„თივასთან ღვივის ნაპერწკალი. ეს ნერვების ომიცაა“ – ინტერვიუ „ოცნების“ პოლიტიკაზე

„ასეთი სიტუაციაა დაახლოებით, რომ წარმოვიდგინოთ: თივა და იქვე ღვივის ნაპერწკალი. ეს ნაპერწკალი პოტენციურად საკმარისია იმისთვის, რომ ხანძარი გაჩნდეს, მაგრამ ცეცხლი გაჩნდება იმ შემთხვევაში, თუ რაღაც მოხდება, მაგალითად, სიო დაუბერავს. რა შეიძლება იყოს სიოს გამომწვევი ფაქტორი, არავინ იცის. ეს შეიძლება იყოს, როგორც საგარეო ფაქტორი, მაგალითად, უკრაინის ომის დამთავრება და მისი შედეგები ან საშინაო მოულოდნელი მოვლენა ან …

რას ცვლის „მეგობარი აქტი“ აშშ-ს და საქართველოს ურთიერთობებში? – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„მიუხედავად იმ მოლოდინისა, რაც ჰქონდა „ქართულ ოცნებას“, რომ ტრამპის მოსვლის შემდეგ მოხდებოდა აშშ – საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვა, ასე არ მოხდა. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა ერთი შეხედვით იდეოლოგიური თანხვედრის ფონზე ტრამპის და „ქართული ოცნების“ რიტორიკას შორის,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია, რომელსაც „ბათუმელები“ მეგობარი აქტის მხარდაჭერაზე ესაუბრა. პოლიტიკის ანალიტიკოსი აქტის მხარდამჭერი ამერიკელი კონგრესმენების რაოდენობაზეც ამახვილებს ყურადღებაზე – …

„სირიაშიც ვერავინ წარმოიდგენდა ასადის რეჟიმის ჩამოშლას“ – ინტერვიუ

„არ არსებობს ჯადოსნური ფორმულა, რა მუშაობს ამ დროს. თუ გადავხედავთ წინააღმდეგობის მოძრაობებს სხვა ქვეყნებში, ხშირად ყოფილა ერთი შეხედვით გამოუვალი მდგომარეობა, როცა არაფერი არ მოასწავებდა რეჟიმის ცვლილებას და უცებ რაღაც შეიცვალა. ბოლო ასეთი მაგალითია სირია: ვერავინ წარმოიდგენდა სირიაში ასადის რეჟიმის ჩამოშლას, პირიქით, ამ კაცმა რეჟიმის კონსოლიდაცია შეძლო და რუსეთი ეხმარებოდა,“ – ამბობს პოლიტოლოგი, „პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი …

რას ნიშნავს, როცა ელჩები პარლამენტის პირველ სხდომას არ ესწრებიან – „მსგავსი რამ აქამდე არ ყოფილა“

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება, 25 ნოემბერს, მასობრივი საპროტესტო აქციების და სასამართლო დავების ფონზე, მაინც აპირებს პარლამენტში შეკრებას. თუმცა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ეს იქნება პირველი სხდომა, რომელსაც არც ოპოზიცია დაესწრება და არც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები. რაზე მეტყველებს ელჩების განცხადება, რომ ისინი არ დაესწრებიან „ოცნების“ მიერ მოწვეულ სხდომას და ის, რომ არც „ქართულმა ოცნებამ“ მოიწვია დიპლომატიური მისიის …

როგორია არჩევნებზე „ოცნების“ დამარცხების ორი მეთოდი – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

300 ათასამდე საჯარო მოხელე, 40 ათასი სოციალურად დაუცველი, რომლებიც წინასაარჩევნოდ, ფორმალურად დაასაქმეს, საბიუჯეტო რესურსები და ძალადობა ადამიანებზე, ხელების გადაგრეხის მცდელობა – წინასაარჩევნო გარემოს აღწერს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია და ჩამონათვალის ბოლოს ამბობს: „ობიექტურად, ძალიან რთულია ამ ყველაფრის გარღვევა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გარღვევა შეუძლებელია. მსგავსი სირთულეები იყო შევარდნაძის დროს, სააკაშვილის დროს, მაგრამ ქართველმა ხალხმა …

