ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტენდზე სინდისის პატიმრები იქნებიან

საქართველოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წელს პირველად წარადგენს ახლად დაარსებული საქართველოს წიგნის ინდუსტრიის ასოციაცია. წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 15-19 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს სტენდზე სინდისის პატიმრების ფოტოები იქნება წარმოდგენილი. „2025 წლის ოქტომბერში ერთი წელი შესრულდება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებიდან, რომლის გამოცხადებულმა შედეგებმა ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. გაყალბებულ არჩევნებად მიჩნეული შედეგების გამოცხადებიდან ერთი თვის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის …

შეაჩერეს ცენზურის გამო მურაკამის გაყიდვა? – გამომცემლობის განმარტება

მომხმარებელი ფეისბუქში წერს, რომ ცენზურის კანონის გამო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე თვის წინ მიიღო, წიგნის მაღაზიათა ქსელიდან თანამედროვე იაპონელი მწერლის, ჰარუკი მურაკამის წიგნები ამოიღეს. სულაკაურის გამომცემლობა კი მურაკამის წიგნების გაყიდვის შეჩერებას ცენზურის კანონს არ უკავშირებს. „მურაკამი მოვიკითხე ბიბლუსში და რეგულაციების გამო ამოგვაღებინეს გაყიდვიდანო. გამაღვიძეთ ვინმემ“, – წერს ერთ-ერთი მკითხველი სოციალურ ქსელში. „ბათუმელები“ წიგნის მაღაზიათა ქსელ …

სულაკაურის გამომცემლობა აქციის მონაწილეებს წიგნებს ცოცხალი ჯაჭვით მიაწვდის

სულაკაურის გამომცემლობა საპროტესტო აქციაში მონაწილეებისთვის ბიბლიოთეკას მოაწყობს. ამის შესახებ გამომცემლობა ავრცელებს ინფორმაციას ფეისბუქზე და მოქალაქეებს სთხოვს, ცოცხალი ჯაჭვის შექმნაში მიიღონ მონაწილეობა. „გვჭირდება თქვენი დახმარება. 16:30 საათზე, სულაკაურის წიგნის მაღაზიიდან უნდა შევკრათ ცოცხალი ჯაჭვი, რომელიც წიგნებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე მიიტანს“- წერს გამომცემლობა. თბილისში საპროტესტო აქციები გუშინ, 17 ნოემბერს, განახლდა. მოქალაქეები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, …

ბათუმში სულაკაურის წიგნის მაღაზია გაიხსნა

გორგილაძის #27 – ამ მისამართზე გაიხსნა დღეს, 22 დეკემბერს, ბათუმში, სულაკაურის წიგნის მაღაზია. ეს გამომცემლობის რიგით მე-11, აჭარაში კი პირველი მაღაზიაა. „სულაკაურის გამომცემლობის“ დირექტორის, თინა მამულაშვილის თქმით, ბათუმში წიგნის მაღაზიის გახსნა დიდი ხანია იგეგმებოდა. „ჩვენი მიზანია, წიგნის კითხვა ადამიანებს ბავშვობიდანვე შევაყვაროთ და მიხარია, რომ აქ, ჩვენს საყვარელ ქალაქში ძალიან ბევრ ახალგაზრდას ვხედავ. გამომცემლობის მთავარი სურვილია, …

ბათუმში წიგნისა და განათლების პირველი გამოფენა გაიხსნება | ანონსი

24 მარტს ბათუმში, სპორტის სასახლეში, ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველი საერთაშორისო გამოფენა გაიხსნება. გამოფენის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა. ასევე, დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, მიიღონ სრული ინფორმაცია სასწავლო პროგრამების, სტიპენდიების, გრანტებისა და სტაჟირების შესახებ. გამოფენაში მონაწილეობს 40-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო დაწესებულება: უმაღლესი სასწავლებლები, კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციები და ფონდები, წიგნის …

წიგნის გარეშე დავრჩით – ათასობით მკითხველს არ ეუბნებიან, როდის გაიხსნება ბიბლიოთეკა ბათუმში

