„დაახლოებით 20 წლის წინანდელ მდგომარეობაში გვაყენებს“ – მკაფიოა უფლებადამცველი ანა თავხელიძის შეფასება ირაკლი კობახიძის ახალ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველომ შესაძლოა სტამბოლის კონვენცია დატოვოს. ამ კონვენციაზე მიერთებით სახელმწიფომ თქვა, რომ ის ქალების ჩაგვრაზე თვალს აღარ დახუჭავს… „ქალები ის ჯგუფია, ვინც ყველაზე ხშირად გამოდიან ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ და ძალიან მძაფრად იბრძვიან. შესაბამისად, ქალების ყურადღების გადატანა მათ სჭირდებათ …
Tag Archives: ქალთა უფლებები
„მზია ამაღლობელის შეუპოვრობა და სიმტკიცე 8 მარტის სიმბოლოა“ – მედიის ადვოკატირების კოალიცია
„მზია ამაღლობელის შეუპოვრობა და სიმტკიცე 8 მარტის სიმბოლოა. უკვე მეორე წელია 8 მარტი საქართველოში პირველი სინდისის პატიმარი ქალის, მზია ამაღლობელის სულისკვეთებით არის შთაგონებული,“ – აღნიშნულია „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ მიერ დღეს, 8 მარტს გავრცელებულ განცხადებაში. „მზია განასახიერებს ქალებს, რომლებიც არ ნებდებიან და საკუთარი პრინციპების ერთგულებით, ჩაგვრასა და ძალადობასთან დაპირისპირების ისტორიას ქმნიან. 8 მარტი სოციალური ტრანსფორმაციის სიმბოლოა, …
როგორ აისახა ავტორიტარული ტენდენციები? – „ოცნება“ კიდევ უფრო ზღუდავს ქალების შესაძლებლობებს“
„ქართული ოცნება“ გენდერული თანასწორობის მრავალი გამოწვევის დაძლევის ნაცვლად, თავად იყენებს გენდერულ სტერეოტიპებს, დეზინფორმაციას და შეურაცხყოფას, როგორც ძალაუფლების გამყარების იარაღს,“ – აღნიშნულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ დღეს, 8 მარტს გავრცელებულ განცხადებაში. 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. საია დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში მიმოიხილავს, როგორ გაუარესდა ბოლო წლებში ქალთა უფლებების დაცვის მდგომარეობა საქართველოში, როცა „ქართული ოცნება“ პრობლემების მოგვარების …
საქართველო 8 მარტს ქალთა უფლებრივი მდგომარეობის მკვეთრად გაუარესებული გარემოთი ხვდება – საია
„სამწუხაროდ, სახელმწიფო ქალთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული მრავალი გამოწვევის წინააღმდეგ ეფექტიანი ზომების მიღების ნაცვლად, მიზანმიმართულად აუარესებს გენდერული თანასწორობის კანონმდებლობას და ღიად ახალისებს ქალთა მიმართ გენდერულად მოტივირებული ძალადობის ისეთ ფორმებს, როგორიცაა სექსუალური შევიწროება. აღნიშნული საგანგაშო ტენდენცია მჭიდრო კავშირშია საქართველოში „ქართული ოცნების“ მიერ ხელისუფლების მიტაცებასთან, ავტორიტარული მმართველობის გაძლიერებასთან, მკვეთრ დემოკრატიულ უკუსვლასთან და ადამიანის უფლებების სისტემურ, მძიმე დარღვევებთან,“- …
ბათუმში „თანასწორობის კუთხის“ გახსნაზე მწერალი ნესტან ნენე კვინიკაძე ქალთა უფლებებზე ისაუბრებს
2025 წლის 20 თებერვალს, ბათუმში, „თავისუფალ სივრცეში“ გაიხსნება „თანასწორობის კუთხე“ ინიციატივის – „დაე იკითხოს თავისუფლებამ“ – ფარგლებში. გახსნის ღონისძიებაზე, „თავისუფალ სივრცეში“, ზვიად გამსახურდიას 6 ნომერში, 20 თებერვალს, 15 საათზე, გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე, ქალების და გოგოების გაძლიერებასა და უფლებებზე ისაუბრებს მწერალი ნესტან ნენე კვინიკაძე. ღონისძიების მოდერატორი გამომცემლობა „ინტელექტის“ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი და გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის …
ქალი 30 სული პირუტყვით მთაში – „გაყინვა მელის, არ მაქვს ბოსელი და არც სახლი“ | ვიდეო
„სიღარიბეში გავიზარდე და ვიცი, რომ ძალიან ძნელია სიღარიბე. როცა ბავშვები კანფეტს ჭამდნენ და ქაღალდს აგდებდნენ, ავიღებდი და ვყნოსავდი, რა კაი სუნი აქვს-მეთქი. ამის თავიდან აცილება მინდოდა. არ მინდოდა, რომ უბრალოდ მეარსება. მეც მინდოდა მქონოდა ის კანფეტი. სწორედ ამისთვის ვიბრძვი. ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ეს ყველაფერი მეთქვა. უბრალოდ, სხვა გზა არ მაქვს. წელს მე აქ …
„ძმამ მითხრა, ქონება ბიჭისააო და ჩემს სახლში ვეღარ შევდივარ“ – 75 წლის ქალი 9 წელია სამართალს ეძებს
„ძმამ მითხრა, ქონება მარტო ბიჭს ეკუთვნისო და ჩემზე ფიზიკურად რამდენჯერმე იძალადა, სახლში ვეღარ შევდივარ,“ – ამბობს 75 წლის ლიანა გიორბელიძე. სმენადაქვეითებულ, მარტოხელა ქალს აღარ სურს დაბრუნდეს სახლში, რომლის ერთ-ერთი მესაკუთრეც [50%] თავადაა. სახლი ბაგრატიონის ქუჩაზეა და იგი საზიაროა ძმასთან. ლიანა გიორბელიძე ქონების თანაბრად გაყოფას ითხოვს და ამბობს, რომ მოძალადე ძმასთან ცხოვრება აღარ სურს. დაპირისპირება და-ძმას …
შეიცვალოს გაუპატიურების მოძველებული განმარტება – ქალთა მოძრაობა
ქალთა მოძრაობა 8 მარტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოითხოვს, შეიცვალოს გაუპატიურების დეფინიცია კანონში. ქალთა მოძრაობის განცხადებით, საქართველოში, სადაც სექსუალური ძალადობა გენდერული ძალადობის ყველაზე ფარული ფორმაა, საქართველოს კანონმდებლობა აცდენილია საერთაშორისო სტანდარტებს და საუკეთესო პრაქტიკას. „წლებია, ქალთა მოძრაობა ვითხოვთ, შეიცვალოს გაუპატიურების მოძველებული დეფინიცია (სსკ-ის 137-ე მუხლი) და, სტამბოლის კონვენციის შესაბამისად გაუპატიურებად განისაზღვროს მსხვერპლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა …
Continue reading “შეიცვალოს გაუპატიურების მოძველებული განმარტება – ქალთა მოძრაობა”
ათასობით ქალი ემიგრაციაშია, რათა ოჯახები არჩინონ – გაერო ქალთა დღეს ეხმიანება
„გაზარდე ინვესტიციები ქალებისთვის, დააჩქარე პროგრესი“ – ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაეროს ქალთა ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „ახლა, როდესაც მსოფლიო არაერთი კრიზისის წინაშე დგას, გენდერული თანასწორობის მიღწევა კიდევ უფრო გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. ბოლო ათწლეულების პროგრესის მიუხედავად, სრული თანასწორობის მიღწევა კვლავაც შორეული პერსპექტივაა. თუ პროგრესი ამჟამინდელი ტემპით გაგრძელდება, გლობალურ დონეზე სრული სამართლებრივი თანასწორობის მიღწევას შეიძლება, 300 წელი …
Continue reading “ათასობით ქალი ემიგრაციაშია, რათა ოჯახები არჩინონ – გაერო ქალთა დღეს ეხმიანება”
ირანელმა ნობელის პრემიის ლაურეატმა ციხეში შიმშილობა დაიწყო
მედიის ცნობით, პატიმრობაში მყოფმა ირანელმა უფლებადამცველმა, ნობელის პრემიის წლევანდელმა ლაურეატმა მშვიდობის დარში, ნარგეს მოჰამადიმ შიმშილობა დაიწყო. BBC-ის ინფორმაციით, 51 წლის მოჰამადი მისთვის და სხვა ირანელი მოქალაქეებისთვის სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმასა და ჰიჯაბის ტარების სავალდებულო კანონს აპროტესტებს. მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ნარგეს მოჰამადის გულისა და ფილტვების დაავადების გამო გადაუდებელი მკურნალობა სჭირდება, პროკურატურა მის საავადმყოფოში გადაყვანაზე …
Continue reading “ირანელმა ნობელის პრემიის ლაურეატმა ციხეში შიმშილობა დაიწყო”
ტირილი საკუთარ ქორწილში – რას გლოვობს მეხოშის „პატარძალი“
მეხოშის „პატარძალს“ თვალები ცრემლით აქვს სავსე, ყელზე კი რკინის მსხვილი ჯაჭვი უკეთია. პატარძლის ძირს დახრილ თვალებში სევდა და ტკივილია – სწორედ ასეთი სახე აქვს გოგონების ნაადრევ და იძულებით ქორწინებას. ეს სახე არაერთხელ უნახავს 16 წლის მეხოშ გუსეინოვას თავის სოფელში. იცის, რას განიცდიან გოგონები, როცა მშობლები სკოლაში წასვლას უკრძალავენ და წიგნების ნაცვლად ოჯახის ტვირთს ჰკიდებენ. მძიმე …
Continue reading “ტირილი საკუთარ ქორწილში – რას გლოვობს მეხოშის „პატარძალი“”
მუდმივი მალვა, ძალადობა და სიღარიბე – სექსმუშაკი ქალები საქართველოში
„19 წლის გავთხოვდი, ქმარი სვამდა და მცემდა… მუდამ შარზე იყო, რამდენჯერ გავუგდივარ ღამით თოვლსა და წვიმაში გარეთ, მერე ჩუმად ვიპარებოდი ბავშვებთან; მშობლებთან დაბრუნებულს მითხრეს, უნდა მოითმინოო. ფსიქოლოგიურად ძალიან მიჭირდა, საკუთარ თავში ჩავიკეტე… გამიჭირდა გაჩერება, წასასვლელი კი არსად მქონდა… ნაცნობმა გოგომ, თურქეთში, ეს სამუშაო შემომთავაზა“, – ჰყვება ირინა ბათუმიდან, ის ახლა 46 წლისაა და 15 წელია …
Continue reading “მუდმივი მალვა, ძალადობა და სიღარიბე – სექსმუშაკი ქალები საქართველოში”
როცა შვილმა სახლიდან გამოგაგდო, სასამართლომ კი ბაჟის გადაუხდელობის გამო საქმე არ მიიღო
„აივანზე შემასახლეს, რომელიც სულ 3 კვადრატული მეტრია,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები პენსიონერი ქალი. ნანა ბ. სასამართლოში ბინის დაბრუნებას ითხოვს, მაგრამ ვერ იხდის სასამართლო ბაჟს – 3 ათასს ლარს, რის გარეშეც მის სარჩელს არ განიხილავენ. „ბათუმელები“ ორ კონკრეტულ საქმეს გაეცნო, სადაც უკვე პენსიონერი დედები საკუთარი შვილების წინააღმდეგ დავობენ სასამართლოში. ორივე შემთხვევაში დავის საგანი საცხოვრებელი ბინაა, რომელიც …
უთქმელი ამბები, რომლებიც ქალებს გუდავს