რაში დასჭირდა „ოცნებას“ რუსული კანონის დაბრუნება – პოლიტოლოგის მოსაზრება

რუსულ „რულეტკას“ ახსენებს „ქართული ოცნების“ რუსულ კანონთან დაბრუნება პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას. მისი აზრით, ხელისუფლებას, რომელსაც ამ დრომდე ავტორიტარული ტენდენციები ჰქონდა, ავტორიტარული ხელისუფლების კონსოლიდაციის მიღწევა სურს. „რასაც ისინი ვერ საზღვრავენ, არის ის, რომ საქართველოში ეს არავის გამოსვლია. საქართველო ვერასდროს გახდება ბელარუსი და რუსეთი,“ – მიიჩნევს  საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, კორნელი კაკაჩია. „ბათუმელებმა“ მას ჰკითხა: რატომ დასჭირდა …

რუსეთი ცდილობს, დაიბრუნოს ზეწოლის მექანიზმები ქართულ პოლიტიკაზე – კორნელი კაკაჩია

დღეს, 10 მაისს, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ვლადიმერ პუტინის ახალი განკარგულებით რუსეთმა გააუქმა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა. რას ნიშნავს რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმება და რა ცვლილებებს გამოიწვევს ეს საქართველოში? – „ბათუმელები“ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, კორნელი კაკაჩიას ესაუბრა. „რუსეთი ცდილობს, ისარგებლოს იმ სიტუაციით, რაც ახლა არის საქართველოს …

„ბრძოლის ეს ეტაპი მოგებულია, თუმცა ომი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ, არა“ – პოლიტოლოგი

„ბრძოლის ეს ეტაპი მოგებულია, თუმცა ომი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ – არა,“ – წერს სოციალურ ქსელ ფეისბუქში პოლიტოლოგი, „პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, კორნელი კაკაჩია. საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს, 9 მარტს, გაავრცელა განცხადება, რომ უკან გაიწვევს რუსულ კანონს. აღნიშნული კანონი 7 მარტს პირველი მოსმენით მიიღო საპარლამენტო უმრავლესობამ. „ოცნებამ საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად კანონპროექტი უკან გაიწვია და ამ ეტაპზე ტაქტიკურად უკან დაიხია, მაგრამ …

თუ ასე გაგრძელდა, „ოცნების“ წინააღმდეგ გაჩნდება უზარმაზარი ფრონტი – ინტერვიუ

„ეს პროცესი თუ ასე გაგრძელდა, ჩამოყალიბდება „ოცნების“ მიმართ წინააღმდეგობის უზარმაზარი ფრონტი , რომელიც გააერთიანებს არამარტო იმ ადამიანებს, ვისაც უშუალოდ ეხება ეს კანონი, არამედ მთლიანად საზოგადოებას,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი, „პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია. რა შეიძლება მოხდეს ახლა, მოვლენების განვითარების რა სცენარებია მოსალოდნელი? – „ბათუმელებმა“ კორნელი კაკაჩიასთან ინტერვიუ ჩაწერა. ბატონო კორნელი, რა ჩანს თქვენთვის აქციაზე „არა …

დღეს ხელისუფლებას მხოლოდ საზოგადოებრივი აზრი აკავებს – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„ომის შიშის გამო მოსახლეობის ნაწილი მზადაა ამ ეტაპზე ხელისუფლების მიმართ ნაკლებად კრიტიკული იყოს, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხალხს აქვს მოთმინების ფიალა,“ – ამბობს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია, რომელსაც ვესაუბრეთ ხალხის პროტესტზე: როდის შეიძლება მოქალაქეებმა გავლენა იქონიონ პროცესზე, როცა ლიდერები არ არიან, მაგრამ ხელისუფლება აშკარად ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებს? „ერთადერთი, რაც დღეს აკავებს ხელისუფლებას, არის საზოგადოებრივი აზრი. …

რას ცვლის აზერბაიჯანის გააქტიურება კავკასიაში – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„ჩვენს მეზობლებს ყველას ჰყავს მოკავშირე, ფორმალურად მაინც… საქართველო, ფაქტობრივად, იზოლაციაშია რეგიონულად,“ – აღნიშნა პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ, რომელსაც თურქეთისა და აზერბაიჯანის კავკასიის რეგიონში გააქტიურებაზე ვესაუბრეთ, კონკრეტულად კი, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თბილისში ვიზიტზე. რა გამოჩნდა ალიევის ოფიციალური განცხადებების მიღმა? „პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მთავარ რისკს ამ პროცესში საქართველოს ხელისუფლებას უკავშირებს, რომელიც ისევ ანტიდასავლური რიტორიკითაა …