თითქმის ხუთი თვეა, რაც ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა მკითხველისთვის დაკეტეს. ითქვა, რომ შენობას გამაგრება სჭირდება, წიგნად ფონდს ალტერნატიულ შენობაში გადაიტანენ და მკითხველისთვის ისევ ხელმისაწვდომი იქნება. ასე არ მოხდა – წიგნებთან ხელი ისევ არ მიუწვდებათ ადამიანებს, ვინც რეგულარულად სარგებლობდა საჯარო ბიბლიოთეკით. ხუთის თვის გასვლის მიუხედავად, ბიბლიოთეკის დირექტორს ისევ არ აქვს პასუხი კითხვაზე, გამონახეს თუ არა ალტერნატიული შენობა …

როგორ ვიპოვოთ იკიგაი, გზა ბედნიერებისკენ – ღონისძიება ბათუმში

„იკი­გაი – გზა ბედ­ნი­ე­რე­ბის­კენ“ – ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელიც ბათუმში 9 აგვისტოს გაიმართება. იკიგაი იაპონური ცნებაა და არსებობის, ცხოვრების მიზეზს, საკუთარი დანიშნულების შეგრძნებას ნიშნავს. ამავე სახელწოდების წიგნი – „იკიგაი – ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრების იაპონური საიდუმლო“, ფრან­სესკ მი­რა­ლე­სი­სა და ჰექ­ტორ გარ­სიას ავტორობით, მსოფლიო ბესტსელერია და წელს თარგმნა ქართულად გამომცემლობა „პალიტრმა L-მა“, პროექტის – „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში. …

წიგნებს შეუძლია ბავშვების გადარჩენა – დაეხმარე „მოგზაურ ბიბლიოთეკას“

დავიბადე სოფელ დიდაჭარაში და მესამე კლასამდე ადგილობრივ საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. ბაღში არასდროს მივლია. ჩემი პირველი წიგნები სკოლის სახელმძღვანელოები იყო. არ მახსენდება ჩემთვის ზღაპრები წაეკითხათ. ზღაპრის წიგნებიც არ გვქონდა. გამუდმებით გავრბოდი სახლიდან – გავიპარებოდი და თვალის დახამხამებაში, სოფლის მეორე ბოლოში აღმოვჩნდებოდი ხოლმე. არ მიყვარდა სახლში ყოფნა. მეტიც – მძულდა! ჩემი გაპარვის ამბავი რომ მალე ვერ გაეგოთ, …

აჩუქე წიგნი სოციალურად დაუცველ ბავშვებს – აქცია ბათუმში 23 აპრილს გაიმართება

სოციალურად დაუცველი, ქუჩაში მყოფი და კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის ფონდი „იალქანი“ წიგნებს აგროვებს. წიგნების დატოვება თქვენი მინაწერით და ხელმოწერით ევროპის მოედანზე შეგიძლიათ 23 აპრილს, პარასკევს. 23 აპრილი იუნესკოს მიერ დაწესებული წიგნის საერთაშორისო დღეა. წიგნების დატოვება ევროპის მოედანზე დღის 3 საათიდან შეგიძლიათ საღამოს 7 საათამდე. ამ დროს „იალქნის“ წარმომადგენლები დღის ცენტრში დამზადებულ ხელნაკეთ ნივთებს გაყიდიან და …

ქალი, რომელმაც პარიზში ქართული გამომცემლობა დააარსა

2018 წლის ბოლოს პარიზში პირველი ქართული გამომცემლობა „Meduza/მედუზა“ დაარსდა, რომლის მიზანიც ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციაა. საწყის ეტაპზე გამომცემლობა ქართული საბავშვო ლიტერატურის ფრანგულენოვან თარგმანებს გამოსცემს. თითქმის 2 წლის განმავლობაში გამომცემლობამ უკვე 10 წიგნი გამოსცა, მათ შორის, ვაჟა-ფშაველას „სათაგური“/La souricière; „რწყილი და ჭიანჭველა“/La puce et la fourmi;  „გვრიტი“/Tourterelle; გიორგი კეკელიძის „თომას ზღაპრები“/Les contes de Thomas და ა.შ. Meduza …

სიღარიბეში მცხოვრები და-ძმა წიგნებს ითხოვს – სად შეგიძლიათ დატოვოთ ლიტერატურა

„როცა პროდუქტებს ვურიგებდი უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ოჯახებს, რამდენიმე ბავშვმა მთხოვა წიგნი, წავიკითხავდითო,“ – ამბობს საქველმოქმედო ფონდ „იალქნის“ ხელმძღვანელი, თიკო აბაშიძე. ეს ორგანიზაცია სოციალურად დაუცველ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან მუშაობს ბათუმში. თიკო აბაშიძის თქმით, მაგალითად, 13 წლის ანამ, რომლის შესახებ „ბათუმელები“ 4 აპრილს წერდა, „ჰარი პოტერი“ ითხოვა, მის ძმას კი, „ბეჭდების მბრძანებელი“ სურს. ანას პანდემიამდე ძირითადად …

რომელი წიგნები გაიყიდა ყველაზე კარგად წიგნის ფესტივალზე

2019 წლის თბილისის წიგნის ბაზრობაზე სამოცდაათმა გამომცემლობამ და სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა. ფესტივალს წელს ესტუმრნენ ფინელი მწერლები, შვედი გამომცემლები და გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის დელეგაცია; სხვადასხვა გამომცემლობის წარმომადგენლები: მარი კორინთელი (,,წიგნები ბათუმში“), ზვიად კვარაცხელია („ინტელექტი“, ,,არტანუჯი“) ნინო მჭედლიშვილი („დიოგენე“) და თინა კუხიანიძე (,,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“) წიგნებზე საუბრობენ, რომლებიც წლევანდელ ფესტივალზე იყო ბესტსელერები. ვიტოლდ გომბროვიჩი …

მშობლები თუ „მამაოები“ – ვინ ჩაშალა ქუთაისში მოსწავლეთა კონკურსი ერთი წიგნის გამო

კონკურსი „წიგნიერი“ ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებული კონკურსია, რომელიც მეხუთე წელია იმართება სხვადასხვა რეგიონში. წელს კონკურსი თბილისში, ამბროლაურში, ბათუმსა და თელავში ჩატარდა, ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში კი ჩაიშალა. კონკურსში მონაწილეობა X-XI კლასის მოსწავლეებს შეეძლოთ. მათ სამი შერჩეული ნაწარმოების მიხედვით ესეების დაწერა ევალებოდათ. წელს შერჩეული ნაწარმოებები იყო რადეკ იონის „Memento”, ზურა ჯიშკარიანის „საღეჭი განთიადები უშაქროდ“ და ფრედერიკ ბეგბედერის …

მოგზაურობა და ცხოვრება წიგნებთან ერთად – ორი ბუკინისტის ამბავი

ბათუმში სულ რამდენიმე ბუკინისტური მაღაზიაა, ერთ-ერთი ყველაზე ძველი – ქუთაისის ქუჩაზე მდებარეობს. 80 წლის ნელი ცინცაძე, რომელმაც წიგნების მაღაზია დაახლოებით 30 წლის წინ გახსნა, ამბობს, რომ ახლა მის ბუკინისტურ მაღაზიას იშვიათად სტუმრობენ, 39 წლის მიხეილ მამულაშვილი კი, რომელიც წიგნებს ბათუმის იახტკლუბთან, უკვე მეოთხე წელია საკუთარ მანქანებში ყიდის მყიდველის ნაკლებობას არ უჩივის. ნელი ცინცაძე ბათუმში მაშინ …

თებერვალში საკითხავი 10 ბესტსელერი

2019 წლის დასაწყისისთვის ყველაზე პოპულარულ წიგნებს შორის არის როგორც უცხოურიდან თარგმნილი, ასევე, ქართულენოვანი წიგნები. აქტიური მკითხველები ხშირად ბესტსელერებს სკეპტიკურად უყურებენ და რეალურადაც ყველას საუკეთესო წიგნების საკუთარი სია აქვს. თუმცა თუ  ქართველი მკითხველის არჩევანს ენდობით, მაშინ ამ ათეულიდანაც აარჩევთ რამეს წასაკითხად. გამომცემლობების – „ინტელექტი”, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, „დიოგენე” და „წიგნები ბათუმში”  – ინფორმაციით, 2019 წლის თებერვლის …

