რეკლამა,სიახლეები

წიგნები მატარებლის მგზავრებს

26.12.2018
წიგნები მატარებლის მგზავრებს

თბილისიდან ბათუმის მიმართულებით წიგნებით დატვირთული მატარებელი გავიდა. უჩვეულო ბიბლიოთეკის პრეზენტაცია მწერლებმა გელა ჩარკვიანმა და გურამ მეგრელიშვილმა  გამართეს. Stadler Kiss ორსართულიან მატარებელში პირველ ეტაპზე გამომცემლობა „არტანუჯისა“ და „ინტელექტის“ წიგნები განთავსდა.

რკინიგზას წიგნები ასევე გადასცეს  „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“, „სისტეამ“,  „გამომცემლობა შემოქმედი ანგელოზი“, „ილიაუნის გამომცემლობამ“, „წიგნები ბათუმში“ და სხვა.  პროექტში აქტიურად ჩაერთო საქართველოსპარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც მგზავრებს შესთავაზებს სხვადასხვასახის ლიტერატურას.

„მგზავრების კომფორტზე ზრუნვა, საქართველოს რკინიგზისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია,  აღნიშნული პროექტით მგზავრებს საშუალება ექნებათ მათთვის საინტერესო წიგნები წაიკითხონ,  რაც ერთის მხრივ წიგნის და კითხვის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, მეორეს მხრივ კი მგზავრობის პროცესს უფრო სასიამოვნოს გახდის.  ბიბლიოთეკებისთვის წიგნების შეგროვება  მთელისაქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდაქუთაისიბათუმიოზურგეთი ეს ის რკინიგზის  სადგურებია სადაც მოხალისეებმაავტორებმა და გამომცემლობებმა  წიგნები მოიტანეს.  

 მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ასეთ  მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობისთვის. მიხარია რომ წინასაახალწლოდ  სასიამოვნო საჩუქარი გავუკეთეთ მგზავრებს და იმედი მაქვს ჩვენი მოძრავი ბიბლიოთეკის საშუალებით მგზავრები თავიანთ წიგნებსაც გაუზიარებენ ერთმანეთს. ნებისმიერ მგზავრს შეუძლია საკუთარი წიგნი დატოვოს სხვა მგზავრისთვის“ – აცხადებს სს საქართველოს რკინიგზის ფილიალ მგზავრთა გადაყვანის დირექტორი დაჩი ცაგურია.

აღსანიშნავია, რომ მოძრავი ბიბლიოთეკა  სხვადასხვა გემოვნებისა და ასაკის მკითხველზეა გათვლილი.

„ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა. საგანგებოდ ისეთი წიგნები შევარჩიეთ, რომელსაც 5 საათის განმავლობაში მგზავრი ადვილად წაიკითხავს. წარმოდგენილი ლიტერატურა ჟანრობრივად მრავალფეროვანია.  უცხოელი ტურისტების ფაქტორიც გავითვალისწინეთ და სწორედ ამიტომ წიგნებს ინგლისურ და რუსულ ენაზეც ვთავაზობთ მკითხველებს. შევარჩიეთ ახალი გამოცემები და თაროებს ხშირად განვაახლებთ როგორც თანამედროვე ქართული ლიტერატურით, ისე თარგმანებით – აცხადებს ზვიად კვარაცხელია  გამომცემლობა “ინტელექტისა” და “არტანუჯის” მთავარი რედაქტორი.

სულ მალე ბიბლიოთეკა მაგისტრალური მიმოსვლის ყველა მატარებელში მოეწყობა. საქართველოს რკინიგზა  ბედნიერ და საინტერესო მგზავრობას გისურვებთ!

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: