მთავარი,სიახლეები

„პალიტრა მედია“ გახდა კეზერაშვილის მეორე ტელევიზია – ირაკლი კობახიძე

28.03.2023
„პალიტრა მედია“ გახდა კეზერაშვილის მეორე ტელევიზია – ირაკლი კობახიძე

„თავისი სარედაქციო პოლიტიკით გახდა ფორმულა ორი, კეზერაშვილის მეორე ტელევიზია,“ – განაცხადა დღეს, 28 მარტს, „პალიტრა მედიის“ შესახებ ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბათუმში, პარტიული კონფერენციის შემდეგ.

კობახიძეს ჟურნალისტებმა „პალიტრა მედიასა“ და დავით კეზერაშვილს შორის შესაძლო კავშირზე ჰკითხეს.

„მე ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, შეიძლება მქონდეს, მაგრამ დეტალებში ვერ შევალ…

ერთი რამ ნათელია, რომ ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში ეს ტელევიზია ძალიან დაემსგავსა კეზერაშვილის სხვა ტელევიზიას, „ფორმულას“, გახდა ერთგვარი „ფორმულა 2“, ეს არის ჩემი დაკვირვება.

დანარჩენი, იქ როგორ გადაფორმდა წილები, საკუთრება და როგორია რეალურად ხარჯები, რასაც გასცემენ ტელევიზიის მესაკუთრეები – ამ დეტალებში მე ვერ შევალ“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დღეს „პალიტრა მედიის“ იუ­რი­დი­უ­ლმა დეპარტამენტმა ვებგვერდს www.ongo.ge – ს მიმართა და 27 მარტს განთავსებულ სტატიის – „კეზერაშვილი პალიტრა მედიას აფინანსებს“ აღებისკენ მოუწოდა. „პალიტრა მედიაში“ სიცრუეს უწოდებენ კავშირს ბიზნესმენ დავით კეზერაშვილთან:

„აღ­ნიშ­ნულ სტა­ტი­ა­ში მო­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია წარ­მო­ად­გენს სიც­რუ­ეს და არ არის და­ფუძ­ნე­ბუ­ლი რე­ა­ლურ ფაქ­ტებ­ზე.

სტა­ტი­ა­ში მოყ­ვა­ნი­ლი არ­გუ­მენ­ტი, თით­ქოს ეს ინ­ფორ­მა­ცია კონ­კრე­ტუ­ლი წყა­როს­გან არის მი­ღე­ბუ­ლი, ასე­ვე წარ­მო­ად­გენს სიც­რუ­ეს,“ – აღნიშნავს „პალიტრა მედია“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: