„მერსედესმა“ შესაძლოა სამხედრო ტექნიკის წარმოება დაიწყოს

ცნობილმა  გერმანულმა ავტოკონცერნმა, „მერსედესმა“, შესაძლოა, სამხედრო ტექნიკის წარმოება დაიწყოს. ამის შესახებ Mercedes-Benz Group-ის გენერალურმა დირექტორმა, ოლა კალენიუსმა ისაუბრა ამერიკულ The Wall Street Journal-თან ინტერვიუში. „მსოფლიო სულ უფრო არაპროგნოზირებადი გახდა და, ჩემი აზრით, აშკარაა, რომ ევროპამ უნდა გააძლიეროს თავისი თავდაცვისუნარიანობა. თუ ჩვენ შევძლებთ ამ პროცესში პოზიტიური როლის შესრულებას, მზად ვიქნებით ეს გავაკეთოთ“ – თქვა მან და …

გერმანიის კანცლერი: ჩვენ უკრაინელების გვერდით ვართ – ყოველგვარი „მაგრამ“ და „თუ“-ს გარეშე

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა დაადასტურა გერმანიის ხელისუფლების ურყევი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ თავდაცვით ომში. „ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ ყოველგვარი „თუ“-სა და „მაგრამ“-ს გარეშე“, – განაცხადა დღეს,  20 თებერვალს, შტუტგარტში, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის პარტიულ ყრილობაზე გამოსვლისას მერცმა. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გერმანიის კანცლერის თქმით, გერმანია არასდროს შეეგუება იმ ფაქტს, რომ …

„ევროპამ დაასრულა ხანგძლივი შვებულება მსოფლიო ისტორიიდან“ – გერმანიის კანცლერი

„ევროპამ დაასრულა ხანგრძლივი შვებულება მსოფლიო ისტორიიდან“ – განაცხადა დღეს, 13 თებერვალს, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა მიუნხენის 62-ე უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. „დოიჩე ველეს“ ცნობით, მერცმა გამოიყენა გერმანელი ფილოსოფოსის, პეტერ სლოტერდაიკის ციტატა. გერმანიის კაცლერმა განაცხადა, რომ წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი წარსულს ჩაბარდა და დიდი სახელმწიფოების მიერ მართულ მსოფლიოში თავისუფლება საფრთხის ქვეშაა. მან ამის მაგალითად რუსეთის უკრაინის …

ბანკიდან 100 მლნ ევრო გაიტანეს – ყველაზე დიდი ძარცვა გერმანიის ისტორიაში

დეკემბრის ბოლოს, ახალი წლის წინა დღეებში, გერმანიაში ბანკი გაძარცვეს. ამ შემთხვევას მედიამ გერმანიის ისტორიაში ყველაზე დიდი ძარცვა უწოდა. ზარალი შესაძლოა 100 მილიონ ევროს აღემატებოდეს. შემთხვევა ქალაქ გელზენკირხენში მოხდა. საშობაო არდადეგების დასრულების შემდეგ, 29 დეკემბერს, ორშაბათს, ბანკ Sparkasse-ის ფილიალის დაცვამ აღმოაჩინა, რომ გატეხილია ბანკის საცავი, დაახლოებით 3200 სეიფი, რომლებშიც ნაღდი ფული, ოქრო და სხვა ძვირფასი ნივთები …

“გაფრთხილება თავდასხმების საპასუხოდ” – AFP გერმანიის ელჩის გაწვევასა და დაბრუნებაზე

სააგენტო “ფრანს პრესი” საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის დაბრუნებას ეხმიანება და წერს, რომ გერმანიის საგარეო სამინისტროს ცნობით, ფიშერის გაწვევა საქართველოსთვის გაფრთხილება იყო ელჩისა და დასავლეთის წინააღმდეგ გახშირებულ თავდასხმებთან დაკავშირებით. სააგენტოს ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა 7 ნოემბერს განაცხადა, რომ გერმანიის მკაფიო მოლოდინია საქართველოს მთავრობამ “თავი შეიკავოს ელჩზე თავდასხმებისგან” და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ …

რატომ ესხმის თავს „ოცნება“ გერმანიის ელჩს – ინტერვიუ

„ფიშერის განცხადებები გულზე ხვდებათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს. მეორე მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება გრძნობს გერმანიის ძლიერ მხარდაჭერას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ჩვენ ამ სიტუაციაში და ამ დაპირისპირებაში არ ვართ მიტოვებული „ქართული ოცნების“ ამარა და რომ ქართველ ხალხს, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, ჰყავს ძალიან ძლიერი მოკავშირე და ისტორიული, ტრადიციული მეგობარი გერმანიის სახით,“ – ამბობს ანალიტიკოსი ზაალ ანდრონიკაშვილი. მას …

გერმანიის კანცლერი: მზად ვართ უკრაინისთვის აშშ-გან „პატრიოტის“ სისტემები შევიძინოთ

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ გერმანია მზადაა შეიძინოს აშშ-სგან Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემები უკრაინისთვის. მერცმა ამის შესახებ 10 ივლისს, რომში, უკრაინის რეკონსტრუქციისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა. „დოიჩე ველეს“ ცნობით, მერცმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი ერთი კვირის წინ განიხილა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან. მისი თქმით, აშშ-ისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრები ამ საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, მაგრამ …

რას ამბობდა წულუკიანი გერმანიაზე 2020 წელს და რას ამბობს დღეს – „გერმანელების წყალობით ვდგავართ ჩვენ ფეხზე“ 

„ანტიგერმანული გამონათქვამები ისმის, სად ხართ მედია?“ – კითხულობდა თეა წულუკიანი 2020 წელს. დღეს, ამ განცხადებიდან 5 წლის შემდეგ, იგივე თეა წულუკიანი ანტიგერმანული და ანტიდასავლური რიტორიკითაა დაკავებული და გერმანიის ყოფილს ელჩს ღიად ადანაშაულებს საქართველოს მთავრობისთვის „დავალებების მიცემაში“. ე.წ. საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელი და არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თეა წულუკიანი – ივანიშვილის დიქტატურის დამყარების გზაზე – საკუთარ თავთან …

გერმანიაში რუსული საქონლის იმპორტი 95 პროცენტით შემცირდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ

რუსეთიდან გერმანიაში იმპორტი 95%-ით შემცირდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ – წერს გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ გერმანიის სტატისტიკის სამსახურზე დაყრდნობით. კერძოდ, 2024 წელს რუსეთიდან გერმანიაში საქონლის იმპორტის მოცულობამ 1.8 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც 95%-ით ნაკლებია უკრაინაში ომის დაწყებამდე არსებულ მდგომარეობასთან შედარებით. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 33.1 მილიარდი იყო. მნიშვნელოვნად, 71.6 პროცენტით შემცირდა ექსპორტიც გერმანიიდან რუსეთში. 2024 …

გერმანიის კანცლერი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აანონსებს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ, მე-17 პაკეტს 20 მაისს განიხილავენ. „სანქციების ახალი პაკეტი მზადაა. გადაწყვეტილებას სამშაბათს, ბრიუსელში მივიღებთ“, – წერს მერცი სოციალურ ქსელ X-ზე. მერცი ასევე აცხადებს, რომ რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებზე სტამბოლში ჩასვლაზე უარის თქმით თავი არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაიგდო. „ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი …

„გერმანიის წნეხი ოცნებაზე გაიზრდება“ – რა იცვლება გერმანიაში ჩატარებული არჩევნებით?

„მერცი შეეცდება, შეითავსოს ლიდერის როლი: როგორ უნდა მოხდეს ევროკავშირის გარდაქმნა გეოპოლიტიკურ მოთამაშედ“, – პოზიტიური მოლოდინი აქვს გერმანიაში ჩატარებულ არჩევნებზე საგარეო პოლიტიკის მრჩეველს ბუნდესტაგში – მიხეილ სარჯველაძეს. მისი აზრით, მერცს უკეთესი პოლიტიკური უნარები აქვს, ვიდრე შოლცს ჰქონდა. ბუნდესტაგის ქართველი მრჩევლის აზრით, თუ მერცმა გერმანელ ამომრჩეველს გული გაუცრუა, პოლარიზმი კიდევ უფრო გაღრმავდება და იმის რისკი გაიზრდება, რომ …

„გერმანია გვახსენებს საერთო ისტორიას, რომ მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია“ – ინტერვიუ

„მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია. ბერლინის კედლის დაცემა ამის მაგალითს წარმოადგენს….“ – ამ ფრაზით იწყება საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადება, რომელსაც იგი ბერლინის კედლის დაცემის დღესთან დაკავშირებით ავრცელებს. ანალოგიური შინაარსის ტექსტს ავრცელებს გერმანიის საელჩო სხვა ქვეყნებშიც. რა დამოკიდებულება ჩანს ამ განცხადებით: როგორია გერმანიის, როგორც დასავლეთის ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოს პოზიცია „მშვიდობიანი რევოლუციის“ მიმართ? – „ბათუმელები“ ამ თემაზე პუბლიცისტს, ზაალ …

გერმანიის სუპერმარკეტებში, ბანანებში 7 მლნ ევროს კოკაინი აღმოაჩინეს

გერმანული გამოცემა „დოიჩე ველეს“ ცნობით, გერმანულ სუპერმარკეტებში ბანანებს შორის 95 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს. გამოცემის ცნობით, კოკაინის ამ რაოდენობის საერთო ღირებულება შავ ბაზარზე 7 მილიონზე მეტი ევროა. კოკაინის შეკვრები რამდენიმე ქალაქის სუპერმარკეტში, ბანანის ყუთებში იყო. ცნობილია, რომ ტვირთი სამხრეთ ამერიკიდან ჩამოვიდა ანტვერპენის პორტში. გერმანიის პროკურატურა მიიჩნევს, რომ კოკაინის ეს პარტია შეცდომით მოხვდა სუპერმარკეტების ქსელში. კოკაინი აღმოჩნდა …

აშშ გერმანიაში შორ მანძილზე მოქმედ იარაღს ისევ განათავსებს

რუსეთის შეკავების მიზნით აშშ გააძლიერებს ზომებს ნატოს ევროპელი პარტნიორების დასაცავად – გერმანიაში 2026 წლიდან დროებით განთავსდება Tomahawk-ის რაკეტები და სხვა, შორი დისტანციის იარაღი – ამის შესახებ დასავლური მედია წერს ოფიციალურ ცნობებზე დაყრდნობით. მედიაგამოცემები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ პირველად ცივი ომის შემდეგ, გერმანია ისევ განათავსებს თავის ტერიტორიაზე იარაღს, რომელსაც შეუძლია რუსეთის ტერიტორიაზე შეღწევა. „დოიჩე ველე“ წერს, რომ …

გერმანიის მატარებლებში ლუდის და ძეხვეულის გაყიდვები გაიზარდა ჩემპიონატის ფონზე – მედია

გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატმა ფეხბურთში მატარებლის ბილეთების და ასევე, ადგილობრივ მატარებლებში ლუდის გაყიდვების ზრდა გამოიწვია – ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს Deutsche Bahn-ზე [გერმანიის სატრანსპორტო ჯგუფი] დაყრდნობით. 14-დან 19 ივნისამდე, Deutsche Bahn-ის მატარებლებში გაიყიდა 44,558 ლიტრი ლუდი – დაახლოებით ორჯერ მეტი, ვიდრე ჩვეულებრივ იყიდება ექვს დღეში. გაიზარდა მოთხოვნა საჭმელსა და გამაგრილებელ სასმელებზეც. ამავე პერიოდში ტრადიციული …

გერმანიის დაწყებით სკოლაში მოსწავლეებს სავარაუდოდ დანით დაესხნენ თავს

გერმანიის ქალაქ დუისბურგის ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში ორ მოსწავლეს სავარაუდოდ დანით დაესხნენ თავს. ამის შესახებ სხვადასხვა მედია ერთხმად იუწყება. პოლიციის თანახმად, უკვე დააკავეს 21 წლის ეჭვმიტანილი. ქალაქის პოლიციამ მომხდარის შესახებ იქსზე [ყოფილი ტვიტერი] მოკლე ტექსტი გამოაქვეყნა. პოლიციის თანახმად, დაკავებული ბავშვებზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი. პოლიციას დანაშაულის იარაღზე კომენტარი არ გაუკეთებია. დაშავებული ბავშვები ამ დროისთვის საავადმყოფოებში იმყოფებიან ექიმების ზედამხედველობის …

