„საქართველოს ხიფათი ელის წულუკიანის კომისიის დასკვნის შემდეგ“ – ინტერვიუ

„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ წულუკიანის დასკვნა იქნება ტოლფასი ორჯონიკიძის ცნობილი დეპეშისა, რომ „თბილისის თავზე ფრიალებს საბჭოთა დროშა“, – ამბობს პოლიტოლოგი ლელა ჯეჯელავა „ბათუმელებთან“. მას ვთხოვეთ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის დღეს, 11 აგვისტოს გაკეთებული განცხადების შეფასება, სადაც მან არაერთხელ გაიმეორა, რომ „სააკაშვილი იყო მოღალატე“, „უცხოური აგენტი“ და რომ სწორედ მან დაიწყო 2008 წლის ომი. რატომ …

შემზადებაა დაკარგული ტერიტორიების აღიარებაზე – რას ნიშნავს ომის დაწყებაზე კობახიძის განცხადება

„განცხადება, რომ ომი დაიწყო საქართველომ – რაც უნდა ცუდი მმართველი ჰყოლოდა მაშინ საქართველოს, ის წარმოადგენდა საქართველოს – ამით პირდაპირ ზიანს აყენებ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, იმედს, რომ ოდესმე მაინც აღდგება ეს ტერიტორიული მთლიანობა. ეს ქვეყნის ინტერესების ღალატი – მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი კობახიძე არალეგიტიმური პრემიერია,“ – მიიჩნევს ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი. ანალიტიკოსის აზრით, ირაკლი კობახიძის განცხადებას აგვისტოს …

„პირდაპირი მიყიდვა დასრულდა“ – კობახიძემ ამ განცხადების შემდეგ მიწა ისევ ამ წესით გაასხვისა

„ქართული ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 27 ივნისს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა გააუქმა. თუმცა, ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც კერძო კომპანიას სახელმწიფო ქონება სწორედ პირდაპირი წესით, ანუ აუქციონის გარეშე მიჰყიდეს. კობახიძემ პირდაპირი მიყიდვის წესის გაუქმებას „პრინციპული გადაწყვეტილება“ უწოდა არაკონსტიტუციურ პარლამენტში, როცა წლიური მოხსენება წარადგინა: „ჩვენ უარი ვთქვით უძრავი …

„ფეხზე ჰკიდიათ სამართლებრივი პრინციპები“ – კობახიძე კვლავ გერმანიის ელჩს აკრიტიკებს

„ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს აკრიტიკებს, რომელიც 16 მაისს, ბათუმში დაესწრო მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს. ამის შესახებ კობახიძემ „პირველი არხის“ ეთერში ისაუბრა 28 მაისს. ამავე დროს, კობახიძემ ისაუბრა ბათუმში მომხდარ ინციდენტზე, როცა გერმანიის ელჩს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე ვალერი ქოჩიაშვილმა, რომელიც ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა და გამოირჩევა ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პროევროპული აქციების …

კობახიძის წერილი დიპლომატიური ჰარაკირია – ინტერვიუ

„რეალურად, სანქციებზე რეაგირება აჩვენებს, რომ ძალიან სერიოზულ ფინანსურ დარტყმას იღებს პარტიის ჩრდილოვანი თუ საპატიო ლიდერი, რომლის მთავარ, ღერძულ ფიგურაზეა დაფუძნებული და აწყობილი მთლიანად პარტიის ფინანსები, რიტორიკა და მერე ქვეყნის მართვის ტემპიც“- ამბობს ნინო სამხარაძე, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ [GIP] პოლიტიკის მკვლევარი. რა იკითხება „ოცნების“ პრემიერის, ირაკლი კობახიძის აშშ-ის პრეზიდენტისადმი მიმართულ ღია წერილში, რომელიც დღეს, 13 მაისს …

ირაკლი კობახიძე არღვევს მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციას – ადვოკატი

ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის ადვოკატი, მაია მწარიაშვილი, ეხმიანება „ოცნების“ პრემიერის, ირაკლი კობახიძის შეფასებებს მზია ამაღლობელის შესახებ. 16 აპრილს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში კობახიძემ მზია ამაღლობელზე თქვა, რომ თითქოს მან ვიღაცის დავალებით მიაყენა პოლიციელს შეურაცხყოფა. „ირაკლი კობახიძემ საჯაროდ და დაუფარავად აჩვენა, რომ იგი პოზიციონირებს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ და ნებისმიერ ფასად სურს იხილოს ის პატიმრობაში. გუშინდელი …

„რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას არ ვახალისებთ – ეს არის ოცნების მესიჯი“ – ინტერვიუ ბექა კობახიძესთან

„მე პიარს არ დავარქმევდი, მე დავარქმევდი აგენტურის მიერ მიღებული დავალების შესრულებას, რასაც შეეწირნენ ჩვენი გმირები, მათ შორის გიორგი ანწუხელიძე“- განაცხადა „ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული სხვა გმირების შესახებ 16 აპრილს, სატელევიზიო ინტერვიუში.  რატომ ცდილობს გმირობის გაუფასურებას ირაკლი კობახიძე? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, ისტორიკოს …

უსაფრთხოების ღობე „ოცნების ქალაქში“ კობახიძის დასაცავად, მხოლოდ ერთი დღით იყო

„ჩანს რამე, ღობე არის? ღობე როდის არის იცით? როცა მთავრობის წარმომადგენლები მოდიან, მაშინ აკეთებენ ღობეს,“ – ეს „ოცნების დასახლებაში“ მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ გვითხრა 2025 წლის 15 თებერვალს, როცა ამ დასახლებაში 4 და 6 წლის ბავშვები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ და დაიღუპნენ. ბავშვები დღეს, 17 თებერვალს დაკრძალეს. რატომ არ იყო მოწყობილი უსაფრთხოების ღობე, როცა „ოცნების ქალაქის“ …

209 ათასი ლარი დაიხარჯა ღონისძიებისთვის, რომელსაც კობახიძე დაესწრო ბათუმში

„ოცნების“ მთავრობის განცხადებით ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება. „მშენებლობის საფუძვლის ჩაყრასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ღონისძიება“ კი 8 თებერვალს გამართეს, რომელსაც ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერი ირაკლი კობახიძე და აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო. ამ ღონისძიებაში აჭარის ბიუჯეტიდან 209 ათასი ლარი დახარჯეს. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ „კაფსულის ჩაგდების ღონისძიება“ აჭარაში დაგეგმილი არ ჰქონდათ, ამიტომ …

კობახიძემ მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით შეხვედრისთვის მზაობა გადათქვა

ირაკლი კობახიძემ გადათქვა მზაობა, რომ მზია ამაღლობელის შესახებ სასაუბროდ ყველას შეხვდებოდა. „რაც შეეხება მზია ამაღლობელის კოლეგებთან შეხვედრას, მე ველოდი, რომ გარკვეული სინანული დაედებოდა ფონად იმ ინიციატივას, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ კონკრეტული ადამიანების მხრიდან, თუმცა არავითარი სინანული, მათ უნდათ სამართლებრივი საკითხების გარჩევა, აპირებდნენ ადვოკატთან ერთად მოსვლას. სამართლებრივი საკითხები ჩემთან ვერ გაირჩევა. თუ ვინმეს უნდა გამოხატოს სინანული, იქნებოდა …

ირაკლი კობახიძემ მოიტყუა, რომ რუმინეთმა, იტალიამ და ესპანეთმა სანქციებს მხარი არ დაუჭირა

ევროკავშირის წევრი სამი ქვეყანა – რუმინეთი, იტალია და ესპანეთი – საგანგებო განცხადებებით გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, თითქოს ამ ქვეყნებმა მხარი არ დაუჭირეს სანქციებს. 16 დეკემებრს ევროკავშირი შეთანხმდა, რომ აუცილებელია, საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებს შეუჩერდეთ უვიზო რეჟიმი. ირაკლი კობახიძის ტყუილს, თითქოს სანქციებს მხარი არ დაუჭირა, პირველი რუმინეთი გამოეხმაურა. რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს …

კობახიძემ ეკლესიას 1 ლარად ჰექტრობით მიწის ნაკვეთები გადასცა ნოემბერ-დეკემბერში 

2 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა განკარგულებებს, რომელიც სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების ეკლესიისთვის, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაცემას ითვალისწინებს. კობახიძის განკარგულებით, საქართველოს ავტოკეფალიურ ეკლესიას პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად  გადაეცემა დაბა მანგლისში მდებარე 3194 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და ამ ნაკვეთზე დამაგრებული 3 შენობა. 2 დეკემბერს გამოცემული კიდევ ერთი განკარგულების მიხედვით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, …

კობახიძე მალავს, ვის აძლევს სახელმწიფო ქონებას პირდაპირი მიყიდვით და იჯარით

საქართველოს მთავრობა კერძო პირებზე პირდაპირი წესით ყიდის ან იჯარით გასცემს სახელმწიფო ქონებას, მაგრამ ხშირად ამ პირების ვინაობას უკანონოდ მალავს. შესაბამის განკარგულებებს [სადაც სახელმწიფო ქონების მიმღების ვინაობა დამალულია], რომლებსაც მთავრობა ასაჯაროებს, ხელს პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს. ირაკლი კობახიძე პრემიერობის დასაწყისში აცხადებდა და შემდეგაც არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის ყველა გადაწყვეტილება ქვეყნდება და ისინი სრულიად გამჭვირვალეა. მთავრობას …

ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია – ამერიკის ხმა

“ამერიკის ხმის” ინფორმაციით, შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ტრადიციულ მიღებაზე, სადაც ის მსოფლიო ლიდერებსა და გაეროს მაღალჩინოსნებს უმასპინძლებს, ირაკლი კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ტრადიციული მიღება დღეს, 25 სექტემბერს, უნდა გაიმართოს ნიუ იორკში. ,,პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად, ასევე იყო ირაკლი კობახიძე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა. მიწვევის გაუქმების შესახებ …

ეს ნიშნავს უნივერსიტეტებზე ღიად გალაშქრებას – მანანა რატიანი კობახიძის განცხადებაზე

ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (KIU), დღეს, 6 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველოში ორი განსაკუთრებული საგანმანათლებლო კერა უნდა არსებობდეს. „ჩვენი ამოცანაა, ქვეყანაში არსებობდეს ორი განსაკუთრებული საგანმანათლებლო კერა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახით, რომლებსაც თანაბარი დატვირთვა ექნებათ ქვეყანაში განათლების მიწოდების თვალსაზრისით“- განაცხადა კობახიძემ. მან მადლობა გადაუხადა ივანიშვილს ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაფინანსების გამო და თქვა, …

კობახიძემ პედაგოგებს არ უპასუხა – „ვაპირებთ მივმართოთ სახალხო დამცველს და სასამართლოს“

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საჯარო სკოლის მასწავლებლებს ოფიციალურად გაგზავნილ წერილზე არ უპასუხა. პედაგოგები კობახიძეს ახალი სახელფასო ფორმულის გადახედვას, მასწავლებლის სტატუსის აღდგენას და სახელფასო დოკუმენტში ფუნქციური დანამატის განსაზღვრას სთხოვდნენ, თუმცა, 69 პედაგოგის ხელმოწერილი წერილი პრემიერ-მინისტრმა უპასუხოდ დატოვა. წერილი მასწავლებლებმა პრემიერის სახელზე ჯერ კიდევ 18 ივლისს გააგზავნეს. როგორც საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი პედაგოგი, ეკატერინე წულუკიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, პედაგოგები …

კობახიძემ პრეზიდენტი შეურაცხყო, აგენტი უწოდა და ურჩია არ გამოიყენოს მათი ტერმინი – „კოშმარი“

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 4 სექტემბერს გამართულ კონფერენციაზე  საქართველოს პრეზიდენტს მორიგი შეურაცხყოფა მიაყენა და მას აგენტიც უწოდა. პრემიერს კითხვა სალომე ზურაბიშვილის შეფასების შესახებ დაუსვეს, როცა მან „ქართული ოცნება“ ქართულ კოშმარად მოიხსენია. კერძოდ, პრეზიდენტმა თქვა: „ქართულმა ოცნებამ“ შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა, რომელიც საქართველოს აშორებს იმას, რაც იყო მისი დიდი ხნის მიზანი და არა ოცნება“. პრეზიდენტს …

კობახიძე არ გამორიცხავს თავდასხმებს ოპოზიციის ლიდერებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უსაფრთხოების მიზნებით ხსნის წინასაარჩევნო შეხვედრებზე ბიძინა ივანიშვილის შუშის ყუთით მოგზაურობას. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს, 4 სექტემბერს გამართულ პრესონფერენციაზე თქვა. ამავე პრესკონფერენციაზე პრემიერმა არ გამორიცხა თავდასხმები ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგაც. კერძოდ, ირაკლი კობახიძემ თქვა: „უნდა აღინიშნოს, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, განსაკუთრებით ის პოლიტიკოსები, რომლებზე …

თანამდებობის პირები, რომლებიც დასავლეთს აშავებენ, მაგრამ ევროპულ სიკეთეებზე უარს არ ამბობენ

ეს თანამდებობის პირები – პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, მმართველი პარტიის დეპუტატები, წლების განმავლობაში იღებდნენ დასავლურ დაფინანსებას, ბევრი მათგანი სწავლობდა დასავლეთში, ბევრი მათგანის ყველაზე ახლობელი ადამიანები – ოჯახის წევრები დღემდე ევროპის ქვეყნებში ცხოვრობენ, ზოგიერთი მათგანის შვილი ევროპაში დაიბადა კიდეც, მაგრამ ამ ადამიანების ძალისხმევით და უშუალო მონაწილეობით ქვეყნის ევროპული მომავალი ჩაიკეტა. მათ მიიღეს რუსული კანონი – ევროკავშირმა კი …

„ტრამპის გამარჯვება რეგიონში დამოკიდებულებებს შეცვლის“ – ირაკლი კობახიძე აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე

„ტრამპი თუ გაიმარჯვებს, უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება და შესაბამისად უფრო მალე დამშვიდდება ჩვენი რეგიონი,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ხაშურში, იუსტიციის სახლის გახსნის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ის „რა თქმა უნდა ვერავის არჩევნებში ვერ ჩაერევა, მაგრამ ტრამპის გამარჯვება რეგიონში დამოკიდებულებებს შეცვლის“. „[ტრამპის გამარჯვება] შეცვლის დამოკიდებულებას კონკრეტულად საქართველოს მიმართაც. თუ იქნება მშვიდობა რეგიონში, საქართველოს …

მადლობა ჩინეთს იმისათვის, რომ მან შეინარჩუნა მანამდე დაკავებული პოზიცია – ირაკლი კობახიძე

„მადლობა ჩინეთს იმისათვის, რომ მან შეინარჩუნა მანამდე დაკავებული პოზიცია”, – თქვა ირაკლი კობახიძემ დღეს, 5 ივნისს გაეროს რეზოლუციის შეფასებისას, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალში დევნილების დაბრუნებას ეხება. ჩინეთს სტრატეგიულ პარტნიორად აცხადებთ, როცა მან მხარი არ დაუჭირა გაეროს რეზოლუციას – შეახსენეს პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებმა. „ჩინეთი მყარად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ჩინეთის ოფიციალური პოზიცია, თქვენ …

საგარეო განმარტავს, რატომ განაცხადა უარი აშშ-ში ვიზიტზე პრემიერმა კობახიძემ – სამინისტროს განცხადება 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აშშ-ის საელჩოს პასუხობს: უწყების თანახმად, პრემიერი კობახიძე აშშ-ში მიწვეული იყო დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა. ეს, სამინისტროს განმარტებით, „არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას“. „დღეს გავრცელდა აშშ-ის ელჩის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მიწვეული იყვნენ აშშ-ში, რაზეც …

კობახიძეს სტუდენტებმა დაფაზე წარწერა დაუტოვეს – „არა რუსულ კანონს!“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ირაკლი კობახიძეს დაფაზე დაუტოვეს წარწერა – „არა რუსულ კანონს!“. ერთ-ერთი სტუდენტი, რომელმაც კობახიძეს წარწერა დაუტოვა, პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტი დათო ჩხობაძეა. „ირაკლი კობახიძე ლექციებს ატარებს ყოველ შაბათ დღეს, დილით. სავარაუდოდ, წაშლიან ამ წარწერებს შაბათამდე, მაგრამ სამართლის სტუდენტები, ვისაც კობახიძე უკითხავს ლექციას, ხვალიდან აპირებენ პეტიციის შედგენას და ხელმოწერების შეგროვებას, რომ კობახიძემ აღარ …

„ეს არის საბჭოური სტილის კამპანია“ -კობახიძე ვეტინგის და კორუფციის შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 31 მარტს, მოსამართლე შალვა თადუმაძის განცხადებაზე ვეტინგთან დაკავშირებით, პასუხად ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ვეტინგის [მექანიზმი, რომელიც სასამართლო სისტემაში თანამდებობის მქონე მოსამართლეების კეთილსინდისიერების შეფასებას ითვალისწინებს] შესახებ კამპანია საბჭოური სტილია. „როდესაც საუბარია სასამართლო სისტემაზე, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და ისაუბროს ფაქტებით. დღემდე ჩვენ ვერ ვისმენთ ფატებს და ამიტომ უწევთ საბჭოური სტილის კამპანიის წარმოება …

მძღოლები და გადამზიდავები ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ – პროტესტის მეორე დღე

ათობით გადამზიდავი, რომელიც მეორე დღეა საპროტესტო აქციას მართავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან ითხოვს შეხვედრას. ტრაილერის მძღოლები და გადამზიდი კომპანიების წარმომადგენლები თბილისთან ახლოს, ნატახტარში არიან შეკრებილები. „ერთადერთ იმედად რჩება პრემიერი და მასთან შეხვედრა. იქნებ მან მაინც მოგვისმინოს, რადგან სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო დიდი ხანია არ წარმოადგენს გადამზიდავთა ინტერესს. ახლა ერთ მხარეს დგას ასობით გადამზიდავი, მათი ოჯახის წევრები, …

ჩინეთი აფხაზეთში დევნილების დაბრუნებას მხარს არ უჭერს – ახალი სტრატეგიული პარტნიორის პოლიტიკა

2008 წლიდან 2023 წლის ჩათვლით, საქართველოს ახალ სტრატეგიულ პარტნიორს, ჩინეთს, რომელიც თავის მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი და ახლო სტრატეგიული პარტნიორია რუსეთისთვის, მხარი არასდროს დაუჭერია გაეროში საქართველოს მიერ შეტანილი რეზოლუციისთვის – „იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. მეტიც, 2022 წლის 8 ივნისს, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე თვის თავზე, ჩინეთმა პირველად და ერთადერთხელ მისცა ხმა რეზოლუციის კენჭისყრაზე …

რას ამბობს კობახიძე საიას შეფასებაზე, რომ კონსტიტუციას შესაძლოა თავად მთავრობა არღვევს

„არასერიოზულია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ასეთ აბსურდს წერს,“ – გვითხრა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, რომელსაც საიას შეფასების შესახებ დღეს, 5 ოქტომბერს ვკითხეთ. მესამე დღეა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი განიხილება. წარდგინებაზე დასკვნა სასამართლომ 14 ოქტომბრამდე უნდა მიიღოს. პრეზიდენტის ვიზიტები, განსაკუთრებით ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების წინ, რაზეც სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მთავრობამ უარი უთხრა, საია-ს …

კობახიძის ორმაგი სტანდარტი – როდის ახსენდება „ოცნებას“ უდანაშაულობის პრეზუმფცია

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე რუსეთთან თანამშრომლობის გამო დაასანქცირა. ფარცხალაძის სანქცირების ფონზე „ქართული ოცნების“ წევრები თავგამოდებით იცავენ ყოფილ მთავარ პროკურორს და ამბობენ, რომ ფარცხალაძე ქვეყნის უსაფრთხოებას ძირს არ გამოუთხრიდა. მმართველი პარტიის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე, რომელიც მარტში, რუსული კანონის მიღების წინ ირწმუნებოდა, რომ სიტყვა „აგენტს“ ნეიტრალური მნიშვნელობა აქვს, ფარცხალაძესთან დაკავშირებით ამბობს, რომ …

„ასეთი შეურაცხყოფილი არასდროს ვყოფილვარ“ – დავით ჯელაძე კობახიძის განცხადებაზე

„ასეთი შეურაცხყოფილი არასდროს ვყოფილვარ“ – ასე შეაფასა შოვის სტიქიას გადარჩენილმა დავით ჯელაძემ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ „ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადება იმის შესახებ, რომ „გადასამოწმებელია“ ღვარცოფში მოყოლილი დავით ჯელაძის ბავშვით გადასვლა ერთი ნაპირიდან მეორეზე. „ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს. ყოველ დღე იმის იმედად ვიღვიძებდით, რომ ვიღაც დაგვირეკავდა, გამამხნევებელ შეტყობინებას მაინც მომწერდა, თუ არ დამირეკავდა – ეს როგორ შეძელიო, …

„სპეკულაციები“, „ტყუილი“, „გადასამოწმებელია“ – კობახიძე შოვის სტიქიაზე

დღეს, 14 აგვისტოს, მე-12 დღეს შოვის სტიქიიდან, რომელსაც 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 9 დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ, „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „სპეკულაციები“ უწოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სტიქიის ეპიცენტრში ადამიანები თითქმის სამი საათის განმავლობაში დამოუკიდებლად და ადგილობრივების დახმარებით ცდილობდნენ გადარჩენას. „იყო ასევე სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი სამი …

სტუდენტები რომ არ ჩარეულიყვნენ პოლიტიკაში, დღეს რუსული იქნებოდა სახელმწიფო ენა – ჯანაშია

