<!** Image 1 align="left" alt="ირაკლი ბაკურიძე, მარი კორინთელი " sub="ირაკლი ბაკურიძე, მარი კორინთელი " width="350" height="576" >დიდხანს ვფიქრობდით, რომელ წიგნზე დაგვეწერა პირველად, ბოლო პერიოდში გამომცემლობები გვანებივრებენ ახალი თარგმანებით და არჩევანის გაკეთება არც ისე ადვილია. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ, ჯონ მაქსველ კუტზეეს რომანის, „სირცხვილის“ შესახებ გიამბოთ, ორი მიზეზის გამო. პირველი ისაა, რომ კუტზეე, მიუხედავად მისი ნობელიანტობისა, შედარებით ნაკლებად პოპულარულია ქართველ მკითხველში. მეორე მიზეზი კი სამხრეთაფრიკული და ქართული საზოგადოების პრობლემების მსგავსებაში მდგომარეობს.