მთავარი,სიახლეები

ლომი ბერლინში – 220 პოლიციელი ისევ ეძებს მტაცებელ ცხოველს

21.07.2023
ლომი ბერლინში – 220 პოლიციელი ისევ ეძებს მტაცებელ ცხოველს

ბერლინის გარეუბანში პოლიცია ისევ ეძებს მტაცებელ ცხოველს, სავარაუდოდ ლომს. სამუშაოებში ჩართულნი არიან სპეციალისტები, პოლიცია იყენებს ვერტმფრენებსა და დრონებს, თუმცა ცხოველის კვალს ჯერ ვერ მიაგნეს.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, სამძებრო სამუშაოებში დაახლოებით 220 პოლიციელია ჩართული.

მტაცებელ ცხოველს, სავარაუდოდ ლომს, 20 ივლისიდან ეძებენ ბერლინის გარეუბანში, მას შემდეგ, რაც 19 ივლისს, საღამოს, მოქალაქემ გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ჩანს დიდი ზომის მტაცებელი ცხოველი ბუჩქებში.

კადრი ვიდეოდან

პოლიცია ადგილობრივ მოსახლეობას ურჩევს, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი შეიკავონ ბერლინის მიმდებარე ტყეებში გადაადგილებისგან. ბრანდენბურგის პოლიციამ მოუწოდა ნებისმიერს, ვინც მტაცებელს დაინახავს, სასწრაფოდ იპოვოს უსაფრთხო ადგილი და  დაუკავშირდეს ხელისუფლებას.

ბერლინის გარეუბნის, კლაინმახნოვის მცხოვრებები გააფრთხილეს, არ დაეტოვებინათ სახლები და არ გაეშვათ გარეთ შინაური ცხოველები.

ჯერ კიდევ გაურკვეველია, როგორ გამოჩნდა ცხოველი ბერლინის გარეუბანში. პირველადი მოკვლევით დადგინდა, რომ არც ერთი ლომი არ დაკარგულა ზოოპარკებიდან.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ გარემოს დაცვის სააგენტოს ცნობით, ბრანდენბურგში 23 ლომია რეგისტრირებული სამ საცირკო კომპანიასა და ორ ზოოპარკში. ერთი ლომი კერძო პირს ჰყავს.

ბრანდენბურგში კანონი არ კრძალავს ლომის ყოლას, თუმცა ცხოველი რეგისტრირებული უნდა იყოს.

ხელისუფლების ცნობით, როგორც კი ცხოველს იპოვიან, მას ტრანკვილიზატორით დააძინებენ და ცხოველთა თავშესაფარში გადაიყვანენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: