნური კუნძული სატელიტიდან

ბათუმის სანაპიროსთან ხელოვნური კუნძულის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ბარცხანის სანაპიროსთან ამ ეტაპზე ხელოვნურ ნახევარკუნძულს აშენებს. კიდევ ერთ ნახევარკუნძულს კომპანია თამარის დასახლებაში [„ბათუმი ცენტრალის“ მოპირდაპირედ] ააშენებს. ორივე ნახევარკუნძული კი, ერთიანი პროექტის ნაწილია, რომლითაც ბათუმში „ამბასადორმა“ ხელოვნური კუნძული უნდა ააშენოს. მშენებარე ნახევარკუნძული ჩანს სატელიტურ ფოტოებზე. 2022 და 2023 წელს გადაღებული ფოტოებით ნათლად ჩანს, როგორ …

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობის გზშ-ს საჯარო განხილვას ითხოვენ

„ბათუმის თავისუფლების მოედნის“ აქტივისტები ბათუმში, ხელოვნური კუნძულის მოწყობის პროექტზე პასუხისმგებელ ყველა საჯარო უწყებას მიმართავენ. აქტივისტები ხელისუფლებას მოუწოდებენ გააანალიზონ პროექტის რისკები – ეკოლოგიური, ეკონომიკური, ურბანული, სტრატეგიული, უსაფრთხოების თუ სხვა მიმართულებით, დათვალონ პროექტის სარგებელი გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩაატარონ კვალიფიციური, მიუკერძოებელი, სრულყოფილი კვლევები და მოაწყონ საჯარო განხილვები ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობის შესახებ. „კუნძულის გზშ-ს განხილვა საახალწლო დღეებში დაინიშნა და …

ხელოვნური კუნძულის ტერიტორიას მთავრობა 1 ლარად გადასცემს კომპანიას – ცვლილება კანონში

საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში შექმნილ ხელოვნურ კუნძულს ან/და ნახევარკუნძულს არ ექნება კუნძულის ან/და ნახევარკუნძულის სტატუსი და შესაძლებელი იქნება მისი გასხვისება კერძო ფიზიკურ თუ იურიდიულ პირზე. ამ შინაარსის ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა და ის დღეიდან, 2023 წლის 25 დეკემბრიდან ამოქმედდა. ბათუმის საზღვაო აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის და ნახევარკუნძულების მოწყობას კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. ამ …

განსაკუთრებული ზონა – ხელოვნური კუნძულის ტერიტორიას მთავრობამ ახალი სტატუსი მიანიჭა

ტერიტორიას ბათუმში, სადაც ხელოვნური კუნძული და ნახევარკუნძულები უნდა აშენდეს, საქართველოს მთავრობამ განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსი მიანიჭა. „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს [ფართობები – 1 443 223 კვ/მ,  27 046 კვ/მ და 3 445 კვ.მ], ტურისტული-ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, მიენიჭოს განსაკუთრებული …

„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პასუხი ბათუმის ხელოვნურ კუნძულთან დაკავშირებით

მიზანშეწონილად მიგვაჩნია, საზოგადოებას მივაწოდოთ დაზუსტებული ინფორმაცია, ქ. ბათუმში დაგეგმილი ხელოვნური კუნძულის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშთან დაკავშირებით, გაზეთ „ბათუმელების“ მიერ 2023 წლის 7 დეკემბერს  გამოქვეყნებულ ქალბატონო ნინო ჩხობაძის მოსაზრებებთან დაკავშირებით. შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“-სათვის ძალზე მნიშვნელოვანია ბათუმის კუნძულის  გზშ-ს ანგარიშთან დაკავშირებით საზოგადოებრიობის მიერ გამოთქმული თითოეული მოსაზრება, რაც გათვალისწინებული იქნება პროექტის განხორციელების პროცესში, მაგრამ ამ …

გარემოსდაცვის ექპერტი: ხელოვნური კუნძულის გზშ-მ ბევრი კითხვა გამიჩინა

„შეიძლება, კუმულაციურად რისკის ქვეშ დააყენოს სხვა ტერიტორიები, ვგულისხმობ იმას, რომ ზღვის დინამიკა შეიცვალოს მთლიანად და აქ თუ არ მოხდა დაწოლა, სხვაგან მოხდეს დაწოლა… მიზანშეწონილობა უნდა გამოვიდეს აქედან: კუმულაციურად ამან ხომ არ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული კოლაფსი ბათუმის განვითარებაში?“ – კითხულობს ნინო ჩხობაძე, ექსპერტი გარემოსდაცვით საკითხებში და არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელი. ნინო ჩხობაძეს …

ბათუმში ხელოვნური კუნძულის გზშ-ს საჯარო განხილვა 12 იანვარს გაიმართება

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტთან დაკავშირებით გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ბათუმში 2024 წლის 12 იანვარსაა დაგეგმილი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხელოვნური კუნძულის გზშ-ს ანგარიშის საჯარო განხილვა 12 იანვარს, დღის 12:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში გაიმართება (მისამართი: ლუკა ასათიანის ქ. N25). საჯარო განხილვის ორგანიზატორია სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი. „საჯარო …

ვილები და ცათამბჯენები ხელოვნურ კუნძულზე – პროექტის გზშ მზადაა

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობის პროექტთან დაკავშირებით, კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიში წარადგინა. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს შესაბამის პორტალზე აღნიშნული დოკუმენტის გაცნობა და შენიშვნების წარდგენა 2024 წლის 31 იანვრის ჩათვლით შეუძლიათ. „ამბასადორი ბათუმი აილენდზე“ ბათუმის აკვატორიაში, 65 წლის ვადით, სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემულია 1 443 …

მთავრობა მალავს ხელოვნური კუნძულის შესახებ დოკუმენტებს – რა შეცვალეს ხელშეკრულებაში

ბათუმში, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდისთვის“ ზღვაში ტერიტორიის გადაცემაზე გაფორმებულ სასყიდლიანი აღნაგობის ხელშეკრულებაში ორი ცვლილება შეიტანეს. აქედან ბოლო ცვლილება – 2023 წლის 29 სექტემბერს. ამ ცვლილებებთან დაკავშირებული დოკუმენტები, მათ შორის მთავრობის შესაბამისი განკარგულება, „ბათუმელებმა“ ქონების ეროვნული სააგენტოდან და საქართველოს მთავრობიდან 2023 წლის 2 ოქტომბერს გამოითხოვა. საჯარო უწყებებმა ოფიციალურად გამოთხოვილი დოკუმენტები დამალეს – სააგენტომ ცვლილებებთან დაკავშირებული დოკუმენტები …

ზღვაში ხელოვნური კუნძული 4 წელში უნდა მოაწყონ – ქვების შემოტანას თურქეთიდან აპირებენ

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ვალდებულია გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიში მოამზადოს. არსებული დოკუმენტების მიხედვით, შავ ზღვაში ხელოვნური კუნძულის მშენებლობის ვადად დაახლოებით 3,5-4 წელია განსაზღვრული. სამუშაოების დაწყება კი, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა დრო დასჭირდება გზშ-ს მომზადებასა და მშენებლობის ნებართვის მიღებას. საპროექტო ტერიტორიაზე „ინერტულ მასალას ადგილობრივი ლიცენზირებული კარიერებიდან შეიტანენ, ხოლო მოლების მშენებლობისთვის …

ვის აინტერესებს და ვის არა ბათუმში დაგეგმილი ხელოვნური კუნძული – განხილვა მერიაში

ბათუმში კუნძულის მშენებლობის პროექტზე გავრცელებულ ინფორმაციას მოქალაქეები ფეისბუქზე ხშირად ე.წ. „სმაილებით“ ხვდებიან ან კომენტარებში გვიტოვებენ კითხვას: „თქვენც დაიჯერეთ?“ – როგორც ჩანს იგივე განწყობა აქვთ ბათუმის მერიასა და საკრებულოშიც. პროექტთან დაკავშირებულ შეხვედრას, რომელიც ბათუმის მერიის დარბაზში დღეს, 13 ივლისს შედგა, მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა რამიშვილი მხოლოდ ნაწილობრივ დაესწრო. არადა მისი …

ხელოვნური კუნძულის საჯარო განხილვა და დოკუმენტები, რომლებსაც მერია მალავს

ბათუმის მერია გვატყობინებს, რომ 2023 წლის 13 ივლისს, 13:00 საათზე, ბათუმის მერიის შენობაში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ხელოვნური კუნძულის პროექტის განხილვაა დანიშნული. საჯარო განხილვის ორგანიზატორი სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოა. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობა, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა, ნებისმიერ პირს შეუძლია. ამ განცხადებას ბათუმის მერია საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს. მერია ასევე წერს: „წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან …

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობასთან დაკავშირებული პროცედურა სააგენტომ შეაჩერა

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ხელოვნური კუნძულის მოწყობასთან დაკავშირებული განცხადების განხილვა შეაჩერა და კომპანიას დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა მოსთხოვა. „ამბასადორმა“ სააგენტოს სკოპინგის განცხადებით/ანგარიშით 2023 წლის 29 მაისს მიმართა, თუმცა, „წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არ არის მოცემული და დაზუსტებას საჭიროებს დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები“, – მიწერეს კომპანიას სააგენტოდან. წერილში აღნიშნულია, რომ სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, დაგეგმილი საქმიანობა …

ხელოვნური კუნძულის მშენებლობის ნებართვის მისაღებად ამბასადორმა პროცედურა დაიწყო

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობის ნებართვის მიღებამდე კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გზშ-ს მოამზადებს, რისთვისაც გარემოს ეროვნულ სააგენტოს სკოპინგის განცხადებით მიმართა. სააგენტომ უნდა გასცეს სკოპინგის დასკვნა, რაც „ამბასადორისთვის“ სავალდებულო იქნება გზშ-ის ანგარიშის მომზადებისას. სკოპინგი არის პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გზშ-ისთვის მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და ამ ინფორმაციის გზშ-ის ანგარიშში ასახვის საშუალებებს. სააგენტოში წარდგენილია ასევე სკოპინგის ანგარიში, რომლის …

ბარცხანის პლაჟი აღარ არსებობს – ხელოვნური კუნძულის მშენებლობა ბათუმში | ფოტო

ბათუმში, ბარცხანის სანაპიროსთან, ზღვის 12,5 ჰექტარ ტერიტორიას ხმელეთად გადააქცევენ. ეს ადგილი შემდგომში ერთ-ერთი ხელოვნური ნახევარკუნძული იქნება იმ პროექტის ფარგლებში, რომლითაც აქ კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ხელოვნური კუნძულის აშენებას გეგმავს. აღნიშნული პროექტი მთლიანად გააქრობს ბარცხანის პლაჟს. მიმდინარე სამუშაოების გამო, ფაქტობრივად, პლაჟი აქ უკვე აღარ არსებობს – „ამბასადორმა“ შეიტანა ლოდები და სხვა ინერტული მასალა, რომელსაც ზღვაში ყრიან. …

სიმბოლურ ფასად, 1 ლარად – „ამბასადორი“ მთავრობას მიწის ნაკვეთს სთხოვს

აჭარის მთავრობა გეგმავს შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცეს კიდევ ერთი ნაკვეთი მდინარე ბარცხანასა და ყოროლისწყალს შორის. ნაკვეთს მთავრობა ბათუმის მერიისგან სწორედ ამ მიზნით, კომპანიისთვის გადასაცემად ითხოვს. ამ მოთხოვნის თაობაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მერს გუშინ, 27 სექტემბერს, მისწერა. მერიამ ოპერატიულად მოამზადა საკითხი საკრებულოსთვის გადასაგზავნად, საკრებულო კი მზად არის ის …

ბათუმში ხელოვნური კუნძულის ასაშენებლად სამუშაოები დაიწყო [ფოტო]

ბათუმში ხელოვნური კუნძულის სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია. კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ უშუალოდ კუნძულის მშენებლობამდე „ნაპირდამცავ ჯებირს“ ააშენებს, რომელიც, პროექტის მიხედვით, შემდგომში ერთ-ერთი ხელოვნური ნახევარკუნძული იქნება. ბარცხანის პლაჟის გასწვრივ ზღვაში ჩასაყრელად საჭირო ქვებს ხალას, ახალშენის და ქედის კარიერებიდან შემოიტანენ. ბათუმში „ხელოვნური კუნძულის“ პროექტის პრეზენტაცია 3 სექტემბერს გაიმართა. ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პრეზენტაციაზე ხაზი გაუსვა იმას, რომ „მშენებლობის …

„ხელოვნური კუნძულის“ პროექტის პრეზენტაცია ბათუმში – გაცემულია თუ არა მშენებლობის ნებართვა

დღეს, 3 სექტემბერს, ბათუმში „ხელოვნური კუნძულის“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პრეზენტაციაზე ხაზი გაუსვა იმას, რომ „მშენებლობის ნებართვა“ კომპანიამ უკვე მიიღო. თუმცა, არ დააკონკრეტა, რა სახის ნებართვა მიიღო კომპანიამ მაშინ, როცა „ხელოვნური კუნძულის“ პროექტთან დაკავშირებით, ჯერ გარემოზე ზემოქმედების კუთხით ოფიციალური დასკვნა არ არსებობს. „ძალიან ბევრი ეტაპია გავლილი შესწავლისა, ტექნიკური ზედამხვედლობის სამსახურმა ეკონომიკის სამინისტროში …

12,5 ჰექტარს ზღვაში ლოდებით ამოავსებენ – კუნძულის ნაპირდამცავი ჯებირი გზშ-ს გარეშე მოეწყობა

ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის გასწვრივ [ბარცხანის პლაჟზე] „ნაპირდამცავი ჯებირი“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ს] გარეშე აშენდება. ეს გადაწყვეტილება გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მიიღო. სამუშაოებს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ჩაატარებს, რომელიც ამ ტერიტორიის მიმდებარედ ხელოვნური კუნძულის მშენებლობას გეგმავს. „ნაპირდამცავი ჯებირის“ აშენება, დაახლოებით 12,5 ჰექტარ ფართობზე ზღვის ლოდებითა და ინერტული მასალით ამოვსებას გულისხმობს. ამ ლოდების შემოტანა კი სხვადასხვა კარიერებიდანაა დაგეგმილი. …

ხელოვნური კუნძულის მოსაწყობად ნაპირდამცავ ნაგებობას ააშენებენ – ნებართვის პროცედურა 

ბათუმში, ბარცხანის სანაპიროს გასწვრივ, „ნაპირდამცავი ჯებირის“ მშენებლობა იგეგმება, რომლის ფარგლებშიც 12,5 ჰექტარ ფართობზე ზღვას ხმელეთად გადააქცევენ. ეს ხელოვნური ნაგებობა კი, მთლიანად გააქრობს ბარცხანის პლაჟს. მშენებლობას შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ აპირებს, რომელიც აქ ხელოვნური კუნძულის მოწყობასაც გეგმავს. კომპანიამ „ჯებირის“ ასაშენებლად ნებართვის მიღების პროცედურა უკვე დაიწყო და სკრინინგის განცხადებით გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმართა. სააგენტომ უნდა მიიღოს სკრინინგის …

ზღვაში დაგეგმილ ხელოვნურ კუნძულს ღარიბაშვილმა „განსაკუთრებული ობიექტის“ სტატუსი მიანიჭა

შავ ზღვაში, ბათუმის სანაპიროსთან დაანონსებულ ხელოვნურ კუნძულს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა „განსაკუთრებული ობიექტის“ სტატუსი მიანიჭა. „შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის/ ნახევარკუნძულის მოწყობა და მასთან დაკავშირებული სამუშაოები,“ – ჩაწერა დადგენილებაში ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც განსაღვრავს „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებს“. 26 ივლსს ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილებაში „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა …

რა (არ)ვიცით ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე

რა ვიცით ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე? – ხელისუფლებამ 1 ლარად გადასცა 89 ჰექტარი ზღვა კომპანიას, რომელმაც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ ბათუმში კუნძულის აშენებას გეგმავს. ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა სპეციალურად ჩამოვიდა ბათუმში ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად. მანვე თქვა, რომ პროექტი 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებს. კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ კი გაავრცელა ვიდეოესკიზი იმის …

89 ჰექტარი ზღვაში 1 ლარად – ხელშეკრულების დეტალები

ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩაზე 89 ჰექტარი ზღვაში შპს „ბათუმი ამბასადორ აილენდს“ საქართველოს მთავრობამ სიმბოლურ ფასად – 1 ლარად და  65 წლიანი აღნაგობის უფლებით გადასცა. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა, სხვა პირობებთან ერთად ამ 1 ლარის გადახდის რამდენიმეპუნქტიან პირობასაც კი აწესებს და მკაცრად აფრთხილებს ინვესტორს, რომ საფასური არანაკლებ ერთი თვის ვადაში, უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა …

„კუნძულზე ბაითს ჩამადგმევინებ?“ – თორნიკე რიჟვაძეს პალმის რტოები და ბუშტები მიუტანეს

„კუნძულზე ბაითს ჩამადგმევინებ?“ – ამ და სხვა ტრანსპარანტებით დღეს, 21 სექტემბერს, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური ერთობის ახალგაზრდა წევრები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები თვლიან, რომ თორნიკე რიჟვაძე საზოგადოებას დასცინის, როცა ის ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე საუბრობს. „მსგავსი კი არა, უფრო დაბალი დონის პროექტებიც არ გვინახავს თორნიკე რიჟვაძისგან, ამიტომაც არ მჯერა ეს ირონიაა,“ – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის …

რიჟვაძის დაანონსებული კუნძული თამარის დასახლების გასწვრივ განიხილება

ბათუმში, ზღვაში ხელოვნური კუნძულის მოწყობის პროექტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დააანონსა, თუმცა მან არ დააკონკრეტა, კონკრეტულად ვინ და სად გეგმავს ხელოვნური კუნძულის მოწყობას. ცოტა ხნის წინ „ფეისბუქში“ გავრცელდა ბათუმში მოაზრებული ხელოვნური კუნძულის სავარაუდო რენდერები, რამდენიმე წუთის წინ კი იგივე ფოტოები აჭარის მთავრობის აპარატის უფროსმა, ჯაბა სურმანიძემ გამოაქვეყნა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წარწერით – „როგორი იქნება …

Exit mobile version