გერმანია პირველად გადასცემს უკრაინას სამხედრო ვერტმფრენებს

უკრაინის შეიარაღებული ძალები მიიღებენ 6 მრავალფუნქციურ Sea King Mk41 – სამხედრო ვერტმფრენებს, მათთვის საჭირო აღჭურვილობას და სათადარიგო ნაწილებს – ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს გერმანიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. გარდა ამისა, უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები გაივლიან აუცილებელ წვრთნას თვითმფრინავების ექსპლუატაციისთვის. გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის თქმით, Sea King Mk41 არის „საიმედო ვერტმფრენი, რომელიც დაეხმარება უკრაინელებს ბევრ სფეროში: …

უნდა შევეჩვიოთ აზრს, რომ ევროპაში ომის საფრთხეა – გერმანიის თავდაცვის მინისტრი

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ ევროპაში ომის საშიშროებაა და აუცილებელია გერმანია თავდაცვისთვის მზად იყოს. „რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინაში განაპირობა ის, რომ ჩვენი ქვეყანა ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა, რომლისგანაც იგი 30 წელია გადაჩვეული იყო“ – ციტირებს „დოიჩე ველე“ გერმანიის თავდაცვის მინისტრს. პისტორიუსმა თქვა, რომ ევროპაში არის „აგრესორის მხრიდან ომის საფრთხე“ და გერმანია ამისთვის ფსიქოლოგიურად …

„უნდა მოუსმინოთ პალესტინელებსაც“ – ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა სკანდალით გაიხსნა

გერმანული მედიის ცნობით, 17 ოქტომბერს ფრანკფურტის ცნობილი წიგნის ბაზრობა სკანდალით გაიხსნა. „დოიჩე ველეს“ ცნობით, წელს წიგნის ბაზრობის მასპინძელი ქვეყანა სლოვენიაა და სკანდალი სწორედ სლოვენიელი ფილოსოფოსის, სლავოი ჟიჟეკის გამოსვლას მოჰყვა. გამოცემის ცნობით, გამოსვლისას ჟიჟეკმა დაგმო „ჰამასის“ ტერაქტი ისრაელის მოსახლეობაზე, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ასევე უნდა მოუსმინოთ პალესტინელებს და გაითვალისწინოთ მათი წარსული, თუ გსურთ კონფლიქტის გაგება“. „დოიჩე …

რა შეიცვლება, თუ გერმანია უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს მოგვანიჭებს – პოლიტოლოგი გერმანიიდან

„კანდიდატის სტატუსზე ამ საკითხს არ აქვს პირდაპირი გავლენა,“ – ამბობს ბიძინა ლებანიძე, „პოლიტიკის ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარი და იენის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი. მას ვკითხეთ გერმანიაში დეპორტაციის ახალ მაჩვენებელზე: 2023 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, საქართველო დეპორტირებულების ნუსხაში რაოდენობით პირველ ადგილზეა. ბიძინა ლებანიძე მიიჩნევს, რომ გერმანია 2023 წელის სექტემბერში დიდი ალბათობით მხარს დაუჭერს საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, …

ლომი, რომელსაც ბერლინში ეძებდნენ, გარეული ტახი აღმოჩნდა – მედია

გერმანული მედიის ცნობით, პოლიციამ დაასრულა მტაცებელი ცხოველის ძებნა ბერლინის გარეუბანში. „დოიჩე ველე“ წერს, რომ სპეციალისტების დასკვნით, გარეული ცხოველი, რომელიც ლომს ჰგავდა ვიდეო კადრებზე, გარეული ტახია. ამის შესახებ 21 ივლისს, ბერლინის გარეუბანში, ქალაქ კლეინმახნოვში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადეს. „დოიჩე ველეს“ ცნობით, კლეინმახნოვის მერმა და პოლიციის უფროსმა ოფიცერმა დაადასტურეს, რომ „ეჭვმიტანილი მტაცებლის“ ძებნის ოპერაცია დასრულდა. ცხოველის კვალი არ …

ლომი ბერლინში – 220 პოლიციელი ისევ ეძებს მტაცებელ ცხოველს

ბერლინის გარეუბანში პოლიცია ისევ ეძებს მტაცებელ ცხოველს, სავარაუდოდ ლომს. სამუშაოებში ჩართულნი არიან სპეციალისტები, პოლიცია იყენებს ვერტმფრენებსა და დრონებს, თუმცა ცხოველის კვალს ჯერ ვერ მიაგნეს. „დოიჩე ველეს“ ცნობით, სამძებრო სამუშაოებში დაახლოებით 220 პოლიციელია ჩართული. მტაცებელ ცხოველს, სავარაუდოდ ლომს, 20 ივლისიდან ეძებენ ბერლინის გარეუბანში, მას შემდეგ, რაც 19 ივლისს, საღამოს, მოქალაქემ გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ჩანს დიდი ზომის …

გერმანიის მხარდაჭერა უსასრულოდ არ გაგრძელდება – ღარიბაშვილისა და შოლცის შეხვედრის ანალიზი

„მგონია, რომ ეს ყველაფერი მაინც მიმართული იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ… ეს რომ „ყვითელი ბარათი“ არ ყოფილიყო, კანცლერის ადმინისტრაციის განცხადებაში ეს საკითხები ასე ღიად გამოყოფილი არ იქნებოდა,“ – მიიჩნევს გერმანიაში მცხოვრები ქართველი მკვლევარი მიხეილ სარჯველაძე. მას ირაკლი ღარიბაშვილის ოლაფ შოლცთან შეხვედრის შესახებ ვესაუბრეთ – რა გამოჩნდა შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებებიდან? „როგორც ვხედავთ გერმანულ-ფრანგული ტანდემი გააქტიურდა უკრაინაში …

გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, პუტინის გარეშე მსოფლიო უკეთესი იქნებოდა

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ეს კომენტარი რუსეთის მიერ ბირთვული იარაღით მუქარაზე გააკეთა. ბორის პისტორიუსის თქმით, მას არ აშინებს ბირთვულ საფრთხეებზე რუსი პროპაგანდისტების მუქარა. გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განაცხადებით, სამყარო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გარეშე უკეთესი ადგილი იქნებოდა. მინისტრმა ამის შესახებ გერმანულ გამოცემა Bild-თან ისაუბრა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა სამყაროზე პუტინის გარეშე. „ყოყმანის და კომპრომისის გარეშე, მსოფლიო …

გერმანიის თავდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი კრისტინე ლამბრეხტი თანამდებობიდან გადადგა – ამის შესახებ გერმანული მედია წერს. ლამბრეხტის განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა დღეს, 16 იანვარს, ნათქვამია, რომ მან გადადგომის თხოვნით მიმართა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს. განცხადებაში 57 წლის ლამბრეხტი წერს, რომ მედიის დაჟინებული ყურადღება და კრიტიკა მის მიმართ პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის მისი, როგორც თავდაცვის მინისტრის საქმიანობას. გერმანულმა მედიამ 13 იანვრის …

უკრაინისთვის ტანკების მიწოდებაზე უარის გამო შოლცს გერმანიაში აკრიტიკებენ

გერმანიის ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანმა გააკრიტიკა კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინისთვის ტანკების მიწოდებაზე უარის გამო. მისი აზრით, გერმანიის მთავრობის ასეთი პოზიცია მიუთითებს რუსული ნარატივის გავლენაზე და არაშორსმჭვრეტელი შეცდომაა. „კანცლერის უარი, გადარჩენისთვის ბრძოლაში უკრაინას ტანკები მისცეს, არა მარტო გაუგებარი, არამედ შემაშფოთებლად არაშორსმჭვრეტელია. სიტუაცია კატასტროფულია, განსაკუთრებით უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. ძალიან მწყინს, როცა ვისმენ, რომ ტანკების მიწოდება …