ვიცი, რომ 40 წლისაა. ვიცი, რომ 15 წლის გაათხოვეს, 25 წლის კაცს გაურიგეს. ვიცი, რომ ორი შვილი ჰყავს. ისიც ვიცი, რომ ქმარს გაშორდა, მაგრამ არასდროს მიკითხავს როდის ან რატომ. სიტყვას მოვაყოლე, რომ ჩემი საბაკალავრო ნაშრომი სოფლად მცხოვრებ ქალებს ეხება და ერთგან იმასაც ვიკვლევ, შეიცვალა თუ არა სოფელში ქალების ცხოვრება ბოლო წლების განმავლობაში. ჩემი აზრიც ვუთხარი …
რუსული კანონი იმოქმედებს ყველაზე დაუცველ ქალებსა და ბავშვებზე – მიმართვა ნინო წილოსანს
„ყველა მიღწევა და ყველა აგური, რომელიც დაიდო გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების გზაზე, ფუჭად ჩაივლის, თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს ინიციირებულ რუსულ კანონს” – წერენ ქალთა ორგანიზაციები სპეციალურ მიმართვაში, რომლის პირველი ადრესატი, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანია. განცხადებას ხელს აწერს საქართველოში მომუშავე, ქალთა 80 ორგანიზაცია. „ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ, როგორც საქართველოს …
დაზიანების გარეშე გაუპატიურება ფაქტობრივად არ დგინდება – რატომ უნდა შეიცვალოს კანონი
საერთაშორისო კონვენციებისა და სასამართლოების მიერ აღიარებულია, რომ ქალის თავისუფალი თანხმობის გარეშე მასთან სექსუალური ხასიათის აქტი გაუპატიურება და ძალადობაა, თუმცა ქართული კანონმდებლობა გაუპატიურებას განიხილავს მხოლოდ როგორც ქმედებას, რომელიც ჩადენილია ფიზიკური ძალადობით ან ძალადობის მუქარით. შესაბამისად, არსებული კანონმდებლობის მიხედვით, იმისთვის, რომ ქალი მიჩნეულ იქნას გაუპატიურებულად, მას, ფაქტობრივად, ფიზიკური ძალადობის ნიშნები უნდა აღენიშნებოდეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი: გაუპატიურება, …
ესმა, ნანული, ნათელა, სურიე და მემთეური ქალები ღორჯომის ყიშლიდან
ღორჯომამდე დილის 8 საათია, წვიმს. ბათუმის ავტოსადგურში ვარ და მობილურზე ვრეკავ. ხულოს სოფელ ღორჯომის სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა მიპასუხა: „კი, წაგიყვან ბიძია, მაგრამ არ გავხარ ხულოელს. ცუდი გზებია იქ და მაინც გინდა წამოსვლა?“ რამდენიმე წუთში რუხი ფერის „სპრინტერში“ შავთავსაფრიანი ქალის გვერდით ვჯდები. ისევ გადაუღებლად წვიმს. ხელვაჩაურში დიდ საცობში ვიჭედებით. „ყოველთვის ასეა, ამხელა გზა გაქვს გასავლელი და …
Continue reading “ესმა, ნანული, ნათელა, სურიე და მემთეური ქალები ღორჯომის ყიშლიდან”
რატომ გავიქეცი ქვეყნიდან – ერთი ქალის ისტორია
მარიამმა [სახელი შეცვლილია] საქართველო ყოფილი ქმრის შიშით 15 წლის წინ დატოვა. რუსთავიდან ჯერ გერმანიაში, მერე საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. მოძალადისგან თავს დაცულად ვერსად გრძნობდა, ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო. 15 წლის წინანდელი გამოცდილება ამბებისა და შეგრძნებების დონეზე დღემდე ახსოვს. ბოლო ათი წელია, რაც საფრანგეთში ცხოვრობს. „ბათუმელებმა“ მსხვერპლი ქალი დისტანციურად ჩაწერა. მარიამის ნაამბობი მახსოვს, ერთად როგორ მივდიოდით რუსთაველის …
Continue reading “რატომ გავიქეცი ქვეყნიდან – ერთი ქალის ისტორია”
რას ჰყვება ქალი ხულოდან, რომელზეც 12 წელი ძალადობდნენ
39 წლის მარტოხელა დედა, მარინე გ. [სახელი შეცვლილია] ხულოს ერთ-ერთ სოფელში 3 შვილსა და პენსიონერ დედასთან ერთად ცხოვრობს. მარინე უკვე 6 წელია, რაც შვილებს მარტო ზრდის. ქალის თხოვნით მის ვინაობას არ ვასაჯაროებთ, რადგან არსებობს იმის რისკი, რომ კაცი ამ სტატიამ გააღიზიანოს და ისევ გამოჩნდეს საქმის გასარჩევად. ქალი 12 წელი ცხოვრობდა ქმართან ერთად, რომელიც ხშირად თვრებოდა …
Continue reading “რას ჰყვება ქალი ხულოდან, რომელზეც 12 წელი ძალადობდნენ”
„საპატარძლო კაბა მეცვა და სწავლის გაგრძელებაზე ვფიქრობდი“ – ერთი ქალის ცხოვრება ხულოში
„მაშინაც, როცა საპატარძლო კაბა მეცვა და ქორწილი მქონდა, სწავლის გაგრძელებაზე ვფიქრობდი“, – ამბობს 35 წლის დარინა ცეცხლაძე. მას დღეს სამი შვილი ჰყავს და ხულოს სოფელ ოქრუაშვილებში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. დარინა სკოლის ასაკში მხოლოდ სწავლის გაგრძელებასა და ექიმობაზე ოცნებობდა. ცდილობდა კარგად ესწავლა, თუმცა ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც გეგმავდა. ერთ დღესაც დარინას ოჯახის წევრებმა უთხრეს, რომ …
ამბავი დედაჩემზე და სხვა მემთეურ ქალებზე
დედაჩემი გამხდარი, 42 წლის ქალია თავსაფრის ქვეშ შემალული წაბლისფერი თმით. გაცილებით მეტი ქალი, ვიდრე მხოლოდ 4 შვილის დედა. დედაჩემის დაბადების დღეს ვერ ვიტან. 29 მაისს, როცა 15 წლის ხდებოდა, ის ქორწილში იყო. დედაჩემს თეთრი, გრძელი კაბა ეცვა. დედაჩემი საკუთარ ქორწილში გახდა 15 წლის, როცა პატარძლობა დაევალა. არც მაშინ, არც იქამდე და არც მას შემდეგ არასდროს …
რთულია იყო მარტოხელა დედა, ხალხის შეხედულების მეშინოდა – ქალი სოფელ სხალთიდან
ხულოში, მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტში, პროგრამა, რომლითაც სახელმწიფო მარტოხელა დედებს დაეხმარებოდა, არ აქვთ. რა სჭირდებათ მარტოხელა დედებს ხულოში? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ხულოში მცხოვრებ დედას ესაუბრა, რომელსაც მარტოხელა მშობლის სტატუსი აქვს, თუმცა ამ სტატუსის მიუხედავად მას სახელმწიფო მხარს არ უჭერს. 31 წლის სალომე დავითაძე ხულოში, სოფელ სხალთაში ცხოვრობს და 5 წლის შვილს, ერეკლე დავითაძეს ზრდის. სალომე …
Continue reading “რთულია იყო მარტოხელა დედა, ხალხის შეხედულების მეშინოდა – ქალი სოფელ სხალთიდან”
„მინდა იურისტობა ჯავახეთიდან დავიწყო“ – ლილითმა ფოკაში დაბრუნება გადაწყვიტა
22 წლის ლილით კარაპეტიანი ერთ-ერთია იმ 70 ფოკელ სტუდენტს შორის, რომლებმაც ქართული უცხო ენასავით ისწავლეს ბოლო 10 წლის განმავლობაში და საქართველოს უნივერსიტეტებში განაგრძეს სწავლა. ფოკა სამცხე-ჯავახეთის სოფელია. ამ სოფელში ძირითადად სომხურად საუბრობენ. ლილითი მალე სამართლის ფაკულტეტს ამთავრებს, ადვოკატის სასერტიფიკატო გამოცდისთვისაც ემზადება, რომ ფოკაში დაბრუნდეს. საადვოკატო ბიურო გახსნას და ქალებისა და ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იმუშაოს …
Continue reading “„მინდა იურისტობა ჯავახეთიდან დავიწყო“ – ლილითმა ფოკაში დაბრუნება გადაწყვიტა”
შვილი რატომ არ გყავს? ამდენი რატომ გყავს? – კიდევ რა პრეტენზიები აქვთ ქალებთან
ავტორი: ესმა გუმბერიძე „ქალები საქართველოდან“ – ამ პროექტის ძველ ისტორიებს ვკითხულობ. თან ბრაილითაა – მეთქი, შრიფტი სულ არ დამავიწყდეს. პროექტი – „ქალები საქართველოდან“ დაიწყო 2016 წელს. მისი მიზანი იყო საქართველოში მცხოვრები ქალების გაცნობა საზოგადოებისთვის. ეს ქალები სხვადასხვანაერები არიან საცხოვრებელი რეგიონის, რელიგიის, შეზღუდული შესაძლებლობის, ასაკის, საქმიანობის სფეროს, გამოცდილების, ოჯახური მდგომარეობის, განათლების, სოციალური მდგომარეობისა და სხვა უამრავი …
Continue reading “შვილი რატომ არ გყავს? ამდენი რატომ გყავს? – კიდევ რა პრეტენზიები აქვთ ქალებთან”
თოზუ – უფლებადამცველი გოგო იორმუნღალოდან
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუნღალოში სულ 2200-მდე ადამიანი ცხოვრობს. სოფელი ქართველი აზერბაიჯანელებითაა დასახლებული. 26 წლის თოზუ გულმამედლიც იორმუნღალოდანაა. ოთხი თვეა, რაც თანამოაზრეებთან ერთად სოფელში სათემო ცენტრი დააარსა. ცენტრი იქნება სივრცე, რომელიც დაეხმარება ახალგაზრდებს განვითარებასა და გაძლიერებაში. აზერბაიჯანულ თემში ქალთა უფლებადამცველად თოზუ ისე იქცა, რომ ამაზე არც უფიქრია. მერე თანამოაზრეები გაიცნო და აღმოაჩინა, რომ არიან ადამიანები, ვინც …
ქალების თითქმის ნახევარს არ ეძლევა სექსზე უარის თქმის უფლება – გაერო
57 ქვეყანაში მცხოვრები ქალების თითქმის ნახევარს უფლება არ აქვს თავად გადაწყვიტოს, ჰქონდეს თუ არა სექსი თავის პარტნიორთან, გამოიყენოს თუ არა კონტრაცეპტივები ან სამედიცინო დახმარება მოიძიოს – ნათქვამია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) 2021 წლის საფლაგმანო ანგარიშში „მსოფლიოს მოსახლეობის მდგომარეობა“. პრესრელიზის თანახმად, პირველად ხდება, რომ გაერო თავის ანგარიშში სხეულის ავტონომიაზე ამახვილებს ყურადღებას; ეს გულისხმობს საკუთარ სხეულთან დაკავშირებით …
Continue reading “ქალების თითქმის ნახევარს არ ეძლევა სექსზე უარის თქმის უფლება – გაერო”
„სიღარიბეს ვერ ვერევი, მაგრამ შვილების დაბრუნება მინდა“ – 34 წლის ქალის ისტორია [Video]
რესპუბლიკის ქუჩაზე მწვანედ შეღებილ ჭიშკარს შეაღებ თუ არა, შესასვლელში ქვის პატარა მაგიდა და ძელსკამი დგას. უკან დიდი ჰამაკია გაბმული. ღობის გასწვრივ მსხლის ხეებია ჩალაგებული. ხეებს შორის ბავშვის საქანელა ირწევა, რომელსაც ფერადი რიკულებიანი კიდეები გახუნებია. ეზოში, მოშორებით, ცოტაოდენი დაჩეხილი შეშაც ყრია, სადაც რამდენიმე ქათამიც დააბიჯებს. ეს სახლი სამტრედიაშია, მისი დიასახლისი კი სალომეა – სახლის კარებს სწორედ …
ფეხბურთელ გოგოებზე სექსუალური ძალადობის საქმე – PHR-ის განცხადება
