სვეტიცხოვლის ტაძარზე სხვადასხვა სახის სამუშაოების „შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების“ მიზნით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 5 მილიონი ლარის დახარჯვას ტენდერის გარეშე გეგმავს. „ჩასატარებელი ღონისძიება უკავშირდება UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის – დაცვის, კვლევის, დიაგნოსტირების, ჰოლისტიკური კონსერვაციის, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების, მონიტორინგის, მართვისა და პრევენციული კონსერვაციის ღონისძიებების, …
Tag Archives: კულტურული მემკვიდრეობა
„თამარის ხიდი დაბზარულია და იშლება“ – მოქალაქე ფურტიოს ისტორიულ ძეგლზე | ვიდეო
„ზამლეთში იშლება ისტორიული „თამარ მეფის ხიდი“. კერძოდ, კიდეებზე დაბზარულია ქვები და იშლება, არსებობს ისტორიული ძეგლის განადგურების საშიშროება. საშიშია ასევე ტურისტებისთვის და ნებისმიერი ხიდზე გამვლელისთვის. იქნებ შეძლონ მისი გამაგრება“, – გვწერს მოქალაქე სოფელ ზამლეთიდან. იმის დასადასტურებლად, რომ უძველესი ისტორიული ხიდი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს, მორყეულია და შესაძლოა დაიშალოს კიდეც, მოქალაქემ ვიდეო მტკიცებულებაც გამოუგზავნა „ბათუმელებს“. „ბათუმელები“ …
Continue reading “„თამარის ხიდი დაბზარულია და იშლება“ – მოქალაქე ფურტიოს ისტორიულ ძეგლზე | ვიდეო”
რატომ დაიკეტა „სანაპირო“ ბათუმში
საკურორტო სეზონის დაწყებამდე ერთი თვით ადრე ბათუმში, გოგებაშვილის #9-ში, ძველი ნავსადგურის ტერიტორიაზე, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კაფე-რესტორანი „სანაპირო“ დაკეტილია, შენობის შესასვლელი კი თუნუქის ღობით არის დაცული. ერთი შეხედვით რჩება შთაბეჭდილება, რომ შენობა რემონტისთვის მოამზადეს, თუმცა სამუშაოები არ დაუწყიათ. ადგილზე არ არის საინფორმაციო დაფა, დაზიანებული და მოუწესრიგებელია მიმდებარე ინფრასტრუქტურაც. „სანაპირო“ შპს „გამა +“- ის საკუთრებაა. კომპანიას ეკუთვნის …
აყრილი იატაკი ბოლნისის სიონში – რა ხდება მე-V საუკუნის ძეგლზე
ბოლნისის სიონში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სამუშაოები მიმდინარეობს. კადრები, რომელიც გუშინ, 20 აპრილს გავრცელდა ფეისბუქში, ჩანს, რომ V საუკუნის ქართული სასულიერო არქიტექტურის საეტაპო ძეგლში აყრილია იატაკი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ განცხადება, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს ძეგლზე, მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელა, როცა ადამიანებმა კითხვები დასვეს სოციალურ ქსელებში. დღეს, 21 აპრილს, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ განაცხადა, რომ ბოლნისის …
Continue reading “აყრილი იატაკი ბოლნისის სიონში – რა ხდება მე-V საუკუნის ძეგლზე”
ბათუმში აფთიაქის ისტორიული შენობის რესტავრაცია ისევ ვერ დასრულდა
ბათუმში ევროპის მოედანზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ყოფილი #1 აფთიაქის შენობა ისევ მიტოვებულია და უფუნქციო, თუ არ ჩავთვლით 2-3 კომერციულ ობიექტს, რომელიც შენობის პირველ სართულზე მუშაობს. ძეგლის მესაკუთრე, სააქციო საზოგადოება [სს] ს „ჟასმინი“, ნაკისრ ვალდებულებებს ახალი მფლობელის პირობებშიც ვერ ასრულებს. პირველი აფთიაქის შენობის რესტავრაცია ამ დრომდე უნდა დასრულებულიყო. შენობა არსებული სახით უნდა აღედგინათ და სასტუმრო …
Continue reading “ბათუმში აფთიაქის ისტორიული შენობის რესტავრაცია ისევ ვერ დასრულდა”
აჭარაში ავარიული ხის ჯამეებისთვის სააგენტო ელექტროგაყვანილობის პროექტებს შეისყიდის