წიგნები მატარებლის მგზავრებს

თბილისიდან ბათუმის მიმართულებით წიგნებით დატვირთული მატარებელი გავიდა. უჩვეულო ბიბლიოთეკის პრეზენტაცია მწერლებმა გელა ჩარკვიანმა და გურამ მეგრელიშვილმა  გამართეს. Stadler Kiss ორსართულიან მატარებელში პირველ ეტაპზე გამომცემლობა „არტანუჯისა“ და „ინტელექტის“ წიგნები განთავსდა. რკინიგზას წიგნები ასევე გადასცეს  „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“, „სისტეამ“,  „გამომცემლობა შემოქმედი ანგელოზი“, „ილიაუნის გამომცემლობამ“, „წიგნები ბათუმში“ და სხვა.  პროექტში აქტიურად ჩაერთო საქართველოსპარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც მგზავრებს შესთავაზებს სხვადასხვასახის ლიტერატურას. „მგზავრების კომფორტზე ზრუნვა, საქართველოს რკინიგზისთვის ერთ-ერთი …

„გურული დღიურები” უკრაინულად გამოცემული წიგნების ტოპ ხუთეულშია

გიორგი კეკელიძის „გურული დღიურები” უკრაინულად გამოცემული წიგნების ტოპ ხუთეულში მოხვდა. წიგნი უკრაინულ ენაზე თარგმნა რაულ ჩილაჩავამ. „გურული დღიურები” ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით გამოიცა უკრაინულ ენაზე და გამომცემლობა Charitable Found ‘The Literary Initiatives Foundation-მა გამოსცა. წიგნების უკრაინული ხუთეული ეგტოზიკური, დოკუმენტური პროზისგან შედგება და გარდა გურიის ამბებისა პარიზის, სარაევოს, სამხრეთ ამერიკის უცნაურ ისტორიებს გვიამბობს. „გურული დღიურები“ …

ფესტივალის ხუთი საუკეთესო წიგნი პაატა შამუგიასგან

თბილისის წიგნის ფესტივალი წელს მეოცედ გაიმართა, ოთხდღიან ფესტივალს ყოველწლიურად 50 000-ზე  მეტი ადამიანი სტუმრობს. ფესტივალი საუკეთესო დროა გამომცემლობებისთვის ლიტერატურული წლის შესაჯამებლად, მკითხველებისთვის კი ახალი ავტორებისა და ტექსტების აღმოსაჩენად. ოთხდღიანი ლიტერატურული დღესასწაულიდან ყველას საკუთარი რჩეული აქვს. პაატა შამუგია თავის ხუთეულზე გვიამბობს, წიგნებზე, რომლებიც ფესტივალზე შეიძინა, წაკითხვა უკვე  მოასწრო და არ დაეზარა თითოეულ მათგანზე შთაბეჭდილებებიც გაეზიარებინა: ზურა ჯიშკარიანი …

ციხეში დაწერილი 8 წიგნი

მსოფლიო ლიტერატურაში არაერთი წიგნია, რომელიც ციხეში დაიწერა, მათ შორის ბევრია ისეთი, ყველას თუ არ წაუკითხავს – გაუგია მაინც. დონ კიხოტი – მიგელ დე სერვანტესი ესპანელი მწერალი, მიგელ დე სერვანტესი სამეფო არმიაში ინტერდანტად მსახურობდა, რაც ჯარის ნაწილების სურსათით, ტანისამოსითა და სხვა საჭირო ნივთებით მომარაგებას გულისხმობდა. ამ ყველაფრის შესაძენი ფული მან ბანკირს ანდო, რომელიც ჯარისთვის განკუთვნილ ფულთან …

ქართულ ენაზე 14 უცხოელი მწერლის წიგნი გამოიცემა

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის პროექტის ფარგლებში, „უცხოური ლიტერატურა ქართულ თარგმანებში“ 14 უცხოელი ავტორის ტექსტი გამოიცემა. წიგნის ეროვნული ცენტრის ეს პროგრამა ქართველი გამომცემლებისთვისაა, რომლებსაც უცხოური ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნა სურთ. პროგრამა რამდენიმე წელია მოქმედებს და გამომცემლობებსა და ქართველ მთარგმნელებს ყოველ წელს ეძლევათ კონკურსში მონაწილეობის საშუალება. წიგნის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ შერჩეულ უცხოელ ავტორთა ეს ტექსტები ქართულ …