პროკურატურამ დაზარალებულად არ ცნო 9 ქალი (მათ შორის, ერთი ბავშვი) ფეხბურთელი, რომელთა მიმართაც მწვრთნელის მხრიდან სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას, გარყვნილ ქმედებასა და თაღლითობას. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანთა უფლებებისთვის” (PHR), რომელიც 9 ქალი ფეხბურთელის (მათ შორის, ერთი ბავშვის) ინტერესებს იცავს. „ქალი ფეხბურთელები წლების განმავლობაში სავარაუდოდ განიცდიდნენ სექსუალურ შევიწროებას და სექსუალურ ძალადობას მწვრთნელის …
Continue reading “ფეხბურთელ გოგოებზე სექსუალური ძალადობის საქმე – PHR-ის განცხადება”
ქალთა ჯგუფის ადმინი, თამარ ფონიავა ამბობს, რომ ცრუ გვერდები შეუქმნეს და ყალბ ამბებს უვრცელებენ
სივრცე ქალური საუბრებისთვის/Space For Female Talk – სექსუალური განათლებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემაზე ყველაზე დიდი ქართული ფეისბუქჯგუფი და გვერდია მხოლოდ ქალებისთვის. ჯგუფში 100 ათასზე მეტი წევრია. ყოველდღიურად ჯგუფში ასობით პოსტი ქვეყნდება, თითოეულს რამდენიმეათასიანი გამოხმაურება აქვს ხოლმე. ჯგუფი თითქმის 2 წლის წინ შეიქმნა და როგორც მისი დამფუძნებელი თამარ ფონიავა ამბობს, მალევე გაჩნდა მისი ყალბი ასლები. თამარ …
მოსწავლეებს ასწავლიან, რომ ქალის როლის წამოწევა ეშმაკისეულია – სამინისტრო დუმს
საპატრიარქოსთან არსებული “ჩოხოსანთა საზოგადოება“ ისეთ საგაკვეთილო ლექციებს კურირებს, სადაც მთავარი ხაზი ქალთა დისკრიმინაცია, მათ ჩაგვრაზე ორიენტირებული მიდგომებია წამოწეული. ერთი ლექციის მოსმენითაც ნათელია, თუ როგორ აკნინებს ლექციების ეს კურსი ქალის როლს და მათ კარიერულ განვითარებას. ლექციების კურსს სტუდია „გუთნის“ ხელმძღვანელი ლექსო გელაშვილი ბავშვებს და მოზარდებს უტარებს, რის შესახებაც სკოლებშიც იციან. პანდემიის დროს ქალთა უფლებების შემლახავ ლექციებს …
Continue reading “მოსწავლეებს ასწავლიან, რომ ქალის როლის წამოწევა ეშმაკისეულია – სამინისტრო დუმს”
მუფთის ცოლი და სხვა მუსლიმი ქალები აჭარიდან
აჭარის მაღალმთიანეთის სოფლებში ვერ იპოვით ქალს, რომელიც საშინაო შრომაში არ იყოს ჩართული. თუმცა განსხვავებულია როგორც შრომის სიმძიმე, ისე ქალების მიერ ამ შრომის აღქმა. თუ ერთი ქალი გეტყვის, რომ მისი შრომა მძიმეა, მეორე გეტყვის, რომ მიჩვეულია, მესამე გეტყვის, რომ არაფერს განსაკუთრებულს არ აკეთებს. ამ დროს ეს „არაფერი განსაკუთრებული“ შეიძლება ნიშნავდეს დილის ექვს საათზე გაღვიძებას, 5 ან …
Continue reading “მუფთის ცოლი და სხვა მუსლიმი ქალები აჭარიდან”
რატომ მოხსნეს სპექტაკლი „საშვილოსნო“ აჭარის ტელევიზიის საეთერო ბადიდან
თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი ქეთევან სამხარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მისი სპექტაკლი – „საშვილოსნო“, რომელიც ბათუმის მონოდრამის საერთაშორისო ფესტივალისთვის შეიქმნა და აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე უნდა გასულიყო, დაბლოკეს. სპექტაკლი ქალთა უფლებებზეა. „სპექტაკლი უკვე ჩასმული იყო საეთერო ბადეში და ამის შესახებ ანონსიც განთავსებული ჰქონდა ტელევიზიას. თუმცა გუშინ, 10 დეკემბერს, ვიგებ, რომ სპექტაკლი მოხსნეს“, – …