აჭარაში ოთხი ხის ჯამესთვის ელექტროგაყვანილობის პროექტების შესყიდვაზე ტენდერია გამოცხადებული. ტენდერში აღნიშნულია, რომ ოთხივე ჯამე, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია, ავარიულ მდგომარეობაშია. „ავარიულ მდგომარეობაში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების – ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: დაგვა, ხალა, კვირიკე და ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზუბზუში ელექტროსამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე“ ტენდერი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 ათასი …
რუსეთის მოქალაქის კომპანია ძველ ბათუმში 10-სართულიანი კორპუსის ჩადგმას გეგმავს
ბათუმში, ბარათაშვილისა და გორგილაძის ქუჩის კუთხეში მდებარე ისტორიული სახლის გვერდით კომპანია „ჯორჯიან გრანდ დეველოპმენტ გრუპი“ ათსართულიან სახლს აშენებს. ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანახმად, „სამშენებლო საქმიანობა ნებართვის ფარგლებში ხორციელდება“. თუმცა ბარათაშვილის #14, სადაც „ჯორჯიან გრანდ დეველოპმენტ გრუპი“ მრავალსართულიან კორპუსს აშენებს, ესაზღვრება გორგილაძის #2-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ე.წ. საათიან სახლს. დაშორება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლსა და …
Continue reading “რუსეთის მოქალაქის კომპანია ძველ ბათუმში 10-სართულიანი კორპუსის ჩადგმას გეგმავს”
ცხმორისში დამწვარ მეჩეთს აღადგენენ
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისში დამწვარ მეჩეთს აღადგენენ. მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ „ავარიულ მდგომარეობაში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ ცხმორისში მდებარე დამწვარი ხის ჯამეს აღდგენითი სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე“ ტენდერი 40 ათასი ლარით გამოაცხადა. პროექტს თან უნდა ახლდეს ხარჯთაღრიცხვა, თუ რა თანხა დასჭირდება ძეგლის აღდგენას. ტენდერში …
„ევროპა ნოსტრა“ საქართველოზე: ვაფასებთ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც არ თმობს ევროპულ მომავალს
„ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირის ინსტიტუტებს და წევრ ქვეყნებს, აგრეთვე ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე ევროპულ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მტკიცედ დაუდგნენ მხარში საქართველოს ხალხს მათ ბრძოლაში დემოკრატიისა და კუთვნილი ევროპული მომავლის მხარდასაჭერად,“ – აღნიშნულია „ევროპა ნოსტრას“ [ევროპის კულუტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზაციების ქსელი] მიერ 2025 წლის 31 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს შესახებ. „ევროპა ნოსტრა“ ურყევ სოლიდარობას უცხადებს საქართველოს სამოქალაქო …
აბანოს ყოფილი შენობის რეაბილიტაციაზე 1,7 მილიონი ლარი დაიხარჯა – ხარისხს სამხარაული ამოწმებს
ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობის რეაბილიტაციაში 1,7 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამ შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ბათუმის კინოს მუზეუმი უნდა გაიხსნას. სსიპ „აჭარის მუზეუმმა“ ტენდერში გამარჯვებულ სამშენებლო კომპანია „ივერთმშენს“ უკვე გადაურიცხა 1 585 602 ლარი [სახელშეკრულებო თანხის 92 პროცენტი]. რამდენიმე დღის წინ „ბათუმელებს“ რეაბილიტირებული შენობის ინტერიერის რამდენიმე ფოტო მიაწოდეს. ამ ფოტოების მიხედვით კი, …
ბათუმში ყოფილი აბანოს მუზეუმად გადაკეთება დასრულდა – ახალი კონკურსი 211 ათასი ლარით
ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობის მორიგი „რეაბილიტაცია“ დასრულდა. ამ შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ბათუმის კინო-მუზეუმი ოფიციალურად, შესაძლოა, 4 ოქტომბრამდე გახსნან [ანუ, „ოცნების“ მიერ დანიშნულ არჩევნებამდე], თუმცა, ინტერიერის მოწყობასა და მუზეუმის კონცეფციაზე მუშაობა, როგორც ჩანს, გაგრძელდება. „აჭარის მუზეუმმა“ 3 სექტემბერს „ქ. ბათუმის კინო-მუზეუმის ინტერიერის დიზაინის და კონცეფციის შემუშავებაზე“ კონკურსი გამოაცხადა. შესყიდვის მაქსიმალური ღირებულება …
ძველი სახლი მერიის წინ, რომელსაც განზრახ ანგრევენ და პასუხი არავინ აგო – „ფრთხილად გაიარეთ“
სახლი, რომელიც საცხოვრებლად უკვე უვარგისია, ბათუმში, მარჯანიშვილის 2-ში მდებარეობს. თუ მიტოვებული სახლის მისაღებში შეხვალთ, მისი ფანჯრიდან ვარდების სკვერს მიღმა – ბათუმის მერის სამუშაო კაბინეტს დაინახავთ. ბათუმის მერიის წინ ისტორიული სახლი ისე დააზიანეს, რომ უკანონო პროცესი არავის შეუჩერებია. ისტორიული სახლის განადგურებისთვის – ექსპერტიზის კატეგორიული დასკვნის მიუხედავად – არავინ დასჯილა. ბათუმში, მარჯანიშვილის #2-ში მდებარე ორსართულიანი ძველი კორპუსის …
სვეტიცხოველს დროებით გადახურავენ – „არსებობს წყლის განმეორებითი გაჟონვის საფრთხე“
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სვეტიცხოვლის ტაძრის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც საჭიროა პროექტირება და სხვადასხვა სამუშაოები, მათ შორის დროებითი გადახურვის მოწყობა. სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის მარტში სვეტიცხოვლის ინტერიერში წყალმა გაჟონა. მიუხედავად იმისა, რომ „ტაძარში წყლის ჩადინების საფრთხე დროებით აღმოიფხვრა, საჭიროა გადახურვის სრული კვლევა და დაზიანებული ლორფინის გადაწყობა/ახლით ჩანაცვლება“. წინააღმდეგ შემთხვევაში „არსებობს წყლის განმეორებითი გაჟონვის საფრთხე“. …
Continue reading “სვეტიცხოველს დროებით გადახურავენ – „არსებობს წყლის განმეორებითი გაჟონვის საფრთხე“”
ხულოში დაიწვა მეჩეთი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იყო
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურში ხანძრის მეჩეთი დაიწვა. ხანძარი მეჩეთში დღეს, 3 მარტს, საღამოს გაჩნდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. საციხურის მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა. ეთნოლოგ რუსლან ბარამიძის ცნობით, „შენობის აგების თარიღი XVIII საუკუნის ბოლო – XIX საუკუნის დასაწყისია. თავდაპირველად მეჩეთი სოფელ პაქსაძეებში მდებარეობდა, შემდეგ დაუშლიათ და სამ სოფელზე – პაქსაძეები, ბეღლეთი და …
Continue reading “ხულოში დაიწვა მეჩეთი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იყო”
ბათუმში ძეგლის სტატუსის მქონე სახანძროს შენობას ბზარები გაუჩნდა – რას ამბობენ სააგენტოში
ბათუმში, 26 მაისისა და სტეფანე ზუბალაშვილის ქუჩების კუთხეში არსებულ შენობას, სადაც სახანძრო სამსახურია განთავსებული, ბზარები აქვს. შენობის ფასადზე ბზარი შენობის სახურავიდან იწყება და შენობის პირველ სართულამდე აღწევს, შენობის თაღში კი რკინის კონსტრუქციებია მოწყობილი შენობის გასამაგრებლად. XIX საუკუნის ბოლოს აგებულ შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. სახანძროს გვერდით, მაღლივი კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთა საძირკველიც ძეგლი სტატუსის …
ბათუმის მერია შენობის გამაგრებას გეგმავს
ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ბათუმის მასშტაბით არსებული შენობების გამაგრება-აღდგენის სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვა ლუკა ასათიანის ქუჩაზე ბათუმის მერიის მთავარი შენობის რეაბილიტაცია-გამაგრებასაც ითვალისწინებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7 მილიონ 994 385 ლარია. წინადადებების მიღება 17 ივლისს იწყება და 19 ივლისს უნდა დასრულდეს. ტენდერის პირობების მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია დავალების შემთხვევაში უზრუნველყოს ერთდროულად არანაკლებ სამ ობიექტზე …