თუ სანქციები შეეხება ივანიშვილს, ეს პრობლემებს შეუქმნის მის ქონებას და „ოცნებასაც“ – პოლიტოლოგი

„ქართული ოცნება“ ჭირვეული ბავშვივით იქცევა… ასეთი ტონით საუბარი არ შეიძლება,“ – ასეთია პოლიტოლოგის და „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის, კორნელი კაკაჩიას შეფასება ირაკლი კობახიძის ბრიფინგზე. პოლიტოლოგის დაკვირვებით, ევროკავშირის რეზოლუციიდან მკაფიოდ ჩანს კონკრეტული პრობლემები, რაც ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. „ქართული ოცნება“ კი ცდილობს, საზოგადოება დააჯეროს, რომ თუკი კანდიდატის სტატუსზე უარს გვეტყვიან, ეს საქართველოს ხელისუფლების ბრალი არ იქნება. …

„დამნაშავე ყოველთვის სხვაა“ – რას ასწავლიან რუსულ პროპაგანდისტულ ანიმაციებში I ვიდეო

რა ქმნის სიცრუის, დამახინჯებული ისტორიის, ან გეოგრაფიის ეფექტს, რასაც რუსეთში აჩვენებენ ბავშვებს, ამჯერად უკვე პირველივე კლასიდან? – ეს სამივე რესპონდენტს ვკითხეთ, ვისაც თანამედროვე რუსულ ანიმაციურ ფილმებზე ვესაუბრეთ. მაგალითად, ერთ-ერთ ანიმაციაში რუსეთი ძალიან კეთილი ვანიაა, უკრაინელი „კოლია“ კი ჯერ ითხოვს მიკოლი დამიძახეთო, ხოლო შემდეგ ის ბიჭი, ამერიკის დროშებიანი მაისური რომ აცვია, აქეზებს სხვების ჩაგვრისკენ. რუს ვანიას …

„ხელისუფლება უკმაყოფილებით შექმნილ ნაღმზე ზის“ – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„სკეპტიკური დამოკიდებულება, რომ აი, არაფერი გვეშველება და ამ ქვეყანას შანსი არ აქვს, ყველაზე მეტად რუსეთს აწყობს… ეს აძლიერებს ასევე იმ სკეპტიკოსი ქვეყნების გზავნილს, რომლებიც ახლაც მიიჩნევენ, რომ საქართველო არ არის მზად, მაგალითად, ნატოში გაწევრიანებისთვის,“ – გვიპასუხა პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ, რომელსაც არჩევნების მეორე ტურის ჩავლის შემდეგ ვესაუბრეთ და ვკითხეთ: რეალურად რა შანსი აქვს საქართველოს დემოკრატია გააძლიეროს …

„ეს უკვე სახიფათო ამბავია“ – პოლიტოლოგი „მიშელის შეთანხმების“ ანულირებაზე

„ეს უკვე ძალიან სახიფათო ამბავია,“ – ასეთია პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას რეაქცია „ქართული ოცნების“ დღეს, 28 ივლისს, მიღებულ გადაწყვეტილებაზე – მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ „მიშელის შეთანხმება“ ანულირებულად გამოაცხადა და თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაც მის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული. პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება სახიფათოა არა მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის,“ არამედ ქვეყნისთვის, რადგან საქართველო უკვე იმ ქვეყნებს დაემსგავსება, …

რა იკითხება ღარიბაშვილის განცხადებებში – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„ორ ცეცხლს შორის არის ახლა „ოცნება“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია, რომელიც დღეს, 19 ივლისს, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას ადევნებდა თვალს და პრემიერ ღარიბაშვილს, რომელსაც ჟურნალისტებმა მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვეს – „როდის ტოვებთ თანამდებობას?“ პასუხად ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრის ადგილი დატოვა. მანამდე კი, მან კონკრეტული გზავნილები გააჟღერა, რაზეც, მისი თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ისაუბრა. რა ჩანს ღარიბაშვილის …