20-მდე პირი ფიზიკურად გაუსწორდა სტუდენტებს, რომლებმაც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპროტესტო პლაკატის გაშლა სცადეს. სტუდენტებს სცემეს, დააგორეს კიბეებზე, მოგვიანებით კი ერთ-ერთ დაშავებულ სტუდენტს შეიარაღებულმა პირმა საავადმყოფოშიც მიაკითხა. დღეს, 19 ივნისს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თსუ-ში პოლიტიკური აქტიურობის ადგილი არ არის და არავის მისცემენ პოლიტიკური აქტიურობის შესაძლებლობას. არის თუ არა …

კობახიძე 26 მაისის ღონისძიებას სპორტდარბაზში ყოფნის გამო არ ესწრება – „ფორმულა“

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღმნიშვნელ ღონისძიებას არ ესწრება, იგი სპორტდარბაზში ვარჯიშობს – ინფორმაციას და ფაქტის ამსახველ მოკლე ვიდეოს ტელეკომპანია „ფორმულა“ აქვეყნებს. „ბატონო ირაკლი, მთავრობის ღონისძიებას რატომ არ ესწრებით? არ გსურთ დასწრება?“ – ისმის ვიდეოჩანაწერში ჟურნალისტის შეკითხვა, რასაც კობახიძე ხელის აქნევით პასუხობს. გუშინ, 25 მაისს, ირაკლი კობახიძემ …

ვინც რუსეთს ზედაპირულად მაინც იცნობს, არ მგონია დაიჯეროს, რომ აფხაზეთს დაგვიბრუნებს

საქართველოსთან პირდაპირი ფრენების დანიშვნის პარალელურად, სულ უფრო ხშირად ისმის საუბარი რუსეთის მხრიდან შესაძლო, სამომავლო დეოკუპაციის შესახებ. ურთიერთობების „დათბობის“ შემდეგ თითქოს არსებობს შესაძლებლობა, რომ რუსეთმა აფხაზეთი დაგვიბრუნოს. რამდენად შეიძლება ეს მოსაზრება სეროზულად განვიხილოთ? – ჩვენს კითხვებს ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე პასუხობს. ბატონო დიმიტრი,  პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო საზოგადოების პროტესტის შემდეგ ხელისუფლებამ გააჩინა ახალი მოსაზრება, რომ შეიძლება აფხაზეთი …

ვაჟამ თქვა: „ბილწთ არ შავეკვრი ზავითა“, კობახიძე კი სწორედ ამას აკეთებს – მასწავლებელი

მას შემდეგ, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის დასანქცირებული შვილი „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში შემოუშვა, საქართველოს მოქალაქეებმა კი ამ ფაქტის გამო საპროტესტო აქცია გამართეს და ამ ოჯახს ყვარლის ტბაზე დაგეგმილი ქორწილი ჩაუშალეს, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც ევროკავშირის მიერ დასანქცირებული რუსების საქართველოში შემოსვლა გააპროტესტა, ბნელები უწოდა და ყვარლის ტბაზე დაგეგმილი ქორწილის …

„ღმერთმა დამიფაროს, მოღალატე ირაკლისთვის მოსაწონი საქმით ვიყო დაკავებული“ – ნაკაიძე

„ირაკლი კობახიძეს ცუდი წარმოდგენა აქვს საქართველოს უმცირესობებზე და ჰგონია, რომ მისი გუნდის სახიფათო გზავნილების გადაფარვას ჩემი დადანაშაულებით და ბინძური ტყუილებით შეძლებს. ღმერთმა დამიფაროს, სახელმწიფოს მოღალატე, რუსი ირაკლისთვის მოსაწონი საქმიანობით ვიყო დაკავებული“ – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის წევრი, ტარიელ ნაკაიძე ფეისბუქზე „ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ტარიელ ნაკაიძე არის პრობლემური თავისი საქმიანობით“ და ის …

„პალიტრა მედია“ გახდა კეზერაშვილის მეორე ტელევიზია – ირაკლი კობახიძე

„თავისი სარედაქციო პოლიტიკით გახდა ფორმულა ორი, კეზერაშვილის მეორე ტელევიზია,“ – განაცხადა დღეს, 28 მარტს, „პალიტრა მედიის“ შესახებ ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბათუმში, პარტიული კონფერენციის შემდეგ. კობახიძეს ჟურნალისტებმა „პალიტრა მედიასა“ და დავით კეზერაშვილს შორის შესაძლო კავშირზე ჰკითხეს. „მე ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, შეიძლება მქონდეს, მაგრამ დეტალებში ვერ შევალ… ერთი რამ ნათელია, რომ ბოლო ორი-სამი …

Exit mobile version