Continue reading “რატომ მოხსნეს სპექტაკლი „საშვილოსნო“ აჭარის ტელევიზიის საეთერო ბადიდან”
ამ დუნიას უწყლოდ არნა მოკდე – სოფელი ხულოში, საიდანაც წყალი გაქრა
იატაკი უნდა მოწმინდოს. სარეცხი დარეცხოს. საუზმე და სადილ-ვახშამი უნდა მოამზადოს. ჭურჭელი დარეცხოს. ბოსელი დაასუფთაოს. დღეში ხუთჯერ ლოცვისას ხუთჯერვე უნდა განიბანოს – მეზობლისგან მოტანილი წყლით, რომელიც მეზობელსაც აღარ ჰყოფნის. სარეცხი მანქანა ახლა გასარეცხი ტანსაცმლის მხოლოდ შესაგროვებლად დგას ოთახის კუთხეში. რამდენიმე წელია, რაც 50 წლის მაყვალა სოლომონიძე წყალს მეზობლისგან ეზიდება: ვედროები, ქვაბები, ბოთლები, კასრები, ტოლჩები – დილიდანვე …
Continue reading “ამ დუნიას უწყლოდ არნა მოკდე – სოფელი ხულოში, საიდანაც წყალი გაქრა”
361 შეტყობინება ქალის მიმართ სექსუალურ ძალადობაზე და მხოლოდ 20 დასჯილი – ომბუდსმენი
„მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, არსებითი გამოწვევები რჩება სექსუალურ ძალადობაზე მართლმსაჯულების განხორციელების კუთხით. საქართველოს კანონმდებლობა კვლავ არ აკმაყოფილებს სტამბოლის კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის სხვა დანაშაულების დეფინიციასთან მიმართებით. ამგვარ დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელება, ხშირ შემთხვევაში, მოძველებული, დისკრიმინაციული მიდგომებით და გენდერული დანაშაულებისთვის შეუსაბამო მეთოდოლოგიით ხდება, რაც სექსუალურ ძალადობაზე მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ერთ-ერთ უმთავრეს ბარიერს წარმოადგენს,“ – ეს სახალხო …
მათი შრომა ხშირად უხილავია – სოფლად მცხოვრები ქალების დღე
15 ოქტომბერი სოფლად მცხოვრები ქალების დღეა. სხვადასხვა კვლევის თანახმად, საქართველოში, ისე როგორც მთელ მსოფლიოში, სოფლად მცხოვრები ქალები ერთდროულად რამდენიმე უმნიშვნელოვანეს როლს ითავსებენ, ეწევიან სასოფლო-სამეურნეო, საოჯახო, ზრუნვასთან დაკავშირებულ და სათემო საქმიანობებს. მიუხედავად ამისა, ხშირად ქალების შრომა აუნაზღაურებელი და უხილავია. გაეროს ქალთა ორგანიზაციის რამდენიმე კვლევის მიხედვით სოფლად მცხოვრებ ქალებს თითქმის ერთპიროვნულად აწევთ ისეთი ვალდებულებები, როგორიცაა: ბავშვზე ზრუნვა, …
Continue reading “მათი შრომა ხშირად უხილავია – სოფლად მცხოვრები ქალების დღე”
1 ლარი ძალადობის მსხვერპლი, ღარიბი ქალებისთვის – „ფემინა” უკვე 8 ქალს დაეხმარა
არასამთავრობო ორგანიზაცია „ფემინა“ ძალადობის მსხვერპლი და უკიდურესად ღარიბი ქალების დასახმარებლად 1 წლის წინ შეიქმნა. ფონდი ფემინა კი სულ 2 თვეა რაც არსებობს. მოხალისეები ყოველთვიურად რიცხავენ სიმბოლურ 1 ლარს, რითაც ,,ფემინა“ შეჭირვებულ და ძალადობის მსხვერპლ ქალებს ეხმარება. „ორგანიზაცია მოხალისეობრივ პრინციპზეა დაფუძნებული. ჩვენი ფსიქოლოგები და იურისტები სრულიად უსასყიდლოდ უწევენ კონსულტაციას ქალებს. მათ უნდათ რაღაც გააკეთონ ქალებისთვის და …
Continue reading “1 ლარი ძალადობის მსხვერპლი, ღარიბი ქალებისთვის – „ფემინა” უკვე 8 ქალს დაეხმარა”