„საქართველოს იმიჯი ოდნავ გამოსწორდა“ – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა,“ – განაცხადა გუშინ, 20 აპრილს, თბილისში ჩამოსულმა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა მას შემდეგ, როცა შეთანხმების დოკუმენტს მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა და ოპოზიციის ერთმა ჯგუფმა ხელი უკვე მოაწერეს. რა იცვლება ოპოზიციის პარლამენტში შესვლით, რა ელოდება უმრავლესობას, რომელიც 6-მა დეპუტატმა უკვე დატოვა „გახარიას გუნდში“ გადასვლის მოტივით და რა გამოაჩინა მოლაპარაკებების ხანგრძლივმა პროცესმა: გაიზარდა თუ შემცირდა დასავლეთში …

დანიელსონი წავიდა, რა იქნება შემდეგ – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„ეს პრობლემა თავად ჩვენ თუ არ მოვაგვარეთ, საქართველო გამოჩნდება, როგორც აი, ჭიჭყინა ბავშვი, როგორც უმწიფარი. ამის გამო, ევროკავშირში შესაძლოა საქართველოს მიმართ ინტერესი გაქრეს, რაც ყველაზე მეტად რუსეთს აწყობს…“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია. მას წარუმატებლად დასრულებული პოლიტიკური მოლაპარაკების შესახებ ვესაუბრეთ. პოლიტოლოგი ქვეყნის შიგნით მოლაპარაკების რესურსს ვეღარ ხედავს. თუმცა იმედს არ კარგავს, …

რა თქვეს ევროპარლამენტარებმა ტრიბუნებს მიღმა – ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან

ევროპარლამენტში საქართველოს ხელისუფლების მისამართით გუშინ, 22 იანვარს, დასმული კითხვები და პასუხები პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას 2012 წელს ახსენებს, როცა საერთაშორისო თანამეგობრობამ სამართლიანი არჩევნები კატეგორიულად მოითხოვა. ის ხედავს თანამეგობრობის დამოკიდებულებას, როცა ხელისუფლების მიმართ ნდობა აშკარად შერყეულია და მას პასუხების გაცემა აღარ შველის. „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, კორნელი კაკაჩია ევროპარლამენტში გამართულ მოსმენებს ესწრებოდა და საკუთარი მოხსენებაც ჰქონდა. რა …

რაზე მიანიშნა ივანიშვილმა აშშ-ს?

“დევალვაციას განიცდიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ დაფუძნებული ინსტიტუტები ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ეს “შეიძლება გადაიზარდოს საერთო უნდობლობაში” შეერთებული შტატების მიმართ, რაც “სამწუხარო” იქნება. ივანიშვილის კრიტიკა ეხებოდა საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტსა (IRI) და ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI), რომელთა დაკვეთით ჩატარებულ კვლევებსაც მმართველი გუნდი არ ენდობა და აკრიტიკებს. საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტების …

კორნელი კაკაჩია: „ქართულ ოცნებას“ ვადამდელი არჩევნები ურჩევნია

„ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება მიაღწევს იმას, რომ გაერთიანდება აქამდე ფრაგმენტირებული პოლიტიკური სპექტრი პრინციპით – „ყველანი ერთის წინააღმდეგ“, როგორც ეს ხდებოდა შევარდნაძის დროს, მერე სააკაშვილის დროს. ყველას გვახსოვს, მგონი, შედეგები“, – ასეთი მოლოდინი აქვს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე პოლიტოლოგს, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელს, კორნელი კაკაჩიას. მას ვესაუბრეთ საპროტესტო აქციაზე, რომელიც თბილისში დღეს, 14 ნოემბერს დაიწყო და იმაზე, თუ …

რატომ ვერ იქნება საქართველო ნეიტრალური ქვეყანა

რა არის ნეიტრალიტეტი? – ეს იყო შეხვედრისა და დისკუსიის თემა 28 ოქტომბერს სასტუმრო „ჰილტონში“. დისკუსიის მთავარი მომხსენებელი იყო საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია. „ნეიტრალიტეტის“ ან „სამხედრო მიუმხრომლობის“ თემა ხშირად აქტიურდება, როცა კონკრეტული პოლიტიკური ძალები ცდილობენ ამომრჩევლის მიმხრობას. რას მოიაზრებს რეალურად ნეიტრალიტეტი? როგორია სამართლებრივი და პოლიტიკური პოზიცია და ნეიტრალიტეტის სახეები? – სწორედ ამ თემებზე იმსჯელეს …

რისი ეშინია რუსეთს – დისკუსია ნეიტრალიტეტზე ბათუმში

„სახელმწიფო არ უნდა იყოს სხვა სახელმწიფოების მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ინტერესის ობიექტი და უნდა მდებარეობდეს გეოგრაფიულად „უმნიშვნელო ზონაში“… ეს ერთ-ერთი მიზეზია იმის, თუ რატომ ვერ იქნება საქართველო ნეიტრალური სახელმწიფო,“ – აღნიშნა დღევანდელ შეხვედრაზე პოლიტოლოგმა, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, კორნელი კაკაჩიამ. რა არის ნეიტრალიტეტი და რას მიიღებს ქვეყანა, თუკი იგი ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს? – ეს იყო დღეს, 28 ოქტომბერს, …

კაკაჩია: დიპლომატები ვეღარ ასწრებენ ჩვენი პრემიერების სახელების დამახსოვრებას

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში  პოლიტიკური კულტურა არ იცვლება, როცა ხელისუფლება პრემიერებს აქტიურად ცვლის. პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ ამ გზით ხელისუფლებას სურს ილუზიის შექმნა – „მეფე შიშველი არ არის“. რას ნიშნავს ქვეყნისთვის ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მეშვიდე წელს მეხუთე პრემიერი გვეყოლება? – კორნელი კაკაჩიას ამ თემაზე ვესაუბრეთ. ბატონო კორნელი, …

როგორ შეიცვალა საქართველოს იმიჯი დასავლეთში – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„საქართველო ცდილობს გაიქცეს რეგიონიდან…“ – მიიჩნევს კორნელი კაკაჩია, პოლიტოლოგი და „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი. ის ჟურნალისტებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ესაუბრა ბათუმში გამართულ შეხვედრაზე თემაზე – სად არის საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში. რა იგულისხმება „გაქცევაში“, რა ხდება სამეზობლოში და რამდენად შეიცვალა საქართველოს იმიჯი დასავლეთის თვალში? – „ბათუმელებმა“ კორნელი კაკაჩიასთან ინტერვიუ ჩაწერა. ბატონო კორნელი, შეხვედრაზე აღნიშნეთ, რომ …

ვის აქვს მეორე ტურში მოგების შანსი – „შედეგს განაპირობებს ზიზღი“

„გადაუწყვეტელი ამომრჩეველი იქნება ახლა ოქროს საბადო“, – ამბობს პოლიტოლოგი და „პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, კორნელი კაკაჩია მეორე ტურზე საუბრის დროს. მისი აზრით, ორივე პოლიტიკური ძალა ამ ეტაპზე ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის გულის მოსაგებად იმუშავებს. პოლიტოლოგთან ინტერვიუ გუშინდელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე საუბრით დავიწყეთ: რა აჩვენა პროცენტებმა? იყო თუ არა ეს მოულოდნელი? ბატონო კორნელი, პირველ რიგში, მინდა გკითხოთ, რამდენად …

რატომ გაჩნდა დემოკრატიზაციის გაგების დეფიციტი – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„უცხოელი ექსპერტების 90 პროცენტი აცხადებს, რომ საქართველო შეძლებს დემოკრატიზაციას ევროპული ინტეგრაციის გარეშე, თუმცა ეს უფრო რთული იქნება. ამის საპირისპიროდ, შიდა ექსპერტების უმრავლესობა [56 პროცენტი] ამტკიცებს, რომ ევროკავშირთან დაახლოების გარეშე დემოკრატიზაცია შეუძლებელია“, – კვლევის „გამოწვევები ევროპული ინტეგრაციის გზაზე“ შედეგებზე „პოლიტიკის ინსტიტუტის“ ანალიტიკოსებმა ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. რას აჩვენებს უცხოელი ექსპერტების დამოკიდებულება საქართველოს დემოკრატიზაციაზე …

ფრაქცია კომფორტისთვის – „ეს ცუდად აისახება პარტიის იმიჯზე“

ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნების“ სიით გასულმა წევრებმა კიდევ ერთი ფრაქცია შექმნეს: „ქართული ოცნება – მრეწველები“. თვითმმართველობის კოდექსით ერთი და იგივე პოლიტიკური პარტიის წევრებს უფლება აქვთ გაერთიანდნენ მხოლოდ ერთსა და იმავე ფრაქციაში. ეს დათქმა კოდექსის ავტორებმა პროექტის განხილვისას იმით ახსნეს, რომ საკრებულოებში ერთი პარტიის შიგნით ფრაქციები ხელოვნურად, იმ კომფორტის მისაღებად არ შეექმნათ, რასაც კანონმდებლობა ფრაქციებისთვის ითვალისწინებს. …