სპორტი, როგორც ფუფუნება – რატომ ღირს ფიტნესკლუბები საქართველოში ევროპაზე ძვირი

„18 ევრო ღირს ჩემი სახლის გვერდით სპორტული ცენტრი, სადაც ფიტნეს დარბაზია და საცურაო აუზიც,“ – გვიყვება ესპანეთში, ქალაქ ბილბაოში მცხოვრები ალექსანდრე სანაძე. ნათია ვიტი, გერმანიის ქალაქ ფრანკფურტიდან კი ამბობს, რომ 15 – 20 ევროდან არის შესაძლებელი ფიტნესდარბაზით სარგებლობა, ერთთვიანი აბონემენტი. ამ ფასად, მაგალითად, ბათუმსა და თბილისში არათუ საცურაო აუზით, მხოლოდ ტრენაჟორებითაც ვერ ისარგებლებ. დაბალი შემოსავლებისა …

ბუნდესტაგი ჰოლოდომორს გენოციდად აფასებს – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება წერს, რომ ბუნდესტაგი ჰოლოდომორს გენოციდად აფესებს და ყველა დემოკრატიული ფრაქცია შეთანხმდა შემდეგ კვირაში ამ საკითხზე რეზოლუციის მიღებაზე. „ყველა დემოკრატი გერმანული ფრაქცია შეთანხმდა შემდეგ კვირაში ჰოლოდომორთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ერთობლივი რეზოლუციის მიღებაზე. გადაწყვეტილია: ბუნდესტაგი ამას გენოციდად აფასებს. უკრაინელი ხალხის პატივისცემისთვის მადლობა გერმანიას და პერსონალურად ლარს კლინგბეილს, ომიდ ნურიპოურს, კრისტიან დუერს და …

საჰაერო თავდაცვის რაკეტები და სამხედრო ტექნიკა – გერმანიის ახალი დახმარება უკრაინას

გერმანიამ უკრაინას სამხედრო ტექნიკისა და იარაღის კიდევ ერთი პარტია გაუგზავნა. გუშინ, 9 ნოემბერს, გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კიევი მიიღებს 30 ჯავშანტრანსპორტიორ Dingo-ს, IRIS-T SLM-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, 18 სადაზვერვო უპილოტო აპარატს, 18 დრონის დასაცავ აღჭურვილობას, 5 M1070 Oshkosh ტანკს და 3 სატვირთო მანქანას. „დოიჩე ველეს“ ცნობით, გერმანია უკრაინას აწვდის იარაღს და აღჭურვილობას ბუნდესვერის …

რატომ ღირს გერმანიაში პროდუქტები საქართველოზე ბევრად იაფი – 5 ქვეყნის მაგალითი

საქართველოში საკვები პროდუქტები უფრო ძვირი ღირს, ვიდრე, ევროპის ქვეყნებში, მაგალითად, გერმანიაში: ზეთი, შაქარი, ბრინჯი, მაკარონი და ხილიც კი, გერმანიაში უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში. გერმანიასა და საფრანგეთში, აშშ-ში, თურქეთსა და საქართველოში – ყველგან გეტყვიან, რომ საკვები პროდუქტები ომის დაწყების შემდეგ ძალიან გაძვირდა. „ბათუმელებმა“ ხუთი ქვეყნის მონაცემი შეაგროვა და ერთმანეთს შეადარა ხუთი საკვები პროდუქტის ფასი: პური, შაქარი, …

ევროპის 15 ქვეყანა საჰაერო სივრცის დასაცავად ახალ პროექტს იწყებს

„ევროპის ცის ფარი“ [European Sky Shield] – ასე ეწოდება პროექტს, რომელსაც გუშინ, 13 ოქტომბერს, ბრიუსელში მოაწერა ხელი 15-მა ევროპულმა ქვეყანამ. პროექტის მიზანია დაიცვას ევროპის ქვეყნები ბალისტიკური, მფრინავი და უპილოტო რაკეტების თავდასხმისგან უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. პროექტი გერმანიის მიერაა ინიცირებული. კანცლერმა ოლაფ შოლცმა წელს, აგვისტოში განაცხადა, რომ ერთიანი საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნა უფრო იაფი და ეფექტური იქნება. …

სანქციებს არ გავაუქმებთ საპროტესტო აქციების გამო – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზამთარში ელექტროენერგიის მაღალი ფასის გამო გერმანიაში მოქალაქეთა საპროტესტო აქციები დაიწყება, ეს არ გამოიწვევს უკრაინის ომის გამო რუსეთზე დაწესებული სანქციების გაუქმებას – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბერბოკმა, 31 აგვისტოს, პრაღაში გამართულ პანელზე განაცხადა – იუწყება „დოიჩე ველე“. „ჩვენ ვიქნებით უკრაინის მხარეზე და ეს ნიშნავს, რომ სანქციები გაგრძელდება ზამთარში, თუნდაც …

უკრაინას 4 „გეპარდი“ გადაეცა – გერმანიის მთავრობა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოთხი თვითმავალი საზენიტო-საარტილერიო სისტემა, „გეპარდი“ მიიღო – ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ ავრცელებს გერმანიის მთავრობაზე დაყრდნობით. გერმანიის მთავრობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჯამში 15 „გეპარდს“ გადასცემს. ამ დროისთვის უკრაინამ უკვე მიიღო 12 გეპარდი, 49 ათასი ჭურვი „გეპარდისთვის“, სამი ჯავშანტექნიკა და სხვადასხვა სახის სამხედრო და სამედიცინო აღჭურვილობა. ________ ფოტო: ვიკიპედია

ვინ არის 12 წლის ვუნდერკინდი მაგისტრის ხარისხით

ბელგიელი ლორან სიმონსი 12 წლისაა, თუმცა უკვე დაასრულა ანტვერპენის უნივერსიტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურაც, სადაც ფიზიკას სწავლობდა. 12 წლის ვუნდერკინდის შესახებ „დოიჩე ველე“ აქვეყნებს სტატიას. 12 წლის ბიჭის ცხოვრება დიდი ხანია მედიის ყურადღების ქვეშაა. ლორანი 4 წლის ასაკში სკოლის მოსწავლე იყო, ხოლო 8 წლის ასაკში უკვე სკოლაში სწავლა დაასრულა და ნიდერლანდებში, ეიდჰოვენის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ელექტრონული ინჟინერიის …

გერმანია 31 დეკემბრიდან რუსული ნავთობის შეძენას მთლიანად შეწყვეტს

გერმანია პირველი აგვისტოდან რუსული ქვანახშირის, ხოლო 31 დეკემბრიდან რუსული ნავთობის შეძენას მთლიანად შეწყვეტს. როგორც „როიტერსი“ წერს, აღნიშნულის შესახებ გერმანიის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, იორგ კუკისმა, სიდნეიში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა. როგორც კუკისმა განაცხადა, მთავარი გამოწვევა იმ უზარმაზარი სიცარიელის შევსება იქნება, რომელიც წარმოიშობა, როცა ევროკავშირი რუსეთის მიერ ყოველწლიურად მიწოდებულ 158 მილიარდ კუბურ მეტრ გაზზე უარს იტყვის. „ჩვენ რამდენიმე კვირაში …

გერმანია 178 მლნ ევროს ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს უკრაინას

გერმანიაში უკრაინის ელჩი, ანდრეი მელნიკი აცხადებს, რომ გერმანია უკრაინას გადასცემს თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომლებიც მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლება. ელჩის თქმით, ასეთი სისტემები შეძლებს რამდენიმე წლის განმავლობაში, უკრაინის თავზე უზრუნველყოს უსაფრთხო ცა. მელნიკის განცხადებით, გერმანია მზადაა გადასცეს უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც თავად ბუნდესვერსაც [გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები] კი არ აქვს. „ვიმედოვნებ, ბერლინის მხარდაჭერით შევიძენთ მომდევნო …

Exit mobile version