მშობლის სევდა

მეღვიძება, ღამეა, ბნელა, რატომ მაღვიძებენ, ჯერ ხომ არ გათენებულა, არადა მაღვიძებენ, გვერდით ოთახში მაღვიძარა რეკავს, ესე იგი, გათენდა. წამოვჯექი საწოლზე, ფარდას სწევს დედა, იასამნისფერი შუქი შემოდის ოთახში, თენდება, ნივთებს ვარჩევ, ჩემს ოთახში ვარ, დიდი ხანი არაა, რაც საკუთარი ოთახი მაქვს, პირადი სივრცე. ძალიან მიხარია, ამერიკელი თინეიჯერი მგონია თავი, შევიკეტები ოთახში და არ გამოვდივარ, მეგობრებსაც ოთახში …

როცა წერა ნევროზს ემსგავსება – ანა კორძაია-სამადაშვილის ბოლო წიგნი

სამუშაო დღეებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თუ ჩაივლით და ვერანდას ახედავთ, აუცილებლად დაინახავთ ქალს, რომელსაც სტუდენტები შემოუკრებია მაგიდის გარშემო და მაგარ, ძალიან მაგარ ამბებს უყვება. ეს ქალი ანა კორძაია-სამადაშვილია, რომელიც მალე მეხუთე წიგნს, ამჯერადაც რომანს შესთავაზებს ერთგულ მკითხველს. ანა ერთ-ერთი პირველი ქალი ავტორია, რომელმაც ფსევდონიმით, სოფიო კირვალიძის სახელით დაიწყო მოთხრობების გამოქვეყნება, მისი თქმით, ძალიან მაგარ გოგოებზე, …

საუკეთესოდ ილუსტრირებული წიგნები

კითხვისას მთავარი თითქოს მხოლოდ ტექსტია, მაგრამ სანამ წიგნები ჩვენამდე იმ სახით მოვა, რა სახითაც მაღაზიის თაროებზე ვხედავთ, უამრავი ადამიანის შრომაა საჭირო. რედაქტორებს, კორექტორებს, დამკაბადონებლებს, ყდის დიზაინერებსა და ილუსტრატორებს ბევრი ფიქრი უწევთ, როგორ შეფუთონ ტექსტი საინტერესოდ და კითხვის პროცესი დაუვიწყარ სიამოვნებად აქციონ. შევჩერდეთ ილუსტრატორებზე. იშვიათად, მაგრამ ისეთი წიგნებიც არსებობს, რომელთა ავტორები და მხატვრები ერთი და იგივე ადამიანები …

წიგნები 50%-მდე ფასდაკლებით ევროპის მოედანზე გაიყიდება

წიგნები 50 %-მდე ფასდაკლებით ბათუმში, ევროპის მოედანზე, 22 და 23 ივნისს გაიყიდება. აქციის – „მოიზღვავე წიგნების“ ფარგლებში 8 გამომცემლობის წიგნების შეძენაა შესაძლებელი. გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობენ გამომცემლები: „წიგნები ბათუმში“, „აზრი“, „არეტე“, „არტანუჯი“,„დიოგენე“, „ინტელექტი“, „ლოგოს პრესი“ ,„ლაზარე. “ წიგნების გამოფენა-გაყიდვას ბათუმში უკვე მეორე წელია წიგნების გამავრცელებელი კომპანია „ირიათონი“ აწყობს მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით. აქცია ევროპის მოედანზე დილის 12-დან საღამოს 8 საათამდე …

წიგნები ემიგრანტებისთვის – საიას აქცია ბათუმში

2 ივნისს, 15:00 საათზე, ბათუმის საზაფხულო თეატრში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) გამართავს ღონისძიებას – „წიგნები საქართველოდან ემიგრანტებისთვის“. კამპანიის მიზანია წიგნების შეგროვება და გაგზავნა ემიგრანტებისთვის სხვადასხვა ქვეყანაში. წიგნები შეგროვდება თეატრის ფოიეში. „გელოდებით თქვენ  მიერ შერჩეული წიგნით, რომლის გაგზავნასაც ისურვებდით ემიგრანტებისათვის (სასურველია, თქვენივე მიძღვნით/წარწერით)“ – აღნიშნულია საიას პრესრელიზში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ამ კამპანიის იდეა გაჩნდა საიას მიგრაციის პროექტის …