„ეს არა მარტო ამ წლის, მომავალი წლის მარცხიც შეიძლება აღმოჩნდეს“

რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება ან მარცხი ქვეყნის ცხოვრებაში 2016 წელს? რა საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე დგას საქართველო, რომელიც მომავალშიც შეიძლება გაგრძელდეს; რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანამ გეოპოლიტიკურ სივრცეში, რომელიც მნიშვნელოვნად შეიცვალა? წლის მოვლენები  „ბათუმელებთან“  „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა, პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ შეაფასა. თქვენი, როგორც პოლიტოლოგის შეფასებით, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა 2016 წელს საქართველოში …

“ამომრჩეველი აღარ არის მესიის მოლოდინში”

რა არჩევანს გააკეთებს ქვეყანა 8 ოქტომბერს, ქვეყნის პარლამენტი მულტიპარტიული იქნება თუ ორპარტიული? – 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე, მოლოდინებსა და რისკებზე „ბათუმელებს“ პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ესაუბრა. ბატონო კორნელი, ოთხი წლის წინ ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა შეაფასეს როგორც ნაბიჯი დემოკრატიისკენ. მაშინ ოპოზიციის მთავარი შეთავაზება რეპრესიული რეჟიმის შეცვლა იყო. რით განსხვავდება ეს არჩევნები, ანუ ამ არჩევნების …

რუსული პროპაგანდა, ხელისუფლება და საზოგადოების რეაქცია

რას უკავშირდება ბოლო დროს პრორუსული ჯგუფების გააქტიურება საქართველოში? რატომ დუმს ხელისუფლება და რა არის რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.  ბოლო დროს რუსული პროპაგანდა საქართველოში გასცდა მედიის საზღვრებს, გასულ კვირას გამოჩნდა ჭიქა-სუვენირები რუსეთ-საქართველოს სიყვარულზე, ნაყინი სახელწოდებით  -„СССР“, სხვადასხვა ჯგუფმა ღიად გამოიტანა საბჭოთა სიმბოლიკაც… რას უკავშირდება საქართველოში პრორუსული პროპაგანდის …

პროფესორ კორნელი კაკაჩიას საჯარო ლექცია ბათუმში

7 მაისს, 11:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში, პოლიტიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, პროფესორი კორნელი კაკაჩია საჯარო ლექციას ჩაატარებს. ლექციის თემაა – „უმაღლესი განათლება საქართველოში: მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები“. მომხსენებელი მიმოიხილავს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის, როგორც ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ნაწილის მიმდინარე პრობლემებს. ასევე, იმ გამოწვევებს, რომელსაც აყენებს ბოლონიის პროცესი ქართული უნივერსიტეტების წინაშე.  

პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას საჯარო ლექცია ბათუმის უნივერსიტეტში

7 მაისს, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში,  პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას საჯარო ლექცია გაიმართება,  თემაზე  – „უმაღლესი განათლება საქართველოში. მიღწევები, გამოწვევები, პერსპექტივები“. საჯარო ლექციის ორგანიზება „საქართველოს პროფესიული განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით  ხორციელდება. „საჯარო ლექციის დროს აქცენტი გაკეთდება საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის, როგორ ევროპული საგანმანათლლო სივრცის ნაწილის მიმდინარე პრობლემებზე. იმ გამოწვევებზე, რომელსაც აყენებს ბოლონიის პროცესი ქართული უნივერსიტეტების წინაშე და …

საჯარო ლექციების კონკურსის ოთხი გამარჯვებული

საჯარო ლექციების დაფინანსების კონკურსში 4 გამარჯვებული გამოვლინდა. ინფორმაციას აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ავრცელებს.  საჯარო ლექციებისთვის სამინისტროსგან დაფინანსებას მიიღებენ შემდეგი პირები:   ჯოანა შერშუნოვიჩი, რომელიც წაიკითხავს ლექციას თემაზე – „საჯარო საუბრის ხელოვნება, აკადემიური ტექსტი და მისი სპეციფიკა“ და „კულტურათაშორისი კომუნიკაცია – მნიშვნელოვანი განსხვავებები“. შემდეგი გამარჯვებულია ჯემალ ხუბუა. მისი საჯარო ლექცია შეეხება მიკროსამყაროს ფიზიკას. თემა – „თანამედროვე …

Exit mobile version