1 მილიონი ლარი ბათუმის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციისთვის – ტენდერი
ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციოდ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ [კმდს] ტენდერი 1 მილიონი ლარით გამოაცხადა. ტენდერს არ ახლავს პროექტი, თუმცა ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის მიხედვით დაგეგმილია სხვადასხვა სამუშაოები, მათ შორის: „საერთო სამშენებლო სამუშაოები; ვიტრაჟები; ფასადის კონსერვაცია-რეაბილიტაცია; ტაძრის მოხატულობის რესტავრაცია“ . ტენდერში წინადადებების მიღება იწყება 2024 წლის 16 ივნისს და 21 ივნისს დასრულდება. სააგენტოს სატენდერო კომისიას სახელმწიფო …
Continue reading “1 მილიონი ლარი ბათუმის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციისთვის – ტენდერი”
მახინჯაურის სკოლაში ცნობილი მოზაიკა გაანადგურეს
მახინჯაურის საჯარო სკოლაში ვაჟა ბჟალავასა და ზაურ წულაძის ცნობილი მოზაიკა დაანგრიეს, რომელიც სკოლის დამხმარე შენობაზე იყო განთავსებული. მოზაიკა შეტანილი იყო ქართული მოზაიკის კატალოგში. ასევე მოხსენიებულია საბჭოთა მოზაიკის მკვლევრის, ნინი ფალავანდიშვილის წიგნშიც (საბჭოთა პერიოდის მოზაიკა საქართველოში). მოზაიკის განადგურების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მიაწოდეს ორგანიზაციას Ribirabo Foundation-ს, რომელიც ქართული მონუმენტური ხელოვნების ნიმუშებს იკვლევენ. „ბათუმელები“ ქართული მოზაიკის მხარდაჭერისა …
Continue reading “მახინჯაურის სკოლაში ცნობილი მოზაიკა გაანადგურეს”
ვის სურს აბაშიძეზე ძეგლის ადგილას კორპუსის აშენება და რას გადაწყვეტს სასამართლო
ხვალ, 7 მარტს, მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელზეც გადაწყდება ბათუმში არსებული კიდევ ერთი ძეგლის ბედი. მომჩივანი მესაკუთრე მემედ აბაშიძის ქუჩაზე არსებული „ფანდეევის სახლის“ ერთი ნაწილისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნას ითხოვს სამშენებლო მიზნებისთვის. აქ მაღლივი კორპუსის ჩადგმის შესაძლებლობას გამორიცხავს ნინო ინაიშვილი – ძეგლების დამცველი აქტივისტი და „ბათომის“ დამფუძნებელი. ნინო ინაიშვილს ვთხოვეთ, შეაფასოს, რა ღირებულებას დაკარგავს ბათუმი, თუ …
Continue reading “ვის სურს აბაშიძეზე ძეგლის ადგილას კორპუსის აშენება და რას გადაწყვეტს სასამართლო”
ქუთაისელი აქტივისტების ბრძოლა კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად
ქუთაისში, თეთრ ხიდსა და რუსთაველის ხიდს შორის, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე, მე-17 საუკუნით დათარიღებული იმერეთის მეფეთა სასახლე დგას, რომელსაც „ოქროს ჩარდახის“ სახელით იცნობენ. გასულ წელს ქუთაისის მერიამ იმერეთის მეფეთა სასახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესი ისე დაიწყო, მოქალაქეებმა პოსტფაქტუმ გაიგეს, თუ რის გაკეთებას აპირებდა მერია ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე. „ოქროს ჩარდახზე“ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას მოქალაქეთა ნაწილის პროტესტი …
Continue reading “ქუთაისელი აქტივისტების ბრძოლა კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად”
აჭარის მთავრობა ლაო ჯინ ჯაოს სახლს ასხვისებს, მანამდე კი რესტავრაციის პროექტს იყიდის
აჭარის მთავრობა ჩაქვში იმ სახლის სარესტავრაციო პროექტის ყიდვას გეგმავს, რომელშიც გასული საუკუნის დასაწყისში ჩინელი მეწარმე ლაო ჯინ ჯაო ცხოვრობდა. ეს სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და დღეს სავალალო მდგომარეობაშია. პარალელურად, აჭარის მთავრობა აღნიშნული ქონების პრივატიზებასაც განიხილავს, თუმცა რა პირობებით, არ ამბობს. „ავარიულ მდგომარეობაში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის მიზნით საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე“ ტენდერი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის …
ზედმეტად გადახდილია 527 000 ლარი – აუდიტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს შესყიდვებზე
„შერჩეული ხელშეკრულებების მიხედვით, შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვები ხელოვნურადაა გაზრდილი და შესაბამისად, სამუშაოთა შემსრულებლებისათვის ზედმეტად არის ანაზღაურებული ჯამურად 527 ათასი ლარი“ – აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შესყიდვებთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტი. აუდიტმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 – 2020 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა, ანგარიში კი ახლახანს გამოაქვეყნა. „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული …
ნიკორწმინდას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ძეგლს საფრთხე არ ემუქრება – სააგენტო
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ნიკორწმინდას საფრთხე ემუქრება და განადგურების რისკის ქვეშაა, არ შეესაბამება სიმართლეს. ამის შესახებ სააგენტო ფეისბუქზე წერს. „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში მდებარე წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია სააგენტოს დაკვეთით 2018 წელს განახორციელა შპს „ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრმა“ (ნანა კუპრაშვილი). ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო შემდეგი სამუშაოები: ტაძრის სახურავიდან თუნუქის …
Continue reading “ნიკორწმინდას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ძეგლს საფრთხე არ ემუქრება – სააგენტო”
ხიხანის ციხე [ფოტო]
ხიხანის ციხე შუა საუკუნეების [X-XI] ძეგლია ხულოს მუნიციპალიტეტში, რომელიც სოფელ ბაკოსთან მდებარეობს. ციხესიმაგრე მთის თხემზეა და იქ ასასვლელად ერთადერთი საცალფეხო ბილიკია. მთის ძირიდან ციხემდე მანძილი დაახლოებით 1 კილომეტრია. ციხეზე მისასვლელ ბილიკზე, შედარებით სახიფათო ადგილებში, დღეს რკინის კიბეებია მოწყობილი. ხიხანის ციხე დღეს: ხიხანის ციხესთან მისასვლელი ბილიკის მოწყობის სამუშაოების ორწლიან შესყიდვაზე ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ტენდერი 865 …
ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ანგრევენ – რჩება მხოლოდ ფასადი
ბათუმში, გამსახურდიასა და კომახიძის ქუჩების კვეთაში შპს „გარდენ ქიი“ სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს. კომპანიამ აქ არსებული სახლის ნგრევა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ამ სახლს და მის გვერდით არსებულ შენობას, რომლისგანაც მხოლოდ ფასადია დარჩენილი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, შესაბამისად, დემონტაჟის პროცესის დაწყებამ საზოგადოებაში კითხვები გააჩინა. ადგილზე მყოფი კომპანიის წარმომადგენელი აცხადებდა, რომ ფასადს, რომელსაც ძეგლის სტატუსი აქვს, …
Continue reading “ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ანგრევენ – რჩება მხოლოდ ფასადი”
აჭარისწყალზე მე-19 საუკუნეში აგებული ხიდის რეკონსტრუქცია იგეგმება
მდინარე აჭარისწყალზე მდებარე რკინის ხიდის სარეაბილიტაციო პროექტის შედგენაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა. აღნიშნული ხიდი, რომელიც დღეს უფუნქციოა, მე-19 საუკუნის დასაწყისშია აგებული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ნაგებობა, რომლის სიგრძე 50,3 მეტრია, საავტომობილო ხიდად არც რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის შემდეგ განიხილება. „ის წარმოადგენდა საავტომობილო ხიდს, ცალმხრივი მოძრაობით. მიმდინარე ეტაპზე ფუნქციურად არაა დატვირთული. პროექტის ძირითადი მიზანია …
Continue reading “აჭარისწყალზე მე-19 საუკუნეში აგებული ხიდის რეკონსტრუქცია იგეგმება”
ლაო ჯინ ჯაოს სახლი ქობულეთს გადაეცა, თუმცა დროებით – დაგეგმილია გასხვისება
ჩაქვში, ლაო ჯინ ჯაოს სახლი და 1379 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი სახელმწიფომ საკუთრებაში ქობულეთის მუნიციპალიტეტს გადასცა. შესაბამისი ბრძანება სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 11 სექტემბერს აქვს გამოცემული. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამჯერად აღნიშნული ქონება ქობულეთმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს უნდა გადასცეს, მისი შემდგომი პრივატიზებისთვის. ქონების სამინისტროზე გადაცემის საკითხი ქობულეთის საკრებულოს ჯერ არ განუხილავს. „ბათუმელები“ აჭარის …
Continue reading “ლაო ჯინ ჯაოს სახლი ქობულეთს გადაეცა, თუმცა დროებით – დაგეგმილია გასხვისება”
ზვარესა და ძენწმანის მეჩეთების სარეაბილიტაციო თანხა 500 ათასამდე გაიზარდა
ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ზვარესა და ძენწმანში მდებარე მეჩეთების სარეაბილიტაციო თანხა ნახევარ მილიონამდე გაიზარდა. პარალელურად, გადაიწია სამუშაოების დასრულების ვადაც. ზვარესა და ძენწმანის მეჩეთები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია და ისინი დღეს სავალალო მდგომარეობაშია. მათ რეაბილიტაციაზე ტენდერი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] რამდენჯერმე გამოაცხადა, ჯამში 370 ათას 500 ლარით, თუმცა, ეს ტენდერები არ შედგა. ამჯერად კმდს-მ თანხა …
Continue reading “ზვარესა და ძენწმანის მეჩეთების სარეაბილიტაციო თანხა 500 ათასამდე გაიზარდა”
ოზურგეთში, შრომაში, კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის 2,4 მილიონია გამოყოფილი
ოზურგეთის სოფელ შრომაში მდებარე კულტურის სახლის შენობის რეაბილიტაციაზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 2 470 910 ლარია. სოფელ შრომის კულტურის სახლის შენობა 1953-1956 წლებშია აშენებული და მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. შენობის რეაბილიტაციაზე საუბარი 2022 წელს დაიწყო. გურიაში, შრომაში კულტურის სახლის რეაბილიტაცია იგეგმება სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2023-2024 …
Continue reading “ოზურგეთში, შრომაში, კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის 2,4 მილიონია გამოყოფილი”
თურქეთში დატბორილ ეკლესიაში ისტორიკოსმა სარკმლიდან შეცურა და ბოლო კადრები გადაიღო
თურქეთში, ისტორიულ ტაოში მდებარე კავკასიძეების სახელით ცნობილი ძველი ქართული ციხის ნანგრევები და ეკლესია წყალში იძირება. წყალი უკვე მისწვდა ეკლესიაში შესასვლელ ერთადერთ კარს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ბოლოჯერ მოინახულა ისტორიკოსმა ბუბა კუდავამ, რომელიც წყალში ჩაძირულ ეკლესიაში ტაძრის სარკმლიდან შეცურდა ნავით და ჩაძირული ეკლესიის ნაშთები ვიდეოზე აღბეჭდა. „მინდოდა ჩემი ბავშვებისთვის მეჩვენებინა კავკასიძეების ციხე და ეკლესია ჩაძირვამდე. წყალი დაახლოებით …
Continue reading “თურქეთში დატბორილ ეკლესიაში ისტორიკოსმა სარკმლიდან შეცურა და ბოლო კადრები გადაიღო”
როგორ აღმოაჩინეს V საუკუნის ნაეკლესიარი ახალსოფელში, კერძო პირის ეზოში
„მოასუფთავე აქაურობა და სასტუმრო ააშენეო, – მეუბნებოდნენ. მართლა დიდი სასტუმრო აშენდებოდა აქ და ძალიან დიდი შემოსავალიც მექნებოდა, მაგრამ არ მინდა. ფულმა არ უნდა ჩაანაცვლოს კულტურული მემკვიდრეობა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თამაზ შარაძე, რომელიც ახალსოფლის დასახლებაში, ავგიას ქუჩაზე ცხოვრობს. ამბობს, რომ ხუთი წლის წინ მის ეზოში აღმოჩენილი ეკლესიის ნანგრევები მეხუთე საუკუნით თარიღდება. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, …
Continue reading “როგორ აღმოაჩინეს V საუკუნის ნაეკლესიარი ახალსოფელში, კერძო პირის ეზოში”
მაჭახელას რკინის ხიდს და რიყეთის საგზაოს სახლს ძეგლის სტატუსი მიენიჭა
კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა მდინარე მაჭახელას რკინის ხიდსა და სოფელ რიყეთის საგზაოს სახლს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანება 2023 წლის 24 მაისიდან ამოქმედდა. ბრძანების მიხედვით: მდინარე მაჭახელას რკინის ხიდი – მდებარეობა: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი მაჭახლისპირი; სახეობა: საინჟინრო; თარიღი: XIX საუკუნის დასაწყისი სოფელ რიყეთის საგზაოს სახლი – მდებარეობა: ხულოს მუნიციპალიტი, სოფელი …
Continue reading “მაჭახელას რკინის ხიდს და რიყეთის საგზაოს სახლს ძეგლის სტატუსი მიენიჭა”
„ბათუმი ავადაა, მას სჭირდება სწორი დიაგნოზი“ – გენგეგმის განხილვა
„პრაქტიკულად, ჩვენ ექიმების რანგში ვართ, რომლებიც შეარჩიეს, დაიქირავეს და აი, ამ დაავადებულ პაციენტს, ბათუმის სახით, ვცდილობთ, რაღაცნაირად დიაგნოზი დავუსვათ“ – გვიხსნის მამუკა სალუქვაძე, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ხელმძღვანელი. ეს კომპანია ბათუმის მერიის დაკვეთით ქალაქის გენერალურ გეგმას [გენგეგმა] ამზადებს. „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ დღეს, 17 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში დაინტერესებულ საზოგადოებას დოკუმენტის უკვე მომზადებული ნაწილი წარუდგინა. პრეზენტაცია …
Continue reading “„ბათუმი ავადაა, მას სჭირდება სწორი დიაგნოზი“ – გენგეგმის განხილვა”
მეჩეთების რეაბილიტაციაზე ტენდერი მეორედ გამოაცხადეს – სააგენტოს კოპირებული ოქმები
ქედის მუნიციპალიტეტში მდებარე ზვარესა და ძენწმანის მეჩეთების რეაბილიტაციაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. წინა ტენდერი, სადაც წინადადებების მიღება 2023 წლის 3 მაისს დასრულდა, არ შედგა. ეს ტენდერი 370 500 ლარით იყო გამოცხადებული, თუმცა მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. „ბათუმელები“ დაინტერესდა, იმსჯელა თუ არა სატენდერო კომისიამ იმ მიზეზებზე, თუ რატომ არ შედგა ტენდერი და …
Continue reading “მეჩეთების რეაბილიტაციაზე ტენდერი მეორედ გამოაცხადეს – სააგენტოს კოპირებული ოქმები”
ძენწმანის, ზვარეს და გულების მეჩეთები – დასანგრევად განწირულ ძეგლების ამბავი ქედაში | ფოტო
“ისეთი ლამაზი იყო თვალს ვერ მოაშორებდი – ზვარეს 189 წლის მეჩეთი ინგრევა”, – ასე ჰქვია „ბათუმელებში“ 10 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის გამოქვეყნებიდან მალევე ერთმა ხელოვნებათმცოდნემ მომწერა თბილისიდან: „ძალიან განვიცდი აჭარაში ამ ძეგლების სიკვდილს რომ ვაკვირდებიო“. სტატიიდან მალევე არამუსლიმები, მუსლიმები, თუ ათეისტები უახლოეს უქმე დღეს წავედით ბათუმიდან ქედაში, ზვარეს მეჩეთისა და სხვა ძეგლების მოსანახულებლად. მზიანი დღე …
ზვარესა და ძენწმანის მეჩეთების რეაბილიტაცია – ტენდერი 370,5 ათასი ლარით გამოაცხადეს
ქედის მუნიციპალიტეტში მდებარე ზვარესა და ძენწმანის მეჩეთების რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტში 370 ათას 500 ლარია გათვალისწინებული. მეჩეთებს რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, იმ პროექტების მიხედვით ჩაუტარდება, რომლებშიც 2021 წელს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, როგორც აქ განაცხადეს, ჯამში 49 450 ლარი გადაიხადა. ზვარეს მეჩეთის სავალალო მდგომარეობაზე „ბათუმელებმა“ სტატია რამდენიმე დღის წინ, 10 აპრილს გამოაქვეყნა. სააგენტომ მაშინ უპასუხოდ დატოვა კითხვა – …