სამი საუკეთესო წიგნი 2016 წელს – მარი კორინთელის არჩევანი

  გამომცემლობის – „წიგნები ბათუმში” ერთ-ერთი დამფუძნებელი მარი კორინთელი თავის არჩევანს გვიზიარებს.  „ყვავილები ელჯერნონისთვის“ – დენიელ კიზი  წლის წიგნად დავასახელებ 2016 წლის ბესტსელერს – „ყვავილები ელჯერნონისთვის“.  ეს არის სპეციალური საჭიროების მქონე მამაკაცის ისტორია, რომელიც თავის ამბავს პირველ პირში გვიყვება. თავდაპირველად ის  6 წლის ბავშვის განვითარების დონეზეა, შემდგომ მას ტვინის ოპერაცია უტარდება , რის შედეგადაც მისი IQ …

2016 წლის საუკეთესო წიგნები ქართულ ენაზე – პაატა შამუგიას რეკომენდაცია

პოეტი, “საბას” ორგზის ლაურეატი პაატა შამუგია საკუთარ არჩევანს გვიზიარებს.  პაატა შამუგია: „Einmal ist keinmal – ეს გერმანული ანდაზა დაახლოებით ასე ითარგმნება: რაც ერთხელ მომხდარა, ის მომხდარად არ ითვლება. წიგნებზეც ეგრეა – რაც ერთხელ წაგვიკითხავს, ის წაკითხულად არ ითვლება. ნამდვილი კითხვა და წიგნის ფსკერზე ჩასვლა იწყება მეორე წაკითხვიდან. თუმცა, მაგალითად, მილორად პავიჩი მიიჩნევდა, რომ წიგნები „ერთნახევარჯერ …

ყველაზე პოპულარული წიგნები ბათუმში

ზაფხული კარგი დროა წიგნების წასაკითხად. იმის გასარკვევად, თუ რა წიგნებზეა მოთხოვნა ბათუმში, წიგნების ადგილობრივ მაღაზიებს მივმართეთ. მაღაზიია – „წიგნები ბათუმში“ დამფუძნებელი ირაკლი ბაკურიძე ამბობს, რომ 2016 წლის მონაცემებით, მათთან ყველაზე რეიტინგული წიგნებია ჰარპერ ლის „მიდი დაააყენე დარაჯი“ და დენიელ კიზის „ბილი მილიგანის მრავალი გონება“. ირაკლი ბაკურიძე ამბობს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ასევე ყველაზე გაყიდვადი …

შესაძლოა, 6 მაისის პარკში „მინიბიბლიოთეკის ყუთი“ განთავსდეს

გამომცემლობა „რადარამი“ ბათუმში, 6 მაისის პარკში „მინიბიბლიოთეკის ყუთის“ დადგმას გეგმავს. როგორც „ბათუმელებს“ გამომცემლობის დისტრიბუციის კოორდინატორმა, დათო სიხარულიძემ უთხრა, პარკის ადმინისტრაციასთან წინასწარი კონსულტაციები უკვე გაიარეს და მალე ოფიციალურადაც მიმართავენ. „ეს იქნება „მინიბიბლიოთეკის ყუთი“, სადაც ჩვენი და სხვა გამომცემლობის წიგნები განთავსდება. ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება მივიდეს და აიღოს სასურველი წიგნი, წაიკითხოს და დააბრუნოს, ან სახლში წაიღოს და სხვა წიგნი დატოვოს …

„წიგნის კუთხე“ – მეოთხედფინალის I-II თამაში [ვიდეო]

25 აპრილს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში, ინტელექტუალური კონკურსის – „წიგნის კუთხე“ პირველი და მეორე მეოთხედფინალური თამაშები ჩატარდა. მონაწილე გუნდები თამაშობდნენ შემდეგი ხუთი ძირითადი ლიტერატურული ნაწარმოების ირგვლივ: მიხეილ ბულგაკოვი – „ოსტატი და მარგარიტა“; ილია ჭავჭავაძე – „კაცია ადამიანი?!“; რიჩარდ ბახი – „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“; ალბერ კამიუ – „უცხო“; ბერტოლტ ბრეხტი – „კავკასიური ცარცის წრე“. პირველი …

გიორგი კეკელიძის წიგნის პრეზენტაცია ბათუმში [ფოტო]

დღეს ბათუმში, კაფე „გარდენსში“ გიორგი კეკლიძის წიგნის „ორი თავგადასავალი“ პრეზენტაცია შედგა. წიგნი გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ გამოსცა. “ეს გურული ბიჭის თავგადასავალია. ერთი მხრივ – თბილისი. სტუდენტური ქალაქი. დედის წერილები. ოთხმოცდაათიანი წლები. კრიმინალური საძმო. ფიზიკის ინსტიტუტი. სისხლი. ფული. შურისძიებები. პოსტსაბჭოთა საქართველოს ნაცნობი ნიშნები. მეორე მხრივ – სიკვდილზე და სიცოცხლეზე დაკვირვება, სიყვარულთან გაუცხოება, ვერახდენილი ოცნებები, წარსულის შიში, საზღვრებთან …

გიორგი კეკელიძის ახალი წიგნის პრეზენტაცია ბათუმში

კვირას, 23 იანვარს, ბათუმში, 19 საათზე, კაფე „გარდენსში“ გიორგი კეკელიძის ახალი წიგნის პრეზენტაცია გამართება, რომელსაც წიგნის ავტორიც დაესწრება. “ორი თავგადასავალი“ – ასე ეწოდება გიორგი კეკელიძის ახალ რომანს. “ეს გურული ბიჭის თავგადასავალია. ერთი მხრივ – თბილისი. სტუდენტური ქალაქი. დედის წერილები. ოთხმოცდაათიანი წლები. კრიმინალური საძმო. ფიზიკის ინსტიტუტი. სისხლი. ფული. შურისძიებები. პოსტსაბჭოთა საქართველოს ნაცნობი ნიშნები. მეორე მხრივ – …

აქცია გენერალ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე წიგნების მაღაზიაში

 

ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე მდებარე წიგნის მაღაზიას ახალი შემოთავაზება აქვს: მყიდველს, რომელიც წიგნს შეიძენს, შეუძლია ამ წიგნის  ღირებულების 10%-ის ფარგლებში შეარჩიოს სხვა წიგნი ან მისთვის სასურველი საკანცელარიო ნივთი და მიიღოს იგი საჩუქრად. აქცია 19 ნოემბერს დაიწყო და 24 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

 

“წიგნები ბათუმში” თებერვალში შვიდ წიგნს გამოსცემს

 

გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ 2015 წლის თებერვალში ერთდროულად შვიდ წიგნს გამოსცემს. ფილიპ დიკის „კაცი მაღალ კოშკში“, დენიელ კიზის „ყვავილები ელჯერნონისათვის“, ბორის და არკადი სტრუგაცკების „ძნელია ღმერთობა“, როალდ დალის „არაჩვეულებრივი ბატონი ფოქსი“, მორის დრიუონის „მწვანეთითება ტისტუ“ და კეტრინ პეტერსონის „ხიდი ტერაბითიაში“ შეძენა მყიდველებს თებერვლის ბოლოს შეეძლებათ.  

ძალიან საშიში მისტერ მერსედესი

 

„მისტერ მერსედესი“ სტივენ კინგის ბოლო წიგნია. ასეთი პოპულარული ავტორის მორიგი წიგნის გამოსვლა ქართულ ენაზე,  თავისთავად, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, თუმცა „მისტერ მერსედესის“ გამოსვლა სხვა რამის გამოა ძალიან მნისვნელოვანი – კინგის ეს წიგნი მხოლოდ გასულ თვეში გამოვიდა აშშ-ში, სულ რაღაც ერთ თვეში კი გამოიცა მისი ქართულენოვანი ვარიანტი. ეს უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია ქართულ საგამომცემლო საქმეში –  აქამდე მსოფლიო ბესტსელერების თარგმნის ტემპი არც ისე სწრაფი იყო. 

რატომ არ შეიძლება ჯაფარას მოკვლა

 

ყველაზე რთული იმ წიგნებზე წერაა, რომელიც სულის შეგუბებამდე გიყვარს და რომლებმაც მართლა რაღაც შეცვალეს შენს ცხოვრებაში.  ეს ის წიგნებია, რომლებიც სულ გახსოვს, ძილშიც, ღვიძილშიც, გასაჭირშიც და უზომოდ ბედნიერებისასაც.

Exit mobile version